შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ვეტერინარი - 1


9-01-2016, 01:04
ავტორი D-roni
ნანახია 7 934

დაგიბრუნდით ახალი ისტორიით , ჯერ არ ვაპირებდი დადებას მაგრამ ... მოკლედ მოგწონთ ? გავაგრძელო ?
ძალიან მინდა თქვენი აზრის მოსმენა ისტორიასთან დაკავშირებით.
არა 2 სიტყვით არამედ მართლა მთელი გრნობით , რომ ვიგრძნო ჩემთან ხართ და მომყვებით !
მიყვარხართ უზომოდ!


ჩემი ცხოველებისადმი ინტერესმა და სიყვარულმა "ვეტერინარობამდე"
მიმიყვანა.
ახლაც ვზივარ და ვცდილობ გავიხსენო როგორ უნდა ვამშობიარო ძროხა.
ვხუმრობ , ვკისკისებ ცოტა გიჟი ვარ ყურადღებას ნუ მომაქცევთ .
საქმის გამო ბევრგან მიწევს მოგზაურობა , მისვლა-მოსვლა , მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ჩემი საქმის კეთება მგონია ისევ პატარა ვარ ... ბაბუას ვეხმარები ცხოველების მიხედვაში და საღამოს მათ დაბინავებაში.
მახსოვს ერთხელ , როგორ ვთხოვე ბაბუს მე დაგაბინავებინებ ღორებს და ძროხებსთქო.
მეუბნებოდა ბაბუაჩემი არ გინდაო და დავიჯერე ?! კი ვიტეხე კისერი !
შევედი თუ არა , რომელიღაცას "განავალში" ჩავდგი ჩემი სათაყვანებელი ბოტები.
იმ დღის შემდეგ ავითვალისწუნე ძროხებიც (მუუ-ები) და ღორებიც (ღრუტუ-ღლუტუები)
ახლაც ჩემი მობილური გამწარებული რეკავს , ვცდილობ იქამდე მივაღწიო და მობილური ავიღო.
მგონი გამომდის და ფისოს პატარა სუვენირს გვერდს ვუვლი.
მობილურს ხელი დავტაცე და ყურთან მივიდე.
- ლიზა ? - ბოხი ხმის გაგონება და ადგილზე ჩემი ჩაღვენთა ერთია.
ჩემთვის ხომ სუსტი წერტილია ასეთი ბოხი , მშვიდი და ამავდროულად ამაღელვებელი ხმა?
რა დღეში ხარ იქნებ კვდება რომელიმე ცხოველი ?! შემოვუძახე ჩემს თავს და ფანჯრიდან შემოსული მოშუშული ხახვის სუნი ზიზღნარევად ჩავისუნთქე.
- გისმენთ - ვუპასუხე მშვიდი ხმით და ფანჯარა მივკეტე .
- ნინამ მირჩია თქვენი თავი , კარგი ვეტერინარიაო , იცით ჩემი ძაღლი შეუძლოდაა და მინდა თუ გცალიათ ახლავე ნახოთ ...
ძაღლის გაგონებაზე უცებ დავჭყიტე თვალები , ესეც ჩემი მეორე სუსტი წერტილი.
ძაღლის ცუდად ყოფნაზე რამე , რომ მესმის შემიძლია გაუთავებლად ვიტირო.
- დიახ , რა თქმა უნდა მცირეოდენი ინფორმაცია , რომ მომცეთ ძაღლზე ?
- ბობი ქვია , კაცი რომაა ალბათ მიხვდით - ( ვერაა ვერ მივხვდი ) ამხელა ვეტერინარი ქალი ვარ და იმედია მიხვდიო , თვალები დავქაჩე -

- რამდენი წლისაა ? - სერიოზული ტონი შევინარჩუნე.
- ჯერ მხოლოდ 3 თვისაა - ამის მოსმენაზე გამაკანკალა , პაწუწა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრი ლეკვუნია ცუდად იყო.
- ჯიში ? - ფურცელი დავიჭირე და პასტით გაურკვეველი ფიგურების ხაზვა დავიწყე.
- ავჩარკა .
- გერმანული ნაგაზი ... გასეგებია , თქვენი სახელი ? - ვიკითხე და პაწუწა ავჩარკა , რომ წარმოვიდგინე სიხარულმა ამიტანა .
თვალები კი ბავშვურად გამიბრწყინდა.
- ივა , ივა ავალიანი .
- გასაგებია , მისამართი გამომიგზავნეთ ესემესის სახით და ნახევარ საათში ადგილზე ვიქნები.
სიტყვის უთქმელად გათიშა მობილური "ივამ" და მომზადების საშუალება მომცა.
გარდერობში შევძვერი სასწრაფოდ და შავი , კოჭს ოდნავ აცდენილი ელასტიკი ჩავიცვი , თეთრი ადიდასის კედები მოვირგე და ოდნავ გრძელი , გაშლილი შავი ტოპი მოვირგე ზედ.
სპეციალური თეთრი ხალათი მოვირგე ტანზე , საჭირო ნივთებს ხელი დავავლე , თმა ჩამოვივარცხნე და სათვალე გავიკეთე .
ოდნავ "წავიშპაკლე" და მანქანის გასაღებს ხელი დავტაცე.
მობილურზე მოსული შეტყობინება გავხსენი.
მშვენიერია , ახლოს ყოფილა .
საირმისკენ წავედი , კიდევ კარგი ახლოს ვცხოვრობ და მანქანით ვარ თორემ იმ გორას რა აივლიდა?
კერძო სახებისკენ შევუხვიე და მესიჯში მითითებულ "ნ:4" სახლს ძებნა დავუწყე.
არც გამჭირვებია , ჭიშკართან მივაყენე მანქანა და სწრაფად გადმოვედი.
უკვე ნაცნობ ნომერზე დავრეკე და გამბულ ზუმერს მობეზრებულმა დავუგდე ყური.
- ბატონო ივა ,მე უკვე თქვენს სახლთან ვდგავარ.
- ახლავე გამოვალ - მობილური გათიშა და დავინახე კიდეც სახლიდან მაღალი სილუეტის გამოსვლა.
შორიდანვე კარგად ჩანდა მუქი თაფლისფერი თვალები , რომლებიც მზის სხივებზე უფრო კაშკაშებდნენ და ძალიან გამჭირვალეები ხდებოდნენ.
სფეროები ნამდვილად ჩამთრევი აღმოჩნდა.
მომენტით ვისარგებლე და ნაბიჯს შევუნელე.
მისი ცხვირი , სოწრი ლამაზი რაც უფრო მკაცრ იერს უქმნიდა.
თვალის ჭრილები საკმაოდ ლამაზად იყო აწეული .
არც ისე ხშირი წარბები , მის სახეს ლამაზად გამოკვეთდნენ.
ტუჩები ... ო მაი გად ! ორი ნორმალურად დიდი და აშკარად გემრიელი ტუჩები...
მოვლილი წვერი და ყავისფერი თმა.
ოდნავ განიერი კისერი და ლამაზი ყბები.
განიერი მხრები და შედარებით წვრილი წელი , ფეხები ქალსაც და კაცსაც , რომ არა მარტო თეთრი შურით შეშურდები ისეთი.
სპორტულები უფრო კარგად გამოკვეთდა მისი სხეულის ყველა წერტილს.
და მე ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში...
ამ ყველაფერს , რომ ემატება საშინლად ბოხი , "დასტოინი" , წყნარი და ამავდროულად ამაღელვებელი ხმა , ძაღლი თან ავჩარკა ... წარმოდგინეთ ჩემთვის რამდენად დიდი დოზაა ეს ყველაფერი !
- ივა ავალიანი - ხელი გამომიწოდა ახლოს მოსულმა და ახლა უკვე მის მოვლილ , თლილ თითებს დავაკვირდი ... ღმერთო ამ ბიჭს ნაკლი არ აქვს?!
- ლიზა კობიაშვილი - მკაცრი ხმით ამოვთქვი და ჩემს ფეხებთან ახლად მორბენილ ლეკვს თვალებაციმციმებულმა გავუღიმე.
ნივთები გამომართვა ჯენტლმენმა ავალიანმა და ლეკვის მოფერების საშალება მომცა.
მადლობის ნიშნად ოდნავ გავუღიმე და ლეკვთან დავიხარე.
ჯერ კბილები დამიკრიჭა და როგორც კი მიხვდა "მოყვარე" ვიყავი ენა თითზე გამისვა.
- პატარა სიცოცხლე , აბა რა გვაწუხებს ? - ხელში ავიტაცე და სხეულზე ავიკარი ...
ავალიანს გავყვევი უკან , რომელიც დროდადრო მე და ლეკვს შემოგვყურებდა და თვალებით გვიღიმოდა გარეგნულად კი ისევ მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებდა.
- რა აწუხებს და თავის საჭმელს აღარ ჭამს .
- ოო ეს ცუდია ,ჯერ ადრეა ასეთ თემაზე მისგან პროტესტი ... რაიმე სხვა ხომ არ უჭამია ?
- არა მკაცრად ვაკონტროლებ მის კვებას - გადაჭრით თქვა და ნივთები ეზოს მაგიდაზე დადო მე კი სკამზე მიმითითა .
ჩამოვჯექი და ლეკვი კალთაში დავისვი.
- ყველა აცრა გაკეთებული აქვს ? - ვკითხე ისე , რომ ლეკვისთვის თვალი არ მომიშორებია.
- უკლებლივ - თქვა ისევ ისეთივე მტკიცე ტონით.
ცოტა ხანს ლეკვს თამაშით ვსინჯავდი , ის კი როგორც პატარა ბავშვი ხელებს და ფეხებს ჰაერში აფართხალებდა მე კი ღიმილით გავიძახოდი "Fუ-ს"
- ახლა მე ერთ წამალს გამოგიწერთ , დასაწყისისთვის მცირე დოზას მე დაგიტოვებთ , ნემსით უნდა დაალევინოთ - სადმე თაგვის წამალი ხომ არ ყრია ?
წარბებშეჭმუხნული დაფიქრდა და აქეთ-იქით მიიხედ მოიხედა.
- არამგონია , მოიცადეთ ... ნანა - შეძახა სახლში ვიღაცას , დაბალი სართულის პატარა ფანჯრიდან პუტკუნა ქალმა გამოყო თავი .

- ხო შვილო ...
- ნანა სადმე თაგვის წამალი ხომ არ დაგიყრია ?
- არა შვილო რა უნდა თაგვის წამალს ჩემს გაკრიალებულ სახლში - შეიცხადა ყასიდად და გამეღიმა.
ბებია გამახსენდა დედას ასეთ კითხვებს ზუსტად ასეთი შეურაწყოფილი პასუხობდა.
- არა - მხრები აიჩეჩა და წამის წინ დასმულ კითხვაზე ახლა გამცა პასუხი.
- მაშინ არაფერია , ხასიათზე არაა ალბათ მაგრამ მოდი თავი დავიზღვიოთ და ეს წამალი მივიღოთ , რომ რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას და თავიდანვე მოვიცილოთ თავიდან კარგი ? - ლეკვს დავხედე და ცხვირზე ჯერ საჩვენებელი თითი დავკარი , შემდეგ ვაკოცე.
- აუცილებლად მიიღებს , ჩემი ხელით დავალევინებ - ჩემი მიწოდებული ლეკვი თავის ხელებში მოიწმყვდია და სხეულზე აიხუტა.
- კარგი მე წავალ თუ რამე ჩემი ნომერი გაქვთ - ღიმილით წამოვდექი ფეხზე და ნივთებს ხელი დავავლე .
- გაგაცილებთ - მითხრა და ჭიშკრისკენ გამიძღვა.
მანქანს , რომ მივუახლოვდი უხერხულად ავიწურე .
ასეთ სიტუაციებში სულ ვიბნევი!
ღიმილით დავემშვიდობე და მანქანა ადგილიდან გავიყვანე.
გზაში , რომ გითხრათ სულ თაფლისფერ თვალებზე ვფიქრობდითქო მოგატყუებთ , ერთი ორჯერ კი გავიფიქრე მაგრამ ფიქრებიისევ უკუვაგდე.
სისულელეა !
ნინას დავურეკე და კაფეში დავიბარე.
ჩემს საყვარელ კაფეში შევედი და ნინასკენ წავედი, რომელიც მონდომებით წრუპავდა ცივ ყავას.
- ერთი ცივი ყავა და შოკოლადის ნამცვარი - გავუღიმე მიმტანს და ნინას მივუბრუნდი - აბა ქალბატონო რას შვები ? - ჩანთა იქვე დავდე და მობილური მაგიდაზე მივაგდე.
- დაგირეკა ივამ ?
- უი ხო ვინაა შენი ეგ ბიჭი ? - სასხვათაშორისოდ ვიკითხე და საზურგეს ზურგით მივეყდენი.
- მოგეწონა გიჟო ? - წარბები ამითამაშა და გამეღიმა .
- უდაოდ სიმპატიურია მაგრამ ხომ იცი ... - სიტყვა გამაწყვეტინა.
- ხო ხო ვიცი , ჯერ არ ხარ მზად ურთიერთობისთვის ,უპირველეს ყოვლისა კარიერა ! თან მაგას შეყვარებული ყავს.
- ხო ? - ვიკითხე და შევეცადე დამემალა თუ როგორ "გამიტყდა" ნინას პირიდან ამოსული ეს 4 სიტყვა.
- ნაცნობობაში და დაქალობაში ემოციების გამოხატვა მოსული პონტია - გადაიკისკისა ნინამ - ხო მგონი ოღონდ ზუსტად არ ვიცი , კვირაობით მე და დათა (ნინას შეყვარებული) დათას მამის კლუბში , რომ დავდივართ ხოლმე და შენ არ მოდიხარ , ერთ თვეზე მეტია უკვე რაც ეგ ივა და ის რუსის გოგო ერთად დადიან ხოლმე ... მართალია ივა დათას ძალიან ახლო ძმაკაცია მაგრამ მე მაინც არ მინდოდა რამის კითხვა რაში მაინტერესებდა მაგრამ ახლა გავარკვევ - დაიქოქა და , რომ დაამთავრა ამოისუნთქა.
ხო ... დათა და ნინა უკვე დიდი ხანია ხვდებიან ასე 3 თვე იქნება უკვე.
შეყვარებულებიც არიან და ყველამ იცის მათ შესახებ.
მეც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დათუჩუნასთან მაგრამ ... მაგრამ კლუბები საშინლად მეზიზღება !
მართალია დღეს კვირაა ... და ვიფიქრებ იქ წასვლაზე იქნებ რა ტუზი დამეცეს ?!
კარგით ხო ვიცი სისულელეა ,შეყვარებული ყავს მაგრამ რატომღაც ისევ მინდა მისი ნახვა ,თან მე ვეტერინარი ვარ !
ღმერთო მესროლე რამე თავში და გამომაფხიზლე!
- ლამაზი გოგოა ? - ვკითხე ტუჩის კვნეტით ნინას და ოფიციანტს ღიმილით გადავუხადე მადლობა შეკვეთის მოტანისთვის.
- ლამაზი ? რავიცი ძალიან ქალური და სექსუალურია , ნაშის პონტის გოგოა რაა ,ლამაზიათქო ვერ იტყვი ძალიან ვულგარულად აცვია ხოლმე , ყველაფერი გადმოყრილი აქვს ...
- რა მოსწონს მერე მაგაში ივას ? - ტუჩები დავმანჭე...
- ძუძუები და უკანალი ლიზა - გამიცინა და მეც გამეცინა.
- ნუ რაც მართალია მართალია , რაც უმფო დიდია მით უმფრო მაგარია არაა ? - კილოზე ჩავილაპარაკე და ვიდეო გავიხსენე ( მომეწონა რაა , რაც უმფრო კაიაა მით უმფრო მომეწონება)
- დეგენერატო - სიცილით მკრა ხელი მხარზე და ცივი სითხე სასულეში გადაუშვა.
- იცი რა ? მეც წამოვალ დღეს კლუბში - ფეხი ფეხზე გადავიდე და გერმრიელი ნამცხვრით ნეტარედ ჩავიმტკბარუნე პირი.
- მართლა ? - გახარებულმა შემოჰკრა ხელები ერთმანეთს - პროსტა რო არ მოვიდეს არ მცემო - გაიცინა და ისევ გამეცინა.
- არა რატო უნდა გცემო , მაქსიმუმ წიხლქვეშ გაგიგდო და ერთი ნეკნი გაგიტეხო - ირონიულად მოვუმანჭე ტუჩები და ნიშნისმოგებით ავუწიე ცალი წარბი .
- ოკ - სახე დამანჭა მოსალოდნელი ტკივილისგან და ისევ ავკისკისდით სინქრონში .

რომ გითხრათ დიდხანს ვიპრანჭე და ვერ მოვიფიქრე რა ჩამეცვათქო მოგატყუებდით.
იმიტომ , რომ უკვე მოფიქრებული მქონდა რა უნდა ჩამეცვა ( ვიცი გიჟი ვარ)
საწოლზე გადაფენილი შავი , ტყავის მოკლე კლასიკური ტოპი მოვირგე ტანზე , მაღალ წელიანი , ზომიერად მოკლე , მუხლს კარგად აცდენილი ფრიალა კაბა ამოვიცვი , შავი მაღალ ქუსლიანი მოვირგე ფეხზე , ოდნავ წვეტიანი ცხვირით და კოჭთან ლამაზი შესაკრავით , გვერდებზე კი ამოღებული.
ქერა თმა გავიშალე და შუბლიდან გადავიწიე ოდნავ , უკან შევუერთხე გაშლილ თმას და მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე.
ხელზე ოქროსფერი სამაჯურები გავიკეთე და თითებზე ბეჭდები.
შავ კლაჩს დავავლე ხელი და მისაღებში გავედი , ნინას დავურეკე და ქვემოთ ჩავედი ,დალევას ვაპირებთ და ნასვამი ხომ არ დავჯდები საჭესთან.
დათას მანქანის უკანა კარი გამოვაღე და ღიმილით მივესალმე პოტენციურ საიძესა და დაქალს.
- ვა სიძე შე ძველო - გავუცინე და კლაჩი ფეხებზე დავიდე.
- ვა ვა ლიზუ ისეთი ლამაზი ხარ თვალები შემომრჩებოდა შეყვარებული , რომ არ მყავდეს ეჭვიანი - მითხრა და მანქანა დაძრა ხარხარით.
- იიი - ენა გამოუყო შეყვარებულს ნინამ სიცილით .
- დღეს უნდა დავლიო , რამდენი ხანია არ დამილევია ...
- რამდენი ხანიაო ისე ამბობ ვითომ ბევრს და ხშირად სვამდე - დამცინა სიძემ.
- ეეე ეეე ნინა ამან ჩემი დალევის და ლოთობის ამბები არ იცის? - წარბი ავწიე ჰაერში .
- ხო არ იცის , შენ საყვარელო ასე, რომ ეუბლატავები ჩემს დაქალს ... რძის სტაჟიანი მსმელი გიზის მანქანაში - შეყვარებულთან ერთად ახარხარდა ჩემი დაქალი და მეც გამეცინა მის ხუმრობაზე .
- ოო - ხელი ავიქნიე და კარი გამოვაღე , რომ მივხვდი კლუბთან ვიყავით.
დავინახე , როგორ შევიდა ქერა ქალის წელზე მოხვეული ხელით ივა კლუბში და თითქოს ავხურდი.
ნინას გადავხედე და სიცილი ავტეხე , სიძე და დაქალი გაოგნებულები მიყურებდნენ.
- ბიჭი კლუბში შევიდა , მე არ შევედი კლუბში - გადავიხარხარე და ივაზე ვანიშნე თვალით ნინას.
ჩემი დაქალი , რომ ჩაწვდა ჩემი ღადაობის მიზეზს მასაც სიცილი აუტყდა ჩემს ნათქვამზე და ახლა სიძე მიყურებდა გამოშტერებული.
- ნინა , შენს დაქალს ჩემი ძმაკაცი ევასება ? - ახლა ის ახარხარდა ბოლო ხმაზე და მე ნინას გადავხედე თვალებდაქაჩულმა.
- ევასება რა ისაა ? - განმუხტვა სცადა მაგრამ სიცილი მასაც სახეზე შეახმა.
- მაგის ძაღლის ვეტერინარი ვარ და დღეს გავიცანი უიმეე - სახე დავმანჭე კაი მსახიობი ქალივით და ხელების ქნევით შევედი კლუბში.
რაც კი ოდესმე გამხარებია და თან არ გამხარებია ყველაფერს ამ მომენტმა "გადაუჯოკრა".
მათი მაგიდისკენ წავიდნენ ნინა და დათა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

პირველი გეტყვი, რომ მიყვარხარ wink რაც შეეხება ამ ისტორიას გაბადრული სახით ჩავიკითხე და გავხალისდი . მე ხომ ვგიჟდები ასე თავისუფლად ჩასაკითხ ისტორიებზე იმედია მოლომდე ასეთ ხასიათს შეინარჩუნებს love რაც შეეხება აღწერას მე მიკეთებ მაგას? ეს ივა ისე აღწერე ნერწყვი ვყლაპე იმდენი დახრჩობის ზღვარზე ვარ wink ისე რომ დააშორო ესენი და მე გამირიგო არ გინდა? ან ტყუპისცალი ჰყავდეს თავქარიანი და ის დამაჯახო? ჰაა? wink winked love love

 


№2 სტუმარი Marianna

აჰაჰა აუ ვგიჟდები ესეთი სტილის ისტორიებზე

 


№3  offline წევრი anashka

sameone crazy girl
პირველი გეტყვი, რომ მიყვარხარ wink რაც შეეხება ამ ისტორიას გაბადრული სახით ჩავიკითხე და გავხალისდი . მე ხომ ვგიჟდები ასე თავისუფლად ჩასაკითხ ისტორიებზე იმედია მოლომდე ასეთ ხასიათს შეინარჩუნებს love რაც შეეხება აღწერას მე მიკეთებ მაგას? ეს ივა ისე აღწერე ნერწყვი ვყლაპე იმდენი დახრჩობის ზღვარზე ვარ wink ისე რომ დააშორო ესენი და მე გამირიგო არ გინდა? ან ტყუპისცალი ჰყავდეს თავქარიანი და ის დამაჯახო? ჰაა? wink winked love love

ahahaha esec ase modit da orives getyvit :D marto tkven oris istoriebs velodebi suulmoutkmelad.. orives yvela istoria wakitxuli makvs da dzaan magari gogonebi xart tkven ❤ racsheexeba am istorias momewona dzalian :3 da kide #Crazy mariamis axali tavi male dade geli :dd

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra kargi iyooo dzalian dzalian magari male dadee raaa

 


№5 სტუმარი MariaM

Uihuuu rogor velodi.. Axla 1 istoriis magivrad 2 wavikitxav :D
Ho da dzalian momwons...
O.o rac me nerwyvi maylapine.. Ar sheidzleba egre... :D
Velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad <3 :*

 


№6  offline წევრი kaxelii

თუ არ ვცდები პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და თვალში ცუდად მომხვდა ერთ წინადადებაში დაწერილი ერთიდა იგივე ზმნა მოვირგე იყო ორჯერ/სამჯერ გამოყენებული ალბათ რომ დააკვირდები შენც მიხვდები რაზე ვამბობ. დანარჩენი მომეწონა და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას.. იმედია გამოასწორებ და არ გეწყინა winked

 


№7  offline მოდერი D-roni

nino k.d.
თუ არ ვცდები პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და თვალში ცუდად მომხვდა ერთ წინადადებაში დაწერილი ერთიდა იგივე ზმნა მოვირგე იყო ორჯერ/სამჯერ გამოყენებული ალბათ რომ დააკვირდები შენც მიხვდები რაზე ვამბობ. დანარჩენი მომეწონა და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას.. იმედია გამოასწორებ და არ გეწყინა winked



მგონი კომენტარებიდან მეცნობი და ადრეც გქონდა დაკომენტარებული ჩემი ისტორიები , თუ არ ვცდები რაღა თქმა უ და , არა საწყენი არაფერჯა პირიქით თუ კი რამე იქნება შეცდონა მინდა , რომ მითხრათ ყველამ ❤ გამოვასწორებ აუცილებლად ❤

 


№8  offline წევრი kaxelii

დაკომენტარებული შეიძლება არა მაგრამ თვალი გადავავლე და "პირველი ღამე" წაკითხული მაქვს. შEიძლება კომენტარიც მაქვს დაწერილი მაგრამ არა მგონია. სათავურები არ მამახსოვრდება ხოლმე მითუმეტეს ხშირად დასასრულს რომ ვხედავ მაშინ ვიწყებ ხოლმე კითხვას/ love

 


№9  offline წევრი Nucadachikuna

მაგარია ძაან....კარგი წასაკითხიააა...ერთგან ბევრჯერრ გიწერია „მოვირგე“ და ეცადე ტავტოლოგია აღარ გამოიყენოო :) კარგი ხარ საწყენად არ მიიღო შენიშვნა :* მომწონს შენი ისტორიები

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორ წერ იცი?! ასე მგონია რომელიმე ჩემს დაქალთან ვზივარ და მეჭორავება:)). მგონი შევეჩვიე უკვე, რომ ისე "უბერავ" როგორც გინდა, მთავარია გარუსებულ სიტყვებს გადაეჩვიე მგონი. შენს იუმორზე რა ვთქვა. უმაღლეს ქულას გიწერ. "სტაჟიანი რძის მსმელი":))))))). ისე სულ მაინტერესებდა, შენ ხომ ასაკით პატარა ხარ და სულ "კაც გაჭირვებულ" და მოთუხთუხე ქალებზე რატომ წერ?

 


№11  offline მოდერი D-roni

grafo
როგორ წერ იცი?! ასე მგონია რომელიმე ჩემს დაქალთან ვზივარ და მეჭორავება:)). მგონი შევეჩვიე უკვე, რომ ისე "უბერავ" როგორც გინდა, მთავარია გარუსებულ სიტყვებს გადაეჩვიე მგონი. შენს იუმორზე რა ვთქვა. უმაღლეს ქულას გიწერ. "სტაჟიანი რძის მსმელი":))))))). ისე სულ მაინტერესებდა, შენ ხომ ასაკით პატარა ხარ და სულ "კაც გაჭირვებულ" და მოთუხთუხე ქალებზე რატომ წერ?


ხო გარუსებული სიტყვების წერას უკვე გადავეჩვიე შენი დამსახურებით <3
ვცილობ ისე დავწერო , რომ არავინ დავძაბო და ყველას გულთან ადვილად მივიტანო არ ვიცი როგორ გამომდის ეს შენ შეაფასე <3
რაც შეეხება ჩემი წერის "ჟანრს" ვცდილობ ეს სტილი მოვირგო , სხვა ჟანრზე ვწერდი წინა ისტორიას :დდ ნუ შევეცდები თანდათან ყველა მოვირგო <3 მიხარიხარ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent