BLACK (1)
ღამეა. ქუჩაში მარტო მიდის, ან იქნებ მას გონია რომ მარტოა. უნდა ყველას და ყველაფერს გაექცეს, არ გამოსდის იმდენად ღრმად არის ამ ჭაობში ჩაფლული ამოსვლა შეუძლებელია.ტელეფონზე ისევ ურეკავენ,უკვე მერამდენედ აიგნორებს მათ ზარებს. მერე ესეც ამოსდის ყელში და ტელეფონს საერთოდ თიშავს, ბოლოს კი გაბრაზებული საერთოდ ქუჩაში ისვრის. ფიქრი უჭირს, მხოლოდ გასული დღეები აგონდება ფილმის კადრებივით გონებაში და ხვდება რომ ძალიან შეტოპა. უნდა ისევ ის პატარა გოგო იყოს, ყველასტვის საყვარელი. გოგონა რომელსაც წითელი ფერი ძალიან უყვარდა. ახსოვს ყველაფერი წითელი ჰქონდა. განსაკუთრებით კი წითელ, სისხლისფრად შეღებილ ვარდებზე გიჟდებოდა. მერე ყველაფერი შეიცვალა, წითელი შავი გახდა, ნათელი ბნელი. ახლა მის გარშემო ყველაფერი შავია. მაგრამ არა, ცდება ქუჩის კუთხეში რაღაც ანათებს, ნელ-ნელა ეს სინათლე უფრო უახლოვდება. უკვე ხმაც ესმის. ეს ხმა თანდათან უფრო იცვლება. ბოლოს კი ძალიან ნაცნობი ხდება. იარაღი, ვინ იცის რამდენჯერ უსვრია. გასროლის ხმაა. ერთი, ორი, სამი გულში ითვლის ტყვიებს, თითქოს ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავს. სამი ტყვია და უსულოდ ეცემა, თუმცა გონებას მაინც არ კარგავს. სამი ტყვია და აქედან არცერთი არ მოხვედრია გულში, ან იქნებ აღარც შერცა ეს ორგანო. რამდენჯერ უთქვამთ მისთვის უგულო ხარ, გული საერთოს არ გაგაჩნიაო. თვითონაც დღითიდღე უფრორწმუნდებოდა ამაში. ისიც უთქვამთ სიყვარული არ იცი რა არისო. მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო, ირგვლივ არავინ ყავდა ისეთი ვინც შეიძლება შეყვარებოდა, მათ მიმართ მხოლოდ ზიზღს გრძნობდა. ამბობდა მათნაირი არასოდეს გავხდებიო, მაგრამ ვინ იცის ბედი რას გიმზადებს. ცხოვრებამ ისიც მათნაირი გახადა, ან იქ უარესიც. მხოლოდ ერთი უყვარდა და მის სიყვარულს ინახავდა გულში ღრმად. ახლა ტკივილსაც ვერ გრძნობს, მთელი სხეული დაბუჟებული აქვს. თვალები ეხუჭება და შავის ნაცვლად წითელს ხედავს, და იმედი ეძლევა. იმედი, უცნაურია ცხოვრებაში არასდროს უგრძვნია და სიკვდილის წინ ივსება ამ გრძნობით. მაგრამ ვი იცის, იქნებ ცხოვრებამ მისთვის სიკვდილიც არ გაიმეტოს, ეს მისთვის ზედმეტ შვებად მიიჩნიოს. თვალზე ცრემლი აუკიაფდა. 20 წელია არ უტირია, ბოლოს იმდღეს იტირა როცა ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა. სხვის თვალში ყოველთვის ძლიერი იყო, ვინ იცის რამდენჯერ უნდოდა ტირილი, მაგრამ ყოველთვის ჯიუტად იწმენდდა აცრემლებულ თვალებს და თავაწეული აგრძელებად ცხოვრებას. ბოლოს აღარაფერი ახსოვს, გონებას ისევ სიბნელე იცავს. ნაცნობი შავი ფერი. *************************** გაიღვიძა. სადღაც შორიდან ესმის ხამ, მაგრამ სიტყვების გარჩევა უჭირს. ცდილობს გაიხსენოს სადაა, მაგრამ არაფერი გამოსიდს, გონება გათიშული აქვს. ჯერ ხელს ამოძრავებს, მერე ფრთხილად ახელს თვალს და ირგვლივ მყოფებს ინტერესიტ შესცქერის. ვერ ფიქრობს ვინაა ეს ხალხი. პირი გამშრალი აქვს და საუბარი უჭირს. -წყალი-ძვლივს თქვა და ყელი საშინლად აეწვა. მაშნვე წამოდგა იქვე მყოფი ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ 16-17 წლის იქნებოდა და წყალი მოუტანა. -კარგად ხარ შვილო? ხომ არაფერი გტკივა-ამჯერად ქალის თბილი ხმა მოესმა. -ცოტა თავი მტკივა, თქვენ ვინ ხართ?-კიდევ უამრავი რამის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. - მე ლიზა მქვია, ეს ჩემი შვილია ლუკა-უთხრა და თან წამალი მიაწოდა. -აქ როგრო აღმოვჩნდი?-წამოჯდომა დააპირა მაგრამ ტკივილი იგრძნო, ამიტომაც ისევ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდა. -ბიჭებმა გიპოვეს, და ჩემთან მოგიყვანეს. რა გქვია შვილო? ახლა დაფიქრდა, რა ერქვა ან საერთოდ ვინ იყო-მე არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი -ვვარაუდობდი რომ ასე მოხდებოდა, არ ინერვიულო შვილო, ეს დროებითია მალე გაგივლის. ლუკა გარეთ გადი, გოგოს უნდა მივხედო-ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა და გარეთ გავიდა. ლიზამ მის საწოლთან ახლოს დადგა სკამი, მაისური აუწია და ჭრილობების დათვალიერება დაიწყო. -სამი ჭრილობა გაქვს, მაგრამ ღრმა არცერთი არ არის, სამივე ტყვია ამოვიღე და ნაკერები დაგადე. სავარაუდოდ ორ-სამ დღეში შეძლებ ფეხზე წამოდგომას-თან ესაუბრებოდა და ამავდროულად მალამოს უსვამდა. -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, როგორც კი ფეხზე წამოდგომას შევძლებ აქედან მაშინვე წავალ. -რას ამბობ შვილო, სად უნდა წახვიდე არაფერი გახსოვს. სად წახვალ ან ვისთან იცხოვრებ, თუ გინდა პოლიციას დავუკავშირდები, იქნებ ისინი დაგეხმარნონ. -იცით არვიცი ვინ ვიყავი ადრე და რა ცხოვრება მქონდა, მაგრამ ვგრძნობ რომ არ მინდა წარსულს დავუბრუნდე, თუმცა ამის მიზეზს ვერ ვხვდები-თავად ვერ ხვდებოდა, თუმცა ალბათ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. -თუ გინდა აქ დარჩი- სიხარულით შესთავაზა ქა;მა. -არა ასე ვერ შეგაწუხებთ. -მეც შენხელა გოგონა მყავდა, ძალიან მიყვარდა. ლურჯი თვალები. ქერა თმა და ძალიან თეთრი კანი ჰქონდა. ეს ძალიან საშიში უბანია. ყოველ კვირას ვიღაცას კლავენ ან ჭრიან. იმ დღესაც ესე მოხდა. ლუკა ძალიან შარიანია. მაშინ ერთ ბიჭთან მოუვიდა ჩხუბი. ჩემმა გოგომ არვიცი როგორ მაგრამეს გაიგო და იქ წავიდა. მამაცი იყო. ტყვია რომელიც ლუკას უნდა მოხვედროდა მას მოხვდა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩემი გოგონა დავკარგე. ლუკა ამას თავს დღემდე ვერ პაიტობს, ძალიან ჩაკეტილი გახდა, თითქმის არავის ესაუბრებოდა. გუშინ როცა აქ მოგიყვანეს, შენი გადარჩენა თითქოს ცხოვრების მიზნად დავისახე, მეგონა ამით მას დავეხმარებოდი. -რა ერქვა თქვენს შვილს? -ალექსანდრა-უთხრა ქალმა და ცრემლები შეიმშრალა -შეიძლება მეც ეს სახელი მერქვას? -რათქმაუნდა შვილო-უთხრა და მოეხვია. ალექსანდრაც ატირდა. უცნაურია, რას არ მისცემდნენ ადრე მისი მტრები რომ მის თვალზე ცრემლი ენახათ, ახლა კი ასე უბრალოდ ტირის. P.S ღამით ორ საათზე მოვიდა მუზა და აი ეს მომიტანა. არ ვიცი არ გამოვიდა. პატარა თავი დავწერე, მაინტერესებდა თქვენი აზრი. ღირს გაგრძელება თუ მუზას ვუთხრა სხვა რამე მომიტანოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.