შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინელი პრინცის ისტორია 35


9-01-2016, 15:56
ავტორი ana_aneta
ნანახია 1 942

დრო სწრაფად გადიოდა უკვე აპრილის ბოლო იყო და ორ კვირაში გამოცდები იწყებოდა .გული მისკდებოდა ამაზე.მე და ჩიკოსაც ურთიერთობა საშინლად დაგვეძაბა,დედამისის გამო,ის ქალი თავს არ ანებებდა,უკვე აშკარად ჩემს წინააღმდეგ აწყობდა,ყოველ შაბათ-კვირას მასთან ატარებდა და დიდი ალბათობით ის გოგოც იქ იყო.იქიდან საშინლად გაღიზიანებული ბრუნდებოდა,დალაპარაკებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ,არაფრის გაგონება არ უნდოდა. ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა, ამიტომ მეც ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა მისგან.ერთმანეთს ისე დავშორდით,გაკვეთილზეც კი არ ჯდებოდა ჩემთან.ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მოქმედებდა,თავად კი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი არ ხდებოდა. გული მიგრძნობს რომ მალე ოფიციალურადაც დავშორდებოდით,ამისთვის უკვე მზად ვიყავი.ჯინი როგორც ყოველთვის მხარს მიჭერდა,ამიტომ მიყვარს ასე ძალიან.
-მე ხომ არ დავშორდე?
-მეც ამის თქმას ვაპირებდი,ჯობია ახლავე. დაელაპარაკო და გაერკვეთ ყველაფერში.ძალიან მეცოდები ამდენის გადატანა რომ გიწევს.
-ამის თქმაზე საშინელი ტირილი ამიტყდა.მართლა საცოდავი ვიყავი.
-იცი მგონია რომ ჩიკოს და იმ გოგოს ამბავი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია და შენ მხოლოდ ახლა გაიგე.
-მით უფრო უარესი.ამოვიზლუქუნე მე.
-კარგი რა.გადამეხვია გოგო.
წლის ბოლოს მაგგონაგელმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტა.კარგად გავერთობით,თან გულს გადააყოლებ....
ჩიკო რომ მოვა უთხარი,რომ ხიდზე ველოდები.ფეხზე წამოვხტი და წასვლა დავაპირე.
-მისმინე ჯერ კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მერე დაელეპარაკე,ახლავე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას,მაგრამ თხოვე ყველაფერი აგიხსნას.
საკმაოდ დიდხანს მომიწია ლოდინი,ამ დროში ჩემი უკვე მერამდენედ გაუბედურებული ცხოვრებაც გამოვიტირე და საფრანგეთში წასვლაც გადავწყვიტე.
-რამე გინდოდა.მომესმა ზურგს უკან ხმა.
-წვეულებაზე რას აპირებ.ღმერთო რა დებილი ვარ.რა წვეულება.
-სახლში მივდივარ,საქმეები მაქვს.ცივად მიპასუხა ბიჭმა.
-მე საფრანგეთში მივდივარ.დაუფიქრებლად მივახალე ბიჭს.ამის თქმას საერთოდ არ ვგეგმავდი.
-ასე ვერ მოიქცევი.
-შენ შენს "საქმეებს" და საცოლეს მიხედე.
ბიჭი ადგილზე გაშეშდა.თავიც კი არ იმართლა ჯინი მართალი აღმოჩნდა...ახლა სრულიად გავნადგურდი.

გამოცდები დაიწყო.მე და ჰერმიონს ჩატარებულ ორ გამოცდაში შესანიშნავი შედეგი გვქონდა.
-იცი ძალიან მეწყინა შენი ამბავი.შეპარვით მითხრა ჰერმიონმა.
-ხდება ხოლმე.ჩავიდუდღუნე მე.
-იცი მალფოი დიდად არ მომწონს მაგრამ მგონია რომ ისევ გიყვართ ერთმანეთი,მაპატიე ამას რომ გეუბნები....ხმა გაუწყდა გოგოს
-არაფერია ჰერმიონ.თბილად გავუღიმე მე.ახლა ჩემი მთავარი სადარდებელი გამოცდებია.
საკმაოდ კარგად მიდიოდა ყველაფერი,მაგრამ ჰერმიონის სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა და არ.მასვენებდა.
-წვეულებისათვის თითქმის ყველაფერი მზადაა.მომახარა ჯინიმ,დედამ უკვე კაბის შეკერვაც დაიწყო.შენ რას ჩაიცვამ? მომაყარა ჯინიმ.
-დედას ვეტყვი და რამეს გამომიგზავნის.
-და...
-მარტო მოვდივარ დიდი ალბათობით.
-კარგი გასაგებია და..
-საქმეები აქვს.
-და....ცოტა ხანს იყოყმანა...მივუხვდი რის თქმასაც აპირებდა.
-სისულელეა,ეგ საიდან მოტანე.
-რა იცი.რაც დაშორდით,შენი თემა ისევ განახლდა,ყური მოვკარი.
-დავიჯღანე მე.არავინ არ მჭირდება.
-კიდევ ორი გამოცდა დაგრჩა ხო?თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-ესენი გაცილებით მარტივია,არამგონია დასაწერად დიდი დრო დამჭირდეს.
-ახლა ჰერმიონი იყავი.დამცინა ჯინიმ.
-ახლა ბიბლიოთეკაში წავალ.ჯინიმ კიდევ უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა.
სწრაფად გავუყევი ჩაბნელებულ დერეფანს და მარჯვნივ გავიხვიე.ბიბლიოთეკა თითქმის ცარიელი იყო.საჭირო წიგნები ავიღე და მაგიდას მივუჯექი.სწრაფად ვიწერდი საჭირო ინფორმაციას.მაგიდაზე წიგნების დაცემის ხმამ გამომაფხიზლა.მერლინს ვფიცავ მალფოი იქნება,სხვა არავინ იქცევს ასე ყურადღებას.
ვცადე არაფერი შემემჩნია.
-როგორ ხარ.ხმადაბლა მკითხა ქერამ.ჩემდაუნებურად გამეღიმა,მაგრამ არაფერი მიპასუხია.
-ამ ბოლო დროს ცუდად გამოიყურები.მისმინე ვიცი რომ ამ სამი კვირის მანძილზე არაფერი შეიძლებოდა,მაგრამ მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ და მენატრები.მინდა ჩემთან იყო და კიდევ წვეულებაზე ჩემთან ერთად წამოდი რა.გთხოვ,ხელზე მაკოცა მალფოიმ. ისე მომაყარა ყველაფერი ვერც კი გავაანალიზე.
-იცი არამგონია ეს სწორი იყოს...
-სხვების აზრი არ მადარდებს.დაისისინა მალფოიმ.
-არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ძალიან დაბნეული ვარ.მალფოიმ თავი დამიქნია.
-კარგი მაგრამ იფიქრე ამაზე.
-თან შენი ნდობა გამიჭირდება,ხომ გესმის...
-კი,მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება.დარწმუნებული რომ არ ვიყო დაბრუნებას არ გთხოვდი.ხელზე მომეფერა ბიჭი.
-ხელს აღარ შეგიშლი.გვერძე მაგიდაზე გადაჯდა ბიჭი.
სწრაფად დავამთავრე წერა და გრიფინდორის საერთო ოთახისკენ გავქანდი.
-მალფოიმ შერიგება მთხოვა მივახალე გოგოს.
-ეს ბიჭი არ აყოვნებს.ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდა.მერე შენ რას აპირებ.
-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა.სულ ავირიე და გავიჭედე.
-მე ვფიქრობ რომ ერთმანეთისთვის ხართ ზედგამოჭრილები.თვალი ჩამიკრა გოგომ.ამ ერთხელ აპატიე....
- მეშინია იგივე რომ განმეორდეს ვეღარ გადავიტან.
-არამგონია მალფოი იმდენად დებილი იყოს რომ ორჯერ მოუნდეს შენი გამწარება.

საწოლში შევძვერი და მოვლენებში გარკვევა ვცადე.ჩემს გონებაში სრული გაურკვევლობა სუფევდა,რაც ნამდვილად არასასიმოვნო იყო.მე ჩიკოსთან ყველაფერი გავარკვიე,მან თავიდავე გამიზნულად მომატყუა,მაგრამ არც მალფოი იყო ნაკლები,მაგრამ სინამდვილეში მის მიმართ საშინელ ლტოლვას განვიცდიდი,რაღაც ჰქონდა რაც სხვებისგან გამოარჩევდა...
დრაკო
როგორც კი გავიგე რომ ანა თავისუფალი იყო,ასტორიას მაშივე“მოვუგვარე“ და ჩემი გოგოს დაბრუნება გადავწყვიტე. უამრავი ურთიერთობის მიუხედავად რაც მქონია, სწორედ ის აღმოჩნდა ერთადერთი ვისთანაც მთელი ცხოვრება უნდა გამეტარებინა.ისიც ზუსტავ ვიცი რომ ამ ყველაფერს ადვილად ვერ დავიბრუნებდი უკან,მაგრამ ყველაფერს ვეცდებოდი რომ ასე მომხდარიყო.......


ძალიან გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი და მაინტერესებს შემდეგი მოთხრობისთვის რომელ გმირებს აირჩევდით (თუნდაც სხვა ნაწარმოებიდან) მადლობა ყველას :* :* :*



№1 სტუმარი Teoo

Au rato agar agrdzeleb? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent