შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


12-01-2016, 12:10
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 2 662

თავი პირველი
-გაიქეცი!-ვუთხარი ,სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და მის თვალებში ამოვიკითხე ,რომ აქ დასარჩენად ვენანებოდი.-დროზე!-და ისც შებრუნდა. ამტვერებულ ყვითელ გზაზე მირბოდა,ფეხები უსისხლიანდებოდა , მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა.ქარისგან შეხსნილი თავშალი უფრიალებდა და სასიამოვნოდ ელვარე თემბს უჩენდა.ის სამუდამოდ მტოვებდა,სამუდამოდ მიდიოდა პალესტინიდან.მიკვირდა როგორ გაბედა ამდენი და უფრო კი ის მაკვირვებდა,როგორ გავბედე დავხმარებოდი.გუშინ ჰასანს შევხვიდ ,ჩუმი ჩურჩულით მოვაგვარეთ უკანასკენლი დეტალები მისი და ჩემი დის გაქცევის შესახებ.მაკვირვებდა ჰასანის სიმშვიდე,თუმცა ასეთ მომენტებში ადამიანები ,თავისდაუნებურად არნახულად მშვიდები ხდებიან ხოლმე.მირბოდა ჰანანი...თვალს რომ მიეფარა შიშით ათრთოლებული უკან დავბრუნდი,რომ მენახა მამა ხომ არ მოსულიყო.თუმცა სახლში არავინ იყო ჩემი და ჩემი დების გარდა.უცნაური საიწყნარე იყო სახლშიც.თითქოს განგებაც ხელს უწყობდა მათ გაქცევას.სახლში დაბრუნებულმა,გულის დასამშვიდებლად ისევ საქმეს მოვკიდე ხელი .თანაც შეიძლებოდა მშობლები მალე დაბრუნებულიყვნენ და ცუდი დღე დამადგებოდა სახლი რომ არ მოწონებოდათ.
ჰანანი
მივრბოდი და თავს პირველად ვგრძნობდი თავისუფლად,პირველად ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა.უცნაურია,არც მშობლების მეშინოდა და არც სოფლის. ღირსების დანაშაული ასე ერქვა ჩემს საქციელს.ეს უკვე მშობლებმაც იცოდნენ და რამდენიმე დღე სახლში გამოკეტილი ვიყავი.ახლა კი მიკვირდა ,როგორ მოხდა რომ მხოლოდ გოგონებთან დამტოვეს.ამის შესახებ გუშინვე გავიგე.საკმაოდ ხმამაღლა ამბობდენენ რომ ბაზარში უნდა წასულიყვნენ.ხოდა..ძალიან კარგი.
სულ ცოტა დამრჩა .ერთი ნაბიჯიც და მალევე დავინახავ ჰასანს და მის მანქანას.მერე მანქანაში ჩავჯდებით და წავალთ.რა მიამიტი ვიყავი მაშინ.მეგონა ერთხელ ვიტყოდით რომ წასვლა გვინდოდა და გაგვიშვებდნენ,ისრაელის ტერიტორიაზეც ადვილად მოვხვდებოდით და მერე ყველაფერი ახლიდან დაიწყებოდა ,ოღონდ არა აქ ,არამედ იქ ახალ ქვეყანაში. მისულს ჰასანი არ დამხვდა,თუმცა არ შემშინებია იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიდოდა.უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი და მივხვდი რომ ის იყო.
-მანქანა სად არის?-ვიკითხე და მისმა უცნაურად მშვიდმა სახემ ამაღელვა.
-წამოდი.აქვს ახლოს .აქ ვერ მოვახერხე-მხოლოდ ეს მითხრა,ხელი ძლიერად ჩამჭიდა და იმ გზით წამიყვანა ,რა გზითაც მოვედი.სოფლის შუაგულს რომ მივუხალოვდით ავღელდი,თუმცა ვერ ვბედავდი მისთვის რამე მეკითხა.
-აქ დამელოდე-მითხრა და ისე სწრაფად შებრუნდა ვერაფერი ვკითხე.იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და მიწაზე რაგაცეების ჩხაპნა დავიწყე.ფეხები წინ მქონდა დაწყობილი... მოხრილი,ოდნავ გვერდით გადახრილი მიწას ჩავყურებდი.არ ვიცი ისე როგორ ჩავფიქრდი რომ ვერაფერი გავიგე.თავი ავწიე და დავინახე ჩემს წინ ჰასანი იდგა და ხელში რაღაც ეჭირა.არ დავინტერესებულვარ რა იყო.
-ჰასან,ვაგვიანებთ მალე ძებნას დაგვიწყებენ-ვუთხარი და დავაკვირდი რაც ხელში ეჭირა.დიდი ,შავი სათლი.შიგნით რომ სითხე იყო მივხვდი,თუმცა ამ სითხეს მე ვერ ვხედავდი.
წყვდიადი ცეცხლით
უეცრად სათლი გადმოაპირქვავა და ვიგრძენი როგორ დამისველა უცნაურმა სითხემ ფეხები,მუცელი,გულმკერდი და მკლავები.გაშეშებული შევყურებდი.მერე ასანთი გაჩხაკუნდა და ვიგრძენი როგორ მომეკიდა ცეცხლი ფეხებზე,ფეხზე წამოვარდი და ყვრილით გავიქეცი.მანაც უეცრად დააგდო სათლი და უკან ,სოფელში გაქიცა.ერთერთი მცხოვრების ეზოში შევვარდი,ცეცხლი უკვე მკლავებზე ასულიყო...ჩემ ყვირილზე შეშინებული ქალი გამოვარდა,გაშეშდა თუმცა სწრაფად მოეგო გონს.მანაც ისეთივე სათლით შემომასხა წყალი.ვხედავდი როგორ ჩაქრა ცეცხლი სხეულზე,თუმცა ეს შვებას ვერ მანიჭებდა.წყალმს მთელი სხეული ამწვა.მეგონა ნემსებს მარჭობდნენ,მაწამებდნენ, ბოლოს მხოლოდ ის გავიგონე როგორ ყვიროდა ქალი და დახმარებას ითხოვდა.შემდეგ ჩემში წყვდიადმა დაისადგურა.
თვალებ,რომ გავახილე ერთ პატარა ,თეთრ ოთახში ვიწექი.ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა.ნურა ჩემი და ,რომელიც ასე გამომემშვიდობა და ჰგონია უკვე ისრალეში ვარ,ჰასანი და ცეცხლი.ჰასანი რამდენად ლაჩარი ყოფილაა,მხოლოდ ახლა მივხვდი მაშინ პალესტინაში ვერ ვახერხებდი მის ბოლომდე დადანაშაულებას იმის თავიც კი არ მქონდა ,რომ მოვლენები დამეკავშირებინა. მე არ ვიყავი ფეხმძიმედ.ჩემი და ჰასანის ურთიერთობის შესახებ მშობლებმა მეზობლისგან გაიგეს,მას შემდეგ სამი დღე ოთახში ვიყავი გამოკეტილი.ვიცოდი სიკვდილი მელოდა ,თუმცა ბოლომდე მაინც ვერ წარმომედგინა რა იყო ეს.როგორც ჩანს ჩემს დასასჯელად თავად ჰასანს მიმართეს და მანაც უარი ვერ უთხრა ან არ უთხრა.ახლაღა მივხვდი ამიტომ იყო აესეთი სიმშვიდე დღეს,ამიტომ გამომიშვეს გარეთ და სახლში ჩემს დებთან ერთად დამტოვეს .ჰასანმა კი ეს გეგმა შეიმუშავა ,მაგრამ შეცდა მე გადავრჩი.ნურა ჩემი და ,საბრალო ალბათ ახლა გულდამშვიდებულია.ცხადია ჰასანი დღეს ყველას გააგებინებს თავის გმირობას და ნურაც საშინლად დაისჯება.არ ვიცი რამდენი დღე ვიყავი საავადმყოფოში.მახსოვს რომ საშინლად მექცეოდნენ,დამწვარ კანს ისე მახევდნენ რომ ეს ჩემთვის მეორედ სიკვდილს უდრიდა.უცნაურია,გულდამშვიდებული ვითვლიდი დღეებს.დღეს მამა ჩემი მოვა და მომკლავს,თუ არა მაშინ ჩემი ძმა ან დედაჩემი.მაგრამ არვინ მოსულა მიკვირდა ალბათ ჰასანმა ყველას უთხრა ,რომ ცოცხლად დამწვა და საქმე მოაგვარა.ჩემი წამება კი გრძელდებოდა.სანამ ერთი ახალგაზრდა ქალი არ მოვიდა ჩემს დასახმარებლად,მეორედ რომ მოვიდა ჩემი ასაკის გოგონაც ახლდა.მისი შვილი როგორც მითხრა.
მარია და ლეტიცია
ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,ყველა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს.ცდილობს გადაარჩინოს ისნის იმგვარ ჩაგვრას რაც ჰანანმა გამოიარა.სწორედ ამ ორგანიზაცის წარმომადგენელი იყო მარია და მისი შვილი ლეტიცია .გაგიკვირდებათ,დედას როგორ დაჰყავდა შვილი ასეთ საშიშ სამუშაოშიო,თუმცა დედას ძალიან ჰგავდა ლეტიცია.მაგრამ მხოლოდ ადამიანთა დახმარების სურვილში,სხვაგვარად ის ჩვეულებრივი თანამედროვე გოგონა იყო.ლეტიცია და ჰანანი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სასიყვარულო მრავალკუთხედი
ლეტიცია ძალზე ლამაზი გოგონა იყო.უმეტესად მარტო იზრდებოდა ,რადგან დედამისს მარიას იშვიათად ეცალა.
-ლეტი,ხვალ ბარში წამოხვალ?
-რატომაც არა ,რა ხდება იქ ?
-რა ვიცი.კარგად გავერთობით.ბიჭებიც იქნებიან.
-მაინც?ის იქნება?-იკითხა ლეტიციამ და წარბები ათამაშა.
-ისც იქნება.
-ოო აი ეს მესმის მაშინ მოვდივარ.
ხმამაღალი მუსიკა ,ერთმანეთში ახლართული წყვილები და ყველაფერი ის რაც ასეთი საღამოებისთვისაა დამახასიათებელი.კარშ მოკლე ,შავკაბიანი გოგონაც გამოჩნდა.გოგონამ მზერა მოავლო ზემოთ აღწერილ სანახაობას და მაშინვე დაინახა.ბართან მიყუდებული,მარტინით ხელში როგორ ეალერსებოდა სხვას მისი რჩეული.ის ვის გამოც ამ ბარში მოვიდა.ასე არა გაიფიქრა მან და სწრაფად მოძებნა მეწყვილე.ცეკვავდა და მზერას ბართან აყუდებულ ყმაწვილზე აპარებდა.ისე მოხდა ,რომ მის თვალწინ მოუწია ცეკვა.მალევე იგრძნო ,რომ ვიღაცის ორი თვალი გაშეშებული შეჰყურებდნენ მის მოშიშვლებულ მხრებს.მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო,ამიტომ თავის მეწყვილეს უფრო მიუახლოვდა .მეწყვილემა არ დააყოვნა და მის ტუჩებს დაეწაფა.საშინლად არ მოეწონა ეს ლეტიციას და მისი მკლავებიდან გათავისუფლება სცადა.თუმცა უშედეგოდ.მაშინ იგრძნო როგორ დასწვდა ვიგაცის ძლიერი ხელი და გვერდით გასწია.ბარში დიდი ჩხუბი ატყდა.
-დროზე წავიდეთ-უთხრა მამაკაცმა და ხელი წელზე მოხვია.
-არ მოვდივარ.
-მოდიხარ.მალე პოლიცია მოვა.
-რა წესია ჩხუბი შენ დაიწყე და ახლა პირველი გარბიხარ-უთხრა ლეტიციამ და მამაკაცის ძალას დაჰყვა.
-მომისმინე.იმიტომ რომ შენ ხარ აქ ,თორემ მერწმუნე იმას ასე ადვილად არ გავუშვებდი.-თქვა მამაკაცმა,როცა უკვე სუფთა ჰაერზე მიაბიჯებდნენ.მისი ხელი ისევ ლეტიციას წელს შემოხვეოდა.
-რატომ ის არ წამოიყვანე ?-ჰიკთხა გოგონამ და თვალებში შეხედა.მამაკაცი შეჩერდა.
-ვინ?-იკითხა მან.
-ვისტან ერთადაც სასმელს მირთმევდი.
-სულელი ხარ-უთხრა მამაკაცმა,მერე მისკენ მიიზიდა და აკოცა...
დილით ნაცნობმა სურნელებამ გააღვიძა გოგონა.მის წინ მაქსი იდგა და ლანგარზე ყავა ედო.
-რა ამბაი ატეხე გუშინ-გაიღიმა ლეტიციამ და ყავა გამოართვა.
-ხომ გითხარი უცნობებს ერიდე მეთქი...
უამრავი ასეთი საღამო ყოფილა სადაც მაქს გადაურჩენია ლეტიცია.თუმცა ერთხელ ბარში არ იყო მაქსი და ლეტიციამ მეორე დილით უცხო მამაკაცის გვერდით გაიღვიძა.
ასეთი იყო ლეტიციას ცხოვრება.სხვადასხვა მამაკაცი,თუმცა მაქსი ერთადერთი იყო ,რომელსაც არ ტოვებდა.სხვაგვარი იყო ლეტი ბავშვებთან და ქალებთან,დედამისთან ერთად სწორედ მან წამოიყვანა ჰანანი აქ ამერიკაში.ჰანანისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო,თუმცა დამწვრობიდ გამო ის ვეღარ გაივლიდა...
ჰანანი:მეშინია,აქ ყველაფერი სხვაგვარია ,არავის უკეთია ჩადრი,ქალები მოკლესახელოებიანი მაისურებით დადიან,არც თავშალი შემიმჩნევია ვინმესთვის.აქ ყველა ქერაა,ლეტიციაც კი.მასთან არ ვმეგობრობ .ის სხვანაირია გამუდმებით უჩანს ფეხები,მკლავები და გულმკერდი.სახლში გვიან ბრუნდება და არც სახლს ალაგებს.ვუყურებ მას და ვფიქრობ რატომ იყო ჩემი ცხოვრება ასეთი პალესტინაში.მე არ შემეძლო ასე ჩამეცვა,ასე მეარა,მამაკაცებისთვის თვალებში ჩამეხედა და მათთან მესაუბრა.ახლა?ახლა ჩემი თავი მძულს.მე ხომ ღირსების დანაშაული ჩავიდინე ,მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ.იქ ჩემს ქვეყანაში ჩემი და დავტოვე,რომელსაც ვინ იცი როგორ აწამებენ.მეგობრები არ მყოლია,თუმცა აქაც არ მყავს.ლეტიცია ვერ მეწყობა.ან რაზე უნდა ველეპარაკო?ის სახვანაირია.თავიდან სულ მეგონა ,რომ მას მოკლავდნენ ასეთო ცხოვრების სტილისთვის.მაგრამ მარიამ მითხრა რომ ეს სხვა ქვეყანაა ეს ამერიკაა,თავისუფლების ქვეყანა.აქ თავისუფლება უხვადაა მაგრამ სათნოება,პატიოსნება სხვაგვარად ესმით.ჩემს ქვეყანაში წარმოუდგენელია ქალი მამაკაცის გარეშე ცხოვრობდეს .არადა მარია ასე ცხოვრობს .მასთან ხშირა დადის ვიღაც მამაკაცი,თუმცა ის არ რჩება ყოველთვის მიდის.ან იქნებ მე მგონია ,რომ მიდის.ერთადერთი რაც მახარებს ,ისაა რომ მალე სიარულს შევძლებ.მარიამ მითხრა ერთ თვეში ოპერაციას გაგიკეთებენო.ველოდები,ესღა დამრჩენია .უსაზღვროდ მადლობელი ვარ მარასი ,რადგან მან გადამარჩინა და წამომიყვანა.რამდნიმე ოპერაციაც გამიკეთდა და მკლავების მოძრაობა შემიძლია,თუმცა ფეხების არა. ღმერთი?ღმერთის ისევ მწამს ,ოღონდ ჩემს ქვეყანაში მკვდარს და ამერიკაში ცოცხალს მისი არ მესმის...



№1  offline მოდერი Eleniko13

გრეის ორმოცდაათი ელფერის წაკითხვის შემდეგ,
მსგავსი სათაურიც კი მაღიზიანებს. არათუ შინაარსი.
ბანალური იყო,
თითქმის უაზრო.
თითქმის-მეთქი რომ ამბობ,გატყუებ.
სულ უაზრო იყო.
სათაურის გამო წავიკითხე,
გრეის ხათრით.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

არაუშავს :) მაშინ აღარ წაიკითხო :) ჩემთვის კრიტიკაც მისაღებია wink

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

საინტერესოა.... და საერთოდ არ ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს!
თავიდან უნდა მეთქვა, უცხო სახელები რატმო გაქვს მეთქი, საქართველოზე წერე თქო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე უნდა დაწერილიყო და მორჩა!
აქ განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებზეა საუბარი. ჰანანი და ლეტიცია ძალიან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ... ამ განსხვავებას გვაჩვენებ და ეს მომწონს. მიუხედავად იმისა, შეცდომები რომ გაქვს, შინაარსი ძალიან საინტერესოა. პირველი არასდროს არის ისეთი, როგორიც გვინდა ხოლმე, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესდება და უკეთესდება love
შენც როგორც მიერთგულებ ხოლმე, მეც ისეთი ერთგული ვიქნები შენ ისტორიებზეე ^_^
საინტერესოა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე ჯერ მეგონა, რომ წვავდა ის სიზმარი იყო :D
მერე ამ სცენამ წიგნი "ცოცხლად დამწვარი" გამახსენა... არ მაქვს წაკითხული, მაგრამ სათაური აქვს ასეთი და ამიტომაც გამახსენდა უეცრად.
კარგი გოგო ხარ.. აბა განაგრძე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

სწორედ ცოცხლად დამწვარის მიხედვით დავწერე.წიგნმა დიდი ემოცია მოიტანა და მომინდა ჩემებურად დამეწერა ის რაც იქ წავიკითხე. მადლობა ერკე <3 მართლა ძალიან,ძალინ დიდი მადლობა <3 შენი ისტორიები ნუ ეგ სხვაა თემაა . ^_^ კლასიკასავითაა ,რომ წაიკითხავ და კიდევ რომ გინდა <3 შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ და ვეცდები თანდათან დავიხვეწო <3 მგონი ამ საიტზე ყველაზე პატარა ვარ და ძალიან მიხარია მხარდაჭერას რომ ვგრძნობ შენგან და კიდევ ბევრისგან <3

 


№5  offline წევრი aneta

სათაურიდან გამომდინარე სხვა წიგნის "გადამღერება" მეგონა, მაგრამ სხვა წიგნის ყოფილა. ეს არ არის წიგნის მიხედვით დაწერილი, ეს ცუდათ წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსია და ცუდი ამბავია შენთვის sad

 


№6  offline წევრი nini namicheishvili

aneta
სათაურიდან გამომდინარე სხვა წიგნის "გადამღერება" მეგონა, მაგრამ სხვა წიგნის ყოფილა. ეს არ არის წიგნის მიხედვით დაწერილი, ეს ცუდათ წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსია და ცუდი ამბავია შენთვის sad

დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის .მაგრამ ჩემს აზრსაც გეტყვი.ამ მოთხრობას სათნოების ორმოცდაათი ელფერი ჰქვია და არა გრეის,შეასაბამისად ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ მე მათ შორის.არც რომელიმე წიგნის გადამღერებას აქვს ადგილი.მე უბრალოდ ავიღე სათაური და დავწერე ის რაც მინდოდა.არავისთის მიმიბაძავს.ვიცი რომ ისტორიას ბევრი ნაკლი აქვს და არ არის კარგი,მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი შენიშვნა უბრალოდ უადგილოა .

 


№7  offline წევრი aneta

თუ კარგად წაიკითხე მეც ეგ დავწერე რომ გრეის გადამღერება მეგონა და ცოცხლად დამწვარის გადამღერებაა. მიბაძვით არ მიგიბაძავს, მოკლე შინაარსი დაწერე. ეს თავი ნამდვილად მასე იყო, გაგრძელების წაკითხვა აღარ ჩავთვალე საჭიროდ

 


№8  offline წევრი nini namicheishvili

aneta
თუ კარგად წაიკითხე მეც ეგ დავწერე რომ გრეის გადამღერება მეგონა და ცოცხლად დამწვარის გადამღერებაა. მიბაძვით არ მიგიბაძავს, მოკლე შინაარსი დაწერე. ეს თავი ნამდვილად მასე იყო, გაგრძელების წაკითხვა აღარ ჩავთვალე საჭიროდ

ცოცხლად დამწვარიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდი მაქვს აღებული .ასე რომ ამ ერთი მაგალითით განსაზღვრა და მთლიანად ისტორიისთვის "გადამღერების" სახელით მონათვლა არ მიმაჩნია სწორად.თუმცა ჩემთვის ყველას აზრი მისაღებია,ხოლო რა არის ჩემთვის კარგი და ცუდი მოდი ამას მე განვსაზღვრავ.

 


№9  offline წევრი aneta

nini namicheishvili
aneta
თუ კარგად წაიკითხე მეც ეგ დავწერე რომ გრეის გადამღერება მეგონა და ცოცხლად დამწვარის გადამღერებაა. მიბაძვით არ მიგიბაძავს, მოკლე შინაარსი დაწერე. ეს თავი ნამდვილად მასე იყო, გაგრძელების წაკითხვა აღარ ჩავთვალე საჭიროდ

ცოცხლად დამწვარიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდი მაქვს აღებული .ასე რომ ამ ერთი მაგალითით განსაზღვრა და მთლიანად ისტორიისთვის "გადამღერების" სახელით მონათვლა არ მიმაჩნია სწორად.თუმცა ჩემთვის ყველას აზრი მისაღებია,ხოლო რა არის ჩემთვის კარგი და ცუდი მოდი ამას მე განვსაზღვრავ.

პირველი თავი მთლიანად ცოცხლად დამწვარიდანაა ანუ ისტორიის დასაწყისი "მოიპარე" და მისი გაგრძელების სურვილი აღარ გამიჩნდა. თუ წერაზე გაქვს პრეტენზია ცუდი ამბავია შენთვის

 


№10  offline წევრი nini namicheishvili

aneta
nini namicheishvili
aneta
თუ კარგად წაიკითხე მეც ეგ დავწერე რომ გრეის გადამღერება მეგონა და ცოცხლად დამწვარის გადამღერებაა. მიბაძვით არ მიგიბაძავს, მოკლე შინაარსი დაწერე. ეს თავი ნამდვილად მასე იყო, გაგრძელების წაკითხვა აღარ ჩავთვალე საჭიროდ

ცოცხლად დამწვარიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდი მაქვს აღებული .ასე რომ ამ ერთი მაგალითით განსაზღვრა და მთლიანად ისტორიისთვის "გადამღერების" სახელით მონათვლა არ მიმაჩნია სწორად.თუმცა ჩემთვის ყველას აზრი მისაღებია,ხოლო რა არის ჩემთვის კარგი და ცუდი მოდი ამას მე განვსაზღვრავ.

პირველი თავი მთლიანად ცოცხლად დამწვარიდანაა ანუ ისტორიის დასაწყისი "მოიპარე" და მისი გაგრძელების სურვილი აღარ გამიჩნდა. თუ წერაზე გაქვს პრეტენზია ცუდი ამბავია შენთვის

როგორც გინდა ისე ჩათვალე .ეს შენი სურვილია.მე არც წაკითხვას გაძალებ და არც აზრის გამოთქმას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent