რა საოცარია ეს სამყარო (4)
ლიზა: - ტორტის მოეთვა დავიწყე. ლუკა სასიანოვნო ადამიანია, ყოველშემთხვევაში ჩემთან. მასთან საუბარი არ მბეზრდება, ნებისმიერ სისულელეზე ვსაუბრობდით, ის ხანდახან კრემსაც კი მპარავდა, მე რა თქმა უნდა ვბრაზობდი, მაგრამ აზრი? ერთს გაიღიმებდა და სხვა განზომილებაში გადავდიოდი,. ჯანდაბა ლიზა შენს თავს. წარმოიდგინე ლუკა რომ მიხვდეს შენს ფიქრებს, მასთან მეგობრობის შანსსაც კი დაკარგავ. არა მე ხომ ვიცი, რომ მასთან მხოლოდ მეგობრობა არ მეყოფა, მაგრამ ამ გრძნობას სახელს მაინც ვერ ვარქმევ, ფიქრებიდან ისევ ლუკამ გამომიყვანა - ასე არაა ლიზა? - კი ასეა, კი არადა, ბოდიში, არ გისმენდი - უხერხულად გამწეღიმა,თუმცა არ შეიმჩნია და გააგრძელა - არაფერი,ლიზა მომიყევი შენს ოჯახზე რამე - მე დიდი და მხიარული ოჯახი მაქვს, ორი ძმა, და და მშობლები, სანდრო და სანდრა ტყუპები არიან, მათემათზრ პატარაა, თუმცა ჩემზე უფროსია. ჩვენ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს, თვითონაც ნახავ. სანდრო სანდრაზე რამდენიმე წუთით უფროსია, სულ ამაზე კამათობენ. აი მათე სხვა ამბავია, საოცრებაა, ის ყველაფერია ჩემთვის, ჩემი სამყაროს ცენტრია. ერთი შეხედვით ძლიერია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გულჩვილია. თბილი და მგრძნობიარეა. დედა და მამა კი ისევ ისეთი შეყვარებული წყვილია, როგოროც ახალგაზრდობაში. ვგიჟდები ყველაზე. აქ მათ გამო ჩამოვედი, სუნთქვაც კი მიჭირდა ლონდონში.. - კარგია, ისე რთული არაა ორი უფროსი ძმა? არ ჩხუბობთ ხოლმე? - აუ კიი, ბავშვობაში აუტანლები ვიყავით, ერთხელ სანდრომ თმა შემაჭრა, წელამდე მქონდა, მომეპარა და მხერებამდე მომაჭრა ნაწნავი. მერე მშობლებს მობეზრდათ სულ კამათი და გადაწყვიტეს ჩვენს დასაშოშმინებლად დაეწესებინათ დღე, როცა ყველას შეგვიძლია ერთმანეთს ოინები მოვუწყოთ და იცი? ამან გაჭრა. ის ერთი დღე კი ტრადიციად გვექცა, ყოველ 17 აპრილს.. - და მაინც რას აკეთებთ ამ დღეს- ლუკა ძლივს იკავებდა სიცილს, ხან კი უჰაერობამდე ბჟირდებოდა - მაგას ვიდეოში ნახავ - ვუთხარი ინტრიგანულად - შენც მომიყევი რამე შენზე და შენს ოჯახზე - საინტერესო არაფერია ლიზ - ლუკამ უეცრად მოიწყინა - დედა და მამა დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მე არ შემეძლო დედა მარტო დამეტოვებინა. მამას ფინანსური მდგომარეობა კარგი ჰქონდა, ამიტომ ჩემა ძმამ ეგრევე მამა აირჩია, ამან დედა გატეხა, მაგრამ მე მის გვერზე ვიყავი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მატრიალურად არ გაგვჭირვებოდა. რომ იტყვიან ნულიდან დავიწყე, ვსწავლობდი თან ბიზნესს ვმართავდი, ბევრი პრობლემის გადალახვა მაეტოს მომიწია, მაგრამ როცა დედას სევდიან თვალებს ვხედავდი მომდომება მიასმაგდებოდა, ახლა კი ხალხისთვის ერთი უგრძნობი ბიზნესმენი ვარ, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს, ჩემი ძმა კი ახლა, როცა მამა გაკოტრდა და ყველაფერი დაკარგა, ყველანაირად ცდილობს ჩემთან დაახლოვებას. მხოლოდ ფულის გამო, ეს ფეხქვეშ მიწას მაცლის. თითქოს ადამიანთა ნდობა დავკარგე -ლუკას თვალებში სევდას ვამჩნევდი, უძირო სევდას, ამ წამს მისი ტკივილი მტკიოდა - საშინელებაა. მაგრამ ადამიანთა რწმენას ნუ დაკარგავ, შეუძლებელია ერთი ადამიანის გამო ყველა ერთნაირად შერაცხო, ეს სისუსტეა გესმის?. სუსტი ადამიანი საცოდავია, ძლიერი ადამიანი კი მისაბაძი. ძლიერი ის არაა ვინც სიმძიმეებს ეწევა, ძლიერი ისაა ვინც უდრეკია, ეს ხასიათის სიმტკიცეა. ეს თვითონ არ უნდა დაუშვა, თორემ შეიძლება შინაგანად გატყდე.. - საუბარი კარზე ზარმა შეგვაწყვეტინა, საჭმელი მოიტანეს, ამ საუბარში ტორტიც მოვრთეთ, ნახევარი საათიც კი დაგვრჩა ზედმეტი. შევამჩნიე? რომ საუბრის შემდეგ ლუკა მოეშვა და გამხიარულდა - მოკლედ ყველაფერი მოვაწარით პატარა ქალბატონო - მითხრა ლუკამ ღიმილით და სავარძელში ,,ჩაესვენა''.. - აბა დაირალე? - არაა, პირიქით, ახლა იმხელა ენერგიას ვგრძნობ, არც კი ვიცი რაღა გავაკეთო . - ისე გამოცვლას არ აპურებ შენ? - ოუ, კიი, ლუკა იმედია არ გამიბრაზდები, მაგრამ ტანსახმელი შენც უნდა გამოიცვალო, ხო შენს ტანსაცმელზე უკვე ვოზრუნე, ისევ იმ ოთახში ადი და მოემზადე შენც, არა არ იფიქრო, რომ ასე ცუდად გამოიყურები - ცოტა დავიბენი, რაღაცნაირად რომ შემომხედა - პირიქით, სიმპათიური ხარ, კი არა და - ძლიბს ვაბამდი სიტყვებს ერთმანეთზე, ლუკამ გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა - ანუ ასეც მოგწონს არა? - მისი ღიმილი მაბნევდა. -კკიიი, არაა, კკიი - სიტყვებს ვერ ვიყრიდი თავს. ერთ ადგილზე ''მივიყინე'', ლუკა ნელ-ნელა მომიახლოვდა, გული ამიჩქარდა, მის სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობდი, მისი სურნელი მაბრუებდა. მან თავისი თლილი თითები ლოყაზე ჩამომისვა, დენმა თავიდან ფეხებამდე დამიარა, თვალები უნებურად დამეხუჭა, წამში კი მისი ტუჩები ვიგრძენი, ასეთი გრძნობა პირველად მქონდა. კოცნაშიც კი ვერ ავყევი, იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა, ან ის მაღელვებდა, რას იფიქრებდა ჩემზე, არამედ იმიტომ რომ ამ გრძბობამ მომიცვა მთლიანად და გამაშეშა, ყველა უნარი წამართვა. ლუკას ბაგეები დაცილდა ჩემსას - მაპატიე ლიზა, უბრალოს ასე რომ არ მექნა არ შემეძლო - აარა უუშავს - მეტის თქმა ვერც მოვახერხე, მგონი გავწითლდი კიდეც- მოვემზადები მე- ვუთხარი და ოთახში ავედი.. ______________ არ აქტიურონთ, არ მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.