შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შემიყვარდი ასე ძლიერ


14-01-2016, 03:29
ავტორი Fangirl
ნანახია 2 251

მინდა გითხრათ რომ თვითმფრინავის ძალიან მეშინია. ამიტომ დამაძინებელი აბები მივიღე და მთელი გზა მეძინა, ისე ჩავფრინდით რომ ვერც გავიგე.
საასტუმრომდე ტაქსით მივედით. ჰოლში სასტუმროს მენეჯერი დაგვხდა და დიდი პატივით შეგვიპატიჟა.
-რატომღაც მეტ სტუმარს ველოდი, გვითხრა ღიმილით
-არა მხოლოდ ჩვენ ხუთნი ვართ, უთხრა მამამ
მაშ კარგი, წამომყევით.
ჩვენ ჩვენ ნომრებში შევედით, მე და ბელა რათქმაუნდა ერთად ვიყავით, ალექსი ცალკე და მშობლებიც ცალკე.
-ბელ ძალიან მეძინება ცოტახანი დავიძინებ და ძალიან ნუ იხმაურებ. ვუთხარი ძილმორეული ხმით.
რომ გავიღვიძე საგამოს 8 საათი იყო, სავახშმოდ გარეთ გასვლა მოგვინდა და ერთ-ერთ რესტორანში შევედით.
კარგად ვისიამოვნეთ და მალევე წამოვედით,ხასიათზე ვერ ვიყავი რადგან მიმი,ტაი და მირა მენატრებოდნენ, ჩემი უჟმური სახე ალექსმა შეამჩნია და დედას უთხრა:
- მე და ლილი გავისეირნებთ ცოტას და მალე დავბრუნდებით.
-კარგი ოღონდ ბევრი არ იაროთ, ხომ იცი არ შეიძლება მისთვის ბევრი სიარული.
- ვიცი,ვიცი. კაი წავედით
-------------------------------------------------------------------------------

- ლამაზია აქაურობა არა? თუმცა ბევრი ხალხია. მითხრა ალექსმა
-ეს ხომ ნიუ-იორკია, გამიკვირდებოდა ხალხი ცოტა რომ იყოს, სიცილით ვუთხარი.
-მოდი აქ დავსხდეთ.
- იცი ძალიან მენატრებიან.
- ერთი დღეც არ გასულა ჯერ.
-ვიცი ხო, მაგრამ თითქოს სიცარიელის გრძნობა მაქ. თან იმაზე ვნერვიულობ მართლა რომ გაიწვიონ ფრონტზე მშობლები მერე რა გვეშველება.
- ნუ ნერვიულობ, მე აქ ვარ, არაფერი ცუდი არ მოხდება, მითხრა ალექსმა ტკბილი ხმით და გულში ჩამიკრა.
იცით როცა წასული იყო სასწავლებლად ჩემი ნახევარიც წაიღო, ვიცი სასაცილოდ ჟღერს მე ხო ტყუპი მყავს და მასთან უნდა ვიყო უფრო ახლოს, მაგრამ ის არის ჩემი ნაწილი, ალექსანდრე.
ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ რადგან მსოფლიოში ყველაზე მააგარ ძმას ვეხუტები.
-ხომ არ შეგცივდა? მკითხა ალექსმა
-არაა, მარა წავიდეთ, მირაც დარეკავს მალე.
-კარგი წავიდეთ, მოიცა ტაქს გავაჩერებ.
-------------------------------------------------------------------------------
სასტუმროში რომ მივედი ბელას უკვე ეძინა, საწოლთან მივედი საბანი გავუსწორე, სათამაშო გამოვართვი და შუბლზე ვაკოცე.
მერე დედას და მამას ოთახში გავედი მირას ელაპარაკებოდნენ.
-ლილ შენთან საჭორაო მაქ მერე შენთან რომ გახვალ დამირეკე. მითხრა მირამ
- ჩემი ტიტინა, მომენატრე
- მეც და ახლა არ გვინდა ეს სენტიმენტალურობები თორე ვიტირებ.
- კაი, კაი მე გავალ მიმის დავურეკავ შენ მაქამდე დედას ელაპარაკე და მერე დამირეკე რო მორჩები.
ოთახიდან გავედი, უცბად თავბრუ დამეხვა და ძირს ვეცემოდი როცა ვიღაცამ დამიჭირა.
მინდა ვაღიარო რომ ძლიერი მკლავები ქონდა, მაგრამ მისი სახის დანახვა ვერ მოვასწარი ისე გავითიშე.

თვალებს ვახელ და უცნობ გარემოში ვარ, ჯერ ისევ თავბრუ მეხვეოდა ამიტომ ნელა წამოვდექი
და თვალი მოვავლე გარემოს. "ვის ნომერში ვარ" გავიფიქრე, ამ დროს კარები გაიღო და ზედმეტად სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. წაბლისფერი თმა და ლურჯი ზღვის ფერი თვალები ქონდა.
- როგორც ვხედავ ამდგარხარ.
-აქ რას ვაკეთებ? შენ ვინხარ? სად ვარ? რომელი საათია
-ეი ეი დაწყნარდი პანიკაში ნუ ჩავარდები. მე ნოე მქვია და შენ მართლა არ ვიცი რა გქვია, უბრალოდ ჩემ ნომერში მოვდიოდი რომ დაგინახე გული მიგდიოდა, არ ვიცოდი ვინ იყავი ან რომელი ნომერი იყო შენი ამიტომ ჩემთან შემოგიყვანე.
- დიდი მადლობა მაგრამ უნდა წავიდე.
- კარგი მაგრამ ხომ კარგად ხარ?
- კი კი, კარგად იყავი
- კარგად უსახელო გოგოვ
- უკაცრავად, ნახვამდის ნოე.

ჩემ ნომერში გავიქეცი, ტელეფონი დასამუხტად მქონდა შეერთებული, ავიღე და სასწრაფოდ ტაის დავურეკე.

- ისეთი რამე მოხდა გაგიჟდები. ვიყვირე ტელეფონში
- გამარჯობა ლილი, მადლობა კარგად, რავი გოგო არაფერს აი მეძინა მაგრამ შენ დამირეკე და გამაღვიძე ღამის სამ საათზე, არაუშავს ბოდიშებს ნუ მიხდი.
- რა??? სამი საათი? აუ ბოდიში რა, კაი მაშინ დილით დაგირეკავ,
-კაი კაი გეხუმრე მიდი მომიყევი რა მოხდა

მოკლედ ტაის ყველაფერი მოვუყევი , ისიც გულმოდგინედ მისმენდა და იცინოდა, ყველაფერზე იცინოდა, გარდა იმ მომენტისა გული რომ წამივიდა.მერე მანაც მომიყვა რაღაცეები, ორი საათი ვლაპარაკობდით და სიცილ კისკისში ჩაგვეძინა ორივეს.

----------------------------------------------------------------------------


როგორ ხართ ჩემო ტკბილებო? იმედია მოგწონთ ჩემი მოთხრობა. გილოცავთ ძველით ახალწელს სულ ბედნიერები და გახარებულნი გამყოფოთ უფალმა.
თქვენი აზრით რა მოხდება ნოესა და ლილის შორის? მითხარით თქვენი აზრი კომენტარებში.
ახლა კი წავედი, გკოცნით ბევრს


სიყვარულით თქვენი FanGirl



№1  offline წევრი natia-natia

Momwona male Dade axali tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent