შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის კოშმარი(2)


8-01-2016, 01:53
ავტორი zak
ნანახია 1 851

იმის გაფიქრებაც კი ზარავს,თუ რა რეაქცია ექნება ბექას ამ ამბის გაგების შემდეგ.ამ საღამო ვერ ჩაუშხამებს.იცის რომ პატარას მამა ძალიან უყვარს.მამაკაცის მივლინებით გამგზავრებისას სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის ხოლმე.ვერ ეგუება ლაშასაგან მოშორებით ყოფნას.ახლა კი თუ გაიგებს რომ...ამის გახსენებაზე მასაც კი ტაო აყრის,წარმოუდგენია პატარა როგორ განიცდის ამ ფაქტ.დღეს არაფერს არ ეტყვის,მერე კი იმედია კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბექასთვის ამ ამბის დამალვა აღარ მოუწევს.ყველაფერი უფლის ნებაა,მამაკაცი ან გადარჩება ან...ამაზე ფიქრიც არ უნდა.
აქამდე არასოდეს დაფიქრებულა იმაზე,რომ შეიძლებოდა მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილიყო,ახლა კი როდესაც ამ მდგომარეობაშ აღმოჩნდა,საოცარ სახეცვლილებას გრძნობს,სულიერადაც და ფსიქოლოგიურადაც მთლიანად შესძრა ამ ფაქტმა.ადრე,როდესაც მამაკაცი სახლში არ მოდიოდა,იცოდა რომ ის მის მეგობარ ქალთან რჩებოდა.არასოდეს გაუპროტესტებია ეს.ხვდებოდა რომ ლაშას გვერდით მოსიყვარულე პარტნიორი სჭირდებოდა,ან თუნდაც მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.ზოგს ამისათვის ცოლი ჰყავს,მაგრამ ლაშას შემთხვევაში ლილე ამ უკანასკნელ ფუნქციას არ ითავსებდა.იცოდა ვინ იყო ის ქალი,რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან ლაშას და მიუხედავათ ყველაფრისა მაინც სტკიოდა მამაკაცის მსგავსი საქციელის გამო გული.არადა არ გააჩნდა იმის უფლება რომ ეს გაეპროტესტებინა...
ახლა კი ლაშა ცუდათაა,ის კი მის საყვარელზე ფიქრობს,პირდაპირ მზრუნველი მეუღლის საქციელია,მაგრამ ის ხომ არცაა მზრუნველი მეუღლე.მასთან მხოლოდ უცნაური გრძნობები და ბექა აკავშირებს.
-ქალბატონო მოვედით,დაგელოდოთ თუ აქ დარჩებით...მამაკაცის სიტყვებმა გამოიყვანა ფიქრებიდან,უკვე სერიოზულად ფიქრობს რომ მამაკაცი აფსურდულ კითხვებს სვამს.
-გმადლობთ,რა თქმა უნდა დავრჩები,ამას კითხვაც არ სჭირდება...მშვიდათ უპსუხა ოფიცერს და ავტომობილიდან გადავიდა...კიდევ ერთხელ გმადლობთ...ის ის იყო შენობაშ შესვლას აპირებდა მხარზე შეხება რომ იგრძნო.უკან შემობრუნდა და მის წინ ოფიცერი ამაშკელი დალანდა მოსაცმელით ხელში.
-იცით?!ვიფიქრე რომ 31 დეკემბერს,ღამით,ამ თხელ კაბაში შეგცივდებოდათ,ამიტომ აი აიღეთ ეს...ფრთილად გაუწოდა ქალს მოსაცმელი და შემდეგ უკან გაბრუნდა...უკაცრავად,თქვენს მეუღლეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,დარწუნებული ვარ კარგად გახდება,თქვენც ირწმუნეთ რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება და დამიჯერეთ,გაოცებული დარჩებით.გილოცავთ დამდეგს...ღიმილით დაუქნია ხელი შესასვლელთან მდგარ ქალს და ავტომობილისაკენ გაემართა...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
-საყვარელო ჯერ არ მომზადებულხარ?საცაა შენს დასანიშნად მოვლენ...ღიმილით გამოხედა დაფაცურებულმა,გაფქვილულმა მარინემ ქალიშვილს და ფართოდ გაუღიმა...დღეს ოჯახში ყველა ბედნიერია ლილეს გარდა.ეს ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია.
-მოვემზადები ხო...უნიათოდ,ხმადაბლა უპასუხა დედას და კოვზით ფრთხილად ამოიღო თასიდან შოკოლადის პუდინგი.
-ლილე,ნუ ჭამ ეგ სტუმრებისთვისაა...ეს უკვე ბოლო წვეთი იყო გოგონასთვის,კოვზი ნერვებმოშლილმა მოისროლა ნიჟარაში და საძნებლისაკენ წავიდა.ცოტა დამშვიდდება და თავს შთააგონებს რომ დღეს ცუდი არაფერი გააკეთოს,ბარემ მოემზადება კიდეც.
კარადიდან მარინეს ნაყიდი ზურმუხტისფერი კაბა გამოიღო,შავი ფეხსაცმელებიც მოაყოლა და ხუთ წუთში მზად იყო.ყოველგვარი მაკიაჟისა და სამკაულების გარეშე.ხელზე მხოლოდ დათოს,მისი ერთადერთი მეგობრის ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა.საშინლად სწყდება გული რომ დათო ახლა მის გვერდით არაა,მაგრამ პატრიოტმა დავითმა გადაწყვიტა სამშობლოს სამსახურში ჩამდგარიყო და ჯარისკაცის ამპლუაში განაგრძო ცხოვრება.ახლა კი ავღანეთში წასული და დარეკვასაც კი იშვიატად ახერხებს...
-ლილე,სტუმრები მოვიდნენ გამოდი...ფრთხილად მოიწმინდა ცრემლები და მისაღებში გავიდა.როგორი ბედნიერი ჩანს ლაშა,ნეტავ ის რამ აიძულა რომ ცოლად მოეყვანა ლილე?!თუმცა რა საჭიროა იძულება,ლილე ულამაზესი გოგონაა,წლების შემდეგ კიდევ უფრო მშვენიერი ქალი იქნება.
-ბატონო გოგი,ქალბატონო მარინე,მე მინდა რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ...ღიმილით დაიწყო საუბარი ბიჭმა და ოჯახის უფროს გადახედა.გოგი თითქოსდა ჩაფიქრდა შემდეგ კი ქალიშვილს გადახედა.როგორ ლოცულობდა ლილე რომ რომელიმე მათგანს ახლა წამოეყვირა რომ მათ ერთადერთ ქალიშვილს უსიყვარულოდ არ გაათხოვებდნენ,რომ მის ცოდვაში ფეხს არ ჩადგამდნენ.მაგრამ იმედები გაუცრუვდა.
-თუ თქვენ გსურთ რომ იქორწინოთ,ჩვენ არანაირი პრეტენზია არ მაქვს...ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები გოგიმ და ხელები ერთმანეთს ძლიერად შემოჰკრა.ლილესაც გაეცინა,ოღონდ ირონიულად...“თუ თქვენ გსურთ რომ იქორწინოთ...“პიდაპირ საცოდავობაა,მის მიერ მსგავსი სიტყვების წარმოთქმა.არადა დარწმუნებულია რომ...ამაზე საუბარს აღარანაირი აზრი არ აქვს...
-ვიცი რომ არ გიყვარვარ,არც ის გესმის თუ რატომ უნდა იქორწინო ჩემზე,მაგრამ დამიჯერე აუცილებლათ შეგიყვარდები...ცოტა ხნით აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ლილე,რომ როგორმე გასცლოდა იმ საზოგადოებას რომელთანაც წეღან იყო და აქაც გამოჰყვნენ.
-ასე ფიქრობ?!მე კი ამის იმედი არ მაქვს,პირველი შთამბეჭდილება ყოველთვის შეუცვლელია...ისე უპასუხა ბიჭს რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
-შენ ცდები ლილე,შენ მე შემიყვარებ,შემიყვარებ რადგან მოგვიწევს ერთ საწოლში ძილი,დილის ერთად დაწყება,პატარების აღზრდა...
-ეს აფსურდია ლაშა,ნუთუ გგონია რომ შენთან ფიზიკური კავშირი მექნება?და მაინც თუ ეს მოხდება მხოლოდ ბავშვის გამო,მაგრამ არც ხელოვნური განაყოფიერებაა ცუდი იდეა...გააწყვეტინა საუბარი ბიჭს და ის იყო სახლში შებრუნებას აპირებდა ხელზე მძიმე ხელი რომ იგრძნო.რამდენიმე წამში კი ლაშასა და აივნის კარებს შორის აღმოჩნდა მომწყვდეული.
-გამიშვი თორემ...
-რა,იყვირებ?შენ ჩემი საცოლე ხარ ლილე,მინდა გაკოცებ,მინდა უფრო ღრმადაც შევტოპავ...ფრთხილად დაიხარა გოგონასაკენ და ის ის იყო უნდა ეკოცნა,ლილემ ფეხებშორის რომ ამოარტყა.ტკივილისაგან კინაღამ აივანზე დავარდა ბიჭი.
-გეგონოს...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ლილემ ბიჭს და სახლში შევიდა,აივანზე კი მწარედ მომღიმარი ლაშა დატოვა
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
-უკაცრავად,სად შეიძლება ვნახო ლაშა მახალდიანი?ან გავიგო რაიმე მისი მდგომარეობის შესახებ?...დაეკითხა ლილე მედდას,რომელიც იმ წუთას გამოვიდა ერთ-ერთი პალატიდან.
-უკაცრავად,დამელოდეთ,ახლავე გეტყვით...რამდენიმე წუთი ერთ ადგილას იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა გოგონა.ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაიგონა,უკან შებრუნებულს კი მედდა შერჩა ხელში.
-რა გაარკვიეთ?....პასუხის მოლოდინში ორჯერ უფრო სწრაფად აუჩქარდა გული ლილეს,ვერანაირად ვერ მოუძებნა ახსნა მის მსგავს მღელვარებას,თავისთავად გული შესტკივა ბექას მოსალოდნელ რეაქციაზე,რომელიც მამამისი მსგავსი მდგომარეობით იქნება განპირობებული,მაგრამ ეს კიდე სხვა რაღაც არის.მას ლაშას მდგომარეობა არ აწუხებს მხოლოდ იმიტომ რომ ის მისი შვილის მამაა.მაგრამ ვერ ხვდება სხვა კიდევ რა შეიძლება იყოს.
-ის ჯერ კიდევ საოპერაციოში ჰყავთ,ავარიისაგან დაზიანებული აქვს მკერდის ძვალი,მოტეხილი აქვს ორი ნეკნი,არცერთ მათგანს,გასაკვირი მაგრამ არ დაუზიანებია არც ფიტვი და არც დიაფრაგმა.მოტეხილობა აღენიშნება ზედა კიდურების არეში.აღენიშნება სევე სისხლჩაქცევები,სხვა საგანგაშო არაფერი,როგორც მორიგე მედდამ მითხრა შინაგანი სიხლდენები არ არის,მაგრამ მდგომარეობა კრიტიკული,გადარჩენის შანსები 30/70
-ეს არც ისე ცუდია ხო?
-მართალი ხართ,იმედი ჯერ კიდევ უნდა ვიქონიოთ...ღიმილით მიუგო გოგონამ ლილეს.
-მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ?...გაპარული ხმით შეეკითხრა გოგონას და კისერზე ნერვიულად დაისვა ხელი.
-მხოლოდ ლოცვითა და სასწაული მოლოდინით ქალბატონო.დღეს ხომ ახალი წლის საღამოა,დღეს სასწაულები ხდება...კიდევ უფრო ფართედ გაუღიმა გოგონამ ლილეს და გაშორდა...ხო მართლა,საოპერაციო,პირველ სართულზე თქვენიდან ჯერ წინ,შემდეგ კი ხელმარცხნვაა...კვლავ ღიმილით დაუყვირა ადგილზე გაშეშებულ ქალს და დერეფან გაუყვა.
უკვე მეორე ადამიანი ეუბნება რომ სასწაული მოლოდინში უნდა იყოს,იქნებ მართლები არიან?იქნებ მართლაც ხდება სასწაულები?მაგრამ მსგავს რამეებზე ჯერ კიდევ მაშინ ჩაიქნია ხელი იძულებით რომ გაათხოვეს და ათასნაირი სასწაულის მოლოდინი რომ ფუჭი გამოდგა.მაგრამ ცხოვრება იცვლება.თითოეული ჩვენგანი მხოლოდ კარგის მოლოდინში უნდა იყოს.ლილესაც ნელ-ნელა უჩნდება იმის იმედი რომ სასწაულები მართლაც ხდება,ჩვეულებრივ დღეებში იშვიათდ მაგრამ ახალი წლის ღამეს,ეს სრულიად მოსალოდნელია.
** ** ** ** *** ** ** ** ** **
გთხოვთ დატოვეთ კომენტარები,სერიოზულად მგონია რომ საერთოდ აღარავინ კითხულობს ჩემს ისტორიებს.ისედაც ცოტა მკითხველიდა კი მხოლოდ ერთი,ხნდახან ისიც არა,ტოვებს კომენტარს.დააფიქსირეთ თქვენი აზრი,თუნდაც კრიტიკული
სიყვარულით zak



№1 სტუმარი Xatia

Simartle gitxrat dzalian damainteresa am istoriam. Gaagrdzele vnaxot ra moxdeba. Imedia bevri caikitxavs da ircmunebs rom axaliclis games nebismieri ram sheileba moxdes. Ircmuneben rom sasxaulebi xdeba.:-)

 


№2 სტუმარი likuuna

Martalika saswaulebis didi xania ar mjera magram momwons es istoria warmatebebi:*

 


№3  offline წევრი zak

Xatia
Simartle gitxrat dzalian damainteresa am istoriam. Gaagrdzele vnaxot ra moxdeba. Imedia bevri caikitxavs da ircmunebs rom axaliclis games nebismieri ram sheileba moxdes. Ircmuneben rom sasxaulebi xdeba.:-)

გმადლობ,თუმცა ჯერ ვერ გადავწყვიტე კარგად დავასრულო თუ ცუდათ,გული ცუდისაკენ მიმწევს,მაგრამ მკითხველს არ მოსწონს,გმადლობ რომ კითხულობ love

likuuna
Martalika saswaulebis didi xania ar mjera magram momwons es istoria warmatebebi:*

გმადლობ love ნამდვილად მჭირდება გენაცვა love

 


№4  offline წევრი likuna12345

Aucileblad gaagrdzele

 


№5  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ.ძალიან მინდა ლაშა გადარჩეს love
--------------------
M.T

 


№6  offline წევრი zak

likuna12345
Aucileblad gaagrdzele

გავაგღძელებ,აუცილებლად love
♥მარიამი♥
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ.ძალიან მინდა ლაშა გადარჩეს love

ხო ახლა დავფიქრდი რომ უფრო სასიამოვნო გამოვა თუ ლაშა გადარჩება.ალბათ ორ თავში დავამთავრებ,უფრო ადრეც,გმადლობ რომ კითხულობ love

 


№7 სტუმარი Xatia

Gagrdzeleba male dade ra martla dzalian velodebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent