შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (5)


11-01-2016, 00:48
ავტორი neka
ნანახია 3 501

მოკლედ, ჩემო კარგებო ძალიან საინტერესო თავია, სასიამოვნო ეპიზოდებით. მინდა მეტი მხარდაჭერა ვიგრძნო თქვენგან, რომელიც ვფიქრომ რომ კომენტარებში გამოთქმული აზრით გამოიხატება. სიყვარულით თქვენი ნეკა <3
* * * * * * * *
საბაური იმ დღის მერე შემოხედვასაც ვერ ბედავდა, ასეთი რა უქნეს მიკვირდა, მაგრამ ეგ არც მადარდება, მე დიტოზე მეფიქრებოდა, რას აპირებდა, როდის დავაღწევდი თავს, ზოგჯერ რომ დავფიქრდები იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ იმ საღამოს უნდა მეცეკვა მასთან, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი რომ ასე გადაირეოდა... რომ მცოდნოდა ალბათ გადავაბიჯებდი კიდეც ჩემს პრინციპს... ამაზე ფიქრი არაფერს შეცვლის ვიცი, წარსულს ვერ დავიბრუნებ. გუშინდლის მერე ალბათ თავაძემ ყველაფერი იცოდა ჩემზე, ვინ ვიყავი, ახალ უბანში რას ვაკეთებდი, ვინ მაწუხებდა... ან სულაც არა... არ აინტერესებდა.... ვერაფერი გავიგე.. ერათადერთი შემთხვევა იყო, როცა სწორ დასკვნას ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცოდი, კახი თავაძე სხვანაირად მიყურებდა... სხვანაირად...
მე, მარიშკამ და ნატამ ცოტა გართობა გადავწყვიტეთ, დალევა გვინდოდა, ჩემ საყვარელ ბარში წავედით, ვიცოდი ბევრსაც ვერაფერს გავქაჩავდი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა... გრადუსისთვის ერთი ჭიქაც საკმარისი იყო ჩემთვის.
_ნატა, ნატააა ჩამოაღწეევ? -ვიყვირე
_ჩამოვდივარ -გადმომძახა ფანჯრიდან
მე რატომღაც ქუსლიანები ჩავიცვი, არ იყო საჭირო ისედაც მაღალი ვიყავი, მაგრამ არც ფეხსაცმელი იყო უშველებელი, ისეთი იყო, რომ ცაკვას თავისუფლად შევძლებდი. ნატას ბიჭები გაუფრთხილებია, გასართობად მივდივართ და არ შეგვაწუხოთო. ჩამოვიდა როგორც იქნა, ძალიან საყვარელი იყო. ქერა და მოხდენილი...
ისიც კი არ ვიცოდი კახი სად ცხოვრობდა, თურმე მოპირდაპირე კორპუსში იყო, ქუჩას ზევიდან აკონტროლებდა. ნატამ შენიშნა... ჩვენ წავედითო ხელით ანიშნა, მეც გავიხედე და ვნახე, როგორ ეწეოდა აივანზე სიგარეტს.
_ჭკვიანად -უთხრა ნატას, ჩავჯექით და სწრაფად გავაქანე ჩემი რაში. ვგიჯდებოდი მუსტანგის ხმაზე.
მოკლედ არ ელოდნენ ალბათ რომ დავლევდი, რადგან საჭესთან ვიყავი, 3 ჭიქა სრული ბედნიერებისთვის მეყო.. ნატას ტელეფონი წრიალებდა, ვის ადარდებდა. ბოლოს როგორღაც იყო უპასუხა.
_ხო უტი რა ხდება?
-გოგო თქვენ გაუბერეთ ხო?
_რა იყო ვერ გავიგე?
_აბა, რა დალევა აიტეხეთ ტო, საერთოდ სიარული შეგიძლიათ?
_მე კი და მართას არა -ისეთი ხმით გადაიხარხარა რო შემრცხვა.
_რაა? მართაც სვაამ? მერე მანქანა?
_მაგრა ატარებს, შუმახერია.
ვიცოდი კახიც იქ იქნებოდა, კარგი შესაძლებლობა მომეცა, ნერვიულობით დავხოცავდით ყველას.
_მართა დამალაპარაკე სულელო, ენას ძლივს აბრუნებ
_გისმენ უტი -ვიცინოდი ისე ვამბობდი, ასე ვიცი ხოლმე როცა გრადუსში ვარ უაზროდ მხიარული და ცელქი ვხდები.
_მართა შენც დალიე? -მივხვდი "სპიკერი" ჰქონდა ჩართული
_სულ სამი უტი, მაგრამ კარგად ვარ, ნუ გეშინია მალე მოვალთ -კახიმ რაღაც ჩაილაპარაკა მაგრამ ვერ გავიგე
_ფეხი არ გაადგათ, მოვალთ და წამოგიყვანთ
_არ არსებობს.. როგორც მოვედით ისე წამოვალთ ხო ნატაშ?
_გააფრინეთ ხოო? მართა არ გაბედო საჭესთან ხარ.
მალე მოვიდნენ, კახის მანქანა იყო... შავი BMW... საოცარი
თვალები ჰქონდა მანქანასაც, დაგვინახეს როგორ გამოვჩერჩეტდით. , მე თავს არ ვკარგავდი, მანქანაში ჩაჯდომა მოვასწარი. ამაზე გაგიჟდნენ, კახი მოვიდა..
_მართა რას შვრები, გააფრინეე?
_ცოტათი, სულ ცოტათი, სულ ჭკვიანად ხო არ ვიქნები. - ჩაეღიმა ისე რომ არ უნდოდა შეემჩნია
_სხვა დროს იყოს მართა, ახლა ნასვამი ხარ, გადმოდი.
_სულ ტყუილად ცდილობ კახი, დაიღლები. -ბრაზი შეეტყო, მეც ეგ მინდოდა, მანქანაში ჩაჯდა ბიჭებთან ერთად.
_ნატა სიჩქარის ხო არ გეშინია?
_არა მართუს, მიაწექი გავაგიჟოთ ეს იდიოტები. -მუსიკას აუწია, ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავართვევინე, გაზს დავაწექი...
_არ იჩქარო, ნერვები არ მომიშალო -ყვიროდა უტი, ჩვენ ვიცინოდით. ჩემი მანქანა კახისას გვერდით მივუყენე და თვალი ჩავუკარი
_არ არსებობს, დაიმტვრევი იცოდე, არ გაბედო -დაჟინებით გამაფრთხილა კახიმ
_იმედი გამიცრუე - წარბი ავწიე და შევხედე, ირონიულად გავიცინე. დრო იყო ჩემი საფირმო ტრიუკები მეჩვენებინა, საოცრად გამომდიოდა. გაზს დავაწექი და მანქანა თავისით აცეკვდა
_რას შვრება ბიჭო -ყვიროდა უტი, კახი უკვე ადამიანს არ გავდა, თვითონაც ახლოს მოდიოდა, ნატა სიხარულისგან კისკისებდა.
_ან წინ გაიწიე ან უკან -ვუთხარი კახის, მიხვდა რასაც ვაპირებდი
_მართა იცოდე გავაფრენ და მერე ვერავინ გამაჩერებს, არ გაბედო მეთქი.
წინ გავქანდი და მანქანა ისე დავაბზრიალე თვითონაც მიკვირდა, საოცრად გამომივიდა, ვანახე როგორც უნდა ეტარებინათ
_რა მაგარია მართუს -კიოდა ნატა. საკმარისი იყო, საკმაოდ შევაშინეთ, ზღვარს არ უნდა გადავსულიყავი. კახის მანქანა გვერდით გამისწორდა.
_მეტს აღარ განერვიულებთ , ხელებს ვწევ.
_მეტი რაღა უნდა გააკეთო -მითხრა კახიმ
_დღევანდელი დღე დაიმახსოვრეთ
_არასდროს დამავიწყდება -თქვა ნატამ, შევამჩნიე როგორი გაკვირვებულები იყვნენ, ნასვამ მართას სასწაულები შეძლებიაო ფიქრობდნენ ალბათ.ის უნდა ვაღიარო ერთადერთი კონკურენტი ამ საქმეში ალბათ კახი იქნებოდა, ისიც მაგრად ატარებდა, თუმცა მე მაინც მაგარი ვიყავი. ყველაზე ძლიერი ვიყავი იმ საღამოს, ვერ ვხვდები ასე რა მახარებდა, ალბათ ის რომ თავაძის თვალებში შიში დავინახე, მაგრამ მე ხომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, ტარება ალბათ აკვნიდან ვიცოდი, თუმცა ვაღიარებ ზედმეტი მოგვივიდა. ერთად მოვედით სახლამდე, მანქანა ჩემს ადგილზე დავაყენე და ორივე ჩამოვლასლასდით.
_იცოდეთ ეს დღე არ შეგრჩებათ -თქვა უტიმ
_გამოვისყიდით როგორმე -უთხრა ნატამ -თურმე მანქანაში მუსიკა იყო ჩართული, მე არ მესმოდა სხვას ყველას, კარი ისე დავკეტე არც გამომირთავს. რაღაცნაირად მიყურებდნენ, ვერ მივხვდი
_რამე დავაშავეე? ვიკითხე
_დღეს საკმარისზე მეტი, ფეხზე ძლივს დგახარ და იმდენად ვერაფრს გრძნობ, რომ მუსიკის ხმაც არ გესმის საკუთარ მანქანაში. - მომთხოვნი ტონით მითხრა კახიმ
_მესმის, როგორ არ მესმის -შევიმშვენე- უბრალოდ ჩამოსვლას ვაპირებ და მერე დამეზარება ჩართვა - საშინლად იდიოტური პასუხი იყო, რა მოვბოდე არ ვიცი. ამაზე გულიანად გაიცინა კახიმ.
_კიდე აპირებ სადმე წასვლას? წამოდი წამოდი -ხელი მომკიდა და გამაქანა, უტი ნატას ექაჩავებოდა. ლიფტში ჩავეკვეხეთ სუნთქვა მიჭირდა.
_სუნთქვა მიჭირს -ვთქვი მე
_ცოტაც მოითმინე! -მითხრა კახიმ
ძლივს ამოვედით მეექვსეზე, შეგვასვენეს ორივე, ერთმანეთის გვერდზე მიგვაწვინეს. არაფერი მახსოვს, მარტო ის ვიგრძენი რომ ფეხსაცმელი გამაძრეს, კახი იყო.. ჩვენ საძინებელში დაგვტოვეს, თვითონ სამზარეულოში გავიდნენ. ჩემი ფეთხუმობის ბრალია ყველაფერი, რა დამემართა სამმა ჭიქამ როგორ გამათავა. საწოლიდან გადმოვვარდი, საშინელი ხმები იყო, ორივე შემოვარდა, მარტო სიცილი მესმოდა, ვერაფერ ვგრძნობდი. საწოლზე მეტად ცივი იატაკი მესიამოვნა.
-ასე იცის ზედმეტობამ, ჭკუას გასწავლი - ვინ მასწავლიდა ჭკუას? ისედაც საკმაოდ ჭკვიანი ვიყავი, რა უფლებით მეუბნებოდა. ალბათ ფიქრობდა, რომ არაფერი მესმოდა. ამათრია და ვგრძნობდი სადღაც მივდიოდი, მისაღებში დამასვენა, მთელი ღამე იქ იყო სანამ არ გამეღვიძა, დარაჯად იყო რომ ისევ არ ჩამოვვარდნილიყავი.
მართა ისეთი საოცარი იყო, ბავშვივით ეძინა, მასში ერთდორულად იყო ბავშვობა და ზრდასრულობა, კახი მის წინ მოკალათებული სავარძელში იჯდა და უყურებდა, რა სილამაზე იყო მის წინაშე, ჭკუიდან გადაყავდა ამქვეყბიურ სილამაზეს, ვინ იცის რაზე ფიქრობდა , ფიქრში მაინც დაუშვებდა რამეს? უტი კახის უყურებდა, ჯერ ვერაფერს ჰკითხავდა.
_კახი ჩაი გავიკეთოთ? სანამ ესენი გამოფხიზლდებიან ყველაფერი კაი...
_კი ტო, დავლევ -ისე უთხრა კახიმ, უკან არც კი შეუხედავს, მერე მიხვდა რაღასაც რომ არასწორად, უჩვეულოდ აკეთებდა "არაკახურად", შუბლი მოისრისა და ადგა.
_მართა სად არის, მართააა -ყვიროდა ნატა, ჯერაც გრადუსში იყო
_რა გაყვირებს სულელო, სად იქნება?, ან ვაბშე თუ იცი სად ხარ
_აუ, ახლა არ დაიწყო უტი შენებურები რაა, გერჩივნოს მაგარი ყავა გამიკეთო
_მეტს რამეს ხომ არ დაამატებდით- იკითხა უტიმ
_ორი ყავა, ერთი მე, მაორე მართას
ნატა მისაღებში გამოვიდა და მართას მიეჭრა
_მართუს, მართუს გაიღვიძე -ვიღაცამ ძლიერად შემანჯღრია.
_ნატა სულ გააფრინე შენ ხო, აცალე, ეძინოს, გამოფხიზლდეს -უთხრა უტიმ, კახის ხმა არ ამოუღია უნდოდა მართას გაღვიძება, მისი თვალები ენახა.
_სად ვარ? ნატაშ კარგად ხაარ? - ეს ისე ვთქვი თითქოს დანაშაული ჩამედინოს
_სახლში ვართ გოგო რა დაგემართა, სამმა ჭიქამ ასე როგორ გაგთიშა
თავი ავწიე, მერე წამოვჯექი, კახი კარს იყო მიყრდნობილი და იყურებოდა, ძალიან შემრცხვა, რას იფიქრებდა, ლოთი ყოფილაო, მერე უტიმ ყავა მოიტანა, დავლიეთ მე და ნატაშკამ და ცოტათი გამოვძვერით, ვიცოდი განაჩენის დრო დგებოდა მერჩივნა მე დამეწყო.
_ვიცი ბევრი განერვიულეთ, ბევრი არ დაგვილევია, უცბად მოგვეკიდა სასმელი, ძაანაც ნუ გაბრაზდებით რაა.
_აუ რას უხსნი მართა ამათ ვერ გავივე, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ
ვიცოდი რო ახალი მოსული ვიყავი, არ მქონდა უფლება ჩემ გემოზე მეკეთებინა ყველაფერი, ნატა საბრთხეში ჩამეგდო და ყველაფერი ამერია
_მე კიი ნატაშ, რასაც მინდა მაგას გავაკეთებ, აი შენზე კიდე სხვები ნერვიულობენ
ამ სიტყვებით ის ვთქვი, რომ მათთვის ნატაშკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ნერვიულობდნენ თუ ნერვიულობდნენ, ან ჩემზე რატო უნდა ენერვიულათ, როცა სულ რაღაც ორი კვირის გაცნობილი ვყავდით, მათ ნატაშკაზე ჰქონდათ ძალა, რადგან ნატა მათ სასტავს მიეკუთვნებოდა. ჩემს ნათქვამზე მივხვდი რომ კახის რაღაცამ გაჰკრა გულში, სახეზე ირონიის ღიმილი შეეტყო, ამ სიტყვებით ყველას ის ვუთხარი რომ მე მათ რიგებში არ ვიყავი ჯერჯერობით მაინც. ჩემთან არანაირი ძალა არ ჰქონდათ. ყველა გაჩერდა, აი ჩემი თავისებურობაც, სიტუაცია დავძაბე,ჩემი ხასიათი ვაჩვენე მათ, ის რომ ყველაფერს კარგად ვაანალიზებდი, ნატას თითქოს გაუტყდა ჩემი სიტყვები, მაგრამ მართალი ვიყავი სრულიად !!!
_ყავა კარგი იყო -უტის შევხედე და თვალი ჩავუკარი, მან ახლა სულ სხვა თვალით შემომხედა, თითქოს მითხრა ჩემი და ხარო, სითბო მოდიოდა მისი მზერიდან
_ტარება მაგრად გცოდნია -მითხრა უტიმ
_ხო არა? ბავშვობიდან ვატარებ, წავალ მე ნატაშ, სახლში დავიძინებ -დაღლილმა ვთქვი
_კაი მიდი და დაგირეკავ ან შემოგძახებ
თვალი ჩავუკარი, კახის კარებთან ისე ავუარე, რომ არც კი შემიხედავს, კარები გავაღე და ჩემთან შევედი ბინაში. მაინც კარგი დღე იყო, მაინც ბედნიერი ვიყავი, თუმცა ძაან კი მაინტერესებდა ბიჭები, განსაკუთრებით კი კახი, ვისზე ღელავდა, ფიქრობდა რო საერთოდ ჩემზე? თუ ერთი თავქარიანი გოგო ვიყავი რომელმაც მათი უსაყვარლესი ადამიანი საბრთხეში ჩააგდო, ვგრძნობდი, რომ ამას მალე დავაზუსტებდი.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს მალე დადე

 


№2 სტუმარი Natia

აუუ დზაან მომეწონა მალე დადე ახალი თავი <3

 


№3 სტუმარი Natia

აუუ დზაან მომეწონა მალე დადე ახალი თავი <3

 


№4 სტუმარი ქ.ტ

ძალიან მომეწონა,გააგრძელე,მთელი დღე ველოდები როდის დადებ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent