შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაწბილებული პირველი სიყვარული (2 თავი)


12-01-2016, 05:26
ავტორი unijo mwerali
ნანახია 2 294

ორ საათში გაეღვიძა,ბიჭს ისევ მკვდარივით ეძინა.გოგომ თავი გაიშინაურა და შხაპი მიიღო,ზურას ხალათი მოიცვა,თავისი თანსაცმელი ტანსაცმელი გარეცხა,ნახევარი საათი რეცხავდა,ბოლოს გამათბობელთან ახლოს სკამზე მიფინა გასაშრობად.შემდეგ სამზარეულოში შევიდა ყავა მოიდუღა თან სვამდა თან საუზმეს ამზადებდა.კვერცხი შეწვა ომლეტი მოამზადა,მაცივარში ძეხვი იპოვა და დაჭრა,ასევე ყველი,კარაქი და პური,ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა.გემრიელ სუნზე ზურააც გაეღვიძა:
- დედა რომელი საათია?_გოგოს ამის გაგონებაზე სიცილი ძლივს შეიკავა.აიღო ტკივილგამაყუჩებელი და წყალი და ზურასთან შევიდა მისაღებში.ბიჭმა თავისი ხალათი იცნო,გაუკვირდა სხვას რომ ეცვა თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა,გოგო ჩვეულებრივი ნაბიჯებით უახლოვდებოდა.
- შენ ვინ ხარ?აქ რას აკეთებ?ჩემი ხალათი რატო გაცვია ან ჩემი ოჯახის წევრები სად არიან?_გოგო ზურას თავთან მდგარ კრესლოზე დაჯდა.
- გამარჯობა მე ლიზა ვარ._ხელი გაუწოდა,ზურამაც ჩამოართვა.-როდესაც ბარში უგონოდ დათვერი და იქ მყოფებს აუშარდი მე დამირეკეს პირველ რიგში იმიტომ რომ შენს ტელეფონში ნახეს ჩემი ნომერი,მეორეც მე იმ ბარში ვმუშაობ.აქამდე ძლივს მოგათრიე.როცა მკვდარივით მიესვენე მარტო ვერ დაგტოვე იმიტომ რომ გული მაქვს და არ მინდოდა მარტო აქ მომკვდარიყავი.შენი მშობლები ნათესავთან არიან,რამდენიმე დღით იქ დარჩებიან,შენი და კი მეგობართან._ხმაში ბრაზი,სევდა და ირონია ირეოდა ერთმანეთში.-ხო მართლა ღამის სამ საათზე აღარასოდეს შემაწუხო თუ არ შეწუხდები.ცოტახნისწინ აბაზანა მივიღე ტანსაცმელი კი გავრეცხე და ვაშრობ ამიტომ მაცვია შენი ხალათი.დაკმაყოფილდი?საუზმობას ვაპირებ და შემომიერთდები?მანამდე კი ეს წამალი დალიე._მიაწოდა წამალი და წყალი.
- ორი წუთი მადროვე რაც მითხარი ყველა ინფორმაცია გადავამუშაო._წამოჯდა დივანზე და წამალი დალია.
- ორ წუთს კი არა თუ გინდა მთელ თვეს მოგცემ._ჩაიცინა,ადგა და სამზარეულოში გავიდა.ბიჭმა წამალი დალია და უკან გაჰყვა გოგოს ის უკვე საუზმობდა.ზურას შავი მაგარი ყავა მოუმზადა.
- ეი!_ლიზას ყურადღების მისაქცევად წარმოთქვა.-წუხანდელისთვის მინდა მადლობა მინდა გადაგიხადო მართალია არაფერი მახსოვს მაგრამ მაინც.
- ჯერ ერთი მე ლიზა მქვია,მეორე არაფრის და მესამე თუ შეგიძლია ისაუზმე.დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს და აღარც ექნება.
- რატომ?
- ამის შემდეგ არასოდეს აღარ შევხვდებით._ბიჭი ამ დროს სკამიდან ადგა და გამათბობელთან მივიდა.
- ძალიან ცივა._მოიმიზეზა.-რატომ ხარ მაგაში დარწმუნებული?
- ვარ და მორჩა!_გოგო საუზმეს აგრძელებდა,ზურამ ამასობაში ტანსაცმელი აიღო და დამალა თან ჩუმათ,მერე ისევ უკან დაბრუნდა.
- მაგას როგორ აპირებ?_ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- რას გულისხმობ?_უკან შეტრიალდა გოგო.
- შენი ტანსაცმელი გაქრა._იგივე ღიმილით უთხრა.
- რა?.. კი... კი მაგრამ როგორ?აქ არ იყო?რა უყავი?_გაბრაზდა წამოხტა და ყვიროდა თან თვალით ყველგან ათვალიერებდა.
- დაგიმალე._ისევ ეს ეშმაკური ღიმილი რომელიც ლიზას უკვე აღიზიანებდა.
- რა?კი კი მაგრამ რატომ?
- ერთი პირობა მომეცი და დაგიბრუნებ.
- რა პირობა?
- მთელ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ.
- მაგას მირჩევნია ხალათით ვიარო ქუჩაში.
- რატომ?ასეთი რა დაგიშავე?
- შენ რა დამიშავე?_ეს რამდენიმე სიტყვა ცინიზმით იყო გაჟღენთილი.
- გავიგე თურმე ერთ დროს გიყვარდი.
- ეგ საიდან მოიტანე?_ცოტა ანერვიულდა ლიზა.
- ჭორები დადიოდა და დადის თურმე ახლაც ასეა.
- ჭორებს არასოდეს უნდა ენდო შეიძლება ტყუოდეს._ორივე დასხდნენ გვერდიგვერდ სკავზე.
- ისეთმა ადამიანმა მითხრა რომ შეუძლებელია ტყუოდეს.
- შენს მეგობარს ასე ენდობი?
- კარგი რა დავიჯერო არ გახსოვს ამ ამბის გამო რამდენი რამ გადავიტანეთ?
- მე შენზე ბევრად მეთი გადავიტანე და დღემ...
- რა დღემდე?_ინტერესიანი თვალებით შეხედა ლიზას.
- მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და რა საჭიროა მაგ თემაზე საუბარი?!
- მოიცა,მოიცა მე ხუთი წლის წინ გავიგე და იმავე წელს გამოვედი სკოლიდან.შენ რა მართლა გიყვადი?
- ჯანდაბა!მაინც უნა მიმაყოლო ეგ ამბავი?!
- ძალინ მაინტერესებს და ეგ ისტორია უკვე არც წაესულს შეცვლის და არც მომავალს.
- მართლაც!კარგი!არ მახსოვს პირველად სად და როდის გნახე მაგრამ მეშვიდე კასი რომ დავამთავრე ზაფხულის ჩვეულებრივ საღამოს ჰამაკში ვისვენებდი და გრილი ნიავით ვტკბებოდი,ჩამეძინა. დამესიზმრა ახალგაზრდა ყმაწვილი,მეგონა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო თუმცა შემდეგ სკოლაში გნახე და მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი ვერც დღე ვისვენებდი და ვერც ღამე.იმ წელს ჩემდა საუბედუროდ ორივე კლასი შეგვაერთეს სპრტის გაკვეთილზე და ჩემი უბედურებაც გახანგრძლივდა.მეცხრე კლასში ყველამ გაიგო და მაგიტ დამტანჯეს ცხოვრება აღარ მინდოდა.მაგ დროს გავიცანი მარი და დავმეგობრდით,ის მეხმარებოდა შენს დავიწყებაში.მერე გამოვედი სკოლიდან და გავიცანი ნატა.სამივე ერთად ხან რომელ კლუბში ვიყავით ხან რომელში.თან დიეტაზეც ვიყავი.ერთხელ კლუბში გავიცანი ერთი ბიჭი მეგონა ჩემი გოგოები უფრო მოეწონებოდა და და ამიტომ ხშირად ვტოვებდი მათთან და მე ვცეკვავდი,ხშირად ჩემს მხვდებოდა,არ ვიცოდი რა უნდოდა.მოგვიანებით გოგოებს ჩემი ნომერი გამოართვა,მწერდა,მელაპარაკებოდა იმის მიუხედავად რომ არ მიყვარდა და არც გამომდიოდა ტელეფონზე საუბარი,დროთა განმავლობაში ის ჩემთვის შენზე მნიშვნელოვანი გახდა.და მაინც დღემდე ვერ ვხვდები რამ შემაყვარა შენი თავი.ასე რომ ბექა არის ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი გული სრულიად მას ეკუთვნის._იღიმის.-ამის მიუხედავად მაინც გინდა სასეირნოთ ერთად წავიდეთ?
- ჯერ კიდევ შოკში ვარ თუმცა გასეირნებაზე უარს მაინც არ ვიტყვი.
- რა ჯიუტი ხარ.არც მე შემცვლია აზრი ისევ იგივეს ვფიქრობ.
- რა აზრზე?
- თუ გეტყვი ძალიან გეწყინება.
- არაუშავს როგორმე ავიტან!
- კარგი შენი სურვილი იყო._ეშმაკურად გაუღიმს.-ვფიქრობდი რომ შენ იყავი უსულგულო,ეგოისტი.ნაბი*ვარი რომელიც სიყვარულის ღირსი არა არის!თავში გაქვს რაღაც რაღაცეები ავარდნილი,ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია მათ შორის ცხოვრებაც.
- დასაწყისი საშინლად ჟღერდა.
- თავიდან ბოლომდე საშინელებაა.მაინ არ ვაპირებ შენთან ერთად სადმე წასვლას.
- და ტანსაცმელი?
- ამ ხალათითაც წავალ.
- ეგ ჩემი ხალათია და მოგიწევს აქ დატოვო.
- კარგი რა სერიოზულად?!
- ან ჩემთან ერთად გაატარებ მთელ დღეს ან სრულიად შიშველს მოგიწევს სახლში წასვლა.
- ნამდვილი სატანა ხარ.კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა მაგრამ შემდეგ აღარსად შემხვდები და დამირეკავ!
- კარგი!_ეშმაკურად გაეღიმა ზურას.
- ჩაცმა მინდა.
- შენი ტანსაცმელი ჩემ ოთახში,სარკესთან კარადა რომ არის მაგის პირველივე უჯრაში._ლიზა ადგა შევიდა ბიჭის ოთახში(იმდენი ხანი იბოდიალა ამ სახლში უკვე დაიზეპირა სად რა იყო მეტი გასართობი ვერაფერი ნახა აიღო ტანსაცმელი და ჩაიცვა.ზურამ მეგობარს დაურეკა და მანქანა სთხოვა თავისი გასაკეთებლად ყავდა ხელოსანთან მიყვანილი.ლიზამ ის მორჩენილი 80 ლარიც მისცა თუმცა არ სჭირდებოდა,ისედაც ქონდა ერთერთ კომპანიაში მუშაობდა ბიზნეს მენეჯერი იყო.ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ "მთაწმინდაზე".იქ ყველა ატრაქციონზე დასხდნენ.გოგოს როცა ძალიან ეშინოდა ზურას ეხუტებოდა,ეშმაკის ბორბალი მოეწონა ყვწლაზე მეტად იმიტომ რომ იქედან მთელი თბილისი მოჩანდა.2 საათი იყვნენ იქ.შემდეგ ზოოპარკში წაიყვანა,ყველა ცხოველი ნახეს,ზურამ თავისი სურვილით იყიდა ნაყინი,ჩიფსები და იმერული ხაჭაპური,თავისთვისაც იგივე.სამი საათიც იქ იყვნენ.არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.შემდეგ იყო ბოტანიკური ბაღი.აქაც სამი საათი იყვნენ,ნუ ბოლომდე ვერ მოახერხეს დათვალიერება მაგრამ რაც მოასწრეს კაი იყო.მერე ქალაქიდან გავიდნენ.ავიდნენ ჯვრის მონასტერში,დაანთეს სანთლები,გადაიღეს ფოტოები.სურათებს ყველგან იღებდნენ.ლიზა ერიდებოდა ზურასთან ერთად ფოტოს გადაღებას.ფოტოების გადაღების შემდეგ ოდნავ დაბლა დაუყვნენ დაღმართს იქ პატარა სამლოცველოა ასევე წმ.ნინოს წყარო.ნაკურთხი წყალი და გამოყენების ინსტრუქცია წამოიღეს.ჩასხდნენ მანქანაში.ერთი საათიც ჯვარზე იყვნენ.ახლა მცხეთაში წავიდნენნახეს სვეთიცხიველი,დედათა მონასთერი,ულამაზესი ტაძრები.ლიზას ეს ტაძრები ბევრჯერ ენახა მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც ახერხებს მის დათყვევებას.აქაც დაანთეს სანთელი,ფოტოები გადაიღეს.უკანა გზაზე ერთი რესტორანი ნახეს,იქ შევიდნენ.მაგიდა ცალკე კუპეში შეუკვეთა ბიჭმა.მოატანინეს 15 ხინკალი,2 მწვადი,ერთი ქაბაბი,ერთი იმერული.საწებელი,ერთი ბოთლი ღვინო და ერთიც ნაღების წვენი.მშვენივრად ივახშმრს.
- ზურა შენი ექსკურსია არ დამთავრდა?
- ასე ძალიან რატო გინდა სახლში წასვლა?
- უნდა დავიძინო ღამის 11 საათზე მუშაობა მეწყებაასე ადრე მივდივარმივდივარ ხოლმე დაახლოებით 9 რომ ყველაფერი მოვასწრო.
- ასე გვიან რატო მუშაობ?
- ღამის კლყბია და ღამის თბილისში 11 ვიწყწბ მუშაობას.
- რომლამდე ხარ?
- დილის ცხრამდე,მაგრამ წუსელი ადრე წავედი დაძინება მინდოდა.
- აი თურმე შენ რატო დაგირეკეს.
- ხო მე იქ ვმუშაობ.ბარმენმა ჩემი ნომერი იცნო შენი ნაცნობი ვეგონე.ნაწილობრივ მაგიტომაცდამირეკრს
- გასაგებია.მთელი დღე ვინ გირეკავს?
- დედაჩემი,ჩემი და,და...
- და კიდევ ვინ?
- ბექა.აინტერესებს სად ვარ.
- რს ეუბნევი?
- რომ ბიზნეს შეხვედრაზე ვარ.უცხოელი ინვესთორები ჩამოვიდნენ მე კი მათი გიდი ვარ._გაეღიმა
- სერიოზულად.
- ისეთი არაფერი ვუთხარი სასეირნოთ წავედითქო როცა ჩავალ ყველაფერს მოვუყვები.
- 9 საათამდე იყავი ჩემთან მერე კი პირდაპირ ბარში წაგიყვან.
- უკვე რვა დაიწყო.სანამ იქამდე მივალთ კი გახდება ცხრა ასე რომ კაი.
- ხვალ მეგობრებს წვეულება გვაქვს არ მოხვალ?
- არ ვიცი...
- შენი კლასელებიც იქნებიან და მათაც ნახავ.
- შევეცდები ჩემგან მაინც არაფერი მიდის._ვახშამი ისე დაამთავრეს სისულელეებს ეკითხებოდნენ ერთმანეთს თავისი განვლილი ცხოვრებიდან.რესტორანში ანგარიში გაასწორეს,ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.



№1  offline წევრი cancara

აჰაჰა კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent