მკურნალი ცრემლები 9თავი
9 მთელი ღამე გავატარე იმაზე ფიქრში,რომ რაღაც უნდა მეღონა.ხან ვფიქრობდი ნიკას დავლაპარაკებოდი,მინდოდა მეთხოვა ლანა არ შეერთო,მაგრამ ისიც ვიცოდი ასე თავს დავიმცირებდი.ვიცოდი ნიკას ხასიათი,მიცემულ პირობას არ გატეხდა,რამე სხვა უნდა მეღონა.ელენე იფიქრე,რამე უნდა გააკეთო,იცხოვრე დღევანდელი დღით,იბრძოლე ბედნიერებისთვის,თორემ ისე ჩაგივლის გვერდით,თვალის მოკვრას ვერ მოასწრებ და შენი ოცნება სხვას აუხდება.უკვე რიჟრაჟი იყო,რომ ჩამეძინა,უსიამოდ მეძინა და უხასიათოდ გამომეღვიძა.გაბრუებულმა გავიკეთე ყავა და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე.ქოთანში მოწყენილად ფოთლებჩამოყრილ ორქიდეას შევხედე და ჩემს თავს შევადარე.ყავას ვსვავდი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი.ყოველთვის სუსტი და არამებრძოლი ვიყავი,ერთადერთი ვინც მაძლიერებდა ვაჩე იყო და ისიც დავკარგე.ახლა ცხოვრებამ მეორე კარი გამიღო ნიკას სახით,შანსი მომცა,ბიძგი ბრძოლისთვის და არ შემეძლო განზე დავმდგარიყავი და მომეცადა როგორ შემოატრიალებდა ცხოვრება ჩემს ბედს.ბოლო ყლუპი მოვსვი და მტკიცე გადაწყვეტილებით წამოვდექი.ლანას ვნახავ,შევუძახე ჩემს თავს და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.ვერ ვიაზრევდი რას ვეტყოდი ან ვიზავდი,როცა ვნახავდი,მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მენახა.ნუცასგან გავიგე,რომ ლანა იმ სპა-სალონში იქნებოდა სადაც მე და ნუცა დავდიოდით და პირდაპირ იქ წავედი.მისაღებში ჩამოვჯექი და გარემო მოვათვალიერე,ცოტა ხანში ლანკაც გამოჩნდა,ვიღაც ქალთან ერთად,აქამდე თუ სრულიად დარწმუნებული ვიყავი ჩემი საქციელის სისწორეში,ახლა გული საშინლად ამიჩქარდა,დანაშაულში გამოჭერილივით თავი ჩავღუნე და ჟურნალს დავუწყე ინტერესით თვალიერება. -ელენე,საყვარელო აქ ხაარ?-ჩემკენ გამოემართა ლანა და მეგობრულად გადამეხვია. -მიხარია შენი ნახვა ლანა-გულწრფელად გავუღიმე და სირცხვილისგან ლოყები გამიხურდა. -მეეც-ისევ გამიღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა-ვემზადები-ცერემონიულად გაშალა ხელები და გამიღიმა-ხვალ ქორწილი მაქვს-დააყოლა რაღაცნაირი იდუმალი ხმით და სახე შეეცვალა,ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი,რატომ იყო ასეთი მოწყენილი,ლანა ბედნიერი საპატარძლოს შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა. -მიხარია-ამოვიჩურჩულე ნირწამხდარმა და გაღიმება ვცადე-ბედნიერებას გისურვებთ. -გმადლობ ჩემო კარგო,წამოდი ყავა დავლიოთ,თან ცოტა წავიჭორავოთ-თვალი ჩამიკრა და მანიშნა გარეთ გავსულიყავით.მეც რობოტივით უკან გავყევი და ცივი ჰაერის შესუნთქვის შემდეგ მივხვდი რას ვაკეთებდი,მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მრჩებოდა.ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს თავს გავუბრაზდი.ძლიერი იყავი ელენე,გეყოფა დანებება,ახლა უნდა გახდე ნამდვილი მტაცებელი. ლანას წინ ვიჯექი,ვუყურებდი მის ლამაზი სახეს და სულაც არ ვგრძნობდი მის მიმართ სიძულვილს,ლანა გაუჩერებლად ლაპარაკობდა და წამით მომეჩვენა,რომ ამით რაღაცის დამალვას ცდილობდა.ძალიან სევდიანი და თან სუსტი მომეჩვენა. -ლანა,რაღაც უნდა გითხრა-უეცრად დავიწყე და ლანას სიტყვა გავაწყვეტინე,მივხვდი კიდევ რომ მეცდია რამის თქმა გავგიჟდებოდი. -რა მოხდა?-გაკვირვებით ასწია წარბები ლანამ. -ნიკა მიყვარს-წარმოვთქვი მტკიცედ და წელში ამაყად გავსწორდი,ლანას თვალები გაუფართოვდა,ტკივილისგან სულ გაფითრდა და ტუჩები აუკანკალდა,მე კი რატომღაც სინდისის ქენჯნის ნაცვლად კმაყოფილებას ვგრძნობდი.-უკვე დიდი ხანია მიყვარს და დარწმუნებული ვარ მასაც ვუყვარვარ.-ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი და ვიგრძენი,როგორ გავთავისუფლდი. -ვიცი-თვალები დახუჭა ლანამ და ცრემლი წამოუვიდა.გავშრი,გავიყინე,თითქოს ვიღაცამ ხელი შემომილაწუნა,საშინლად ამეწვა ლოყები და საშინლად შემრცხვა ჩემი საქციელის.ლანა ხელებში თავჩარგული იჯდა და მხოლოდ მხრების ცახცახით ვხვდებოდი,რომ ტიროდა,სუნთქვა შემეკრა,სინანულის ტალღამ დამიარა სხეულში და კანკალი ამიტყდა.ვგრძნობდი,რომ უნდა წავსულიყავი,მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი,შემეშინდა.ჩანთას ხელი დავავლე და კაფედან გამოვვარდი.ეს რა ჩაიდინე,ეს რა გააკეთე,ვეუბნებიდი ჩემს თავს და თითქმის მივრბოდი. სახლში გიჟივით შევვარდი და საწოლზე მივეგდე.არ ვტიროდი,აღარც მტკიოდა,არც რამეს ვგრძნობდი,უბრალოდ ვიწექი და სრულიად გამოფიტული ჭერს ვუყურებდი.დაღამდა,მე კი არ ვინძრეოდი,მორჩა!ეს ღამეც და ხვალიდან ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრება ნიკა.მხოლოდ ღამე და შენთან ერთად გატარებული დრო მრჩება,შენ და შენი მომავალი უკვე ლანას ეკუთვის.თვალები დავხუჭე და ვეცადე თავიდან ამომეგდო ყველანაირი ფიქრი და აზრი.კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა და გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან,შეშინებული მივეჭერი და დაუფიქებლად გავაღე.კარს იქით გაგიჟებული,თვალებამღვრეული,ნესტოებდაბერილი ნიკა იდგა და გაბოროტებული მიყურებდა. შეშინებულმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და აკანკალებული ხელებით მუშტები შევკარი.ნიკა ოთახში შემოვიდა და კარი მიაჯახუნა,ხმაურზე შევხტი და კედელს ავეკარი. -რა გააკეთეეე!-მოულოდნელად მიღრიალა ნიკამ და თითქოს ადგილზე მოვიცელე,მუხლები მომეკვეთა და იატაკზე ჩავსრიალდი-რა გააკეთემეთქი ელენე?რატომ არ მოისვენებ?რატომ ემსგავსები იმ ქალებს მტაცებლებივით,რომ აფრინდებიან კაცებს-თავზე დამყვიროდა ნიკა და შიშისგან გული მიწუხდა,ორივე ხელს მუხლებზე ვიხვევდი და ვკანკალებდი. -რატომ არ შეგიძლია მოთმენა?რატომ არ მენდობი?რატომ არ გინდა გამიგოო?მე კი მეგონა შენ არ გჭირდებოდა ახსნა,მეგონა,რომ ეს ურთიერთობა ამ ბანალური სისულელებისთვის არ გემეტებოდა.მეგონა,რომ...-ნიკას სიტყვა გაუწყდა,შედგა,ზურგით კედელს მიეყრდნო,მერე რაღაც წაიბუტბუტა და ისიც ჩემსავით იატაკზე ჩასრიალდა.თავი ხელებში ჩამალა და ღრმად სუნთქავდა.ორივე ჩუმად ვიჯექით,ორივე ვდუმდით,ის ღრმად სუნთქავდა,მე კანკალმა გამიარა.თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე. -წადი-თვალი არ გამიხელია ისე ვთქვი და ვიგრძენი როგორ შეტოკდა ნიკა.-სისულელეა ეს ყ ელაფერი,სისულელეა ბრძოლა იმისთვის,რაც შენი არასდროს ყოფილა. -ელენე-ისე მისი წარმოთქმული ჩემი სახელი და ისევ აჩქარებული გულისცემა.ნიკა თვალმოუშორებლად მიყურებდა და სახეზე ტკივილი აღბეჭვდოდა. -მართალი იყავი.ჯანდაბას ეს გამზადებული რეცეპტები,ჯანდაბას ეს ვიღაცის გამოცდილება,სიყვარული ხომ ავადმყოფობა არაა,რომელსაც რომელიმე კონკრეტული წამლით უმკურნალებ,ვერც დამტკიცებული თეორემა გამომადგება და ვერც წიგნში წაკითხული სიბრძნეები...ეს ცხოვრებაა და ამ ცხო რებაში ჩვენ,ჩვენს შეცდომებზე,ჩვენს ტკივილებზე უნდა ვისწავლოთ.ამ ქვეყნად იმისთვის არ მოვსულვართ,რომ შეცდომების გარეშე,ვიღაცის ცხოვრების გათვალისწინებით ვიცხოვროთ.რა მინდოდა?რააა?მე არც დინება ვარ და არც ღმერთი!მე ქალი ვარ,რომელსაც უყვარხარ და რომელიც მზადაა ამ სიყვარულის გამო ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომაც კი დაუშვას.იყოს ისე,როგორც აქამდე,თანახმა ვარ გადავახტე ჩემს თავს, თანახმა ვარ ფეხქვეშ გავთელო თავმოყვარეობა,სახელი და ღირსება,რადგან მიყვარხარ... ნიკამ თავი ჩაღუნა,მე გავჩუმდი.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -სულ არ გცნობივარ ელენე-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.შეშინებული მეც ფეხზე წამოვხტი და ვცადე რაღაც მეთქვა,მაგრამ ნიკა, ტუჩზებზე ხელი ამაფარა და თვალები დახუჭა.-არ გინდა,უარესად ნუ გავაფუჭებთ ყველაფერს.-მერე მიბრუნდა და წავიდა.არ ვიცი,რამდენ ხანს ვიდექი ასე,გონს რომ მოვეგე,მივხვდი რაღაც უნდა მეღონა.თუ დამთავრდა ყველაფერი,დაე ასე იყოს,ოღონდ ფინალი მე უნდა დავწერო.ქურთუკს ხელი დავავლე და კიბეებზე დავეშვი.ტაქსის ხელი დავუქნიე და მისამართი ვუკარნახე.ვიცხოვრო დღევანდელი დღით!დავუშვა ის შეცდომები,რომლებიც გამაბედნიერებს.გავაკეთო სიგიჟეები.მივყვე დინებას და რაც მოხდება,მოხდეს..!მიტრიალებდა თავში. კარზე მორიდებით დავაკაკუნე და მოლოდინისგან გული გამიწვრილდა,როდის-როდის გაიღო კარი და თვალებდაწითლებულ ნიკას კისერზე შემოვეხვიე.მორიდება,სირცხვილი და ყველაფერი გარეთ დავტოვე და ნიკას კოცნით შევყევი სახლში. -ელენ-რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ არ დავაცადე.ვკოცნიდი ვეფერებოდი და ვგრძნობდი,რამდენი დამიკარგავს,ნიკას დაძაბულობამ გაუარა და ვიგრძენი მისი ხელის შეხება წელზე და ვიგრძენი როგორ მომერია ვნება.იმ წამს მთელი სამყარო მე ვიყავი, მე ვიყავი ღერძი და მე ვიყავი მმართველი.გავთავისუფლდი ყოველგვარი კომპლექსებისგან,უაზრო სიამაყის,სირცხვილის და ტკივილისგან და სრულს სიამოვნებას მივუძღვენი თავი.ეს იყო ერთადერთი რამე ჩემს ცხოვრებაში,რაც გულით მინდოდა და ვაკეთებდი,რაც მინდოდა და ვიცოდი არც არასდროს ვინანებდი.ეს იყო ყ ამაზე ნამდვილი,ყ ელაზე სუფთა გრძნობა.ეს იყო ვნებების გაშიშვლება,სურვილების ნებაზე მიშვება.იმ წამს ზუსტად ვიცოდი,რომ ამას არასდროს ვინანებდი.ვიცოდი,რომ ეს ის იყო,რაც მინდოდა,რაც გვინდოდა.ვიცოდი და სულ არ მაღელვებდა,რომ ხვალ უკვე სხვას შეირთავდა. ტკივილისგან და სიამოვნებისგან სრულიად დაღლილი ვიწექი და მის მკერდს ვეკვროდი. -არ ინანო იცოდე!-ჩამჩურჩულა ყურში და ხელი მუცელზე შემომხვია. -სულ რომ არასდროს გნახო,ამას არასდროს ვინანებ.-გავუცინე და ტუჩები მივუშვირე.ნიკა ისევ აენთო,ვნებამორეული მკოცნიდა და მეჩურჩულებოდა. -მაგიჟებ,მაგიჟებ და მოვკვდები უშენოდ. *********** დილით ადრე გამეღვიძა,ნიკას ჩემს მკერდზე თავდადებულს ეძინა და ერთი ფეხით ჩემს სხეულზე შემოხვეული იყო.ფრთხილად მოვიშორე მისი ხელი და ჩუმად წამოვდექი საწოლიდან.წამოვედი.უბრალოდ წამოვედი,ფეხით მივდიოდი და განცდილზე,მომხდარზე ფიქრებისგან მეღიმებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.