შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი II


12-01-2016, 10:21
ავტორი Evelina
ნანახია 3 274

_მაშო…_ისევ თვალებგაფართოებული მიყურებდა ნუცი._შენ იცი ეს ვინ არის?!
_მირიან ალხაზოვი!_ბაგეებზე ღიმილი შემეპარა და მის გვერდით დავჯექი.
_რა გაგიმართლა, რომ დედა და ბებო არ არიან სახლში!_თავი გააქნია.
_10 წელი გავიდა…_ღრმად ჩავისუნთქე და თავი მივადე ჩემს დას.
###
რატომ ხდება ყოველთვის ასე? წლების განმავლობაში ცდილობ ერთი ადამიანის დავიწყებას, ცდილობ ისწავლო ცხოვრება მის გარეშე, შეეგუო იმას, რომ არ სჭირდები და, როდესაც საკუთარ თავს აიძულებ აღარ იფიქრო მასზე, სწორედ მაშინ გამოჩნდება.
14 წლის ასაკში იმ სკოლაში გადავედი სასწავლებლად, სადაც მირიანი სწავლობდა. იგი 17 წლის, საკმაოდ სიმპათიური და მხიარული ბიჭი იყო, რომელმაც დანახვისთანავე დამაინტერესა. თუმცა არ ვიყავი ისეთი გოგო, რომ აგეკიდებოდა და მოსვენებას არ მოგცემდა სანამ არ შეამჩნევდი. ჩემთვის, ჩუმად ვუყურებდი ხოლმე და მის ყველა მოძრაობას ვაკვირდებოდი. ერთხელაც არ შემოუხედავს. მე კი, სულელს შემიყვარდა… აი ასე უბრალოდ, შემიყვარდა. მისი შავი, ხუჭუჭი თმა, ხშირი წარბები და ასევე შავი თვალები შემიყვარდა… თეთრი კბილები და დიდი, წითელი ტუჩები შემიყვარდა… მისი განიერი მხრები და მამაკაცური სხეული შემიყვარდა… მისი კეხიანი ცხვირი და მომღიმარი სახე შემიყვარდა… შემიყვარდა ისე, როგორც წიგნებში და ფილმებში… სიყვარულზე მეტად შემიყვარდა…
მირიანის გამოსაშვები საღამო, ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა და მაშინ პირველად გადავწყვიტე მისი ყურადღება მიმეპყრო. მეც იგივე რესტორანში წავედი, მეგობრებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ მოკლე კაბა ჩავიცვი, მაღლებზე შევხტი და მაკიაჟიც გავიკეთე, წამოითაც არ შემოუხედავს. მთელი საღამო ვიღაც გოგოს აჰკიდებოდა, ხან ეცეკვებოდა და ხან კიდევ ხელგადახვეული რაღაცას ელაპარაკებოდა.
დავთვერი… საშინლად დავთვერი… ბოლო ჭიქაც დავლიე და თვალი გავაყოლე კარიდან გასულ მირიანსა და მის გოგოს. ჩანთას ხელი დავავლე და უკან გავყევი. გარეთ გასულს იქ არ დამხვდნენ. მთელ ეზოს შემოვუარე და არსად იყვნენ. ფეხები ძლიერ მტკიოდა, ჩემი 13 სანტიმეტრიანები გავიხადე და სიბრაზისაგან სადღაც მოვისროლე. ის იყო სახლში წასვლა დავაპირე, ისევ შევამჩნიე ისინი. მირიანს გოგონა რესტორნის კედელთან აეყუდებინა და მკერდს გაშმაგებული ‘’ულოკავდა’’. ხელიც რომ შეუცურა ფეხებს შორის, გოგონამ შეაჩერა, რაღაც უთხრა და რესტორანში შებრუნდა.
გავბრაზდი… ძალიან გავბრაზდი… სწრაფი ნაბიჯებით მივედი მირიანთან, ხელი მხარზე დავადე, შემოვატრიალე და მუჭი პირდაპირ თვალში ჩავარტყი.
_ააა!_დაიბღავლა მაშინაც. შეეცადა ცალი თვალით დავენახე, მაგრამ არ დავაცადე, ჩანთიდან სუნამო ამოვიღე და პირდაპირ თვალში შევაპკურე.
_აააა!_ისევ ამოხდა._შენ რა, გიჟი ხარ?!
_კრეტინო!_დავუყვირე და სირბილით გავეცალე. რესტორანთან მდგარ ტაქსში ფეხშიშველი ჩავხტი და მძღოლს ვთხოვე სასწრაფოდ წავეყვანე სახლში.
###
მირიანს განსხვავებული გამოხედვა ჰქონდა. იგი წარმოშობით ებრაელი იყო და სწორედ ეს სხვა სისიხლის ყივილი იგრძნებოდა მის თვალებში. თუმცა, მის მზერას ყოველთვის გავურბოდი. მეშინოდა… მეშინოდა, რომ შემომხედავდა და მერე, თავს ისე გააბრუნებდა თითქოს, ჩემთვის კი არა, რაღაც სიცარიელესთვის შეეხედოს.
ჩემი გარეგნობა ყოველთვის მაკომპლექსებდა. განსაკუთრებით მირიანის იდიალურიბასთან მიმართებაში. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის მიმართ სიბრალულით ვივსებოდი… მებრალებოდა რადგან ბებიაჩემს (მამაჩემის მამას) არ დავემგვანე, მასავით ქერა ტალღოვანი თმა, პატარა აპრეხილი ცხვირი, ცისფერი თვალები და დიდი მკერდი რომ არ მქონდა.
აი ნუცი ზედ გამოჭრილი ლილიკოა. ის ისეთი ლამაზია…
ერთადერთი, რაც ბებოსგან გამომყვა - ტუჩებია: გახუნებული, ვარდისფერი, სქელი ტუჩები. დანარჩენად დედას ვგავდი: მოღუნული ცხვირით, თაფლისფერ-მწვანე თვალებით, წაბლისფერი სწორი თმებით და პატარა მკერდით.
სიმაღლე კი ყველას ერთი გვქონდა. საშუალოზე ოდნავ დაბალი! მოკლედ ჩემს გარეგნობაზე ყველა გოგო “იოცნებებდა”.
დედა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაინც მიკვირდა თუ როგორ მოხიბლა დედაჩემისნაირმა ქალმა მამაჩემისნაირი მამაკაცი?!
მგონი ძალიან შორს წავედი…
მოკლედ! ზუსტად ვიცოდი გულთამყრობელ მირიანის გულს მე რომ ვერ დავეპატრონებოდი, ამიტომაც მხოლოდ მისი ყურებით ვკმაყოფილდებოდი.
მას შემდეგ დაახლოებით 10 წლი გავიდა. განა არ ვცდილობდი მის დავიწყებას?! უბრალოდ ყველას მირიანს ვადარებდი და ვხვდებოდი, რომ ისეთი არავინ იყო… თუმცა, იმ საღამომდე, მირიანი შიშველი რომ იდგა ჩემს აივანზე, ერთი წლით ადრე, ახალ წელს საკუთარ თავს პირობა დავუდე, რომ მასზე აღარასოდეს ვიფიქრებდი და აუცილებლად მივცემდი ვინმე სხვას შანს.
იმ საღამოს კი… პირობა დავარღვიე. მთელი ღამე მასზე ფიქრებში გადავათენე.
###
ვიოლინო გადავიკიდე მხარზე და დილაადრიან გამოვედი სახლიდან. პირიდან ცხელი ჰაერი გამოვუშვი…
_აორთქლდა!_უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
პატარა რომ ვიყავი, მამამ მითხრა: პირიდან ცხელს ჰაერს რომ გამოუშვებ და ის აორთქლდება, ესე იგი, დროა უკვე თბილად ჩაიცვა_ო!
არ მიყვარდა სიცივე. მციოდა და ამიტომ-მეთქი - ვერ ვიტყვი. უბრალოდ არ მიყვარდა…მახსოვს, ზამთარში მირიანი პირზე კაშნეაფარებული დადიოდა, მე კი მისი ღიმილი მენატრებოდა… შეიძლება ამიტომაც შევიძულე სიცივე.
_დილა მშვიდობისა, მაშო!_ჩემი სადარბაზოს წინ, თეთრი ვარდებით ხელში იდგა მირიანი. კისერზე კაშნე შემოეხვია და პირზე აეფარებინა.
_რაიყო, მადლობის სათქმელად მოხვედი?_დამცინავი მზერა გავუსწორე და გვერდი ავუარე.
_გამოიცანი!_მითხრა და წინ გადამიდგა._ეს შენ!_გამომიწოდა ვარდები.
_რა ბანალურობაა!_გამეცინა, ვარდები გამოვართვი და იქვე ნაგვის ურნაში გადავუში.
_გაწყენინე რაიმე?_გაბრაზდა, თუმცა თვალებზე შევატყვე, მაინც იღიმოდა.
_იმიას თუ არ ჩავთვლით, სახლში, შიშველი რომ შემომივარდი?!_ისევ განვაგრძე გზა.
_არ გაგეღო მერე კარი!_წარბები შეყარა და უკან გამომყვა.
_არ უნდა გამეღო!
_კაი, მე - ჯანდაბას…_დაიწყო წუწუნი._ის ვარდები როგორ გაიმეტე?!
_შენ თუ ვერ იმეტებ, მიდი და ამოიღე!_მისკენ გავიხედე და პირველად გავუსწორე თვალი. მივხვდი, ჩემი ირონიული ღიმილი ნელ-ნელა ჩამომშორდა სახიდან და შიში გამომესახა.
_რაიყო? რაიმე საინტერესო შეამჩნიე?_გაიმეორა ჩემი სიტყვები.
არაფერი არ ვუპასუხე, მზერა ავარიდე და ფეხს ავუჩქარე.
_რატომ გამირბიხარ?_გაეცინა და მკლავში მწვდა.
_შენ არ გაგირბივარ!_ცალი წარბი ავქაჩე._სამსახურში მეჩქარება!
_მაშინ მიგაცილებ!
_არ მინდა!_შევუბღვირე, ჩემი მკლავი გამოვგლიჯე ხელიდან და ისევ გავაგრძელე გზა._სხვა საქმე არაფერი გაქვს?!
_რა დაგიშავე ასეთი?_გაეცინა და ისევ გამომყვა.
_ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფერს ვერ დამიშავებ!_გამეცინა მეც.
საპასუხოდ წარბებშეკრულმა შემომხედა და თავი გააქნია.
_კარგად იყავი მირიან!_ვუთხარი როდესაც გაჩერებას მივუახლოვდი და ჩემი ავტობუსი ჩამოდგა.
_დროებით!_ამჯერად სახე ამოწია კაშენდან და გამეკრიჭა.
სახეზე ავწითლდი და ავხურდი. ღრმად ჩავისუნთქე და ავტობუსში ავედი.
###
უკვე 5 წელი იყო, ერთ-ერთ ხელოვნების სკოლაში ვიოლინოს მასწავლებელი ვიყავი. იქ ასწავლიდნენ ხალხურ სიმღერებს, ქართულ ცეკვებს, ხატვას, მწერალთა და პოეტთა შეხვედრებიც იმართებოდა, რამოდენიმე წლის წინ თავისუფალი თეატრიც დაარსეს. მოკლედ ეს სამსართულიანი შენობა, ხელოვნების ნამდვილი თავშესაფარი იყო. მეც ერთი პატარა კაბინეტი მქონდა დაქირავებული და ბავშვებს იქ ვამეცადინებდი. ასევე, მალევე შევქმენი 13 წლამდე ბავთა ვიოლინოს ანსამბლიც. უამრავ კონცერტებს ვატარებდით და სხვადასხვა ქალაქებსა თუ რაიონებში ხშირად დავდიოდით. იმ საქმეს ვაკეთებდი რაც ყველაზე მეტად მიყვარდა და ამიტომაც გამომდიოდა კარგად. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებს მოსწონდათ ჩემთან სწავლა, მიუხედავად ჩემი მკაცრი ხასიათისა…
_დღეს რაღაც ზედმეტად კეთილი ხართ, მარიამ მასწ!_მითხრა ჩემმა უხუცესმა მოსწავლემ. ეს იყო 21 წლის გიორგი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა - სიბერეში მოუნდა ვიოლინოზე დაკვრა ესწავლა.
_დაუკარი ეგ შრადიკი თორემ, უცებ გადავბოროტდები!_გავუღიმე გიორგის.
მან თავი ჩაღუნა, მერე ვიოლინო შემოიდო და შრადიკის დაკვრა დაიწყო.
_ეგრე არა!_დავუყვირე მე._მთლიანი ლეგატო გამიკეთე!_ფახზე წამოვდექი, როიალს მივუახლოვდი და ხელი რიტმულად რამოდენიმეჯერ დავარტყი._თვლაში ჩაჯექი!_გიორგის გამომეტყველება ეცვალა, მოიღუშა და წარბებიშეყარა. მის ასეთ სახეზე სულ მეღმებოდა ხოლმე, და ახლაც ჩამეცინა.
სამუშაო დღე 6_ზე დამიმთავრდა. სახლში დაღლილი წამოვედი. იმ დღეს ორკესტრიც ვამეცადინე. სადარბაზოში შესული უცებ გამოვბრუნდი უკან. ნაგვის ურნასთან მივედი, მირიანის ნაჩუქარი ვარდები ამოვიღე და სახლში ავიტანე.
_ეს რა არის?!_ნუციმ სიცილი ვერ შეიკავა ჩემი გაშავებული თეთრი ვარდები რომ დაინახა.
_არ დაიჯერებ…_თვალებით ვუღიმოდი._მიდი ჩაი გაამზადე და მოგიყვები!_ ყვავილები ჩემს ოთახში შევიტანე, ცხელი შხაპი მივიღე, საღამურები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.
_დე?_გაოცებულმა გავხედე დედაჩემს._ჩამოხვედით უკვე?!
_ჰო…_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დედამ._ბებიაშენი გახდა ისევ ცუდად!_თავი გააქნია და თავისი ოთახისაკენ წავიდა.
_მოაწყო ალბათ ლილიკომ სცენები!_გაეცინა ნუცის._შემოვიდა თუ არა წამლებს ეტაკა და ისიც თავის ოთახში გაიქცა.
_მოკლედ რა…_თავზე გადავისვი ხელი._ესენი ხო ერთად ვერ უნდა გაუშვა ვერსად.
_დაიკიდე რა…_ხელი დამისვა ნუციმ.
_ნუცა!_შეუყვირა ჩემს დას და სამზარეულოში გამოვიდა._შეაკითხე ერთი ბებიაშენს და ნახე ხომ არ კვდება!_ცალი წარბი აქაჩა ზემოთ და რაღაცას დაიწყო ძებნა.
_მე წავედი… უნდა დავიძნო…_ჩავილაპარაკე და გამოვიძურწე სამზარეულოდან. ვიცოდი, იქ რომ დავრჩენილიყავი მთელ ღამეს იმის მოსმენაში გავატარებდი, როგორ გაუმწარა დედას ლილიკომ სიცოცხლე და, თუ რა საშინელებაა წუნკალი დედამთილი.
სულ ასე იყო. არ უყვარდათ დედას და ბებოს ერთმანეთი. განსაკუთრებით მამაჩემის სიკვდილის შემდეგ. ორივე ერთმანეთს აბრალებდა, არა შენ დაავადმყოფე, არა შენო. თითქმის ყოველდღე იმართებოდა სახლში რძალ-დედამთლის ტიპიური სცენები. მე და ნუცი კი ჩვენს ოახებში შევიკეტებოდით და ვცდილობდით მათვის ყურადღება არ მიგვექცია.
###
_დილა მშვიდობისა, მაშო!_სადარბაზოდან გამოსულს ისევ შემომეგება მირიანი.
_დღეს ვარდები არ მოგიტანია?_გამეცინა და გვერდი ავუარე.
_დღეს, სამაგიეროდ მზე მოგიტანე!_მითხრა და ცაში აიხედა.
მართლაც, ბოლო კვირეები სულ მოღრუბლული იყო ცა, იმ დღეს კი გადაწმენდილიყო და მზეც დილაადრიანად გამოსულიყო.
პირიდან ცხელი ჰაერი გამოვუშვი.
_არ დაიორთქლა…_ვთქვი და გამეღიმა.
_რაო?_გაიკვირვა მან. მე არაფერი მითქვამს.
ავტობუსის გაჩერებამდე ისე მიმაცილა რომ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ბოლოს მომაძახა დროებითო. მეც იქამდე ვუყურე ფანჯრიდან სანამ წერტილად არ გადაიქცა.
რა უცნაურია არა ცხოვრება? არასოდეს იცი რა იქნება მომავალში, მითუმეტეს 10 წლის შემდეგ. და მაინც, ვინ წარმოიდგენდა რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა. “ახლა ჩემი დროა!”_გავიფიქრე და კმაყოფილების ღიმილი გამომესახა.
###
_დილა მშვიდობისა, მაშო!_მესამე დღეც მირიანის სადარბაზოსთან დახვედრით დაიწყო.
_დიდხანს აპირებ ასე გააგრძელო?_გავუღიმე და გვერდი ავუარე.
_სანამ თავს არ შეგაყვარებ!_მომანათა თეთრი კბილები.
_რთული მისიაა!_ჩავიცინე ბოროტულად.
_ჩემთვის არა…_გადამიდგა წინ._შემომხედე რა ბიჭი ვარ. თან მერე როგორი ზრდილობიანი?!
_უჰ, ნუ იტყვი!_წარბები შევკარი.
_განათლებულიც_ხელები ამოიღო ჯიბიდან და თითებზე თავის ღირსებების ჩამოთვლა დაიწყო._ვმუშაობ, სამი ენა ვიცი, ვმღერი, გიტარაზე ვუკრავ, ბოლოს და ბოლოს მარტო თვალებისთვის შემიყვარებს კაცი!_მითხრა და ისე შემომხედა ლამის გული წამივიდა.
_მოდი მაშინ, მე რაღაცას გეტყვი და მერე გადაწყვიტე, გაქვს თუ არა შანსი!_ხელები გადავაჯვარედინე.
_გისმენ!_სახე დაასერიოზულა.
_10 წლის წინ ერთი ბიჭი შემიყვარდა, მას შემდეგ ვერცერთმა ბიჭმა ვერ შეძლო და მასზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე._ვუყურებდი და ხმა ნელ-ნელა მეკარგებოდა._ახლაც, შენ გელაპარაკები და მასზე ვფიქრობ! ვერ ვივიწყებ…
_მე უკეთესი ვარ!_გამიღიმა ისევ._უბრალოდ, ჯერ კარგად არ მიცნობ!

___
დიდი მადლობა მეგობრებო! ძალიან გამიხარდა რომ პირველი თავი მოგეწონათ... <3
ახლა რას ფიქრობთ? გავაგრძელო???



№1  offline წევრი Firefly

გააგრძელეეეე
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი natia-natia

რასდა დზაან მომწონს მალე დადე ახალი თავი

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

kai iyo dzalian yochag sainteresoaa♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline მოდერი tsn

კარგი იყოო..

 


№5 სტუმარი ნინო კ.დ.

ძალიან კარგია. მალე დადე და თუ შეძლებ თავებიც გაზარდე, არ მყოფნის.

 


№6 სტუმარი Nan o

Ai shen myavxar yvelaze nichieri, ucxo istoriaa ,ar gavs sxva istoriebs, swored amit izidav mkitxvels. Ar mindoda damtavrebuliyo, gelodebi ketili survilebit, ukve dzalian shemayvare tavi, rac sheni istoriebis,upro sworad sheni nichierebis damsaxurebaa, :-*:-):-)

 


№7 სტუმარი

მალე დადე ახალი თავი რაა, პირველად მომეწონა მოთხრობაა და დიდხანს არ მალოდინო გთხოვ

 


№8  offline წევრი Natalo

მომწონს, ძალიან მომწონს. :)
არ დააგვიანო ახალი თავი, გთხოოვ :))

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგია!დამაინტერესა <3

 


№10  offline წევრი Evelina

არც კი ვიცი როგორ გამოვხატო, რამდენად მახარებს თქვენი კომნტარები! რეალური მირიანის შემდეგ, ყველაზე დიდი შთაგონება ხართ!

 


№11  offline მოდერი Eleniko13

შემდეგი თავიც დაგიდია უკვე...
მომწონს,ძალიან მომწონს.
შეცდომებს გვერდს ვუვლი (რასაც ხშირად არ ვაკეთებ) და ვკითხულობ თავისუფლად.
ძალიან,ძალიან მომწონს უკვე,ჩვენი მაშო.
როგორ მოისროლა ვარდები...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent