NO LOVE NO PAIN
ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს შეხვდება ადამიანი, მაგრამ ამ განსაცდელმა მიწაზე კი არ უნდა ახოხიალოს, პირიქით, ფეხზე უნდა წამოაყენოს და ცხოვრებასთან შეაჭიდოს, მასთან გამკლავება ასწავლოს. ზოგი ეცემა ბედთან ჭიდილში, ზოგი კი თავისი მიზნისაკენ რქებით მიიწევს. განსაცდელი სხვადასხვაგვარი არსებობს,მაგალითად, გაჭირვება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ვერ შემდგარი სიყვარული და ასე შემდეგ. ჩემი დაცემის მიზეზი სიყვარული იყო, მე გამონაკლისი ხომ არ ვიყავი? არ ვიყავი იმდენად ძლიერი რომ ამ ტკივილს გავმკავებოდი, ზოგს გაეცინება სიყვარულის გამო რა ტკივილი უნდა განიცადოვო, ან როგორ უნდა დაეცეო, მაგრამ დაიმახსოვრეთ თუ შეგიყვარდათ და მიგატოვათ ყველაფრის აუხსნელად გაგიჭირდებათ. შეიძლება გარეგნულად არ ჩანდეს მაგრამ გულის სიღრმეში ასე იქნება დამიჯერეთ. ალბათ ამას კითხულობთ და გეცნიბათ, მაგრამ ოდესღაც გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები. დაქალების მეშვეოვით წამოვდექი ფეხზე, ყოველთვის მიმეორებდნენ შენი ცრემლების ღირსი არ არისო. ასე იციან ბიჭებმა თავს შეგაყვარებენ, გეტყვიან მიყვარხარო და ბოლოს ისე გტოვებენ ვითომ მათ მაგივრად სხვები ლაპარაკობდნენო. ყველა ბიჭს არ ვადარებ ერთმანეთს რათქმაუნდა, ყველა მხდალი არაა,რომ შეეშინდეს და გაურბოდეს პასუხისმგებლობას. რამოდენიმე თვის უკან რომ ეთქვათ ერთი ნახვით სიყვარული თუ გჯერათო გულიანად გადავიხარხარებდი და გავივლიდი.. ახლა? მახეში გამაბა. დამატყვევა. მიმაჭედა და ვერ ვშორდები. სადაც არ უნდა გავიარო ყველაგან მის სურნელს ვგრძნობ, მის თითოეულ შეხებას. ბედის ირონიაა არა? ერთი ნახვით სიყვარულზე ვიცინოდი, ახლა კი სიმწრით მეღიმება. განა ამ გრძნობას სიყვარული ქვია? არ არვიცი, რაგითხრათ, მე ხომ ეს გრძნობა არასოდეს არ განმიცდია.. ვიხსენებ როდის გავიცანი და ვერ ვიხსენებ, ან რა მნიშვნელობა აქვს დროს ამ შემთხვევაში? მგონია რომ არა რამდენიმე კვირა არამედ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. იმ დღემდე ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი განსხვავებული. კლუბი რაიყო ხომ საერთოდ არ ვიცოდი. Green café-ში დავიწყე მიმტანად მუშაობა, უჭირდა ჩემს ოჯახს, მეც სწავლის საფასურს ვიცოდი ვერ გადამიხდიდნენ. ხოდა გადავწყვიტე სწავლის ფული თავად გადამეხადა და რაც კი ფული დამრჩებოდა იმით ოჯახს დავხმარებოდი. პატარა ძმა მყავს, ჩემი საოცრებაა, ამაზე ძვირფასი არავინ არ მყვას. რათქმაუნდა მიყვარს მშობლები, ვგიჟდები მათზე მაგრამ სანდრო მაინც სულ სხვაა. ვგიჟდები მის ჩახუტებაზე, სამსახურიდან დაღლილი რო მოვდივარ და ყველგან საწოლი მელანდება მის დანახვაზე ყველაფერი მავიწყდება, დაღლილობა, გაჭირვება და სხვა უამრავი რამ. მე მარიამ ყიფიანი ვარ. 19 წლის. თსუ-ს თეატეალური ფაკულტეტის სტუდენტი. საშუალო სიმაღლე, მოკლე შავი თმა და დიდი თვალები მაქვს. 21 ნოემბერი იყო. ლექციების მერე კაფეში უნდა წავსულიყავი და გვიანობამდე დავრჩენილიყავი იქ. ზოგადად დრო უცებ გადის ხოლმე. მაგრამ, დღევანდელი დღე საეოცრად იწელებოდა. კაფეში სამი ერთმანეთზე გადაწოლილი ძმაკაცი შემოვიდა. განგრეული მთვრალები იყვნენ. ლუდი და პიცა მოითხოვეს. მე კი მივუტანე, მაგრამ აქედან გასვლა ოთხით რომ მოუწევდათ ფაქტი იყო. -ოფიციანტ, მეძახის ერთ-ერთი -რა გნებავთ? -ანგარიში და ანგარიშს ერთი შენი ნომერიც მოაყოლე შეკვეთაა. არ მინდოდა ქაჯურად გამომსვლოდა,მაგრამ რა ვქნა ვერ ვიტან თავხედ ხალხს, ხოდა მაგიდაზე მდგარი ლუდი ზედ გადავასხი და თან ვუთხარი: -ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და ახლა ანგარიშსაც მოგართმევთ თქო. ისეთი სახით იყურებოდა ბოლომდე მეგონა რომ მაგრად დამჟეჟავდა და აქედან ტრავმატოლოგიურში წამიყვანდნენ სასწრაფოთი. მაგრამ ძმაკაცებზე გადაიტანა ყურადღება სიცილით რომ იხეოდნენ. ანგარიში მივუტანე და დამემუქრა ბიჭი -მე არ ვიყო საბა ანდრიაძე შენ არ მოგარჯულო. -ცხოველები სხვას ვერ მოარჯულებენ. ხმა არ გაუცია ის გავიდა,ეტყობოდა ბატონ საბას სიტყვის შემსრულებელი როა. ფეხები ერეოდა, ეგ მე რას მომარჯულებდა ძაან მაინტერესებს. გულიანად გადავიხარხარე. წასვლის დრო იყო როცა ჩემმა დაქალმა გამომიარა და მითხრა დღეს ჩემთან რჩები,პროტესტი არ მიიღებაო. მეც წავედი არაფერი არ მქონდა ხვალ მაინც. ნინასთან გავიარეთ და ასე საღამოს დავიმხეთ ნუცას სახლი. გოგოებს მოვუყევი დღევანდელი ამბავი და სიცილისგან გადაყირავდნენ. -კაი გოგო რა შენ მაგის ქალი არ იყავი, კაი მე რო გამეკეთებინა ეგ კიდე არ იქნებოდა გასაკვირი ხოიცი მახასიათებს ეგეთები მარა შენ? მეუბნებოდა ნუცა -რაარი იციი? აჰყვა ნინა, ამასაც აქ ხოლმე წამოვლები მაგრამ შენ ანტიკვარი ხარ მასეთ რამეებში. -გოგო აბა მაგისთვის ცივილიზებულად ლაპარაკი რო დამეწყო ვერ გაიგებდა და რაღა ენა დამეღალა ლაპარაკით? ხოდა მეც პირდაპირ საქმეზე გადავედი -აღარ შემიძლია მომსაულიერეთ ყვიროდნენ გოგოები. -კლუბში წავედით ეხლა ამბობს ნინა, ვეტყვი გიორგის და თავის ძმაკაცებს გამოიყოლებს თან გაგაცნობთ არ იცნობთ მაინც და. -კარგი მაგრამ მე რომ არ წამომიღია ტანსაცმელი? (მარიამი) -ოჰ როდიდან გახდა ეგ პრობლემა? ჩვენი არ ჩაგეტევა? წამოიყვირეს ორივემ ერთად. ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავით და გიორგიმაც გამოგვიარა. თვალებიი ლამის შუბლზე ამივიდა თავად საბა ანდრიაძეს რომ გადავწყდი. ახლა ეს აგეტანა. პირველად მივდიოდი კლუბში, ყოველთვის მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ ვახერხებდი. გოგოებს კი არ ჩავჩურჩულე, ჩავყვირე ესაა ის რეგვენი კაფინდა თქო და დაიწყეს ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა დამთხვევების, რა გინდა სიმპატიური ბიჭია და ათასგვარი კომენტარები. გიორგი საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა, გაგვუკვირდა მე და ნუცას ნინასი, კარგი აღნაგობის გოგოა მარა თვალებში ხანდახან შაში-ბეში აქვს და საშინლად მახინჯი ბიჭები მოსწონს ხოლმე, მაგრამ აი ჩვენი გიორგი გამონაკლისია. გაგვაცნო თავისი ძმაკაცები ნიკა და საბა, ნიკა სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა რასაც საბაზე ვერ ვიტყვი. საბამ გადმომხედა და მითხრა ხომ გითხარი შევხვდებით და მოგარჯულებ თქო. -მოგარჯულებო კი მითხარი მარა შევხვდებითო არ გითქვამს საბა და ისევ ხომ არ გერევა ფეხები? -უი არ მითქვამს? შეიცხადა ისე თითქოს რაღაც დანაშაული ჩაედინაო. -არა! -კაი ეხლა გეუბნები მაშინ. გულიანად გამეცინა ამაზე. -წადი ახლა შენ წყალი შეისხი და მეტი აღარ დალიო თორემ სახლში მისატანი გახდები. -რა დროს წყლის შესხმაა წამოდი ვიცეკვოთ. რომ ვთქვა ცეკვა არ მინდოდა თქო მოგატყუებთ, მეგობრებს შევიერთდით და ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. ბოლოს ცეკვაშიც კი ვეჯიბრებოდით, მერე დალევაში და როგორ მოხვდით კიკეთში არ ვიცი. 888 სულ რაღაც 12 თვვე ვიყავით ერთად, ჯამში ერთი წელი და ეს იყო დაუვიწყარი წუთები არა მარტო ჩემთვის არამედ საბასთვისაც. ჩვენს მეგობრებზე ხო არაფერს არ ვიტყვი. თუ რამე სიგიჟე იყო გასაკეთებელი ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილია საბა და როცა გაიგო ჩმი ოჯახის შესახებ ყველაფერი მე უნდა გაგიკეთოთო გამომიცხადა. რათქმაუნდა არ დავთანხმთი, ეწყინა მაგრამ არაფერი არ უთქვამს. მინდოდა ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა და ჩემით მიმეღწია ყველაფერს, დაქალებისგანაც კი არ ვღებულობდი არანაირ დახმარებას. 888 საოცრად დაიწყო 22 ივლისი, ნინას დაბადების დღე იყო, ჩვენს საყვარელ კაფეში იხდიდა, შემდეგ კი კლუბში ვაპირებდით წასვლას. ხოდა ჩვენც შემთხვევით კლუბის მაგივრად დუბაიში წაგვიყვანა გიორგიმ. თავიდან ვერ მივხვდით სად მივიდოიდით მაგრამ როცა ბათუმში ჩავედით და იქიდან თურქეთში გადავფრინდიით მივხდი ნინას რაც ელოდა. გაგიჟებული იყო ნინა, ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რომ სტამბულში, თავისი ოცნების ქალაქში იყო. იმდენად დიდი იყო სიხარული ცრემლები მოსდიოდა, ხოდა ასე მე და ნუცაც აგვატირა თავისი ბედნიერებით. ნუცასთვის ხო ეს სამი დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა. თავის ბაღელი შეხვდა და ასე გააგრძელეს თბილისშიც ურთიერთობა. როგორც მოგვიყვა ყოველთვის მოსწონდა ვაკო ბაღში და როგორც ბიჭები ამბობენ ხომე ნუცაც ‘’ეჩალიჩებოდა ‘’ რა. კაი ქაჯი გოგო იყო, ვაკოც კი ნაცემი ყავს და მიზეზი რო მოგვიყვა გადავტრიალდით სიცილისაგან. ბაღის გამოსაშვები კონცერტი უნდა ყოფილიყო ხოდა ვაკოს სხვა ბაღელთან ერთად უნდა ეცეკვა, ესე აარჩია ბიჭმა ხოდა ნუცაც ამაზე გაგიჟდა როგორ გამიბედა ეგო ხოდა სულ სკამი ურტყამს ჯერ თავში და მერე ფეხებში. ვაკოს დედა გაგიჟებული დადიოდა ეს ვინ გაგიზრდიათო. მშობლებს რო გააგებინეს ეს ამბავი ცალკე ისინი მოკვდნენ სიცილით, მამა უთხრა კიდე თუ გაგიბედავს ეგეთ რამეს მერე ფეხებში კი არა ეგრევე თავში გლიჯეო. ძალიან კარგი მამა ყავდა ნუცას, იმდენი კარგი რამ გვახსოვს ყველას მისგან. მაგრამ რაღაც ვერ აეწყო, სულ რამდენიმე დღე დააგვიანდა ოპერაციის გაკეთებისთვის და დაიღუპა. საშინელი განცდა იყო ნუცასთვის, გვეგონა თან გაყვებოდა ისეთ ამბავში იყო, მაგრამ ამისნაირი ძლიერი გოგო მე ჯერ არ მინახავს. ისე დადიოდა ერთი კვირის შემდეგ თითქოს არანაირი ტკივილი არ განეცადოსო. ზუსტად ეს გვიყვარს მასში, განიცდის თავისებურად მაგრამ არ იმჩნევს სხვების დასანახად არაფერს. ამბობს რატომ უნდა დავანახო ვინმეს ჩემი ტკივილი, მაინც არავის არ აინტერესებსო. იშვიათიად თუ რამე თქვას იმაზე თუ როგორ უჭირს. 888 11 აგვისტოს საბას დაბადების დღეზე მისი საყავრელი სუნამო ვაჩუქე, ვერსად ვერ შოულობდა და ამაში გიორგი დამეხმარა, იტალიაში იყო წასული და იქიდან ჩამოვატანინე. თითქოს ბედნიერი და თითქოს უბედურების მომტანი დღე იყო. ამინდიც რაღაცნაირად ხელის შემწყობი იყო. რესტორნიდან რომ გამოვედით საბამ წამომიყვანა სახლში, გოგოები კი ბიჭებმა წაიყვანეს. სანამ მანქანიდან გადავიდოდი მაგრად ჩამეხუტა და მითხრა, დაიმახასოვრე ყოველთვის მაგრად მიყვარდი და მეყვარებიო. გამეცინა ამაზე, ხო ვიცი თქო და მხიარულად გადავედი მანქანიდან. ჩვენი ბოლო საუბარიც ეს აღმოჩნდა. ამის მერე დაიწყო სახლიდან ნაკლებად გასვლა, გოგოებთან ნაკლები ურთიერთობა და დედაჩემის გაგიჟება. სანდრო რომელსაც ჩემი თითოეული ცრემლი ტკიოდა, ყოველ დილით შემოდიოდა ჩემთან. ადრე თუ ბაღის ამბებს სიამობნებით ვისმენდი და გულიანად ვიცინოდი, ახლა მხოლოდ დაძალადევად ისიც იმიტომ რომ სანდროსთვის არ წყენოდა. არავის ლაპარაკი არ მესმოდა, საბას ძმაკაცების გადარეულნი იყვნენ ან იმას რა წამოუარა ან შენ რა გჭირს წამოდექი ფეხზე,ძველი მხიარული მარიამი დააბრუნეო. მაგრამ რა იცოდნენ რა გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი მე. ერთ დილას როცა სანდრო შემოვიდა ჩემს ოთახში ბაღის ამბების მოყოლის მაგივრად სერიოზული საუბარი დამიწყო: -მაროო ხო იცი როგორ მიყვარხარ არა? -ხო ჩემო სიცოცხლე მეც მიყვარხარ ხოიცი ყველაზე მეტად. -არა! არ გიყვარვარ, შენ საბა უფრო გიყვარს როგორც ვატყობ, მე ვიცი ჯერ პატარა ვარ და არ ვიცი რაარის როცა საყვარელი ადამიანები გულს გტკენენ რაღაცის გამო მაგრამ ვხდები სულ რამდენიმე დღეში შენ იგივეს გამიკეთებ მე. ვის არ ყოლია შეყვარებული? მეც მყავდა და დამშორდა მაგრამ შენნაირად სახლში ხოარ გამოვიკეტები? ადაქი და იარე ისე მეგობრებთან დაგვიბრუნდი მაროო, ძველი მხიარული მარიამი მენატრება მე, დედიკოსაც და მამიკოსაც. ეს თქვა და გავიდა, ისე რომ ზედაც არ შემოუხედია. რაუცებ გაზრდილა და მე კიდევ ისე ის პატარა სანდრო მგონია, რომელიც შემოვა და მანქანებით მეთამაშეო მთხოვს. ზუსტად ამ დღეს ნინა და ნუცაც მოვიდნენ. ისინიც იგივე თემაზე მელაპარაკნენ და მიხვი დრო იყო გავმკლავებოდი ყველაფერს. 888 საბა გერმანიაში გაიქცა, რათქმაუნდა მიზეზი არავინ არ იცის, შეიძლება არც არის მიზეზი. ძმაკაცებს მაინც ეტყოდა, მიტუმეტეს მათ შორის დაფარული თემა არც ყოფილა არასოდეს, პირველებმა მათ იცოდნენ მარიამი რომ უყვარდა. რაღაცნაირი ურთიერთობა ქონდათ, არასოდეს არ უთქვამთ ერთმანეთისთვის მომწონხარ ან მიყვარხარო, უბრალოდ თვალები ამბობდნენ ყველაფერს და ესეც საკმარისი იყო. მარიამი თბილისში იყო და ნელ-ნელა ეჩვეოდა ყველაფერს, ცხოვრებას თავინდა იწყება. ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო და სტიპენდიის დიდი შანსი ჰქონდა. ისევ კაფეში მუშაობდა და იხსენებდა იმ დღეს როცა პირველად შეეფეთნენ მათი თვალები ერთმანეთს. თითოეული მისი შეხება ახსოვდა და ისევ ისე უვლიდა ფიქრებზეც კი ჟრუანტელი როგორც მაშინ, როცა პირველად შეერთდნენ მათი ბაგეები. უჭირდა მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა. უნდოდა ძლიერი ყოფილიყო, გოგოებიც სულ ამას ეუბნებოდნენ. ახარებდა გოგოების ბედნიერება. სულ მალე ნინას ქორწილი ექნებოდა. ნუცას კი საშველი დაადგა და როგორ იქნა აისრულა ბავშვობის ოცნება და ახლა ვაკოსთან ერთადაა. ცოტა არ იყოს ვერ არიან. ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობენ ხოლმე, უცხო რომ შესწრებოდა მათ საუბარს იტყოდნენ საგიჟეთიდან არიან გამოქცეულნიო. სულ რაღაც სიგიჟეებს აკეთებდნენ. სვანეთში ისე წავიდნენ არავინ არ იცოდა. უბრალოდ იქიდან დაურეკეს და უთხრეს სვანეთში გეპატიჟებით შეგიძლიათ ამოხვიდეთო. კაი არაფერი მოუსმენიათ მეგობრებისააგან. -ნუცა. -გისმენ, უთხრა ნუცამ და დებილივით გაიღიმა. -ცოლად გამომყვები? გაოცდა, გაშრა, არ უნდოდა ასეთ ასაკში გათხოვება მაგრამ ამ სიყვარულს რა მოუხერხოს? მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. იცის დედამისი გადაირევა მაგრამ რანქას? უარსაც ვერ ეუბნება. თავიდან მოღუშული სახით დაიწყო საუბარი. -იცი რა არის ვაკო? მიყვარხარ მაგრამ ვერა რა -რა გოგო? -რა გოგო კი არა, მოგყვები აბა რას ვშვრები, ვაფშე რას მკითხე დაგვეწერა ჯვარი პირდაპირ. -გადარეული ხარ! -დიახ და ის ერთი გადარეულიც შენს გვერძეა, მიდი სურვილი ჩაიფიქრე. -დიდი ხნის წინ ჩაგიფიქრე შენ და ახლა სხვა სურვილი ნამდვილად აღარ მაქვს. სვანეთში ჩასულმა მეგობრებმა სალანძღავი სიტყვები ცოტახნით გვერდზე გადადეს და ბედნიერება უსურვეს. თითქოს ეს სვანეთი სასწაულების მომასწავლებელი არისო. ჯვრისწერაზე საბა მოვიდა. წყვილს ბედნიერება მიულოცა და მარიამს გადახედა. პირველები ჩვენ უნდა ვმდგარიყავით საკურთხევლის წინ და ჩვენ უნდა დაგვეწერა ჯვარი, მაგრამ ვერ შევძელი. დებილი ვიყავი ვერ გავბედე, მეშინოდა ოჯახის შექმნის, პასუხის მგებლობის. ახლა კი, ვიცი შენგან პატიებასაც არ უნდა ვითხოვდე, არა პატიებას არც ვითხოვ, ცოლობას გთხოვ. -გახდები ჩემი მეუღლე და იქნები ჩემი შვილების დედა? გაოცების პიკზე იყო ყველა, რაც კი საყვედური ქონდა მარიამს მის მიმართ სულ გადაავიწყდა, იმდენად დაფარა სიყვარულმა იმედგაცრუება. 21 ნოემბერი იყო როცა ჯვარიი დაიწერეს ვაკომ და ნუცამ და საბამ და მარიამმა. ორი საოცარი ოჯახი შეიქმნა რომელსაც დარწმუნებული ვარ თავგადასავლები უამრავი ექნება. მშობლების სახე უნდა გენახათ, კინაღამ სასწარაფო გახდა ნუცას და მარიამის ოჯახში გამოსაძახებელი. ეწყინათ ჯვრისწერაზე როგორ არ დაგვიძახეთო, მაგრამ რაღას იზავდნენ შვილის ბედნიერება უფრო მთავარი იყო, ვიდრე მათი ჯვრისწერაზე დასწრება. ერთს გირჩევთ მკითხველნო. დიდი და წრფელი სიყვარული არ არსებობს განსაცდელის გარეშე, მთავარია შენ როგორ გაუმკლავდები. არ არსებობს უპატიებელი შეცდომა. თავმოყვარეობის გამო არ დაკარგოთ არასოდეს ადამიანი. ხანდახან საჭიროა სანაგვესი მოისროლო თავმოყვარეობა და ბედნიერებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე. არასოდეს დანებდეთ! ტკივილი დროებითია,ტრიუმფი სამუდამო. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.