ეშმაკის იარაღი 4
იმ დღეს კარგი განწყობით გავიღვიძე, მთელი შემართებით საღამოს 8 საათს ველოდი, ჩემი პირველი შეჯიბრი ამ დროს უნდა დაწყებულიყო, თუმცა არ ვიცოდი ვინ იქნებოდა ჩემი მეტოქე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ქონდა , ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას ქონდა, გოლიათიც რომ ყოფილიყო როგორც ბიბლიურმა პერსონაჟმა დავითმა დაამარცხა გოლიათი მეც დავითად უნდა ვქცეულიყავი და გოლიათისთვის ბოლო მომეღო. სულმოუთქმელად ველოდი 8 საათს, აი ნანატრი დროც დადგა და შევჩუკმა მანქანაში ჩამსვა და გზას გავუდექით, ერთ შენობას მივადექით რომელიც რაღაც ქარხანას უფრო გავდა, შენობაში შევედით და მართლაც ქარხნული ინვენტარები ელაგა აქა-იქ , იქაურობა უკან მოვიტოვეთ და სადღაც დერეფანში ამოვყავით თავი, ქვემოთ ჩასასვლელი იყო უზარმაზარი სარდაფი და უზარმაზარი სივრცე სადაც ჩხუბები იმართებოდა, ვიტალი შევჩუკი წამით შეჩერდა და შემომხედა "გრუზინო იცი რაა? მე საპირფარეშოში შევალ შენ კი ამ დერეფანს გაუყევი შემდეგ ხელმარჯვნივ ბოლო კარია იქ დიაბლე გველოდება მიდი და მეც მოვალ" მითხრა და საპირფარეშოში ელვის სისწრაფით შევარდა , დერეფანი უზარმაზარი იყო უამრავი ჩიხებით, უცებ ისიც ამომვარდა თავიდან შევჩუკმა ხელმარჯვნივ წადიო მითხრა თუ ხელმარჯვნივო, დერეფანს გავუყევი და ბოლოს შევჩერდი და ყოყმანი დავიწყე მარჯვნივ წავსულიყავი თუ მარცხნივ, რატომღაც მარცხენა მხარე ავირჩიე და გზას გავყევი ბოლო დერეფნის ბოლო კარი რომელის მიღმაც დიაბლე უნდა ყოფილიყო რატომღაც არ გავდა დიაბლეს კაბინეტის კარს, კარი რკინის იყო და დაჟანგული, სახელურიც აშკარად ეტყობოდა მორყეული იყო მაგრამ კარს მაინც მივუახლოვდი, შიგნიდან უცნაური ხმები ისმოდა , ადამიანის ყვრილის ხმა ისმოდა და ფრანგული საუბარი რომელსაც მე ვერ ვიგებდი, შემდეგ მამაკაცმა საშინლად იღრიალა ამ ხმაზე შევცბი, კარისკენ ფეხის ხმა ახლოვდებოდა მე უმალვე კედელს ავეკარი მამაკაცმა კარი გააღო და კარი მე ამეფარა, უცნობმა ვერ შემამჩნია და გზა განაგრძო, დრო ვიხელთე და ოთახში ფრთხილად შევაბიჯე, იქ რამდენიმე მამაკაცი ჯაჭვით იყო დაკიდებული და სისხლის გუბეები იდგა, 3 მამაკაცი უკვე მკვდარი იყო და უსულოდ ეკიდნენ, ერთიც საშინლად ნაწამები იყო თვალის გახელა უჭირდა, თავიდან სისხლი სდიოდა და სახეზე ნიაღვრად ჩამოედინებოდა, შიშველ ტანზეც ჭრილობები ჰქონდა და კვნესოდა, მე გაფითრებული ვუყურებდი, მერე გავაცნობიერე რომ აშკარად სხვა მიმართულებით წამოვედი და აქ არ უნდა მოვსულიყავი, მამაკაცმა ცალი თვალი გაახილა , თითქოს შემათვალიერა მერე რუსულად მითხრა "წადი, წადი აქედან ,თავს უშველე!" იმ წამსვე ოთახიდან გამოვვარდი და ჩქარი ნაბიჯებით დერეფანში გავედი, თითქოს თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი, მერე მოვიხარე და სახე ხელებში ჩავრგე, ამ დროს უკნიდან ხმა მომესმა -გრუზინო შენ კიდე აქ ხარ? რას აკეთებ მანდ?-უმალვე წელში გავიმართე და შევჩუკისკენ მოვტრიალდი -ჰო ზონარი გამეხსნა და შეკვრას ვცდილობდი ამ დროს თქვენც გამოჩნდით -კარგი კარგი, წავიდეთ აბა დიაბლე გველოდება იმ ჯოჯოხეთის მოპირდაპირე მხარეს იყო დიაბლეს კაბინეტიც, ჯოჯოხეთი მარცხნივ, დიაბლე მარჯვნივ, რაღაც შიშმა ამიტანა, იქაურობა შემზიზღდა, დიაბლეც , შევჩუკიც ყველა უკვე ზიზღს მგვირდა, აი რატომ ეძახიან დიაბლეს ეშმაკს, მგონი ჯოჯოხეთში მოვხდი ჩემდა უნებურად და ვერ გამიგია, მაგიდის გასწვრივ სკამებზე დავსხედით , დიაბლემ სიგარეტს ღრმა ნაპაზი დაარტყა და შემომხედა -აბა მზად ხარ დღევანდელი ბრძოლისთვის? -შეიძლება ერთი წუთით გავიდე? -რა გჭირს ხო კარგად ხარ? რაღაც ფერი არ გადევს სახეზე-მოიღრუბლა დიაბლე -არა არაფერია, საპირფარეშოში გავალ ორი წუთით და ახლავე დავბრუნდები -კარგი მიდი კაბინეტის კარი გავიხურე და საპირფარეშოსკენ გავვარდი, დიაბლე შევჩუკს მიუბრუნდა -რა სჭირს ამ ბიჭს? -არ ვიცი, დღეს მთელი დღე კარგად იყო- მხრები აიჩეჩა შევჩუკმა -ხო იცი ავადმყოფები და სუსტები აქ არ მჭირდება, ვიტალი ბოლო შანსს გაძლევ თუ ამ კაცში ეჭვი გეპარება ახლავე ჩაულაგე ბარგი და გაუშვი იმ საქართველოში, თუ არადა აქ რომ მის გამო რამე არასწორად გამოვიდეს შენ აგებ პასუხს! -არა რას ამბობ, ძალიან მაგარი ბიჭია, უბრალოდ ტუალეტში მოუნდა ალბათ რა, ეგეც ადამიანია მასაც აქვს ბუნებრივი მოთხოვნილებები -არ ვიცი მე გაგაფრთხილე-თითი დაუქნია დიაბლემ შევჩუკს- ამდენხანს რას აკეთებს მიდი ერთი გააკითხე მართლა ცუდად ხომ არ არის? მე საპირფარეშოში სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს ვესაყბრებოდი, "აქედან უნდა გავაღწიო, ესენი ადამიანები არ არიან, კაცის მკვლელები არიან, "წადი , წადი აქედან თავს უშველე" ეს სიტყვები თავიდან არ ამომდის და არც მისი სახე, არა თავს უნდა ვუშველო, მე ჩემებს ვჭირდები, მე თაკოს ვჭირდები" ამ დროს კარი გაიღო და შევჩუკიც შემოვიდა, მე წამსვე ონკანი მოვუშვი და წყლის სახეზე მისხმა დავიწყე -რა გჭირს ხო კარგად ხარ? -არა არაფერია უბრალოდ ცოტა შეუძლოდ ვიყავი მაგრამ გამიარა ის მაკვირდებოდა, თვალი შემავლო მერე თითქოს თვალები ერთ ადგილას გაუშტერდა თითქოს ფეხზე მაკვირდებოდა , მერე არაფერი შეიმჩნიდა და ისევ შემომხედა -წამოდი გავიდეთ ხო კარგად ხარ უკვე? -კი კარგად ვარ-მივუგე და მეც ქვემოთ დავიხედე ჩემს თეთრ სპორტულ შარვალზე სისხლის დიდი წითელი ლაქა დამმჩნეოდა, მივხვდი რომ შევჩუკი ყველაფერს მიხვდა, მიხვდა რომ მე ის ვინხე რაც არ უნდა მენახა, ახლა მან ჩემი მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ ფიქრობდა ეს როგორ გაეკეთებინა , დიაბლესთან მივყავდი ალბათ ერთად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, მეც უნდა გადამეწყვიტა როგორ გამეკეთებინა ერთი რამ, გადაწყვეტილება იყო ერთი რამ და ეს ერთი იყო გაქცევა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.