შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 1)

10-01-2016, 22:21
ავტორი ერკე
ნანახია 4 027

ფხიზლად იყო რატი რატიანი და ძილი არ ეკარებოდა. გრძნობა სიტყვებში იზმანებოდა, ერთადერთი სიტყვა იჟღინთებოდა მასში, ერთადერთი საოცარი და უცნაური, ყველანაირად გამჭვირვალე, მაგრამ ამოუხსნელი სიტყვა, დღესავით ნათელს რომ უნდა ხდიდეს ყველაფერს, თუმცა კი უკუნ სიბნელეში გიშვებს უკითხავად. თვალები დახუჭული ჰქონდა და სანამ აახელდა მანამდე იმ ერთადერთ სიტყვას მთელი სხეულით გრძნობდა - ბედისწერა. ხელიდან არ უშვებდა შანსს და ცხოვრებას ბოლომდე უსინჯავდა გემოს, მაგრამ ასეც არ იყო, ის იმ ჩარჩოებს და საზღვრებს არასდროს გადადიოდა, რომელიც ისევ მისი ცხოვრების მიერ იყო დადგენილი. მშობლები მდიდრები არასოდეს ჰყოლია, უნახავს გაჭირვებაც და უნახავს ფუფუნებაც, სიყვარულიც ეგემა ამ ცხოვრებისგან, რომელიც არც უგემია, უფრო სწორედ რომანტიზმის მორევში გადაშვებული, მისი სიყვარული მალევე ნაწილებად დაიშალა და განაგრძობდა დაშლას ყოველდღიურად. მერე მერიკო უბრალოდ ადგა და გათხოვდა, სხვას გაჰყვა ცოლად, რატი კი აღარც გახსენებია. საშინელებაა იფიქრო იმაზე, რომ შენი ერთ დროს საყვარელი ადამიანი სხვაზე ქორწინდება და გულში ტკივილი ისე მწვავედ შემოგეჭრება ისევ, თითქოს ეს ახალი იარა ყოფილიყოს. ასე იყო და ყოველთვის ეხსნებოდა ჭრილობა რატიანსაც, რადგან მაინც გულის სიღრმეში ის გოგო მისი ბედისწერა ეგონა, რომლის სიტყვებიც - მე შენ მიყვარხარ - იყო ფარსი, ტყუილი, უსიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტი, რაც წარსულში არა და არ რჩებოდა.
გარდა ამისა ის დღევანდელ რეისზე ფიქრობდა. უკვე დიდი ხანი გეგმავდა ამ მოგზაურობას. უკვე დიდი ხანი აღარ ენდობოდა საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს და რაც მერიკო დაშორდა, მას მერე კიდევ უფრო სხვანაირი გახდა. გული წყდებოდა, ვერ უშვებდა, თუმცა ალბათ კი გრძნობდა მასთან ისე ბედნიერი ვერ იქნებოდა, როგორც თავიდან იყო. ისევე შემოიცრიცებოდა მათი სიყვარული, თითქოს არც ყოფილიყოს, არადა მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა, გიჟდებოდა, უყვარდა, სიყვარულმა კი ზურგი საბოლოოდ აქცია.
მაღვიძარას ხმამ გადააწყვეტინა თვალების გახელა. წამოჯდა და ხელები გაშალა. წარმოიდგინა თვითონ იყო თვითმფრინავი, რომელიც ცაში ღრუბლებს ზემოთ ლივლივებდა და სამყაროს ზემოდან აკვირდებოდა, საიდანაც წერტილივით მოჩანდა პატარ-პატარა შენობები, მხოლოდ ფერებად იჟღინთებოდა ყოველივე. წამოდგა და ტრუსის ამარა სააბაზანოში გაფრატუნდა. ვინ იცის რამდენი ხანი აგროვებდა თავისი შრომით ნაღვაწ ფულს, ყოველდღიურად რომ ზოგავდა ხელფასის რაღაც ნაწილს, რომ გაფრენილიყო ნიუ იორკში და აეხდინა ოცნება. ახალი წელიც მოდიოდა, ყველაფერი რეალურად უნდა ექცია და სხვა ოცნებებს მისცემოდათ იმის საშუალება, გაჩენილიყვნენ მის თავში და ეარსებათ. ფიქრებს უწვავდა ყოველივე, რამდენი ხანია რაც ცდილობდა დაევიწყებინა, მაგრამ მისი გულიდან ამოგდება შეძლო, მაგრამ ჯერ თავიდან ვერ ამოიგდო.
ონკანი მოუშვა, წყალი ძალიან ცივი იყო, ხელებს უყინავდა. პირი დაიბანა, კბილები გაიხეხა, ცივ წყალს ცივი ფიქრები მოჰყვებოდა, ავიწყებდა ფიქრს, ყველაფერს ავიწყებდა და სიამოვნებდა. პირის ბანას, რომ მორჩა შიშველი დუშ-კაბინაში შევიდა წყლის გადასავლებად და ენერგიაზე მოსაყვანად ცხელი შხაპუნა წყალი ძალიან სჭირდებოდა. მაშინვე მოეშვა ფიქრებს და ყველაფრისგან გათავისუფლდა, დაივიწყა საკუთარი თავი და პრობლემები, რამდენიმე საათში ახალი ქვეყნიდან მიესალმებოდა მსოფლიოს და ათინათი აციმციმდებოდა ვარსკვლავიან ცაში. ახალ ცხოვრებას შეეგებებოდა, ძველი ყველაფერი კი საქართველოში უნდა დაეტოვებინა, რაც გულს ტკენდა, რაც ახსენებდა მერიკოს თავს. საშიში გრძნობაა სიყვარული, ფიქრობდა აფუფქული წყლის ქვეშ მდგარი რატიანი, როგორ შეუძლია უეცრად შეგბოჭოს ისე, რომ საერთოდ ვერ გაუწიო წინააღმდეგობა. შეგბოჭოს სამუდამოდ თითქოს ყველაფერი ერთ წერტილში დაუტყვევებია სიყვარულს და გაიძულებს იგივე იგრძნო, გაიძულებს დაიმორჩილო.
ჩასხდომა დილის ათზე იწყებოდა, ფრენა კი რამდენიმე საათს გასტანდა, ამერიკაში კი დილის 6 საათისთვის, მკრთალ ნათელში ჩაფრინდებოდნენ. მანამდე ლომიასთვის უნდა გაევლო, რადგან სწორედ მასთან ერთად ტოვებდა საქართველოს ერთი კვირით და მასთან ერთად დაიწყებოდა ახალი თავი მის ცხოვრებაში.
ხელის ცეცებით მისწვდა კარებს და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა. სასწრაფოდ გამოეწყო და გათენებას დაელოდა, მშობლებსაც უნდა გამომშვიდობებოდა, სხვაგვარად არ შეეძლო გადაედგა ნაბიჯი და გასცდენოდა კარის ზღურბლს. კომპიუტერს მიუჯდა და ახალი ამბების ქექვა დაიწყო, თავზე დაათენდა, მაგრამ არც ეძინებოდა, თვითმფრინავში დავიძინებო ფიქრობდა, თუმცა იმ სამყაროს ზევიდან ნახვაც უნდოდა, რომელიც შეიქმნა მრავალი წლის წინ, შეიქმნა რათა უბრალო ადამიანებს ეცხოვრათ და ეარსებათ, შეეყვარებინათ ერთმანეთი, ეგრძნოთ სიცოცხლის წყურვილი, ეწვალათ, ეტანჯათ და ზომიერად განევლოთ ეს ცხოვრებაც. სიკვდილი სიცოცხლეს ცვლის, სიცოცხლე სიკვდილს, ასეა დაწერილი ბუნების კანონებში, რასაც ადამიანი ვერ აღემატება, მას არ შეუძლია შეცვალოს ბუნების კანონები და გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. მაშ რისთვის მოვედით თუ ისევ უნდა წავიდეთ? სიყვარულისთვის და კვალის დატოვებისთვის.
-დედიკო, ადექი უკვე? - თავი შემოყო ოთახში რატის დედამ, ქალბატონმა მზიამ და თბილად გაუღიმა. ნარინჯისფერი ხალათი ემოსა, ვარდებით დახუნძლული ზედ და სასიამოვნო სურნელი შემოიტანა ოთახში.
-კი, დედა. - მოკლე იყო მისი პასუხი, მაგრამ როგორც კი დაინახა დედამისი, ფეხზე წამოდგა და მაგრად მოეხვია. ერთი კვირა ვერ ნახავდა, ზუსტად ერთი კვირა იქნებოდა სახლიდან შორს, ამ სიმყუდროვისგან მოშორებით, სადაც დედის სურნელის შეგრძნებას არაფერი ერჩივნა, თუმცა უნდა წასულიყო. წინ უნდა ევლო და ერთი ადგილი არ უნდა ეტკეპნა, რაღაც მიზანი ჰქონდა რისთვისაც ვერ ჩერდებოდა ადგილზე და საცოდავად უხდებოდა თავის სამყაროში ჩაკეტვა, უზარმაზარი პოტენციალის დამალვა, რაც ჯერ არ იცოდა რაში გამოიხატებოდა. - მომენატრები. - ჩასჩურჩულა ყურში და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-მეც მომენატრები შვილო. როდის აპირებ გასვლას? - კუდში მიყვა მზიაც.
-მამასაც გამოვემშვიდობები და გავალ, მაგრამ ნუ ღელავთ, ჯერ არ მივფრინავ. ჯერ ლომიას უნდა გავუარო რა, მერე ისევ დავბრუნდები სახლში და ერთად წავიდეთ აეროპორტისაკენ.
-ლომიას ესმერალდა როგორ არის? - ჩაიფხუკუნა მზიამ და შვილს გახედა ეჭვის თვალით. - როგორ გაუმართლა... ასეთი საოცრად ლამაზი გოგო იპოვა, დაოჯახდა და ახლა შვილსაც ელოდებიან, შენ რა გჭირს შენ? რით ვერ იპოვე შენი შესაფერისი გოგო, რომელსაც სახლში მოიყვან და გაგვაცნობ?
-კარგი რა დედა, ხომ იცი იმის მერე, რაც...
-ჰო, ვიცი შვილო, მერიკო კარგი გოგოა, უბრალოდ თქვენ არ შეეფერებოდით ერთმანეთს და სწორედ ამიტომ არ გამოგივიდათ არაფერი. არადა გაფრთხილებდი, ნუ ოცნებობ და მომავალს უკვე ნუ იშენებ-მეთქი, ხომ გაფრთხილებდი?
-კი, ხელები ამიწევია. მაფრთხილებდი და სწორიც აღმოჩნდი. არ მინდა ისევ ის გულის ტკენა, აღარ მინდა არაფერი, სიყვარული მოკვდა ჩემთვის. - წამიერად შეყოვნდა და სამზარეულოს მოავლო თვალი, თითქოს ყველაფერს ნაცნობი სურნელი ჰქონდა. აქ გაატარა მთელი ბავშვობა, ახლა კი ტოვებს ისე, რომ საღამოს სამსახურიდან ძალიან დაღლილი ვეღარ შემოაბიჯებს და ვერ შეიგრძნობს სიმყუდროვის სურნელს, ვერ აღიქვამს რომ ახლოს ჰყავს ისინი, ვინც ყველაზე მეტად უყვარს და სჭირდება.
-ოჰ, ეს უკვე გამოწყობილა წასასვლელად. - კარში გაიჯგიმა მამამისი, დათუკა რატიანი, როცა რატი სასაუზმოდ მიუჯდა მაგიდას. - ყველაფერი მოგვარებულია რა, იქ ანზორას დავურეკე და ის დაგხვდებათ, ცოტა გაგარკვევთ ყველაფერში, თორე არ დაიკარგოთ თქვენი ჭირიმე.
-ამდენი ჭირის ატანა ერთად ინფარქტს დაგმართებს მამა. - თვალი ჩაუკრა რატიანმა და ფანჯრისკენ გააპარა თვალი, მეშვიდე სართულიდან ყველაფერი საოცრად ლამაზად ჩანდა, თოვლი ჯერ არ მოსულიყო, მაგრამ ნიუ იორკში ეგულებოდა.
-ოჰ, ეს კიდე ვერ ეშვება ცანცარობას... - ხელი აიქნია და სააბაზანოსკენ გასვლა დააპირა, როცა უკნიდან ისევ შვილის კომენტარი დაეწია.
-აბა ანზორა კი არ ვარ, რომ დავიკარგო მამა... - ჩაიცინა რატიმ, მაგრამ ამავე დროს იგრძნო უფროსი რატიანის მისკენ მოტრიალება და დაჟინებული მზერა, სახე სიბრაზისგან რომ აჭარხლებოდა. წვავდა ეს მზერა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა.
-მზია, ჭუჭრუტანაში გავაძვრენ ამას. - შეჰყვირა და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა. მალე სუფრას თვითონაც მიუჯდა. მზია კი სამზარეულოში ტრიალებდა და თავის საყვარელ მამაკაცებზე ზრუნავდა, რომლებზე უკეთესიც არავინ ეგულებოდა მთელ მსოფლიოში. დათუკაც სამსახურში იყო გასასვლელი, მაგრამ დაგვიანებას აპირებდა, საკუთარი თვალით უნდა ენახა, როგორ ჯდებოდა თავისი შვილი თვითმფრინავში, რომელზეც მიუხედავად ზედმეტი გულგრილობისა, მაინც ზრუნავდა და ინერვიულებდა. - დიახ, ანზორი ზუსტად შენხელა იყო, როცა გაუწია გულმა ნიუ-იორკისკენ და დაიკარგა კიდეც, მაგრამ მას არავინ ჰყავდა, ვინც გააცნობდა ქალაქს და ამიტომ, შენ კი გყავს. რა საჭიროა ვიღაც, წყვინტლიან გიდს უხადო ფული ქალაქის დასათვალიერებლად? - გაბრაზებულმა დააბოლოვა სიტყვაც და ჭამა დაიწყო.
საუზმობისას თითქმის არ საუბრობნდნენ, მათ მზიაც შეუერთდა და თავის ბიჭებს შეჰყურებდა სიყვარულით. ისინი იყვნენ, ვისზე ძვირფასიც არავინ ჰყავდა და ვისი ცქერაც გაბრაზებულ გულსაც კი ყოველთვის აბედნიერებდა და სიხარულით ავსებდა. ყველანი ერთ მაგიდას უსხდნენ, ერთ მთლიანობად შეკრულიყვნენ, რომელსაც ქარიშხალიც კი ვერ დაანგრევდა.
-ოო, მერე ანზორის რეპლიკებს უსმინე... როგორც შენ გიწევდა მისი გაძლება, ისევ ისეთი დარჩებოდა და დამიჯერე არ მინდა მისი კითხვების და საუბრის მოსმენა. - გაღიზიანებულმა გადახედა მამამისს, მაგრამ წამში შეეცვალა სახე, მასთან მივიდა და ჩაეხუტა. იგრძნო მისგან წამოსული სითბოც და სიყვარულიც, იგრძნო როგორი მზრუნველობით იხუტებდა, ერთიანად ისრუტავდა თითქოს ყველაფერს ერთი კვირის განმავლობაში რომ ჰყოფნოდა. - კარგი, მე წავედი. - მოშორდა მამის სხეულს და ალერსიან თვალებს შეეჩეხა. მართალია ხშირად ირონიას ურევდა საუბარში და რატის ეს აღიზიანებდა, მაგრამ რატიმ იცოდა, რომ მამამისი ამაყობდა მისით და ყველაზე მეტად უყვარდა. დათუკას ყოველი გაღიმება საოცრად ათბობდა და ახლა კი მათში ჩამდგარი ცრემლები აგიჟებდა, აყოვნებდა და თვალს ვერ წყვეტდა. ბოლოს მაინც მოარიდა თვალები მის ტკივილს რომ მოშორებოდა და სახლი თავქუდმოგლეჯილმა დატოვა. ლომია იმავე კორპუსში ცხოვრობდა, მაშინვე აირბინა რამდენიმე სართული და ლომიას კარზეც შემოჰკრა რატიანმა ზარი.
-ჰო, კარგი ჰო! ნუ ჩამომიღე ბიჯო კარი, მაცადე! - მოგუდულად გაისმა შიგნიდან ხმა. ისევ ისეთი იყო ლომია. ცოლის მოყვანამ მის ქმედებებსა და მანერებზე იმოქმედა, თუმცა პიროვნულად საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისე უღრენდა ახლა კარის მეორე მხრიდან რატის. ლომიამ თავი დაანება საყვარელ პროფესიას, ქალებისადმი ლტოლვას, მათ დაკერვას და უნივერსიტეტში აღარც კი დადიოდა, რადგან როცა დადიოდა მხოლოდ მანდილოსნების საყურებლად, რაც ცოლის მოყვანის შემდგომ დიდად აღარც აინტერესებდა. ახლა მთელ დროს საკუთარ მეუღლეს, ულამაზეს ესმერალდას უთმობდა ხოლმე და არც უსაქმურად დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა, არც ლოთობაში ატარებდა მისთვის ძვირფას წუთებს და ბიჭებს ენატრებოდათ კიდეც. უკვე აცნობიერებდა და ხვდებოდა სიყვარულის სიდიადეს, ირწმუნა განგების უზენაესობა და სიყვარულის, აქამდე არარეალურად რომ შერაცხა, იწამა კიდეც. სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ის ერთი ციდა გოგო, რომელმაც თავში ყველაფერი აურია. მამამისის დახმარებით ერთ-ერთ მის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა. ისევ უგზავნიდა მიშა გარსევანიძე ფულს, თუმცა უფრო ნაკლებს, ვიდრე აქამდე. პასუხისმგებლობის გრძნობაც მოემატა, მაგრამ არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ ყოველთვის, როცა დრო ჰქონდა სულ ლიკასთან იყო და ესიყვარულებოდა. მეგობრები მის ცოლზე ეჭვიანობდნენ კიდეც, ბევრი მეგობარი დაკარგა, მაგრამ მათი ნაწილის დაბრუნება შეძლო. ლომიამ ქორწილის მერე წერაც დაიწყო და პირველი რაც დაწერა ეს მათი სიყვარულის ისტორია გახლდათ, რომელიც წარმატებით გამოქვეყნდა, პრეზენტაციაც მოეწყო და წლის საუკეთესო გაყიდვად წიგნებშიც მაშინვე მოხვდა. ასეთი უცნაური სიყვარულის ისტორია, თან რეალურ ამბავზე აგებული მეტად აინტერესებდა მკითხველს და გამომცემლობას ტირაჟის გაზრდაც კი მოუწია. ასე, რომ ლომიას უკვე ორმაგი შემოსავალი ჰქონდა, მიშასაც თუ არ ჩათვლიდა შემოსავლის წყაროდ.
-როგორ ხარ ჩემი ძმა. რა იყო, ბიჭო, გეძინა? - მიესალმა ლომიას და სახლში შევიდა.
-შენ რას შვრები? მოემზადე უკვე? - ჯერ კიდევ ეძინა ლომიას, თვალებს ისრესდა და ფეხზე ძლივს იდგა.
-შენსავით მძინარა კი არ ვარ. - თვალი ჩაუკრა რატიმ და ჩამოჯდა. სასტუმრო ოთახს მოავლო თვალი, აქ საოცარი მყუდროება იყო, ყველაფერი სიჩუმეში ჩაძირული, მუსიკის მოსმენაც კი შესაძლებელი იყო ამ სიჩუმეში და რატიმ მყუდროდ იგრძნო თავი. - შენ კი ცოლი მოიყვანე და სულ დაგვივიწყე სასტავი.
-მოიცა, პირს დავიბან და გამოვალ ახლავე. - ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ გაემართა ნელი სვლით და ბარბაცით, თითქოს წინა ღამით იმდენი დაელიოს სახელიც კი არ ახსოვს, მაგრამ ლომიაზე ამას ვეღარ იტყოდით. სმა და გართობა დაივიწყა, ახლა ის მხოლოდ ლიკას ეკუთვნოდა.
-ბიჯო, შენი ლიკუნა რას შვრება ტო? - აბაზანიდან ახალგამოსულს ჰკითხა რატიმ და თავი ჩამოდო მაგიდაზე. არ უნდოდა დაძინება, მაგრამ მასაც ეძინებოდა საშინლად. - თქვენი სიყვარულის ისტორია, უკვე ყველამ იცის და კარგ სალაპარაკო თემადაც იქცა. აი, მაგალითად, გუშინ, ძმაკაცებთან ქუჩაში რომ ვსვამდით, ერთი ახალგაზრდა წყვილი მოგვიახლოვდა, რაზე ლაპარაკობდნენ თუ იცი? - ლომიამ უსიტყვოდ მიაპყრო გაკვირვებული თვალები და რატიანსაც სიგნალი ჩაერთო თავში გასაგრძელებლად. - ახალგაზრდა გოგონა, ერთ სიმპათიურ და კარგად გამოწყობილ, სათვალიან ყმაწვილს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ან საყვარლები იყვნენ, ან კიდევ მხოლოდ წყვილი, რომელიც ერთმანეთის ბედნიერებით ტკბებოდნენ ან მომავალში დატკბებოდნენ, ჰო, მოკლედ ეს გოგო ამ კაცს ეუბნებოდა ლომია და ესმერალდა ამ კორპუსში ცხოვრობენ, ულამაზესი წყვილია საკუთარი თვალით მყავს ნანახიო, ეს ბიჭი კი იმას ელაპარაკებოდა, ჩემთვის ყველაზე ლამაზი შენ ხარო, ხომ აზრზე ხარ. - გაეცინა რატიანს და პირზე აიფარა ხელი.
-ასეა ძმაო, რა გიკვირს. ყველა კაცისთვის თავისი გოგოა ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული. ეს არის სიყვარულიც, მხოლოდ ერთისადმი გრძნობ გულის აჩქარებულ ფეთქვას, მხოლოდ ერთი გაღელვებს, თუნდაც მთელი პლანეტის ულამაზესი გოგონები გეხვიოს გარშემო შენ მაინც მისკენ მიიწევ და მზად ხარ გაგლიჯო ამ მომაბეზრებელი გოგონების ზღვა და შენს რჩეულთან გაიქცე. მეც შეუძლებლად მეჩვენებოდა, სანამ თავად არ გამოვცადე რა არის სიყვარული.
-ისევ შენებურად უბერავ არა? სანაქებო წყვილად იქეცით შენი წიგნის მერე, მე კი სირცხვილით სად გამოვყო თავი ჩემი ძმაკაცია და წიგნი ჯერ არ წამიკითხავს-მეთქი.. - თვალი გააყოლა ლომიას სხვა ოთახისკენ როგორ გაბაჯბაჯდა და მალევე შემობრუნდა ლუდით ხელში.
-სანამ წავალთ, ერთი ჭიქა დამილიე. - გაებადრა სახე რატის მეგობრის შეთავაზებაზე. - აი, წიგნზე რა გითხრა. შენ თვითონ კარგად მიცნობ და იცი ეს ისტორიაც, ათასჯერ მაქვს მოყოლილი, ასე რომ დიდი ამბავი რომ არ წაგიკითხავს. - ლომიამ დაიწყო დასხმა, როცა კიდევ კარზე ზარი გაისმა.
-სტუმრებს ელოდები? ამ დილაადრიან?
-არა... მაგრამ ეს არ არის სტუმარი. - ეშმაკურად გაიღიმა ლომიამ და დაიძრა კარისკენ.
-აბა, დროულად მოვედი? - გაისმა კარის გაღებისთანავე მამაკაცის ხმა.
-შემოდი შემოდი. - გაიგონა რატიმ ლომიას ხმაც, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ თვალს აპარებდა და ერთი სული ჰქონდა ახალმოსული ენახა, ხმა მისი საოცრად ეცნობოდა, მაგრამ აზრზე ვერ მოდიოდა ვინ იყო.
-გამომართვი ბიჯო, ფეხით ვათრიე აქამდე, დროზე გამომართვი.... ლომო რას შვრები აბა? გავაჯაზოთ ნიუ იორკში?
-ჯერ შემოეტიე ბიჯო, რამხელას ყვირი, სძინავს ესმერალდას.
-ბოდიში ბოდიში. - შემოვიდა კარში, პირველი ლომია შეუძღვა წინ და რატიმ მასზე აკიდებული პარკები დაინახა, მას გიორგიც მოჰყვა და რატიმ გაოცებულმა შეხედა. - ვაჰ... უჩემოდაც დაგიწყიათ. თქვე ნამუსგარეცხილებო! - საჩველებელი თითი დაუქნია ბიჭებს და მაშინვე ტახტზე მიესვენა. - როგორ დავიღალე, ღმერთო ჩემო, მკლაავ ჩემი დედას ვფიცავარ, სიმონ? - უეცრად წამოჯდა და მზერა გაშტერებულ და უცნაურად მაცქერალ წყვილს შეხედა, რომლებიც უხმოდ აკვირდებოდნენ გიორგის ქცევებს. - არა, მაინც რას გვიშვრება ეს ცხოვრება რა... სიცოცხლეს გვიმწარებს, როგორ ართულებს ყველაფერს, როგორ საშინლად...
-ამას ჯერ კიდევ არ დასდგომია საშველი ხომ? - წყენით გადახედა ლომიას რატიმ, გაცინებაც კი არ მოსვლია აზრად, სრულიად სერიოზულად ჰკითხა და ხელები მუხლებზე დაირტყა.
-არაა. - თავი გააქნია ლომიამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს სამძიმარზე ყოფილიყო და გიორგიც აჭარახლდა.
-რას მაიმუნობთ ჰა? - ისევ მიწვა გიორგი და ჭერს ახედა. - დაასხი დაასხი ახლა! - შეუბღვირა მეგობრებს.
-ესეც მოდის და ახლა უნდა ვიგებდე? - წყენით იკითხა ისევ რატიმ და თან ბოთლი აიღო ჭიქაში დასასხმელად. უხმოდ გაუწოდა გიორგის, მანაც უხმოდ გადაკრა და კიდევ მოითხოვა.
-გავერთობით რა... - წაილუღლუღა გიორგიმ.
-არანაირი გართობა! - ახლადშემოსულმა გოგონამ ლომიას დაუბღვირა, მასთან მივიდა და მაგრად ჩაიხუტა.
-არა, ჩემო ესმერალდა. შენ ჩემთვის ერთადერთი ქალი ხარ, ვინც კი მჭირდება... ეს არ დაივიწყო, ჩემო გოგო. მიყვარხარ.
-ოო, დაიწყეს ამათ სიყვარულობანა. სხვა ოთახში ხომ არ გავიდეთ ლომი? - წაკბინა გიორგიმ წყვილს, მაგრამ ისე აკოცეს ერთმანეთს თითქოს მათ აქ ყოფნას ვერც გრძნობდნენ.
-გიორგი, ნიუ იორკში დაგტოვებ უსაბუთებოდ თუ ხმას კიდევ ამოიღებ, სანამ იქ ვიქნებით. - თვალი ჩაუკრა ლომიამ და მხარზე დაჰკრა ხელი. - შენც წაგიყვანდი ჩემო ლიკუნა ხომ იცი, მაგრამ შენთვის არ შეიძლება, ჰოდა ჩვენ პატარას მიხედე. - მუცელზე მოეფერა გოგონას. მერე დაიხარა და თვალი გაუსწორა გამობერილ მუცელს. - მამიკო, დედა არ გააბრაზო, არ ანერვიულო და ჭკვიანად იყავი მანდ იცოდე, და დედაშენივით ბუტია არ გამოხვიდე მუცლიდან თორე ორ ბუტიას რა აიტანს. - ამის თქმა იყო და თავში მოხვდა ხელი. ლიკამ თმები მოქაჩა და ააწევინა, სახე დამანჭა ლომიამ. თუმცა მისთვის ყველაფერი იდეალური იყო, საოცრად უყვარდა მეუღლე, მზად იყო მთელი ცხოვრება სულ მასთან გაეტარებინა და წამითაც არ გაშორებულიყო, არც შორდებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ის მასზე ფიქრობდა, ესმერალდა კი ლომიაზე, რაც თავისთავად კავშირს ამყარებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს არც განშორებულან. ეს მათი მონატრების ერთგვარი ხერხი იყო, თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. ლომიამ ესმერალდას მუცელს და მის შვილს აკოცა და ტუჩებზეც ვნებიანად დააცხრა. - მიყვარხართ! ორივე საოცრად მიყვარხართ და მეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე... ამას ვერაფერი შეცვლის ჩემო ცხოვრების თილისმა, ვერ გაგვყარა თბილისმა. ამ სამყაროში რაც ლამაზია და საოცარი ის შენ თავს მახსენებს, ფერადი სამყარო კი ეს შენ ხარ, მზესავით რომ აკაშკაშებ ყველაფერს. არა, მოიცა, - ჩაეღიმა. - რატომ მზესავით? ის იპარავს შენგან სითბოს და სიკაშკაშეს და თავს მზედ გვაჩვენებს, შენ კი ნამდვილი მზე მე მყავხარ დაპატრონებული. - საჯდომი ხელებში მოიქცია და ის იყო უნდა აეწია, რომ კიდევ მოხვდა თავში ესმერალდას ხელი და გაეცინა... ერთმანეთს აკოცეს და მერეღა იგრძნეს ორი წყვილი თვალის მიშტერება.
-ამ ორ სულელს მიხედე კარგი? - ლომიას ესროლა მზერა და ბიჭებზე ანიშნა. - რამე შარშია არ გაყონ თავი.
-აბა რას ვიზამთ. - წამოდგა გიორგი და ლომია მოიგდო მხარზე ისე ოსტატურად, თითქოს მისი წონა არაფერი ყოფილიყოს.
-თქვენ არა, იდიოტებო! - გადაიკისკისა ლიკამ, რაც საოცრად მოსწონდა ლომიას და აგიჟებდა. მოუნდა ახლა კიდევ რამდენიმე საათი მაინც მისცემოდათ, კარგად მოფერებოდა და მთლიანად წაეღო მისი სურნელი თან, რაც საგზლად ყველაზე მშვიდ და ტკბილ მგზავრობას უქადდა, მაგრამ არ შეეძლო, უკვე დრო იყო წასვლის.
-ბავშვებივით რატომ იქცევით? - სერიოზული იყო ლომია ამ კითხვის დროს.
-მოგიხდა ძმაო ცოლი და დასერიოზულდი? რა იყო , სანამ დროა უნდა გავერთოთ, თორე მერე ჩვენც მოგვიგდებს ქალი ხელში და შენნაირი უჟმურები გავხდებით. - დაუცაცხანა რატიმ. ისევ ჩამოასხა ლუდი, დანარჩენი კი რაც დარჩა პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა.
-ბიჭებო, თქვენც არ გაწყენდათ დასერიოზულება. ცოლი გჭირდებათ ცოლი. - ლომიაზე მიკრულმა ესმერალდამ გადახედა გიორგის და რატის, რომელთაც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ ამ სიტყვებისთვის და სმას განაგრძობდნენ.
-ჰეი, გეყოფათ გავდივართ! - გამოსტაცა ბოთლი ხელიდან რატის და ნაგავში ჩაუძახა. - თვითმფრინავში გაგეპარებათ. - ლომიას ნათქვამზე ლიკამ გადაიკისკისა და ბიჭებს ლოყები აუწითლდათ.
-ჰმ... ამას შენ გვეუბნები ჰო? როგორ უხდებით ერთმანეთს. - მხარი დაჰკრა ლომიას რატიანმა. ლიკა ჩაიხუტა და გადაკოცნა. - ლიკა, იცოდე ჯერ კიდევ არ არის გვიან გადაფიქრება.. მერე რა, რომ ამ ხეპრეს ცოლი ხარ და ბავშვს ელოდებით, ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ასეც მიგიღებ. - ჩაუკრა თვალი გოგოს და მიმზიდველად გაეღიმა. - შენ კი ჩემო ლომია, ასეთ ანგელოზს სახლში მარტო რომ ტოვებ არა გრცხვენია? არ გამეპარება, რას ამბობ! მანჰეტენის ხიდიდან თუ არ გადავაფსი, ისე თბილისში დამბრუნებელი არ ვარ, ხომ იცი ჩემი ოცნებაა.
-ცოტა წესიერად ბიჭო. - ირონიულად და ყალბი გაბრაზებით დაუჭიმა თვალები ლომიამ.
-შენც არ მომიკვდე ახლა გაჩერდი ჩემო ძმაო, თორე იმ ხიდიდან შენც გისვრი. - კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრეს და კარში გავიდნენ, გასვლის წინ ლომიამ მაგრად მიიკრა თავისი ალმასი, ზურმუხტი და მშვენება, რომელსაც მაინც ვერ ელეოდა და იმხელა სითბოს გრძნობდა, მთელი ერთი კვირა ქარბუქში და თოვლშიც რომ არ შესცივდებოდა. ესმერალდა მისი მზე იყო, პირადი მზე, რომლის მცხუნვარებასაც სიგიჟემდე მიჰყავდა ბიჭი.
-მომენატრები. - ყურში ნაზად ჩასჩურჩულა და მიეალერსა ტუჩებით.
-რომ ჩახვალ დამირეკე ჩემო ბიჭო. - ხელი დაუქნია და კარში გამლღვალ ბიჭებს გაადევნა თვალი. ეძვირფასებოდა ლომია და მასაც არ ეთმობოდა, მაგრამ მაინც უშვებდა. მოენატრებოდა, მაგრამ მიჰყვებოდა მისი გული, ლომიას კი აქ რჩებოდა, ესმერალდასთან.
***
ცრემლებით გააცილეს ბიჭები ახლობლებმა და შორიდან უყურებდნენ, როგორ სხდებოდნენ უზარმაზარ თვითმფრინავში და როგორ აიჭრა ცაში, თითქოს დიდი ზომის ჩიტი ყოფილიყოს, ჰაერში უმალ ატყორცნილი. მხოლოდ ხელს უქნევდნენ, შორი წიაღიდან, საიდანაც უკვე მცირე სილუეტად ჩანდნენ მიწაზე დარჩენილები, მალევე მთლიანად გაქრნენ.
***
-აბა, რა გეგმები გვაქვს, როცა ჩავაღწევთ? - გადახედა მეგობრებს ლომიამ, რომელიც ცალკე მოთავსებულიყო, უცნობი კომპანიონის თანხლებით, გიორგი და რატი კი ერთად მოხვედრილიყვნენ.
-მე ჩემი გეგმები ვიცი და თქვენ ჯანდაბამდე გზაც გქონიათ. - თქვა რატიმ და კარგად მიეყრდნო საზურგეს დასაძინებლად მოკალათებული. - ნიუ იორკელ გოგონებს გავუსინჯავ გემოს... აი თქვენ კი ხელ-ბორკილები გადევთ. - გაიკრიჭა ნაპირზე მჯდარი, ლომიასთანაც ახლოს მყოფი, თუმცა ლომიასა და რატის შორის ხალხისთვის სავალი ბილიკი იყო, სადაც ფრენისას მხოლოდ ბორტ-გამცილებლები მოძრაობდნენ.
-გოგოები არ მიხსენო. - შეიჭმუხნა ლომია და ისიც გასწორდა სავარძელში. - მე ნიუ იორკს დავათვალიერებ, იქნებ ახალი წიგნისთვის გამომადგეს, რომლის იდეაც უკვე იხარშება ჩემს გონებაში.
-ეჰ... შესანიშნავად გავერთობით. წარმომიდგენია უკვე, წითელი ვარდებით გაფენილი ოთახი, როგორ დააბიჯებს სრულიად შიშველი, ულამაზესი გოგო, ნიუ იორკული წარმოშობის ამ წითელ ვარდებზე და სასიამოვნოდ მაჟრიალებს მის ცქერისას. ნელა მომიახლოვდეს, ისე რომ გამაგიჟოს და მისი სურვილით შეპყრობილი გამხადოს და მაშინვე მოუთმენლობისგან ვეცე. მხეცივით. მინდა სერენადა უცხო გოგონას ფანჯრის წინ ვიმღერო და ხელში თეთრი ვარდებით გარეთ მდგარი ველოდო, როდის გამოიხედავს მისი აღმატებულება. იქნებ გამიმართლოს კიდეც. - გაეღიმა რატიანს და გვერდით მძინარე გიორგის გახედა. როგორც თქვა სიმაღლის ეშინოდა და სანამ აფრინდებოდნენ ძილის წამალი საკმაო დოზით დალია და მაშინვე მკვდარივით მიეძინა.
-როგორი რომანტიკოსი ხარ, ეს თავგასიებული ნახე. - დაეჯღანა რატის.
-სამაგიეროდ ამ თავში უფრო მეტი იდეაა, ვიდრე შენსაში.
-გაჩერდი გაჩერდი. - გვერდით გადატრიალდა და თითი ჰაერში ასწია მეზობელმა, რომ შენიშნა. – Book of Century!
-Oh... Heloo... What The book? - აშკარად უცხოელი იყო, რომელიც მის გვერდით მოკალათებულიყო, მხარბეჭიანი, გრძელი ცხვირი, ღრმა ცისფერი თვალები და ახალგაზრდას იერი, ოცდათხუთმეტი წლის თუ იქნებოდა. მისი ჩაცმულობა ძალიან მდიდრულად გამოიყურებოდა, რაც მაშინვე მოხვდა თვალში ლომიას და მცირე ხანს ხმა ვერ ამოიღო.
-ჩემი წიგნი... - ამაყად უპასუხა ინგლისურადვე და სანდომიანი ღიმილით გაეღიმა. იგრძნო უცნობის გულწრფელი დაინტერესება და უფრო დაწვრილებით გადაწყვიტა მოეთხრო, თუმცა ჯერ რატისკენ გაიხედა. მას უკვე ეძინა, ორივე მეგობარმა მიატოვა, ძილში გადაეშვნენ და უცხოელთან მარტო დატოვეს. თავისი დამტვრეული ინგლისურით დაიწყო ლაპარაკი, თუმცა აზრის ჩამოყალიბება არ უჭირდა. - მე მწერალი ვარ, ყოველშემთხვევაში დამწყები მწერალი.
-საინტერესოა. - გაეღიმა უცნობს. - მე ალფრედი მქვია. - ხელი გაუწოდა ლომიას.
-ლომია. - ხელი ჩამოართვა ბიჭმა და მანაც გაიღიმა. ეს გაღიმება უფრო გულწრფელი და მრავლისმეტყველი აღმოჩნდა. არ იცოდა რას უქადდა ბედი ამ კაცთან მიმართებაში, არ იცოდა როგორ წარიმართებოდა მისი მოგზაურობა, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ ამ კაცს უნდა ნდობოდა. – This is... like a Lion... My name.
-მშვენიერია. ნამდვილად კარგი სახელია, მომწონს. რაიმე თუ გაქვთ დაწერილი, რაც შეგიძლიათ მაჩვენოთ?
-კი, თუმცა ჩემს ენაზე. - მოიღუშა ლომია, უნდოდა წაეკითხა, ეჩვენებინა და მოესმინა კრიტიკა იქნებოდა ეს თუ უბრალოდ აღტყინებული და სასიამოვნო შეფასება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად მაინც ჩაძვრა თავის ჩანთაში ფეხებთან რომ ედო და მცირე ზომის მუქი შავი ყდით, ულამაზესი გოგონა რომ იყო გამოსახული, წიგნი ამოაძვრინა. გვერდით მჯდარს გადააწოდა და მის გულმოდგინედ შემსწავლელ მზერას დააკვირდა, არაფერი გამომეპაროსო.
-ვიცი თავხედურად ჟღერს, თუმცა ძალიან მინდა წაკითხვა და შეიძლება, რომ თქვენგან ვითხოვო ეს წიგნი? - ხელი გაუწვდინა და წიგნი აჩვენა ლომიას. ლომია გაბადრული სახით უყურებდა და ვერ იჯერებდა, უბრალოდ სიზმრად ეგონა ხედავდა ამ უცნობ კაცს, რომელიც ასე დაინტერესდა უცნობი მწერლით, საქართველოს თუ თბილისსაც რომ არ გასცდენია მისი სახელი. რისთვის უნდა დაებრალებინა? საკუთარი სახელისთვის, რომელიც ასე მოეწონა ალფრედს? თუ განგებას, რომელმაც ზუსტად ამ ადგილზე მოახვედრა უცნობი, რომელმაც დიდი ინტერესი აღძრა მასში.
„ძალიან კარგი კაცი ჩანს, ისეთი აქამდე რომ არ შევხვედრივარ. რა მისიით იყო საქართველოში ეს ჯერ არ ვიცი, თუმცა საშობაოდ ამაზე კარგ საჩუქარს რას მივიღებდი, უფალო? გარდა იმისა, რომ მყავს ჩემი უსაყვარლესი ადამიანი გვერდით, ჩემი ესმერალდა, ლიკუნა რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცხოვრების თანამეგზური უნდა იყოს, დიახ... უნდა იყოს და უამრავი კარგი მეგობარი, მსურდა რაღაც განსხვავებული ჩემი კარიერისთვის, უფრო მეტი... რაღაც სასწაულს ველოდი. ახალ წელს ნამდვილად ხდება სასწაულები. არა, ახალ წლამდე ჯერ ადრეა, მაგრამ თუ ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. თუ ეს ის სასწაულია, რაც უფრო გამიფართოვებს მკითხველთა არეალს... - ფიქრობდა ლომია და ახლადგაცნობილის თვალებს ჩაშტერებოდა, პასუხის მოლოდინში რომ უმზერდნენ. - ჯერ ოცნებამდე ადრეა, ნამდვილად ასეა.. უბრალოდ აინტერესებს ჩემი წიგნი და მეტი არაფერი, მაგრამ როგორ აპირებს მის წაკითხვას, ის ხომ ქართულ ენაზეა დაწერილი?“
-რა თქმა უნდა მისტერ ალფრედ. რა სალაპარაკოა, გათხოვებთ კი არა, სულ თქვენი იყოს, სახლში კიდევ მეგულება ჩემთვის კუთვნილი ეგზემპლარი, მაგრამ წაკითხვას როგორ აპირებთ? - ეჭვები უღრღნიდნენ გონებას და კითხვაც სწორედ ეჭვის თვალით დაუსვა.
-სიმართლე გითხრათ, თქვენი, ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყნით ძალიან ვარ დაინტერესებული, წაკითხული მაქვს თქვენი ისტორია, თამარი, ლაშა-გიორგი, დავით აღმაშენებელი, ეს ყველაფერი ვიცი და აქ კულტურის უფრო ახლოს გასაცნობად ჩამოვედი, თვითონ ვარ დაინტერესებული ქართველი ხალხით და როცა თქვენი საუბარი მოვისმინე, უფრო სწორედ ბოლო ფრაგმენტი, რაც გავიგე, მაშინვე მომინდა გაგცნობოდი და მეტი რამ გამეგო... შოთა რუსთაველის სიდიადე ჩემთვისაც ცნობილია მეგობარო, ამიტომ მინდა ჩავწვდე თქვენ ნიჭიერებას და ქართველი ხალხის შემოქმედებაც ასევე შევისწავლო. მთარგმნელები დამეხმარებიან ამ წიგნის წაკითხვაში, შენ კი, ლომია - შეცვალა და მეგობრული გაუხდა საუბრის ტონიც და შენობით ლაპარაკზე გადავიდა. - ჩემს ოფისში გელოდები, ნიუ იორკში. - გაუღიმა და სავიზიტო ბარათი გაუწოდა, სადაც ეწერა.
„ალფრედ ფლიგელი, Lord & Alfred Company-ის დირექტორი და აქციების მფლობელი. წიგნების გაქირავება გაყიდვა, ბეჭდვა და სხვა კულტურული ნამუშევრების დამზადება.“ დაბლა თორმეტ ციფრიანი ნომერი და ცათამბრჯენის მისამართი ეწერა, სადაც თავად ალფრედის ოფისი მდებარეობდა. ყელში ბურთულა მოაწვა ლომიას, გაშრა. ასეთი გავლენიანი პიროვნება, ისეთი ინტერესიანი თვალებით უყურებდა შერცხვა კიდეც.
-დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ არ არის ისეთი რომანი, თქვენი ყურადღება, რომ დაიმსახუროს. ერთი რიგითი სიყვარულის ისტორიაა, ნამდვილ ამბავზე, როგორ საინტერესოდ გავიცანი ჩემი ცოლი და როგორ მომხიბლა.
-ოჰო! ესე იგი, ნამდვილ ამბავზეც ყოფილა, ახლა უფრო მეტად დამაინტერესა. იმას კი, რატომ დაგითმეთ ამხელა ყურადღება და რას ვიფიქრებ ამ რომანზე, - ხელში შეათამაშა კმაყოფილებით და მერე გულთან მიიკრა. - თვითონ გადავწყვეტ, კარგი?
-კარგი. - გაეღიმა. სხვა არაფერი უთქვამს. ახლა ფიქრი უნდოდა მხოლოდ, ამოუტივტივდა მისი ოდესღაც გადამალული, ქვეცნობიერში დამარხული სურვილი, რომ ერთ დღეს მსოფლიოს ჯერი დადგებოდა, რომ მის სახელს ყველა ჟურნალი თუ მაღაზია ხმამაღლა „იყვირებდა“, მუქი შრიფტით, დიდი და ლამაზი ასოებით, გადაცემებში კი ხშირად გაუშვებდნენ მის ინტერვიუს, თუნდაც რეპორტაჟს მასზე. ამ ფიქრებში ჩაეძინა, მაგრამ მალევე ალფრედის კითხვამ გამოაღვიძა.
-რაიმე თუ გაქვს გეგმაში? რამდენი დღით სტუმრობ ჩვენს ქალაქს...
-ერთი კვირით... მხოლოდ ერთი კვირით. გეგმაში კი ახალი რომანის დაწყება ნამდვილად მაქვს.
-ერთი კვირა ძალიან ცოტაა, მაგრამ შეგვიძლია საფოსტო მისამართები გავცვალოთ და ერთმანეთთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ. რას იტყვი?
-ძალიან კარგია. - თქვა ლომიამ და თავის მეგობრებს გადახედა, რომელთაც ისევ ეძინათ და არაფერი ესმოდათ.
-რაზე აპირებ წერას, ამას არ გამიმხელ?
-ჯერ ყველაფერი არ ვიცი... მაგრამ ვფიქრობ ნიუ იორკი დამეხმარება გავიგო, რაზე მინდა ვწერო. მთავარი პერსონაჟები სწორედ ნიუ იორკის ერთ-ერთი მთავარი კომპანიის მმართველები არიან, კოსმოსური ხომალდების მშენებლობის მოთავენი, რომლებიც აპირებენ დედამიწის გარეთ, მთელ კოსმოსში მოგზაურობას.
-შთამბეჭდავია! - წამოიყვირა და იმ წამსვე ახალგაზრდა გოგონა გაჩნდა მათთან, რომელმაც თითით ანიშნა სიჩუმე შეინარჩუნეთო. ალფრედმა მოწიწებით დაუკრა თავი და საუბარი განაგრძო. - მინდოდა მეთქვა ძალიან მომწონს და პირადად დაინტერესებული ვიქნები ამით. თუ შემომივლი კომპანიაში, მე მიკითხე და ეს სავიზიტო ბარათი აჩვენე, რომელიც მოგეცი. ერთი წუთით... - გამოართვა ბარათი, კალამი ამოიღო და ზედ მისი ხელმოწერა დაურთო. მერე ისევ უკან დაუბრუნა. - ასე უპრობლემოდ შემოგიშვებენ, პირდაპირ ჩემკენ გამოემართე. დარწმუნებული ვარ შევთანხმდებით.
სიხარულისგან ცას ეწია ლომია. თვითმფრინავიც დიდი რყევით დაჯდა და რატისა და გიორგის გაღვიძება მაინც მოუწია. გარეთ გადმოსულებს, ცივი ნიავი შეეგებათ და ბინდბუნდში თოვლის ფიფქებით განათებული გარემო ყველაფერს საახალწლო იერს სძენდა.
-წავიდა ჩვენი გართობა! უფრო სწორედ ჩემი! - ენა გამოუყო მეგობრებს რატიმ და კიბეებზე დაეშვა.
-აბა, შეხვედრამდე ლომია. - გაუღიმა ბიჭს და დაემშვიდობა ალფრედი, რომელმაც სიამოვნებით გადახედა მის გვერდით მდგარ მეგობრებს და მათაც ჩამოართვა ხელი. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც.
-ვინ იყო ეს ოთხთვალა? - ჰკითხა გამხიარულებულმა რატიმ, რომელსაც გიორგისთვის გამოედო ხელი, წამლებით გაჭყეპილი და ნახევრად მძინარე სადმე, რომ არ წაქცეულიყო.
-არავინ. ერთი მოსაწყენი ოთხთვალა ტიპი იყო. წამო ჩვენი დაჯავშნილი სასტუმროსაკენ ავიღოთ გეზი. - საბაჟოს გავლის მერე თავის ბარგს დაავლო ხელი და აეროპორტის გასასვლელისკენ დაიძრა. ბიჭებიც უხმოდ მიჰყვნენ.

ბედისწერა (თავი 1)

ახალი ისტორიაც მზად არიიის...
აბა, ხალხო... თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხომ იცით და ტრადიციულად. გელით კომენტარებში.
ვუძღვნი ჩემ ემილის, უმთავრესად.
შემდეგ კი ვუძღვნი სხვა ჩემ ერთგულ მკითხველს, რომელიც გვერდიდან არ მომცილებია..
ისტორია კი ეკუთვნის ემილის. იფ ^_^
როგორც ხედავთ, ესმერალდა უკვე ბავშვს ელის :დდ ლომს მალე ბოკვერი ეყოლებაააა...
ჩემო ესმერალდა...
ახლა ნიუ იორკში უნდა გამოგზაუროთ ცოტა ხნით... იმედი მაქვს მოგზაურობა წარმატებით დასრულდება და ფრენისას თვითმფრინავიდან არ გადახტებით.
მადლობა ყველას!!

№1 სტუმარი nino k.d...

წავიკითხავ და შეგიფასებ (ჩემი რა შეფასება უნდა თვით გიორგის დაწერილს მაგრამ მაინც.) ერთი რაც შევნიშნე, ყოველთვის ვფიქრობდი რომ თუ ოდესმე ისტორიას დავწერდი რატი რატიანი ან რიტა რატიანი უნდა გამომეყვანა და რატი "წამართვი (შენ მე გული მომიკალი wink) ამას აუცილებლად წავიკითხავ დილით (თორე ეხლა უკვე მძინავს) კაი პკ ისე პირველი ისტორია წავიკითხე როგორც დაკპირდი მაგრამ დამავიწყდა დაწერა და ეხლა გეტყვი რომ შენ არავინ გჯობია.

№2  offline წევრი anushka123

აუკარგია !! გააგრძელე და არ მალოდინო ერკე თორეე .... :D:D <3 კარგიი ხარ კარგი !! <3
--------------------
პლანეტა ე.მ

№3  offline წევრი EmyLee

ძალიან თბილი და საინტერესო ისტორიაა გიო,რაღაც ოჯახური დასაწყისი აქვს.ლიკა :დდ რატომ არ წაიყვანა ცოლი თან მაინც ვერ მივხვდი,ფრენა შეიძლება ორსულისთვის.ნიუ იორკი მეც მინდა,იქ განვითარებულ მოვლენებს ველოდდებიი :დდ მოკლედ სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე და გავთბი :* ნიჭიერი ხარ ერკე :*
--------------------
Rain Of Native Girl

№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

nino k.d...
წავიკითხავ და შეგიფასებ (ჩემი რა შეფასება უნდა თვით გიორგის დაწერილს მაგრამ მაინც.) ერთი რაც შევნიშნე, ყოველთვის ვფიქრობდი რომ თუ ოდესმე ისტორიას დავწერდი რატი რატიანი ან რიტა რატიანი უნდა გამომეყვანა და რატი "წამართვი (შენ მე გული მომიკალი wink) ამას აუცილებლად წავიკითხავ დილით (თორე ეხლა უკვე მძინავს) კაი პკ ისე პირველი ისტორია წავიკითხე როგორც დაკპირდი მაგრამ დამავიწყდა დაწერა და ეხლა გეტყვი რომ შენ არავინ გჯობია.

თვიით? wink ჰო თუ თვით :D შემიფასე! მაინტერესებს შენი აზრი, ასე რომ შეფასებას ველიიიი...
ბოდიში სახელის მოპარვისთვის. უცებ მომივიდა ;დ თან როგორც იცი ეს წინა ისტორიიდან არის და არაფერი არ მომიგონია ახლა ;დ
anushka123
აუკარგია !! გააგრძელე და არ მალოდინო ერკე თორეე .... :D:D <3 კარგიი ხარ კარგი !! <3

ლოდინი შეიძლება მოგიწიოთ. არ გამოვრიცხავ no ასე, რომ ცოტა ხნით მომიცადეთ :D wink love
EmyLee
ძალიან თბილი და საინტერესო ისტორიაა გიო,რაღაც ოჯახური დასაწყისი აქვს.ლიკა :დდ რატომ არ წაიყვანა ცოლი თან მაინც ვერ მივხვდი,ფრენა შეიძლება ორსულისთვის.ნიუ იორკი მეც მინდა,იქ განვითარებულ მოვლენებს ველოდდებიი :დდ მოკლედ სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე და გავთბი :* ნიჭიერი ხარ ერკე :*

დიდი დიდი მადლობა love ჰო, ჩემი ლომიას ესმერალდას ლიკა ჰქვია.. ნამდვილად ესმერალდა ხომ არ ერქმეოდა wink სხვა დროს წაიყვანს wink <3 თან მალე მაინც დაბრუნდებიან. როგორც ხედავ არც გიორგის წაუყვანია თავისი ნინო და მარტო ბიჭები წავიდნენ საგულაოდ (ოღონდ არა ქალებში) ლომია არ არის ეგეთი wink უკვე არ არის! :D
შენ კი ჩემი ნიჭიერი მუზა ხარ... შენ რომ არა მე რა მეშველებოდა ჰა? ^_^ love
შენც წაგიყვან ნიუ იორკში. მე ლომიასავით არ მოვიქცევი საყვარელო bully wink love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№5  offline წევრი anushka123

ერკე

ცუდად იქცევი .. რატო უნდა გვალოდინო რა დავაშავეთ???
--------------------
პლანეტა ე.მ

№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე ახლა მე ამის ნერვები მააქვს? შემოვედი მეთქი სრულად დევშ ჩავიკითხავ, ერთ კარგ კომენტარსაც უფეშქაშებთქო და ესაა საქმე? ამია ნერვები მაქვა ახლა მე ამ ხნის ადამიანს გელოდო??? დაწერე. დადე. წავიკითხავ არსად გავრბივარ... არც შენ და ნითუმეტეს მე

№7 სტუმარი natalii

ერკეე,მომეწონა,თან ძალიან <3 <3 სუპერი ხარ,მითხარი რატიანზე უნდა დავწეროო ,მაგრამ მგონია რომ ესმერალდას გაგრძელება უფროა ვიდრე რატიანის ისტორია,რატი ამ თავშიც იმდენადაა გადმოცემული როგორც ესმერალდაში,ვნახოთ მოვლენების განვიითარება <3
პ.ს. ხო მართლა ამ ახალ ისტორიაშიც აგრძელებ ჩემს ეჭვიანობას ხომ ? :დ :დ :დ

№8 სტუმარი ნინო კ.დ.

არ ვაპირებ მე თვითმფრინავიდან გადახტომას :D კარგი იყო ძალიან. შენი ნაწერებიდან ძალიან ბევრ ემოციას ვიღებ. საოცრად კარგად გადმოსცემ ყველაფერს.

№9  offline წევრი EmyLee

EmyLee
ძალიან თბილი და საინტერესო ისტორიაა გიო,რაღაც ოჯახური დასაწყისი აქვს.ლიკა :დდ რატომ არ წაიყვანა ცოლი თან მაინც ვერ მივხვდი,ფრენა შეიძლება ორსულისთვის.ნიუ იორკი მეც მინდა,იქ განვითარებულ მოვლენებს ველოდდებიი :დდ მოკლედ სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე და გავთბი :* ნიჭიერი ხარ ერკე :*

anushka123
ერკე
nino k.d...
წავიკითხავ და შეგიფასებ (ჩემი რა შეფასება უნდა თვით გიორგის დაწერილს მაგრამ მაინც.) ერთი რაც შევნიშნე, ყოველთვის ვფიქრობდი რომ თუ ოდესმე ისტორიას დავწერდი რატი რატიანი ან რიტა რატიანი უნდა გამომეყვანა და რატი "წამართვი (შენ მე გული მომიკალი wink) ამას აუცილებლად წავიკითხავ დილით (თორე ეხლა უკვე მძინავს) კაი პკ ისე პირველი ისტორია წავიკითხე როგორც დაკპირდი მაგრამ დამავიწყდა დაწერა და ეხლა გეტყვი რომ შენ არავინ გჯობია.

თვიით? wink ჰო თუ თვით :D შემიფასე! მაინტერესებს შენი აზრი, ასე რომ შეფასებას ველიიიი...
ბოდიში სახელის მოპარვისთვის. უცებ მომივიდა ;დ თან როგორც იცი ეს წინა ისტორიიდან არის და არაფერი არ მომიგონია ახლა ;დ
anushka123
აუკარგია !! გააგრძელე და არ მალოდინო ერკე თორეე .... :D:D <3 კარგიი ხარ კარგი !! <3

ლოდინი შეიძლება მოგიწიოთ. არ გამოვრიცხავ no ასე, რომ ცოტა ხნით მომიცადეთ :D wink love
EmyLee
ძალიან თბილი და საინტერესო ისტორიაა გიო,რაღაც ოჯახური დასაწყისი აქვს.ლიკა :დდ რატომ არ წაიყვანა ცოლი თან მაინც ვერ მივხვდი,ფრენა შეიძლება ორსულისთვის.ნიუ იორკი მეც მინდა,იქ განვითარებულ მოვლენებს ველოდდებიი :დდ მოკლედ სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე და გავთბი :* ნიჭიერი ხარ ერკე :*

დიდი დიდი მადლობა love ჰო, ჩემი ლომიას ესმერალდას ლიკა ჰქვია.. ნამდვილად ესმერალდა ხომ არ ერქმეოდა wink სხვა დროს წაიყვანს wink <3 თან მალე მაინც დაბრუნდებიან. როგორც ხედავ არც გიორგის წაუყვანია თავისი ნინო და მარტო ბიჭები წავიდნენ საგულაოდ (ოღონდ არა ქალებში) ლომია არ არის ეგეთი wink უკვე არ არის! :D
შენ კი ჩემი ნიჭიერი მუზა ხარ... შენ რომ არა მე რა მეშველებოდა ჰა? ^_^ love
შენც წაგიყვან ნიუ იორკში. მე ლომიასავით არ მოვიქცევი საყვარელო bully wink love

ცუდად იქცევი .. რატო უნდა გვალოდინო რა დავაშავეთ???

ვიცი ლაშ <3 კაი არაუშავს.შემდეგში წაიყვანოს :დ
--------------------
Rain Of Native Girl

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუცილებლად, გპირდები :დ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

natalii
ერკეე,მომეწონა,თან ძალიან <3 <3 სუპერი ხარ,მითხარი რატიანზე უნდა დავწეროო ,მაგრამ მგონია რომ ესმერალდას გაგრძელება უფროა ვიდრე რატიანის ისტორია,რატი ამ თავშიც იმდენადაა გადმოცემული როგორც ესმერალდაში,ვნახოთ მოვლენების განვიითარება <3
პ.ს. ხო მართლა ამ ახალ ისტორიაშიც აგრძელებ ჩემს ეჭვიანობას ხომ ? :დ :დ :დ

ვაგრძელებ ვაგრძელებ ^^
არა, აქ ყველას ისტორიაა. რატიანისაც ლომიასიც და გიორგისიიიც <3
ჰოდა ძალიან მიხარია შენც თუ აგრძელებ...
მიხარია თქვენნაირი მკითხველები.. იფ <3 მიყვარხარ
ნინო კ.დ.
არ ვაპირებ მე თვითმფრინავიდან გადახტომას :D კარგი იყო ძალიან. შენი ნაწერებიდან ძალიან ბევრ ემოციას ვიღებ. საოცრად კარგად გადმოსცემ ყველაფერს.

გადასარევი ამბავია :D მაშ მომყევი <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent