მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (2)
ცოტა მიირთვეს და შემდეგ საცეკვაოდ გავიდნენ. ელენე მამაკაცთა უმრავლესობის დაჟინებულ მზერას გრძნობდა თავის ტანზე და უხერხულად იყო. დემეს ძლიერი ხელები ელენეს წვრილ წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული, ცხვირი კი მის თმებში ჰქონდა ჩარგული. გოგონას კი ხელები დემეს კისერზე ჰქონდა მოხვეული და მის მოძრაობებს ტანს აყოლებდა. -შეყვარებული რატომ არ გყავს? - ჰკითხა უეცრად ელენემ. დემე ჯერ გაოცდა, შემდეგ კი გაუკვრიდა, თუმცა შესაბამისი პასუხი დროულად მოიფიქრა. -გინდა რომ მყავდეს? - ეშმაკურად შეხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მე... ამმ... უბრალოდ მაინტერესებდა... - უპასუხა დაბნეულმა. მამაკაცს ჩაეცინა, ელენე დააბზრიალა და შემდეგ ისევ თავის მკლავებში დაიბრუნა. -შენ შეყვარებული გყოლია? ან გყავს? - ჰკითხა გოგონას ინტერესით. -არა - მხრები აიჩეჩა ელენემ. -რაა? არ მჯერა... - გაოცდა დემე. -რატომ არ გჯერა?! - გულუბრყვილოდ ახედა ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმლით ცხვირამდე სწვდებოდა. -როგორ შეიძლება შენნაირ ლამაზ გოგოს შეყვარებული არ ჰყოლოდა... არც არავინ მოგწონებია? - უფრო დიდი ინტერესით ჰკითხა და დაკვირვებით ჩააცქერდა თვალებში. -მე ყველასგან განსხვავებულს ვეძებ - ამჯერად თავდაჯერებულად განაცხადა გოგონამ. -მაინც როგორს? -არ ვიცი... უბრალოდ როცა საჭირო იქნება მივხვდები, რომ ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდი... დარწმუნებული ვარ... და ამას გული მიკარნახებს... -გეტყობა რომანტიული ხარ - თბილად ჩაიცინა მამაკაცმა. -ამმ... არ ვიცი... შეიძლება... - უპასუხა გოგონამ. - შენ როგორ გოგოს ეძებ? - ახლა ამან ჰკითხა და დემეს პასუხს დაელოდა. -მე უკვე ნაპოვნი მყავს - უპასუხა დაუყოვნებლად. გოგონამ ხმა ვეღარ ამოიღო. ეწყინა როცა გაიგო, რომ მამაკაცს უკვე ჰყავდა რჩეული... ალბათ ულამაზესი გოგო იქნებოდა... -ალბათ ნამდვილი დედოფალივით აცხოვრებ - ნაძალადევად გაუღიმა. -საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გავაკეთებ - ამ სიტყვებით თავისი სათქმელი დაასულა. წვეულება ღამის 3 საათამდე გაგრძელდა... ორივე დაღლილები და ნასვამები იყვნენ. ელენეს მანქანაშივე ჩაეძინა. დემემ ფრთხილად აიყვანა ხელში გოგონა და მის ოთახში დააწვინა. დიდხანს იფიქრა კაბა გაეხადა მისთვის თუ არა. ბოლოს გადაწყვიტა გაეხადა. ფრთხილად გააძრო აბრეშუმის ქსოვილი მის სხეულს და თვალები ვნებისგან გაუნათდა, როდესაც გოგონა საცვლებისამარა დაინახა. თავი ვერ შეიკავა და ხელი ელენეს ფეხზე აასრიალა, შემდეგ წელზე, ლიფის ზორტს ააყოლა და სახეზე მოეფერა. გოგონას ლამაზ ტუჩებს ხარბად შეხედა და ცერა თითით მისი ფორმა მოხაზა. ალბათ ალკოჰოლი მოქმედებდა... ათწუთიანი დაკვირვების შემდეგ, ძლივს მოიფიქრა ამდგარიყო და ტანზე გადაევლო, რათა რამე არ „მიექარა“... შემდეგ დაღლილი დაეხეთქა თავის საწოლზე და მაშინვე ჩაეძინა... დილით ელენეს, რა თქმა უნდა, არ ახსოვდა საიდან და როგორ აღმოჩნდა თავის საძინებელ ოთახში. ისიც ვერ გაიხსენა კაბა როდის გაიხადა. ოთახში მიმოიხედა და ტუმბოზე დიდი წითელი ვარდი დაინახა პატარა წარწერით: „მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს...“ ჰმმ... ვისი წერილი იყო ეს? რავიცი... თვითონაც არ იცოდა, თუმცა ის კი იცოდა, რომ ვარდის სურნელზე გიჟდებოდა. ფილტვები სასიამოვნო სურნელით გაივსო და ყვავილის ფურცლებს თითებით წაეთამაშა... როდესაც საათს დახედა მაშინღა გაახსენდა, რომ იმ დღეს გამოცდა ჰქონდა. თავქუდმოგლეჯილი გაექანა სააბაზანოსკენ, წყალი გადაივლო, გამოფხიზლდა, გამოეწყო და პირველ სართულზე სამზარეულოში შევარდა. მოწყვეტით დაეშვა სკამზე და მზარეულს დაელოდა როდის დაუდებდა საუზმეს. დემე ტელეფონზე ლაპარაკით შემოვიდა სამზარეულოში. ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა. ფეხზე მდგარმა შეჭამა რამდენიმე ლუკმა და შემდეგ ოთახიდან გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა... ელენეს ცოტა გული დასწყდა მისალმებაც რომ ვერ მოახერხა, თუმცა ბევრი აღარ უდარდია, ვინაიდან მამაკაცს საქმეები თავზესაყრელად ექნებოდა. ბოლო-ბოლო წესიერად არც უჭამია ისე გავარდა კომპანიაში. თვითონაც უგულოდ დაასრულა ჭამა, ჩანთა გადაიკიდა და უნივერსიტეტს მიაშურა. სწავლას რაც ეხება, ყველაფერში დარწმუნებულია. ისე სწავლობს, რომ გამოცდაზე სანერვიულო არაფერი ჰქონდეს. აი სიყვარულში და ურთიერთობებში კი ბატის ჭკუა აქვს... სახლში დაღლილი და კმაყოფილი დაბრუნდა. გაუკვირდა არავინ რომ არ დახვდა. თავისი ვარდი გაახსენდა წყლიან ვაზაში რომ ჰქონდა ჩადებული. ოთახში ავიდა და ისევ ამ ვარდს დაუწყო თამაში. ტუმბოს უჯრაში ჩადებული ბარათი ამოიღო და კიდევ წაიკითხა: „მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს...“ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან უცნაური იყო. დიდხანს იფიქრა იმაზე, თუ ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა მისთვის ეს ვარდი. შემდეგ კი ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოში ჩავიდა. მაცივარში საჭმელები იყო დატოვებული. -სად გაიკრიფა ყველა... - ჩაიდუდუნა თავისთვის და ისევ ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევა გადაწყვიტა. -მარტო ხარ? - გაიგო უეცრად ზურგს უკან ნაცნობი ხმა და კინაღამ წყალი გადასცდა. -ამმ.... კი - უპასუხა და სული ძლივს მოითქვა. -წყალი მეც მომე რა - თქვა საშინლად მთვრალმა დემემ და სკამზე დაეხეთქა. -ასეთი მთვრალი რატომ ხარ? რამე მოხდა? - ჰკითხა შეწუხებულმა და მაშინვე წყალი გაუწოდა. მამაკაცმა უხმოდ გამოართვა, ბოლომდე ჩაცალა და ხმაურიანად დადო მაგიდაზე. -მე ჩემს ოთახში ვიქნები - თქვა არეულად და ფეხზე ძლივს წამოდგა. -დემე... მოიცა... - დაედევნა და ხელი შეაშველა გოლიათივით კაცს. -გისმენ - მობრუნდა და ამღვრეული მზერა გაუსწორა. -რა მოხდა? - ჰკითხა აღელვებულმა. დემემ ზანტად ამოიოხრა და უხმოდ გაუყვა გზას თავისი ოთახისკენ. -ერთი კვირით ყველა მოსამსახურე გავათავისუფლე... - ისევ გაურკვევლად ჩაიდუდუნა და ოთახის კარი მიხურა. გოგონას ვერ გაეგო რა სჭირდა მამაკაცს, ან თვითონ რა უნდა გაეკეთებინა ამ მომენტში. არჩია მის გამოფხიზლებას დალოდებოდა და მერე გაერკვია რა ვითარება იყო... მინერალური წყალი ჩუმად შეუტანა ოთახში, ტუმბოზე დაუდო, შემდეგ კი თავის ოთახში შევიდა და დაიძინა. მთელი ღამე წრიალებდა და ვერ ისვენებდა. დილით ვარდი აღარ დახვედრია... დილაადრიან წამოვარდა საწოლიდან, ყავა გაიკეთა და ვერანდაზე გავიდა. დიდ მწვანე ეზოს გადასცქეროდა და დემეზე ფიქრობდა. რაღაც სერიოზული ხდებოდა... ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგო და უკან რომ მიიხედა ადგილზევე მიეყინა. დემეს სპორტული შარვალი ეცვა, წელზემოთ შიშველი იყო და კარგად ნავარჯიშები ტანი ჩანდა, შავი თმები სულ აჩეჩილი ჰქონდა, ცალ ხელში კი ის გაზიანი სასმელი ეჭირა, რომელიც ელენემ ტუმბოზე დაუდო და მას სვავდა. -დილამშვიდობის - თქვა ბოხ ხმაზე და მოაჯირს მიეყრდნო. -დილამშვიდობის... როგორ ხარ? -უკეთესადაც შეიძლება - დანანებით ჩაიცინა და ელენეს მზერა გაუსწორა. -კიდევ არ მეტყვი რა ხდება? - ფრთხილი ტონით შეაპარა. -რომელი საათია? - კითხვა დააიგნორა და თემა შეცვალა. -ამმ... ათი საათია უკვე -კარგი, წასასვლელი ვარ ახლა... დღეს გვიან მოვალ - დაუბარა მოკლედ და ისევ სახლში შევიდა. მომდევნო ოთხი დღეც ანალოგიური იყო. ღამით მთვრალი მოდიოდა, დილით კი ადრე მიდიოდა და მთელი დღე არ ჩანდა. ელენე უკვე სერიოზულად დარდობდა მასზე, თუმცა რა უნდა გაეკეთებინა? ფაქტი იყო, რომ დემე ამის თქმას არ აპირებდა, ბოლო-ბოლო უკვე 5-ჯერ აარიდა თავი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. მეხუთე საღამოს, როდესაც დემე კვლავ მთვრალი მოვიდა და დაიძინა, ელენე მის ოთახში შეიპარა და მობილურის ნომრებს გადახედა. ცუდი საქციელი იყო, თუმცა სხვა გზა აღარ ჰქონდა. უნდა გაერკვია რა სჭირდა დემეს და როგორმე ეშველა მისთვის, უკვე ვეღარ უძლებდა მამაკაცის ასეთ დარდს და გული სტკიოდა. ნომრებში ვიღაც ჯეკის ნომერი დაინახა და გადაწყვიტა მასზე დაერეკა, ვინაიდან აქამდე დემესგან მისი სახელი გაგონილი ჰქონდა და იცოდა, რომ მისი ძმაკაცი იყო... ნომერი ფურცელზე ჩაიწერა და თავის ოთახში გაიძურწა. ტუმბოზე მდგარ დამჭკნარ ვარდს გახედა და სევდიანად გაიღიმა... ჯიუტად ინახავდა ამ ვარდს, დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან უცნობი თაყვანისმცემელი კიდევ გამოგზავნიდა, მანამდე კი მოთმინება მართებდა... ბევრი იფიქრა შუაღამისას დაერეკა თუ დილით... შუაღამეს დარეკვა მოერიდა, ამიტომ დილით დაურეკა, თუმცა ადრე, რათა დემესთან დალაპარაკებაც მოესწრო -გისმენთ... - ტელეფონში ვიღაცის ბოხი ხმა გაისმა. -ალო, გამარჯობა... ჯეკი ხარ ხომ? - ჰკითხა ოდნავ მორიდებულად. -კი, რახდება? -მე დემეს მოსამსახურე ვარ - თქვა და ოთახში გაიარა. -ელენე ხარ? - იკითხა ინტერესიანი ტონით. -ამმმ.... კი... საიდან იცი ჩემი სახელი? - გაუკვირდა და დაიბნა. -აა, ისე... ერთხელ გავიგე დემე რომ გელაპარაკებოდა და... - ენის ბორძიკით უპასუხა - რამე ხდება? - ჰკითხა თემის შესაცვლელად. -კი. იქნებ შენ მაინც იცოდე დემეს რა სჭირს... ლოთივით იქცევა... მეხუთე დღეა წესიერად ვერ ველაპარაკები და რამდენჯერაც ვკითხე რა სჭირდა, იმდენჯერ თავი აარიდა პასუხს. უკვე ძალიან ვნერვიულობ... - თქვა და ყურებდაცქვეტილი დაელოდა ჯეკის პასუხს. -ახლა როგორაა? - იკითხა თანაგრძნობით. -ახლა სძინავს... შენი ნომერი მის ტელეფონში მოვძებნე. ბოდიში ასე ადრე რომ გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... არ მინდა მერე გვიანი იყოს.. -არა, არაუშავს... ანუ არ უთქვამს რა ხდება ხო? -არა - დაუდასტურა ინფორმაცია. -გეტყვი, მაგრამ ზედმეტი თანაგრძნობა არ გამოიჩინო, კარგი? არ უყვარს როცა ვინმეს თავისი პრობლემის შესახებ უყვება... -კარგი -მამამისი გახდა ძალიან ცუდად. გულის პრობლემები აქვს. ახლა საავადმყოფოში წევს, რეანიმაციაშია. არავის აქვს მისი გადარჩენის იმედი, სამწუხაროდ... - ამის გაგებამ გული ატკინა. ახლა რა უნდა ექნა? ხომ ვერ ეტყოდა შენმა ძმაკაცმა მითხრა რაც გჭირს და უკვე ყველაფერი ვიციო... -კომპანიაში დადის თუ იცი? თუ მარტო სვავს? - იკითხა შეწუხებულმა. -ცოტახნით მოდის ხოლმე, თუმცა ძირითადს მე ვაგვარებ... არც მისმენს რო რამენაირად დავეხმარო -გასაგებია. კარგი მადლობა რომ მითხარი და ბოდიში შეწუხებისთვის. შევეცდები რამე მოვიფიქრო... -აბა შენ იცი, მაგრად... თუ რამეა დამირეკე არ მოგერიდოს - ტელეფონი გათიშა და საწოლზე დადო. ........... ესეც მეორე თავიი... ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს! ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ! მრავალს დაესწარით ჩემო საყვარლებო!!! გუშინ ნამდვილად არ ველოდი ამდენ კომენტარს... არც იმას რომ ვინმეს ვემახსოვრებოდი... უზომოდ გახარებული ვარ, აიი ძალიან ძალიან!... რავიცი როგორ გადმოგცეთ რამდენად მადლიერი ვარ თქვენი, რომ ასეთ თბილ სიტყვებს არ იშურებთ... მეც ყველა მახსოვხართ, ჩემო საყვარელო მკითხველოო! რამდენიმე ახალიც ვნახე და ყველანი შემიყვარდით! ძველები ხო მიყვარხართ და მიყვარხართ ისედაც :დდ რამდენჯერ აგიხსენით უკვე სიყვარული არც ვიცი, ალბათ მოგბეზრდათ უკვე ჩემი ბოდიალის კითხვა... ვგიჟდები თქვენზე! ყველა 4ლოვე-ლზე და მიხარია, რომ ასეთი კარგი მეორე ოჯახი მყავს!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.