შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა,რომელიც შენკენ მოდის (თავი 2)


11-01-2016, 16:11
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 631

იმ საღამოს ყველაფერი აირია,ჩემი პატარა და,რომელიც ჩემთან ერთად გადადიოდა ქუჩაზე,თითქმის უძრავ მანქანას მიასკდა..ბავშვი წაიქცა,სახე შეძრწუნებული ჰქონდა,ფეხსაცმელი გაძვრომოდა და სისხლი სდიოდა.
-კეტი არ უნდა ჩაეცვა..-მომესმა უცნობი ქალის ხმა.
უკან ვიდექი გაშტერებული და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.იმ მომენტში აზროვნებაც კი არ შემეძლო.
-დავეხმარები..-გამოჩნდა ვიღაც მამაკაცი,რომელიც ჩანთას ძირს აფორთებდა.
-არა...ხელი არ ახლო..არ შეიძლება..-მისკენ წავედი და ფერდაკარგული ჩემი დის წინ ჩავიმუხლე.
-სალომე,არ იტირო..ყველაფერი კარგად იქნება!-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.არ მინდოდა,რომ ისედაც შეშინებული ბავშვი უფრო შემეშინებინა.სალომე მეორე კლასელია,თუმცა ჩემთვის მაინც პატარა აღუა.
-დედა მოვა?-მხოლოდ ეს იკითხა დ ათვალები დახუჭა.
-ჰო,ჰო..რა თქმა უნდა..ვინმემ სასწრაფოს დაურეკოს-ფეხზე წამოვდექი და გვერდით მდგარ ქალს მივაშტერდი.მანქანია მძღოლი კიდევ ვერ შემემჩნია.ის კუთხეში იდგა და თავჩაღუნული ვიღაცას ურეკავდა.ეტყობოდა,რომ დაბნეული იყო და ხნის ამოღებას ვერ ბედავდა.
-თქვენ მიეჯახეთ არა? თვალები სად გქონდათ?
-მანქანა დაძრული მქონდა,ის კი..ვერ შევამჩნიე..
-ასეთი პატარაა?-შეტევაზე გადავედი,მაგრამ ვერ ვიოკებდი ბრაზს.
-უკაცრავად..დაგეხმარებით,როგორც შემიძლია.კაპიუშონიანი ბიჭი უშნოდ იდგა,ეტყობოდა,რომ ჩემთვის თვალის გასწორება არ უნდოდა.მის ხმაში სირცხვილის პიკი იგრძნობოდა.
-უბრალოდ არ ვიცი რუსიკოს რა ვუთხრა..ის ჩემთან ერთად იყო...ახლა კი..-დამნაშავესავით დავიწყე.
-დაწყნარდი,შენთან ვიქნები..-ბიჭი გვერდში ამომიდგა,მაგრამ ხელით არ შემხებია.
-მალე მოვლენ?-ვიკითხე პაუზის შემდეგ.
-ჰო,აი,მოდიან.
მძღოლიც გამოგვყვასაავადმყოფოში.სალომე გასასინჯად შეიყვანეს,მე კი მოსაცდელში ვიჯექი და თითებს ვიმტვრევდი,მძულდა ცხოვრება და ის მომენტიც,როცა ეს მოხდა..
-ფეხი მოტყდა,ალბათ..-ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა.
-დედაჩემს უნდა დავურეკო..-შეშინებულმა ვთქვი და ტელეფონი ამოვიღე.
-არ დაგირეკავს?
-არა..-ძალები მოვიკრიბე და რუსიკოს შევაპარე ამბავი.სიმართლე ვუთხარი,ის პირდაპირი ქალია და საქმის გაჭიანურება არ უყვარს.დედაჩემი ასეთი ცივი და უხეში,ალბათ,იმიტომაა,რომ მეუღლე ადრეულს ასაკში დაკარგა.მხოლოდ თერთმეტის ვიყავი,როცა მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა.
-ჩემი ბრალია..-ვთქვი ისე,რომ გვერდით არ გამიხედავს.
-სულაც არა..მისმინე,დაწყნარდი..დედაშენს მე დაველაპარაკები..
-არ ვიცი...სალომე მეცოდება..ის ხომ ასეთი პატარა და ასეთი ენერგიულია...სიცოცხლით სავსეა..საწოლში ვერ გაძლებს..
-მისმინე..ბევრი რამ ხდება ისე..უბრალოდ ზოგჯერ ისეთი რამეები ხდება,რაც არავის ბრალი არაა.
-არ ვიცი რა ვიფიქრო..
ამ დროს ექიმიც შემოვიდა,ჩვენკენ წამოვიდა..
-თაბაშირში ჩავუსვამთ და..
-ანუ მოტეხილობაა?-სახეზე ხელები ავიფარე,ფეხზე წამოვდექი და შემდეგ ისევ სკამზე დავკექი,უფრო სწორედ,დავენარცხე.
ნახევარი საათ განუძრევლად ვიჯექი,ხმას არ ვიღებდი დაკედლებს ვაშტერდებოდი..ათასი რამის თქმა შეეძლო მათ,თუმცა არ ვუსმენდი...ცოტა ხანში რუსიკოც მოვიდა,შეძრწუნებული ჩანდა ქალი..
-ვწუხვარ..-მისკენ წავედი..წინ მივიწევდი,მაგრამ მუხლები მეკეცებოდა...
-მეც ვწუხვარ..-კაპიუშონიანი ბიჭი გვერდში ამომიდგა და ხელი მხარზე დამადო.
-რა მოხდა?-რუსიკომ თავი მოთოკა და იკითხა.
-აგიხსნით-ბიჭი დედაჩემს გვერდით მიუდგა,მე კი დავტოვე და მეორე მხარეს გავედი,თუმცა მალევე რუსიკოს კივილმა გამომაფხიზლა.
-რა მოხდა?-გავკვირვებული წავედი მისკენ.
-ის გუგაა...ჩემი მაგისტრი...ის გუგაა..-იმეორებდა გაგიჟებული ქალი.
-კაპიუშონი ეკეთა და..-თავის მართლება ვცადე.
-არაა საჭირო,თიკო..-დედაჩემმა მტკიცედ მითხრა.
-წადი აქედან,ვერ აგიტან აქ.
-მე დახმარება მინდა...შემიძლია ხარჯები დავფარო.
-დაზღვევა მაქვს ისეთი,რომ შენც არც კი დაგესიზმრება..-ამაყად თქვა რუსიკომ და ბიჭს კიბეებისკენ ანიშნა,წადიო.

მთელი ღამე თეთრად გავათენე.სალომეს სტკიოდა,თაბაშირს ვერ გუობდა...ტიროდა..რუსიკოს საშინლად იყო და ყველასა და ყველაფერს სწყევლიდა..დედა ხომ მაინც ყველაფერს მუქად აღიქვამს..წარმოუდგენელია,თუ რამხელა ტკივილს გრძნობდა იგი იმ წამებში..
-სალომე ჩემო გოგო...-ქალი ცრემლებს ძლივს იკავებდა.
-რუსიკო...სალომე..-ჩამოხლული ვიყავი და ხელს ხელზე ვუჭერდი დედაჩემს.
ძლივს გათენდა,ძლივს შემოანათა მზემ პალატარაში...ფარდა გადავსწიე და გარეთ გავიხედე..მზის სხივები შემოდიოდა,იმისდა მიუხედავად,რომ ზამთარი იყო...
-როგორ ხარ,სალომე?-პალატაში ექთანი შემოვიდა.
-უკეთაა-დედაჩემი ფეხზე წამოდგა და დაღლილი სახით შეხედა შემოსულს.

-როგორ ხარ,თიკო?-დეა გადამეხვია.
-საშინლად...
-წამო,დაბლა ვისაუზმოთ და..
-კარგი..-დედაჩემს გავხედე და დეას გავყევი.

-მისი მაგისტრი იყო გუგა...ჩემი და მიდიოდა და..-შეძრწუნებული ვუყვებოდი დეას..
-დამშვიდდი...

ცხოვრება ხშირად ბედის ირონიად გვევლინება..მუდამ გვახსენებს თავს და ერთი მოდუნებაც საკმარისია,რომ გაგანადგუროს,თუმცა მსგავსი სიძნელეები უფრო ძლიერებს გვხდის და გვახსენებს,რომ მას უნდა ვებრძოლოთ...
სალომე მალე გამოწერეს,თავის ოთახში დავაწვინეთ,ისეთი საყვარელი და უმწეო იყო,რომ სულ ტირილი მინდებოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი,სულ რომ არაფერი,მალე ფეხზე დადგებოდა.მნახველები მოდიოდნენ მასთან და სახლს სიმშვიდე სულ დაემარკა,თავის გიჟ მეგობრებს ურეკავდა და მოჰყავდა.

ერთი კვირა საშინლად მოსაწყენად გავიდა..სულ ის დღე მახსენდებოდა და კოშმარებშც კი მესმოდა სალომეს ხმა..ასევე გუგასაც ვხედავდი..ვხედავდი,რომ მამხნევებდა და მხარს მიჭერდა.მასზე არ ვბრაზობდი,ეს შემთხვევით მოხდა.
იმ დღეს დედაჩემის ხმა მომესმა,ვიღაცას ხმამაღლა ესაუბრებოდა ტელეფონზე,სახე დაძაბული ჰქონდა,ხელები უკანკალებდა,ისიც კი შევნიშნე,რომ ოფლი ასხამდა.
-მეორეჯერ აღარ დარეკო!-ხმამაღკა თქვა და ტელეფონი გათიშა.
-რუსიკო,რა მოხდა?
-ის იდიოტი იყო..ლექციებზე ჩემი შიშით ვეღარ მოეთრევა...ეგ დებილი..რად უნდა მაგას პრავა..
-რა უნდოდა?-ვითომ გაბრაზებული სახით შევხედე.
-რამით ხომ არ შეგიძლიათ დაგეხმაროთო..
-სალომე მირბოდა...მთლად მასეც არაა..-შევეცადე გუგა დამეცვა.არ ვიცოდი რატომ ვაკეთებდი ამას,თუმცა სამართლიანობის სიყვარულით ვამართლებდი.
-ჰო,მარა..ძლიერი დამნაშავეა,სალომე წევს,ის კი არა..

სალომემ ყავარჯნებით დაიწყო სიარული,საშინლად სასაცილო და ამავდროულად საყვარელი იყო.ყოველ დღე ვცდილობდი,რომ როგორმე მესიამოვნებინა..საყვარელ წიგნებსა და სათამაშოებს ვყიფულობდი მისთვის.ისიც ბედნიერი ჩანდა,მაგრამ ერთ დღეს მამაზე მკითხა.სალომე სულ პატარა იყო,როცა ოთარი გარდაიცვალა,მაგრამ მაინც ახსოვდა.
-როგორ მიყვარდა მამა.
-ჰო,ვიცი..
ჩემი თავი გამახსენდა,სალომეზე დიდი ვიყავი,როცა ის დავკარგე..პირველად რომ გავიგე,არ გავნადგურებულვარ,ჩემს რაღაც არსებას გაუხარდა კიდეც,რადგან მამაჩემი ძალიან კაპრიზნი,ცივი და უხეში იყო,ხშირად წვრილმანების გამოც კი გიჟდებოდა ხოლმე..თუმცა შემდეგ გავაცნობიერე,რომ გული საშინლად დამწყდა და მწარედ ავტირდი.მახსოვს როგორ ვამშვიდებდი რუსიკოს,მაგრამ თავადაც კი მჭირდებოდა ნუგეში.
-ნეტავ აქ იყოს..
-ჰო-თავი დავუქნიე.
-გენატრება?
-ძალიან..შენ?-იმ მომენტში საშინელი ნოსტალგია მომაწვა.იმ საღამოსვე მის საფლავზე წავედი.მინდოდა მენახა და ყვავილი დამედო მის განსასვენებელზე.

-სამწუხაროა..ადამინები მიდიან..-მომესმა ხმა და უკან მივიხედე.
-ვაიმე..შენ..-გუგას დანახვაზე ფერი შემეცვალა,ალბათ.
-ჰო,დედაჩემი წევს აქ.
-დედაშენი?
-ო..მაშინ სამი წლის ვიყავი..თითქმის არ ვიცი რა არის დედის სითბო..და შენ?
-მამაჩემი..მაშინ თერთმეტის ვიყავი..-გამიკვირდა რატომ გავიხსენი ასე,ამ თემაზე საუბარი ხომ მუდამ მიჭირდა.
-ვწუხვარ..-ჩაიმუხმა და საფლავს დახედა..-საშინელი გრძნობაა..-იმ წამს მისი ხელი ჩემს მხარზე ვიგრძენი..თბილი იყო და ცდილობდა, დავემშვდიებინე.
-მადლობ..-არ შემიხედავს,ისე გავუღიმე.
-მისმინე...დედაშენი არ მიკარებს და...
-დაწყნარდი,თავი მოარიდე..ძლიერის ბრალია ჰო ხვდები?
-ჰო,ვიცი...ის წევს და...
-უბრალოდ არაფრის გაკეთებაა საჭირო-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-შენი სახელიც არ ვიცი..
-თიკო..შენ კი გუგა..-გავუღიმე და სიბნელისკენ წავედი.
-ჰო არ გაგაცილო?
-არა.
-დროებით.
მისი დროებით საშინლად მესიამოვნა,გამიხარდა და ბილიკს გავუყევი..ბნელოდა,მაგრამ თითქოს რაღაც ნათელს ვხედავდი,ჩემს წინ გუგას თვალები იყო და თითქოს თავბრუს მახვევდა...მიხაროდა,რომ ვიღაც მამხნევებდა...
სახლში მისულს მაშინვე ჩამეძინა,დილას ადრე უნდა ავმდგარიყავი და გართობის დრო ნამდვილად არ მქონდა.
მშვიდად მეძინა..სიზმარიც არ მიანხავს,თუმცა ისედაც იშვიათად ვხედავ...შესანიშნავი დილა უფრო გაალამაზა მოწერილმა..
„როგორ გეძინა?“-როგორც ჩანს, გუგამ „ფეისბუქში“ მიპოვა და,როგორც ჩანს,გაღვიძებაც დამასწრო.
„მშენივრად,შენ?“-მივწერე და ფეხზე წამოვდექი.







სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent