"ღრმა ამოსუნთქვა" (სრულად)
ისევ აივსო სიბინძურით. ისევ იგრძნო რომ ყელამდე ჭუჭყში იყო ჩაფლული. ვერ იტანდა ხალხს,რომლებიც მომავალ დღეს მუცლების ამოსაღორებლად დაგეშილებივით დადიოდნენ ქუჩაში. მათ შემყურე ხვდებოდა რომ სითხე უკვე ბოლომდე ამოსულიყო და ცოტაც,სულ ცოტაც და სულ ამოიღებდა. მაძღროვნებას ვერ იტანდა! ვერ იტანდა ამ განათებებს.საშინლად აღიზიანდებდა მის თვალებს ეს ჭრელა-ჭრულა ნათურები. ვერ იტანდა ხვალინდელ დღეს. ვერ იტანდა ხალხს. სძულს ახალი წელი და ზოგადად სამყარო. სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა სახლისაკენ.თავჩახრილი ქვემოდან ათვალიერებდა ღორებს და ხვდებოდა,რომ თუ მალე არ გაეცლებოდა აქაურობას ჩაიხრჩობოდა ნაგავში. ძლიერად შეაღო სადარბაზოს კარი და ლიფტი გამოიძახა. ერთი სული ჰქონდა სახლში ასულიყო. აი დადგა მისთვის სანატრელი დროც. საკეტი ბოლოჯერ გადაატრიალა,კარი შეხსნა და აირწინაღიც მოიხსნა სახიდან. სასაცილოა არა?! რაში სჭირდება 21-ე საუკუნეში ადამიანს თბილისის ქუჩებში აირწინაღი. მითუმეტეს გოგოს. მე კი ვფიქრობ რომ სასაცილო სწორედ სხვანი არიან. სწორედ ახლაა საჭირო აირწინაღი.სწორედ ახლა არ უნდა ჩაუშვა ფილტვებში გაღრწნილი ჰაერი. ამის გამო ხშირად იპყრობდა ხალხში ყურადღებას,მაგრამ მას უკვე წელებია არაფერი არ აინტერესებს,არც ხალხი,არც მათი მიშტერებული თვალები,არც მათი ჩურჩული,რომელიც მას ეხება. საერთოდ, უკვე არაფერი აინტერესებს. სახლში შესულმა სწრაფად დაიხადა ფეხზე,მანტო იქვე საკიდზე ჩამოკიდა და სამზარეულოსაკენ წავიდა. სახლში ყველაფერი სიძველის გადმონაშთი იყო. თითქოს ყველაფერი სუფთა,უბოროტო. უმეტესად ხის ნივთები განელაგებია სახლში გოგონას. ქურაზე ჩაიდანი შემოდგა და კარადიდან ფინჯანი და პატარა ქილა გადმოიღო. თავსახური ახადა და სახესთან ახლოს მიიტანა. პიტნა. მთელ სხეულში დაურა სასიამმოვნო არომატმა. ჯერ ფერი დააყენა შემდეგ კი ადუღებულ წყალს,რომელიც უკვე ფინჯანში ჩაესხა ფერიც დაუმატა.ახლა უფრო გამძაფრდა მისი არომატი.სვავდა მხოლოდ ადუღებულ წყალს და პიტნის ნაყენს ერთად გაზავებულს.ეს სხვისთვის,თორემ თავისთვის სწორედ ეს იყო იდეალურობა. ფინჯნით ხელში მიუახლოვდა ფანჯარას და ჭაობისფერი სქელი ფარდები ფრთხილად გადაწია. უკვე ბნელდებოდა თბილისში,მაგრამ ეს წყეული განათებები მაინც არ აძლევდნენ კარგად დაბნელების საშუალებას. უკვე სიბნელესაც კი აკონტროლებენ. ისევ ზიზღით მოავლო ფანჯრიდან თვალი არე-მარეს და სწრაფად ჩამოცილდა ფანჯარას. საძინებლის კარი ჭრიალით შეაღო და საწოლისაკენ წავიდა. ფინჯანი ტუმოზე დადგა და წამოწვა. გულაღმა იწვა გაუნძრევლად. მის გვერდით რომ ყოფლიყავით,ალბათ ეჭვიც კი შეგეპარებოდა ცემდა თუ არა მისი გული. ჭერს მიაპყრო უსიცოცხლო მზერა და ვინ იცის მერემდენეჯერ გადაეშვა ფიქრებში. წყეულ ფიქრებში. ფრაგმენტებად ხედავდა მის მოგონებებს და ნელ-ნელა მისი მთელი სხეული კანკალმა მოიცვა. კვლავ დაეკრუნჩხა სხეული,სუნთქვა შეკრა, ამოუწითლდა გაყინული ნაცრისფერი თვალები და მთელი სახე. სულ რამოდენიმე წამიც და... და მორჩება,მაგრამ ბოლო წამებში კვლავ ღრმა ამოსუნთქვა და სხეული ნელ-ნელა დუნდება. ქუთუთოებს მაგრად აჭერს ერთმანეს. ხელებს ისე მუშტავს რომ საცაა ფრჩხილები მის კანში შეაღწევს და იქედან წითელი სითხე გადმოედინება. კვლავ ღრმა ამოსუნთქვა და გვერდს იცვლის. თვალებს ისევ ხუჭავს და დაძინებას ცდილობს. გამოსდის კიდეც და მალე მისი გონება ითიშება. ისევ სუჩუმე,მარტოობა და ტკივილი. გამთენიისას ისევ ჩაის ფინჯნით ხელში, დეკემბრის ბოლო დღეს თხელი ბრეტელებიანი მაისურის ამარა ფეხშიშველი დგას აივანზე და უყურებს მის თვალწინ როგორ ქრება ნელ-ნელა ბნელი და იშვება ნათელი. ბოლო წამიც და უკვე სრულად თენდება. სწრაფად აქცევს სინათლეს ზურგს და ჩაბნელებულ სახლში ბრუნდება. ფინჯანს ისევ ტუმბოზე დგავს და ფეხშიშველი მიემართება სააბაზანოსაკენ. სარკის წინ მდგომი იშლის წელამდე ჟღალ თმას. ჯერ ერთ,შემდეგ კი მეროე ბრეტელს იწევს მხრებიდან და თხელი ნაჭერი მის ფეხებთან ეცემა. სარკეში აკვირდება მის ანარეკლს. ყველა ძვალი ეტყობა. უყურებს მის ამაყად ამომჯდარ ლავიწებს,აშკარად გამოკვეთილ მენჯის ძვლებს, ნეკნებს, წვრილ ჩამომხმარ ხელებს და,ალბათ მათზე ოდნავ მსხვილ ფეხებს. მისი გაძვალ-ტყავებსი მიუხედავად მკერდი კვლავ მიმზიდველად დარჩენია. ერთხანს ასე თვალმოუშორებლად უყურებდა ამ ყოველივეს,შემდეგ უცებ გამოხსნა პატარა კარადა და იქედან „მაშინკა“ გადმოიღო. წვრილი თითები უცებ აკრა ჩამრთველს და სიჩუმე მისმა გულს გამაწვრილებელმა ხმამ გაფანტა. უემოციოდ მიიტანა მარჯვენა ხელი შუბლთან და ხელის აუკანკალბლად გადაიტარა „მაშინკა“ შუბლიდან კეფამდე. მსუბუქად დაეცა მისი თმა იატაკზე. ამას მოყვა კიდევ ერთი თმის გროვა,შემდეგ კიდევ ერთი და ასე გრძელდებოდა, ბოლოს კი მის ფეხებთან აშკარად ბევრი თმა მოგროვდა. ეს გამაწვრილებელი ხმაც შეწყდა და ახლა უკვე მის „შიშველ“ თავს უყურებდა. თავითაც კი შიშველი იდგა. თმის გროვას გადააბიჯა და წყლის ჭავლის ქვეშ დადგა. ხელი აკრა და უცებ წამოვდა ზემოდან საკმაოდ ცხელი წყალი. დაუნდობლად მოსიწრაფვოდნენ მისი სხეულისაკენ წყლის წვეთები,მაგრამ მათ ის არ იცოდნენ, რომ ამ სხეულს უკვე დიდი ხანია ყოველგვარი შეგრძენბა დაეკარგათ. დიდხანს იდგა წლის ქვეშ გაუნძრევლად. ბოლოს თეთრი პირსახოცი შემოიხვია სხეულზე და სააბაზანოდან გამოვიდა. ტანი შეიმშრალა,თეთრეული მოირგო,თავზე უბრალოდ გადაისვა პირსახოცი და გარდერობის კარი გამოხსნა. ისევ მუქ ფერებში შეიმომსა,შემდეგ კი ქვემოთ დადებული სამგზავრო ზურგჩანთა გადმოიღო და მასში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები ჩაალაგა. ჩანთა კართან დადო და თავად სამზარეულოში შებრუნდა. პიტნის ქილას ხელი დაავლო და კვალვ მისაღებში გაბრუნდა. კაპიშონი თავზე წამოიფარა,ზურგჩანთა მოიკიდა,სახეზე აირწინაღი გაიკეთა და სახლი დატოვა. ლიფტის კარი,როგორც კი გაიღო მაშინვე გავარდა და სადარბაზოს წინ მდგომი მისი მანქანის კარი გამოხსნა. ჩანთა იქვე დადო,შემდეგ კი საჭის მხრიდან მოუარა და ადგილიც დაიკავა. მატორის გახურების მიზნით რამოდენიმე ხანს უძრავად იდგა.უყურებდა ქუჩებში უკვე როგორ ფუოდა ხალხი. დღეს ხომ ახალი წელია. მწარედ ჩაეცინა. იგრძნო იმ წამს თუ როგორ ეცოდებოდა ეს ხალხი,მაგრამ ამავდროულოდ როგორ ძლერი ეზიზღებოდა. უცებ დაძრა ავტომობილი და ახლომდებარე მაღაზიისაკენ აიღო გეზი. პროდუტები იყიდა და კვლავ მანქანაში დაბრუნდა. ისევ დაძრა ავტომობილი,მაგრამ ახლა უკვე გეზი საკმაოდ შორი ადგილისაკენ აიღო. ისევ სიჩუმე,სიმარტოვე და ტკივილი. საღამოს 5 საათი იყო მანქანა ტყის გზას რომ დაადგა. 15 წუთიც და დანიშნულების ადგილი გამომჩნდა. ~ შუაგულ ტყეში ჩავარდნილი ადგილი იყო. ირგვლივ სულ ხეები და კლდეები.საოცრად არაბუნებრივი და ლამაზი ადგილი იყო. ამ ჩაღრმავების ცენტრში კი ძალიან პატარა,მყუდრო და მართლაც ლამაზი სახლი იდგა,რაც მთავარია ამ გარემოსთან ღრმა კავშირში. ამ ყოველივეს დანახვისას მის სახეზე წამიერმა ღიმილმა გადაირბინა. მანქანა სახლის წინ გააჩერა,ძრავა გამორთო და მანქანიდან გადმოვიდა. ერთიანად დაუარა სიხეულში სიცივემ. საბარგულიდან პროდუქტები და ზურგჩანთა გადმოიღო და სახლისაკენ წავიდა. კარი უკვე სიამოვნებით შეხსნა და იგრძნო სულის თავისუფლება. სახლის ყოველი დეტალი მასში ბედნიერებას იწვევდა. ბედნიერბას,რომელიც ასე აკლია მას. სწრაფად შეავლო ხელი ყველაფერს და შემდეგ ბუხრის დანთებას შეუდგა. ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც ყველაფერს სიამოვნებით აკეთებდა და არაფერი ეზარებოდა. მთელი საღამო ბუხრის წინ იჯდა დივანზე,თბილ პლედში გახვეული და უაზროდ უყურებდა მოგიზგიზე ცეცხლს. საათის ისრებმა 12-ს რომ ჩამოკრა ისევ სიჩუმე იყო. აი რატომ უყვარდა აქ ყოფნა განსაკუთრებით. ახლა აქ არც ცა იყო აჭრელებული და არც სალიუტების ხმა ისმოდა,არც ხალხის ჟივილ-ხივილი. აქ ახლა სრული სიჩუმე იყო!... მისით ნასიამოვნებს კი უჩვეულოდ ადრე ჩაეძინა. დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გაეღვიძა. ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და სამზარეულოს კუთხისაკენ აიღო კურსი. ჭიქაში წვენი ჩამოისხა და კარადაზე მიყრდნობილმა ტკბილად გადაუშვა ყელში. მზერა მის პირდაპირ მდებარე პატარა ფანჯარაზე მიეყინა,საიდანაც ამაყად მოჩანდა სითეთრე! სისპეტაკე და სისუფთავე. უჩვეულოდ შეუფრთხიალდა გული და წამიერად გაეღიმა კიდეც. ჭიქა იქვე ჩამოდო და ფანჯარას მიუახლოვდა. სწრაფად გამოხსნა იგი და წმინდა ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში. ყველაფერი სითეთრეს მოეცვა. უზარმაზარი ნაძვები თოვლს გადაეთეთრებინა და მისი ტოტოები დაბლა დაეხარა. მიწას მთლად გადაფარებია თეთრი სუდარა და არსად მოჩანდა მისი ნამდვილი იერი. ცაც კი არ ჩადნდა. იქედან იმხელა ფანტელები ცვიოდა. ჯერ არ უნხავს ასეთი ბარდნა... კარგახანს იყუებოდა ფანჯიდან.ბოლოს ისევ სიცივემ შეაწუხა და ფაჯარას ჩამოშორდა. უკანასკნელი შეშის ნაჭრებით აანთო ბუხარი და სახლიც დაათბო. მცირედით წაიხემსა და გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა და თანაც შეშა მოეტანა. თბილად შეიფუთნა,ცული აიღო და სახლიდან გავიდა. ისე სიამოვნებდა უკვალავ თოვლში სიარული,რომელიც უკვე მუხლადე წვდებოდა და სიარულისას საიამოვნოდ ხრაშა-ხრუშობდა. წამიერად მოუნდა კიდეც გაწოლილიყო ამ თოვლში და ანგელოზები ეკეთებინა. ტყეში უფრო ღრმად შევიდა,რათა გამხმარი ხეები ეპოვა,რომლებსაც შეშად გამოიყენებდა. ბევრი ძებნის შემდეგ ერთ ასეთ ხესაც მიაგნო და ცული მოიმარჯვა. რამდეჯერმე ჩაარტყა და წააქცია კიდეც პატარა ხე. ამ საქმეში უკვე კარგადაც იყო გაწაფული. ბოლო 5 წელია ამ ყოველივეს დამოუკიდებლად აკეთებს. კიდევ ერთხელ დაარყა ცული და თითქოს რაღაც მოესმა. ხელები გაუშეშდა და სმენა დაძაბა. -დამეხმარეთ...- კვლავ გაიგონა მამაკაცის მიმწყდარი ხმა. სასწრაფოდ დააგდო ცული და ხმას მიყვა. ადგილზე გაშეშდა,როდესაც სითეთრეში ჩაფლული მამაკაცი დაინახა,რომელიც სიცივისაგან ერთიანად გათოშილიყო,მის ირგვლივ კი თოვლი სულ მთლად წითლად შეღებილიყო. ანერვიულება დაეტყო,რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და მამაკაცს მიუახლოვდა. მის თავთან ჩაიმუხლა და მაჯაში ჩაავლო გაყინული ხელები. ღრმად ამოისუნთქა,როდესაც მისი პულსი იგრძნო. უცნობმა მცირედ გაახილა თვალები. -დამეხმარეთ.-ამოიხავა მან და თვალები მილულა. უფრო აცახცახდა და შეეშინდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და უცნობის წამოყენებას ეცადა. ვერაფერი გამოუვიდა. მამაკაცი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მას უყურებდა და უცებ თითქოს რაღაც მოაგონდაო. სასწრაფოდ დაბრუნდა მოჭრილ ხესთან,ხელი ღეროში ჩაავლო და კაცის მიმართულებით წაათრია. იქ მისულმა ჯერ ქურთუკი გაიძრო,შემდეგ კი კუბოკრული პერანგი. ქურთუკი ისევე სწრაფად ჩაიცვა,ხოლო პერანგი იქვე თოვლზე მიაგდო. ხე სწრაფად გასხიპა და ტოტები თოვლზე გარკვეული ფორმით დაალაგა,შემდეგ პერანგი დახია და ტოთების შეკვრა დაიწყო. მალე პრიმიტიული „მარხილი“გააკეთა და მამაკცაის გვერდით მიაცურა. მას ჯერ იღლიებში ამოდო ხელები და სხეულის ზედა ნაწილი მარხილზე დაადებინა ,შემდეგ კი ფხებში და ერთიანად მოათავსა მასზე. დაღლილმა ხელები სათავეში ჩაავლო მარხილს და წინ წავიდა. ცოტა გაჭირვებით მაგრამ მაინც მიასრიალებდა უცნობს სახლისაკენ. ვერ ხვდებოდა,რატომ აკეთებდა ამას,რატომ მიყავდა სრულიად უცნობი ადამიანი-თანაც მამაკაცი სახლში,მაგრამ იმას ხვდებოდა რომ ასე ვერ დატოვებდა გასაყინად. მალე გამომჩნდა სახლიც.კარამდე მიიყვანა მარხილით შედეგ კი წვალებით სახლშიც შეათრია. საწოლზე მძლივს აათრია . მხოლოდ ინსტიქტურად მოქმედბდა, უცნობს ჯერ ფეხსაცმელები გახადა,შემდეგ კი ტანსაცმელი,რომელიც ერთიანად იყო სისხლში ამოსვრილი. ახლა შეამჩნია უცნობის მუცლის არეში ღრმა ნაკაწრები,ასევე სახეზე და ხელებზე.უფრო მხეცის ტორების ნაკვლავეს გავდა. ჭრილობები დაუმშავა და თბილი პლედი მიაფარა. ტანსაცმელი სათლში ჩაყარა და ბუხარს მიბრუნდა. შეშები შეუმატა და წყლის გაცხელებაც დაიწყო. უცებ ამორეცხა კიდეც მამაკაცის ტანსაცმელი და იქვე ბუხართან გაკიდა გასაშრობადთავად, ჩაი დააყნა და ფინჯნით ხელში უცნობის წინ დივანზე ფეხმორთხმით მოთავსდა და თვალმოუცილებლად დაუწყო ყურება. იმ დროს არაფერზე ფიქრობდა.საერთოდ არაფერეზე, უბრაოდ იცოდა რომ სწორად მოიქცა. უკვე ღამე იყო,როდესაც პირველად შეირხა,ავადმყოფი. ქალმაც მხედველობა და სმენა დაძაბა. ბიჭმა ჯერ თვალის ქუთუთოები დააშორა ერთმანეთს დ აჭერს მიაპყრო მზერა,შემდეგ კი თავი გვერდით გადმოაბრუნა და პირდაპირ მის დაჟინებულ მზერას წააწყდა. ერთხანს ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს თვალმოუშორებლად. უეცრად ბიჭს ხველა აუტყდა და გოგოც მაშინვე ფეხზე წამოხტა. უცებ დაავლო წყლით სავსე ჭიქას ხელი და ბიჭს თავთან ჩამოუჯდა. ცალი ხელით თავი წამოაწევინა და ტუჩებთან მიუტანა ჭიქა. იგრძნო როგორ ხურდა უცნობი და მაშინვე ნერვიულობა დაეწყო. არ იცოდა რატომ, მაგრამ მასზე ნერვიულობდა.. საჩქაროდ შემოდგა ჩაიდანი ჩაის გასამზადებლად და კვლავ ბიჭთან დაბრუნდა. -გამარჯობა.-ამოილაპარაკა ბიჭმა. გოგომ გაკვირვებულმა შეხედა. მთელ სახეზე დაათვალიერა,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და პასუხიც დაუბრუნა. -გამარჯობა. -აქ შენ მომიყვანე?-კვლავ კითხა ბიჭმა. გოგომ მხოლოდ თავიღა დაუქნია. -მე თორნიკე ვარ-კვალვ არ წყვეტდა საუბარს თორნიკე. ცდილობდა შეუმჩნევლად დაეთვალიერებინა მის წინ მჯდომი. -ანა.-უხალისოდ ამოილაპარაკა ანამ. -მადლობა დახმარებისათვის-კვლავ ანას თვალებს ჩაწვდა და მზერას ჯიუტად არ აშორებდა. -არაფრის-ამოილაპარაკა ანამ და ჩაიდნის სტვენაც გაისმა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულო კუთხისაკენ წავიდა. ჩაიდანი გადმოდგა და ფინჯანში ჩაასხა. გამოცდილებიდან იცის რომ გაციებითვის ლიმნიანი ჩაი უებარია. ამიტომ ბრტყლად დაჭრილი ლიმნის რამოდნეიმე ნაჭერი ფინჯანში ჩაყარა და კარგად მოურია. ფიქრებით უცნობთან იყო და მაინც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. ფინჯნით ხელში კვლავ თორნიკეს წინ ჩამოჯდა. -გამომართვი, სიცხე გაქვს და ვფიქობ ეს გიშველის.-წესივრად არც შეუხედავს ისე იაწოდა ფინჯანი.. თითქოს ერიდებოდა მისთვის მზერის გასწორებას. თორნიკეც ამით სარგებლობდა და კარგად სწავლობდა ანას თოთოეულ ნაკვთს. -მეგონა ამ უკაცრიელ ტყეში ვერავინ მომაგნებდა.-დაილაპარაკა საუბრის წამოწყების მიზნით,მაგრამ ანა ჯიუტად დუმდა.-იცი მე ზემოთ,კურორტზე ვიყავი მეგობრებთან ერთად,შემდეგ ლაშქრობისას ჩამოვრჩი მათ.გზა ამბენდა.უკვე დაღამებული იყო და თანაც თოვა დაიწყო,სიბნელეში გზა ვეღარ გავარჩე, ფეხი ამიცდა და ზემოდან დავგორდი.ბედი ჩემი რომ თოვლი უკვე კარგად იდო მიწაზე,მაგრამ მაინც მქონია ჭრილობები.-სხეულზე დაიხედა თორნიკემ და შემდეგ ისევ ანას ახედა,რომელიც უკვე მას უყურებდა. ანა ისევ დუმდა.თორნიკეს კი ეს სიჩუმე უკვე ნერვებს უშლიდა. სხეული წინ წამოწია და ადგომას შეეცადა -რას აკეთებ?- წარბები შეკრა ანამ. -ვდგები-დაიგრგვინა თორნიკემ. -არ შეიძლება-უარესად იბღვირებოდა ანა. -არ მგონია ძალიან გადარდებდე, სიტყვის ღირსადაც კი არ მთვლი-შეკრული წარბებიდან ამოხედა თორნიკემ . ახლაღა დააკვირდა ანა ბიჭის საოცრად შავ თვალებს. -არ ადგე-მალევე მოეგო გონს ანა და ხელი მარჯვენა ხელზე დაადო. თორნიკემ ჯერ მის ხელს დახედა შემდეგ კი მას შეხედა. უცებ მიიწია მისკენ, მარჯვენა ხელი კეფაზე მოავლო,სახე მისკენ მიაწევინა და ჟინით დააცხრა ანას ბაგეებს. ერთხანს გონს ვერ მოეგო ანა რა ხდებოდა,შემდეგ უცებ კრა ხელი თორნიკეს და მის ბაგეებს ძალით მოწყვიტა. დაჟეჟილმა თავი ვეღარ შეიკავა და უკან გადავარდა,ისე რომ დივნის კუთხეს ზუგი ჩამოარტყა და ტკივილისაგან მწარედ ამოიგმინა. მაშინვე პირზე აიფარა გაოგნებულმა ანამ ხელები და მისახმარებლად დაიხარა. ფრთხილად წაავლო ხელები მკლავში და მისი სხეულის აწევას შეეცადა. როგორც კი საწოლზე კარგად მოაწყო უმალ შეკრა წარბები და თითი ისე ახლოს აუფრიალა თვალბეთან რომ თორნიკეს ეგონა ეს წვრილი თითები პირდაპირი რეისით მის რომელიმე თვალში გაივლიდა. -იცოდე აღარასოდეს გაბედო მოკარება! მადლობელი იყავი რომ იმ ტყეში არ დაგტოვე და მგლებს და ტურებს არ შევაჭმევინე შენი თავი, უმადუო ! გაღრწილო ადამიანო! -დაიგრგვინა ანამ და იგრძნო როგორ ჩაეკეტა წამიერად ფილტვები. მთელ სახეზე წამოწითლდა. უკვე გრძნობდა რომ იხრჩობოდა. მის შემხედვარე თორნიკე მაშინვე წამოიწია და მისი სახე ხელებში მოიქცია. -ღმერთო ანა რა გჭირს.-შეშინებული აცეცებდა თვალებს. -ისუნთექა ანა ისუნთქე-ზურგზე მსუბუქად არტყავდა ხელებს. მალევე ღრმად ამოისუნთქა ანამ და თორნიკეს ხელებში მომწყვდეული აღმოჩნდა. თავი მის მხარზე ქონდა ჩამოდებული და ღრმად სუნთქავდა. ცოტახანში წამოიწია ანა და ბიჭის სახეს შეხედა. -მადლობა.-ამოიჩურჩულა მან და ფეხზე წამოდგა. -რა დაგემართა? -გაჭირვებით წამოდგა თორნიკეც და სამზარეუო კუთხისკენ მიმავალს გახედა. ანამ უცებ გამოცალა წლით სავსე ჭიქა და კარადას მიეყრდნო. უყურებდა მის წინ მდგომ უცნობ მამაკაცს,რომელსაც მხოლოდ ჯინსის მუქიშარვალი ეცვა. მკერდის არეში ანას მიერ შეხვეული ჭრილობები ეტყობოდა შიშველ სხეულზე.ოდნავ მოზრდილი თმა არეოდა და მისი შავი თვლაები იდუმალ მზერას ტყორცნიდნენ ანას. -არაფერია.-დაიჩურჩულა მან,. კიდევ ერთი ჭიკა წყალი დალია და მასზე მოშტერებული ბიჭისაკენ დაიძრა. ბუხარში შეშა შეამატა და დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა. -დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?-გვერდით დაუჯდა თორნიკე. -ნუ ზრუნავ ჩემზე-ბრაზით უთხრა ანამ და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიაჩერდა. - უკვე გვიანია, ჯობია დავიძინოთ.-სიჩუმე ახლა უკვე ანამ დაარღვია და ფეხზე წამოდგა. თორნიკემაც მას ბიბაძა და მითითების მოლოდინში გაიტრუნა. -შენ საწოლზე დაწვები და რაც გეფარა ისევ იმას დაიფარებ-წარბი არ გაუხსნია ანას. -შენ?-ინტერესით შეხედა თორნკემ. -დივანზე დავიძინებ-უემოციოდ გამოაცხადა ანამ და კარადიდან თბილი პლედი გადმოიღო. -მე დავწვები დივანზე- უთხრა თორნიკემ. -მგონი გასაგებად ვთქვი თორნიკე რომ დივანზე დავწვები მე, მეძინება და აღარ შემაწუხო-დაიგრგვინა მან და უცებ გაიხადა ფეხსაცმელი.დივანზე დაწვა,ბალიში ააფუმფულა და პლედი სხეულზე გადაიშალა. ჩუმად უყურებდა თორნიკე მას და რაღაც უნცაური გრძნობა იპყრობდა. უყურებდა თვალებ დახუჭულ ანას და უნებურად ეღიმებოდა. უეცრად ანამ თვალები გაახილა და ბღვერით შეხედა. -დიდხანს უნდა იყურო ასე? ვერ ვიძინე- უდრეკი იყო მისი ხმა. მის სიჯიუტესა და უდრეკობაზე ნერვები მოეშალა თორნიკეს. ერთი ბრაზით შეხედა და საწოლში შეწვა. სიცხიანს მალევე ჩაეძინა. შუაღამისას ისევ იგივე კოშმრისაგან შეწუხებულმა ანამ შეშინებულმა გამოიღვიძა,სულ მთლად კანკალებდა.სახე ხელებში მოიქცია და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ნელ-ნელა ჩააცხრო სხეულის კანკალი.. ფრთხილად გადაიძრო პლედი და ფეხზე წამომდგარმა შარვლის ღილი შეიხსნა. ერთი ამოისუნთქა და თეძოებიდან დაბლა ცაქაჩა ჯინსი. ბოლოს ფეხებიც ამოაძვრინა და ახლა უკვე სვიტერის ბოლოებს ჩაებღაუჭა და სწრაფად გადაიძრო ისიც. ბუხრის წინ იდგა ანა, ბრიუსჰალტერსა და ტრუსში გამოწტობილი. ბუხრის წითელი სინათლე ლამაზად დათამაშებდა მის ზედმეტა გამხდარ სხეულზე. მისი მზერა სადღაც უსასრულობაში იძირებოდა. ვერ მიხვდებოდი რაზე ფიქრობდა და ან საერთოდ რას აკეთებდა. ისევ ღრმა ჩასუნთქვა და პირველი ნაბიჯი გადადგა.მერე მეორე უფრო გამბედავად და აი უკვე შეეხო მისი მუხლები საწოლის რბილ მატერიას. ერთხანს უყურა მძინარე მამაკაცს,ალაბთ კიდევ ფიქრობდა ჩანაფიქრის სისწორეზე,მაგრამ ხელით ფრთხილად გადაწია პლედი და მამაკაცსაც გადახადა. მუხლებით დადგა საწოლზე და თორნიკესკენ დაიხარა. ფრთხილად შეახო თავისი ათრთოლებული ტუჩები თორნიკესას და თვალები მაგრად დახუჭა. ხელები მამაკაცის მკერდზე აათამაშა და კიდევ ერთხელ ეამბორა მის ტუჩებს. მოულოდნელმა შეხებებმა თორნიკე გამოაფხზლა და უცებ გაახილა თვალები. მისი სახის პირდაპირ ანას თეთრი სახე იყო. თვალები დაეხუჭა და ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს. უცებ გააანალიზა,ან ვერც გააანალიზა,მაგრამ თავი შეატოკა და ანას ტუჩებს მოწყდა. ხელები მხრებში ჩაავლო და განცვიფრებულმა დაუწყო ყურება. -კი,მაგრამ ანა, რას აკეთებ?-კითხა გაოცებულმა თორნიკემ. -უბრალოდ მაკოცე-ისევ დაიხარა ანა მისკენ. -ანა ასე არ შემიძლია.- -უბრალოდ გააკეთე შენი გასაკეთებელი გესმის? მე ეს მინდა !- ხმამაღლა განაცხადა მან და კვალვ თორნიკეს ტუჩებისკენ დაიხარა. სურვილისგან გაგიჟებულმა თორნიკემაც შეუშვა მხრებზე ხელები და ახლა უკვე წელზე შემოხვია ისინი.მარტივად მოითავსა საკუთარ სხეულზე და ვნებიანად დაუწყო კოცნა. ზურგზე რამოდენიმეჯერ აუსრიალა მხურვალე ხელები.ფრთხილად შეუხსნა ბრიუსჰალტერის შესაკრავები და ქალის სიმდიდრე ბუხრის სინათლეზე გამოააშკარავა. ვნებით აღსავსე თვალებით უყურებდა. ფრთხილად მოიქცია სავსე მკერდი საკუთარ ხელებში და ახლა უკვე ცხადად შეიგრძნო მისი სისავსე. სახე ოდნავ დახარა და დაუკოცნა გულისპირი ანას,რომელსაც სიამოვნებისაგან თვალები მიელულა და სადღაც უსასრულობაში იყო თავით გადაშვებული. ვერც კი შეამჩნია მამაკაცი როგორ მოექცა მის ზემოდან და ალერსით გართულს როდის შემოაძარცვა უკანასკნელი თეთრეულიც. იმ წუთებში ისინი მხოლოდ უსაზღრო სიამოვნებას გრძნობდნენ. მეტს არავის და არაფერს. ალბათ ეს სწორედ ის მომენტი იყო,როდესაც სამყარო არსებობსა წყვეტს.ქრება ყველა და ყველაფერი. ირგვლივ უსასრულო სიბნელეა,ცენტრში კი,უბრალო ხის საწოლი,რომელიც არსაიდან მოსული ნათებით არის განათებული და რომელზეც მხოლოდ ის ორნი არიან -ვნება აშლილნი. გრძნობენ ერთანეთის სხეულების თითოეულ წერტილს. კმაყოფილდებიან იმ წამით.განიცდიან უსაზღრო სიამოვნებას და არ აინერესებთ რა იქნება ამ ყოველივეს დასრულების შემდეგ. თუმცა... ფიქრობენ კი ისინი დასასრულზე?! რიჟრაჟს ჩიტების ჭიკჭკის მაგიერ მათი „უწესრიგო“ სუნთქვა მოყვა. საწოლის ერთ კიდეზე ცალ გვერდზე ანა იწვა. ცალი ხელი ბალიშის ქვეშ შეეცურებინა მეორე კი, ტუჩებთან მიეტანა და დრო და დრო ნერიულად გაამოძრავებდა თითებს,თითქმის შეუმჩნევლად. მისი თვალები ისევ სადღაც უსასრულობაში იყვნენ ჩაძირულნი. სისხლისფერი თხელი მატერია უფარავდა სხეულის სიშიშვლეს,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც თვალნათლივ ჩანდა მისი სიმდიდრენი. მარცხენა თეძოზე ამაყად მოთავსებულიყო ზედმეტად დაძარღვული ხელი,რომელიც დრო და დრო თითებს ჩაავლებდა კანს,თითქოს რწმუნდებოდა რომ რეალური იყო მის გვერდით მწოლი სხეული. არც თორნიკეს ეძინა. მთელი სხეულით იყო ანა ს აკრული და ცხელ სუნთქვას მის გასაპარსულ თავზე აფრქვევდა. სახლში გამეფებულ სიჩუმეს უკვე აღარც მოგიზგიზე ცეცხლის ბგერები არღვევდა. ფრთხილად შეირხა ანას სხეული.წვრილ თითებში მოიქცია გადასაფარებლის ბოლოები და ადგომისას მის მონად წაიყოლა. საოცრად ლამაზი სანახავი იყო... ხერხემილის ბოლო მალებამდე მისი ღია ზურგი, დაფარული ფეხები და იატაკზე მიმდევი სისხლისფერი ნაჭერი. ვნებამორეულმა თორნიკემ წამით ვერ მოაცილა თვალი ანას,მანამ სანამ კარს არ მიეფარა. ვერ ფარავდა წყალი ანას სხეულის სილამაზეებს. ქალს კისერი ვანის კიდეზე გადაედო და თვალბი მიელულა. ფეხები ერთანეთზე გადაედოდა ზემოთ შემოეწყო. ხელები აქეთ-იქეთ გადაეკიდა. ალბათ საეროთაც ვერ გრძნობდა თუ როგორი ცივი იყო წყალი. არც დროს ადევნებდა თვალს. უბრალოდ წამიერად შეირხა. სხეულს ყველა წყლის ზემოთ გამოფენილი ნაწილი ფრთხილს დაასრიალა ვანის კედლებზე და ერთიანად მოექცა წყლის ქვეშ. საოცრად გააუფერულა მისი თვალები წლის ნაკადმა. ალბათ ,სწორედ ისე როგორც მისი ცხოვრება იყო-უფერული. ეს ღამე იყო ყველაფრის ან არაფრის დასაწყისი. ეს იყო ურთიერთობა,ისეთივე ვერ მისადგომი და ვერ გასაგები,როგორიც ანა. თბილისში დაბრუნების შემდეგ იყო ცვლილება მათ ურთიერთობაში,მაგრამ არა მნიშვნელოვანი. უბრალოდ ისინი აღარ ცხოვრობდნენ ერთად. მოდიოდა მხოლოდ თორნიკე,არასდროს-ანა! მოდიოდა არა ყოველდღე,არამედ გოურკვეველი შუალედებით.ზოგჯერ დღეში ორჯელაც კი. ერთად ყოფნისას? არასდროს საუბრობდნენ. უბრალოდ სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთისგან. ზოგრჯერ წასვლამდე ჩაისაც სვავდნენ ერთად-მდუმარებით ! მამაკაცი არასდროს რჩებოდა მასთან ღამით. შუაღამისას,ჯოგჯერ გამთენიისასაც კი უბრალოდ ჩაუცვამს და წასულა. ანა... ანა საოცრად ვნებიანი,მაგრამ ამავდროულას საოცრად ცივი იყო. ალბათ იქნებოდა მომენტები,როდესაც თორნიკეს უსულოც კი ეგონებოდა მისი სხეული,მუნჯიც და ყრუც. მე-13 თვე იყო მათი „ერთად ყოფნის“ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო,როდესაც თორნიკე შუადღისას მოადგა ქალს. ფანჯრის რაფას იყო მიყრდნობილი,ცალ ხელში სიგარეტი ეკავა და მცირედ დაშორებული ბაგეებიდან კვამლს უშვებდა. თითქოს ამ დროის მანძილზე დაემსგავსა კიდეც ანას. ახლა მის სახეზეც კი ძნელი იყო ემოციის ამოკითხვა. უყურებდა როგორ ზანტად ამზადებდა უკვე სრულიად შესწავლილი და „დაპყრობილი“ სხეული კვლავ ჩაის. უყურებდა და თითქოს ვერაფერს,ან შეიძება ყველაფერსაც კი გრძნობდა. დივანზე ისხდნენ. ანას კალთაში ედო თორნიკეს თავი და მის სახეს ქვემოდან უყურებდა. ალაბთ გაუცნობიერებლად შეაცურა ანამ მის თმაში თითები და ზანტად დაიწყო მათი მოძრაობა. საოცარი გრძნობა დაეუფლა თორნიკეს... ნელ-ნელა დახურა კიდეც დარაბები და ახლა უკვე სახით იყო ანას მუცლისაკენ. ფრთხილად შემოხვია ხელები მის წელს. ცხვირი გაუხახუნა მუცელს. ფრთხილად დაიწყო მისი მაისურის ზემოთ აქაჩვა და შიშველ ადგილებში ცხელი კოცნის დატოვება. ნელა გადახარა ანამ თავი და თვალდახუჭულმა გაურკვეელი ბგერები წამოისროლა. სრული სიბნელე იყო ოთახში. კვლავ კაცის მარწუხებშ მოქცეულის ნატიფი სხეული და კვლავ გახშირებული სუნთქვა. -მინდა შევიგრძნო შენი თმის სურნელი,მოვისმინო მისი შრიალი და თვალი ვადევნო მის ყოველ შერხევას-ამოიჩურულა თორნიკემ და კვლავ ანას ცარიელებით აღსავსე თავს მიაკრო ტუჩები. არაფერი უთქვამს ანას. ალბათ სწორედ ამ კვლავ სიჩუმემ ჩაწყიტა ან თუნდაც გაკაწრა თორნიკეს რაღაც. ქალს ხელები მოაშორა და საწოლის მეორე კიდეს მიიწია. ერთხანს უყურა უსასრულო სიბნელეს,ბოლოს ალბათ,ხელი ჩაიქნია და დაღლილი გადაეშვა ძილში. საკამოდ გვიანი იყო. ანას საოცარი შეგრძნება დაეუფლა ძილში. გრძნობდა მის კისერზე მძლავრად შემოჭერილ ათივე თითს. გრძნობდა როგორ იგუდებოდა ნელ-ნელა. ყელზე ჩაბღაუჯებული თითებს თითქოს უკვე კანს ქვეშ გრძნობდა. მთელი სხეული აუცახცახდა. კვლავ კრუნჩხვები დაეწყო. უკვე ფართოდ გახელილი თვლაებით ისევ და ისევ უსასრულობაში იკარგებოდა. ისევ ბოლო წამი. მხოლოდ ღრმა ამოსუნთქვის საჭიროება. ზემოთ აზიდული მისი სხეული და სახეზე მოულოდნელად შერჩენილი ღიმილი. ისევ ისეთივე დილა დაიწყო. პირველი შემთხვევა იყო,როდესაც თონიკე ანასთან ერთად იღვიძებდა ამ სახლში. ისევ ახსოვდა გუშინდელი იმედგაცრუება,მაგრამ მაინც საოცრად სწყუროდა ქალის ბაგენი. ჩაეღიმა გადაბრუნებულს კვლავ საწოლში რომ დახვდა ანა. გაუხარდა კიდეც მძინარეს რომ მიასწრო. ჩუმად მიუახლოვდა და მის კისერში ჩაფლო სახე. ზუსტად მფეთქავ არტერიას მიაკრო ტუჩუები და ეამბორა. სწორედ ამ ამბორმა გაყიდა ანა. ეს ამბორი უკვე აღარ ეკუთნოდა მფეთქავ არტერიას. მან გაყიდა ანა თორემ,მისი სხეულის სიცივეს,ისევე,როგორც სულისას მიჩვეული იყო თორნიკე. შეკრთა. არ მოეულოდა. მან ხომ სწორედ გასულ ღამეს გაანდრო სურვილი თვისი. რომ უნდოდა იქამდე ყოფილიყო ამ ქალის გვერდით სანამ არ შეიგრძნობდა, არ დაინახავდა მის თმას. ეს იქამდე ხომ-არასდროსი იყო. ხომ იცოდა რომ ყოველ დღე დაათარეშებდა ანა „მაშინკას“ თავზე? იცოდა და ზუსტად აი იმ იქამდე უნდოდა მასთან ყოფნა. სიგიჟეა არა?! გეთანხმებით,მაგრამ შეიძლება არც კი გეთანხმებით. ვერ გამიგებთ ,ალბათ ისე როგორც ანა იყო გაუგებარი. მაინც დაუტოვა სანუკვარი საჩუქარი. მაინც არ დატოვა ისე. ნათლად ხედავდა მის სახეზე აქამდე უცნობ გამომეტყველებას-ღიმილს. არც თავად იცის რატომ. უბრალოდ სამი დღის მანძილზე დარაჯობდა მის უსულო სხეულს,სახიდან ღიმილ მოუშორებელს. ელოდებოდა რომ ღია კარში ვინმე მაინც შემოაბიჯებდა და მის თვალებში დაინახავდა გულის ტკივილს-ანათი ტკივილს,მაგრამ უშედეგოდ. არც ის იცის რატომ ეტკინა ანას ეს სიმარტოვე ძალიან,რატომ გადაიწვინა ხელებზე და სისხლისფერ კაბაში გამოწყობილი სხეული რატომ მოათავსა ავტომობილში. რატომ დაადგა ცრემლით აღვსილი სწორედ იმ გზას საიდანაც ერთად მოვიდნენ. რატომ გათხარა „მათი სახლის“ გვერდით აბიბინებული მიწა. რაც უფრო ღრმად ჩადიოდა რატომ მატულობდა მის გულში ტკივილი. მის ჩასასვენებელთან მუხლებზე დამხობილიყო. ერთიანად მიწაში ამოსვრლი ხელის კანკალით უსწორებდა სისხლისფერ კაბას. გაახსენდა იმ დილით როგორ აღიარა გულში რომ ანას შიშველ სხეულს საოცრად უხდებოდა ის სისხლისფერი მატერია. უყურებდა კვლავ ამაყად ამომჯდარ ლავიწებს, ისე შიშველ თავს. იცით რა იყო უცნაური?! მისი სახე. მას ისევ საგულდაგულოდ შემოენახა ქალის უკანასკნელი ღიმილი. ალბათ გაუაზრებლად,ან სრულიად გააზრებულად პირველად და უკანასკენლას შეეხო ქალის გაღიმებულ ბაგეებს და ჩასასვენებელს თავი დაახურა. დიდი სიფრთხილიდ ჩაუშვა თავისსავე გათხრლ მიწაში და თავისივე ხელით დააყარა მიწა. ალბათ ტკიოდა კიდეც ყოველი პეშვი. ალბათ ენანებოდა კიდეც აქ სამუდამოდ დასატოვებლად. ალბათ იყო გრძნობაც. მაგრამ ვერ გეტყვით რა იყო ეს. ალბათ სიყვარულიც. ალბათ მიჩვევაც. ალბათ მყუდროებაც. ვერ გეტყვით რომ მერე იყო უძილო ღამეები. ტირილში დათენებები. შავით შემოსვა,ლოთობა, ნარკომანობა, მუდამ მარტოობა. ანას საფლაზე სიარული,ყვავილების მიტანა. არა. ალბათ მერე იყო უბრალოება და უფერულობა,ისეთი,როგორიც ანას თვალები იყო. და მაინც რამ დასვა წერტილი? ღრმა ამოსუნთქვამ ! ------- იმდენი ხანია ვწერ... ალბათ ვინ მიცნობთ ისტორიებით მაინც მიხვდებით რომ ეს სულ სხვა იყო. არასდროს შევხებივარ ინტიმურ სცენებს ღრმად და იმედია ძალიან შრალიც არ გამოვიდა. არც კი ვიცი რა გამოვიდა. უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა რაიმე ასეთი და აი ისიც. ძალიან მომენატრეთ. მუდამ თქვენი ელი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.