შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალუქული დღიურები (თავი 2)


13-01-2016, 00:42
ავტორი MegMorgan
ნანახია 1 932

მანქანა ჩვეულ ადგილზე გავაჩერე და ბნელ სადარბაზოში შევედი. უცნაური შეგრძნება მქონდა. მთელი გულით მინდოდა ჩემი ბავშვობის სიყვარული და შიზოფრენიით დაავადებული დემეტრე ერთი და იგივე პიროვნება არ ყოფილიყო. განა ბევრი დემეტრე აბაშიძეა ამ ქალაქში? არ ვიცი, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრას უჩვეულო გულისფანცქალით ველოდებოდი.
-შეგაგვიანდა. - მოულოდნელობისგან შევცბი როცა სავარძელზე ღვინის ჭიქით ხელში გიორგი დავინახე.
-მეგონა გეძინა.
-გელოდებოდი. - მითხრა და ფეხზე წამოდგა.
-ანასტასია დააძინე?
-ჰო, აბა დედას მისთვის არ სცალია.
-გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ. ბევრი საქმე მაქვს. - ქურთუკი გავიხადე და სავარძელზე გადავკიდე.
-ნუთუ ეგ შეშლილი ხალხი შენს ოჯახზე მნიშვნელოვანია? - ხმაში გაბრაზება დაეტყო გიორგის.
-ის შეშლილები, როგორც შენ მოიხსენიებ ჩემი პაციენტები არიან. მთვრალი ხარ და შენთან კამათს არ ვაპირებ. - მინდოდა თავიდან მომეშორებინა და დამემთავრებინა ეს მოსაბეზრებელი დიალოგი.
-საერთოდ როდის უნდა დამელაპარაკო ემა?
-დღეს არა! - სამზარეულოს კარი ძლიერად გამოვიხურე და ჩაიდანი გასქურაზე დავდე.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი როცა უსიყვარულოდ გავთხოვდი. შემეშინდა მარტოობის, მაგრამ ხშირად მეჩვენება რომ მარტოობა სჯობდა ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას. ერთადერთი ვინც მაძლებინებს ჩემი პატარა სინათლე ანასტასიაა.
სავარძელში კარგად მოვკალათდი, ჩამთიდან დღიური ამოვიღე და იმ ადგილს დავუბრუნდი, სადაც შევჩერდი. ღამე გრძელია მე კი არსად მეჩქარება.
სკოლა დაიწყება რამდენიმე დღეში და ისევ ჩავებმები ერთფეროვნების ლაბირინთში. უცნობი თვეზე მეტია არ მინახავს, მაგრამ მასზე ფიქრები დღითი დღე უფრო მიმღვრევს გონებას. დღეს მე და გეგა ფეხბურთის მატჩზე მივდივართ. წასვლა არ მინდა, მაგრამ ერთი კვირის წინ შევპირდი.
-მზად ხარ?- ოთახში ანუკი შემოვიდა.- შენ რა ისევ საღამურები გაცვია?
-წასვლა არ მინდა.
-სისულელეებს ნუ ამბობ, შენი "რომეო" მალე გამოგივლის.- ჩაიქირქილა ანუკიმ და ჩემს კარადაში ქექვა დაიწყო.- ჯერ კიდევ ძალიან ცხელა ამიტომ შეგიძლია ეს ჩაიცვა. - საწოლზე შავი შორტები და შავი მაისური დამილაგა.- მიდი გაემზადე "ჯულიეტა". ორ წუთში შემოვალ და მზად იყავი.
ანუკის არჩეული ტანსაცმელი ზანტად ჩავიცვი და სარკეში ჩემი ანარეკლი შევათვალიერე. არ მინდა წასვლა. მიზეზების მოფიქრება მინდოდა თუმცა ტელეფონზე გეგას მესიჯი მივიღე. ეზოში მელოდებოდა. არჩევანი აღარ დამრჩა.
ლიფტს არ დავლოდებივარ, კიბეებით სწრაფად ჩავირბინე.
-გამარჯობა მშვენიერო.
-გამარჯობა გეგა.
-წავედით?
-როგორც იტყვით უფროსო- გავიცინე და მანქანაში ჩავჯექი.
-სახეზე ფერი არ გაქვს, ხომ კარგად ხარ ემა?
-კარგად ვარ, არაფერი მიჭირს.
საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთი და არ ვიცი რატომ გადაწყვიტა გეგამ, რომ ჩემი მოედანზე საგულშემატკივროდ წაყვანა კარგი იდეა იყო, მაგრამ რას გაუგებთ ბიჭებს, ყოველ შემთხვევაში მე მათი არ მესმის.
მზე პირდაპირ სახეში მანათებდა და თამაშს თვალს არც ვადევნებდი, ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული როცა ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. ეს უცნობი იყო. თვალებს ვერ ვუჯერებდი. მინდორში სრულიად გაოფლილი წინ და უკან დარბოდა ბიჭი, რომელიც ჩემი სიმშვიდის ერთადერთ გარანტიად მყავდა წარმოდგენილი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში აფორიაქებას, აღფრთოვანებას და პეპლებს ვგრძნობდი მთელს სხეულში და როგორღაც ეს ყოველივე სრულებით შორს იყო სიმშვიდისაგან.
-გეგა, ამ ბიჭებს იცნობ? - მოულოდნელად თითოეული მათგანით დავინტერესდი.
-უმრავლესობას, ახლა არ მითხრა რომელიმემ მომტაცა შენი გული.- მითხრა ხუმრობანარევი ტონით, მაგრამ არ გამომპარვია მის თვალებში ჩამდგარი სევდა.
-არა, მომეჩვენა,რომ ძველი ნაცნობი შევნიშნე.- ვიცრუე. ვწუხვარ გეგა, ჩემი გული უცნობს ეკუთვნის და ამას ამ წუთებში უფრო ცხადად ვგრძნობდი, ვიდრე ოდესმე.
-რომელია შენი ძველი ნაცნობი?
-არ ვარ დარწმუნებული, რომ ის არის უბრალოდ მივამსგავსე. აი, ის 11 ნომერი- სამწუხაროდ, მაისურებზე გვარები არ იყო მითითებული, ამიტომ "უკანონო გზებით" უნდა გამეგო უცნობის სახელი.
-აა, ეს დემეტრეა. იცნობ?
-ალბათ, შემეშალა...- დემეტრე. ასე ჰქვია ჩემს მყუდრო ნავსაყუდელს. ვუყურებდი დემეტრეს. დამავიწყდა კიდეც გეგას არსებობა. ჩემს თავზე ვბრაზობდი, როგორ შემეძლო არ მდომებოდა თამაშზე მისვლა. ამ საბედისწერო თამაშზე.
ანუკის ეს ამბავი, რომ მოვუყევი გაოცებისგან პირი დააღო. მთელი ღამე ვერ დავიძინე მასზე ფიქრით. ახლა მისი სახელი მაინც ვიცოდი, ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
დღიური დავხურე. მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი ამ ღამით მის წაკითხვას. თვალზე ცრემლები მომადგა. შემოდგომის ამ ერთი თბილი დღის გახსენებამ თითქოს ჩემი ყოველი მოგონება გააცოცხლა.
რა არის საჭირო, რომ ერთ ადამიანს მეორე შეუყვარდეს? მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენის შემდეგ ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს ამ შეკითხვას. პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე.
ღამის ორი საათია, მე კი პატარა ბავშვივით ვტირი. ანუკის ნომერი ავკრიფე.
-გისმენ, კარგად ხარ?- დაფეთებული ხმა ჰქონდა და წამოვიდგინე, როგორი სახით მეტყოდა ამას მის წინ ასლუკუნებული, რომ ვმდგარიყავი.
-დღიურის წაკითხვა გადავწყვიტე.
-ამდენი წლის მერე?
-ჰო...
-ემა, არ მითხრა, რომ ისევ იმავეს გრძნობ.
-არ ვიცი ანუკი... ხვალ დავილაპარაკოთ.
-კარგი, აღარ იტირო, დაიძინე.
რა თქმა უნდა, ძილისგან შორს ვიყავი. ხვალინდელ გრაფიკს გადავხედე. დატვირთული დღე მელის. თითქოს ისევ 17 წლის ვარ და მინდა დედას ვუთხრა, როგორ მეზარება დილით სკოლაში წასვლა და სახლში დარჩენის ნებართვას ვითხოვ. თურმე, როცა იზრდები თვითონვე უნდა აიღო საკუთარი თავისგან ნებართვა, მაგრამ ხვდები, რომ ეს შეუძლებელია. პასუხისმგებლობები, მოვალეობები. ყველაფერი ყელში გაწვება და გინდა ჯანდაბაში მოისროლო ეს ერთად მოწოლილი დამღლელი გრძნობები.
საძინებელში შევედი. გიორგის ეძინა. უხმაუროდ დავწექი. დიდხანს ვცდილობდი დაძინებას და არც მახსოვს, როდის ჩამეძინა. მახსოვს მაღვიძარას ხმა და სიგნალი ტვინში, რომ როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს პასუხისმგებლობებისგან გაქცევა ეს არ შემიძლია, ამიტომ დილის 8 საათზე ჩვეულებისამებრ სამზარეულოში "ვფუსფუსებდი"(ეს სიტყვა არ შემეფერება)
-ანასტასია, საუზმე მზად არის, გელოდები.
-დილა მშვიდობისა დედა- პატარა ხელები ჩემკენ გამოსწია და ჩამეხუტა. ხელში ავიყვანე ჩემი ხუთი წლის შვილი და ძლიერად მოვხვიე ხელები.
-ვიცი, რომ ბევრ დროს ვერ გითმობ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ. იქნებ კვირას ატრაქციონებზე წავსულიყავით, თან გავიგე კარგი მულტფილმია კინოში, შეგვიძლია პოპ-კორნი ვჭამოთ და მთელი დღე ვისეირნოთ, რას იტყვი?
-რა მაგარია დედა.- მის ბავშვურ, უმანკო სახეს, რომ ვუყურებ ვაცნობიერებ, რომ ჩემი ცხოვრება არც ისეთი უბადრუკია და ჩემს ლაჩრულ გადაწყვეტილებას ლოგიკური გამართლება მოეძებნება.
-ასე ცდილობ ბავშვის მოთაფვლას? მის სიყვარულს ასე ვერ იყიდი, მას დედის ზრუნვა სჭირდება.
-როგორ არ დაიღალე ჩემი გაკრიტიკებით. შენი ყავა მაგიდაზეა. ანასტასიას მე წავიყვან ბაღში.
***
გაზრდის უარყოფითი მხარე ის არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხალხთან ყოველთვის უნდა იღიმოდე, თითქოს იდეალური ცხოვრება გაქვს და პრობლემები შენთვის უცხოა. იღიმი მაშინაც, როცა ყელში მოწოლილ ცრემლებს ყლაპავ და იმედი გაქვს შენი გაყალბებული ღიმილის მიღმა ვერავინ შეამჩნევს ტკივილს, რომელსაც ასე გამალებით მალავ.
-დილა მშვიდობისა სოფო.
-დილამშვიდობისა ექიმო.
-ახალი პაციენტი ხომ არ გვყავს?
-არა. ფსიქიატრიულში ხართ გამოძახებული. ექიმმა ნოდარმა დარეკა ამ დილით.
-კარგი.
საერთოდ, მე კერძო ფსიქიატრი ვარ, თუმცა უარს არ ვამბობ იმ გამოძახებებზე,რომლებსაც ფსიქიატრიულიდან ვიღებ. როცა ჩემი პროფესია ავირჩიე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეშლილები მაინტერესებდნენ, თუმცა ახლა ვხვდები ფსიქიატრიულის მიღმა უფრო მეტი გიჟია, ალბათ, მათ შორის მეც.
ანუკი ვნახე. თუმცა ღამინდელზე ლაპარაკი ნაკლებად მინდოდა.
-გიორგის ვეჩხუბე ისევ. აღარ შემიძლია, სახლში ისეთი დაძაბულობაა.
-როდის არ ჩხუბობთ თქვენ. ისევ სვამს?
-ჰო, გუშინ მთვრალი მელოდებოდა, რომ ესაყვედურა. ღმერთო, რატომ არის ჩემთვის ასეთი რთული მასთან ყოფნა.
-გაშორდი ემა, ამ ყალბი ოჯახური იდილიით მხოლოდ თავს თუ დაიტანჯავ.
-ანასტასიას გამო ვითმენ.
შესვენებიდან სამსახურში დავბრუნდი.
-კაბინეტში გელოდებიან.
-ვინ?- გაოცება ვერ დავმალე.
-გუშინ, რომ იყო ის კაც..- სიტყვის დამთავრება არ დავაცადე სოფოს, სამამდე დავითვალე და კარი შევაღე.
-საღამო მშვიდობისა ექიმო.
-გამარჯობა ერეკლე.- უმალვე შევამჩნიე ჩემი მომავალი პაციენტი, კუთხეში იჯდა და შეუჩერებლად კანკალებდა. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ უცნაურ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი.
-ეს დემეტრეა.- მის პირდაპირ დავჯექი. გული საგულედან ამომივარდა...
-დემეტრე...- არ გამომპარვია ერეკლეს მრავლისმეტყველი გამოხედვა.- ჩემი პროფესიის ადამიანებს დამთხვევების არ სჯერათ, მითხარით რას მივაწერო ის ფაქტი, რომ დემეტრე ჩემთან მოიყვანეთ.-ხმა და სახე გამიმკაცრდა.
-თქვენს პროფესიონალიზმს.
-თვალებში ნაცარს ნუ მაყრით, მითხარით რატომ მე?
-ძველი გრძნობის ხათრით...-ჩაიჩურჩულა ერეკლემ.
-თქვენ იცოდით...- ვცდილობდი ისევ ისეთივე ძლიერი ქალი ვყოფილიყავი, როგორც კაბინეტში შემოსვლამდე, მაგრამ ნელ-ნელა ჩემში სისუსტე იმარჯვებდა.
-გარეთ დაგელოდებით.- ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, რომ კარი გაიხურა და მარტო დამტოვა ჩემი ცხოვრების სიყვარულთან.



№1 სტუმარი Leizi

Vaime deda gamburdzgla tanshi :X warmodgena ar mak rogor waikvan am istorias magram ar shrwyvito!

 


№2 სტუმარი ბრედბერი

აზრზე არ ვარ რა უნდა მოხდეს და ეს უფრო აღმიძრავს ინტერესს, გთხოვ მალე გააგრაძელე! ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent