შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის კოშმარი (4)


15-01-2016, 00:01
ავტორი zak
ნანახია 1 678

ყველაფერი სწრაფად მოგვარდა.რამდენიმე დღეში ლაშა სახლში დაბრუნდა.მანამდე იყო ლილე მის მოსანახულებლად რამდენჯერმე,მაგრამ მხოლოდ ბექას გამო,თავად ერთხელაც კი არ შეუხედავს მისვის,სიტყვის ღირსიც არ გახადა.შეიყვანა თუ არა ბექა პალატაში თავად მაშინვე გამოვიდა.ხედავდა ლაშას გაოცებულ მზერას და ერთი სული ჰქონდა ის თვალები დაეჯიჯგნა.უნამუსოდ უცქერდა ალალი მზერით ქალს,თითქოს ვერც ხვდებოდა რა დააშავა.მოუთმენლად ელოდა როდის წაიყვანდნენ სახლში ლაშას,იქ ნამდვილად გაუშრობს სისხლს.
-ხვალ გამწერენ...მოულოდნელად წამოიწყო საუბარი კაცმა და აქამდე ჩუმად მჯდარ ლილეს მიმართა,რომელიც ბექას მხიარულ ტიტინს გაბადრული უსმენდა.
-აჰამ...მხოლოდ უაზროდ ამოიზმუვლა ისე რომ შვილისათვის თვალი არ მოუშორებია.
-ლილე რა გჭირს...მოთმინებადაკარგულმა იკითხა ლაშამ და მისი წამოძახილით შეშინებულ დედა-შვილს გადახედა.
-არაფერი,რა უნდა მჭირდეს...შეუმჩნევლად ჩაიღიმა ქალმა და ოთახში ახლადშემოსულ ნინოზე გადაიტანა მზერა.ღიმილი მაშინვე შეუცვლა ზიზღმა,სწრაფად წამოდგა და ბექასაც მოჰკიდა ხელი...ჩვენ წავალთ,ხვალ მოვალთ და ნივთებს მოგიტანთ,ნახვამდის...მამაკაცის პასუხს არც დალოდებია ისე გამოიხურა პალატის კარი და დერეფანს ბექასთან ერთად დაუყვა.ვერ მიხვდა,როდის ჩაუდგა თვალებში ცრემლები,მხოლოდ გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა გულთან.
-დე,რატომ ტირი?
-არაფერია საყვარელო,უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა...დააწყნარა პატარა და ცრემლები ხელის სწრაფი მოძრაობით მოიწმინდა ღაწვებიდან...გინდა შოკოლადები ვიყიდოთ?...ხელი კიდევ უფრო ძლიერად ჩაჰკიდა ყურებამდე გაღიმებულ ბიჭს და საავადმყოფოდან გავიდა...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** *
-ლაშა მტკივა...მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ლილემ,ტკივილი იმდენად ძლიერი იყო.ბიჭი ერთხანს გამოცებული უცქერდა გოგონას რომელიც ღამის ორ საათზე მოულოდნელდ დაადგა საძნებელ ოთახში თავს,შემდეგ მისი სიტყვები გადახარშა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან.რამდენიმე წუთში საავადმყოფოში იყვნენ.
შეშინებული დააბოტებდა ლაშა წინ და უკან,ექიმის გამოსვლას ელოდა და აკანკალებდა ლილეს ტკივილნარევი წამოძახილების გაგებისას.ცოტა ხანში დათო და ლაშას მეგობრებიც მოვიდნენ.
-რამე გაიგე?როგორაა ჩემი პატარა?...ანერვიულებული ტონით შეეკითხა დათო ბიჭს,მაგრამ მისგან გაუგებარი ჟესტების მეტი რომ ვერაფერი მიიღო,სიცილისაგან კინაღამ იატაკზე გაწვა...რა განერვიულებს სიძევ,ლილე ძლიერია,აი ნახე მალე ექიმიც გამოვა.
-იმედია,იმედია...
და აი,პატარის ტირილიც გაისმა მოსაცდელში,რომელსაც წამიერად მოჰყვა ბიჭების შეძახილები და შამპანური გახსნის ხმა.
-გილოცავთ,ბიჭი შეგეძინათ...ლაშას ბიჭი შეეძინა,პატარა პრინცი.იმ წუთას საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ამ პატარა არსებაზე სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებდა.თუმცა თავიდან ვერ იგდებდა ლილეს ხმებს,როგორ უნდოდა მისულიყო მათან და პირველად სწორედ რომ ერთად აეყვანათ პატარა ხელში,მაგრამ არ შეუძლია...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
მას შემდეგ რაც ლაშა სახლში დაბრუნდა ლილეს ერთი საშინელი აზრი უტრიალებს.თუ ლაშას შეუძლია რომ ჰყავდეს საყვარელი,რატომ არ შეიძლება რომ ლილეს უბრალოდ მეგობარი მაინც ჰყავდეს მამარობითი სქესისა?თან ჰორიზონტზე საკმაოდ სიმპატიური გიორგი გამოჩნდა,რომელიც ყველანაირად ცდილობს ქალის გულის მოგებას.თან ლაშასაც აეჭვიანებს,ნუ რა თქმა უნდა,მამაკაცს კიდევ თუ აქვს მის მიმართა რაიმე გრძნობა.
საღამოს გაოცებული აყოლებდა თვალს,მეუღლეს,რომელიც ბექას დაძინების შემდეგ ფაცი-ფუცობდა.ლილემ კარადიდან,საშუალოზე ოდნავ მოკლე,გრძელსახელოებიანი,შავი კაბა გამოიღო,მას შავი მაღალქუსლიანებიც შეურჩია და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.ლაშამ იცის რომ მისი მეუღლე მაკიაჟს არ ხმარობს,ახლა კი მის ასეთ ფორმაში დანახვამ ცოტა დააბნია.
-ლილე,სადმე მიდიხარ?
-აჰამ,მეგობარს უნდა შევხვდე,შეიძლება მალე დავბრუნდე,შეიძლება გვიან ან საერთოდ არ დავბრუნდე,არ დამელოდო...დინჯი ნაბიჯით გავიდა საძინებლიდან ქალი და ბოლოს ბინაში კარის დახურვის ხმაც გაისმა.
ლაშას ჯერ კიდე ვერ გაეაზრებინა მომხდარი.მაგრამ უზარმაზარ ბოღმასა და შურს გრძნობდა ლილეს „მეგობრის“ მიმართულებით.ლილე არასოდეს მომზადებულა მასთან შესახვედრად ასე,არასოდეს ყოფილა ასეთი მოუთმენელი მანამ სანამ ლაშას შეხვდებოდა.ფიზიკურად არ შეუძლია თორემ აუცილებლად გაყვებოდა უკან.
მაშინ როცა ლაშა ლილეს მოულოდნელ ქცევაზე ფიქრობდა ლილე მოსაბეზრებლად ესაუბრებოდა გიორგის და ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო.
-ლილე,მისმენ?...ლაშაზე ფიქრებში იყო გართული გიორგის ხმამ რომ გამოარკვია.
-იცი?!ბექა აქამდე არასოდეს დამიტოვებია ღამით მარტო,თან ხომ იცი ჩემი მეუღლეც შეუძლოდაა,ბოდიში მაგრამ უნდა წავიდე...იმ წუთას მიიღო გადაწყვეტილება,რომ ლაშასთვის ყველაფერი ეთქვა,რომ გამოსტყდომოდა თავის გრძნობებში...
-ლილე,შენ ლაშა არ გიყვარს,ორივემ არაჩვეულებრივად ვიცით ეს,ის რომ გყვარებოდა,ახლა ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დატოვედი და მე არ შემხვდებოდი.
-მართალია ხარ,აქამდე მეც ასე ვფიქრობდი,მაგრამ შემდეგ საკუთარ გრძნობებში გავერკვიე,სწორედ იმიტომ მივდივარ სახლში,რაც შეგეხება შენ,არასოდეს მომწონდი,ნამდვილი ხელმოცარული ხარ...სწრაფად დატოვა რესტორანი და სახლის გზას გაუყვა...
-კიდევ კარგი დაბრუნდი,ვინერვიულე...სახლში შესული არ იყო,ლაშას ხმა რომ გაიგო.იმ მხარეს გაიხედა საიდანაც ხმა მოდიოდა და ყავარჯენზე დაყრდნობილი ლაშა რომ დალანდა სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ.
-ლაშა ხომ გითხრეს რომ ფიზიკურად დატვირთვა გეკრძალება,თავს უნდა მოუფრთხილდე,ნუთუ არ გინდა რომ მომავალი წელი მაინც აღნიშნო სახლში და არა საავადმყოფოში?!თუმცა რატომ უნდა გინდოდეს,არც წელს შეხვედრილხარ ურიგოდ,ნინო გყავდა გვერდში,პირველად სწორედ ის ნახე ამ წელს,მეტი რა გინდა...ხმადაბლა ბუზღუნებდა ლილე და ცდილობდა მხარზე დაკიდებული,მომღიმარი მეუღლისათვის მზერა აერიდებინა.
-შენ ჩემზე ეჩვიანობ ლილე,სწორედ ამაზე მინდა საუბარი...
-ლაშა გთხოვ,გაჩუმდი,საძინებელში გაგიყვან და დაიძინე უკვე გვიანაა...საძინებელში გაიყვანა მამაკაცი და მასზე დაწოლილს მზრუნნველად შეუკეცა საბანი.
-ლილე,მე და ნინო დავშორდით,ახალი წლის ღამეს დავშორდით,როდესაც მან მითხრა რომ შენ იქ იყავი,მაშინ საავადმყოფოშიც შესარიგებლად იყო მოსული,მაგრამ უკან გავაბრუნე.იცი რატომ?როდესაც მითხრეს რომ იქ იყავი,მივხვდი რომ შენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი და ღირებული ვარ,როგორც შენ ჩემთვის...მამაკაცის სიტყვებმა შეძრა.ნუთუ აქამდე ყველაფერს ხვდებოდა?!ის კი...ნამდვილი სულელია.
-ახლა გვიანაა,შენ კი დასვენება გჭირდება...ოთახიდან გასვლას აპირებდა ლაშას ხმამ რომ შეაჩერა.
-დარჩი რაა,უბრალოდ გვერდით მომიწექი და ჩამეხუტე,ზედმეტად არ შეგეხები,გთხოვ ლილე...კარგად გადახარშა ყველაფერი რაც მამაკაცმა უთხრა.ერთ ხანს უკან გამოიხედა და ლაშას დააკვირდა,შემდეგ კი ფრთილად დაიძრა მისი საწოლისაკენ.
-გაიხედე,კაბა უნდა გავიხადო...სანამ ჩაწვებოდა ფეხსაცმელი გაიძრო და შემდეგ გაბადრულ კაცს გადახედა.
-ლილე,შენ ჩემი მეუღლე ხარ...კიდევ უფრო გაიბადრა კაცი და გადასაფარებლის ერთი ბოლო აწია იმის ნიშნად რომ ელოდა.ეშმაკურმა აზრმა გაუელვა ლილეს.სექსუალურად და ნელა გახსნა კაბის ელვა და შემდეგ ჰაეროვნად ჩაასრიალა რბილ კანზე.მოხერხებულად მიუწვა ლაშას გვერდში და თმის სამაგრთან ერთად საყურეებიც საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე დადო.
-ახლოს მოიწიე...კიდევ ერთხელ მიმართა ქალს ლაშამ და ყოველგვარი პროტესტის გარეშე მიახლოვებულ მეუღლეს ხელები ძლიერად შემოხვია სხეულზე...ახლაც მახსოვს შენი არომატი,ასეთი მხოლოდ შენ გაქვს...სიმოვნებისაგან გაიყურსა ლილე და ცხვირი მამაკაცის კისერში ჩამალა.ამ ღამით არაჩვეულებრივად ეძინა ორივე მათგანს.დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
** ** **** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
-ლილე,მე მინდა რომ ხელი გთხოვო,გამომყევი ცოლად კიდევ ერთხელ,ოღონს ამჯერად მხოლოდ მე შენ და მეჯვარეები,ჯვარი დავიწეროთ.დღესვე...არ მოელოდა ლაშასაგან მსგავს შემოთავაზებას,მაგრამ საშინლად ესიამოვნა,ისედაც გული უწუხდა რომ ჯვარი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწერილი.ეს კაცი თითქოს მის გონებაში ზის.
-ბექა გამოგრჩა...აცრემლებულმა ამოიბლუყუნა ლილემ და მეუღლეს ბეგეებზე დაეკონა.იმ ღამითვე დაიწერეს ჯვარი მხოლოდ ზემოთხენებულ ადამიანებთან ერთად.მათზე ბედნიერი არავინ იყო.
** ** ** ** ** ** ** ** ** * * ** ** ** ** ** * ** **
-რა ლამაზი დღეაა,რა ნათელი მზეაა,იმიტომ,რომ დღეს ლილესს,დაბადების დღეაა...ჩაასრულეს სიმღერა ლაშამ და ბექამ,შემდეგ კი ლილეს დაელოდნენ სანამ სანთლებს ჩააქრობდა.
-დე,სურვილი ჩაიფიქრე...ნაჩქარევად წამოიყვირა ბექამ და ჩაფიქრებული დედა რომ შეამჩნია დაძაბულობა მოეხსნა.
-მე რომ უკვე ამიხდა ყველა ნატვრა...მაცდურად ჩაილაპარაკა ლილემ და საძინებლისაკენ გავიდა.რამდენიმე წუთში პატარა ყუთით ხელში გამოვიდა და გაოცებულ მეუღლეს მიაწოდა.
-არ მჯერა...მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ლაშამ,მას შემდეგ რაც ყუთი გახსნა...შენ ხარ ჩემი ბედნიერება,ლილე მიყვარხარ..სწრაფად აიტაცა კაცმა ლილე ხელში,შემდეგ კი მოკისკისე მეუღლე რამდენჯერმე დაატრიალა ჰაერში.
-მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება...აუხსნეს ვითარება გაურკვევლობაში მყოფ ბექას,რომლის სახეზე გამოხატული გაოცებაც ბედნიერებამ შეცვლა და ძლიერად ჩაეხუტა მშობლებს.
-რა მაგარია,თუ გოგო იქნება ნიცა დავარქვათ რაა,მე რომ მომწონს იმ გოგოსაც ასე ჰქვია,კარგი?...ლაშამ მეგობრულად გადაუსვა თავზე ხელი შვილს და გაოცებულ ლილეს გადახედა.
-და მე რატომ არაფერი ვიცოდი ნიცას შესახებ?...
** ** ** ** ** ** ** **** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
ესეც ასე,ამ ისტორიასაც მოვრჩი,გმადლობთ ყველას ვინც კითხულობდით და თქვენს აზრს აფიქსირებდით.იმედია მოგეწონათ.არ მიყვარს კარგი დასასრულები,მაგრამ ამ წყვილი შემთხვევაში გულმა არ გამიწია ცუდად რომ დამემთავრებინა.კიდევ ერთხელ გმადლობთ.
სიყვარულით zak



№1 სტუმარი darina

Me momeeona asec unda dasrulebuliyo mat shvili yavdat da shvilebi mshoblebis gamo ar unda itanjebo

[quote=darina]Me momeeona asec unda dasrulebuliyo mat shvili yavdat da shvilebi mshoblebis gamo ar unda itanjeboden, me miyvars bednieri dasasrulebi, kargi gogo xar.

 


№2  offline წევრი Firefly

კარგი ხარ! მომწონს შენი მოთხრობები love
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Xatia

Yochag magari iyo dzalian momewona. Ai amas qvia zustad axaliwlis saswauli.

 


№4  offline წევრი zak

[quote=darina]Me momeeona asec unda dasrulebuliyo mat shvili yavdat da shvilebi mshoblebis gamo ar unda itanjebo

[quote=darina]Me momeeona asec unda dasrulebuliyo mat shvili yavdat da shvilebi mshoblebis gamo ar unda itanjeboden, me miyvars bednieri dasasrulebi, kargi gogo xar.[/quote]
გმადლობ,ხო,თავისით მოვიდა მუზა,გმადლობ რომ კითხულობდი love

Firefly
კარგი ხარ! მომწონს შენი მოთხრობები love

გმადლობ რომ სხვა მოთხრობესაც კითხულობ,შენ ხომ არ იცი როგორ მაბედნიერებს შენი კომენტარები,უღრმესი მადლობა love

Xatia
Yochag magari iyo dzalian momewona. Ai amas qvia zustad axaliwlis saswauli.

ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო,გმადლობ რომ კითხულობდი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent