შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის კოშმარი (3)


14-01-2016, 15:19
ავტორი zak
ნანახია 1 605

-თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ლაშა მახალდიანს?...ამ სიტყვებმა მთლიანად გამოაცალა საყრდენი მის ისედაც დანგრეულ ცხოვრებას.დადებითი პასუხი უნდა გაეცა და შემდეგ ხელი უნდა მოეწერა მისივე უბედურებაზე.არადა ყველას როგორი ბედნიერი სახეები აქვთ,ბატონ ლაშასაც კი,რომელიც ირონიული სახით გადახედავს ხოლმე ქალს და საკმაოდ თამამად ანიშნებს „ამ საღამოს სად წამიხვალო“.გულის სიღრმეში ლილეს სიცილი უნდება მის მსგავს ქცევაზე.აკვირვებს და თან სიცილის სურვილს გვრის ის ფაქტი რომ ბიჭი კი არ ფიქრობს,არამედ დარწმუნებული რომ ლილე მასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობით დაკავდება.
-დიახ,თანახმა ვარ!...ამ სიტყვების წარმოთქმა ყველაფერს ერჩივნა,არადა როგორ შთააგონებდა თავს რომ ყოველთვის ესაუბრა მხოლოდ ის,რასაც ფიქრობსა და გრძნობს.თითოეული ჩვენგანი სწორედ ამას შთააგონებს საკუთარ თავს.
თხუტმეტი წლის იყო პირველად კლასელმა ქართულის მასწავლებელს გაბრიელ გარსია მარკესის“ბოლო სიტყვა“რომ წარუდგინა გაკვეთილზე.ცხადია მოსწავლის მიზანი გაკვეთილის თემის შეცვლა იყო და გამოუვიდა კიდეც.დამრიგებელმა თავი მიანება სკოლის მასალას,მაგრამ კლასს სიტყვით მიმართა.
-თქვენი აზრით,რისი თქმა სურდა ამ სიტყვებით მას?!...ყველას პასუხი ერთმანეთის მსგავსი იყო.რომ ამ სიტყვებით თითქოსდა ის გვასწავლიდა თუ როგორ უნდა გვეცხოვრა სრულფასოვნად,რომ ცხოვრება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს ფასს.მაგრამ ლილეს ინდივიდუალური აზრი უღრღნიდა გულს.სწამს რომ დღემდე სწორად გაშიფრა გენიალური მოღვაწის სიტყვები და მათი შინაარსი სრულებითაც არ შეესაბამება მისი კლასელების აზრს.სწამს რომ გაბრიელ გარსიას,უბრალოდ სურდა დაენახვებინა ჩვენთვის ყოველივე ის,რასაც ჩვენის საზოგადოების უდიდესი ნაწილი სისლულელედ თვლის.დაენახვებინა ის,რასაც არ,ვერ კი არა,არ ვაკეთებთ,მაგრამ უნდა ვაკეთებდეთ.თუმცა მსგავს პირობებში შეუძლებელია.შეუძლებელია იხცხოვრო დღევანდელი დღით,რადგან ჩვენ მუდამ ვგეგმავთ სამომავლოდ ყოველივე წარმატებულს.ვატყებთ მეგობრებსა და თანატოლებს რათა მათთან ერთად არ გავიდეთ სასეირნოდ,თუნდაც სათამაშოთ.ვგეგმავთ ყველაფერს და იქამდე სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევთ,გვერდს ვუვლით ბევრად უკეთესსა და ღირებულს,შემდეგ კი უბრალოდ ბედს ვუჩივით,არადა ჩვენ თავად ვართ საკუთარი ბედის მწერალნი.ყოველივე იმას რაც გაბრიელ გარსიამ გვითხრა,არ ვაკეთებთ ჩვენ და არ აკეთებდა არც ის...საიდან სად გადავხტი.
ქორწილი ნელა და ბანალურად მიმდინარეობდა არაფერი განსაკუთრებული.იყო დალევა,სიძე-პატარძლის ლოცვა,შემდეგ ცეკვები და ბოლოს ეს ცერემონიაც ჩხუბითა და აყალმაყალით დასრულდა.სახლში გასავათებულები დაბრუნდნენ,ოთახში არც კი ასულა ლილე,მისაღებში სავარძელში ჩაესვენა და თვალები მინაბა.
-ტანასაცმელი არ ჩაგვიწყვია,ჩვენ კი ხვალ დილით პარიზში მივფრინავთ...უეცრად დაიწყო საუბარი ლაშამ და ღიმილიღ გადახედა გაოცებულ გოგოს.
-პარიზში?საფრანგეთში?არ მჯერა...ეს მისი ოცნებააა,როგორ სურდა პატარაობაში შეყვარებლთან ან ქმართან ერთად ესერინა ღამ-ღამობით პარიზის ქუჩებში.ნატვრა ნაწილობრივ აუხდა,გვერდით ქმარი ნამდვილად ეყოლება,მაგრამ...ამაზე ფიქრს ჯობია იმაზე იფიქროს თუ რას გააკეთებს ჩასვლის შემდეგ,რას მოინახულებს პირველს და კიდევ უამრავი რამ აქვს მოსაფიქრებელი.ნელა წამოიმართა სავარძლიდან და ადგილზევე გაიზმორა.
ფიქრებში იყო გართული ბიჭი შეუმჩნევლად რომ მიუახლოვდა.მომღიმარი გოგონასაკენ,რომელსაც სახეს ღიმილი უნათებდა სახე მიუახლოვა და ამდენი ხნის ნანატრ ბაგეებს დაეწაფა.თავიდან ვერ გაიაზრა ლილემ რა ხდებოდა მის თავს.შემდეგ კი რაღაც საოცარი განიცადა,ამის აღიარება დღესაც არ სურს,მაგრამ როდესაც ბიჭი მის გვერდითაა ენით აღუწერელი გრძნობა ეუფლება.კარგად რომ გააცნობიერა რას აკეთებდა,შეშინებული მოშორდა ბიჭს.
-არ გაბედო და აღარასოდეს მომეკარო მეორედ,თორემ იცოდე განანებ...საჩვენებელი თითი აუფრიალა წინ გაღიმებულ ბიჭს და კიბეებისაკენ გაემართა.
ოთახში შესულმა დიდი წვალების შემდეგ მოახერხა კაბის გახდა და სააბაზანოში შევიდა.იქიდან გამოსვლის შემდეგ პარიზში წასაღებად ბარგი გაამზადა.რამდენიმე წუთში საწოლში იწვა და ახურებულ სახეს გრილ ბალიშზე იგრილებდა.შეუმჩნევლად ჩეღიმა,მაგრამ საკუთარი თავი მაშინვე გაკიცხა ამის გამო და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
ლაშა კი კვლავ გაღიმებული იჯდა მისაღებში.აოცებს ეს გოგო თავისი სიჯიუტით,მაგრამ სჯერა რომ აუცილებლად შეაყვარებს თავს.
** *** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
საოპერაციოს წინ აღელვებული დააბიჯებდა და თან ოფიცრის მიერ მიცემულ ქურთუკს ძლიერად იხურებდა მხრებზე.გულის სიღრმეში ნელ-ნელა კიდევ უფრო უღვივდებოდა სასწაულის მოხდენის იმედი.სწამდა რომ უფალი ახალი წლის ღამეს არ დაუშვებდა მსგავსი საშინელების დატრიელებას.
ფეხის ხმა შემოესმა და დერეფანს გახედა.მისკენ წითელ,მოხდენილ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა,მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით.სახეზე აღელვება დასტყობოდა და აშკარად უკმაყოფილო იყო ლილეს იქ ხილვით.სადღაც უნახავს ეს სახე,მაგრამ ვერ იხსენებს,საიდანღაც ეცნობა ამაში დარწმუნებულია.
-შენ აქ რას აკეთებ?...ლილესდა გასაკვირად ყველაზე სულელური კითხვა დასვა ქალმა რაც კი შეიძლებოდა ეკითხა.
-მე ჩემს მეუღლესთან ვარ,ეს თქვენ რას აკეთებთ აქ და რა უფლებით მესაუბრებით ამ ტონით...იმ წუთას ისედაც ანირვეულებულმა,თავის მოთოკვა ვერ შეძლო და ოდნავ უხეშად მიმართა ახალმოსულს.
-ა,შენ ხარ ლილე?!ახლა გასაგებია,მე ნინო ვარ,ლაშას შეყვარებული...უეცრად გააცივა სხეულში,გააკანკალა და თან კინაღამ სიცილი აუტყდა.ახლა გასაგებია საიდან ეცნობა ეს ქალი.გულში გაჰკენწლა ამის გაგებისას,ცრემლები მოეძალა და საცაა ატირდებოდა კიდეც,მაგრამ ვერ ხვდება რატომ.კარგა ხანია იცის რომ ლაშას საყვარელი ჰყავს,თუმცა აქამდე არასოდეს განუცდია ეს ფაქტი.ახლა კი თავს ისე გრძნობს თითქოს სუნთქვა აღარ შეუძლია.პირდაპირ გააგიჟა ქალის მსგავსმა,უსირცხვილო გამოსვლამ.
-რაღაც გეშლებათ გენაცვალე,ლაშას შეყვარებული კი არა,საყვარელი.დიახ,მე ლილე ვარ,ლაშას ცოლი,თუმცა შენ ხომ საყვარლობას ჯერ ვერ გაცდი...მაქსიმალურად გაჟღენთა სიტყვები სარკაზმით.ნინოს ხმა არ ამოუღია,იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ლილეს მკვლელი მზერა სტყორცნა.სასწაული სიამაყის გრძნობა დაეუფლა ახლა ლილეს.ნასიამოვნები მზერა შეაგება ქალის მზერას და კვლავ საოპერაციოს კარებს დაუწყო ყურება.
** ** ** ** ** ** ** ** ** *** ** ** ** ** ** ** ** ** **
-ლილე,სერიოზულად უნდა ვისაუბროთ...მას შემდეგ რაც ლილე და ლაშა დაქორწინდნენ ნახევარი წელიწადი გავიდა.ურთიერთობაში არანაირი წინსვლა არ ჰქონიათ.რამდენიმე თვე ეცადა ლაშა გოგონასათის თავი შეეყვარებინა,მაგრამ მთელი რიგი უშედეგო მცდელობებისა და რამდენჯერმე აწითლებული ლოყის შემდეგ უბრალოდ შეეგუა ამ მდგომარეობას.ერთმანეთს მხოლოდ დილით საუზმეზე და ღამით ვახშამზე ხედავდნენ.ასევე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნისას.
-გისმენ...ცოტა არ იყოს აანერვიულა ბიჭის ხმამ.თითები ერთმანეთში ახლართა და მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა.
-გუშინ ჩემებთან რომ ვიყავით სტუმრად,ხომ გაიგე დედამ რა თქვა,ვფიქრობ ის მართალია,ჩვენ ორივეს გვინდა ბავშვი,ჩვენს ურთიერთობას სჭირდება ის...
-ლაშა,მე...ახლა კიდევ უფრო ანერვიულდა ლილე.იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა,ძალიანაც უნდა ბავშვი.მაგრამ ახლა,როდესაც საქმე საქმეზე მიდგა,აღარ იცის რა თქვას.
-ლილე,ამდენი ხანია ვითმენ,კარგად იცი რომ ყველანაირად ვცდილობდი გამეგო შენთვის,მინდა რომ დღეს საღამოს ამისთვის მზად იყო,ახლა სამსახურში წავალ და საღამოს დავბრუნდები...ბიჭის ხმა შეუვალი იყო.სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარებში გაუჩინარდა.
საღამომდე საშინლად აღელვებული იყო ლილე.ვერც საქმეს და ვერც წიგნებს ვერ დაუდო გული.დღევანდელი საღამოს მოლოდინში ერთ ადგილას ცქმუტავდა.
ბოლოს იმ აზრამდე მივიდა რომ ამ საღამოსსგან სიამოვნება უნდა მიეღო და საღამოსათვის კერძების მზადება დაიწყო.ბოლო-ბოლო რომანტიულ გარემოს მაინც შექმნის...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
მოუთმენლად ელოდა როდის გამოვიდოდა ექიმი.ის სწორედ მაშინ გამოვიდა თორმეტს ოცი წუთი რომ აკლდა.სწრაფად მიუახლოვდნენ ნინო და ლილე ექიმს.
-როგორ არის?...კითხვა დაასწრო ნინომ.
-უფლის წყალობით,სასწაული მოხდა და გადარჩა.შუა ოპერაციისას მოვიდა გონს და რაღაც სახელს ბუტბუტებდა კარგად დავუგდეთ ყური და მივხვდით რომ ალბათ მის მეუღლეს ეძახდა.შეგიძლიათ ხუთი წუთით შეხვიდეთ,ეს გამონაკლისი შემთხვევაა,დღეს ახალი წელია,იცოდეთ მხოლოდ ამიტომ გრთავთ ნებას...გაუკვირდა ლაშამ მისი შესვლა რომ მოითხოვა,თუმცა გულის სიღრმეში იმდენად ესიამოვნა რომ კინაღამ იქვე დაიწყო ცეკვა.ღიმილით დაიძრა კარებისაკენ,მაგრამ ნინოს ხმამ შეაჩერა.
-უკაცრავად,რა სახელი თქვა?...ალბათ უკანასკნელ იმედებს ებღაუჭებოდა ქალი,მაგრამ ექიმის პასიხმა მთლიანად გაანადგურა ლილე.
-ნინოს,ნინოს ეძახდა...იმ წუთას იგრძნო რომ ახალი წლის ღამეს მართლაც ხდება სასწაულები.იგრძნო რომ მსგავს იმედგაცრუებას თან ახლავს გონების განათებაც.ის ნინოზე ეჭვიანობდა,სასწაულებრივად გადარჩენილ ლაშას კი საკუთარი ხელით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს,რომ არა მის თავში ახლადაღმოჩენილი გრძნობა და აზრი.
ჩვენ ადამიანები ვერასოდეს ვხვდებით სხვა ადამიანის ფასს,მანამ,სანამ მისი დაკარგვის საშიშროება არ გაჩნდება.ამის მიზეზი კი ისაა,რომ ჩვენ ყოველდღიურად ვატყუებთ ჩვენს თავს.თუმცა ხანდახან,გონების განათება ისეთივე დაგვიანებულია,როგორც ამ შემთხვევაში.ლილემ ის დაკარგა და ამას აღარაფერი ეშველება...
ნელა გამობრუნდა უკან და ისე დაუყვა დერეფანს რომ ნინოს დამცინავი სახისათვის არ შეუხედავს.წყნარად დაიძრა გასასვლელისაკენ და მხოლოდ ახლა გააცნობიერა რომ ქურთუკი საავადმყოფოში დარჩა.ესიამოვნა ახურებულ სახესა და სხეულზე ციხი ჰაერის შეგრძნება.ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით სჯერა რომ სასწაული ძვიარდღირებული რამაა,თუ ის მოხდა აუცილებლად მოითხოვს საზღაურსაც.
ვერც კი გაიაზრა ისე გააჩერა ტაქსი და ისე მივიდა სახლში.ქალბატონ დალის მიუკაკუნა კარებზე და ბექა სახლში აიყვანა,მის გაღვიძებას აზრი აღარ ჰქონდა.ფრთხილა ჩააწვინა საწოლში და თავადაც დასაძინებლად დაწვა.ახლა ნამდვილად შურს ნინოსი,ის ამ დღესასწაულს საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნავს.

** ** ** **
ბოდიში დაგვიანებისავის,ინტერნეტი არ მქონდა. ისტორიის მკითხველებს გპირდებით რომ აუცილებლად დროულად ავტვირთავ შემდეგ თავს,რომელიც დასასრული იქნება.კიდევ ერთხელ ბოდიში.
სიყვაარულით zak



№1 სტუმარი A

Male atvirte ra dzalian mainteresebs gagrdzeleba.

 


№2  offline წევრი zak

A
Male atvirte ra dzalian mainteresebs gagrdzeleba.

აუცილებლად მალე ავტვირთავ,თან უკვე დაწერილი მაქვს დასასრული,გმადლობ რომ კითხულობ love

 


№3 სტუმარი darina

Me dzalian momwons es istoria axla gadavikitxe yvela tavi, shens istoruas vkitxulobdi daundobels da dzalian miyvarda, kargi gogo xar.

 


№4  offline წევრი zak

darina
Me dzalian momwons es istoria axla gadavikitxe yvela tavi, shens istoruas vkitxulobdi daundobels da dzalian miyvarda, kargi gogo xar.

გმადლობ სიმართლე გითხრა დაუნდობელზე დამყარებული იმედები დამემსხვრა მისი გადაკითხვის შემდეგ.შენ კი გმადლობ იმისავის რომ კითხულობდი და კითხულობ love

 


№5 სტუმარი guest

dzalian gtxov Lile lashas gareshe ar datovo ra, ragacnairad guli metkina marto rom warmovidgine

da kidev male dade axali tavi, gtxov)))

 


№6  offline წევრი zak

guest
dzalian gtxov Lile lashas gareshe ar datovo ra, ragacnairad guli metkina marto rom warmovidgine

da kidev male dade axali tavi, gtxov)))

კარგი,უკვე დაწერილი მაქვს და როგორც კი მომეცემა უფლება მაშინვე დავდებ.გმადლობ რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent