შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Stockholm syndrome #2


11-01-2016, 03:24
ავტორი madamfiso
ნანახია 2 180

თავი მეორე

მირზასთვის სიცოცხლე გამოცლილი არსებები უცხო არ იყო, თუმცა მიჩვევა მათგან გამოწვეულ სევდას არ აქრობდა. გადაწყვიტა რამდენიმე დღე დაესვენა და დრო საყვარელ ქალიშვილთან გაეტარებინა. სურდა ეცადა მაინც მისთვის ღიმილის პატარა ნამცეცი მაინც დაებრუნებინა.

გოგონას ოთახში შევიდა:

-ლილი , საყვარელო არ გინდა გავისეირნოთ? -თან თვალის თვალში გაყრას თავს არიდებდა,-გარეთ კარგი ამინდია…

-მაპატიე მამა, ადგომა არ შემიძლია…-ისე უპასუხა თავიც არ აუწევია მოხლებიდან, სადაც ფურცლები ელაგა და რაღაცებს ხატავდა.

-ვიცი, მაგრამ ეს აუცილებელი არაა…

-არის…-აგრძელებდა გოგონა ხატვას.

-გთხოვ…

-არა…-წაიჩურჩულა გოგონამ. იმედგაცრუებული მამაკაცი კარისაკენ გაბრუნდა. უკვე ურდულის ჩამოწევას აპირებდა როდესაც საყვარელი ქალიშვილის ხმა კიდევ ერთხელ ჩაეღვარა ყურებში.

-თუ სასეირნოდ წამოვალ აღარ იქნები ლოთი?- გოგონას მზერა ფურცლებს მოსწყვეტოდა და მამის თვალებს უჭვრეტდა.

-გპირდები…-უთხრა კაცმა გოგონას, მისი ეტლის წინ ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა…

***

მართლაც, არაჩვეულებრივი ამინდი იყო…

არც ციოდა.

არც ცხელოდა.

არც წვიმდა.

არც თოვდა.

უბრალოდ სასიამოვნოდ ეხამებოდა სითბო და სიგრილე ერთმანეთს. ამბობენ, ოქროს შუალედი არსებობსო…

ეს სწორედ ის შემთხვევა იყო.

გოგონას ცხოველები უყვარდა. მამამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ ზოოპარკში წაიყვანა. კაცს კარგად ახსოვდა, როგორი აღტაცებული იყო ლილი , როდესაც ბოლოს ერთად იყვნენ ზოოპარკში. სურდა, ახლაც გაებრწყინა მის სახეზე მაშინდელი აღტაცების მსგავს თუნდაც პატარა ნაპერწკალს. მაგრამ გოგონა მხოლოდ ნაძალადევად იღიმოდა ვოლიერებთან.

მირზა თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს მხოლოდ პირველი გასვლა იყო სახლის ზღურბლს მიღმა, მას შემდეგ რაც…

რაც…

რაც გოგონა აღარ იღიმოდა!

ისინი სხვა დროსაც გაისეირნებენ ხოლმე…

წავლენ დელფინარიუმში…

ცირკში…

კინოში…

თეატრში…

ყველგან…

პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და აღარ მისცემდა უფლებას საკუთარ თავს, რომ საყვარელ შვილთან ისევ გაუცხოებულიყო!

შინ რომ დაბრუნდნენ, კართან ბებია შეეგებათ. სახლში კი მისი საფირმო ღვეზელის სურნელი ტრიალებდა.

-როგორ მოგეწონა გასეირნება?-ჰკითხა ბებიამ გოგონას, თან მაგიდას შლიდა.

-ძალიან…

-ალბათ დაიღალეთ და მოგშივდათ, ღვეზელები გამოგიცხვეთ…

-მე და მამამ კაფეში შევიარეთ, არ გვშია…-გაიღიმა გოგონამ. ბებიას სულ ცოტა დააკლდა რომ ბოლო ხმაზე არ აქვითინებულიყო. ეს არ იყო ლილის ძველებური, სიცოცხლით სავსე ღიმილი, მაგრამ ამასაც მონატრებული ქალი, თავს ბუმბუმზე მჩატედ გრძნობდა.

-კაფეში ჩემნაირ ღვეზელებს არ აცხობენ… -გაუღიმა ბებიამ, თან ცდილობდა თვალები არ დაეხამხამებინა, რომ მასში ჩაგროვილი ცრემლები არ დაეღცარა.

-იცი რა? მგონი ბებია მართალს ამბობს…-თვალი ჩაუკრა მამამ გოგონას და მაგიდას მიუჯდა…

გოგონამ კიდევ ერთხელ გაიღიმა და მაგიდასთან მიგორდა.

ეს კიდევ ერთი პროგრესი იყო. “იმ ამბის ” შემდეგ გოგონა პირველად ვახშმობდა ოჯახის წევრებთან ერთად.

ის თავის ოთახს გასცდა.

***

მირზას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ახლა მხოლოდ იმას ნანობდა, რომ აქამდე არ უთხოვია ქალიშვილისთვის სადმე გასეირნება.

რამდენიმე დღე სხვადასხვა ადგილებში დადიოდნენ.

საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად ვახშმობდა.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ განიცადა ოჯახმა, როდესაც საუზმის დროს ლილი შეგორდა სამზარეულოში:

-შეიძლება თქვენთან ერთად ვისაუზმო?

-რა თქმა უნდა საყვარელო,-უპასუხა ბებიამ და სწრაფად დაუდო წინ გოგონას საყვარელი ფინჯნით ჩაი.

-მამა დღეს მუშაობ?

-ჰო საყვარელო, უფროსმა დამირეკა. ბევრი დასვენება აზარმაცებსო…-გაიღიმა კაცმა.

-არაუშავს…-თქვა გოგონამ სევდიანი ღიმლით.

საუზმობა რომ დაამთავრეს მირზამ გოგონას აკოცა და სახლიდან გავიდა. ბებია მაგიდას ალაგებდა. უცებ ლილიმ რაღაც წაიბურდღუნა:

-ბებია, არ შეიძლება მე და შენ რომ გავისეირნოთ სადმე?-ქალმა სიხარულისაგან ცრემლები ვეღარ შეიკავა და შვილიშვილი გულში ჩაიკრა.

-რა თქმა უნდა შეიძლება…
გაგრძელება იქნება…



№1  offline წევრი madamfiso

nini5852
Kargiaa. Tavebii gazardee cotaa raa gtxoov

კარგი შევეცდები :)
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№2  offline წევრი keke11

მე რომ შენ უზომოდ შემიყვარდი უკვე შენ ეს კარგად იცი <3 ^_^ დამაინტრიგე ცოტა <3 ^_^ჩემი აზრები მქვს ვნახოთ თუ დაემთხვევა აბა ^___^ ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ <3 love

 


№3  offline წევრი madamfiso

keke11
მე რომ შენ უზომოდ შემიყვარდი უკვე შენ ეს კარგად იცი <3 ^_^ დამაინტრიგე ცოტა <3 ^_^ჩემი აზრები მქვს ვნახოთ თუ დაემთხვევა აბა ^___^ ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ <3 love

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3
გამოცდები დამეწყო და ვეღარ ვასწრებ ამის ბეჭდვას....
შევეცდები გამოვნახო შიგადაშიგ დრო :(
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№4  offline წევრი keke11

madamfiso
keke11
მე რომ შენ უზომოდ შემიყვარდი უკვე შენ ეს კარგად იცი <3 ^_^ დამაინტრიგე ცოტა <3 ^_^ჩემი აზრები მქვს ვნახოთ თუ დაემთხვევა აბა ^___^ ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ <3 love

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3
გამოცდები დამეწყო და ვეღარ ვასწრებ ამის ბეჭდვას....
შევეცდები გამოვნახო შიგადაშიგ დრო :(

კარგი ჩემი მადამ ფისო <3

 


№5  offline წევრი zak

გთხოვ,შეეცადე რომ მალ-მალე დადო ხოლმე კარგი?მე შენი ჩანახატებიც ძალიან მომწონდა,ამ და სხვა საიტზეც მაქვს ნანახი,არაჩვეულებრივად რომ წერ ეგ უდავოა,მაგრამ გემუდარები თავები გაზარდე რაა,ველი მოუთენლად,წარმატებები love love

 


№6  offline წევრი madamfiso

zak
გთხოვ,შეეცადე რომ მალ-მალე დადო ხოლმე კარგი?მე შენი ჩანახატებიც ძალიან მომწონდა,ამ და სხვა საიტზეც მაქვს ნანახი,არაჩვეულებრივად რომ წერ ეგ უდავოა,მაგრამ გემუდარები თავები გაზარდე რაა,ველი მოუთენლად,წარმატებები love love

გაიხარე, დიდი მადლობა...
შევეცდები :*
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent