შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ მთელი ცხოვრება ნაწილი 2


9-01-2016, 12:27
ავტორი anita 3
ნანახია 2 169

გაოგნებული ვიდექი კართან.მეგონა ფრენა შემეძლო...ოთახამდე ძლივს მივედი,ფიქრებში ვიყავი როცა მობილურზე შეტყობინება მომივიდა,გული საოცრად შემიქანდა...რა თქმა უნდა ის იყო...."მიყვარხარ,შენ გვერდით უბედნიერესი ვარ.."გამეღიმა და მალევე ძილმა თავი მომტაცა...
დილით მშვენიერ ხასიათზე ავდექი...შაბათი დღე იყო და წასასვლელი არსად ვიყავი,სალოს დავურეკე,ჩემთან ამოვიდა ყავა დავლიეტ და ვიჭორავეთ.ყველაფერი მოვუყევი დათოზე.
-არ მჯერა ანა,შეყვარებული ხარ!თვალები გიბრწყინავს სიხარულით და ბედნიერებით...
-ხო მგონი მართლა რაღაც ხდება ჩემ თავს.წუხელ გასვლისას რომ მაკოცა მეგონდა გული წამივიდოდა...ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა,სალოს თვალებით ვანიშნე რომ ის იყო..
-ალო!ვუპასუხე მე.
-დილას შენი სასიამოვნო ხმის გაგონება ყველაზე დიდი ბედნიერებაა...როგორ ხარ ჩემო დედოფალოო?
-კარგად შენ როგორ ხარ დათო?
-მეც კარგად ვარ.წუხელ შეტყობინებაზე რატომ არ მიპასუხე?
-ახლახან ვნახე,არ ეძინოსთქო და აღარ გიპასუხე...
-მომწონს უკვე ზრუნავ ჩემზე.ეს რაღაცას ნიშნავს ხოო?
ხმა არ გამიცია...
-ოხ ანი, ანი...ეს რა მიქენი...გული ამიფორიაქე.ბედნიერი ვარ შენიტ.ბედნიერი ვარ რომ არსებობ.ამ 2 წლის მანძილზე იმედით ვცხოვრობდი,იმ იმედით რომ სამსახურში მაინც შეგხვდებოდი და ის დრო მაინც ვიქნებოდით ერთად...
-დათო შენთან ლაპარაკი მინდა.საღამოს შეძლებ?
-კარგი 5 საათისთვის გამოგივლი და რესტორანში წავიდეთ.
-კარგი გელოდები.
საღამოს დათოს მზად დავხვდი.მაგიდასთან დავსხედით...საოცრად მყუდრო ადგილი იყო...
-როდის მეტყვი სათქმელს?სიჩუმე მან დაარღვია...
-დათო,შენ არ იცი ჩემი წარსული.გული საშნლად მატკინეს.არ მინდა ეს კიდევ ერტხელ განმეორდეს.გაგისთან გატარებული 2წლის მაძილზე ძალიან ბევრჯერ ვიყავი უბედური..
-ანი,ვიცი რაზეც ლაპარაკობ.ვოცო რა ჯოჯოხეთიც გამოიარე.გპირდები,რომ გულს არასოდეს გატკენ.მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია...
-დათო ჩემშიც გაჩნდა შენს მიმართ გრძნობა,არვიცი ეს სიყვარულია თუ არა მაგრამ ვგრძნობ რომ ერთი შანსი უნდა მოგცე.
-ბედნიერი ვარ...ვერ წარმიდგენ რამდენ ძალას მაძლევ ამ სიტყვებით და როგორ მაბედნიერებ...
დარბაზში რომანტიული სიმღერა გაისმა...
-ვიცეკვოთ?მკითხა დათომ.
-კარგი. დავეთანხმე მეც
ხელი წელზე შემომხვია,ახლოს მიმიყვანა და მაგრად მეხუტებოდა,თითქოს გაქცევას ვაპირებდი ან მეტჯერ ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს.ერთიანად ვკანკალებდი.
-ჩშშ...ნუ ღელავ,დამშვიდდი.მიყვარხარ ანი,ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ხარ ვინნც მართლა შემიყვარდა.
უხმოდ ვისმენდი მის საუბარს და ვგრძნობდი რომ ის გრძნობა რომლესაც მნის მიმართ ვგრძნობდი უფროდაუფრო იდგამდა ფესვებს ჩემში...
მალევე წამოვედით.მთელი გზა ცალი ხელი ჩემსაზე ჰქონდა ჩაკიდებული.ვგრძნობდი დროდადრო ჩემსკენ გამოპარებულ მზერას.
-ეს დღე ყველზე მნიშვნელოვანია ჩემ ცხოვრებაში.
ხმა არ ამომიღია,იმიტომ კიარა რო არ მინდოდა,უბრალოდ არ შემეძლო.მინდოდა სულ მისი თვალებისტვის მეყურებინა...
-ანი არაფერს მეტყვი?ფიქრებიდან დათოს ხმამ გამომარკვია..
-უკვე მოვედით?
-კი სიხარულო.
-წამოხვალ?
-არა უკვე გვიანია.
ვიგრძენი რომ წასვლა არ უნდოდა.არც მე მინდოდა წასულიყო.
-იცი..დავაპირე მეთქვა არ მინდა წახვიდეთქო,მაგრამ გადავიფიქრე.ნახევარი საათით მაინც ამოდი.ყავას დაგალევინებ.
-არ გინდა რომ წავიდე არაა?თვალებში შემომხედა და მითხრა.
-არა,არ მინდა.ვთქვი და მორცხვი ბავშვივით გავწითლდი და თავი ჩავღუნე.ვგრძნობდი როგორ მიყურებდა,მერე მანქანიდან გადმოვიდა,კარი გამიღო,ხელი ჩამკიდა და მითხრა:
-წავედით.თუ გადაიფიქრე?
-არა,არა...გამეცინა მე.
კარი გავაღე თუ არა სამზარეულოსკენ წავედი ყავის გასამზადებლად.სასტურმო ოთახში შესულს კი დათო მძინარე დამხვდა.მისი გაღვიძება არც მიცდია, დავაფარე და ოთახში გავედი დასაძინებლად.
დილით ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.თვალი გავახილე თუ არა დათო დავინახე.კართან იდგა და მიყურებდა.
-იცი როგორი ლამაზი ხარ?ჩემი ანგელოზი...
-კაი გეყოს.გამეცინა მე.
-მაპატიე.
-რა?
-პირველივე დღესვე შენთან დავრჩი.რატომ არ გამაღვიძე?
-ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძე და მეორე დღეიდან რაც ჩემია შენიცაა...ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გასვლა დააპირა..
-მიდიხარ?ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა მისი წასვლა.
-არაა...საუზმეს მოგიმზადებ.
ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი,მაინტერესებდა რას აკეთებდა.
-მოდი დაჯექი...
ყველაფერი თავის ხელით მომიმზადა.ვსაუზმობდით როცა დათოს ტელეფონმა დარეკა.არვიცოდი ვინ ურეკავდა მაგრამ საშინლად გაბრაზდა.
-ანი სამსახურში უნდა წავიდე,რაღაც პრობლემააა.
-რა ხდება დათო?
-ახალ პროექტს მე და შენ რომ ვმუშაობდით ვიღაც უჩივის.
-მოიცადე მეც წამვალ.მეც მეხება..
-არა. შენ იყავი წესიერად ისაუზმე...
-არა დამელოდე 2 წუთში მზად ვიქნები..
-კარგი რაღამც არ იშლი...
სამსახურში მივედით,დიდი დრო დაგვჭირდა თუმცა ყველაფერი მოვაგვარეთ,სახლში მიმიყვანა დამემშვიდობა და წავიდა...
საშინელ ხასიათზე გამეღვიძა მეორე დღეს.წასასვლელად ვემზადებოდი მობილურმნა რომ დარეკა:
-როგორ ხარ ჩემო ლამაზოოო?
-არ ვარ კარგად.შენ როგორ ხარ?
რატო სიხარულო რა გჭირს?
-არვიცი,ცუდ ხასიათზე ვარ დღეს.
-არაუშავს...არ მოგენატრე?
-კი ძალიან...ვუთხარი მე.
-კარს არ გამიღებ?მანახე როგორ მოგენატრე.
გამეცინა,მტელეფონი გავთისე და კარისკენ გავიქეცი.იქ კი დათო იდგა ვარდებით ხელში.ჩავეხუტე.
-მომენატრე დათო..მიყვარხარ!
-გამიმეორე,კიდეს გამიმეორე...
-მიყვარხარ...
-ჩემო ცხოვრება.მეც ძალიან მიყვარხარ,იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია...ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მისი ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი...საოცარი შეგრძნება მქონდა,მეგონა გული წამივიდოდა...
-შემოდი.ძლივს ამოვილუღლუღე.
-მიდი და სამსახურში წავიდეთ.მე წაგიყვან.

-დათო მგონი ჯობდა ჩემი მანქანით წამოვსულიყავი...
-რატომ?
-ერთად რომ დაგვინახავენ ჭორაობას დაიწყებენ...
-მერე რა იჭორაონ...შენ სიმართლე თქვი თუ გინდა..რაც უნდათ ის უქნიათ,დანარჩენი ჩვენ აღარ გვეხება...
-მართლა?
-ხოო,რატომ მიყურებ გაოცებული?დილას არ მითხარი მიყვარხარო?რატომ დავმალოთ ჩვენი ურთიერთობა?
-კარგი სიხარულო...
-მიყვარხარ..მითხრა დათომ.
-საღამოს ხომ მოხვალ ჩემთან?
-არა, ერთად წავალთ...
-კარგი.მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო.
-კარგი...

საღამოს სახლში ერთად დავბრუნდით.მე საჭმლის კეთებას შევუდექი...მალევე გავშალე სუფრა,დათოს საყვარელი კერძი მოვამზადე..ზარის ხმა გაისმა...
-ანი მე გავაღებ.დამიძახა დათომ.
-კარგი.ვუტხარი მეც.
-დათო როგორ ხარ?ჰკითხა სალომემ
-კარგად სალო შენ როგორ ხარ?სასიამოვნოა შენი გაცნობა...
-ჩემთვისაც უთხრა სალომ და მე მომიკითხა.
-ანი სადააა?
-სამზარეულოშია შედი.
-აქ ვარ მოდი.გავძახე მე.
-როგორ ხარ სიხარულოო?"მაგარი ბიჭია"თვალებით მანიშნა სალომ
მე მის საქციელზე გულიანად გამეცინა...
სამივემ ერტად ვივახშმეთ.მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ და ყავა დავლიეტ.დათო ჩემ პირდაპირ იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
-მე წავალ...თქვა დათომ
-უკვე?
-კი სიხარულო,2დღეა სახლში წესიერად არ ვყოფილვარ..სალო კარგააად..
უხმოდ მივყევი კარამდე.მომიბრუნდა და ჩურჩულით მკითხა:
-მოგენატრები?
კი ძალიან..არ მინდა წახვიდე.
-არც მე მინდა წასვლა მაგრამ...ცოტა გვიან თუ მოვახერხე მოვალ ნკარგი?
-კარგი.ვაკოცე და წავიდა...
-კარგი ანი,მეც წავალ უკვე გვიანია თქვა სალომ.
-შენც მტოვებ ხო?
-კაი არ გტამიბრაზდე..დედა მელოდება.
კარგი საყვარელო როგორც გინდა.ხვალამდე.
-ხვალამდე ანა...სალო გავაცილე თუარა ჩემმა დამ დარეკა.
-ალო...
-ანა როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ თათო?
-კარგად...გოგო ჩამოგვიარე რაა,კატოს ძალიან ენატრები..
-მეც ძალიან მენატრება.თქვენც მენატრებით.
-ხო მართლა ამ შაბათ-კვირას მამასთან მივდივართ,არ ამოხვალ?
-კი როგორ არა.ისედაც მინდოდა და ამოვალ.
-კარგი ანა მაშინ დროებით..
-დროებით სიხარულო...
საშინლადს დაღლილი ვიყავი და ძალიან მეძინებოდა,დავწექი თუარა ჩამეძინა,თუმცა მალევე ზარის ხმამ გამომაღვიძა.საათს დავხედე 4 ხდებოდა. "ნეტავ ვინ უნდა იყოს?ოღონდ გაგი არა"ვფიქრობდი ჩემთვის, როცა კართან დათო დავინახე,სასწრაფოდ გავაღე..
-დათო რა მოხდაა?კარგად ხარ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent