რატომ შემიყვარდი ასე ძლიერ
- ლილი გაიღვიძე, ჩქარა ჩქარა გაიღვიძეეეეე... მაღვიძებს ბელა - რა ჯანდაბა გინდა, დამანებე თავი რა, მაცადე ძილი. ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე: - ო ღმერთო ჩემო, სერიოზულად? ოთხი საათია ბელა, ღამის ოთხი საათი, ნუთუ არაფერი გაქ სხვა საქმე ღამის ოთხ საათზე რომ არ გამაღვიძო?! - შენ წარმოიდგინე არა - აბა თუ მიხვდი რო რიტორიკული კითხვა იყო? - ეგ რას ნიშნავს? -კაი არაფერი დაივიწყე. წადი დამაძინე - ღმერთო ლილი რა დაგემართა ნუთუ არ გახსოვს დღეს რა დღეა? ბელამ ისეთი ნაწყენი ხმით მითხრა რომ თავი წამოვყავი ლოგინიდან და დავფიქრდი. -ვაიმე როგორ დამავიწყდა.ვაიმე ჩქარა ჩქარa ქვევით ჩავიდეთ. სანამ მეორე სართულიდან სამზარეულოში ჩავიდოდით გზაში ვფიქრობდი: "ნუთუ ესე გამოვშტერდი რომ კოქტეილის საღამო დამავიწყდა. ეს ხომ ჩვენი ტრადიციაა. მმმ სულ რამოდენიმე წუთში ბებია ლიანას კოქტეილს დავაგემოვნებ ისევ და ისევ". სამზარეულოში შევედით მე და ბელა. დედა და ბებია იქვე ფუსფუსებდნენ, მამა დისკებს არჩევდა. -დედუცი მირა სად არის (მირანდა ჩემი ტყუპი) - ძინავს ალბათ. - ოთაში არარის. ვუპასუხე რამდენიმე წამი ყველა მე მიყურებდა.შემდეგ ბელამ იკივლა - ღმერთო ჩემო.. გული გამისკდა... ვიპოვე.. აქ არის. ბელამ მაგიდის ქვეშ მიგვითითა. - ოღონდ ძინავს. სიმგერებს უსმენს თან FB-ზე რაგაცას პოსტავდა.. ჰმმ მოიცა. ბელამ ლეპტოპი ძლივს გამოაცალა მძინარეს ხელებიდან და მე მომაწოდა. "ღმერთო როგორ მინდა დედისერთა ვიყო" - ეს ვითომ რას ნიშნავს? თაან 203 მოწონება აქვს. -მომეცი ერთი წამით. ბელამ გამომართვა და რაგაცის წერას შეუდგა. მალე მესიჯი მოგვივიდა ყველას მირასგან. " ნეტ ყველას ისეთი დები გყავდეთ როგორიც მე მყავს.. ჩემი პაწაწუნა ისეთი საყვარელია, ძალიან მიყვარს, ისე მიყვარს რომ თანახმა ვარ მთელი ჩემი გარდერობი ვაჩუქო.. აი ჩემი ტყუპი დაიკო ყველაზე კარგია, ანგელოზია, ჩემი სინათლის სხივია სიბნელეში, ჩემს ძამიკოზე ლაპარაკი ზედმეტია ის ისეთი სიმპატიურია,, იმდენი გოგო დასტრიალებს თავს რომ ხანდახან მშურს მათი ამდენ ყურადღებას რომ აქცევს მათ. მოკლედ მე ჩემი დედ-მამიშვილების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია". - ოოო ბელა რა ჩაიდინე, იცი რომ ამის გამო ძალიან გაგიბრაზდება. - და როგორ გაიგებს რომ მე ვიყავი თქვენ თუ არ ეტყვით და მე დარწმუნებული ვარ რომ არ ეტყვით რადგან არ გაწირავთ თქვენ საყვარელ ბელას. - შენ რა გითხარი,, ჩაიცინა ბებია ლიანამ. ბელამ ლეპტოპი ისევ თავის პატრონს დაუბრუნა და გაგვაფრთხილა, თუ გაეღვიძა არ იცით სად იყო, არ იცით რა მოხდა და საერთოდ არაფერი არ იცით. -ლილი საყვარელო. მითხრა მამამ. - მიმი მწერს რომ ვერანაირად ვერ გიკავშირდება და იქნებ ტელეფონს მიხედო? -უი ეხლავე. ოთახში ავირბინე და მიმის დავურეკე. ---------------------------------------- - სად ხართ? - 10 წუთში მანდ ვართ, მზად გაქვთ ყველაფერი? - კი კი მხოლოდ თქვენ დარჩით მოსასვლელი, მალე თორე თქვენ წილ კოქტეილსაც მე დავლევ. - კაი კაი მალე მოვალთ საყვარელო, გკოცნი. - მეც. მიდი ----------------------------------------- ყველანი მაგიდასთან ვსხედვართ ცეკვისგან დაღლილნი და კოქტეილის ბოლო წვეთებს ვწრუპავთ ჭიქიდან. ამ დროს მამა ადგა ფეხზე და თქვა: - თქვენთვის ახალი ამბავი გვაქ მე და დედიკოს. - აბა მიდი გისმენთ. ჩაიცინა ბელამ - როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ წარმატებული ქირურგი მშობლები გყავთ ამიტომ ხუთი თვით მიგვიწვიეს ნიუ-იორკის ერთერთ საკმაოდ ცნობილ საავადმყოფოში სამუშაოდ. ბილეთები ნაყიდია, სასტუმრო დაჯავშნულია, მოკლედ ყველაფერი მოგვარებულია. ხვაალ საღამოს ექვსზე გავფრინდებით. აბა რას იტყვით. ყველა შოკირებული ვიყავით. მხოლოდ ტაი და მიმი იცინოდნენ. -როგორც ჩანს თქვენთვის ახალი ამბავი არ უნდა იყოს. ვუთხარი ნაწყენი ხმით. - ჩემო კალმით ნახატო გთხოვ არ გეწყინოს, საკმაოდ დიდი ხანია ეს ვიცით, ჩვენ დავეხმარედ ბიძია ჯორჯს რომ დაეჯავშნა სასტუმრო და ა.შ. უბრალოდ გვინდოდა სიურპირიზი მოგვეწყო. -კარგი კარგი დაივიწყე, გამიხარდა მაგრამ უნდა გითხრათ შოკში ვარ. გამოვაცხადე ხმამაღლა. - სამწუხაროდ ცუდი ამბავიც გვაქ. - რა ამბავი? ----------------------------------------------------- გამარჯობათ, მე როგროც ასე იტყვიან ახალბედა მწერალი ვარ მოყვარულის დონეზე, თუმცა მწერალსაც ვერ ვუწოდებ ჩემს თავს, მსურს ჩემი სიზმრები გიამბოთ. საკმაოდ დიდი ხანია ეს მინდა მაგრამ თავი ვერ მოვაბი დამეწყო. შეიძლება არ მოგეწონოთ ან ბავშურად ჩათვალოთ რადგან არანაირი ვნებიანი მომენტები არ იქნება. უბრალოდ მოგიყვებით იმას რაც მე მინდა რომ გადამხდეს და მოგიყვებით ჩემთვის იდეალურ და არარეალურ ცხოვრებას.. დიდი მადლობა თუ წაიკითხავთ. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კომენტრები არ დაიშუროთ. სიყვარულით FanGirl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.