ქალბატონი ვეტერინარი - 2
მიხარია , რომ მოგწონთ ... მადლობა კომენტარებისთვის , იმედია ამ თავზეც არ დაიშურებთ . მიყვარხართ ! ისეთი ლამაზი და რწფელი ღიმილი ავიკარი სახეზე ლამის მე დავიჯერე , რომ ძალიან გამიხარდა ავალიანის აქ ნახვა მითუმეტეს "ქალთან" ერთად . ნუ ახლა იმდენად მოულოდნელი იყო მისი აქ გამოჩენა , საიდან უნდა მცოდნოდა აქ , რომ იქნებოდა ? მუჰაჰაჰაჰა. რა მაცინებს ? შარში ჩავიგდე თავი! მგონი ახლა უფრო დიდ "განავალში" ჩავდგი ფეხი აქ , რომ წამოვედი , ვიდრე სოფელში როცა ბაბუას ცხოველების დაბინავებაში ვეხმარებოდი ... საწყალი ჩემი ბოტები ... ეჰ ... ყველა , რომ მიესალმა ერთმანეთს მეც ჩამოვართვი მსუბუქად ხელი ავალიანს და მისი "გოგოს" ნიღაბ აფარებული "რწფელი" ღიმილიც დავიმსახურე. ოჰ რას გაგინებ გულში ნეტავ იცოდე . ეს მასწავლის მე ორპირ ღიმილს ? ხომაა ღირსი ის ღიმილი სახეზე შევახმო ახლა ?! არის და მიფრთხილდეს , ფრჩხილები ახალი გაკეთებული და "გაქლიბული მაქვს" სიტყვა არ დამცდენია , ვუყურებდი და ვზვერავდი სიტუაციას. მართლები ხართ , ძალიან მოწყენილობაა ... ჩვენს მაგიდასთან მიმტანი გოგონა მოვიდა , რომელმაც შეგვატყობინა , რომ დღეს კარაოკეს დღე იყო კლუბში და შეგვეძლო გვემღერა ... - აუ მე მინდაა - ენის ბორძიკით წარმოთქვა ქართულ ენაზე სიტყვები და გამეცინა. - აუ მიდი შენც იმღერე რაა - ყელი გამოიწელა ნინამ. - მე ? კარგი რა , იცი რამდენი ხანია არ მიმღერია ? - თუ უნიჭო ხარ არ იმღერო - მომაყარა რუსის გოგომ , რომელსაც სავარაუდოდ ტანია ერქვა თუ სწორად მახსოვდა და ირონიულად გამიღიმა. უბრალოდ ჩავიცინე და მიმტანს ფურცელზე "Jessie J - Flashlight" დავუწერე. - ეს ჩამირთეთ და მიკროფონი მომიტანეთ ... ეკრანს ავხედე , რომელზეც დიჯეიმ ჩემი მითითებული სიმღერის სახელი აკრიფა. მიმტანის მოტანილი მიკროფონი ხელში დავიჭირე და უკვე მისამღერს ავყევი. სიმღერის დროს დიდ ხანს ვერ ვისვენებდი ერთ ადგილზე ჯდომით , ამიტომ ფეხზე წამოვდექი და უკანალით სკამის საზურგეს მივეყდენი. კმაყოფილ ნინას გავხედე , რომელიც მიღიმოდა და მზერა ტანიასკენ გავაპარე , რომელიც უბრალოდ გაბუსხული იჯდა და ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული. დავინახე როგორ გაჰკრა მხარი მხარზე დათამ ივას და ჩამეღიმა , როცა მისი მზერა დავაფიქსირე. ისეთი ჩამთრევი თვალებით და მზერით მიყურებდა , ვერც კი მოვზომე როგორ ავუწიე ხმას ფინალური ტექსტის დროს. მთელი გრძნობით წავიმღერე და მიკროფონი მიმტანს ჩავაბარე. ღიმილით მოვუხადე ხალხს მადლობა ტაშისთვის და შეძახილებისთვის , ჩემი ადგილი დავიკავე და ნინას გავუცინე. - აუ ძაან გთხოვ ჩვენი სიმღერა ვიმღეროთ რაა - ყელი ისე გამოიწელა ლამის ხორხი დავინახე. - რომელი ? ბევრი სიმღერა გვავქს ჩვენ - გავუცინე და წვენი მოვსვი. - შალალალა - გამახსენა სულ ბოლოს აკვიატებული სიმღერა და კმაყოფილმა ამითამაშა წარბები. - კაი ? - საწყლად დავმანჭე სახე. - კაი რაა თან ვიღადავებთ - გამეღიმა და გოგონას ვანიშნე მოსულიყო. სიმღერის სახელი დავუწერე და ორი მიკროფონის მოტანა ვთხოვე. ოდნავ მოვწრუპე კოქტეილი და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე. ► SHE'S CRAZY BUT SHE'S MINE... ნინა სიცილს ძლივს იკავებდა სიმღერის დროს. მე კი სულ ღიმილი მეპარებოდა ტუჩის კუთხეში. "ანა სუმაშედშაია" ისევ მისამღერი და ისევ ნინას სიცილი. გვერდით გავიხედე და დავინახე როგორ კოცნიდა ივას ტანია. სისხლი ამიდუღდა გამწარებულმა განვაგრძე სიმღერა და მიკროფონს ხელი მთელი ძალით მოვუჭირე და თვალები გადავატრიალე . ჩემსავე ფიქრებზე ვბრაზდებოდი , ჩემსავე სურვილებზე ვმწარდებოდი მაგრამ სიგიჟემდე მინდოდა ამ კაცის ტუჩებისთვის გემო გამესინჯა. თქვენც , რომ გენახათ დამიჯერეთ სურვილებს ვერ გადაახტებოდით. ვიცოდი როგორ არ ვიცოდი ცუდად , რომ გამომდიოდა მაგრამ ... ჯანდაბა! ის ისეთი სიმპატიურია როგორ შეიძლება არ გაგაგიჟოს?! სიმღერა როგორც კი დავასრულე ადგილზე ჩამოვჯექი და მიკროფონი ნინას შევაჩეჩე , გამწარებულმა დავტაცე ხელი სასმელით სავსე ჭიქას და კოქტეილი მოწყურებულმა გადავუშვი სასულეში. დავინახე ტანიას სახეზე ათამაშებული ირონიული ღიმილი და ხელი , რომელიც მამაკაცის ფეხზე დაადოიმწამს და უფრო გავმწარდი. სახეზე ისევ იდუმალი , ეშმაკური და ირონიული ღიმილი დამთამაშებდა , მაგრამ ეს რა ფასად მიჯდებოდა არავინ იცოდა. დავინახე როგორ მოდიოდა ჩემსკენ მამაკაცი , რომელსაც სავარაუდოდ ჩემთან ცეკვა უნდოდა. - თუ დაკავებული არ ხართ ... - ხელი გამომიწოდა და მომხვიბვლელად გამიღიმა. არავისთვის შემიხედავს , ფეხზე წამოვდექი და მამაკაცის ხელს ჩემი შევაგებე ისევ იდუმალუ ღიმილით. ოდნავ ჩქარ სიმღერაზე ხშირად ვტრიალებდი და სიცილით ვიქნევდი მხართეძოს. სასიამოვნო მოსაუბრე , ჯენტლმენი და ზრდილობიანი კაცი აღმოჩნდა ჩვენი ლევანი. ნუ რას ერჩით სახელიც მშვენიერი აქვს , სახეც და ტუჩებიც ... მაგრამ ისევ მაგრამ და ისევ ჯანდაბა ! მისნარი სახე და მისნაირი სავარაუდოდ გემრიელი ბაგეები ნამდვილად არ აქვს ! ერთ-ერთი დატრიალების დროს დავინახე როგორი მტაცებლური სახით მიმზერდა ივა და უფრო დიდი მონდომებით შევუდექი გაბადრული ცეკვას. ლევანს კისერზე ხელები შემოვაწყვე და მისი ხელებიც ვიგრძენი წელზე. გამეღიმა , უსიამოვნოდ გამცრა მაგრამ არ შევიმჩნიე , ცეკვა განვაგრძე და ისევ გავიცინე. ლამაზი ღიმილი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხრიკია ქალისთვის?! ცეკვა , რომ მორჩა თავი დამიკრა მსუბუქად მამაკაცმა და "რევერანსით" დამემშვიდობა დროებით. ღიმილით მივედი ჩემს ადგილამდე და დავჯექი. - ეეე დაო ასე თუ ერთობოდი შენ რას გაიძახოდი არ მევასება ეს ქლაბები და ოხრობებიო ? - წარბი ამიწია ჰაერში დათამ და მეც გამეცინა. - ოკ - ენა გამოვუყავი და საზურგეს მივეყრდენი - აუ ტაქსის გამოვიძახებ და წავალ კარგით ? ძალიან დავიღალე - მობილური ავიღე და ტაქსის ნომერი ავკრიბე. - ე მე წაგიყვან და მოვალ უკან რა ტაქსი , ასეთ გოგოს ვანდობ ახლა ტაქსს მე ? - წარბი ამიწია ჰაერში დათამ. - ბიჭო იყავი შენ , მე მაინც უნდა გავსულიყავი მალე , ტანიას და ლიზას ერთად დავტოვებ კარგი ? - მკითხა და იქვე ჩავიღვენთე. "რა მზრუნველია" თავი უხმოდ დავუქნიე და ჩანთა ავიღე . გარეთ გასულები მისი მანქანისკენ წავედით , წინ ლამაზმანი დაუჯდა გვერდით , მე კი უკან დავიკავე ჩემი ადგილი. ტანიას გასაღიზიანებლად ივას უკან დავჯექი და ფანჯარაში კმაყოფილმა გავიხედე. ორი კორპუსი არ გვქონდა გავლილი , როცა ავალიანმა მანქანა გააჩერა სადარბაზოსთან. ივას მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და მანქანიდან გადახტა. სადარბაზოში შევიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. - გადმოდი - წინიდან გადმომხედა და ოდნავ გამიღიმა. უხმოდ გადავედი და ტანიას ადგილი დავიკავე. მხოლოდ მანქანაში ! სხვა რამე არ იფიქროთ ... - აბა სად წავიდეთ ? - გვერდულად გადმომხედა და მომაკვდინებლად გამიღიმა - გეჩქარება ? - მისმა კითხვამ დამაბნია. - არც ისე ... რა იყო რო ? - ინტერესით ჩავეკითხე. - აქვე მშვიდი კაფე ვიცი , დავჯდეთ თუ არ იქნები წინააღმედგი ცოტა ხანს , მარტო მეზარება , მერე საქმე მაქვს და თან დრო გამაყვანინე ... მშვიდი ხმით დავთანხმდი და ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე . დამცხა. - კარგი ... მალე მივადექით განმარტოებით მდგარ პატარა კაფეს. შიგნით მკრთალი განათება იყო , ხალხიც ცოტა და სიწყანარე. - ლიტერატურული კაფეა ? - ვკითხე და კარი გამოვაღე , გარეთ გადავედი და ხელები გავშალე - სიგრილე ნეტარება და ცხონებაა ... - ხო ლიტერატურული კაფეა ... როგორ გინდა ვერანდაზე დავჯდეთ ზემოთ თუ შიგნით ? იმდენაც მცხელოდა ისიც კი გავატარე , რომ ზემოთა ვერანდაზე არავინ იჯდა. - ზემოთ , ძალიან ცხელა - მზერა გავუსწორე და ოდნავ გავუღიმე. უკან მივყევი და დახლთან , რომ გაჩერდა მეც მექანიკურად დავსტოპდი. - რას აიღებ აბა ? - ალუბლიანი , შკოლადის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი - გავუღიმე და ნელნელა ავდგი მაღალქუსლიანი ტერფები კიბის პირველ საფეხურზე. ზემოთ ასულმა კუთხეში თავისუფალი ადგილი დავიკავე . მაინც არავინ იჯდა ზემოთ ... კარი ,რომ გაიღო და შეკვეთით ხელში ივა გამოცნდა გამეცინა. კარი ფეხით მიხურა და ჩემსკენ წამოვიდა , მაგიდაზე დადო ყველაფერი და წინ დამიჯდა. - ძალიან ცხელა - ალუბლის წვენი მოიყუდა და ტუჩები გაილოკა. არ ვიცი მან ეს რა მიზნით გააკეთა მაგრამ მე , რომ უფრო დამცხა და გავუბედურდი ფაქტია. მესაუბრებოდა და არაფერი არ მესმოდა , მზერა მხოლოდ მისი ტუჩებისკენ მიმირბოდა და მგონი ნინას ნათქვამი მისრულდებოდა " გეყოფა ძაღლების პროშვნა , იგემოს შენმა ბაგეებმა პირველი ამბორი და მერე გამჩერებელი შენ აღარ ხარო" არც კი მიგემია ისე ვარ გაუბედურებული ... მოვნაგავდი ... თვალებს მის დიდ ტუჩებს ვერ ვწყვეტდი და ინსტიქტურად ვაწკლაპუნებდი ტუჩებს. სახეზე ღიმილ შემხმარი , საცოდავი სახით ვიჯექი და არ ვიცოდი როგორ გადამეტანა ყურადღება სხვა რამეზე... - მგონი არ მისმენ - მაგიდას კმაყოფილი სახით დაეყრდნო იდაყვებით და ღიმილით მომიწია სახე ახლოს . ამას ეგონა ასე უფრო გამომაფხიზლებდა ?! ხალხო ისეთი სიმპატიურია ... დედას გეფიცებით თუ რამე სხვაზე შემეძლოს ფიქრი ... უფრო გავინაბე და მის ტუჩებს დიდი მონდომებით დავაშტერდი ... - ლიზა - ჩემი სახელი ჩახშული ხმით ამოიხრიალა სახესთან ახლოს და იმდენად გავითიშე თვალები დამეხუჭა . ახლა გვერდითა მაგიდიდან ჩემს მდგომარეობას , რომ ვუყურებდე სიცილით მოვკვდებოდი . ჩემს ყურთასმენას განგაშის ზარებივით მოსწვდა ირონიული ხმით ჩაცინება და ნერვებმა მიმტყვნა. თვალები ვჭყიტე და წარბშეკრულმა სულმოუთქმელად გამოვცალე ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი , სველ ტუჩებზე ენა გადავისვი და მისგან შორს გასაწევად საზურგეს მივეყუდე , ნახევრად შიშველ მუცელზე გაშლილი ხელის გულები დავიდე და სიგრილის შეგრძნებაზე ნასიამოვნებს გამცრა. - რას მეუბნებოდი ? ჩავფიქრდი ბოდიში - თავი დახრის ნაცვლად ავწიე და ჯიქურ მივაშტერდი იგივე პოზაში დარჩენილ ავალიანს. - რას და კარგი სიტუაციაა მგონითქო - გამიმეორა და ალუბლის წვენი მოსვა. - კი , კარგი სიტუაციიაა ... - კისერი გადავაკონწიალე ოდნავ გვერდით და ავალიანს გავუღიმე , რომელიც ეშმაკური და რაღაცნაირი ... თავისებური იდუმალი ღიმილით მიღიმოდა. - მეჩვენება თუ ფორთოხლის წვენმა დაგათრო ? - გაიცინა და თან ისე ლამაზად გაიცინა კინაღამ პლასმასის შავ ლამაზ სკამს ,ასევე ლამაზად მივადნი ... - ნწუ - თავი გავაქენიე და სერიოზული სახით დავჯექი მეც მისნაირად ... ჩვენი სახეები ისევ ახლოს იყო - ფორთოხლის წვენმა არა - გავუღიმე ნიშნისმოგებით და მის კმაყოფილ სახეზე უაღრესად გამეცინა ... ამას გონია ახლა ვეტყვი "შენ დამათრეთქო? - ალბათ კლუბში , რომ დავლიე ის ერთი ჭიქა კოქტეილი და ჰაერზე გამოვედი უფრო მომეკიდა -გავუღიმე და ქვემოთ გადავიხედე , უპატრონოდ მოხეტიალე დვარნიაშკა , რომ დავინახე პირზე ხელი ავიფარე და ტუჩები მოვმუწე - საწყალი - თავი გადავაქნიე და ივამაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი ... გაეღიმა . მე კი ისევ მის ღიმილში ჩავიკარგე და ვინ მოსთვლის მერამდენედ ვინატრე მის თვალებში ჩაძვრომა ... გული მძაფრი გრძნობებით ამიფრიალდა და ვიგრძენი როგორ ამიჯანყდა გონება. დიახ გონება გულს ებრძვის ... გული გონებას ... მე კი ... მე კი ჩემს თავს. - გიყვარს ძაღლები ხო ? - მკითხა შეპარული ღიმილით. - ვგიჟდები - თვალები გამინათდა და გავიკრიჭე . - ხო შეგატყვე - გამიცინა და საზურგეს მიეყდრნო , ფეხები ოდნავ გაშალა და გაშლილი ხელის გულები ზედ დაიდო , სახეზე ავხედე ოდნავ თავგადაწეულმა გამიღიმა. ღმერთო რას მიშვება ... ვკრუსუნებდი გულში . თვალებმოჭუტული დავაკვირდი სიტუაციას და რა აღმოვაჩინე იცით ? მეფლირტავება ! ნამდვილად მეფლირტავება ... მისი გამოხედვა , მისი ლაპარაკის მანერა , თვალები და ხელების მოძრაობა ... და პირველად ვხვდები , რომ მამაკაცს ცხოველებს არ ვადარებ ! ეს ჩემთვის მიღწევა და სერიოზული "თემაა" . - რას არ მივცემდი ახლა შენს გონებაში ჩაძვრომა , რომ შემეძლოს - ეშმაკური ღიმილით გადაიხარხარა . - არ გირჩევ - ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე და იმის წარმოდგენაზე თუ რა რეაქცია ექნებოდა , როცა გაიგებდა ცხოველებს ვადარებდი გადავიკისკისე. - შენ რა ძაღლებს მადარებ ? - შეიცხადა და სიცილით დაეყრდნო მაგიდას ისევ იდაყვებით. გაოგნებულმა მოვჭუტე თვალები და თავზე ხელი მოვისვი , მართლა ხომ არ ჩამიძვრა გონებაშითქო. ჩემს ამ ბავშვურ ქცევაზე ავალიანს სიცილი წასკდა ბაგეებიდან და მე ისევ ჩავდნი ადგილზე. - მთლად ძაღლებს არა - ჩავიფხუკუნე და წვენი მოვსვი. - აბა ძროხებს ? - ცალი წარბი ასწია ჰაერში და მეც სასულეში გადასასვლელი სითხე მწარედ გადამცდა . - ახლა წარმოვიდგინე ძროხა და მისი თავის ადგილას შენ - ვიცინოდი გაუჩერებლად და ატკიებულ მუცელზე ხელს ვიდებდი . - გიჟი ხარ - თავი გადააქნია ღიმილით და საათს დახედა - წავიდეთ ? - გამიღიმა და კიდევ ერთხელ ვინანე თვალებში , რომ ჩავხედე. მისი თვალები მხოლოდ სისუფთავეს ასხივებნდნე , მე კი ... მე ეს სისუფთავე მთელი ძალით მიზიდავდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.