შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (3)


15-01-2016, 10:32
ავტორი ანკა
ნანახია 9 105

მომდევნო დილაც ანალოგიური იყო. განსხვავებული ახლა მხოლოდ ის იყო, რომ ელენემ იცოდა დემეს ამგვარი მდგომარეობის მიზეზი.
-დემე, მოიცა. არ წახვიდე - თქვა მყარად და მამაკაციც ცოტათი გაკვირვებული დაემორჩილა.
-ამ პახმელიაზე არაფრის თავი არ მაქვს, რამე სერიოზულია? - იკითხა და თვალები მოისრისა.
-კი, ძალიან სერიოზულია - თქვა და სამზარეულოს კარს მიეყუდა, რათა დემე აღარ გაქცეოდა.
-ოჰოო... გასასვლელსაც მიკეტავ? - ჩაიცინა და ინტერესიანი მზერა გაუსწორა პატარა ქალბატონს - აბა გისმენ.
-მითხარი რა ხდება - ხელები გადაიჯვარედინა და ისე მიმართა.
-არაფერი... - დემეს მაშინვე ხასიათი გაუფუჭდა და მოკლედ მოუჭრა.
-რაღაც ხდება. არ მინდა შენს საქმეში ზედმეტად ჩავერიო, უბრალოდ გატყობ რომ ცუდად ხარ... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ელე, სანერვიულო არაფერია... - ფეხზე წამოდგა, გოგონას თბილად გაუღიმა და მიუახლოვდა.
-ვერ მომატყუებ. სანერვიულო რომ არ იყოს დალევას არ დაიწყებდი. გთხოვ, მითხარი რა გჭირს... იქნებ დაგეხმარო... - მუდარის ნოტები გაისმა ელენეს ხმაში.
-ჩემი დახმარება მხოლოდ ღმერთს შეუძლია... - თქვა სევდიანად.
-ასე ნუ ამბობ...
-აბა რა ვთქვა?! - შუაზე გააწყვეტინა და გაბრაზებულმა ხმამაღლა მიმართა. გოგონას ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ ჩუმად იდგა და დამნაშავე ბავშვივით აწურულიყო ერთ ადგილას. დემემ ღრმად ამოისუნთქა და ელენეს გახედა - მაპატიე ხმამაღლა მომივიდა.
-არაუშავს
-ეს დღეებია ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, ჩემს თავს აღარ ვგავარ - ნერვიულად ჩაიცინა და ხელი თავზე გადაისვა.
-არ უნდა მეკითხა, ბოდიში - თქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა
-არა, მოიცა... - შეაჩერა მამაკაცმა
-გისმენ - წამში მობრუნდა და ინტერესით დააკვირდა
-გეტყვი რაც ხდება - ამოიოხრა დემემ და ელენეს დაღლილი თვალებით შეხედა. -მამაჩემი საავადმყოფოში წევს... ძალიან მძიმედაა და მგონი ვერც გადარჩება... - თქვა და დადუმდა.
-იმედი არ უნდა დაკარგო - უპასუხა ელენემ და თბილად გაუღიმა. დემე ფეხზე ადგა და ელენეს ძლიერად მოხვია ხელები. გულში ჩაიკრა პატარა გოგონა და თავი მის თმებში ჩარგო. ელენეს თავბრუ დაეხვა დემეს სურნელის შეგრძნებისას და თავისდაუნებურად ღრმად ჩაისუნთქა სასიამოვნო „არომატი“.
-მამაშენს ახლა სჭირდები. ახლა უნდა იყო ძლიერი, რომ შენი ყურებით მასაც ძალა შეემატოს. ექიმები ყველაფერს აზვიადებენ ხომ იცი - გამამხნევებლად და მშვიდად უთხრა მამაკაცს და ოდნავ მოშორდა, რათა მისთვის თვალებში შეხედვა შეძლებოდა.
-ალბათ მართალი ხარ... - დაეთანხმა ჩაფიქრებული - შევეცდები აღარ დავლიო... ახლა კომპანიაში მეჩქარება - გოგონას შუბლზე ნაზად აკოცა და კარისკენ წავიდა.
-შეიძლება მეც წამოვიდე საავადმყოფოში? - იკითხა ფრთხილი ტონით. დემე გაკვირვებული შემოტრიალდა და გოგონა დაკვირვებით აათვალიერა, ხომ კარგად არისო...
-რა?
-თუ გინდა მეც წამოვალ შენთან ერთად - სათქმელი გაუმეორა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-კი, უნივერსიტეტის მერე გამოგივლი მაშინ
-კარგი...
........................
ვიზიტმა მძიმედ ჩაიარა, ვინაიდან დემეს მამა - ბატონი თემური, რეანიმაციაში ჰყავდათ შეყვანილი. წინა ღამით მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმებულა და პალატიდან ისევ უკან დაბრუნება მოუწიათ. მოსაცდელში დემე თავის ძმას - საბას და მის ცოლს - ლილის გადაეხვია და მამის ამბები იკითხა. საბა დემეზე უფროსია. ორივე თბილად შეხვდა დემეს გვერდით აწურულ გოგონას და მალევე დაახლოვდნენ.
-კარგი, ელენეს წავიყვან ახლა და მოვალ მერე ისევ... - თქვა დემემ და ელეს გახედა.
-აღარ გინდა აქ მოსვლა, ხვალამდე მაინც არ შეგვიშვებენ - თქვა საბამ და თვითონაც ფეხზე წამოდგა.
-სახლში ვერ მოვისვენებ - ამოიოხრა მამაკაცმა მძიმედ და გოგონას ხელი წელზე მოხვია. ელენეს დემეს ეს ჟესტი არ გამორჩენია და ვერც გულგრილად შეხვდომა მოახერხა - სულ ჟრუანტელმა დაუარა.
-ელე, შენ თუ უშველი ამას - გაიცინა საბამ - სახლში რომ მიგიყვანს არ გამოუშვა იცოდე - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და ცოლს ხელი გადახვია.
-სასიამოვნო იყო ელე შენი გაცნობა - თბილად გაუღიმა ლილიმ ელენეს და დამშვიდობების ნიშნად გადაკოცნა.
-ჩემთვისაც - ცოლ-ქმარს გადაეხვია და შემდეგ ისევ დემეს გვერდით დაიკავა ადგილი.
სახლამდე უხმოდ მივიდნენ. როდესაც სახლის კარი შეაღეს ელენემ დემეს ყოყმანი შეატყო, თითქოს მამაკაცს ფეხები უკან რჩებოდა...
-არ წახვიდე - მიუბრუნდა უცბად და მამაკაციც ადგილზე შედგა.
-რა? - უპასუხა, ვითომ ვერ მიხვდაო
-არ წახვიდე საავადმყოფოში, დაიღლები - უთხრა მოკლედ.
-და მერე შენ რა? - კედელს აეყუდა და ირონიული მზერა გაუსწორა.
-მე... რადა...- აბლუყუნდა უცბად - შენმა ძმამ თქვა, რომ აზრი არ ააქვს ისევ აქ მოსვლასო -იპოვა გამოსავალი და შვებით ამოისუნთქა.
-და მერე ვინ გითხრა, რომ ჩემს ძმას ვუჯერებ? - ტონს არ ცვლიდა მამაკაცი და გოგონას გამომცდელი მზერით უყურებდა.
-შენს ძმას არ ვიცი, მაგრამ ახლა მე დამიჯერებ და რადგან სახლში დარჩენა არ გინდა წავალთ და ლონდონს დამათვალიერებინებ! - განაცხადა საზეიმოდ და ორმეტრიან გოლიათს წინ აესვეტა.
-ახლა არსად გართობის თავი და ხალისი არ მაქვს - ამოილაპარაკა დაღლილმა.
-მაშინ დაისვენე, კარგი? - უთხრა მომლბალი ტონით.
-არ ვიცი... - ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და გოგონა ზანტად აათვალიერა.
-ასე ვერ დაგტოვებ
-მაშინ სადმე გავისეირნოთ. დაძინებას მაინც ვერ მოვახერხებ და მირჩევნია ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.
-გამოვიცვლი და მალე ჩამოვალ - დაუბარა და თავის ოთახში ავიდა.
ტყავის ელასტიკები, საყვარელი ქუსლიანი ფეხსაცმელი, თეთრი ზედა და ჯინსის ჟაკეტი ჩაიცვა, თმები გაიშალა და დაივარცხნა, მობილური აიღო და ოთახი დატოვა.

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (3)


-ოჰოო! - გაოცება ვერ დამალა დემემ სრულიად სხვა სტილში გამოწყობილი გოგონას დანახვისას. ელენემ მხოლოდ მორიდებულად ჩაიღიმა და კარისკენ წავიდა.
-ფეხით გავისეირნოთ? - ჰკითხა მამაკაცს ინტერესით.
-მოდი ერთ კითხვაზე მიპასუხე და მაგასაც გავარკვევთ
-კარგი, რაზე?
-ღამის ლონდონი ზემოდან ოდესმე გინახავს?
-არა - უპასუხა და მხრები აიჩეჩა.
-მაშინ მანქანით წავიდეთ, ლონდონის თვალი აქედან მაინცდამაინც ახლოს არაა - თქვა და მანქანისკენ დაიძრა...
უესტმინსტერის ხიდზე გადავიდნენ, სააბატოს ჩაუარეს და ლონდონის ცნობილ პარკშიც მოხვდნენ.
-იმედია სიმაღლის არ გეშინია - გოგონა მანქანიდან გამოიყვანა და ლონდონის თვალისკენ დაიძრნენ.
-არა - უპასუხა მაშინვე. დემეს ხელი მის წელზე ჰქონდა მოხვეული და ამის გამო გული ჩიტივით უფართხალებდა, თუმცა რა ექნა, ვერაფერს ეტყოდა... ანდაც თქმა რა საჭირო იყო? ძალიან სიამოვნებდა!.. მამაკაცის შეხებისას მუცელში პეპლებს გრძნობდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ნუთუ მოსწონდა? რა თქმა უნდა, მოეწონებოდა... დემეტრესნაირად სიმპატიური მამაკაცი აქამდე ჯერ არ ენახა... ნეტა ვინაა ის ბედნიერი გოგო, ვისაც დემეს გული ეკუთვნის? ამ ფიქრმა გულში ცუდად გაკრა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-ბამბის ნაყინი ვიყიდოთ და შემდეგ ბორბალზე დავსხდეთ ხო? - დემეს თვალებში შეხედა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. მამაკაცმა ბამბის ორი დიდი ნაყინი იყიდა და ეშმაკის ბორბლის რიგშიც დადგნენ...
ნელ-ნელა იშლებოდა ღამის ლონდონის ხედი, ცათამბჯენებით და ლამაზი განათებებით. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და ელენე, ამ სანახაობით მოჯადოებული, პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ერთ ადგილას. დიდი წრის დარტყმის შემდეგ აღფრთოვანებული გადმოსკუპდა კაბინიდან და დემეს მიუბრუნდა
-აუ დემე! ძაან მაგარი იყო! აი, ძალიან ძალიან... - კიდევ ვერ მალავდა აღტაცებას. მამაკაცი გაღიმებული უყურებდა ამხელა გოგოს, რომელიც პატარა ბავშვივით ვერ იკავებდა ემოციებს.
-წამო, გავისეირნოთ ახლა - უთხრა თბილად და გზას გაუყვა.
უხმოდ სეირნობდნენ, ანდაც რა იყო სათქმელი... ელენეს მუცელში კიდევ პეპლები დაფრინავდნენ ამ სანახაობის შემდეგ. სახლში მისულს საწოლზე კვლავ დიდი წითელი ვარდი დახვდა, იგივე წარწერით: „მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს...“
ჟრუანტელმა დაუარა. აზრადაც არ მოსვლია ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა მისთვის ვარდი ასეთი წარწერით, თანაც ისე რომ დემეს არ გაეგო... უცნობი თაყვანისმცემელი აშკარად მოხერხებული ვიღაც იყო... ალბათ სანამ ისინი მოვიდოდნენ მანამდე შემოძვრა სახლში... იქნებ ბენმა გამოგზავნა? მისმა კურსელმა... დიდი ხანია ბიჭს მისდამი სიმპათია შეამჩნია და რა გამორიცხული იყო, რომ ვარდები სწორედ მას გამოეგზავნა?!
............
მეორე დღეს უნივერსიტეტში მარია წამოეწია. მალე არდადეგები დაიწყებოდა და ამის აღსანიშნავად ბავშვები თურმე წვეულებას აწყობდნენ, თანაც ნიღბიანს.
-ყველაზე მაგარი ისაა, რომ ნიღბების მოხსნა იკრძალება და ვერ გაიგებ ვინ იყო შენი რჩეული წინა ღამეს - წარბები ეშმაკურად აათამაშა გოგონამ და გადაიკისკისა.
-ვაუუ... მაგარია, მაგრამ რა ჩავიცვა? - წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა და ერთ ადგილას შედგა.
-წამოდი თუ გინდა ხვალ გამოგყვები და რამე ავარჩიოთ, მეც ვაპირებდი წასვლას ამ დღეებში
-კარგი, არაა პრობლემა
-დაგირეკავ... ახლა მეჩქარება დროებით - ერთმანეთი გადაკოცნეს და თავ-თავიანთი გზა განაგრძეს.
ალბათ კარგად გაერთობოდა. იმ დღეს სახლში რომ მივიდა დემემ დაურეკა, უთხრა საავადმყოფოში ვარ და ხვალამდე არ მოვალო.
მეორე დღეს გამოცდის შემდეგ გოგონები მაღაზიებისკენ დაიძრნენ.
-ყველაზე მაგარი კაბები უნდა გვეცვას იცოდე! - საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია მარიამ და დიდ სავაჭრო ცენტრში შეაბიჯა. რაც კი მაღაზია იყო თითქმის ყველა დაიარეს, საბოლოოდ არჩევანი კი მარიას რჩევის შედეგად გააკეთა: შავი მოკლე მოტკეცილი კაბა, ოქროსფერი დეტალებით, შავი მაღლები და ოქროსფერი ნიღაბი.

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (3)


-საღამოს ყველა ბიჭი შენ მოგვარდება, აი ნახავ თუ არა - კმაყოფილმა მარიამ ეშმაკურად ჩაიცინა და სარკეში დატრიალდა - ეს კაბა ავიღო ჩემთვის?
-მგონი ეს ჯობია - კაბებს შორის მუქი ლურჯი კაბა გამოარჩია და გოგონას გაუწოდა - მოიზომე კარგად უნდა გქონდეს
-კარგი... - ისევ გასახდელში შევიდა და მეასე კაბა მოიზომა ალბათ... ნუ, ეს ხუმრობით...
-აი ეს მომწონს! - კმაყოფილმა თქვა ელენემ და ხელები მკერთან გადაიჯვარედინა.
-აუ ხო, მეც მომწონს - გაიღიმა და კიდევ ერთხელ დატრიალდა - ამას ვიყიდი მაშინ
-კარგი, მიდი გამოიცვალე ახლა...
.........
იმ საღამოს ელემ დემეტრეს უთხრა, რომ ორშაბათს კარნავალია და იქნებ ერთი დღე გამათავისუფლოთო. მამაკაცი დასთანხმდა და დაინტერესდა კიდეც
-რასთან დაკავშირებითაა? - იკითხა სხვათაშორის
-არდადეგების აღსანიშნავად
-აჰაა, გასაგებია... მე მაგ დღეს შეხვედრა მექნება და ისედაც არ ვიქნებოდი სახლში
-კარგია. ახლა მე ჩემს ოთახში ავალ, სამეცადინო მაქვს - უთხრა და მეორე სართულზე ავიდა. საწოლზე კვლავ ვარდი დახვდა ნაცნობი წარწერით. მეორე გამოგზავნის შემდეგ ის ვარდი ყოველდღე ხვდებოდა საწოლზე და უკვე 10 ვარდი ჰქონდა თავის ვაზაში ლამაზად მოთავსებული.
...........
კვირის დღეებმა უცბად გაირბინეს და ორშაბათიც დადგა - კარნავალის დღე. მარია ელენეს მთელი დღე სალონიდან სალონში დააქანებდა, შემდეგ კი თავის სახლში წავიდნენ და გამოეწყვნენ. გოგონებს ბენმა მიაკითხა მანქანით.
-ულამაზესი ხარ - უთხრა ბიჭმა ელენეს და ხარბად აათვალიერა.
-მადლობა - თქვა, ბენს გაუღიმა და მანქანაში უკანა ადგილას მოთავსდა.
წვეულებაზე შესვლამდე სამივემ ნიღაბი გაიკეთა და ხალხის ბრბოს შეერივნენ. უამრავი სტუდენტი იყო. მგონი იქ მარტო სტუდენტები არც იყვნენ, დასწრება ხომ ყველას შეეძლო, თანაც ბავშვებმა ქალაქში გამოაკრეს აღნიშნული წვეულების შესახებ, სადაც ყველა მსურველს იწვევდნენ. ელენემ ფორთოხლის წვენი აიღო და მოსვა, სასმელი მაინცდამაინც არ უყვარდა და დალევას არც აპირებდა.
-შეიძლება ვიცეკვოთ? - გაიგო ზურგს უკან ვიღაცის ბოხი ხმა. მაღალი, მხარბეჭიანი, თუმცა ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. ელენე უპრობლემოდ დასთანხმდა და ერთი ცეკვა „აჩუქა“, შემდეგ კი ისევ თავისთვის აეყუდა ერთ ადგილას და ხალხზე დაკვირვება განაგრძო. იქნებ მისი უცნობი თაყვანისმცემელიც აქ იყო? ან იქნებ ეს ბიჭი იყო „ის“?! თავიდან ვერ იგდებდა ამ აზრებს და გონებაგაფანტული უმისამართოდ აცეცებდა თვალებს. გული კარნახობდა თითქოს რომ ვარდების გამომგზავნი სადღაც ამ დარბაზში იყო...
-ჰეი, ლამაზო... რატომ დგახარ მოწყენილი? მოდი ვიცეკვოთ... - მხიარული განწყობით მიუახლოვდა ვიღაც და საცეკვაოდ გაიწვია. ცოტა ხანს ეცეკვა, შემდეგ კი პარტნიორს ხელებიდან ბენმა გამოგლიჯა. ეტყობოდა ცოტა ნასვამი იყო, რადგან არეული თვალებით იხედებოდა აქეთ-იქეთ.
-მთელი საღამოა თვალს ვერ გწყვეტ, ყველაზე ლამაზი ხარ - უთხრა ვნებისაგან დახშული ხმით და ხელი წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია.
-მადლობა ბენ, მაგრამ მგონი მთვრალი ხარ. წამოდი ჰაერზე გავიდეთ თუ გინდა, გამოფხიზლდები - უთხრა ოდნავ აღელვებულმა.
-შენი ყურება მათრობს... აღარ შემიძლია გაჩუმება ელენე, მიყვარხარ... პირველივე დანახვისას მომაჯადოვე და მას მერე ფხიზელს აღარ მივლია, არც ოდესმე მეღირსება ალბათ. ვგიჟდები შენზე, შენს სურნელზე, ხმაზე, შენს იდეალურ ტანზე... მაგიჟებ... - ამის გაგებაზე ელენე დაიბნა. მამაკაცის მკლავებს მჭიდროდ ჰყავდა დაჭერილი და ვერსად გაიქცეოდა. გული აუჩქარდა, გრძნობდა რომ სადმე უნდა გაქცეულიყო, მაგრამ არ იცოდა რა ექნა.
-ბენ... მთვრალი ხარ, არ იცი რას ლაპარაკობ - აფართხალდა და ხელებით მის ხელებს დაეჯაჯგურა - გამიშვი...
-ძალიან კარგად ვიცი რას ვამბობ. დიდი ხანია მინდა გითხრა, თუმცა საშუალება არ მომეცა. ახლა კიდე ჩემი ხარ და ვერსად ვეღარ გაგიშვებ - თქვა და საკოცნელად დაიხარა. ელენემ იმდენი მოახერხა, რომ ბენს მკლავებიდან მაინც დაუსხლტა. სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას და საპირფარეშოში შევიდა. წყალი შეისხა სახეზე და ცოტათი დამშვიდდა.
იქნებ მართლა ბენმა გამოგზავნა ის ვარდები? ასე რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა... მაგრამ ვინ აცადა! მაშინვე ხელებიდან დაუსხლტა და... გულის ფანცქალით გამოვიდა ოთახიდან იმის შიშით, კიდევ ბენს არ გადაყროდა სადმე და მარიას ძებნა დაიწყო. ამდენ ნიღბიანში თითქმის ვერავის არჩევდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ კაბით მაინც ამოიცნობდა დაქალს.
-სად დაიკარგე? - ვიღაცამ ხელი მაჯაში წაავლო, შემდეგ წელზე მოხვია მჭიდროდ და ტანზე აიკრა. ელენემ ხმა ვეღარ ამოიღო. დაიბნა და გული აუჩქარდა. საშინლად ნაცნობი ხმა ჰქონდა უცნობს... მაღალი, შავგვრემანი, დიდი მხარ-ბეჭით და ბოხი ხმით, ნაცნობი ბოხი ხმით...
-ამ საღამოს დედოფალი ხარ - თქვა მამაკაცმა ვნებისგან დახშული ხმით და თითები გოგონას წელზე აათამაშა. ელენე გაფართოებული თვალებით უყურებდა უცნობს ნახშირის თვალებში და ვერ ხვდებოდა რატომ ეცნობოდა ის ასე ძალიან.
-გიცნობ? - ჰკითხა დაეჭვებულმა.
-შეიძლება - უპასუხა უცნობმა და მხრები აიჩეჩა. - მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს - ისევ დაეხშო ხმა და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ. ხელები გოგონას თეძოებზე ჩამოასრიალა და თითები მჭიდროდ ჩასჭიდა. ელენეს ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა და სიამოვნებისგან თვალები მიელულა. ფეხებში საოცარი სისუსტე იგრძნო და რომ არა მამაკაცის მკლავები ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა. უცნობი მას რაღაცით აჯადოებდა, კისერზე მოხვეული ხელებით ჩაეჭიდა მას და თავი მხარზე დაადო წონასწორობის შესანარჩუნებლად. მამაკაცის სურნელი ეცა და თავბრუ დაეხვა. სურნელიც კი ნაცნობი იყო... მისი ხმაც და თვალებიც... უცნობის ზემოქმედებით იმდენად იყო გამოშტერებული, რომ ვეღარ აზროვნებდა. მამაკაცმა თავი დახარა, ცხვირის წვერი კისერში გაუხახუნა, შემდეგ კი ლოყაზე. ელენეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მთელს ტანზე ცეცხლი ეკიდა, ყველაფერს კი თეძოზე მოკიდებული ხელები ამძაფრებდა, ეს ხომ მისი სუსტი წერტილი იყო...
-სამწუხაროდ დიდხანს აქ ყოფნა არ შემიძლია ლამაზო, მეჩქარება - დაიჩურჩულა უცნობმა გოგონას ყურში.
-მოიცა... - თავისდაუნებურად შეაჩერა მამაკაცი, რომელმაც მხოლოდ თქვა რომ წასასვლელი იყო, მაგრამ არც კი განძრეულა. უცნობმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგონას თვალებში შეხედა.
-გისმენ - თქვა და მის პასუხს დაელოდა. ელენემ ხმა ვეღარ ამოიღო. ერთ ადგილას გაშეშებული და ენაჩავარდნილი იდგა. - მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს... - ჩასჩურჩულა ისევ ყურში, წითელი ვარდი ამოიღო და გოგონას გაუწოდა, შემდეგ კი უკან მიბრუნდა და გაქრა...

...............
აბა როგორი იყო?
ძალიან მიყვარხართ და უზომო სიხარულს მანიჭებთ თქვენი თბილი კომენტარებით!
დიდი მადლობა...
პ.ს. პირობა შევასრულე და უფრო დიდი თავი დავდე :დდ



№1  offline წევრი anna31

პირველი ვარ პირველიი ! არ წამიკითხავს მარა პირველივაარ !! ანკამიყვარხარ love

 


№2  offline მოდერი ანკა

anna31
პირველი ვარ პირველიი ! არ წამიკითხავს მარა პირველივაარ !! ანკამიყვარხარ love

მეც მიყვარხარ love მადლობა love

 


№3  offline წევრი anna31

ანკა
anna31
პირველი ვარ პირველიი ! არ წამიკითხავს მარა პირველივაარ !! ანკამიყვარხარ love

მეც მიყვარხარ love მადლობა love

რაკარგიაა ვაიმეეეე<3 love feel

 


№4  offline მოდერი ანკა

დიდი მადლობა საყვარელოო <3 love love love

 


№5  offline წევრი anna31

თითოეული ელემენტი ისეთი აღმაფრთოვანებელია. ბოლო ნაწილი,რომ წავიკითხე ხომ საერთოდ მეგონა ცეცხლი მეკიდა მთელ სხეულზე.უუნიჭიერესიხარ ანკაა love love

 


№6  offline მოდერი ანკა

ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი love ძალიან დიდი მადლობა უზომოდ მახარებ და მაბედნიერებ love love love

 


№7  offline წევრი anna31

ანკა
ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი love ძალიან დიდი მადლობა უზომოდ მახარებ და მაბედნიერებ love love love

love love love ვერც ვასრულებ შექებას უკვეე

 


№8  offline მოდერი ანკა

anna31
ანკა
ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი love ძალიან დიდი მადლობა უზომოდ მახარებ და მაბედნიერებ love love love

love love love ვერც ვასრულებ შექებას უკვეე

ძალიან საყვარელი ხარ love love მადლობა დიდი love love love

 


№9  offline წევრი eki_eka_ake

Saocreba xar! <3

 


№10  offline მოდერი ანკა

eki_eka_ake
Saocreba xar! <3

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო love love love

 


№11  offline წევრი anna31

დემეს ელენეს მაგივრად მე ვაკოცებ თუ უნდააა wink wink

 


№12  offline წევრი ROLIKA

Rogoee magijebs es istorjaaa <3 kusaa velodebi shemdegs saocrebaaa <3

 


№13  offline მოდერი ანკა

anna31
დემეს ელენეს მაგივრად მე ვაკოცებ თუ უნდააა wink wink

wink ვკითხოთ wink wink

ROLIKA
Rogoee magijebs es istorjaaa <3 kusaa velodebi shemdegs saocrebaaa <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ჩემი ტკბილი გოგო ხარ! love

 


№14 სტუმარი xatia

ხო ასე ჯობია. აი ძალიან, ძალიან მაგარი თავი იყო. ასე გააგძელე რა ოკ? ძალიან მომეწონა და გაგძელებას მოუთმენლად ველი.

 


№15  offline მოდერი ანკა

xatia
ხო ასე ჯობია. აი ძალიან, ძალიან მაგარი თავი იყო. ასე გააგძელე რა ოკ? ძალიან მომეწონა და გაგძელებას მოუთმენლად ველი.

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3 ვეცდები ყველა დეტალი გავითვალისწინო love

 


№16  offline წევრი anna31

ანკა
anna31
დემეს ელენეს მაგივრად მე ვაკოცებ თუ უნდააა wink wink

wink ვკითხოთ wink wink

ROLIKA
Rogoee magijebs es istorjaaa <3 kusaa velodebi shemdegs saocrebaaa <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ჩემი ტკბილი გოგო ხარ! love

me ar maq problemaaa;ddd

 


ძალიან!ძალიან!ძალიან ! ძალიან ! მომეწონა *------* ვგიჟდები შენს მოთხრობებზე!!!

 


№18  offline მოდერი ანკა

წკაპუნა მატატა
ძალიან!ძალიან!ძალიან ! ძალიან ! მომეწონა *------* ვგიჟდები შენს მოთხრობებზე!!!

ძალიან დიდი მადლობა love მიხარია რომ მოგწონს love

 


№19  offline მოდერი bibo

აუ სულ მოუთქმენლად გელოდები ხოლმე ვახხ რა კარგი ვიგაც ხარ ვგიჟდები შენზე სასწაული ხარ საოცრება ტკბილო ჩოკოლადოოო love love love love გასაგიჟებელ;ი ისტორიააააააა love love

 


№20 სტუმარი Elene

Saocreba iyo <3 gavgijdi ise momewona tavic didi iyo arc agvianeb <3 gamorcheuli xar chemtvis <3 yvelaze magari istoriebi gaq

 


№21  offline მოდერი ^paradise^

საოცრება ხარ <3 დღეს ყავასთან ერათად წავიკითხე და დილა პოზიტიურად დასასიამოვნოდ დაიწყო <3 შე ძალიან ნიჭიერო მალე დადე wink

 


№22  offline მოდერი ანკა

bibo
აუ სულ მოუთქმენლად გელოდები ხოლმე ვახხ რა კარგი ვიგაც ხარ ვგიჟდები შენზე სასწაული ხარ საოცრება ტკბილო ჩოკოლადოოო love love love love გასაგიჟებელ;ი ისტორიააააააა love love

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო love მახარებ და მაბედნიერებბ love მადლობა <3 <3 <3 სულ გავთბი ახლა შენი ტკბილი კომენტარით! love love love

Elene
Saocreba iyo <3 gavgijdi ise momewona tavic didi iyo arc agvianeb <3 gamorcheuli xar chemtvis <3 yvelaze magari istoriebi gaq

როგორ გადაგიხადო მადლობა არც კი ვიცი... ძალიან დიდი მადლობა! love უზომოდ მიხარია ჩემი ისტორიები ამდენად თუ მოგწონს love love love

 


№23 სტუმარი Elene

ანკა
bibo
აუ სულ მოუთქმენლად გელოდები ხოლმე ვახხ რა კარგი ვიგაც ხარ ვგიჟდები შენზე სასწაული ხარ საოცრება ტკბილო ჩოკოლადოოო love love love love გასაგიჟებელ;ი ისტორიააააააა love love

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო love მახარებ და მაბედნიერებბ love მადლობა <3 <3 <3 სულ გავთბი ახლა შენი ტკბილი კომენტარით! love love love

Elene
Saocreba iyo <3 gavgijdi ise momewona tavic didi iyo arc agvianeb <3 gamorcheuli xar chemtvis <3 yvelaze magari istoriebi gaq

როგორ გადაგიხადო მადლობა არც კი ვიცი... ძალიან დიდი მადლობა! love უზომოდ მიხარია ჩემი ისტორიები ამდენად თუ მოგწონს love love love

Momwons kiara vgijdebi rac shegidzlia male dade sulmoutqmelad veli saocreba xar <3 <3

 


№24  offline მოდერი ანკა

ხვალ დავდებ დილით, ან შუადღისკენ love love love

^paradise^
საოცრება ხარ <3 დღეს ყავასთან ერათად წავიკითხე და დილა პოზიტიურად დასასიამოვნოდ დაიწყო <3 შე ძალიან ნიჭიერო მალე დადე wink

ჩემი გოგოცუნაა!!! შენ ხომ არ დაგავიწყდა რა უნდა ქნა დღეს ქალბატონო??? wink
მიყვარხარ! love

 


№25  offline წევრი Smiling girl

აუ კარგი იყოო <3 :D ოხ დემეტრე რა რით ვერ დაუგემოვნა ამდენხას ჰა ეს მარწყვივით ტუჩები :D :D wink am love

 


№26  offline მოდერი ანკა

Smiling girl
აუ კარგი იყოო <3 :D ოხ დემეტრე რა რით ვერ დაუგემოვნა ამდენხას ჰა ეს მარწყვივით ტუჩები :D :D wink am love

მუღამში უნდა რო შევიდეს ალბათ wink wink
მიხარია რომ მოგწონსს love

 


№27  offline მოდერი ანკა

nini5852
ჩემი ანკა როგორ მენატრებოდა შენი ისტორიები და ზოგადად შენ:* ძალიან კარგი იყო, ყველაფერი ისე კარგად იყო გადმოცემული რო რავი რა იმ სათქმელსაც ვერ ვუყრი თავს რისი თქმაც მინდა. ყველაზე მაგარიი მწერალი ხარ ვაბშე :დდ ძალიან მიხარია რო არ აგვიანებ თავების დადებას :*:* ძალიან მიყვარხარ :* <3

ძალიან ძალიან მახარებ ჩემო საყვარელოო <3 მეც ძალიან მომენატრა შენი დიდი თბილი კომენტარები love მიყვარხარრ love love love

 


№28  offline წევრი მოლურჯო

ხომ გითხარი დაელოდე ჩემს კომენტარს თქო ხოდა მოვედი
წინა ისტორიებმა საერთოდ გამაოცა
მაგრამ ეს იმ ისტორიებს არ ჯობია
რა ვქნა ასე ვფიქრობ
ცოტაოდენი შეცდომებიც არის
იმ ისტორიების მერე მეგონა რომ უფრო კარგი ისტორია დამხვდებოდა
--------------------
მარიამი

 


№29  offline წევრი Lana Tomlinson

როგორ შემაყვარე ეს ისტორია ^_^ ძალიან მომწონს,ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე ეს თავი. ძალიან კარგია.

 


№30  offline მოდერი ანკა

სევდიანი გიჟი
ხომ გითხარი დაელოდე ჩემს კომენტარს თქო ხოდა მოვედი
წინა ისტორიებმა საერთოდ გამაოცა
მაგრამ ეს იმ ისტორიებს არ ჯობია
რა ვქნა ასე ვფიქრობ
ცოტაოდენი შეცდომებიც არის
იმ ისტორიების მერე მეგონა რომ უფრო კარგი ისტორია დამხვდებოდა

მიხარია რომ ისინი მოგეწონა <3 დიდი მადლობა love შევეცდები მოლოდინი გავამართლო love

Lanas Statusebi
როგორ შემაყვარე ეს ისტორია ^_^ ძალიან მომწონს,ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე ეს თავი. ძალიან კარგია.

დიდი მადლობა ტკბილო <3 love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent