შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი I


11-01-2016, 09:08
ავტორი Evelina
ნანახია 3 873

აბაზანიდან გამოსულმა, თმები პირსახოცით შევიმშრალე, საღამურები ჩავიცვი, და ის იყო საწოლში უნდა შევწოლილიყავი, ვიღაცამ ჩემი აივნის კარზე დააკაკუნა. ფარდები გდავწიე და რას ვხედავ?!
ვიღაც უცნობი, შიშველი ბიჭი ცალი ხელით მინაზე აკაკუნებდა, ცალი კი სასქესო ორგანოზე აეფარებინა.
_შემომიშვი!_ხმა არ მესმოდა, თუმცა პირის მოძრაობით მივხვდი რასაც ამბობდა.
_ჯანდაბა! მეზობლები რას იტყვიან?!_დავიყვირე და სასწრაფოდ გამოვაღე აივნის კარი. ბიჭთან ერთად ოთახში დეკემბრის ცივი სუსხი შემოვარდა. იგი ერთიანად კანკალებდა, თუმცა სახეზე მომაჯადოვებელ ღიმილს არ იშორებდა. დამცინავი მზერით შევათვალიერე და ჩემი ხალათი ვესროლე.
_მადლობა!_თვალი ჩამიკრა უცნობმა.
_ჯანდაბა!_დავიყვურე ისევ და შუქი გამოვრთე._ნელიკო ბიცოლას ფანჯრები პირდაპირ უყურებს ჩემს აივანს…
_რა განერვიულობს?_მითხრა და ისევ შემომანათა მისი თეთრი კბილები.
_ვინ ჯანდაბა ხარ?!_თითქოს გონს ახლაღა მოვეგეო და შეტევაზე გადავედი.
_მე მირიანი მქვია!_გამომიწოდა ხელი და დავინახე ხალათი როგორ შეეხსნა.
თვალები უცებ დავხუჭე და ის იყო ყვირილი უნდა დამეწყო, უცნობი დამეტაკა და ხელი პირზე ამაფარა.
_ჩუ, ჩუ…_მითხრა და კედელს მიმაყუდა. მე ყვირილის აღარ ვაპირებდი, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. ამაოდ ვცდილობდი მისგან გამეთავისუფლებია თავი. ცალ ხელს პირზე მიჭერდა მეორეს კი წელზე._ნუ გეშინია, მანიაკი არ ვარ!_ახლა სიცილს მოჰყვა._უბრალოდ შენი მეზობლის ქმარი, დროზე ადრე დაბრუნდა სახლში…_ისევ იცინოდა და ამ სიტყვებს ჩურჩლებდა ჩემს ყურთან.
ბოლოს მოვიფიქრე და ხელზე ძლიერ ვუკბინე.
_აააა!_დაიბღავლა უცნობმა_რას იკბინები?!
_მაშო!_ოთახის კარზე დააკაკუნა ჩემმა დამ.
_ჰო ნუცი!_გავსძახე. თან მირიანს არ ვაშორებდი თვალს, რომელიც ხალათს გაბრაზებული იბნევდა.
_ჩვენი მეზობელი გიგი აბრახუნებს კარზე, გაიძახის გამიღეთ, თქვენს აივანზე ვიღაც არის და უნდა მოვკლაო!
_გაუღე!_ვუთხარი და სახეზე კმაყოფილების ღიმილი დამეფინა.
_შენ ხომ არ შეიშალე?!_კისერზე ძარღვები დაებერა შიშველ უცნობს.
_რატომ?_ცალი წარბი ავწიე ზემოთ.
_ახლავე შეწექი საწოლში!_ ხელი ჩამჭიდა და საწოლში შემაგდო. გიგის ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. მირიანმა ერთი შემომხედა, თვალები დააწვრილა, თავი გააქნია და შემდეგ ისიც შემოწვა ჩემს საწოლში. ზემოდან გადამაწვა და თავზე საბანი გადაიფარა.
_სად არის?!_ჩემი ოთახის კარი ფეხით შემოაღო გიგიმ და შუქი აანთო. ხელებში ტაფა და სამზარეულოს მოზრდილი დანა ეჭირა.
_უკაცრავად?!_წარბები შევყარე._ეს რა წესია?!
გიგიმ არაფერი მიპასუხა, ჯერ აივნის კარი გამოაღო, იქ რომ არავინ დახვდა უკან შემობრუნდა, ჩემი საწოლის ქვეშ შეიხედა, შემდეგ კარადები გამოაღო, აბაზანაშიც შევიდა და ბოლოს ისევ აივანი შეათვალიერა.
_აქ, აივნიდან არავინ შემოსულა?_მითხრა და დავინახე როგორ გაუკრთა თვალებში ცეცხლი.
_არა!_კვნესასავით ამომხდა პირიდან ეს სიტყვა, რადგან, სწორედ ამ დროს ცხელი სუნთქვა ვიგრძენი ჩემს მუცელზე.
_მაპატიეთ!_თავი ჩახარა გიგიმ.
_ამაზე ხვალ დაგელაპარაკებით!_მკაცრად გავხედე გიგის._ახლა კი მიბრძანდით ჩემი სახლიდან… მეორედ ასე შემოვარდნა არ გაბედოთ!
_უკაცრავად…_დატუქსულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან ხელებჩამოყრილი გავიდა.
ჩემმა დამ თვალები გადაატრიალა, საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო და რამოდენიმეჯერ დაატრიალა, მანიშნა - შეიშალაო.
მერე კარი გაიხურა და, ალბათ გიგიც მიაბრძანა სახლიდან.
_წავიდნენ!_ვთქვი და საბანი გადავიძვრე.
_თუ მოგეწონა, ცოტახანს კიდევ დავრჩები!_გამიღიმა და ხელები მუცელზე დამისვა.
_კრეტინო!_შევუყვირე და მუხლი ფეხებს შორის ამოვარტყი.
_აააა!_ისევ დაიბღავლა მან._შენ რა, გიჟი ხარ?
_რაიყო, მამაკაცური ღირსება დაგიზიანე?!_გამეცინა და ძლივს გადავაგდე ჩემი საწოლიდან.
_ხომ შეიძება რაიმე მოუვიდეს?_მოხრილი ეგდო ჩემს საწოლთან და წუწუნებდა.
_მერე რა?_გამეცინა და ფეხზე წამოვდექი._სამაგიეროდ სხვის ცოლებთან აღარ ივლი!_ფანჯრებზე და აივნის კარზე ფარდები გადმოვწიე._აბა, ახლა რა გეგმები გაქვს?!_წელზე შემოვიდე ხელები.
_არ ვიცი…_ვაი-ვაგლახით წამოდგა და საწოლზე დაჯდა._ტანსაცმელები იმ საქონლის სახლში დამრჩა…_მერე უცნაურად გაეღიმა და მე შემომხედა._ისე შენ მირტყამდი ფეხებს შორის, თუ ის - რა მნიშვნელობა ჰქონდა?!
_დარჩენილიყავი მერე იქ_ჩვეულებრისამებრ ავქაჩე ცალი წარბი ზემოთ._ვინ გეხვერწებოდა, სახლში რომ შემომივარდი?!
არაფერი მიპასუხა, უბრალოდ მიყურებდა, თითქოს ჩემი სახის ყველა დეტალს ათვალეირებდა.
_რაიყო? რაიმე საინტერესო შეამჩნიე?_მკაცრად ვუთხარი, ზურგი ვაქციე და კარადა გამოვაღე.
_ძალიან მეცნობი!_ფეხზე წამოდგა და ვიგრძენი მიახლოვდებოდა._შემთხვევით, შენთანაც ხომ არ მქონია სექსი?
_რაო?_თვალები დავქაჩე და მისკენ მივბრუნდი._რა უმადური ხარ!_თავი გავაქნიე._არა რა, მეტის ღირსი ვარ! უნდა მიმეგდო შენი თავი გიგისთვის…
_კაი, რაიყო?_ისევ დაკრიჭა კბილები._უბრალოდ ვიკითხე…
_შენზეა ნათქვამი: ვირო მადლიო…_ვუთხარი და კარადიდან დიდი ჩანთა გამოვიღე. იქ ჩემი ძმისთვის ნაყიდიი ტანსაცმელები მელაგა. _ნახე, რომელიც მოგერგება ჩაიცვი…_დავაყოლე და ჩანთა ძირს გადმოვაპირქვავე.
_ეს რა არის?!_გაეცინა მირიანს._კაცებს საწოლში ითრევ, მერე კლავ და ტანსაცმელებს ინახავ?!
_რა ფანტაზიის უნარი გაქვს, პირდაპირ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ…_ხელები შემოვკარი ერთმანეთს._ისე, ეგ ვარდისფერი ხალათიც გიხდება…თუ გინდა დაიტოვე, არ მენანება_დამცინავად ვუთხარი და თვალი ავაყოლე მის სხეულს. ხალათი იმდენად პატარა იყო, რომ ხალათის მკლავები შემოსკდომაზე ჰქონდა, უკანალს ძლივს უფრავდა, მისი მკერდი კი მთლიანად მოშიშვლებულიყო.
_პატარა გოგოს ხუმრობაც სცოდნია!_დამცინა და ორი თითი მომიჭირა ცხვირზე.
_ხელი!_დავუყვირე და თავი გავწიე.
ის ჩაიცვა, რაც პირველი მოჰყვა ხელში და ჩემს წინ რამოდენიმეჯერ დატრიალდა.
_აბა? მოგწონვარ?_ჩვეულებრისამებრ გამიღიმა.
_ძალიან!_გამეცინა._ კიდევ უფრო მომეწონები, თუ ჩემი სახლიდან მიბრძანდები.
_ამაზე უარს როგორ გეტყვი?!_ჩემს ხალათს ხელი დაავლო და კარისაკენ გაემართა.
_რას აკეთებ?_დავუყვირე და ხელით ხალათზე მივუთითე.
_ხომ მითხარი, თუ გინდა - დაიტოვეო?!_ცალყბად გამიღიმა და კარი გამოაღო.
მისაღებ ოთახში ნუცი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
_კარგად ბრძანდებოდეთ!_თავი დაუქნია ჩემს დას.
_ეს ვინ არის?!_თვალები გაუფართოვდა ნუცის და მე შემომხედა.
_ის კრეტინია, გიგი რომ ეძებდა…_ეშმაკურად გავხედე მირიანს.
_დიახ, მე ის კრეტინი ვარ!_საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია, წარბები უცნაურად შეათამაშა და გულიანად გადაიხარხარა.
_მიბრძანდები თუ დავუძახო გიგის?_ვუთხარი და სახლის კარი გამოვაღე.
_შეხვედრამდე._ხალათი ზურგზე გადაიკიდა და სადარბაზოში გავიდა._ისე, მართლა ძალიან მეცნობი!_ისევ შემობრუნდა ჩემსკენ.
_მე არ მეცნობი!_ვიცრუე და კარი მივუხურე.
არა და, დანახვის წამიდანვე, ზუსტად ვიცოდი რომ ეს, ჩემი პირველი სიყვარული, მირიან ალხაზოვი იყო…

____
რას იტყვით, გავაგრძელო??



№1  offline წევრი Nini123456

საინტერესოა ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი anushka123

გააგრძელე :დ თავხედო მირიან თქვენ ის კრეტინი ბრძანდებით:DD
--------------------
პლანეტა ე.მ

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესო დასაწყისიააა. უკვე ერთი სული მაქ გაგრძელებას რკდის ვიხილავვ. :-P ;-) B-)

 


№4 სტუმარი bitches

Vuvuvua :D dzlivs vigacam gansxvavebuli ragac dawera :D !

 


№5  offline მოდერი tsn

გააგრძეკე რა, ძალიან კარგი იყო...

 


№6 სტუმარი Nan o

Hahahah movkvdi sicilit:D gaagrzele genacvale, saintereso iyo da sasacilo:d

 


№7  offline წევრი Evelina

Nini123456
საინტერესოა ველოდები შემდეგ თავს <3

anushka123
გააგრძელე :დ თავხედო მირიან თქვენ ის კრეტინი ბრძანდებით:DD

ablabudaa
ძალიან საინტერესო დასაწყისიააა. უკვე ერთი სული მაქ გაგრძელებას რკდის ვიხილავვ. :-P ;-) B-)

bitches
Vuvuvua :D dzlivs vigacam gansxvavebuli ragac dawera :D !

ცირა ნინიაშვილი
გააგრძეკე რა, ძალიან კარგი იყო...

Nan o
Hahahah movkvdi sicilit:D gaagrzele genacvale, saintereso iyo da sasacilo:d


მიხაია რომ მოგწონთ, შევეცდეი თქვეი იმედეი გავამართლო... დიდი მადლობა სტიმულიათვის!!! <3

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ მომეწონა,კარგი დასაწყისია <3

 


№9  offline წევრი sofi_rio

რაკარგიაააააა! მალედადერა

 


№10  offline მოდერი Eleniko13

აჰაჰა,მართალია დახვეწა ჭირდება მაგრამ ძალიან,ძალიან კარგი საკითხავია.
რაც მთავარია,იუმორი კარგი გქონია.
მომეწონაა.
მდააჰ,იმედია თავებს გაზრდი და სხვებივით არ დაიგვიანებ,ან წერას არ მიანებებ თავს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent