შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება აშლილნი მესამე ნაწილი სრულად


12-01-2016, 01:28
ავტორი terooo
ნანახია 4 619

-მერე? ... მერე იყო ქორწილი და უმშვენიერესი 859 დღე.
-რამდენი?- აშკარად დააბნია მეგი რიცხვებმა?
-ხო, მეგი 859 დღე სრულ ბედნიერებასა და იდილიაში გავატარეთ. ერთმანეთის სიყვარულში.
-მერე რა მოხდა?- ძალზედ დააინტრესა მეგი ისტორიამ, წამით სულ დაავიწყდა რომ უცნობის წინ მონუსხული იჯდა და მის სიყვარულის ისტორიას უსმენდა, სულ დაავიწყდა ის რომ უცნობს არ იცნობდა, მაგრამ გული გამალებით ცემდა რაღაცის მოლოდინში რაღაც ამოუხსნელ ამოცანას შეჭიდებოდაო თითქოს, ეს ის მომენტი იყო როცა ცხოვრებაში პირველად გონებას დამორჩილდა და სკამზე კომფორტულად მოეწყო.
-მერე, ცალკე გადავედით, მარტოები ვცხოვრობდით, ის სწავლობდა, მე მუშაობა დავიწყე, ბევრი არ გვქონდა მაგრამ ჩვენს სახლში იდილია სუფევდა, რამოდენიმე თვეში შევიტყვეთ რომ ორსულად იყო, იცი რა დამემართა? ჩემი საყვარელი ქალი შვილს გამიჩენდა, რამე განსაკუთრებული არაფერი უნდოდა, ამაზე ვგიჯდებოდი, ვისაც კი ვიცნობდი ყველა კაცს ცოლი რაღაცას სთხოვდა, მე კი არაფერს მთხოვდა, პატარა ,,მუცულას“ არაფერი უნდებოდა. ,,მუცულა“ , პატარა ციცქნა არსებას დავარქვით ორივემ, მაგრამ საღამოს მაინც მიმქონდა სამსახურიდან სახლში მისულს, ხილი, ტკბილეული და ყვავილები.
ერთხელ ზამთარში გვიან ღამით შრიალმა გამაღვიძა, სამზარეულოს მიაშურა, ეს პირველად ხდებოდა, მეგონა რამე ხომ არ ჭირდებოდა და უკან გავყევი, ჯერ მაგიდაზე დადებულ ვაზას გახედა, მერე მაცივარში შეიხედა, თითქმის ყველა თარო გადასინჯა, მაგრამ რასაც ეძებდა ვერ იპოვა, მე ჩუმად ვუყურებდი უკნიდან, რომ დამინახა გამიღიმა.
-გინდოდა რამე?
-ხომ, ვაშლი მაგრამ იყოს, წამო ჩამეხუტე და გადამივლის- გამიღიმა მან როგორც ჩვეოდა და საძინებელს მიაშურა
-გინდა წავიდე და მოგიტანო?- დავედევნე მე
-არა, სად უნდა წახვიდე, თან შუა ღამეა, ყველაზე მეტად შენი ჩახუტება მინდა- გამიღიმა და მანიშნა ჩემს გვერდით დაწექიო.
ჩავეხუტე როგორც მჩვეოდა, მალე ჩაეძინა, მაგრამ შფოთავდა, მე თვალი ვერ მოვხუჭე, პირველად რაღაც მთხოვა, მოუნდა და მოსატანადაც კი არ გამიშვა, ვიცი რომ წავსულიყავი და სახლში არ დავხვედროდი ინერვიულებდა, ამიტომ როგორც კი ოდნავ აისი გამოჩნდა საწოლიდან გამოვძვერი და სასწრაფოდ ჩავიცვი. სწრაფად დავრბოდი, თითქმის ყველანაირი ხილი ვიყიდე რომელიც შემხვდა და იყო, ქლოშინით ავირბინე კიბეები, იმედი მქონდა რომ ეძინებოდა, მას ისევ ისე ეძინა, ოღონდ ჩემი ბალიში ჩაებღუჯა. ხილი დავრეცხე, ლამაზად დავუჭერი დავალაგე და საწოლთან ტუმბოზე დავუდე, გვერდით მივუწექი, თვალი რომ გაახილა ვიგრძენი როგორ გაჩერდა წამი და როგორ გახდა ის წამი მარადიული, სწორედ მაშინ ვიგრძენი წამის მარადისობა, თვალებში სიხარული, სიყვარული აღფრთოვანება და კიდევ რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა ედგა, მისი თვალები დღემდე მომყვება, დღემდე ვხედავ როგორ იღიმილის, მერე ნაზად მეამბორა და ჩამეხუტა-უცნობს გაეღიმა და დამნაშავესავით დახარა თავი ძირს.
-როდისმე წარსულში დაბრუნებაზე გიოცნებია?- მომლოდინე მზერა მიაპყრო უცნობმა მეგის- მაგრამ არა მგონია ჯერ ახალგაზრდა ქალბატონი ხარ და წარსულის ტკივილები გტანჯავდეს, მე საბედისწერო შეცდომა დავუშვი და დღემდე ვნანობ.
-არავინ იცის სხვას როგორი გზა აქვს გავლილი, ტკივილი, იმედგაცრუება, ადამიანების დაკარგვა, ცხოვრებისეული მწარე გაკვეთილები, ბედნიერი წამები კი ამ ყველაფერში კი ძალიან ცოტა იყო, სხვა სხვის ცხოვრებას ვერ გაიგებს ვერ ჩაწვდება ვერ შეიგრძნობს.-წყნარად მაგრამ გულ ჩაწყვეტილმა უპასუხა მეგიმ
-პატარა ქალბატონი და ესეთი მწუხარე?- უცნობის თვალებში ინტერესი გაკრთა. მეგის გონებაში კი სრული ქაოსი თარეშობდა, ეს ,,პატარა ქალბატონი“ საიდანღაც ეცნობოდა. ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა გონებაში და მანაც წარსულის გზაზე გაიყვანა.
,,ისევ წარსული“-გაიფიქრა მეგიმ -რატომ მივყავარ ამ კაცის სიტყვებს ჩემს ბავშვობაში? თან ეს ნაცნობი თვალები, ეს ფრაზები, ყველაფერი ერთად სრულ არეულობას ქმნის ჩემში, ,,დედა როგორ მჭირდები“ გულმა რეჩხი უყო, ისევ ეტკინა, ისევ მონატრებამ ძლია.“
-ვერ ვხვდები ამ ყველაფერს მე რატომ მიყვებით?- ხმამაღლა კი ეს უთხრა, შინაგან ქარ-ცეცხლს უფლებას არ აძლევდა გარეთ გამოსულიყო და ემოციები სახეზე არ დატყობოდა.
- ისტორიაში მთავარი აზრი დასასრულში დევს, განვითარება ყველა ისტორიას თითქმის ერთნაირი აქვს, დასაწყისი შეიძება იყოს ოდნავ განსხვავებული, აი, დასასრული კი ყველას სხვადასხვა აქვს, ზოგი ბედნიერად სრულდება ღიმილით, ზოგი კი ცრემლით, ჩვენი ისტორია კი დღემდე გრძელდება.
-ეგ როგორ?-ჩაეკითხა მეგი.
-რამდენიმე თვეში გოგონა შეგვეძინა, სასწაული თვალებითა და წითელი ტუჩებით, თვალები დედასი გამოყვა, ტუჩები ჩემი, უზომოდ ბედნიერები ვიყავით, განსაკუთრებული იყო, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა, ხანდახან მეგონა რომ ასე არანარმალური სიყვარული და ბედნიერება არ არსებობდა და სიზმარში ვიყავით, ასეც გამოვიდა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ახლა ასე მგონია მძინავს, საშინელ კოშმარს ვდედავ და გაღვიძებას ვერ ვახერხებ. -უცნობმა თავი რომ დახარა და დიდიხნით დუმილი ჩამოწვა მეგიმ მის სიჩუმეში დიდი მწუხარება ამოიკითხა.
-ახლა სად არიან. როგორ არიან? -თბილად კითხა მეგიმ რომელსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.- ვინ არიან?
-გოგონას იშვიათი სახელი დავარქვით- მის გახსენებაზე უცნობის თვალებში გრძნობების ქარტეხილი ატყდა, ისეთი სითათუთით მოიხსენიებდა, წამით ეგოიზმმა შემოუტია, მაგრამ მაშინვე მოერია თავს, უცნობმა კი განაგრძო- საწაული იყო როდესაც პირველად მამა დამიძახა, ერთი კვირის მანძილზე სამსახურსა და სახლს შორის დავრბოდი. ჩემი უმშვენიერესი ორი ქალბატონი სულ ელოდნენ, მათი ღიმილის დანახვა ყველა დაღლას მავიწყებდა და ერთიანად ვეშვებოდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ერთ საბედისწერო დღეს საბედისწერო ქალს არ შევხვდი, სამსახურში დიდი ხელშეკრულება დავდეთ, წარმატებულად განვახორციელეთ პროგრამები და ყველანი აღვნიშნავდით, მინდოდა ყველასთვის გამეცნო ჩემი მშვენიერი ორი ქალბატონი მაგრამ პატარას დილით სიცხე მისცა, მეუღლემ კი უფლება არ მომცა სახლში დავრჩენილიყავი, ,,ბავშვი კარგად არის და რატომ უნდა დარჩეო“ სახლიდან გამომისტუმრა. არც ისეთი პატარა ხარ და გეცოდინება, ორი სამი ჭიქა როგორ ცვლის ადამიანის გონებას - დანანებით გახედა მეგის, ცდილობდა მისგან თანაგრძნობა ეგრძნოო, მეგი კი ჯიუტად დუმდა და თვალს არ უსწორებდა, უცნობმა კი განაგრძო- იმ საღამოს ერთი ქალი გავიცანი სახელად ვერა, ნახევრად რუსი და ნახევრად ქართველი, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს, ვმასლაათობდით, ვიცინოდით და ცხოვრებისეულ კურიოზებს ვიხსენებდით. მშვენიერი საღამო გამოვიდა არ დამიმალავს რომ ოჯახი მყავდა, დროთა განმავლობაში ჩვენი შემთხვევით შეხვედრების რიცხვმა იმატა, მერე უკვე ვნიშნავდით და განგებ ვხვდებოდით, ახლა რომ ვუფიქრდები ნამდვილი არაკაცივით ვიქცეოდი,-ბოდიში მოუხადა თვალებით- რამდენჯერმე მის ბინაშიც შევხვდით, ჯერ მეგობრებთან ერთად მერე კი მარტო, მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა, ბავშვს ყურადღებას არ ვაქცევდი, საყვარელი ადამიანის თვალებში რომ იმედ -გაცრუებას ხედავ ყველაზე მეტად მაშინ გტკივა, ბევრჯერ შევამჩნიე მისი ცრემლიანი თვალები, რომელიც ჯიუტად არ ტყდებოდა და მიმალავდა. მერე სახლშიც აღარ მივდიოდი, საგრძნობლად დაგვეძაბა ურთიერთობა, სახლში იშვიათად ვიყავი და მაშინაც კი ვჩხუბობდით, ერთ დღეს ყველაფერი არეული დამხვდა, ჩვენ ქორწინების ფოტო გადმოვარდნილი თუ გადმოგდებული, ჩემი ნივთები კი ჩალაგებული, ვერა ყოფილა სახლში, ყველაფერი უთქვამს ჩემებისთვის, რომ ორსულად იყო და ბავშვს აუცილებლად გააჩენდა, მას არაფერი უთქვამს მხოლოდ კარისაკენ მანიშნა. ყველაფერს მაშინ დავუსვი წერტილი როდესაც ჩემი ,,პატარა ქალბატონი“ს თვალებში ცრემლი შიში და ტკივილი ერთად დავინახე. მაშინ უკანასკნელად დავინახე და გამოვიხურე ბინის კარები. უკანასკნელად ვიყავი ჩვენს უკვე მის ბინაში ჩემს პატარას შუბლზე ვაკოცე და წამოვედი.-უცნობს უკვე საუბარი უჭირდა, მეგი კი სულგანაბული უსმენდა ისევ.- რომ გითხრა საგონებელში ჩავარდითქო მოგატყუებ, არ ვიცი ვერასთან რა მემართებოდა, მაგრამ ის საშუალებას არ მაძლევდა რომ წამითაც კი საგონებელს მივცემოდი, ერთ კვირაში მის სამშობლოში გავემგზავრეთ, ერთ წელიწადში კი შვილი შეგვეძინა, ბიჭი, დიმიტრი დავარქვით.
-ოჯახთან, შვილთან ან სამეგობროსთან კავშირი გქონდა?- გაოგნებისაგაან ხმა შეცვლოდა მეგის
-არა, არავისთან... ყველა დავი...., ყველა დავივიწყე, ჩემი გოგონაც კი.
-რამდენი ხანია აქ ხართ? რაც დაბრუნდით?
-თითქმის ერთი თვეა.
-მერე- გაოცება ვერ დამალა მეგიმ
-რა მერე?- უფრო გაუკვირდა უცნობს
-რა შუაში ვართ აქ, მე და დედა? რატომ მომიყევი მე ეს ისტორია? რატომ უნდა მცოდნოდა მე ეს ყველაფერი- ხმა გაიმკაცრა მეგიმ
-მე ხომ ბოლომდე არ მომიყოლია ისტორია მე ხომ ბოლომდე არ მითქვამს ყველაფერი?- მშვიდად უთხრა უცნობმა და თავი ჩახარა დამნაშავე ბავშვივით - მერე კი მორიდებით დაიწყო- მე და დედაშენი თავიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, შენი დაბადებაც სასწაუაად მახსოვს- ღიმილი გადაეფინა სახეზე- შენ რას იგრძნობდი ჩემი შვილის ადგილას? შენ როგორ მოიქცეოდი? მიმიღებდი თუ გამაგდებდი?
მეგი დიდხანს, საკმარისზე მეტხანსაც კი ფიქრობდა. ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი რის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ ტკივილს მაგრამ ისეთი როგორიც იყავი ვეღარასდროს იქნები. ყველა და ყველაფერი იცვლება შენს გარშემო, როცა ვინმე ტკივილს გაყენებს ...გულს გტკენს და ამას განიცდი, უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე ... გაიღიმე,თუნდაც ეს თვალები ტანჯვით, ცრემლით გქონდეს სავსე ... მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში, ტკივილი სიხარულად გადააქციო ... ადამიანი, მაშინ ხარ,როცა პატიება შეგიძლია...
-არ ვიცი რა უნდა გითხრათ- თავი ჩახარა მეგიმ
-უბრალოდ მითხარი-დააჯინდა უცნობი
-მაშინ თქვენ მეტყვით ეს ყველაფერი რატომ მომიყევით, პატარა არ ვარ და ვხვდები რომ აქ უბრალოდ არ მომიყვანდით, შემთხევივითი არ ყოფილა ჩვენი შეხვედრები.
-შევთანხმდით- ხელი გაუწოდა უცნობმა მეგის.
გაიცინე ისე, რომ სევდასაც გაეღიმოს ... იბრძოლე ისე ძლიერად , რომ ბედისწერამაც აღიაროს შენთან დამარცხება. გიყვარდეს ისე გულწრფელად, რომ სიძულვილმაც გაგეცალოს გზიდან ... იცოცხლე ისე კარგად, რომ სიკვდილსაც დაენანოს შენი წაყვანა.

ბოლოს მეგის ის ახსოვს კაფიდან როგორ გარბოდა, მოსახვევში შემოსულ მანქანას როგორ აცდა და ბექას ნომერს როგორ კრეფდა.
-ბექა მჭირდები მალე მოდი-სწრაფად უთხრა და გაუთიშა, ყურებში მხოლოდ ორი ფრაზა ჩაესმოდა.
-მე მამაშენი ვარ, შენ ჩემი შვილი ხარ.გაიცინე ისე, რომ სევდასაც გაეღიმოს ... იბრძოლე ისე ძლიერად , რომ ბედისწერამაც აღიაროს შენთან დამარცხება. გიყვარდეს ისე გულწრფელად, რომ სიძულვილმაც გაგეცალოს გზიდან ... იცოცხლე ისე კარგად, რომ სიკვდილსაც დაენანოს შენი წაყვანა.
კარები გაგიჯებულმა და სუნთქვა არეულმა ბექამ შეგლიჯა, მაშინვე ჩამოეკიდა თვალებ დასიებული მეგი კისერზე და მის ყელში ჩამალა ცხვირი.
-რა მოხდა მეტყვი თუ პირდაპირ ,,მიზეზთან“ წავიდე?
-ჩამეხუტე რა- ამოიკრუსუნა მეგიმ, ბექამ კი მაშინვე მაგრად შემოაჭდო ხელები
-მომიყვები რა მოხდა?-ბექამ ყურთან უჩურჩულა და ნაზად აკოცა.
-კი- მეგი ველურივით დააცხრა ბექას ტუჩებზე, მომთხოვნი იყო მისი ,,ამბორი“- ოღონდ მოგვიანებით -ამოიხვნეშა და ბექას მაისურს დაეჯაჯგურა.
-ჯერ მითხარი- ხელები დაუკავა ბექამ
-ერთხელ მაინც შეგიძლია დაიკიდო და მომენდო?- ღიმილით გახედა მეგიმ და მაშინვე გაიხადა მაისური, ბექამ კი მეგის შიშველ ტანს რომ მოავლო თვალი, მაშინვე ეცა და კედელზე მიაკრა.
-არ გინდა მოგიყვე- კოცნის დროს ტუჩებზე დაჩურჩულა მეგიმ ჰაერის ჩასუნთქვას რომ აპირებდა.
-არა მოგვიანებით- და სრულიათ გააშიშვლა მეგი, -არაჩვეულებრივი სხეული გააქვს.- იცოდი?
-არა მხოლოდ შენ მეუბნები მარტო ჯერ, - გაუღიმა მეგიმ და ახლა ბექას შემოაძარცვა ტანსაცმელი.
ისევ გამეფდა, ოთახში ვნება მორეულთა ხმები, ისევ უწონადობის შეგრძნებაა, ისევ ყველა ტკივილის და გრძნობის გაქარწ....ბა, ისევ თავისულფება, ისევ სიმშვიდე, ისევ სხვა გალქტიკა და ისევ სიმშვიდე, მხოლოდ ვნება აშლილნი და სხვა არავინ, მხოლოდ ქანცგაწყვეტილი სხეულები და ოხვრა, ბოლოს მხოლოდ გახშირებული სუნთქვა ისმოდა, მოგვიანებითკი სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა ყველაფერი.
-აბა მომიყვები თუ მეორე კრუგზე წავიდეთ?-ღიმილით კითხა ბექამ და ისევ მეგის თმებში განაგრძო თამაში.
-მამაჩემი გამოჩნდა-ცივი გრძნობის გარეშე თქვა მეგიმ, არანაირი გრძნობა არ იკითხებოდა მის ხმაში, არც სევდა, არც ნაღველი, არც ტკივილი, და მითუმეტეს არც სიხარული.
-რააა?- გაოცებული ჩანდა ბექა.
-ხო ამდენი წლის შემდეგ მოდის და მეუბნება რომ მამაჩემია, სამი თვეა აქ არის, ამ სამი თვის მანძილზე მითვალთვაებდა, ყოველი ჩემი ნაბიჯი იცოდა, ახლაც იცის, ვერ ვიტან, ასე რომ იქცევიან და მითუმეტეს მე მექცევიან. იცი მკითხა როგორ მოვიქცეოდი მე მისი შვილი რომ ვყოფილიყავი, მივიღებდი თუ არა? მე ვუთხარი რომ მამის სიყვარული არასოდეს მიგრძვნია, არ ვიცი ეს გრძნობა რა არის? დედა იყო ჩემი ყველაფერი, მაგრამ არ მომეშვა და ვუთხარი რომ ალბათ არ ვუარყოფდი. მის თვალებში სითბოს ვკითხულობდი, ტკივილს, ყველაფრის მიუხედავად მაინც თბილი და სუფთა თვალებ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზრზენია, ჯერ ყველაფერი მომიყვა დედას და მისი სიყვარულის ისტორია, მეც მასთან ერთად განვიცადე მათი მოგონებები თვალწინ გადამეშალა როცა მიყვებოდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ დამემხო როდესაც ბოლომდე მოყვა ისტორია, დედას არასოდეს უთქვამ რომ სხვის გამო მიატოვა და სხვას გაყვა, ყოველთვის მეუბნებოდა რომ მე ვუყვარდი და მკითხულობდა შორიდან. მერე კი რომ გავიზარდე აღარ მჯეროდა, მესმოდა დედა როგორ ტიროდა ღამე, დილით კი მის სურათთან ერთად ჩახუტებული მინახავს, ჩემთან და ყველასთან ძლიერი ქალი იყო, მხოლოდ ღამე ყოდდა რომ ის დაუცველი იყო, რომ მასაც ჭირდებოდა დასაყრდნობი მხარე, ბებია არასდროს ეუბნებოდა რამეს, მაგრამ მეც ვხედავდი როგორ განიცდიდა ბებიაც, მერე შევეჩვიეთ, მე მაინც, ბავშვი ვიყავი და მალე დავივიწყე, მხოლოდ ხანდახან დედას სევდიანი თვალები მახსენებდნენ მის სევდას, მოგვიანებით კი ჩვენ სახლში ყველა სურათი და მოგონება გაქრა, დედამ ასე ისურვა, მხოლოდ ჩემი სურათები იყო, მხოლოდ ახლები. დედა ყოველთვის ძლიერი იყო, ყოველთვის ჩემი დასატრდენი მხარე იყო, ყოველთვის მამასავით მაძლევდა რჩევას, ჩემთვის მამაც იყო და დედაც, მან ორივეს სიყვარული ერთად მაჩუქა, ჩემი ყველაფერია დღემდე ასეა და ასე გაგრძელდება მუდამ.- მეგი მთელი სიყვარული ყვებოდა დედაზე და წარსულის გახსენებაზე მთელი სხეული ეჭიმებოდა. ბექა კი მის თმებში თამაშობდა, თითებით ეფერებოდა და გამამხნევებლად უსმევდა ხელებს, ,,მე შენთან ვარო“. მხოლოდ მეგის მოგონებებს მინდობოდა, არც ერთი წამით არ გასჩენია სურვილი რომ გაეჩერებინა ან რამე ეკითხა.
-გახსოვს? შენ რომ გაგიცანი? მე ყველაფერი მახსოვს, მოგონების თითეული წამი, შენ სანდრო მოგაკითხა მე კიდე თეამ, იმდენად გამიხარდა ჩემნაირი რომ იყავი, ჩემნაირი თვალები გქონდა,ჩემნაირი ბედნიერი და სევდიანი. მას შემდეგ დავმეგობრდით და მოვდივართ დღემდე. -შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო.
-ის კაცი კი მეუბნება დღეს მამაშენი ვარო, იმ წამს ვიგრძენი რომ საყრდენი აღარ მქონდა, მხოლოდ შენ მჭირდებოდი, გამახსენდი თუ არა მაშინვე მომემატა სიძლიერე და გული გამიმრთელდა, ვიგრძენი რომ მჭირდებოდი, მხოლოდ შენ გეტყოდი ყველაფერს მხოლოდ შნ შგეძლო ჩემი გონების გათიშვა და შეძელი კიდეც, მიხარია რომ მყავხარ.
ბექასკენ გადაბრუნდა მთელი სახე დაუკოცნა და ალერსში აიყოლია გაოგნებული ბექა, მერე ხელები ახლართეს ერთმანეთში და
-მეგი ბეჭედი რატომ არ გიკეთია?- კითხა ბექამ და თეთრ თლილ თითბს დააცქერდა
-ვაიმე ბექა ბეჭედი- წამოხტა მეგი ფეხზე, სასწრაფოდ მოიფარა ხალათი შიშველ სხეულზე, და წამითად კი არ შეუწყვეტია ვიშვიში- ბექა ადექი ნუნუკას ბეჭედი დავკარე
-კარგი დამშვიდდი ვიპოვით სადმე დადებდი
-არა ბექა არასდროს ვიხსნიდი, რაც ნუნუკამ გამიკეთა სულ ხელზე მეკეთა- მერე ძებნას თავია მიანება და ბექას გახედა შუშის თვალებით -ვაიმე ბექა რომ ვერვიპოვოთ რა მეშველება? -და ტირილი აუვარდა მეგის, ბექამ წამის მეასედსი დაფარა მათ შორის მანძილი და ხელებში მოიქცია მეგი.
-დამშვიდდი გაიხსენე, ბოლოს სად გეკეთა და სად შეიძლებოდა დაგვარდნოდა.
-ვაიმე ბექა რომ ვერ ვიპოვოთ,-ტირილს არ წყვეტდა მეგი
-მოდი ჯერ დავძებნოთ და მერე მოვიფიქროთ რამე, რომ ვერ ვიპოვოთ კარგი- ბექამ კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები და ფრთხილად შეუშვა ხელი. ყველაფერი გადმოყარა მეგიმ, მერე დავალაგებო, თანდათან ეტყობოდა სახეზე ნაღველი და მეტად იპყრობდა სევდა.
-მეგი სახე გაასწორე თორე ახლავე დავურეკავ ნუნუკას და სიმართლეს ვეტყვი.
-რა ნუნუკას უნდა დაურეკო გადაირიე? მე მან მისთვის საყვარელი საუნჯე მაჩუქა, ნივთი რომელიც მთელი მისი სამყარო შეცვალა და ახლა მე და შენ უნდა ვუთხრათ რომ მე ეს ნივთი ესე მიზეზის გარეშე სადღაც დავკარგე?
-ხო ვიცი ეწყინება, მაგრამ იმდენად უყვარხარ რომ ვიცი არ გაბრაზდება, ეწყინება მაგრამ არ შეიმჩნევს.
-მან რომ არ მითხრას მეწყინაო მე რა ვქნა მითხარი? მე როგორ უნდა მოვისვენო როდესაც ჩემი დაუდევრობით ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც დავკარგე? რელიქვია.- მეგი იატაგზე დაჯდა და ისევ ტირილი დაიწყო
-დამშვიდდი და ვიპოვით, ჩემი ხომ გჯერა, სადმე იქნება- მის წინ ჩაიმუხლა ბექა და ხელები მოხია, თმებზე კოცნიდა და პატარა ბავშვივით ამშვიდებდა.
-ბექ, რომ ვერ ვიპოვოთ?
-ვიოვით ჩემო ლამაზო, ვიპოვით. -მერე წამოაყენა და ისევ ჩაიხუტა - მოდი იცი რა ვქნათ? სახე დაიბანე, ცრემლები აღარ მანახო, მე ყავას გაგიკეთებ და მერე უკეთ ვეძებოთ.
მეგიმ სააბაზანოს მიაშურა, ბექა კი სამზარეულოს კარებში გაუჩინარდა, ცივმა წყალმა საღი აზრი დაუბრუნა, მაგრამ დანაკარგი გლზე ეკალივით ესობოდა. კარზე ზარი იყო და კარისკენ გაეშურა.
-თქვენ? - ნაცნობმა თბილმა თვალებმა რაღაც ამოუხსელი სითბო აგრძნობინა სხეულსა თუ გულში.
-ხო, ეს კაფეში დაგივარდა შენია ხომ?- და ხელის გულზე დადებული ნაცნობ ბეჭედზე ანიშნა.
-კი ჩემია, მადლობა მადლობა- ვერც კი გაიაზრა როგორ ჩამოეკიდა უცნობს კისერზე და როგორ მოხვია მანაც ხელები.
-მეგი ვინ არის?- კართან მისულ ბექას სახე შეეცვალა, მეგი სხეულს წამში მოცილდა რომ გაიაზრა რაც გააკეთა და დგაოცებულ ბექას გახედა.
-ბექა ეს, - ლიზი ბექას მხარს მიეყრდნო და თვალები დახუჭა სხეულის ცახცახი რომ დაემალა.
-მე ბეჭდის დასაბრუნებლად მოვედი, შენ ბექა ხარ არა- უცნობმა ხელი გაუწოდა ბექას, ისიც არ დაიბნა და მაშინვე შეაგება მისი ხელი, ისე რომ დამფრთხალი მეგი უარესად არ დაეფრთხო.
-კი ბექა ვარ, -სასიამოვნოა, განგებ არ კითხა ვინ ბრძანდებითო
-კარგით, ჩემი წასვლის დროა, უბრალოდ ბეჭდის დასაბრუნებლად მოვედი
-მადლობა- თავდახრილმა უთხრა მეგიმ.
კარები უხმოდ მიხურა ბექამ ისე რომ წამითაც კი არ გაუშია მეგისთვის ხელი, გაოგნებული მეგი დივანზე ჩამოსვა, ნაზად გაუშვა ხელი და სამზარეულოდ წყლის ჭიქით დაბრუნდა.
-მიდი დალიე და შემომხედე.- ბრძანება იყო რომელსშიც თბილი ბარიტონი ჟღერდა.
-ვერ ავიტან აქ რომ იაროს- ჩაწითლებული თვალებია მიანათა ბიჭს.
-და არც ივლის
-ნახე როგორი თბილი თვალები აქვს? არ მომწონს მისი თბილი და გამჭირვალე თვალები, არ მომწონს რომ მიყურებს, ვგრძნობ რომ არ მინდა იყოს ჩემს გვერდით, მე ხომ არ ვიცი როგორია მისი სიყვარული, მე ხომ არ ვიცი როგორია გყავდეს მამა, არც ის ვიცი როგორია როგორ გიშლის მამა ღამით სიარულს, როგორ გიკრძალავს ბიჭებთან სიარულს, როგორ ხვდება თვალების ბრიალით ქალიშვილის ყველა თაყვანისმცემლებს, მე ხომ საერთოდ არ ვიცი როგორია გყავდეს მამა, მისი მნიშვნელობაც კი არ ვიცი.- ბოლო სიტყვები მთელი ხმით იღრიალა და წყლის ჭიქა მეტლხზე მთელი სიძლიერით დაახეთქა.
-დროზე ადექი მივდივართ, თუ გინდა გამოიცვალე, დაგელოდები სამი წუთი გაქვს- ასეთი შეუვალი ჯერ ბექა არასოდეს უნახავს მეგის, საძინებელს მაშურა მოსამზადებლად, ბექამ კი მისი გასვლის შემდეგ ნომერი აკრიფა.
-ჩვეულ ადგილას, რამე უჩვეულო და მაგარი.
-
-კი მეგის ვჭირდებით
-
-მშვიდობაა უბრალოდ განტვირთვა ჭირდება
-
-კი სხვებსაც გააგებინე.
-
-კი, რაც შეიძლება სწრაფად, მალე გამოვდივართ.
სწრაფადვე გათიშა ტელეფონი, და ოთახიდან გამოსულ მეგის ააყოლა თვალი, სადა შავი მოკლე კაბა ეცვა, ლურჯი მაისური, და ოდნავ ქუსლები.
-მშვენივრად გამოიყურები
-კარგი რა, -გაიღიმა მეგიმ- ჩვეულებრივად ვარ როორც ყოველთვის.
-კარგი წამოდი გველოდებიან.
პატას ბარში მივიდნენ, მეგის ყველა იქ შეკრებილი დახვდა, ლუკას გვერდით როდისმე მოიწყენ, არაფრისგან შეუძლია რაღაც სასწაული თქვას და წარმოადგინოს, სასიამოვნო საღამო გამოუვიდათ, მეგი მოეშვა და დღევანდელი ამბები სულ დაავიწყდა.
საღამოს ბექამ მიაცილა სახლამდე, დღევანდელი დღის ჭუჭყი ჩამოირეცხა და საწოლს მიაშურა. დაძინებას შეეცადა მაგრამ მოგოებებმა საშუალება არ მიცა რომ დაესვენა, მონატრებული დედა გაახსენდა და კომპიუტერი სწოლში გადაიტანა, როდესაც ეკრანზე დედს ღიმილიანი სახე დაინახა ცრემლი მოერია
-მომენატრე დე... -უთხრა და ცრემლი ძლივს დამალა
-მეც ჩემო ლამაზო, მითხარი ა ხდება შენთან/ როგორ მიდის სწავლისა და გამოცდების საქმეები.
-ძველებურად ხომ იცი როგორი ვარ, დიპლომი ჩემია.
-ჩემი ნიჭიერი.
-დე.. რაღაც უნდა გითხრა-სახე დაუსერიოზულდა მეგის
-რა მოხდა მეგი- სახე შეეცვალა ქალსაც
-დე არ ინერვიულო შენ ხომ? -შეევედრა გოგონა
-მეგი მითხარი და მე გადავწყვეტ ვინერვიულო თუ არა, არ ვიცი რა ვიფიქრო ახლა, უარესად მანერვიულებ უკვე.
-კარგი დე არ ინერვიულო და მე კარგად ვარ.
-მეგან- დედას ასე არასოდეს არ მიუმართავს მისთვის, ეს მისი ნამდვილი სახელია მამამ უწოდა.
-დედა, გუშინ თემური იყო მოსული, არ ვიცოდი ვინ იყო, თავიდან მაღაზიაში შევეჩეხე, მერე უნივერსიტეტთანაც მოვკარი თვალი, ბოლოს კი აქ მომაკითხა, კაფეში გავყევი და იქ ვისაუბრეთ, ყველაფერი მომიყვა, თქვენი მთელი წარსული.-მეგი დედის სახეს არ უყურებდა და საუბრის ბოლოს რომ დაინახა სახე შეეცვალა, მისი ნაზი სახე ცრემლებს დაენამათ- დე მე იმიტომ ხომ არ მოგიყევი რომ გეტირა, არ ინერვიულო რა გეხვეწები
გთხოვ არ იტირო რა, -მეგისაც შეეცვალა ხმა.
-და შენ რა უთხარი? როგორ მოიქეცი?- დამშვიდებას ცდილობდა ქალი
-მე ავდექი და წამოვედი, იცი როგორ ვინერვიულე, ლამის ისტერიკა დამემართაა, მერე ბექა მოვიდა, გადაირია ის ცალკე, რას გავხარო, ძლივს დავმშვიდდი.
-მეგი კარგად მომისმინე და ნუ აფეთქდები როგორც შენ გჩვევია ისე. დამშვიდდი და კარგად მომისმინე.
-შენც რამმე უნდა მითხრა და გული გამიხეთქო? ან იქნებ შენი შვილიც არ ვარ -გაღიმება ცადა მეგიმ
-ხო გიშვილე და საოცრად მგავხარ, თვალების გარგა ყველაფერი ჩემი გაქვს, ესე შემთხვევით.- გაიღიმა ქალმა და საოცრად ლამაზი იყო ამ წამს, ცრემლიანი თვალები როგორ დაფარა ღიმილმა.
-კარგი ხომ ვიცი, ნაშვიები რომ ვარ, მაგრამ იქნებ ასე პირდაპირაც არ უნდა გეთქვა? -გადაიკისკისა მეგიმ.
-მეგი კარგად მომისმინე, - დასერიოზულდა ქალი ეკრანიდან
-რამე ხდება დე?
-მეგი მე ვიცოდი თემური რომ მოვიდოდა შენთან -მეგის არ გამოპარვია როგორი სითბოთი წარმოსთქვა ქალმა კაცის სახელი, თითქოს შორიდან ეფერებაო, - ის დიდი ხნის წნ შემეხმიანა მე, აი მაშინ თითქმის ერთი თვის ჩამოსული ვიყავი აქ, ყველაფერი აინტერესებდა შენზე, გონს რომ მოვეგე უკვე გვიანია მაგრა იქნებ შანსი მომცე რომ გავიცნო ხელთავიდანო.
-მერე მე ამ ყველაფერს რატომ ვიგებ ახლა? თითქმის სამი წლის შემდეგ?
-მას პირობა მივეცი რომ ის თავად მოვიდოდა შენთან, როდესაც შეძლებდა, როცა ამის გამბედაობას მოიკრებდა. მას თვითომ სურდა თავად ეთქვა ყველაფერი, მე ყველაფერს მის სასარგებლოდ გეტყოდი და პატიებასაც შეძლებდი, მაგრამ მას ასე მარტივი პატიება არ უნდოდა, უნდოდა პირადად მისგან გაგეგო ყველაფერი შელამაზების გარეშე, შედეგს შენ თვითონაც ხედავ როგორია.
-და მე ახლა რა უნდა ვქნა?
-როგორადაც შენ მიგაჩნია სწორად, როგორადაც შენ მიგაჩნია სწორად ისე უნდა მოიქცე, უკვე დიდი გოგო ხარ, მე გადაწყვეტილებას შენს მაგივრად ვერ მივიღებ, შენ თვითონ შეგიძლია გადაწყვიტო და მოიმკა შენივე საქციელი, ოღონდ მანამდე კარგად დაფიქრდი, ყველაფერი გაანალიზე, მე არ ჩავერევი თქვენს ურთიერთობაში, მე მინდა შენ იყო ბედნიერი, მთავარი ჩემთვის ესაა, მთავარია შენ იღიმოდე გულწრფელად და გახარებული იყო, მე სულს შენს გვერდით ვიქნები, კიდევ დაელაპარაკე სანამ რამეს გადაწყვეტ, ისევ ნახე, თვალები არ ტყუიან ხომ იცი ჩემო გოგონა, მიენდე მათ.
-დე მაბედნიერებ რომ მყავხარ.
-ჩემი გადარეული გოგო
-მე კიდევ რაღაც უნდა გითხრა- გაუღიმა ეკრანს და კამერას ბეჭდიანი ხელი გაუსწორა
-მეგი ეს რა ბეჭედია?
-ბექამ ცლობა მთხოვა, ეს კი ნუნუკამ მაჩუქა რამდენიმე დღის წინ, დანარჩენი შენმა ქმარმა გაგიკეთოსო.
-და მე ამას ახლა რატომ უნდა ვიგებდე?- გაბრაზდა ქალი, - და აქამდე რატომ არ ვიცოდი შენ და ბექას ერთმანეთი თუ გიყვარდათ?
-კარგი რა დედა, მე ვიცოდი? ნუნუკასთან ავყევი, რაღაცეები აუტანეთ როგორც ყოველთვის, იქ გამოუცხადა ნუნუს ცოლი მომყავსო, მეც გამიკვირდა არაფერი არ ვიცოდი, არავისზე არ უთქვამს ვხვდებიო, ნუნუკამ როგორც იცის შეიცხადა, მგონი დავიღუპეო, მერე რომ ვკითხეთ ვინთქო, მეგიო რომ თქვა, გავქვავდი, ნუნუკამ შენზე უკეთეს ვის ვინატრებდიო და ეს ბეჭედი გამიკეთა.
-მერე - ღიმილით უყურებდა ქალი ეკრანს
-მგონი არ გაგიკვირდა ხო? -მეგის აღშფოთება დაეტყო სახეზე
-არა, როგორ არა, მიკვირს, თან ძალიან, - სახე გაიმკაცრა ქალმა, მაგრამ თვალები ყიდნენ, -რატო არ მითხარი ამდენ ხანს, სად არის ბექა, რა ხდება თქვენს შორის?
-დედა უფრო მკაცრად თორე ვიფიქრებ რომ მატყუებ რაღაცას- ლამის ცოფებს ყრიდა მეი.
-მეგი, დედიკო უნდა წავიდე ახლა, მეძახიან, მოგვიანებით შემოვალ ისევ და ვისაუბროთ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებ კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე, ასჯერ გაზომე და მერე გაჭერი, თუ საჭირო გახდა ას მეერთედაც გაზომე, გული დაიმშვიდე და შნ და ბექამ ერთად დამირეკეთ. არ მომწონს თქვენი ნაუცფათევი გადაწყვეტილებები მე.
-დედა მგონი გაგვიანდებოდა ხომ?
-წავედი მე და ჭკვიანად იყავი შენ, ბექას დაუჯერე- ქალმა ღიმილით დაარიგა შვილი და პასუხს არც კი დაელოდა ისე გათიშა კომპიუტერი.
-ესენი მეღადავებიან ხომ?- ჩაილაპარაკა მეგიმ და ტელეფონის ძებნა დაიწყო, იქვე ტუმბოზე იდო წიგნის ქვეშ, სასწრაფოდ აკრიფა უკვე კარგად გადაზეპირებული ნომერი და პასუხს დაელოდა
-მეგი... -ღიმილით უპასუხა ბიჭმა
-სწრაფად ჩემთან გაჩდი...- უთხრა და პასუხს არც დაელოდა ტელეფონი ისე გათიშა.
კარი გაღიმებულ ბექას გაუღო, მეგი კი დივანზე ჩამოჯდა, ჩასახუტებლად წასულ ბექას ხელით ანიშნა გაჩერდიო.
-მეგი რა მოხდა?- ღიმილით კითხა ბექამ
-დაჯექი- მკაცრად უთხრა მეგიმ და მის წინ დივანზე მიუთითა.
-მეტყვი რა მოხდა?
-ბექა ვფიქრობ რომ შენ უნდა მითხრა და არა მე შენ.
-და რა უნდა გითხრა-გაიკვირვა ბექამ.
-კარგი, წუხელ თეას დავურეკე, თემურზე ყველაფერი მოვუყევი, ვნერვიულობდი როგორ შეხვდებოდა ამ ამაბვს მაგრამ შევცდი მან ყველაფერი იცოდა, დედას წასვლიდან რამოდენიმე თვეში თემური დაკავშირებია და არ ვიცი რა უთხრა, მითხრა რომ თავად ვერაფერს მეტყოდა, თავად შალამაზებდა მათ ისტორიას და ჩემთვის როგორც აჯობებდა ისე მომიყვებოდა, ამიტომ თემურს აცადა ჩემთან მოვლა, მან ყველაფერი იცოდა გესმის? მე კი აქ გული გამისკდა თეა როგორ გადაიტანს ამ ამბავსთქო.
-მერე რა მოხდა-სერიოზული იყო ბექა
-მერე ბეჭედი ვაჩვენე, ჩვენზე ვუყვებოდი, ნუნუკას რეაქციაზე და როგორ აღმოჩნდა რომ საერთოდ არ გაუკვირდა, შეეცადა რომ ოდნავ გაოცება გამოეხატა, მივხვდი რომ ყველაფერი იცოდა, მერე რაღაცეები დაიწყო, თითქოს ბრაობდა, ჭკუას მარიგებდა, მაგრამ ხელოვნურად გამოდიოდა, და უცებ გამითიშა კომპიუტერი.
-მერე?
-არ გინდა რომ მითხრა? რა მოხდა? რა უთხარი?
-იმ საღამოს მაშინ აქ რომ დავრჩი, უფრო სწორად იმ დილით სამსახურში რომ წავედი გადავწყვიტე რომ ჩემი ცოლის სტატუსით ივლიდი, ეს მხოლოდ შენ არ უნდა გადაგეწყვიტა, ვიცი რომ ამასს არც იზამდი, მეორე საღამოს შენი კომპიუტერიდან თეას კოორდინატები ამოვიწერე და შევეხმიანე, დიდი დრო არ დამჭირდა მის მოსათაფლად- ბექას გაეღიმა მეგი კი ცოფებს ყრიდა.- სასიდედრომ თბილად მიმიღო, მე კიდე ათასი გეგმა მქონდა როგორ მომეწონებინა მისთვის თავი. არ შეცდები თუ სწორ ნაბიჯს გადადგამ. სადღაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და შენი ბედნიერება ჩემთვის ყველაფერია.
-ასე რატომ გააკეთე?
-ხომ გითხარი უკვე?
-რა მითხარი? ბექა ნუ გადამრიე, ხომ იცოდი რომ ვნერვიულობდი? ხომ იცოდი როგორ განვიცდიდი, თან ამ ბოლო დროს იცი რა დღეშიც ვარ, ყველაფერი ერთმანეთს მიება, შენ რომ არა ალბათ გავგიჟდებოდი, ან ფატალურ შედეგამდე მიმიყვანდა. ვიცი რომ ჩემ გამო მოიქეცი ასე მაგრამ მაინც არ უნდა დაგემალა, უბრალოდ შეგეძლო მიგენიშნებინე. თქვენ ყველამ ყველაფერი იცოდით მე კი საერთოდ არაფერი.
-ეს შენთვის გავაკეთე- თბილი ხმით უთხა ბექამ
-ვიცი -მეგიმ უთხრა და დივნებზე, მაგიდაზე, შესასვლელში დაკიდებულ მოსაცმელში, სამზარეულოში, რაღაცას გამწარებით ეძებდა და ხმადაბლა ილანძღებობა- სად ჯანდაბაშია?
-მეგი მითხარი რას ეძებ? -ღიმილით კითხა ბექამ
-ტელეფონს- გაბრაზებულმა თითქმის ყვირილით უთხრა. ბექას მომღიმარის სახის დანახვაზე კი მთლად წამოენთო- რა?
-ტელეფონი ჯიბეში გიდევს- მშვიდად უთხრა ბექამ და შეეცადა არ გაღიმებოდა.
მეგის სახე შეეცვალა ბრაზისაგან მაგრმ არ შეიმჩნია.
-ტელეფონს კი არა ტელევიზორის გადამრთველელს ვეძებ- იცრუა უცებ.
-გადამრთველი მაგიდაზე დევს, ათი წამის წინ დადე.
მეგიმ არ შეიმჩნია ბექას დაჭიმული სახე, რომელსაც გაცინება უნდოდა, სუნთქვაც კი შეიკავა რომ არ გაცინებოდა. მეგიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნომერი აკრიბა.
-სად ხარ? საქმე მაქვ, - ყურმილის აღებასთან ერთად მიაყარა მეგიმ
-
-კარგია, მარტო ხარ?
-
-მომწერე ზუსტად.
-
-ააა, მანდ კაი ხო არ მინდა.
-
-კი ოც წუთში მანდ ვარ
-
-არ ვიცი და არც ვკითხავ, კარგი წავედი უნდა გამოვიცვალო, - მეგიმ ტელეფონი გათიშა და საძინებელს მიაშურა
-სად მივდივართო- ცინიკური ღიმილი აეკრა ბექას სახეზე
-სალოსთან მივდივარ, ბავშვებიც არიან პატასთან ბარში.
-მეგი იცი ახლა რომელი საათია?- ძარღვები დაეჭიმა ბექას
-კი თერთმეტი საათი სრულდება, რამე პრობლემაა- ისეთი მზერიტ გახედა ბიჭს ახლა რამე რომ ეთქვა ბექას ადგილზე მიახრჩობდა ბიჭს, ბექაც მიხვდა, უარის ნიშნად თავი გააქნია და იქვე დივანზე ჩამოჯდა, გელოდებიო ანიშნა.
მეგი სწრაფად მოემზადა, თავისუფალი სტილი აირჩია, არაფრის ნერვები არ ქონდა, უბრალოდ სულ გაჩეჩილი თმები ცოტა შეისწორა, შავი შარვალი თეთრი მაისური და ოდნავ მაღლები ჩაიცვა, მაკიაჟი მინიმუმამდე დაიყვანა.
-მგონი მეტისმეტად ლამაზი ხარ დაქალთან საჭორაოდ წასასვლელად- თვალებ ანთებულმა მერამდენ აათვალიარა სასურველი სხეული და მძიმე ნერწყვი გადაყლაპა, რომელმაც ლამის დაახრჩო.
-და ფიქრობ რომ რამეს შევცლი?- ბრაზიანი თვალებით გახედა მეგიმ
-მე გითხარი რომ უნდა გამოიცვალო?- ღიმილი ვერ შეიკავა ბექამ და ვნებიანად აათვალიერა.
-მე მივდივარ- გასაღებს დასწვდა მეგი და კარისაკენ გაემართა.
-მოიცა და მე მტოვებ?- ისევ ღიმილით დაედევნა გოგონას.
-ეგ ღიმილი მოიშორე სახიდან, სანამ მე გავასწორე შენი ღიმილ აკრული სახე.
-დიდი სიამოვნებით დაგითმობდი ჩემ თავს- მაინც ვერ დისერიოზულა ბექამ სახე და პირიქით, ცდილობდა როგორმე გოგონა გამოეყვანა წყობილებიდან.
-ვაიმე რა დავაშავე შენ რომ შემიყვარდი, - ჩაილაპარაკა მეგიმ და სახლის კარი საიმედოდ გადაკეტა.
-რა თქვი გაიმეორე?- ლიფტის კარს მიყრდნობილმა გაღიმებულმა ბექამ კითხა.
-არაფერი რაც არ გაგიგონია- ირონიული ღიმილი აიკრა მეგიმ.
-ირონიის გარეშე, ლამაზო ქალბატონო, ირონია უფრო სასურველს გხდით, არა მგონია გეგმები ამ მიმართულებით გქონდეთ და უმორჩილესად გთხოვთ გამიმეოროთ თქვენი ნააზრები და წარმოთქმული.- მათ შორის მანძილი შესამჩნევად შეამცირა ბექამ და გოგონას სახეზე სული შეუბერა.
-ვაიმე რა საზიზღრობაა- სწრაფად ჩამოისვა ხელი მეგიმ- რა შევცოდე ამას რომ შევუყვარდითქო- მტკიცედ განაცხადა მეგიმ და თვალის არიდება სცადა.
-მე და შენ ამ საკითხზე მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა.- მკაცრად ჩახედა ბექამ თვალებში.
-დავფიქრდები, მაგრამ არა მგონია გვჭირდებოდეს, ჯერ მაინც.
-გვჭირდებათქო მეგი- სახე გაიმკაცრა ბექამ.
-კარგი განვიხილოთ ეგ საკითხი საჭიროებისამებრ- ღიმილით ჩაუკრა თვალი გაცოფებულ ბიჭს, სწრაფად ჩაუარა გვერდი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა.
-მგონი ამ ბოლო დროს ლიფტის არსებობა გავიწყდება ხომ?- გაიღიმა ბექამ და წინ წასულს რამდენიმე ნაბიჯში დაეწია, სწრაფად შემოატრიალა, ისე სწრაფად რომ ლამის ორივე თავქვე დაგორდა კიბეებზე.
-გადაირიე, -მწარედ უჩქმიტა მეგიმ.
-მეტკინა გოგო.
-ვიცი და ძალიან მიხარია.
-ხოო? -ორაზროვნად გაიღიმა ბექამ.
-ბექა შენ მაგას არ გააკეთებ ხო ასეა?- სუნთქვა აერია მეგის და მის ტუჩებზე დაშტერებულ ბექას მაგრად ჩაავლო ხელი
-რატომ?
-ახლა არა რა.. - სურვილს უფრო გავდა მისი უარი ვიდრე უარყოფას.
-კარგი დაგიჯერებ, არ ვიზამ- ტუჩებზე დაუჩურჩულა და მხოლოდ ღმერთა იცის რამდენ მოთმინებად დაუჯდა მისი ვნება მორეული ტუჩების არ დაგემოვნება.
-თავხედი- თავისთვის ჩაიდუდღუნ მეგიმ და ორი საფეხურით დაწინაურებულ ბექას გაყვა უკან
-მე მითხარი რამე?- შემობრუნდა ბექა და ღიმილის დამალვას ცდილობდა თითქოს არაფერი გაეგონოს
-არა არაფერი ფეხი ლამის გადამიბრუნდა და ჯანდაბათქო- ურცხვად იცრუა მეგიმ.
-ჩაგეცვა მერე კედები, ვინ დაგიშალა- გაუღიმა ბექამ და ხელი ჩაჭიდა პატარა ბავშვივით, მეგისაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, ხომ არ შეიმჩნევდა რაიმეს? და სწრაფად ჩირბინეს კიბეები.
ამბობენ, ბრაზს და წყენას ვერ აკონტროლებო, იშვიათად იღებ ცივი გონებით გადაწყვეტილებას და მასაც წამის მეასედშიო. გაბრაზება აფექტური მდგომარეობაა, რომელშიც გული არ მონაწილეობს, წამებში იღებ გადაწყვეტილებას და მიღებულ შედეგს ცხოვრების ბოლომდე იმკი. ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ამას გვიან ხვდებით. ზოგ შემთხვევაში გონება გვინათდება და შეგეს წამის მეასედშ ვხდავთ და შეცდომის დაშვების უფლებას გონება არ გვაძლებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ძალზედ იშვიათობაა, მაგრამ მეგი ამ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთნებოდა, გაბრაზდა მაგრამ სიბრაზეს ძლია. ყველაე კარგი გამოსავალი სალო იყო და მასთან გაიქცა, მისი რჩევა დარიგებების მოსასმენად, უნდოდა დაცლილიყო და ყველაფერი ამოეღო რაც კი რამ ქონდა ნაგროვები.
-სანდროს ჩვენი ნახვა უნდა ამ დღეებში- გისთვის გაეშტერებინა თვალი მეგის, ისიც კი არ ახსოვდა აქ როგორ აღმოჩნდა.
-რაა?- ფიქრებს ძლივს დააღწია თავი მეგიმ
-სანდროს ჩვენი ნახვა უნდა.- ისევ სერიოულად გახედა ბექამ
-რატომ? რა მოხდა?
-არ ვიცი, სერიოზული საქმე მაქვს თქვენთანო
-ისევ რამეს მაიმუნობს ეტყობა- შინაგანი მღელვარების დამალვას ცდილობდა მეგი.
-არ ვიცი რა უნდა- მეტისმეტად სერიოზული ეჩვენა ახლა ბექა მეგის.
-რამე ხდება და არ ვიცი? ხომ იცი ჩემი- მეგიმ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ბექას ტელეფონი რომ ამღერდა.
-ნუნუკაა უნდა ვუპასუხო- მეგის გახედა, მან ისეთი სახით გახედა, ,,ჩემგან ნებართვას იღებო?“
-ხო, ჩემო წანწკლო- ღიმილით ჩაყვირა ყურმილს.
-
-მეგისთან ერთად ბებო, რამე მოხდა?- წამში გაუქრა ღიმილი სახიდან, მეგისაც საგრძნობლად შეეცვალა სახე.
-
-კარგი მოვალ ბებო, არ ინერვიულო ხო?
-
-კარგი მალე მოვალ- ბექამ სიჩქარეს უმატა საგრძნობლად
-რა მოხდა? ნუნუკა კარგადაა?- სახე გაფითრებოდა მეგის, კიდევ ერთი ბებიკოს დაკარგვა მისთვის ახლა შოკი იქნებოდა.- მითხარი რა მოუვიდა, - ხმაც შეცვლოდა გოგონას
-არაფერი- გაღიმება სცადა ბექამ, მეგის გაფითრებულ სახეს რომ გახედა, საჭე ცალი ხელით დაიჭირა მეორეში კი მეგის გაყინული თითები მოიქცია- მეგი როგორ გაყინულხარ, ნუნუკა კარგადაა, ჟუჟა გამხდარა ცუდად და იქ უნდა წავიყვანო.
-მადლობა ღმერთს, იმედია კარგადაა და სერიოზული არაფერია.- თვალებში ისევ ჩაუდგა სხივი
-ხანდახან მგონია რომ ნუნუკა შენთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ჩემთვის- სერიოზულად გახედა ბექამ- მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს ეგოისტურად მომწონს.
-გინდა მეც წამოვალ?- უცებ შეთავაზა მეგიმ
-არა ახლა მე შენ იქ მიგიყვან, სალოსთან და ბავშვებთან დაგტოვებ, პაატას ჩავაბარებ თქვენს თავს, იმედი მაქვს უჩემოდ საშინლად მოიწყენ, მე მალე დავბრუნდები და მერე ორმაგად გავერთობით.
-ნუ ხარ ეგოისტი მესაკუთრე შენ- ღიმილით გახედა მეგიმ და ხელის განთავისუფლება სცადა.
-სულ როგორ უნდა გარბოდე?
-არსად არ გავრბივარ რომ იცოდე.
-მოვედით, ბექამ მანქანა გააჩერა,- მიდი გადადი და მალე მოვალ, ჭკვიანად.
…..
,,დრო, დროზე სწრაფად მიქროდა,
დრო არაფერზე ფიქრობდა,
ფიქრი რად უნდა დროს,
დროს როცა უნდა თოვს“
33ა.
ბარში შესულ ბექას თვალები შუბლზე აუვიდა, ხელი კედელს მთელი ძალით მიარტყა და მეგისკენ გაეშურა, წამის მეასედში იფიქრა ,,არა ეს მეგი არ იქნება, მას არ შეუძლია ასე მომექცეს, მას მე ვუყვარვარ“ ისევ გაოცებული გახედა გოგოს და ტკივილიანი ღიმილით გაემართა მისკენ.


.............................
საღამო მშვიდობისა ჩემო ლამაზებო და კარგებო, მგონი მივექანებით დასასრულისკენ, ველოდებით რა თქმა უნდა ვნებებით აშლილ და გამაოგნებელ დასასრულს, მიხარია ასე რომ აქტიურობთ, მავსებთ და მახარებთ... ბოლო ნაწიიც და მორჩება ჩემი ტანჯვა წამება... ამდენი დაგვიანება და ნერვიულობა, მგონი კარგი ვქენი რომ შეგახსენეთ, რაა ხდებოდა წინა თავებში... მიყვარხართ და მაბედნიერებთ..



№1  offline მოდერი bibo

Ox shen ra xar winazec aq shewyvite intrigano :D ra uqeni megis ra dgeshia chemi biskviwi beqaa ar gamibrazo da ar damitanjo chitooo warmatebebii aba shen uicii mal male dade chemo shokolado gogooo umagresi xarooo

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

bibo
Ox shen ra xar winazec aq shewyvite intrigano :D ra uqeni megis ra dgeshia chemi biskviwi beqaa ar gamibrazo da ar damitanjo chitooo warmatebebii aba shen uicii mal male dade chemo shokolado gogooo umagresi xarooo

ჩემი გემრიელი და ტკბილი გოგო ხარ შენ... ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რა ებარებოდა ახლა? ხოდა იკითხოს ახლა.. მე რა ვქნა მივყვები უკან და თან ვწერ...
მადლობა სიხარულო.. ხომ ხედავ რა კარგად და სწრაფად ვდებ

 


№3  offline მოდერი bibo

Kargi xar ro itvaliswineb da mal male deb madloba :*warmatebebi chito da dzan nu damitanjav chem bichs tore gamovidzvrine :*

 


№4  offline წევრი nini :)

ვაიმე ბექა რომ დაიტანჯოს მოვკვდები. არ დააშორო და რამე სისულელე არ ცჰაადენინო მეგის ძალიან მომწონს მათი წყვილი

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

nini :)
ვაიმე ბექა რომ დაიტანჯოს მოვკვდები. არ დააშორო და რამე სისულელე არ ცჰაადენინო მეგის ძალიან მომწონს მათი წყვილი

მადლობა... გავუთვალისწინებ ... ასეთი კარგიც არაა ბექა ახლაა...

bibo
Kargi xar ro itvaliswineb da mal male deb madloba :*warmatebebi chito da dzan nu damitanjav chem bichs tore gamovidzvrine :*

ხვალ დაიდება შემდეგი ნაწილი... არ იყვირო ახლააა... შეიძლება დავამთავრო კიდეც

 


ყველა თავი ეხა წავიკითხე ძაან მომეწონა და ნუ მიხეთქავ გულს!დროზე მინდა შემდეგი ნაწილიიიიი

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

nini5852
Auuu saad sheewyviite raiyo exlaa ees??:D maalee dadee ra shemdegii nawilii

მალე ძალიან მალე ვიხილავთ დასასრულს .

წკაპუნა მატატა
ყველა თავი ეხა წავიკითხე ძაან მომეწონა და ნუ მიხეთქავ გულს!დროზე მინდა შემდეგი ნაწილიიიიი

დიდი მადლობა... მალე იქნება. .. ნერვებს გაუფრთხილდი

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magariaaa male dadee ra shendegii ed bichi saocrad momwons :))

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

uchveulo
vaime ra magariaaa male dadee ra shendegii ed bichi saocrad momwons :))

რაა ესეთი ეს ბექა ყველა რომ გადარია... უნდა გავიცნოო...

მადლობა ჩემო კარგო

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

nini5852
აუუუ როდის დადებ??

უკვე დავდეეე....

 


№11 სტუმარი Tako

Ძალიან მომეწონა ეს ისტორია მეოᲗხე ნაწილი როდის დაიდება მოუᲗმენლად დაველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent