შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის სხეულში ჩასახლებული ანგელოზი (დასასრული)


14-01-2016, 22:44
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 823

დიახ..-მოკრძალებული,მორიდებული თვალები შემომანათა გოგონამ,იღიმოდა რაღაც საოცრად ისე,რომ მისი კოცნა მომინდა,მისი მარწყვივით ტუჩები მეუბნებოდნენ,შემეხეო..რეტი დამესხა,ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ დამემართა ისე ამ ადგილას,დიახ,ამ ადგილას.
-საოცრება ხარ..
-უკაცრავად?-დაიმორცხვა გოგონამ,თავი გასწიე გვერდზე და ისევ ნახატს მიაშტერდა.
-ლამაზია არა?-ვკითხე სასხვათაშორისოდ.
-საოცრებაა..
-მართლა? თქვენც ეს მოგწონთ?
-ძალიან..თქვენც?-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-კი,მეც...ეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო..
-საინტერესოა...
-ამ ადგილას შემიყვარდა პირველად...მას ნინა ერქვა..-ნაღვლიანად დავიწყე,რატომ ვიქცეოდი ამას თავადაც ვერ ვხვდებოდი.
-სამწუხაროა..-თავი გააქნია...სახეზე ნაღველი გამოესახა.
-რა გქვია?-გულიდან წამომივიდა სიტყვები.არ შემეძლო სხვა რამე მეკითხა..გაყინული ადამიანივით ვიდექი და პასუხის მოლოდინში გული ურიტმოდ მიძგერდა.
-ნინი..-გაეღიმა,თმა უკან გადაიწია..-თქვენ?-პაუზის შემდეგ ისევ აამოძრავა ბაგეები.
-ლამაზი სახელია..-შევკრთი,ასეთი რამ სხვა დროს არ მემართებოდა..მის სახეს ხომ ჩემი ყოფილი ცხოვრების ძირი ჰქონდა.
-გული გატკინეს არა? ვიცი რა გრძნობაცაა.
-აქვე კაფეა,დავსხდეთ-ძლივს ამოვიღე ხმა და ძლივს ვუთხარი.
-აქვე?-გაეღიმა,თეთრზე თეთრი კბილები გამოაჩინა.
-ჰო..წამოდი..
-ჯერ უნდა ვუყურო..
-კარგი,მეც ვუყურებ..ისე არ მომწონს ეს ქალი?
-რატომ?-მხრები შეერხა ნინის.
-რაღაცნაირია..თითქოს თვითკმაყოფილია.
-მერე რა..რა არის ცუდი ამაში?
-უბრალოდ მისი გამოხედვა გამომწვევია..
-რას გულისმხობ?
-იცი,რას? კმაყოფილება არ მიყვარს..
-ის ბედნიერია...საყვარელი ადამიანი ჰყავს გვერდით.
-მე მაინც არ მომწონს..
-ახსნა.უფრო რეალური ახსნა..
-გიხდება კამათი..-მისმა თვალებმა წამიერად დამატყვევა.

-ადრე მეც მიყვარდა.
-რა მოხდა?
-ის გარდაიცვალა.
-ვწუხვარ..არ უნდა მეკითხა..-სევდიანად ვუპასუხე.
-მას ესნახატი უყვარდა.
-მასაც...-ნოსტალგია აისახა ჩემს ხმაში.

-ნინი...
-გისმენ...
-მინდა,რომ დაგხატო..
-რა შენ მხატვარი ხარ?
-არა..უბრალოდ შენ რომ გუყურებ,მგონია,რომ შემიძლია ამის გაკეთება.
დივანზე ფეხები შემოაწყო,თოჯინასავით დაჯდა,იღიმოდა...მეც ვუყურებდი და ვცდილობდი დამეხატა,დიდი მხატვარივით მჯდომს,მაგრამ არ გამომდიოდა,თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი,რადგან მას ვხატავდი...მისი ყურება,მისი გაშეშებული სხეული და მისი შეკრული სუნთქვა მაგიჟებდა.
-უბრალოდ საოცრება ხარ..
-ჩვენ მხოლოდ ერთი კვირაა,რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
-მე ორი კვირისწინ დაგინახე პირველად და მას შემდეგ შენზე ვფიქრობ..

-ნინი...
-გისმენ..
-ქარში ულამაზესი ხარ..
-მადლობ..-ისევ აწითლდა..ისევ მომიხმო მისმა სახემ,მაკოცეო..მისი ბაგები გამუქდა და უფრო სასურველი გახდა...
-ნინი,რაღაც მინდა გითხრა.
-მაინც...
-რაღაც მინდა განახო..
თვალეი გაუფართოვდა...ჩემი ნახატი ვანახე,მისი სახე უკვე დამესრულებინა..დაინახა თუ არა,სასტიკად გაუხარდა..მისი ღიმილი და გაფართოებული თვალები მთელ ცხოვრებად მიღირდა..
-საოცრებაა..
-არა,საოცრება შენ ხარ...
-რას ამბობ..უფრო აწითლდა ნინი.
-საოცრება ხარ..შენს სხეულში ანგელოზი ბუდობს..ჩასახლებულა და...
-დიმიტრი...პოეტურია..
-არა,ეს შენ ხარ...შენ მხდი პოეტურსა და მხატვარსაც..
-ღმერთო..-გვერდზე გაიხედა,პირდაპირ ვეღარ მიყურებდა.
-მოდი აქ..-ხელები ნაზად შემოვხვიე წელზე და გულზე მივიკარი..მისი გულიც გამალებით ძგერდა,ნინის საიდუმლო გავიგე,ისიც იწვოდა ჩემი გულიდან გადმონადენი ცეცხლით.

ჩვენ ერთად შესანიშნავ დროს ვატარებდით,მასთან ერთად ვიყავი თავისუფლების თყოველ წამს..მასთან ერთად დავდიოდი მუზეუმებში,თეატრებში,კინოებს ვუყურებდი,მასთან ერთად ვსვამდი მის საყვარელ ყავას,მიყვარდა ის,რაც მას უყვარდა..შემაყვარა ხატვა და ახალი წიგნებიც კი წამაკითხა...მან ჩემი ცხოვრება გააფერადა,მუდამ იღიმოდა და მიცინოდა..შემომციცინებდა თვალებში,მისი გამოხედვა გასცემდა გოგოს..ვხვდებოდი,რომ მასაც ძლიერ ვუყვარდა,მაგრამ არ ვეუბნებოდი,დროს ვარჩევდი.

იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო..არ იხდიდა,ამიტომ ჩემთან ერთად გაატარა,ჩემს გვერდით იჯდა და ფილმს უყურებდა...ხალხს ვერ გრძნობდა,ვერ ხედავდა მათ,მხოლოდ მე მიყურებდა...ფილმის დასასრულს ხელი ხელზე შევახე,ვიგრძენი როგორი ცხელი იყო..გულში უფრო ძლიერად ჩამეღვარა სითბო...შემდეგ გამოვედით,ხელიხელჩაკიდულნი მივუყვებოდით ბილიკს..გვიან მის საყვარელ რესტორანში შევედით..უფრო სწორედ,იმ რესტორანში,რომელიც იმ დღიდან გახდა ჩვენი საყვარელი,მისი და ჩემი..
იმ დღეს დესერტში ბეჭედი იპოვა ნინიმ..მახსოვს მისი რეაქცია,ხელები პირზე აეფარებინა,უჩვეულოდ გაფართოებოდა თვალები და იღიმოდა..საოცარი შესახედი იყო ნინი...მისმა დანახვამ ძარღვებიც კი გამიფართოვა..მინდოდა მეკოცნა და იმ წამს მართლაც ვაკოცე..არ დაველოდე პასუხს..უბრალოდ ვაკოცე..
მაშინ ყველა ჩვენ გვიყურებდა,როგორც ბედნიერ წყვილს...
შემდეგ ფიცი დავდეთ...საკურთხევლთან ერთმანეთს ერთგულება შევფიცეთ..ქორრწინების სამუდამო ფიცმა დაგვაკავშირა.
მახსოვს როგორ იღიმოდა,ქალწულებრივი სიმორცხვით შეფაკლოდა ლოყები,მისი ბაგეები ისევ საკოცნელად მიხმობდა..ნინი საოცრება იყო...ჩემი სიტყვები ვერ აღწერდა მის მშვენებას..

-გვეგონა,მარადისობა გვქონდა,არადა...-დავიწყე და ცრემლი მომადგა..მე იმ დღეს მის სასიკვდილო სარეცელთან ვიჯექი.
-ჰო..ასეც იყო,სანამ...-ვეღარ გააგრძელა ხმა ჩასწყდა...
-ეს უსამართლობაა...შენ არ უნდა...
-მე განწირული ვყოფილვარ...ვწუხვარ,რომ.
-ჩუმად..
-არ ვიცოდი,რომ ეს საშინელი დაავადება მჭირდა..
-დაწყნარდი...შენ ბედნიერების ერთი წელი მაჩუქე,ნინი..
-ეს ერთი წელი იყო..მერე წავალ და დაიტანჯები..
-გთხოვ,დამშვიდდი..შენთან ვარ და შენთან ვიქნები..
-დამპირდი,რომ ბედნიერი იქნები?
-ნინი..ჩუმად!-ცრემლები მოვიწმინდე და გვერდით მივუჯექი.
-დამპირდი?-მის ხმაში მფარველობა დავიჭირე.
-გპირდები,ნინი..
-გაიმეორე..ზუსტად თქვი..თავიდან ბოლომდე...-ძლივს ლაპარაკობდა ჩემი სიცოცხლე.
-გპირდები,რომ ბედნიერი ვიქნები...
-ჰო არ მატყუებ?
-როდესმე მომიტყუებიხარ?-საწოლზე ავედი და გვერდით მივუწექი.
-ჩამეხუტე..-ხელები სუსტად მომხვია კისერზე.
-მიყვარხარ და მეყვარები...
-ჩემს მერე სხვა უნდა შეუყვარო..უნდა გამიშვა..-ტუჩები ლოყაზე მომადო და თვალები დახუჭა.
-ჩუმად..უბრალოდ დავტკბეთ ერთად ყოფნით..
-უკანასკნელად...-ნაღვლიანად თქვა და ისე შემომხედა,როგორც პირველად..
-ნინი..საოცარი ხარ....
-ვიყავი..
-ხარ...
ამომხედა დაგამიღიმა..მისი გულის ცემა კლებულობდა..ვიგრძენი როგორ შეუსუსტდა სუნთქვა...შემდეგ უმწეოდ ამომხედა,გამიღიმა და მკერდზე თავი მომადო...ხელები მაღლა ასწია და ზეცას შეხედა. რაღაცის თქმაც უნდოდა ნინისს,ტუჩებს ამოძრავებდა,მაგრამ ძალა არ ყოფნიდა..
-შენში ანგელოზია ჩასახლებლული...გამაგრდი!-თვალებში ჩავხედე ჩემს გოგონას..ისაკანკალდა,შემდეგ ტუჩები ლოყაზე მომადო და გაიყინა...წამიერად შეჩერდა მისი გულის ცემა...
-ჩემი ანგელოზი შენ ხარ...შენს მერე ვისი უნდა ვიწამო...-ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდა...ვერაფერს ვგრძნობდი,გარდა განადგურებისა..იმ წამსა და იმ ადგილას ჩემი ცხოვრება დასრულდა..ამას ვგრძნობდი და აღარაფერი მინდოდა...

დიაც,ის ჩემი ანგელოზი იყო..მის მერე ღვთის რწმენაც კი დავარგე..
ნინის პირობა ვერ შევუსრულე..
ბედნიერი ვერ ვარ..უარესი..მე უიმედო უბედური ვარ...
ეს საშინელი რამაა....მაგრამუკვე ურწმუნო ვარ...
ურწმუნო გული იმედს ვეღარ პოულობს...
ვკვდები..ნელ-ნელა ვკვდები...ესნელი სიკვდილია..ვინ თქვა,ცხოვრება გრძელდებაო?!
ის არ გრძელდება.
მხოლოდ საათის ისრები მოძრაობს,წამები წუთებს უთმობენ გზას,წუთები -საათებს,საათები- ღამეს,ღამე -დღეს,დღე- ღამეს...დღეები -კვირებს,კვირები- თვეებს,თვეები-წლებს...
მხოლოდ დრო იცველება,ჩემი ცხოვრება კი წინ ვერ მიიწევს..
იმედი აღარ არსებობს...უიმედობისთვის ვარ განწირული..



№1  offline წევრი anna31

ცუდად ვარ ოღონდ მართლა....

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

anna31
ცუდად ვარ ოღონდ მართლა....

(((

 


№3  offline წევრი anna31

უნდა ვწერო
anna31
ცუდად ვარ ოღონდ მართლა....

(((

რამე დაგიშავე? რატო გამწირე ასე? გული ცუდად მაქ

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

anna31
უნდა ვწერო
anna31
ცუდად ვარ ოღონდ მართლა....

(((

რამე დაგიშავე? რატო გამწირე ასე? გული ცუდად მაქ

არა,არაფერი დაგიშვაებია.
დამშვიდდი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent