შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... თავი №3


8-01-2016, 12:28
ავტორი Tox IKo))
ნანახია 1 715

და... ვერც კი მოვასწარით გახედვა რო დაგვიჭირეს იარაღი გაგვაგდებინეს და ცხვირზე რაღაც აგვაფარეს. მე და სალიმ გონება დავკარგეთ. უეცრად გავახილე თვალები, ძალიან ცუდად ვიყავი. თავი საშინლად მტკიოდა, სალის გავხედე, ტიროდა, მივედი და ჩავეხუტე, თვალებიდან ცრემლები ჩამომიგორდა. რაღაც შავ, რკინის კარებით ჩაკეტილ ოთახში ვიყავით. ოთხ კედელში გამოკეტილნი რამდენიმე საათი ვიჯექით იქ. უეცრად გაიღო კარი, შემოვიდა ერთი ბიჭი შეგვამოწმა იქ ვიყავით თუ არა და გავიდა. მისი გასვლის შემდეგ სულ რაღაც 10 წუთი არ იყო გასული რომ ჩხუბის ხმა შემოგვესმა. ძალიან შეგვეშინდა... კარები ძალიან სწრაფად გაიღო და პირღია დავრჩი! შემოვარდა ლუკა, მის უკან ლინა და რიჟა იდგნენ. ლუკა მომვარდა და ჩამეხუტა, გაგვიყვანა გარეთ და მანქანაში ჩაგვსვა. მანქანა მთელი სისწრაფით დაძრა. მე შევთავაზე რომ ჩემთან წავსულიყავით. მივედით, მე და სალი სავარძლებზე დაგვსვეს. რიჟა და ლინა თავს არ გვანებებდნენ, რიჟამ წვენები გაგვიკეთა, ლინამ ნამცხვარი გამოაცხო (უგემრიელესი), ლუკა ჩემს გვერდით იჯდა და თავს არ მანებებდა. მე წაბლისფერთვალებში ჩავხედე და ვეღარ მოვითმინე, ჩავეხუტე. არ ვიცი რატომ მაგრამ.... მაგრამ... არ ვიციი! უბრალოდ!
-როგორ გრძნობ თავს (ლუკა)
-რავი კარგად. (მე)
-სალი შენ? (ლუკა)
-მეც არამიშავს (სალი)
-გოგოებოოო, წვენი მზად არიის (რიჟა)
-ნამცხვარიიც! (მხიარული ხმით წამოიძახა სამზარეულოდან ლინამ)
-აუუ რა კაიააა (მე)
-ჰოომ (სალი)
არ ვიცოდი რა მექნა. ლუკა ისეთი თვალებით მიყურებდა! თავს უხერხულად ვგრძნობდი... ძალიან უხერხულად.... მართლა არ ვიცოდი რა მექნა. მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე:
-დიდი მადლობა! (მე)
-არ გრცხვენია?! (ხმაში სიცილი შეერია ლუკას) კარგი გოგოებო წავედი მე მეგობრები მელოდებიან გარეთ. კიდევ ამოვალ!
-კაიი პაკაა (რიჟა)
ლუკა წავიდა. კარები გაიხურა თუ არა მომვარდნენ გოგოები და დამიწყეს ლაპარაკიი აუუუ: -გოგო რააო? (რიჟაა)
-აუ გვითხარი კესიი რო ჩაგეხუთა რა? (ლინა)
-მიდი გოგო თქვიი! (სალი)
-რა რა? არაფერი უბრალოდ ჩამეხუტა და ვსო! (მე)
-აუ ნერვებს მიშლი უკვე! (დამცინავი ხმით მითხრა რიჟამ)
-ოოო, მიდი ჯობია ნამცხვარი მომიტანე. (მე)
-კაი ჰო (რიჟა)
რიჟამ ლინას გამომცხვარი ნამცხვარი მომიტანა. ისეთი გემრიელი იყო.. აიი ძალიან. რიჟამ და ლინამ იარაღები მოგვიტანეს თურმე ჩვენი ხელიდან გაგდბული იარაღები იმ სასტავს არ აუღია. იქვე დარჩა. რიჟა და ლინა რომ მივიდნენ ჩვენი გატაცების ადგილას ვერ გვნახეს, იარაღები აიღეს და სპეციალურად დაურეკს ლუკას. თურმე იცოდნენ რომ ლუკას მოვწონდი და არ მეუბნებოდნენ! გამაბრაზეს! მაგრამ ეს რომ გავიგე მაინც გულიანად გავიცინე. მალე ჩამეძინა კიდეც. ჩემი სიზმრების სამყაროში უამრავი თავგადასავალი გადამხდა, მაგრამ ეს ყველაფერი მობილურის ზარმა ჩაშალა. დავხედე და უცხო ნომერი იყო, ავიღე, ლუკა იყო:
-როგორ ხარ კესი? (ლუკა)
-უკეთესად. (მე)
-კარგი, მალე ამოვალ შენთან, ხო შეიძლება? (ლუკა)
-კი, რა თქმა უნდა! გელოდები. (მე)
-კაი 5 წუთში მოვალ. (ლუკა)
ყურმილი დავუკიდე და ავდექი. კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე თუ არა კარი ლუკა შემოვიდა და ჩამეხუტა. ისევ არ ვიცოდი რა მექნა და მეც ჩავეხუტე! შემოვედით სახლში. დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი. იმდენ თემაზე ვისაუბრეთ. ტირამისუ შევთავაზე, ისიც დამთანხმდა, გავედი სამზარეულოში, მოვამზადე ყველაფერი, გავიტანე მისთვის და ჩემთვის ტირამისუ და ყავა. საუბრის შემდეგ ჩემს პირისპირ მჯდომი ლუკა ჩემს გვერდით დაჯდა, ისევ და ისევ ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. მე როგორც ყოველთვის არ ვიცოდი რა მექნა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მას იდიოტს ვუწოდებდი და მაინცდამაინც არ მომწონდა. ფაქტიურად ვერ ვიტანდი მაგრამ პირველად რომ ჩამეხუტა იმის მერე ეს სიძულვილი ჩემში გავანადგურე. მეც ჩავეხუტე. მაგრამ არ ვიცოდი მიყვარდა თუ არა. თუმცა მომწონდა მისი წაბლისფერი თვალები და ქერა თმა. თვითონ ისიც მომწონდა ალბათ. ალბათ კი არა მომწონდა. მაგაში დარწმუნებული ვიყავი.
-რაღაცის თქმა მინდა კესი... (ლუკა)
-მითხარი. (მე)
- აუუ... ... .... (ლუკა)
-თქვი გთხოვ! (მე)
-აუ.. მევასები!! (ლუკა)
-ვაიმე! მეც!!! (მე)
-მართლა?! (ლუკა)
-კი! ადრე ჩემი ბიჭური ცხოვრება მომწონდა. ახლაც მომწონს და ვარ კიდეც ბიჭური! მაგრამ წარსულთან განსხვავებით უკვე ვიღაც მევასება! ადრე ბიჭებს ვერ ვიტანდი, მხოლოდ ძმაკაცებს ვცემდი პატივს და არავინ მომწონდა! ახლა კი შენ!.. (მე)
ლუკა კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა, მე აღარ დავიბენი! ასევე მოვიქეცი. ასე ვიჯეხით 5 წუთი.
-უნდა წავიდე, მაგრამ კიდევ გნახავ! გპირდები! (ლუკა)
-კაი მაგრამ რატო მიდიხარ ტოო?! კაი ჰო!! დღეს კიდევ მოდი რაა! (მე)
-არ გამიბრაზდე (სიცილით მითხრა მან)
-კაი კაი (მეც გავუღიმე და გავაცილე)
-დავურეკე 6 ადამიანს, ჩემს სატავს. შეიძლება ადრე არ მილაპარაკია ჩემს სასტავზე მაგრამ ახლა გეტყვით! ნუ სალის, რიჟას და ლინას იცნობთ მაგრამ გიორგის, ნიკას (შრამას) და გოგას
არა! ისინიც ჩემი კლასელები იყვნენ პირველი კლასიდან. ერთად ვიზრდებოდით. მხოლოდ კლასელები არა უბნელებიც ვართ. დავურეკე თუ არა ეგრევე ყველა ამოვიდა. მე მათ ყველაფერი მოვუყევი და მათაც ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი. ბიჭები ლუკას მგონი არც იცნობდნენ წესიერად, გაიცნეს და მაგრად ჩაუძმაკაცდნენ. გოგოებმა ფიცი დამადებინეს, რომ ბიჭურ ცხოვრებას არ დავივიწყებდი. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე. რა თქმა უნდა ამას ვერსადროს დავივიწყებდი. ჩვენს მაგარ თავგადასავლებს და იარაღებით ბლატაობას :დდ მაგრამ მაინც დავიფიცე, სხვა გზა არ მქონდა, გოგოები ისე ითხოვდნენ რომ ტვინი შემიჭამეს.
ისეთი ბედნიერი ვიყავი. ჩემს ბედნიერბას საზღვარი არ ჰქონდა. ყოველი დღე წინაზე უფრო მაგარი და მშვენიერი იყო. ლუკა სულ მირეკავდა, თავს არ მანებებდა, ყოველდღე ჩემთან ამოდიოდა. გოგოები არ მშორდებოდნენ. სულ ერთად ვიყავით მე და ჩემი უმაგრესი დაქალები. მამაჩემი და დედაჩემი საზღვარგარეთ დასასვენებლად წავიდნენ. თავიდან მეც ვაპირებდი მაგრამ, უარი ვთქვი. სამაგიეროდ სახლში მარტო არასდროს ვიყავი. გოგოები სულ ჩემთან რჩებოდნენ. ისე ვერთობოდიით!.. ბალიშების ომი თითქმის ყოველდღე გვქონდა, ყოველღამე საშიშ ფილმებს ვუყურებდით, დილაობით სენდვიჩებს ვიკეთებდით და გემრიელად მივირთმევდით, საყიდლებზე დავდიოდით. დღეებს მშვენივრად ვატარებდით! მაგრამ!... ყველაფერი ასე კარგად როდი მთავრდება ხოლმე....
ერთ მშვენიერ დღეს, მე და გოგოები მისაღებში ვიჯექით და შოკოლადს მივირთმევდით. დამირეკა ლუკამ:
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეეც უნდა ამოვიდე და ხო სახლში ხარ?
-კიი ამო
-კაი 5 წუთში მანდ ვარ.
-გელოდებიი
და მართლაც 5 წუთში ჩემთან იყო. მას ამოჰყვნენ გოგა, გიორგი და შრამაც. როგორც იქნაა! ყველანი ერთად ვართ! დავიწყეთ საუბარი. ლუკა როგორც ყოველთვის მომიჯდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ გამჭყლიტა. გოგოები მიღიმოდნენ, უხაროდათ რომ მე და ლუკა ერთად ვიყავით. დიდი ხანი ვისაუბრეთ... უეცრად რიჟას მობილურზე ზარის ხმა გაისმა. უცხო ნომერი იყო და რიჟამ გადაწყვიტა არ აეღო ყურმილი, მაგრამ ბოლოს ვერ მოითმინა და ზარს უპასუხა.
-გისმენთ (რიჟა)
-კარგად მომისმინე! (უცნობი)
-ბატონო?! (რიჟა)
-მომისმინე-თქო გითხარიი! თუ ფულს არ მოიტანთ!... (უცნობი)
-რა?! რაა?! რას გვიზამ?! (არ დაიბნა რიჟა და უხეშად უპასუხა)
-ნორმალურად ილაპარაკე პატარავ! ფულს მოიტანთ! სამი დღე გაქვთ ვადა! თუ ამ სამი დღის განმავლობაში ფულს „საბირჟაოზე“ არ მოგვიტანთ, მაგარი დაგერხევათ! (უცნობი)
-დავააი რაა! (რიჟა)
უცნობმა ყურმილი დაკიდა! რიჟამ ყველაფერი გვამცნო. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი რა გავეკეთებინა თანხა ძალზე დიდი იყო, თან მეორედ რატომ უნდა მიგვეტანაა?! იმას უთხრან ვინც თანხა არ გადასცა რაა!!
-ოე სასტავ ნუ დაიგრუზეთ რამეს მოვახერხებთ, სამი დღე გვაქ ვადა (შრამა)
-აუუ მაინც რააა, რა ვქნათ?! (მე)
-კესი ყველაფერი მაგრად იქნება, ნუ ნერვიულობ, მოვაგვარებთ. (ლუკა)
-კაი მაგრამ როგორ?! (მოწყენილი ხმით ვთქვი)
-რამეს მოვიფიქრებთ ეხლა რაა... (სალი)
-კაი ვსო... ვსო... (ლინა)
-ეხა ვიფიქროთ! (რიჟა)
-რაზე? მაინც ვერაფერს მოვიფიქრებთ... რა უნდა გავაკეთოთ? იარაღებით დავადგებით? (სალი)
-ეგეც ალბათ! (გაიცინა გიროგიმ)
-კაიი რაა... ღადაობის დროაა?! (ლინა)
-კაი, კაი ჰოო! (გიორგი)
-აუუ ცუდად ვარ ძალიან (მე)
-რატოო კესიი? (ლუკა)
-არ ვიცი, გული მტკივა რომ ჩვენი ეს პრობლემა ვერაფრით მოგვარდა! (მე)
ლუკა ისევ ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა:
-ყველაფერი კარგად იქნება!
კარზე ზარის ხმა გაისმა! რიჟამ ეკრანზე უცხო ადამიანები ნახა. ყურმილი აიღო და უთხრა:
-რომელი ბრძანდებით?
-კარი გააღე რაა საქმე მაქ სახლის პატრონთან! (უცნობი)
რიჟამ ყურმილი დაკიდა. კარი არ გააღო და მე მითხრა რომ ჩემთან ჰქონდათ საქმე. შიშით აღსავსეს აღმოხდა რომ ხმა ზუსტად ისეთი იყო როგორიც იმ უცნობის, რომელმაც რიჟას დაურეკა. მე არ შევშინდი მივვარდი ყურმის:
-რა გნებავთ? (მე)
-კარი გააღე-თქო! საქმე მაქვს სერიოზული... (უცნობი)
-ბოდიში გენაცვალე, მაგრამ თუ არ მეტყვი ვინ ხარ მანდ, კარს არ გავაღებ რაა! კარგად იყავი! (მე)
დავბრუნდი მისაღებში და ბიჭებმა ტაში დამიკრეს. მე გამეცინა და ვთქვი:
-მოდით დავიკიდოთ! იცით რაა?! იმ ვიღაც უცნობმა დაურეკა რიჟას და უთხრა რომ თუ ფულს არ მივიტანდით დაგვერხეოდა ჰოო?! აუუ პროსტა რას გვიზამეენ?! ვერაფერს! საერთოდ არ გავივლით იმ „საბირჟაოსთან“ და ვაფშე სულ აქ ვიქნებით ჩემთან! გოგოები აქ დარჩებიან ხოლმე და თქვენც ხშირად ამოხვალთ ხოლმე გასაგებიაა?!
-რა პრობლემაა კესი, ისეთ ნამცვრებს აცხობთ სულ აქ ვიქნები ბაზარი არაა (გოგა)
-აჰაჰაა! როგორ გამაცინე (ლინა)
-რა არ გაგვიკეთებთ? (მოწყენილი ხმით გამომხედა ლუკამ)
-აბა რააა (ვთქვი და ჩავიცინე)
მოსაღამოვდა. ბიჭები წავიდნენ. მე და გოგოებმა ახალი ფილმი ჩავრთეთ. პოპკორნი გავაკეთეთ (ჭამე ჩამას რა ჯობია) კოკა-კოლა ვიყიდეთ და მოვემზადეთ ფილმის საყურებლად. ძალიან საშიში იყო, მაგრამ მე მთლად აკანკალებული არ ვიჯექი, როგორც სალი. ყველაზე საშიშ მომენტში ისევ კარზე ზარის ხმა გაისმა. სალი ისედაც შეშინებული იყო და მოულოდნელმა ზარმა ისე შეაშინა, რომ იკივლა. ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. თვითონ სალიც იცინოდა. მაგრამ სიცილიც არ დაგვაცადეს რაა! იმდენჯერ დარეკეს ზარი იძულებული გავხდი ავმდგარიყავი სავარძლიდან და კარი გამეღო. ყურმილი ავიღე ისევ ის ვიღაც იყო. უკვე ნერვები მომეშალა:
-კარი გააღეე!!!!!
-ოეე ნერვებს მიშლი უკვე! აქ კიდევ მოხვალ და აქეთ დაგერხევა! იცი ვინ ვარ?! აქ აღარ დაგინახო რაა! დაგინახავ და არ დაგინდობ! გაიგე?!! უკვე მაგრად გამიწყალე გული! ხომ ხედავ რომ 100 წელი არ შემოგიშვებ! თუ შემოაღწევ ისე ქცემ რომ „სინიაკებს“ არ ასცდები!! კიდევ დაგინახავ აქ მოსულს და მაგრად გცემ! მოგკლავ! (ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე)
კარები კიდევ უფრო მაგრად ჩავკეტე და გოგონებს დავუბრუნდი. საშინლად ვიყავი გაბრაზებული! უკვე მართლა ნერვები მომეშალა! მათი მოკვლა მინდოდა! ამდენს ვეღარ ავიტანდი!!! ....


შემიფასეთ. იმედია მოგეწონებათ. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოვლდღე თითო თავს ვერ დავდებ. მაგრამ ყოველთვის ვეცდები მალე დავდო ხოლმე.



№1 სტუმარი Xatia

Kargia madram samcuxaroa xyoveldge tu ver dadeb

 


№2  offline წევრი Tox IKo))

Xatia
Kargia madram samcuxaroa xyoveldge tu ver dadeb


ხშირად დავდებ ხოლმე მაინც. feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent