შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (4)


10-01-2016, 00:46
ავტორი neka
ნანახია 3 892

გამორჩეულად საყვარელი თავია ჩემთვის !!!
* * * * *
ნატამ დამიძახა:
_მართუშ შემო ჩემთან.
_რა ხდება გოგო?
_ბიჭები აპირებენ ამოსვლას და მინდა გაგაცნო
_ხო. კარგი მოვალ მალე
_კარგი არ დაიგვიანო იცოდე
ძალიან ავფორიაქდი, არ ვიცოდი წინ რა მელოდა, მაგრამ ნებისყოფა და თავდაჯერებულობა მოვიკრიბე და ვეცადე მშვიდად ვყოფილიყავი. მინდოდა ჯერ ბიჭები მოსულიყვნენ და მერე შევსულიყავი მე. არ მინდოდა ისე გამოსულიყო, რომ თითქოს მათ მოსვლას და გაცნობას ველოდებოდი.
_მართა სად ხარ გოგო? -დამირეკა ნატამ
_გოგო გამოვდივარ ახლავე
იმ დღეს ატმისფერი ზედა მეცვა, ტუჩები ბუნებრივი ფერით და შავი ქვედა ბოლო. შევედი და სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. მივესალმე ყველას.
_მართა გაიცანი ეს უტია, ეს კახი, ეს კიდე დაჩი და გაგი.
გავუღიმე... მათ ხომ ადრეც შევხვედრილვარ
_ეს კიდე მათი გოგონები. სიტყვა დააგრძელა ნატამ. ბიჭები თავიანთ გოგოებთან ერთად იყვნენ ამოსულები, ეს გოგოები კიდე ისე იქცეოდნენ... ბიჭებს ისე ელაქუცებოდნენ, გული კინაღამ ამერია. კახის განსაკუთრებულად გამორჩეული გოგო ჰყავდა.
_ნატა აქ რა ხდება? ჩუმად ვუთხარი ნატას.
_ აუ მართუს არ მკითხო რა, მეც ნერვები მომეშალა, ვიფიქრე გემრიელად ვიქნებოდით, ვილაპარაკებდით, ნორმალურად გაგაცნობდთ ერთმანეთს, ამათმა კიდე ვინები ამოყარეს რაა... -ნატა ისეთი გაბრაზებული იყო მის სიტყვებზე გამეცინა, მერე თვითონაც გაეცინა... ყველამ მე და ნატას შემოგვხედა, ბიჭები მიხვდენენ რაზეც ვიცინოდით. კახიმ შემომხედა და მითხრა.
_შუბლი მოგჩენია... არაფერი გეტყობა
_ისეთი არაფერი იყო, ადვილად მოვირჩინე. -გავუღიმე და ჩემებურად შევხედე, მერე თავისმა გოგომ კისერში ისე ურცხვად აკოცა.. უნებურად გამეღიმა, თავი ძლივს შევიკავე. კახის რა თქმა უნდა ეს არ გამოპარვია, მიხვდა რომ რაღაცნაირად ირონიულად ვიყურებდი ასეთ სიტუაციას. უტი გამომელაპარაკა.
_მართა ხო? აი იმ დღეს ძაან გაასწორე რაა.. საბაურს რომ შეუსრულე
_საბაურს ვიცნობ? შევხედე და გავიღიმე.
_კი კი იცნობ, აი შენი მანქანით რომ მარიაჟობდა, აუ რა დღეში ჩავარდნენ ტიპები... მე რაც იმ დღეს ვიცინე... -გულიანად გადაიხარხარა
_აუ ეგ რო არ გითქვამს მართა?
_მერე მოგიყვები ნატაშ -შევხედე დათვალი ჩავუკარი.
_ახლა ჩაი დავლიოთ რა მე და შენ - და სამზარეულოსკენ ვანიშნე ნატას. ჩაიც დავლიეთ.
_აუ ნატ, წავალ რა მე, უხერხულია. შენ შეიძლება არ გიტყდება, მაგრამ მე ვერ ვუყურებ ამათ, რა დღეში არიან გოგოები ჭკუიდან გადავალ.
_აუ არა გოგო რაა არ მიტყდება მაგათ პონტში კი არა, შენ პონტში მიტყდება, ამათ ვანახებ რა მეე...
_არაუშავს დაიკიდე, მერე იყოს აზრზე, რომ მოვლენ, -მისაღებში გავედით
_მე უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მართალია გოგოების გაცნობა ვერ მოვახეხე, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. -გავიღიმე საჯაროდ. კახი მიყურებდა, უკვირდა ალბათ, რომ არც კი ვამჩნევდი, არ იყო მიჩვეული უყურადღებობას, მე კიდე ახლა მეტი საქმე არ მქონდა თავაძისთვის ზედმეტი რამე მეფიქრებინა. მივხვდი რომ ჩემი წასვლის იდეა დიდად არ მოეწონა.
_სხვა დროისთვის სხვები დაგხვდებიან მართა -მითხრა უტიმ თან გაიცინა, მაგაზე შენ არ იდარდო.
_მითუმეტეს...-ვუთხარი მე, ნატაშკა გადავკოცნე და გავედი.
ქვევით ჩავედი, ნერვები მქონდა მოშლილი, ნატას ფანჯარას ალმაცერად ავხედე და კახი შევამჩნიე. მანქანაში ჩავჯექი ისე ვიღაცამ დამიძახა....
_ახალო.. ახალოო არ გესმის? -მანქანიდან გადმოვედი, შევხედე, ვერ ვიცანი ვინ იყო.
_რომელი ხარ? არ გიცნობ, ვიღაცაში გეშლები.
_მე ვარ საბაური... ასე უცებ როგორ დაგავიწყდი? -მთვრალი იყო... გალეშილი.
_ჩემს დამცირებას არავის ვპატიობ, შენ როგორ გეგონა ის დღე შეგრჩებოდა? ხელი გამოიქნია და სახეში სილა მომხვდა, იმდენად მეტკინა სიმწრისაგან ავყვირდი, რა მექნა არ ვიცოდი.
_შე ახვ...ო, შენს დედას ..., ხელი როგორ გაარტყი შე ძაღლის შვილო. -კახი იყო..., გაცეცხლებული... გამეტებით ურტყამდა საბაურს. ყველანი ჩამოცვიდნენ, უტიმ ხელი მომკიდა.
_ადექი მართა, დამშვიდდი... მითხრა უტიმ, კახი ჯერ კიდევ საბაურს ურტყამდა. სასწრაფოდ მოაშორეს, ცოტაც და ალბათ მართლა შემოაკვდებოდა. ნატა ისე გამეტებით ტიროდა მეგონა ჩემ მაგივრად მას ტკიოდა, ვითომ მამშვიდებდა, არადა თვითონ უარეს დღეში იყო.
_ჩემთან რომ ყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა მართა.
_კაი რა ნატაშ, მაგ ბოღმას მაინც არ დამალავდა, დღეს თუ ხვალ მაინც ამას იზამდა. -ნატასთან ავედით, ბიჭებიც მალე ამოვიდნენ. უტიმ შემომხედა და მითხრა
_ჩვენი ბრალია რა მართა, ჩვენ გვაპატიე, ესენი რომ არ ამოგვეყარა შენ ახლა აქ იქნებოდი
_აუ არა არა უტი, ტყუილად იბრალებ, მე რო ეგრე არ მოვქცეულიყავი იმ დღეს ბოღმას არც ჩაიდებდა და არც არაფერი მოხდებოდა, არც ეცოდინებოდა ჩემი არსებობა. -ნატა ცივ ტილოებს მადებდა სახეზე, კახის ხელები საშინელ დღეში ქონდა... სისხლიანი და დატყავებული. მომიახლოვდა... და შემომხედა, ქვევვით ჩაჯდა და ისე ამომხედა
_ძაან გტკივაა? -თან კბილებს აჭრიალებდა და კისერთან ძარღვი ებერებოდა..
_შენზე ძალიან არა -ვუთხარი მე და მის სისხლიან თითებს დავაკვირდი.
_ეგ არაფერი - და თითებზე დაიხედა. თითქოს ახლა შეამჩნია, მერე მოულოდნელად მისი ხელის სიმხურვალე სახეზე ვიგრძენი
_შეგიშუპდა.. არ ვაპატიებ მაგ ახ... -მძიმედ ამოისუნთქა და ადგა
_ეყოფა რაც უქენი- ვუპასუხე მე.
მისგან საოცარი ზრუნვა ვიგრძენი, სხვებმაც შეამჩნიეს კახის ჩემდამი განსაკუთრებული ყურადღება... თითქოს რაღაცას მიხვდნენ, მაგრამ ბოლომდე ამ აზრის გატარებას ვერ ბედავდნენ, მთელი ღამე ნატასთან ვიყავით ექვსივე, არ ვიცი ნატამ რა დამალევნა, მაგრამ ძალიან მოვითენთე და ლაპარაკის უნარიც დავკარგე. ვიჯექი ასე მშვიდად და მათ ვუსმენდი. კახი სვამდა... ეწეოდა... არ ვიცი რას უფრო განიცდიდა, იმას, რომ მე შემეხნენ თუ იმას, რომ თავის უბანში ვიღაცამ "გოგოზე" ხელი ასწია... ერთი ცხადი იყო იმ ღამეს რაღაც უცნაური ხდებოდა, იმის თავიმაინც მქონდა, რომ კახის ქმედებებს კარგად დავკვირვებოდი, შემომხედავდა თითქოს დაჟინებით და მერე სწრაფად მომაცილებდა მზერას... ნელ ნელა ჩემი სახე ჩვეულ ფორმას უბრუნდებოდა. აი კახის ხელების კიდე რა გითხრათ...
_კიდე თუ რამე იქნა მართა, თუნდაც უმნიშვნელო ნატას ეგრევე უთხარი და მერე მაგას აქიდან სამუდამოდ გავაქრობ... არაფერი დამალო... ამას ძალიან გთხოვ - ხაზგასმით და თითქოს მომთხოვნი ტონით მითხრა კახიმ. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე დაშევხედე. წასვლა დააპირეს, ვგრძნობდი თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, ნატას ჩუმად უთხრა მიხედეო იცოდე... და წავიდა. ნატას სახეზე გაოცება შევატყვე, მე ვერაფერი მითხრა ან რა უნდა ეთქვა, საქმე კახის ეხებოდა.. ასე მარტივად ვერავინ ვერაფერს იტყოდა...



№1 სტუმარი დდ

კარგია ძაან

 


№2 სტუმარი Natia

აჰამ და მალე დადე

 


№3 სტუმარი ლალა

კარგია მალე დადე

 


№4  offline წევრი tskvito

მე რატომღაც მეგონა რო მთავარი გმირი მართასთან ერთად დიტო ოქნებოდა...მაგრამ დიტო არ გამოთიშო კახის დამაგის დაპირისპირება საინტერესო იქნება....

 


№5  offline წევრი neka

tskvito
მე რატომღაც მეგონა რო მთავარი გმირი მართასთან ერთად დიტო ოქნებოდა...მაგრამ დიტო არ გამოთიშო კახის დამაგის დაპირისპირება საინტერესო იქნება....

არა, ისტორია დასრულებულია და ყველაფერი ისეა როგორც აღნიშნე. დიტოს მიდევ ნახავ, თან ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent