შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 8თავი

8-01-2016, 02:25
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 641

8
კარის გაღება არ მინდოდა,მაგრამ არც ის მინდოდა ჩემს მეზობლებს საჭორაო თემა მისცემოდათ.ვიცოდი ნიკა მანამდე არ დამანებებდა თავს, სანამ კარს არ გავუღებდი.გასაღები გადავატრიალე და კარი ფრთხილად გამოვაღე.ორივე ხელი ჩვეულად ისევ ჯიბეებში ეწყო და მიღიმოდა.მის შემხედვარეს, სულ დამავიწყდა გაბრაზებაც და წყენაც,მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია.ნიკამ ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა,ლოყაზე მაკოცა და გვერდი ამიარა.გავოცდი,ეს კოცნა სულ არ ჰგავდა წინა დღის ვნებიან კოცნას,მაგრამ მასში იმდენი სინაზე იდო,ვიგრძენი როგორ ამითრთოლდა გული.მისაღებში დივანზე ჩამოჯდა და ორივე ხელის იდაყვი ფეხებზე დაიდო.
-როგორ ხარ?-ღიმილით ამათვალიერა.
-კარგად-ვცდილობდი ჩვეულებრივად მეპასუხა.
-არ გეტყობა-წარბი შეკრა და ფეხზე წამოდგა-ჩემზე ნაწყენი ხარ ჰო?
-თუ იცი რატომ მეკითხები?
-ელენე ბავშვივით იქცევი.-ორივე ხელი მკლავებში ჩამკიდა და თავისკენ მიმიწია.
-ბავშვი ვარ და ბავშვივით ვიქცევი-ნიშნისმოგებით ავხედე და ტუჩები მკაცრად მოვკუმე.
-სამაგიეროს მიხდი?
-ლანა როგორ გყავს?-პასუხს თავი ავარიდე და ის კითხვა დავსვი,რომელიც გულს მიღრღნიდა.ნიკა ჯერ გაოცდა,მერე ახარხარდა და ხელი გამიშვა.ჩემს თავზე მომეშალა ნერვები,რომ თავი ასე გავყიდე,სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდან და მოწოლილი ცრემლი გადავყლაპე.
-ელენ ეჭვიანოობ?
-ჰო,ვეჭვიანობ-აღმომხდა სასოწარკვეთილს და არც მიცდია ამის დამალვა.-თუ ლანა გიყვარს და ცოლადაც მოგყავს, ჩემთან რა გინდა?რისთვის მოდიხარ?რატომ იქცევი ქმარივით,რომელიც დილით სამსახურში მიდის და საღამოს უკან ბრუნდებაა?
ნიკა წარბშეკრული იდგა და დაჟინებით მიყურებდა,ხმა არ ამოუღია.მერე ზურგი მაქცია და ორქიდეასთან მივიდა,ფოთლებს ხელი გადაუსვა.
-ლანას მიტოვება არ შემიძლია.მე მას პირობა მივეცი,მასთან ვალში ვარ -არც მოუხედავს ისე დაიწყო ლაპარაკი და მეც ჩუმად ვადევნებდი თვალს.-მე ლანას შევირთავ,მაგრამ ელენე,ჩვენი ამბავი ასე არ დამთავრდება.-მეგონა მომესმა,რა უტიფრობაა,ამას როგორ მეუბნება? ორივე ხელი შევკარი,რომ სიბრაზე როგორმე ჩამეხშო და მობრუნებულ ნიკას ზიზღით ავხედე.
-უნამუსო და უტიფარი ხარ,გამოჩნდი ჩემს მშვიდ ცხოვრებაში, ამაფორიაქე,გამაგიჟე,თავი შემაყვარე და ასე მშვიდად მიცხადებ,რომ ლანა უნდა შეირთოო?თან ჩემთანაც ისევ გააგრძელო ურთიერთობაა?საყვარლობას მთავაზოობ?-უკვე ცეცხლებს ვყრიდი,აქეთ-იქით დავდიოდი და შუბლზე ხელს ვისმევდი.-რატომ გააჩაღე ჩემთან ეს ფლირტი?რატოომ?
-შენ რატომ ამყევი ელენე?-ძალზე მშვიდად შემომიბრუნა კითხვა ნიკამ და სამზარეულოს კარადას მიეყუდა.-თავიდან არ იცოდი,მაგრამ ბათუმში ხომ გაიგე,რომ ლანა ჩემი შეყვარებული იყო?
-მეე..მე..-უეცრად ენა დამება,გულმა საშინლად გამიელვა,ტკივილი მარცხენა მკერდზე მომედო და ვიგრძენი როგორ გამიშეშა მარცხენა მკლავი,ვიდექი და ვცდილობდი ტკივილი სახეზე არ დამტყობოდა,არ მინდოდა ნიკას დაენახა,საერთოდ არ მინდოდა მისი შეცოდება.თავს ძალა დავატანე და ჩემს ოთახში გავედი.ეტყობა ნიკა,რაღაცას მიხვდა,ისიც უკან გამომყვა და ოთახში აპირებდა შემოსვლას,კარი რომ მივუხურე.
-გთხოვ წადი ნიკა.
-ელენე ცუდად ხარ?-კარს უკან მესმოდა ნიკას შეშინებული ხმა და გული მომიკვდა. კარს მივეყუდე,რადგან ტკივილი ჭკუიდან მშლიდა და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა.ყელი გამისივდა ბოღმისგან, ცრემლებს გამოსასვლელს ვუკეტავდი.თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევიკავე,ნიკა ისევ არ მიდიოდა.
-ელენე,ნუ ბავშვობ,მომეცი უფლება დაგეხმარო,გთხოვ,გპირდები მერე წავალ.აღარასდროს დავბრუნდები და გაცდი მშვიდად იცხოვრო,ოღონდ ახლა ნუ ჯიუტობ.-ნიკას ნათქვამმა სიტყვებმა ჩემს მოთმინებას ძალა გამოაცალეს და ხმამაღლა ავტირდი.წავა,წავა,ლანასთან წავა-გონებაში მიტრიალებდა ეს სიტყვები და დასამშვიდებლად,ახლა არც სუნთქვის შეკავება მშველოდა.ტკივილმა მეორე მკერდზე გადაინაცვლა და ვიგრძენი ყელის ქვემოდან წელამდე,მკერდი და ზურგი,როგორ გამიცივდა.ეს იყო ტკივილი,რომელიც ფიზიკურადაც მჭამდა და სულიერადაც.ძალაგამოცლილმა ნაბიჯი გადავდგი და ჩავიკეცე,გონება არ დამიკარგავს,ამიტომ გავიგე,როგორ შემოვარდა ნიკა ოთახში და ხელში ამიყვანა.უსიტყვოდ მიხვდა ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზს. ვხედავდი,როგორი გაფითრებული იდგა და მიყურებდა საწოლში დაწვენილს.მერე მაისური ამიწია და ფრთხილად გამხადა,წინააღმდეგობა არ გამიწევია,ან კი ძალა სად მქონდა.ფრთხილად შემეხო მკერდზე და გამაგრებული ადგილები მომისინჯა.ტკივილი გამიასმაგდა,მისი შეხება უარესად მტკენდა მაგრამ ვითმენდი.
-ელენე ყელი გტკივაა?-მე უბრალოდ თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.ნიკამ ორი თითი ყელში ჯირკვალზე დამადო და მომისინჯა.-იღლიაც გტკივა ხოო?-მე ისევ დავუქნიე თავი და თვალები გავახილე,აღარ ვტიროდი,თუმცა ტკივილი კბილს კბილზე მაცემინებდა.ნიკამ საბანი გადამაფარა და ახლავე მოვალო,გარეთ გავიდა.მისმა მზრუნველობამ უარესად ამიჩუყა გული,ორივე ხელი მკერდზე მედო და ვცდილობდი ის საშინელი სიცივე რამენაირად გამეთბო.ნიკა მალე დაბრუნდა უკან.
-წამლები სად გაქვს ელენე?-ვანიშნე კარადა გამოეღო,იქ ვინახავდი ყველაფერს.ნიკამ ჩემს წამლებს თვალი გადაავლო,მერე ერთ შუშას მოკიდა ხელი და თავის მოტანილ წამლებთან ერთად საწოლთან,ტუმბოზე დაალაგა.აბაზანაში შევიდა და იქიდან სველი პირსახოცით გამოვიდა და მომიახლოვდა.თავისი ხელით გამიწმინდა ორივე მკერდი და მერე შუშიდან სითხე ხელზე დაისხა,ფრთხილად შემაზილა ორივე მკერდზე.გაოცებული ვუყურებდი,არანაირი ვნება,ნიკა სრულიად სერიოზულად ეკიდებოდა საქმეს და სახეზე საშინელი ფერი ედო.სითხის შემდეგ,მალამოს ჯერი დადგა,ისიც ფრთხილად შემაზილა და საბანი დამაფარა.ხმა არ ამოუღია,აბაზანაში გავიდა და უკან დაბრუნებულმა ორი აბი და წყალი გამომიწოდა,უსიტყვოდ დავლიე და ისევ მივესვენე.ნიკა ფრთხილად ჩამომიჯდა საწოლზე და თმაზე გადამისვა ხელი,მისმა ქცევამ,გული გამითბო.
-ელენე წავიდე?-ხმაშეცვლილმა მკითხა და სევდიანად გამიღიმა.გული დამიმძიმდა ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა,არ მინდოდა მისი გაშვება.მაგრამ ვიცოდი უნდა წასულიყო,ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.მაგრამ შეყვარებული ქალი ხომ ყველაზე სუსტია გრძნობების წინაშე,გვერდზე მივიწიე და ნიკას ადგილი გავუთავისუფლე.
ვიწექი ნიკას გვერდით,მის მხარზე მედო თავი,ჩემს თმებს ეთამაშებოდა და კმაყოფილს მეღიმებოდა.ჩემი თავი გამოვიჭირე იმაზე ფიქრისას,რომ შემეძლო მასთან ურთიერთობა დაქორწინების შემდეგაც გამეგრძელებინა.ვიცოდი,ეს ცოდვა იყო,საშინელი საქციელი,მაგრამ ჩვენი შეხვედრა თავიდანვე განსხვავებული იყო,ჩვენი ურთიერთობა კითხვებს და პასუხებს არ ითხოვდა.ორივემ ვიცოდით,რომ ამ ყველაფერს ვერ გავაბანალურებდით...ნიკა არასდროს საუბრობდა თავის გრძნობებზე,მაგრამ მისი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო მივმხვდარიყავი ყ ელაფერს.ეს იყო უთქმელი,ვალდებულებების გარეშე კავშირი,რომელიც ფიზიკური სიახლოვისგან შორს იდგა.ეს იყო ის რასაც მრავალი წყვილი ოცნებობს,ეს იყო სულ სხვა არაჩვეულებრივი კავშირი,რომელიც ვნებებმა გამოიწვია.
-ლანა გიყვარს?-მეც არ ვიცი,რატომ დავუსვი ეს კითხვა,მაგრამ დავუსვი.
-მე მას ცოლად ვირთავ-მომიჭრა სიტყვა და წამოჯდა.
-მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,რომ გიყვარს.მაშ,რა არის მიზეზი მისი შერთვისა?-მეც წამოვჯექი და ზურგზე ჩამოვუსვი ცერა თითი,გააკანკალა.
-არ გვინდა ამაზე,უბრალოდ დაივიწყე ლანა.
-როგორ დავივიწყო,როცა ის შენს გვერდით იქნება და შენი ცოლი ერქმევა.?
-შენ გინდა ჩემთან?-მომიბრუნდა ნიკა და თვალებში ჩამხედა,საშინლად ნაღვლიანი და დაწითლებული ჰქონდა თვალები.
-მინდა,მაგრამ ასე არა-თავი ჩავხარე-ვერ დავხუჭავ თვალს შენს ცოლზე. არ შემიძლია ვიყო მესამე,მესამე ხომ ყოველთვის ზედმეტია?ხოდა ადრე თუ გვიან ეს ზედმეტი თამაშიდან ვარდება...მე კი არ მინდა ჩემს გამოგონილ თამაშში თამაშგარეთ დავრჩე...
-რატომ გგონია,რომ მესამე ხარ?ან რატომ გგონია რომ შენ წახვალ?-ნიკამ ხელი მომხვია და თავზე მაკოცა.
-ასეა ნიკა,ასე...
-ნუ ფიქრობ,უბრალოდ მოეშვი...მიყევი დინებას ელენე-თმაზე კოცნა,ვნებიან კოცნაში გადაიზარდა და ვიგრძენი,როგორ შევეზარდე ნიკას სხეულს.არ მახსოვს ტკივილი,როდის გაქრა,მაგრამ როცა მისი ხელი მკერდზე ვიგრძენი,საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი...
*********
მეორე დღიდან ისევ ჩვეულად გავაგრძელე ცხოვრება.სამსახურში მისულს უამრავი საქმე დამხვდა,გამომცემლობებიდან წიგნები მოეტანათ და მე უნდა აღმენუსხა.ჩემს კაბინეტში ვიჯექი, მწვანე ჩაის ვსვავდი და თან ნოუთბუქში ფაილებს ვახარისხებდი,მონაცემები შემყავდა.ახლადმოტანილ წიგნებს ბაზაში ვამატებდი.მორიგ წიგნს მოვკიდე ხელი და უგულოდ გადავშალე,წიგნები,ჩემი სისუსტე,ამ სამსახურის და აუტანელი სამუშაო პირობების გამო,ჩემთვის ჩვეულებრივი სავაჭრო ნივთი გამხდარიყო.''სიყვარულის ორმოცი წესი''-წავიკითხე ხმამაღლა და გამეღიმა.თავის დროზე,როცა ეს წიგნი წავიკითხე,საშინლად ამაფორიაქა,მომნუსხა და მივხვდი,მის სიღრმეებში ჩახედვას,მხოლოდ ერთი წაკითხვით ვერ შევძლებდი,მაშინ ბლოგზეც კი დავწერე პოსტი და მკითხველმაც აიტაცა,მაგრამ ახლა,ამდენი პრობლემებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ, ასეთად ვეღარ აღვიქვავდი.''რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორაც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი.
ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის!
იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო."
"მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გვარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობაა.ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება."-ამოვიკითხე ერთ-ერთი წესი და ჩემს ცხოვრებაზე მოვარგე,თურმე ამ წიგნიდან ისევ ისე შემძლებია პასუხების მიღება.''წარსული ერთი დიდი მორევია. თუ მას შენს აწყმოზე გააბატონებ, ჩაგითრევს. .... დრო ცრუ, წარმოსახვითი ცნებაა. მხოლოდ ამ წუთით უნდა იცხოვრო. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- ნუ მიჰყვები დინებას. თავად იყავი დინება.''-ამოვიკითხე ხმამაღლა და წიგნი დავხურე,გულში ჩავიხუტე და წამოვდექი.''თავად იყავი დინება''-მიტრიალებდა თავში და სურვილს მიჩენდა მე მეკარნახა ბედისწერისთვის ჩემი ცხოვრების შეცვლა.
ფიქრებში გართული ოთახში ქარბორბალასავით შემოჭრილმა ნუცამ გამომარკვია,ხმა არ ამოუღია,მაგიდაზე ჟურნალი დამიგდო და სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა. გაკვირვებულმა შევკარი წარბი-რა ხდება ნუცა?
-ეს ნახე?-ხელით მანიშნა ჟურნალზე და გვერდით გაიხედა.გაოცებულმა ავიბზუე ტუჩი და ჟურნალი ხელში ავიღე.
''ბიზნესმენ გრიგოლ პირველის ქალიშვილი წარმატებულ ექიმზე თხოვდება''-თვალებდაბინდულმა ამოვიკითხე სიტყვები და თვალი ნიკასა და ლანას ბედნიერ სახეებს შევაყინე,გარეკანიდან,რომ მიმზერდნენ...
******
ქორწილი ორ დღეშია,მე კი სახლში ვზივარ და კედლებს ვაწყდები...ასე არ გამოვა ელენე,ასე არ დანებდები...შენ არ იქნები მესამე,შენ იქნები დინება...

№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვუაიმეე აიი ძალიან მომეწონა.კარგი იყო ყველაფეერი <3 <3საწყალი ელენე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№2  offline წევრი zoi

შენ იქნეი დინება,,,კიდევ კარგი ერთხელ კიდევ შემოვიხედე საიტზე იქნებ რამე იყოს მეთქი დამხვდა კიდეც <3 <3

№3  offline წევრი მოლურჯო

აი ეს რომ წავიკითხე ყველაზე მეტად მეტკინა გული!
ეს რა ქენი თათა?
ეს რა გამიკეთე?
ამის ღირსი ვიყავი?
ჩემო ტკბილო თათა შენ ამ შემთხვევაში ყველაზე მწარე ხარ ! am
--------------------
მარიამი

№4  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰუჰუუუ შენი გამოჩენა გამეხარდააა რამდენიხანია გელოდები . ძალიან კარგი თავი იყო ოღონდ.... გაზარდე თავები რა. ფლიზზზზ

№5  offline წევრი luxury

ძალიან მომწონს ...

№6  offline წევრი kora

გამიხარდა ახალი თავი, მაგრამ, ბოლოში გული მეტკინა. მტკივა ელენეს უბედურება, თან ძალიან... საკუთარ ტკივილთან გავაიგივე, რომელიც ოდესღაც მაწუხებდა და ძალიან არ მინდა შედგეს ეს ქორწილი, რა მიზეზებიც არ უნდა არსებობდეს საამისოდ...ცხადია, ისტორია შენია და შენი გადასაწყვეტია რას როგორ იზამ, არც უფლება მაქვს მიგითითო რაიმე და ჩემი ღარიბი ფანტაზია შენს მდიდარ ფანტაზიას ვერც შეედრება... სწორედ ამიტომ ვგიჟდები მწერლებზე, პორტებზე... თქვენ უზომოდ მდიდარი ფანტაზიები გაქვთ <3
მიუხედავად ბევრი ამოუცნობი თვისებისა, მისი არასწორი დამოკიდებულებებისა, მაინც, მიყვარს ეს უსიმპატიურესი ექიმი, მაგრამ, არ ვისურვებდი ქორწილის შემდეგ, ექიმი-პაციენტის გარდა სხვა ურთიერთობას მათ შორის :(
გააქრე ეს ლანაააა, გთხოოოოვ love
თათა, საოცრად წერ და იმდენს ახერხებ, რომ მერე მთელი დღე დამყვება წაკითხულზე ფიქრები და მერე საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, თუ რატომ განვიცდი ასე ძალიან გამოგონილი პერსონაჟების ტკივილს. მაგრამ, ისე ემოციურად წერ, რომ შეუძლებელია გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ყველაფერი love
--------------------
kira.G

№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ეს ის თავი იყო, რასაც ველოდი.
არ მიყვარს ხოლმე დრამატული სცენები, მაგრამ სათაური ისეთია, თემა ისეთია, რომ ტკივილი ბევრი უნდა იყოს.
და იყო კიდეც...
კარგი გოგო ხარ <3

№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora

მადლობა კორა,მიხარია ამის წაკითხვა.შენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მკითხველი ხარ.ვეცდები ძალიან არ დავტანჯო ელენე

lullaby
ეს ის თავი იყო, რასაც ველოდი.
არ მიყვარს ხოლმე დრამატული სცენები, მაგრამ სათაური ისეთია, თემა ისეთია, რომ ტკივილი ბევრი უნდა იყოს.
და იყო კიდეც...
კარგი გოგო ხარ <3

მიხარია მარიამ,თუ მოლოდინი გავამართლე,ხო უბრალოდ შეუძლებელია ამ თემაზე,მშრალად და ტკივილის გარეშე წერა...გამოცდებიდან ვიცი,რას ნიშნავს ესტიკვილი.

სევდიანი გიჟი
აი ეს რომ წავიკითხე ყველაზე მეტად მეტკინა გული!
ეს რა ქენი თათა?
ეს რა გამიკეთე?
ამის ღირსი ვიყავი?
ჩემო ტკბილო თათა შენ ამ შემთხვევაში ყველაზე მწარე ხარ ! am

შენც ტკბილ-მწარე ხაარ:დ

№9 სტუმარი manana

მომწონს ჭკვიანი გოგო ხარ სულმოუთქმელად ველოდი ახალ თავს სევდაცაა ტკივილიც მაგრამ სასიამოვნო საკითხავია პატივს ვცემ შენს ჩანაფიქრს გმადლობთ რომ არსებობ

№10  offline წევრი kora

ლორელაი
kora
გამიხარდა ახალი თავი, მაგრამ, ბოლოში გული მეტკინა. მტკივა ელენეს უბედურება, თან ძალიან... საკუთარ ტკივილთან გავაიგივე, რომელიც ოდესღაც მაწუხებდა და ძალიან არ მინდა შედგეს ეს ქორწილი, რა მიზეზებიც არ უნდა არსებობდეს საამისოდ...ცხადია, ისტორია შენია და შენი გადასაწყვეტია რას როგორ იზამ, არც უფლება მაქვს მიგითითო რაიმე და ჩემი ღარიბი ფანტაზია შენს მდიდარ ფანტაზიას ვერც შეედრება... სწორედ ამიტომ ვგიჟდები მწერლებზე, პორტებზე... თქვენ უზომოდ მდიდარი ფანტაზიები გაქვთ <3
მიუხედავად ბევრი ამოუცნობი თვისებისა, მისი არასწორი დამოკიდებულებებისა, მაინც, მიყვარს ეს უსიმპატიურესი ექიმი, მაგრამ, არ ვისურვებდი ქორწილის შემდეგ, ექიმი-პაციენტის გარდა სხვა ურთიერთობას მათ შორის :(
გააქრე ეს ლანაააა, გთხოოოოვ love
თათა, საოცრად წერ და იმდენს ახერხებ, რომ მერე მთელი დღე დამყვება წაკითხულზე ფიქრები და მერე საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, თუ რატომ განვიცდი ასე ძალიან გამოგონილი პერსონაჟების ტკივილს. მაგრამ, ისე ემოციურად წერ, რომ შეუძლებელია გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ყველაფერი love

მადლობა კორა,მიხარია ამის წაკითხვა.შენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მკითხველი ხარ.ვეცდები ძალიან არ დავტანჯო ელენე

lullaby
ეს ის თავი იყო, რასაც ველოდი.
არ მიყვარს ხოლმე დრამატული სცენები, მაგრამ სათაური ისეთია, თემა ისეთია, რომ ტკივილი ბევრი უნდა იყოს.
და იყო კიდეც...
კარგი გოგო ხარ <3

მიხარია მარიამ,თუ მოლოდინი გავამართლე,ხო უბრალოდ შეუძლებელია ამ თემაზე,მშრალად და ტკივილის გარეშე წერა...გამოცდებიდან ვიცი,რას ნიშნავს ესტიკვილი.

სევდიანი გიჟი
აი ეს რომ წავიკითხე ყველაზე მეტად მეტკინა გული!
ეს რა ქენი თათა?
ეს რა გამიკეთე?
ამის ღირსი ვიყავი?
ჩემო ტკბილო თათა შენ ამ შემთხვევაში ყველაზე მწარე ხარ ! am

შენც ტკბილ-მწარე ხაარ:დ

ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ გამახარა და გამაბედნიერა იმის წაკითხვამ, რომ ასეთი საოცარი მწერლის ერთ-ერთი საყვარელი მკითხველი ვარ love ეს დიდი პატივია და მადობა შენ, რომ ასეთი კარგი ხარ <3
--------------------
kira.G

№11  offline წევრი Lana Tomlinson

შოკში ვარ...ძალიან კარგია. არ მინდა ელენე საყვარლის როლში.ასე მგონია ახლა ქორწილს ჩაშლის.ძალიან კარგი ხარ თათა! <3

№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა საყვარლობაა. ყველაფერი მომწონს და მაგიჟებს. რაღაცნაირ ეიფორიას ვგრძნობ კითხვისას და მომწონს ელენეც და ნიკაც. ოჰ, საყვარელიო :D რაღაც გამახსენდა ამაზე და გამეცინა :დდ
ძალიან რომანტიულია ეს ნიკა და ლანაზე რომ ქორწინდება უხ მაგის.. სულ ამაზე როგორ ვფიქრობ. თან ქორწინება სიყვარულით არ ყოფილა და ახლა უნდა იმოქმედოს ელენემ ზუსტააად...
ყოჩაღ თათუციი love
ძალიან კარგია.
საყვარლის როლში რომ იყოს არ მოუხდება ელენეს ეს და ამას არ იმსახურებს ნიკასგან.
კარგად წერ და აბა დროზე გაარკვიე რა ხდება და როგორ... ელენემ უნდა აჯობოს ლანას!
დუელში გამოიწვიოს ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერ-კეისარი
რა საყვარლობაა. ყველაფერი მომწონს და მაგიჟებს. რაღაცნაირ ეიფორიას ვგრძნობ კითხვისას და მომწონს ელენეც და ნიკაც. ოჰ, საყვარელიო :D რაღაც გამახსენდა ამაზე და გამეცინა :დდ
ძალიან რომანტიულია ეს ნიკა და ლანაზე რომ ქორწინდება უხ მაგის.. სულ ამაზე როგორ ვფიქრობ. თან ქორწინება სიყვარულით არ ყოფილა და ახლა უნდა იმოქმედოს ელენემ ზუსტააად...
ყოჩაღ თათუციი love
ძალიან კარგია.
საყვარლის როლში რომ იყოს არ მოუხდება ელენეს ეს და ამას არ იმსახურებს ნიკასგან.
კარგად წერ და აბა დროზე გაარკვიე რა ხდება და როგორ... ელენემ უნდა აჯობოს ლანას!
დუელში გამოიწვიოს ^_^

ვაიმე ერკეე რა აზრები გაწუხებს?? :დდ მადლობა ჩემო კარგო,მიხარია შენი ტკბილი კომენტარების წაკითხვა

№14 სტუმარი Black

Cemi niwieri mwerali lorelai xar sen magari iyo dzaan cemicxovrebaa<3

№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Black
Cemi niwieri mwerali lorelai xar sen magari iyo dzaan cemicxovrebaa<3

შენ არ იცი,როგორ გამახარეე,მადლობააა

№16 სტუმარი Ley

YAY!!! Iyavi dineba Elene!!! Ra kargi iko! *_*

№17  offline წევრი gabun1a

ხო გითხარი ყველას წავიკითხავ მეთქი? აი წავიკითხე, ეს კიდევ იმას ნიშნავს რომ ძალიან მომეწონა, რო არ მომწონებოდა შევწყვეტდი მაგრამ ბოლომდე მოგყვები ამ ისტორიაში და სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგს, ველოდები მოუთმენლად :))

№18  offline წევრი sergio ramos

au dade raa malee.ver vitmen meee :-D

№19  offline წევრი nini31323

გოგო ვიღაც საოცრებახარ. ღამის 5 საათია შემოვიჭყიტე არმეძინეოდა. ამ ისტორიის სათაური მომეწონა, ვკითხულობ და შუაღამისას ვსლუკუნებ ლოგინში. ფატასტიკა ხარ, რაღაც სასწაული. დროზე დადე რა შემდეგი და თან დიდი. მაგარიხარ ბრავო. მიყვსრხარ!! !!

№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nini31323
გოგო ვიღაც საოცრებახარ. ღამის 5 საათია შემოვიჭყიტე არმეძინეოდა. ამ ისტორიის სათაური მომეწონა, ვკითხულობ და შუაღამისას ვსლუკუნებ ლოგინში. ფატასტიკა ხარ, რაღაც სასწაული. დროზე დადე რა შემდეგი და თან დიდი. მაგარიხარ ბრავო. მიყვსრხარ!! !!

მადლობა ნინი,ძალიან მიხარია.ვეცდები მალე დავდო.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent