შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (3) ნაწილი (2)


10-01-2016, 17:09
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 048

გიგას ვთხოვე გასულიყო,სუნთქვა მიჭირდა,არ მინდოდა დაენახა,სწაფად გადავკეტე კარები,მანამდე კი სალომეს მივწერე რომ წყალი შემოეტანა
-ნია,გამიღე მე ვარ-რამდენჯერმე დააკაკუნა
ძლივს მივბობღდი კარებთან და გავუღე
-ნია,რა მოგივიდა?ნია გესმის ჩემი? შემომხედე-შემაჯანჯღარა და წყალი დამალევინა,საშინელი ხველა ამიტყდა თავს ვერ ვიმორჩილებდი,ცოტაც და ალბათ გავიგუდებოდი
-უკეთ ვარ,ვსიო მორჩა-ხელი მკლავში მომკიდა და საწოლზე დამსვა,ბოლოჯერ დავახველე და ღრმად ამოვისუნთქე
-კინაღამ გულმა მხია გოგო-შეშინებული თვალებით მიყურებდა სალომე
-ნუ გეშინია არ მოვკვდები-გავუღიმე,არ მინდოდა უარესად შეშინებოდა
წამლები დამალევინა,მალე თეონა და ელენეც შემოვიდნენ,ალეკოზე ლაპარაკით ტვინი გამიბურღეს,საზიზღარი სიტყვებით ლანძღავდნენ.
-ფუ,პროსტა მაგარი არაკაცურად იქცევა რა,რამდენჯერ ჩაიჭრა უკვე შენთან
-კარგი რა თეონა,როდემდე შეიძლება მასზე მელაპარაკოთ? სხვა თემა არაფერი გაქვთ სალაპარაკო? დავიღალე უკვე სულ დანელია,დანელია,კარგით რა!-ხელები მაღლა ავწიე და მობეზრებულმა გადავხედე გოგონებს
-უბრალოდ იმდენად გაოცებული ვარ მაგ ბიჭის საქციელებით თავს ვერ ვიკავებ რა! -არ ცხრებოდა თეონა
-გოგო,იქნებ მართლა რაღაც პრობლემა ჰქონდა და მაგიტომ ვერ იქნებოდა შენთან,ამაზე არ გიფიქრია? იქნებ ამით პირიქით ცუდი აგაცილა
იმხელაზე გამეცინა გაოცებულლებმა შემომხედეს
-კარგი რა ელენე,კარგი რა-სიცილის ვერ ვწყვეტდი
-მე სრულიად ვეთანხმები ნიას,იმდენად დაკნინდა პირადად ჩემს თვალში,რომ აი უკვე აღარც ვიცი ადამიანი ვუწოდო თუ არა,ლადოს მე ნაკლები გავუკეთე? ნაკლებად ვაწამე? თუმცა არც კი უფიქრია უაზრო პრინციპების გამო ჩემი დათმობა და სამაგიეროს გადახდა
-მართალია ეს გოგო-სიცილით გავიშვირე სალომესკენ თითი
-რას შეყუჟულხართ აქ?გამოდით რა ჯოკერი მოვცხოთ-თავი შემოყო ოთახში ლადომ
-ჰო,კარგი გამოვალთ და დაუკაკუნებლად ნუღარ შემოაღებ კარს,იქნებ რას ვაკეთებთ?-გაუჯავრდა სალომე
-და რას უნდა აკეთებდეთ?
-ინებ ტანსაცმელს ვიცვლით ლადო-არ დაუთმო სალომემ
-კარგი ხო ხელი არ გამარტყათ,გელოდებით მალე გამოდით
დაპირებისამებრ მალევე გავედით,გადაწყვიტეს წყვილებში თამაში
-მე არ მინდა-ხელი ავწიე და განვაცხადე ღიმილით
-ოჰ,რატო ვითომ?-სწრაფად მკითხა დანელიამ
-არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან ერთად ვითამაშო-თვალი ჩავუკარი და გავეკრიჭე
-ძაან იკბინები ნიაჩკა-თვალი ჩამიკრა და გამიღიმა
არაფერი ვუპასუხე,ან რაღა უნდა მეთქვა მაინც აზრი არ ჰქონდა,მას ისევ ეგონა რომ მასზე ვგიჟდებოდი და ეს უფრო ათამამებდა,თუმცა უკვე ფეხებზე მეკიდა მისი აზრი.
-კარგი რა ნია არ გაგვიტეხო,ხომ იცი თეონა და ელენე მარხვაზე არიან და ვერ ითამაშებენ გიგა მიდის თავისი ბიძაშვილები უნდა ნახოს დილით ჩამოვიდნენ ეგენიც,მარტო ჩვენ 4 ვრჩებით და ნუ იცი ხოლმე ასე.
-კარგი ოღონდ მე და სალომე ვიქნებით
-კაი ერთი! ჩემს შეყვარებულთან ერთად მე მინდა თამაში-სიცილით გადახედა დანელიას
-მაშინ მე არ ვთამაშობ-მხრები ავიჩეჩე უდარდელად
-ჰო კაი კაი,აუ ეს იმენა რაა ხო ვერაფერზე დაითანხმებ.-ლადო დანებდა და შევუდეით თამაშს
-რაზე ვთამაშობთ?-ეშმაკური მზერა მოგვავლო დანელიამ
-რავი რაზე ვითამაშოთ?-იკითხა სალომემ
-და ისე რო ვითამაშოთ არა?
-ისე რა მუღამი აქვს?-გამომეპასუხა დანელია
-ყველაფერში მუღამს ვერ დაინახავ-ვუკბინე
-ვცდილობ დავინახო-არც ის დამრჩენია ვალში
-წაგებულები ჩვენს შერჩეულ მუსიკაზე იცეკვებენ-დააბრეხვა ლადომ
-ახლა ეს საიდან მოთხარე? შენ და ალეკო პარებში "დამასტერებულები" ხართ,დამუღამებული გაქვთ ერთმანეთის ყველაფერი და იასნა მოგვიგებთ
-ეგ შენს დაქალს უთხარი,იმას არ უნდა დანელიასთან ერთად თამაში-ღიმილით გადმოხედა ლადომ და კარგი აჩეხა
-მტყუანია მერე?-შეტევაზე გადავიდა სალომე
-არ ვიკბინები-არ დანებდა დანელია და გამომხედა
-სულ რომ შუაზე გაიხე მაინც არ ვითამაშებ შენთან ერთად წყვილში-მშვიდი ღიმილით ვუპასუხე
-ისევ ისეთი სწერვა ხარ პირველად რო იყავი
-ჯერ სად ხარ-თვალი ჩავუკარი და ლადომაც დაარიგა როგორც იქნა
როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენ წავაგეთ,ისედაც ვიცოდი რომ წავაგებდით აბა აფერისტ დანელიას და ლადოს ვინმე მოუგებს მითუმეტეს თუ პარებში არიან? სალომე ბრაზისგან ლამის გასკდა
-ჰე,მიდით ახლა წაგებული ჩაგვაბარეთ
-მოიცა,მოიცა ეგ შენი სურვილი იყო,მე ჩემი არ მითქვამს-თქვა ალეკომ
-ეგრე სადაა? თავიდანვე უნდა გეთქვა-უპასუხა სალომემ
-სალო,მიდი შენ ჩემი სურვილი შეასრულე,აკო რამეს მოიფიქრებს ნიასთვის
-აი ზუსტად მაგაზე ვოცნებობ, რომ დანელიას სურვილი შევუსრულო-გადავიხარხარე
-გაფუფლოვდები-არ ჩამომრჩა ალეკო
-შენ დიდი ხანია ჩემს თვალში გაფუფლოვდი და გამოფუფლოვდი კიდეც,აე რომ სულ არ მადარდებს შენს თვალში რა ვიქნები-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში გავედი გოგონებთან. კმაყოფილება შემატყეს სახეზე,მათაც გაეღიმათ
-აი საღოლ! ვამაყობ შენით!-შემომახტა სალომე
-რა ქენი უცეკვე ლადოს?-სიცილით ვკითხეთ
-ვუცეკვე არა ის კიდე, გადავყევი თან-მასაც გაეცინა
-ეგ როგორ?
-მარტივად,ვუთხარი ნია თუ არ ასრულებს მე რა პონტში უნდა შევასრულოთქო და შენც მართალი ხარო და გამომიშვეს
ამაზე ოთხივემ გულიანად ვიცინეთ.
არასოდეს არავის გამწარება არ მიცდია,არასოდეს გაივლია გულში ადამიანზე შურისძიება,ნინო ყოველთვის მასწავლიდა სამაგიეროს გადახდა სიმშვიდეს არასოდეს მოგიტანსო,მეც ყოველთვის ამ პრინციპით ვცხოვრობდი.თქვენ არ იცით რა რთული იყო მის გვერდით ჯდომა და მისი ყურება,გული ისევ ისე მიცემდა როგორც ადრე მისი დანახვისას,თუმცა ამას არ ვიმჩნევდი,საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი მიჭირდა რომ ის ისევ მიყვარდა,მასთან დაბრუნება საკუთარი თავის ღალატი იყო,მე კიდევ ჩემს თავმოყვარეობას არასოდეს ვუღალატებდი,მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს ადამიანი ამად არ ღირდა,თანაც მხოლოდ სიყვარული არ არის მთავარი,ნდობა და პატივისცემა თუ დაიკარგა ფასი აღარ აქვს არაფერს,მე ვერ ვენდობოდი დანელიას,იქნებ უფრო უარესისი გაჩალიჩებას აპირებდა,მაიტომაც სრულიად თავდაცვაზე გადავედი.ალბათ იფიქრებთ სულელია ამ ყველაფრის შემდეგ ისევ როგორ უყვარსო,თუმცა ვინც იცის და გამოცდილი აქვს ნამდვილი სიყვარული გამიგებს. ღამის 12 საათი სრულდებოდა გიგა რომ დაბრუნდა.
-აუ რომელიმემ ჩაი გამიკეთეთ რა,ვკვდები-საცოდავად შემოგვხედა
ოთხივე დავფაცურდით,გიგა საოცრება იყო,ყველას ძალიან გვიყვარდა
-რა დაგემართა?-მივარდა სალომე
-სიცხე გაქვს?-შუბლზე ხელი მიადო თეონამ
-თერმომეტრი მოვიტანო?-ახლა ელენეც მივიდა
-რამდენი კოვზი შაქარი გინდა გიგა?-გამოვძახე სიცილით,ვიცოდი იაფერისტა არც არაფერი სჭირდა უბრალოდ ჩაი უნდოდა
-3 ჩაყარე-საცოდავად ამოიკრუსუნა
დანელია და ლადო ხელებგადაჯვარედინებულები იდგენენ ჯარისკაცებივით ერთმანეთის გვერდიგვერდ და ნწ ნწ ძახილით თავს იქნევდნენ
-მე რომც მოვკვდე ზედ არცერთი შემომხედავს და ამას ნახე რა თავს რროგორ დასტრიალებენ-ნაწყენმა დანელიამ დაიჩივლა
-ყველაფერს დამსახურება უნდა ჩემო ალექსანდრე-თვალი ჩაუკრა გიგამ და ისევ შეწუხებუ სახე მიიღო
-ეს აფერისტი ნახე რა-წამოარტყა დანელიამ
ამასობაში ჩაიც გავუტანე გიგას და მის წინ სავარძელში მოვკალათდი. გემრიალად მოსვა გიგამ ჩემი გაკეთებული შავი ჩაი
-მმმ,საოცრებაა-ნამდვილად გადააჭარბა სრულიად ჩვეულებრივი ჩაი იყო
-მანახე აბა რა არის ასეთი-ჭიქას წვდა დანელია
-გადი იქით,შენ ნიას მოდუღებულ ჩაის როგორ გაგასინჯებ-სიცილით უთხრა თუმცა მერე მაინც დაალევინა
-არ გადაგცდეს-უთხრა ლადომ და მე გადმომხედა
-რა იცი რა ხდება ხო?-ახლა დანელიამ გადმომხედა
მოკლედ რა! იმდენად იდიოტურ როლში იყო გამეცინა კიდეც.
-აუ არ გინდათ რამე კარგ ფილმს ჩავუჯდეთ?-იდეა მოგვაწოდა ელენემ
-ლეპტოპი გქვთ ვინმეს წამოღებული?-იკითხა ლადომ
-თეოს აქვს,თან ტელევოზრზე გადავაერთოთ და დიდ ეკრანზე ვუყურებთ-ხელები გაასავსავა გიგამ
-რამე საშიში ჩავრთოთ გულები რო დაგისკდეთ გოგონებო-ეშმაკურად გადმოგვხედა ლადომ
-აუ არა რა,რამე რომანტიული-კინაღამ ხელებში ჩაგვადნა თეონა ისეთი სახე მიიღო
-რომანტიული არა ის კიდე,ვსიო საშინელებას ვრთავ,არ დააყოვნა ლადომ და მწვანე ჯოჯოხეთი ჩართო,ჯერ ისეთი საშინელი პოსტერი ჰქონდა ფილმს,რომ შემეშინდა.გიგას და ელენეს შუაში ჩავჯექი,თუმცა მერე მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე და ადგომა დავაპირე,თუმცა ელენემ თვალები დამიბრიალა და მისკენ დამქაჩა და დამსვა,გიგას პირის მოძრაობით ბოდიში მოვუხადე მაგრამ დაიკიდეო და ფილმის ყურება დავიწყეთ,ლადომ შუქი გამორთო,ამაზე პანიკა დამემართა მაგრამ არ შევიმჩნიე.ზოგადად მსგავს ფილმებს არ ვუყურებდი,მეშინოდა,მძაფრი რეაციები მქონდა,თუმცა ახლა მარტო არ ვიყავი და ისიც ვიცოდი რომ ეს მხოლოდ ფილმი იყო და არანაირი საერთო არ ჰონდა რეალობასთან. საშინელება კი არა საზიზღრობა უფრო იყო,კინაღამ გული ამერია.
-წავედი მე,ამას როგორ უყურებთ ფუ-ფეხზე წამოვდექი
-ოთახში დაგხვდებიან იცოდე-გამომაჯავრა თავის ჭუაში დანელიამ
-შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე-არც მე დავრჩენილვარ ვალში
-სრული იდიოტიზმია,მეც წავედი-გამომყვა სალომეც
-აუ,მეც მივდივარ თქვენ ხო ნორმალური ფილმის არჩევაც არ იცით-მოკლედ ოთხივენი დასაძინებლად წავედით. დილით ადრე ავდექით მე და სალომე,წამალი უნდა დამელია თორემ ძილს არაფერი მერჩივნა,საუზმე მოვამზადეთ და სუფრა გავშალეთ,ამასობაში დანარჩენებმაც გაიღვიძეს.მეგონა გული დამარტყამდა როცა თეონა ჩემი წამლების პარკით გამოტანტალდა სამზარეულოში,თავლები შუბლზე ამივიდა
-აუ,ნია ამ წამლებში გამაყუჩებელი არ გიდევს? ვეძებე მარა ვერ ვიპოვე მიდი რა იქნებ მომცე რამე თავი მისკდება-პარკი გამომიწოდა,ბავშვებმა გაკვირვებულებმა შემომხედეს,სალომეს გავხედე ფერი არ ედო სახეზე,თეონა ხო ჩერჩეტი იყო და რას გააგებინებდი
-ამ პარკში არ დევს თეო გამაყუჩებლები,წამოდი ჩანთაში მაქვს,ვეცადე არაფერი შემემჩნია,თეონას ღიმილით მოვკიდე ხელი და ოტახში გავიყვანე,დამამაშვიდებელი მივედი და უკან გამოვედით
-ეს ამდენი წამალი შენია?-დაეჭვებულმა მკითხა დანელიამ
-შენ ვინ გეკითხება?-მწარედ ვუპასუხე
-რახან გეკითხები ესეიგი მეკითხება
-ნია,მართლა ამდენი წამალი რად გინდა?-ახლა გიგა აყვა
-რა იყო ანგარიში უნდა გაბაროთ?
-ეს მარტო ნიას წამლები არაა,ჩვენებიც ამ პარკში დევს,ხო აზრზე ხართ რა მაინც წამოვიღეთ რა იცი რა ხდება-უნიჭოდ იცრუა სალომემ და გულში 1000 მადლობა გადავუხადე.
-და ეგეთი იდოტები გგონივართ რო მაგას დავიჯერებთ?-სახეალეწილმა დანელიამ უპასუხა
-აი შენ საერთოდ რატო ერევი? ვინ გეკითხება?-გავმწარდი ვეღარ მოვითმინე
-რეებს მებოდიალები ნია? 1 პარკი სავსე წამლები გიდევს კარადაში და არ უნდ ავიკითხო რა ხდება?-ფეხზე წამოიჭრა
-შენი საქმე არაა გაიგე?!-ხმა ვეღარ გავაკონტროლე და დავუყვირე





__________________________________
მაინტერესებს თქვნი აზრი,სწორად იქცევა თუ არა ნია? <3



№1 სტუმარი eka_eka

Momwons sheni saqcieli <3 dgesve dade ra gtxov <3

 


№2  offline წევრი cancara

მერე მერე რამოხდა მაინტერესებს კაია მალე დადე

სწორედ იქცევა ზუსტადაც მაგრამ ამ წამლებზე ზედმეტი მოსდის მეგობრებს ესე რო ელაპარაკება

 


№3  offline მოდერი Eleniko13

უპს,ძაან იძაბება...
ოღონდ ზედმეტი არ მოუიდეს,ნიაკოს.
დანელიას არასდროს არ შეურიგდეს,მიწა რომ გასკდეს.
ის სიტყვები გაახსენოს,გადამიყვარდიო რომ უთხრა,თუ როგორც იყო.

ძალიან მომწონს,აი ძალიან.
იმედია მალე დადებ.
თუ შეძლებ,თორმეტის მერე რა...
მცირე შეცდომები იყო,მაგრამ წვრილმანი.

წამლებზე კი მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,რომ მართლა არ არის მათი საქმე.
წარმატებები,ნიჭიერო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline მოდერი Anye-Any

მადლობა ბავშვებო,ახალი თავის წერა უკვე დავიწყე და სავარაუდოდ 1 საათში დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent