შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მედიცინა ეს ხომ ყველაფერია..


15-01-2016, 01:47
ავტორი mariamiiiii
ნანახია 2 329

ყველაფერი იმაზე მეტად ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა,ვცდილობდი არაფერი გამომჩენოდა არც ერთ დეტალს ვტოვებდი, ლიტერატურული ცნობებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების პრაქტიკული ანალიზის შეჯამების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვავე აპენდიციტი ქირურგიულ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირით გამოირჩევა. კარგად ხედავ? ცოტა ახლოს მოიწიე, მეც უფრო ახლოს მივედი და ცოტა გავთამამდი ისეთი დაძაბული აღარ ვიყავი, ოპერაცია დასრულდა მხოლოდ ჭრილობა იყო დასახური ქირურგმა რეზიდენტს თხოვა ჭრილობის დახურვა და თვითონ გავიდა.
-მე ირაკლი ვარ
-მე თეკლე
-სასიამოვნოა თეკლე, ამომხედა და გამიღიმა მეც გავუღიმე.
ჭრილობა გაკერა ისე რომ საერთოდ აღარც ეტყობოდა თითქოს არც გაუკეთებიაო ოპერაცია.
-თეკლე შეგილია პალატაში გადაიყვანო?
-რათქმაუნდა
-ძალიან კარგი მაშინ შენ გაბარებ მეც შემოვალ და ჭრილობას შევუმოწმებ. საოპერაციოდან გავიდა.
მეც მხრები შევიჩეჩე და ექთანთან ერთად პაციენტი პოსტ ოპერაციულში გადავიყვანე. ერთი წუთი არ ვტოვებდი ეს ჩემი პირველი პაციენტი იყო, ცოტახანში ირაკლი შემოვიდა აბა როგორა ჩვენი ქალბატონი პაციენტი? კარგადა ჭრილობა არ გახსნია ყველაფერი წესრიგშია. მაგას რა ჯობიაა ისევ გამიღიმა და გავიდა.
დილით ჩემ პაცინეტს დავხედე ჭრილობა შევუმოწმე, ფორმა გამოვიცვალე და სახლში წავედი დაღლილობისგან რამის ავტობუსში მიმეძინა. სახლში არავინ იყო წყალი გადავივლე და დასაძინებლად დავწექი იმ წამსვე ჩამეძინა. ცოტახაში ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და გაბრაზებულმა ვუპასუხე თეო იყო
-რა გინდა?
-თეკლე არ ვიცი რას აკეთებ ან სად ხარ ეხლავე ჩაიცვი და სავადმყოფოში წამოდი
-გაოგნებულმა ვუპასუხე რა ხდება ხო მშვიდობა?
-კი მშვიდობა დამშვიდდი უშვიათესი ოპერაცია კეთდება უნდა მოხვიდე ამას ვერ გამოტოვებ..ამის გაგონებაზე საერთოდ დამავიწყდა ძილი სასწარაფოდ წამოხვტი საწოლიდან რაც მომხვდა ხელში ის ჩავიცვი, თმები შევიკარი, ქურთუკი ავიღე და სახლიდან გავარდი გზაში ვიცმევდი და ვიკრავდი შნოროკებს და ქურთუკს.
სავადმყოფოში შევარდი არეულობა იყო უჩვეულოდ ბევრი ხალხი ჟურნალისტებით დაწყებული პოლიციით დამთვარებული, ლიფტან გაძლიერებული დაცვა იყო ყველაფერი ავუხსენი როგორც იქნა საოპერაციოში ამიშვეს, სასწრაფოდ ფორმა ჩავიცვიი და თეოსთან მივედი
-თეო რა ხდება? რიისი ოპერაცია? აშკარად ჩვეულებრივი არაა
-უიშვიათესი ოპერაცია ორი ადამიანი ერთ სხეულშია ცდილობენ რომ ერთმანეთს დააშორონ, ამას ვერ გამოტოვებდი ეს ხომ სასწაულია.
-ჩემიი ოქროს გოგო ხარ შენ და ჩავეხუტე აღარ ვუშვებდი მადლობა თეო მადლობა მადლობა.
-კარგი გეყოფა და ხელები გამაშვებინა წავედით
ოპერაციაში მხოლოდ ის იქნებოდა ვინც საჭირო იყო არც მეტი არც ნაკლები, კარდიო ქირურგი ზოგადი ქირურგი ნეირო ქირურგი ორთოპედი, და ორი რეზიდენტი ირაკლი და ელენე, სხვა არავინ იმ წამს ვოცნებობდი იმ საოპერაციოში მოხვედრას, საბედნიეროდ კამერები დააყენეს და კამერების საშუალებით სავადმყოფოს პერსონალი თვალს ადევნებდა ოპერაციას, ყველა იქ იყო და ოპერაციის დაწყებას ელოდებოდა, ოპერაცია დაიწყო მთელი ჩემი არსებით ვუყურებდი, ოპერაცია 10საათს გაგრძელდა 10 საათის განმავლობაში თვალს არ ვაშორებდი თეოც კი რამდენჯერმე გავიდა, ელენემ ვერ გაძლო და საოპერაციოდან გამოვიდა ირაკლი კი ისევ იქ იყო.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა ქირურგები ამაყად მოაბიჯებდენ იცინოდნენ და ბედნიერები იყვნენ, ელენე ჩემს გვერდზე იდგა თავის თავით იმედგაცრუელბულიყო რომ ვერ გაძლო და საოპერციოდან მეხუთე საათს გამოვიდა. ირაკლის შურით უყურებდა.
-ყოჩახ ირაკლი
-მადლობ ელენე, ნაგლურად გაუღიმა და ქირურგებთან ერთად განაგრძო გზა
ცოტახანი კიდევ გავჩერდი სავამყოფოში ჩემი მორიგეობა არ იყო და წამოვედი, ტელეფონი აფეთქბული დამხვდა იმდენჯერ ურეკია მაკას. მაშინვე დავურეკე ხო დედა სავადმყოფოდან ეხლა გამოვედი ჩანთაში მქონდა ტელეფონი სავადმყოფოში რა გინდა დღეს ხომ მორიგე არ ხარ? მოვალ და გეტყვი გკოცნი კაი დე..
სახლში სტუმრები დამხვდნენ დედაჩემის დაქალები და მამაჩემის ძმკაცები.
_ჩვენი ექიმი გოგო მოვიდაა
-რაღაც ვერ ვარ კარგად მოდი გამსინჯე
-ოხ მიშკა მიშკა შენ სულ როგორ ღადაობ
მოდი დაჯექი დე გეშიება შენი საყვარელი საჭმელი მოვამზადე,
-ხო მგარად მშია დღეს მთელი დღე არაფერი მიჭამია.
-დაკავებული გოგო ხარ, გაიზარად ჩემი პატარა გოგო
-ხო მაა გავიზარდე....დიდიხანი იყვნენ მე კი ისე მეძინებოდა რომ დასაძინებლად შევედი. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა ძლივს ავდექი ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი
-გაიღვეძე დეე აი შენი ყავა.. მადლობა დეე და ვაკოცე..ყავა ჩემი მამოძრავებელია ეს ყველამ იცოდა, ამიტომ როგორც კი გამოვდივარ დედა გამზადებულს ყავას მახვედრებს.. ყავა დავლიე მოვწესრიგდი და ჩემ მეორე სახლში სავადმყოფოში წავედი..
ლიფტს ველოდებოდი ამ დროს ირაკლი მოვიდა,
-გამარჯობა თეკლე საოპერაციოში მიდიხარ?
-გამარჯობა, კი საოპერაციოში მივდივარ
-ძალაინ კარგი. და ღილაკს დააჭირა გვერდი გვერდ ვიდექით მისი სუნთქვა მესმოდა. მინდოდა მეთქვა რომ გუშინ ძალიან მაგარი იყო რამდენჯერმე დავაპირე თქმა მაგრამ ვერ გავბედე.
-რამის თქმა გინდა?
-მინდოდა მეთქვა რომ გუშინ ძაალიან მაგარი იყავი
შემობრუნდა და ერთი 5წამი თვალებში მიყურებდა, რამის წავიქეცი კარი გაიღო მადლობაო და გავიდა.
დაბნეული გამოვედი ლიფტთან თეო შემხვდა
-რა გჭირს რა სახე გაქ?
-არაფერი
-ვიცი ეგ არაფერი შენ სულ მასე იძახი
-იცი მგონი ირაკლი მომწონს... თეო ხმამაღლა ახარხარდა
-სერიოზულად? არ მეგონა საერთოდ თუ ვინმე მოგწონდა(იცინის)
-იდიოტიხარ არ უნდა მეთქვა
-კაი სერიოზულად ირაკლი მაგარი ბიჭია გუშინდელის შემდეგ ხო საერთოდ საოპერაციიოში 10საათი მაკრატელი გაუძრევლად ეჭირა
-არ მინდა რომ მომწონდეს ეს ყველაფერი მაბნევვს..თეომ ისევ სიცილი დაიწყო რომ მიხვდა რომ გავბრაზდი მომშორდა.. ოთახაში შევედი გამოსაცვლელად ფეხის ამპუტაციისთვის უნდა მოვმზადებულიყავი.

მეგობრებო მოგწონთ? თქვენი აზრი ჩემთვის ძაალიან მნიშვნელოვანია



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

სერიოზულად წერ... კარგად... მაგრამ ცოტა განავრცე.. კარგად გადმოცემ ყველამ რომ გაიგოს იმ ენაზე წერ... სამედიცინო .... ზოგადად მედიცინა ეს ხომ მეცნიერებაა და ყველაა არ ესმის.

 


№2  offline წევრი mariamiiiii

მადლობა ჩემო კარგო love love

 


№3 სტუმარი Nkk

Gaagrdzelee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent