შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I'm in love with my best friend [2]


9-01-2016, 02:07
ნანახია 2 320

ანანიკო გამოვიყვანე ჯგუფიდან და ვაცმევდი
-ანანო მოდი ჩავიცვათ და მერე მაგდონალდსში წავიდეთ შენ ხომ გიყვარს ჩემთან ერთად სიარული
-კი მიკვალს მაგლამ მე და მალი დგეს ელთად უნდა ვკოფილიტავით და თუ მალი ალწამოვა მეც ალწამოვალ - მითხრა მერე ღრმად ამოისუნთქა მე კი მის ლაპარაკზე გამეღიმა
-კარგი მიდი მარი მოიყვანე - ხელი გავუშვი ის კი იმ გოგოსთან მივიდა ქართველ ბრედ ბიტს რომ მოყავდა
-აი ესაა ჩემი მეგობალი მალი - მე ბიჭისკენ გავაპარე თვალი ისიც მე მიყურებდა მხრები აიჩეჩა და უცნაურად შემომხედა
კარგი წავიდეთ ერთი წუთი დამელოდეთ - იმ ბიჭთან მივედი და ვუთხარი
-მემგონი წინააღმდეგი არ იქნებით თუ მათ ერთად წავიყვანდი მაგდონალდსში
-არა პირიქით მეც წამოვალ
-კარგით - ბავშვებთან დავბრუნდი შემდეგ კი ყველანი ერთად წავედით ეს ბიჭი რატომრაც არ მომწონდა თუმცა ამ სიტუაციაში რას გავაწყობდი ჰორიზონტს გავყურებდი როდესაც მობილურმა დარეკა მეც არ დამიყოვნებია მაშივნე ვუპასუხე
-ხო ნინ გისმენ - ვუთხარი და გამეღიმა ოდნავ მოვშორდი მათ
-მისმინე ხოო სანამ ცოცხალი ვარ აქედან თუ გამოვაღწიე ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ და აღარც გათხოვებას დაგაძალებ
-ხო კარგი რა გჭირს დედამთილმა ესე როგორ შეგაშინა ამხელა მთა ქალი
-ვაი დედამთილი კი არა ურჩხულია გოგო ამას ხოიცი ადრე კლინიკური სიკვდილი ქონდა და სამოთხეში ამის მიმღები არავინ იყო და ჯოჯოხეთში კიდე ამაზე უარესს ვის მიიღებდნენ მაგრამ ეშმაკმა არა ჩემზე ათჯერ მეტებს აქ არვიღებთო და მე კი შემატოვეს ხელში - თავი ძლივს შევიკავე სიცილისგან გული რომ არ წამსვლოდა - ხოდა მისმინე ანანიკო დაიტოვე რა ერთი კვირა გთხოვ ამან ვითომ ცუდად ვარ წნევებიო ესაო ისაო და ხო იცი
-კაი რა ნინ ჩემ ნათლულს ერთი კვირა კი არა რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი დავიტოვებ
-კაი მადლობა დიდი - მობილური გავუთიშე სახე გავასწორე და მაგიდასთან დავბრუნდი
-სერიოზულობა გიხდება - მითხრა და პასუხის მოლოდინში უცნაურად შემომხედა
-შენ რა იცი მე რა მიხდება და რა არა
-ვიცი ლამაზო - გამიღიმა თუმცა მის ღიმილს არაფერი გამოუწვევია გარდა უაზრო აკვიატებული გრძნობისა რომელსაც მე განვიცდიდი როდესაც მას ვხედავდი თუმცა არა ჩემო საყვარლებო ეს არ ყოფილა არც მოწონება და სიყვარულზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს თითქოს სიძულვილი იყო მაგრამ არ მძულდა... ჯერ არა...
-და ეს? - თვალები მის ხელზე აღნიშნულ რიცხვებზე გადავიტანე - რატომ მაინც და მაინც 24?!
-ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად წარმატების მომტანია - ჩამეღიმა მაგრამ არა სიხარულით რა სიხარულით ეს ტკივილით იყო დიახ ამ ღიმილში ტკივილის გარდა ვერაფერს დაინახავდით ვერც ღიმილში და ვერც თვალებში სძულდა ეს დღე უნდოდა საერთოდ გაექრო მისი ცხოვრებიდან ეს რიცხვი წაეშალა მისი მეხსიერებიდნ რიცხვი 24 უნდოდა დრო უკან დაებრუნებინა მაგრამ არა... ვერა... ეს ვერ მოხდებოდა ის კი თითქმის არასოდეს ებღაუჭებოდა იმას რისი მოხდენაც შეუძლებელი იყო...
-მალე მიხედეთ საქმეს და რომ მოვალ ყველა შეკრებილი დამხვდეს ჩემთან - ფიქრების სამყაროს თავი რომ დავაღწიე მისი ხმა გავიგე ვიღაცას მობილურზე ელაპარაკებოდა
-..........
-რასაც გეუბნები ის გააკეთე თორემ არ გაცოცხლებ - დაემუქრა უმალ მე თვალები მოვაშორე და ანიკოს გავხედე ცოტახანში წამოვედით იქიდან მან სახლამდე მიგვიყვანა და რომ ვემშვიდობებოდი მკითხა
-ისე შენ სად მუშაობ?
-სამოდელო სააგენტოში რაიყო - ვიცრუე უმალ და პასუხს დაველოდე
-არა არაფერი - მანქანიდან გადავედი და სალში ავედით ანანიკო ვაბანავე და რომ დაიძინა მეც ვიბანავე და საწოლში შევწექი დილით ადრე დამირეკეს სამსახურში მოდიო მეც ავდექი მაგრამ ანანიკოსთვის რა მექნა მისი გაღვიძება არ მინდოდა ამიტომ მის ძიძას დავურეკე ასეთ სიტუაციებში ნინი იძახებდა ხოლმე ისრომ მოვიდა მე წავედი
-ანასტასია ახალი საქმეა - შემოვიდა რიტა ჩემს ოთახში
-რა საქმე - ვიკითხე ინტერესით და ჩემ წინ აფრიალებულ ფურცლებს ყურადღებით გადავხედე
-ისს.. რიტა?
-ხო
-მათი ფოტოები და მონაცემები მჭირდება და რა მითხარი წეღან?
-რა და იციან ყველაფერი მაგრამ ვერ უმტკიცებენ ამ დანაშაულებს
-რას გოგო ნუ გადამრიე ეხლა არ არსებობს ორი ახალგაზრდა ბიჭი ყავს მოკლული და გოგოს გაუპატიურებაში ბრალს დებენ და რას ვერ უმტკიცებენ ან მოწმეები არ არსებობენ არ ეგ როგორ
-როგორ და თავისი ბანდა ყავს ყველაფერს ესე მარტივად ნუ შეხედავ ძალიან საშიში ხალხია ყველა მოწმე მოიშორეს ზოგს ფული მისცეს და ქვეყნიდან გაუშვეს
-ვნახოთ ანასტასიას სად გაექცევიან იმ ორი ბიჭის და იმ გოგოს გამო სიცოცხლეს სანანებელს გავუხდი მაგ არაკაცს
-ვიცი ანასტასია ამიტომაც ვურჩიე მათ რომ ეს საქმე შენთვის გადმოეცათ
-კარგი შენ ყველაფერს მორჩი?
-კი აი გადახედე - ფურცლები რომ ავიღე ხელში და ვათვალიერებდი იმის ფოტოც ვნახე იმ არაკაცის ბანდაში ყოფილა მართალია ქალი ინტუიციით გრძნობს ყველაფერსო ის ორი ბიჭიც ამ ფოტოებში იყო იმ საღამოს რომ ვნახე გეგმა თითქმის დავსახე უკვე გონებაში ამ დროს მობილურმა დარეკა
-მინდა ამ საღამოს სადმე გავიდეთ წყნარ ადგილას - ის ბიჭი იყო მეც კმაყოფილმა გავიღიმე და შეხვედრაზე დავთანხმდი გავედი ლამაზი კაბა ვიყიდე დახვეწილი და სერიოზული ისეთი ჩემს ხასიათებს რომ შეეფერება მერე წავედი სახლში ელენიკო ვნახე და ტკბილეულიც მივუტანე საღამოსთის გამოვეწყვე და რომ მოვიდა დაბლა ჩავედი კმაყოფილება ეხატა სახეზე როდესაც დამინახა კარი გამიღო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და წყნარ რესტორანში წამიყვანა ყველაფერი დახვეწილი იყო თანაც იქ სადაც ჩვენ ვისხედით ის ადგილი მთელ ქალაქს გადაჰყურებდა
-ლამაზია - ვთქვი და მას შევხედე
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა
-საიდან
-ყველა გოგო ერთნაირად აზროვნებთ და თითქმის ყველას ერთნაირი რაღაცეები მოგწონთ
-როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ მაგრამ არაუშავს გამიცნობ - გავუღიმე და ამ გაღიმებით უფრო მეტი ვთქვი ვიდრე იმ სიტყვებით რაც ვუთხარი
-მინდა გირჩიო რაღაც
-გისმენ - ვუთხარი და ჭიქიდან ცოტა ღვინო მოვსვი
-არ გირჩევ მათთან საქმის დაჭერას შენ მათ ვერაფერს დააკლებ მათ კი ის არც კი გაუჭირდებათ შენ რამე დაგიშაონ
-მათ იციან ეს?
-არა არ იციან რომ პოლიციელი ხარ და სანამ შენი არსებობის შესახებ არც თუ ისე ბევრი რამ იციან გირჩევნია ამ საქმეს შეეშვა
-ამას რატომ აკეთებ - ვკითხე და მომლოდინედ მივაშტერდი
-უბრალოდ
-უბრალოდ არაფერი არხდება
-არც ეს დღე ყოფილა შენთვის უბრალო - მითხრა და მარჯვენა ხელი მაგიდაზე დადო
-ვინ ხარ სინამდვილეში
-ყველაფერი გაინტერესებს - ჩაეღიმა - შენგან ბევრი რამით განსხვავდებოდა მაგრამ მე შენ ბევრ რამეს არ გეტყვი ერთს გეტყვი კიდევ და ჩათვალე მის სათქმელსაც მე გეუბნები - ცოტახანი შეყოვნდა მე კი თავი ამაყად მეჭირა არადა სადაც იყო ავტირდებოდი - ამ საქმეს შეეშვი როგორც გინდა ისე მიიღე ეს რჩევა გინდა ძმურად გინდა მეგობრულად როგორც შენ გინდა მაგრამ შეეშვი მას ეს არ მოეწონებოდა - მე წამოვდექი წელშ გავსწორდი რამოდენიმე ნაბიჯი მისკენ წინ გადავდგი მარჯვენა მხრიდან ვედექი და ზემოდან დავყურებდი
-ამ საქმეს ხელი მოვკიდე და ეხლა ვეღარაფერი შემაჩერებს არც ეგ შენი უფროსი მაშინებს და არც თქვენი ბინძური ბანდა არ მიცნობ ალბათ თორემ ისიც გეცოდინებოდა რომ რა საქმესაც მე შევხებივარ ის საქმე გახსნილა და ბოლომდე მიმიყვანია
-წარმატებებს გისურვებ - რაღაცაზე ყოყმანობდა რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა მე არარ დავაცალე მუსიკის ხმას ყვებოდა ჩემი ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი გარეთ გავედი და ტაქსში ჩავჯექი თუარა მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა როდემდე უნდა მეგრძნო ეს ტკივილი.. როდემდე უნდა მეტარებინა გულით ამხელა სევდა მორბენალ ხეებს ვუყურებდი და ბავშვობა გამახსენდა

-დადუ დადუ ნაქე ქეები გალბიან - დადუს გაეღიმა და პატარა დაიკოს ცხვირზე ხელი დაჰკრა
-დადუუ ლატო დამჩინიი შენც შექედე ლაა - მაშინ დადუმ პატარა ანასტასიას გარკვევით აუხსნა რაშიც იყო საქმე და ანასტასიაც დიდი ქალივით უსმენდა თითქოს მართლაც გაეგებოდა რამე არა უბრალოდ იმდენად უყვარდა დადუ რომ ელაპარაკებოდა იმდენად უყვარდა დადუ რამეს რომ უხსნიდა ეს კი უსმენდა და უსმენდა არასოდეს არ ბეზრდებოდა არც მაშინ რომ იზრდებოდა და დადუ ჭკუას არიებდა პირიქით შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ანასტასიას იმდენი ცუდი რამ გაუკეთებია მხოლოდ იმიტომ რომ დადუს იმაზე ელაპარაკა ოღონდ მას ელაპარაკა და მის გამო რას არ გააკეთებდა დადუ რომ უყვარდა ისე არავინ არასოდეს არ ყვარებია ამქვეყანაზე ძმა მაინც სხვაა მერე რა რომ რაღაც-რაღაცეებზე უარს ეუბნებოდა ანასტასიას უყვარდა მაგრამ დადუსაც როგორ უყვარდა ეს ცელქი და სიცოცხლით სავსე გოგო? ბავშვობიდან მასზე ზრუნავდა რაშიც შეეძლო ყველაფერში ეხმარებოდა ანასტასიას სანამ ის ცოცხალი იყო ვერავინ აწყენინებდა ეგ გამორიცხული იყო

სახლში რომ მივიდა ანანიკოს უკვე ეძინა აღარ გააღვიძა იბანავა და ძმის ოთახში დაიძინა დილით ადრე ადგა და სამსახურში წავიდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ძიძა ანანოსთან მოვიდა მთელი დღე სამსახურში იყო და რაღაცეებს იკვლევდა წერდა ასკვნიდა ეძებდა მერე ადგა და ალექსს დაურეკა ის მისი მეგობარი იყო მანქანები ჩამოყავდა საზღვარგარეთიდან
-ალექს როგორ ხარ
-.......
-მისმინე სად ხარ ეხლა შენ
-..........
-კარგი კარგი გამოვდივარ უკვე - მასთან წავედი და მანქანები დავათვალიერე
-იცი რამოდენიმე დამჭირდება ხომ იცი ერთი და იგივე მანქანით ვერ გამოვჩნდები ხოლმე
-კი არააა პრობლემა რა სისულელეა გოგო როცა გინდა მოდი და რომელიც გინდა ის წაიყვანე
-კარგი მაშინ წავედი მე ამას წავიყვან ეხლა - ჯიპში ჩავჯექი და მარაზიებში გავიარე ბიჭის ტანსაცმელი ვიყიდე რამოდენიმე წყვილი მერე რამოდენიმე გოგოსიც ავიღე და მანქანაში ჩავყარე პარკები რომ გავიგე ის კაცი ეხლა რომელ სასტუმროშიც იყო სიხარულისგან ცას ვეწეოდი რომ გამახსენდა იმ სასტუმროში ჩემი მეგობრის დედა მუშაობდა დამლაგებლად კაკრას ეგ მჭირდებოდა მასთან მივედი
-გოგო რაარი ესე უნდა დამეკარგო? - მითხრა საყვედურით სალომემ
-რავიცი ნელი დეიდა სახლშია?
-კი შემო შემო
-საქმე მაქვს და..
-დეეე - წავედით სამზარეულოსკენ სადაც ნელი დეიდა ამზადებდა რარაცეებს გადამკოცნა მომიკითხა ნუ ძაან კაი ქალი იყო რა
-მოკლე ნელი დეიდა ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება
-რაში მითხარი აბა
-თქვენ სადაც მუშაობთ იმ სასტუმროში მინდა დარეკოთ რამე მოიმიზეზეთ და ვითომ მე ვარ თქვენი ძმისშვილი და იქ უნდა მივიდე მე რა
-კი მაგრამ...
-ოღონდ არავისთან არაფერი არ უნდა თქვათ ხომ იცით საქმეა რაღაც და ისე მჭირდება ეხლა თქვენი დახმარება როგორც არასდროს არავისი
-კარგი შვილო დამელოდე ეხლავე დავრეკავ - თქვა მან და მისაღებში გავიდა მობილური მოიტანა და ჩემ თვალწინ დაურეკა
-ხოო ნინია შვილო ჩემი მეგობარია სიკვდილის პირას და უნდა მივიდე მასთან დღეს ვერ მოვალ მაგრამ ჩემს შემცვლეს გამოვგზავნი აუცილებლად კარგი გოგოა ბაია ქვია
-.........
-მადლობა შვილო კარგად - როგორც კი მობილური გამორთო ჩავკოცნე ორივე და წამოვედი საღამო რომ გახდა ჩავიცვი უბრალო ტანსაცმელი ცოტა უგემოვნოდ და მათთან მივედი ნომრების დალაგება რომ მომიწია უკვე იმ ნომერში შევედი და იქაურობას რომ გადავხედე ისეთი თითქოს არაფერი იყო მაგრამ ყველაფერი გავჩხრიკე და ნაბიჯების ხმა რომ გავიგე საწოლის ქვეშ შევძვერი და ვიგრძენი გულისცემის გაასმაგება გახშირებული სუნთქვა და ღმერთს ვეხვეწებოდი გადავერჩინე და ისეთი არავინ ყოფილიყო რას ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ მოხდებოდა და ის დებილი ბიჭი ჩემი პარტნიორი გახდებოდა....


მოკლედ მეც მოვედი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა თავზე რომ იაქტიურეთ იმედია არც ეხლა დაიშურებთ კომენტარებს გამოთქვით თქვენი აზრი <3



№1 სტუმარი Black

Rao?debili biwi?ar mjera partniori?magaria male dade ra

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დდე

 


№3 სტუმარი LaNa

Au kaia da mal-male Dade. RAC mtavaria did I tavebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent