შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა (სრულად)


15-01-2016, 20:38
ავტორი bloody
ნანახია 3 577

შემდეგი სადგური „მარჯანიშვილი“, ჩამესმის ხმა. თვალს ხალხს ვუსწორებ. ამდენი უემოციო სახე, მხოლოდ ვაგონში შეიძლება ნახო. ყალბი ღიმილი, ცინიკური გამომეტყველება, არაფრის მთქმელი თვალები. ვაკვირდები მათ და ვგრძნობ, როგორ მიჭირს სუნთქვა. პირს ოდნავ ვაღებ, ვცდილობ ჰაერი შევისუნთქო. ერთი სული მაქვს როდის გავალ ამ საბინძურედან. ხელებს მუშტად ვკრავ, შუბლი მისველდება. მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა და აქაურობას თავს დავაღწევ.


ვაგონიდან ჩავდივარ და ჰაერს ვისუნთქავ. თავდახრილი მივუყვები ექსკალატორს. არავინ არსებობს ირგვლივ. მხოლოდ ტკივილი და მოგონებები მასზე. ვგრძნობ რამოდენიმე მწველ მზერას, მაგრამ თავს მაღლა არ ვწევ. მეტროდან გამოვდივარ, ცივი ჰაერი სახეზე მეცემა და სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს. გზას მივუყვები, მარჯანიშვილის ქუჩაზე. მახსენდება როგორ ვსეირნობდით ერთად, მე და ბუბა. ვაკვირდები ნაცნობ ადგილებს და ვგრძნობ საშინელ მონატრებას. ვგრძნობ როგორ მაწვება ტკივილი, გულის არეში. გავყურებ მონატრებულ ქუჩას და ცრემლის ნაკადით ვისველებ სახეს.


ვუახლოვდები ნაცნობ სახლს. ისიც ჩემსავით მარტოსულია. ან მე მეჩვენება ასე. ფრთხილად ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ. მისი სურნელი ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. ვცდილობ მისი სურნელი შევიგრძნო. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. სახლიც კი ბედნიერებას ასხივებდა, იმიტომ რომ აქ ბუბა ცხოვრობდა. ჩემი ბუბა. დრომ კი ყველაფერი შეცვალა. ახლა სახლიც ისეთივე ცარიელია, როგორც ჩემი გული. ვუყურებ სურათებს. მომღიმარ ბუბას, ბუბას გიტარით, მე და ბუბა, მძინარე ბუბა. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს ყველაფერი ძველებურადაა. ყველაფერი ისევ ისეა როგორც მაშინ. თითქოს არ გასულა ტკივილიანი შვიდი წელი. შვიდი წელი ბუბას გარეშე. მის ოთახს ისევ ბუბას სუნი აქვს. მის პერანგს ვიღებ, გულზე ვიხუტებ და მის საწოლზე ვწვები. მხოლოდ ამით შევიგრძნობ მის სიახლოვს, მხოლოდ მისი სურნელით შემიძია სუნთქვა. მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა, შენთან ერთად ჩემო ბუბა. ისევ ვაძლებ ცრემლების ნაკადს უფლებას, დამისველოს სახე და დაასველოს ბუბას საყვარელი ბალიში. როგორ მინდა ახლა ჩემს გვერდით იყოს, ყველაფერს დავთმობდი, უკანასკნელ ამოსუნთქვას ვაჩუქებდი, ოღონდ აქ იყოს, ჩემს გვერდით.


* * *

საკეტი გადატრიალდა და სახლში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. ტყავის კურტკა საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებისკენ წავიდა. დივანზე დაჯდა, თავი გადაწია და თვალები დახუჭა. ხელი მუხელზე დაიდო. სახე ოდნავ მოეღრიცა. ახლა მხოლოდ დასვენება უნდოდა. წამოიწია და დივანზე წამოწვა. თვალები ჭერს მოავლო, ხელი ისევ მუცელზე ედო. გრძნობდა, როგორ მოედინებოდა, ჭრილობიდან ბლანტი სითხე. ჭერს უყურებდა და ფიქრობდა, რა მოხდებოდა მომავალში. მისი ფიქრები, კარის შემოგლეჯვამ გაფანტა. სახლში გიჟივით შემოვარდა 15 წლის გოგონა.
- ბუბააააააა.....ბუბააააააა
- რა გაყვირებს ტასო.
- მთელი დღეა გეძებ ბუბა, სად ჯანდაბაში ხარ?
- საქმეზე ვიყავი არ მეცალა.
- კარგი რა... ერთხელ მაინც დაგერეკა, ხომ იცი ვნერვიულობ ბუბა.
- ხომ ხედავ რომ კარგად ვარ ტასო, სანერვიულო არაფერია.
- მომენატრე...
სახე გაებადრა როდესაც გოგონას შეხედა. ის იყო ერთადერთი ბუბას ცხოვრებაში, ის იყო ვის გამოც ყველაფერს გააკეთებდა, ვის გამოც არ გაუჭირდებოდა სისხლში ხელის გასვრა. უყვარდა მთელი გულით, უყვარდა და იცოდა რომ ყოველ დღე იზრდებოდა მისი გრძნობა ტასოს მიმართ. წამოიწია და გოგონას ხელი მოხვია. მისი სურნელი შეიგრძნო.
- ბუბა ჭრილობა როგორ გაქვს?
- კარგად ტასო.
- მანახე აბა.
- კარგად მაქვს ტასო, არაა საჭირო ნახვა.
- კარგი ჰო, დაგიჯერებ.
დიდხანს იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები. ორივემ დაკარგა დროის შეგრძნება, არცერთს არ უნდოდა ერთმანეთის გაშვება. ისხდნენ დივანზე ჩახუტებულები და ისმენდნენ ერთმანეთის გულისცემას. არ იყო მათ გარდა არავინ და არაფერი, მხოლოდ ორი სულიერი არსება, უსულო სახში. არ არსებობდა მათთვის არაფერი, ერთმანეთის გარდა. ერთი ამოსუნთქვით შეიგრძნობდნენ ერთმანეთს. რა ცოტა რამ არის საჭირო ბენიერებისთვის, მათთვის ერთად ყოფნა იყო ბედნიერება.



* * *


მონატრება გულს ბოლომდე მიკლავს, შვიდი წელი გავიდა მისი წასვილს შემდეგ, მაგრამ ყოველ დღე, უფრო და უფრო მეტად მტკივა. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე მის გარეშე არსებობას. ყველაფერი ცარიელია, ჩემი სული ცარიელია ბუბას გარეშე. შვიდი წლის მაძილზე ვცდილობ შევეგუო უმისობას, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. არის რარაც რაც მისი დავიწყების საშუალებას არ მაძლევს. მბოჭავს, მაბრკოლებს, თითქოს დატყვევებული ვყავარ.


მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა, მახსენდება და ცრემლები ისევ იწყებს დენას. მახსოვს როგორ მივაბიჯებდი სკოლაში, როგორ მიხაროდა სკოლის დაწყება. თეთრი სარაფანი მეცვა, თმა გაშლილი მქონდა და ზურგზე ჩანთა მქონდა მოკიდებული. სკლას ვუახლოვდებოდი, როდესაც პირველად გავიგე როგორ ეძახდა ვიღაც ნიკოლოზ დევდარიანს. ბავშური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შევჩერდი და იმ ადგილისკენ გავიხედე საიდანაც ხმა მესმოდა. ახალგაზრდა, საკმაოდ ლამაზი ქალი იძახდა. ვუყურებდი ქალს და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხებში ძალა და როგორ აღმოვცნდი ტალახში გაწოლილი. მთლიანად ტალახში ვიყავი ამოსვრილი, იმდენად მომაწვა ყელში ბურთი, რომ თავი ვეღარ შევიკავე და იქვე ავტირდი. მხარზე ვიგრძენი შეხება და სლუკუნით შევხედე. ის იდგა თვალცრემლიანი და მიყურებდა. ის იზიარებდა ჩემს გრძნობას და ჩემთან ერთად ტიროდა. ის იყო ჩემი ბუბა. ცრემლები მომწმინდა და წამომაყენა. გვერძე გაიხედა და იმ ქალს, რომელიც ცოტახნისწინ ნიკოლოზ დევდარიანს ეძახდა, საწყალი თვალებით შეხედა. ქალი მომიახლოვდა, გამიღიმა და მანქანაში ჩამსვა. ახლაც მახსოვს როგორ ეჭირა ჩემი ხელი ბუბას. როგორ მწმენდდა ტალახს სახიდან.


„ ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობას ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი.“ ბუბა იყო ჩემი პირველი და ბავშვური სიყვარული. 6 წლის ასაკში შევიყვარე და დღემდე ისევ ისე ბავშვურად მიყვარს. ისევ ისე ვტირი, როგორც მაშინ პირველი შეხვედრისას. ისევ ისე ველის მის ხელს ჩემს მხარზე, ისევ ისე ველის მის თანაგრძნობას. მაგრამ ის ჩემგან საკმაოდ შორსაა. დაუფიქრებლობის გამო დავკარგე ჩემი ბუბა, ვერ გავუფრთხილდი ჩემს სიყვარულს. ვატკინე და სამუდამოდ დავკარგე.


მარჯანიშვილის ქუჩიდან, პლეხანოვზე გამოვედი. ქუჩაც კი ცარიელი და უსიცოცხლო მეჩვენება. მიუხედავად ამდენი მოძრავი ავტომობილისა და ხალხისა, მაინც უსიცოცხლო ჩანს პლეხანოვი. ბუბას უყვარდა პლეხანოვზე სეირნობა, გამოვიდოდა ღამე და ფეხით მოივლიდა მთელ პლეხანოვს. მეც შევიყვარე, მის გამო შევიყვარე და ახლა ყოველ ღამე გავდივარ და ფეხით მივუყვები პლეხანოვს. თითქოს ასე შევიგრძნობ მის სიახლოვეს.


რამდენი რამ არის საჭირო, რომ თავი ბედნიერად იგრძნო ამხელა უბედურებაში. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამიმართლა, მაშინ როდესაც ბუბას შევხვდი. მაგრამ ყველაზე იღბლიანი მაშინ აღმოვჩნდი როცა ბუბა შევიყვარე. მიყვარდა უსიტყვოდ, უთქმელად. ან რა საჭირო იყო რამის თქმა, როდესაც მან ყველაფერი იცოდა. იცოდა რას ვგრძნობდი, იცოდა რა მტკიოდა და რა მიხაროდა მასთან. ის იყო ყველაფრის დასაწყისი და ვიცი რომ, ის იქნება ჩემი ცხოვრების დასასრული. ვიცი რომ, ისევ შევხვდებით და ისევ ერთად ვიქნებით. ასე მარტივად ვერ გააქრობ გრძნობას, რომელიც გაცოცხლებს. ბუბა ჩემი სულის ნაწილია, ჩემი გულია და ჩემი ჰაერი. მე მას მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ვგრძნობდი, ერთი ამოსუნთქვით მიყვარდა.



* * *

იმ წელს საკმაოდ ცხელი ზაფხული იყო. ბათუმში ისვენებდნენ ტასო და ბუბა. ულამაზესი წყვილი იყო. ბევრს შურდა წყვილის, ბევრს კი უხაროდა ასეთი ლამაზი წყვილის არსებობა. ბუბა გიჟდებოდა, როდესაც ტასოს ვინმე შეხედავდა. ხელს კიდებდა და მთელი დღის მანძილზე არ უშვებდა. პატარა იყო ტასო, ვერ ხვდებოდა ბოლომდე რა გრძნობა იყო ეს ყველაფერი. ზოგჯერ ბრაზდებოდა ბუბაზე, რატომ არ მაცდის არაფერსო. მაგრამ ბოლოს სითბო ეღვრებოდა მთელს სხეულშ და უხაროდა ბუბას სიახლოვე. უყვარდათ ღამე ზღვის ნაპირზე სეირნობა და მთვარის ყურება. ისხდნენ სანაპიროზე და სურვილის ჩაიფიქრებდნენ. ბუბა ტასოს ჩაიფიქრებდა, ტასო კიდევ ბუბას.


ტასოს დაბადების დღეზე, დიდი დათუნია და სახლის გასღები აჩუქა. გაგიჟდა ტასო, საოცნებო სახლი რომ დაინახა. სანაპიროზე, პატარა ხის სახლი, მყუდრო და საოცრად თბილი. სიხარულის ცრემლები უსველებდა სახეს, უყურებდა საოცნებო სახლს და უხაროდა რომ ბუბამ აჩუქა. მთელი ძალით მოხვია სუსტი ხელები, თავი მის ყელში ჩარგო და დიდხანს ისუნთქავდა ბუბას სურნელს. ბუბა იდგა და ნაზად ეფერებოდა ტასოს თმაზე. უყვარდა ტასოს ოქროსფერი კულულები. გიჟდებოდა მის სურნელზე. იდგნენ ორი სხეული ზღვასთან და ცემდა მხოლოდ ერთი გული.


ყველაზე წრფელია ბავშვური სიყვარული. დაიფიცებდა ტასო, რომ ასეთი გრძნობით, ვერასდროს, ვერავის ვერ შეიყვარებდა. უყურებდა ბუბას და არ არსებობდა მის გარდა არავინ. 13 წლის ტასოს არ შეეძლო ყოფილიყო უბრალო ბავში, არ შეეძლო ეცხოვრა უბრალო ბავშვივით. მას ყავდა ბუბა, რომელიც არ აძლევდა უფლებას ყოფილიყო უბრალო ბავშვი. ერთმანეთი უხაროდათ, ერთმანეთი წამდათ. არ არსებობდა მათ გრძნობაზე, წრფელი გრძნობა.


17 წლის ხდებოდა ბუბა. პირველად იგრძნო უტასოობა და პირველად მიხვდა რომ მის გარეშე არაფერი არ იყო. ბუბა ძმაკაცებთან ერთად იყო და ცდილობდა ცოტა გადაეტანა ყურადღება, მაგრამ გული ამის საშუალებას არ აძლევდა. ტასო კი აეროპორტიდან გიჟივით მიქორდა ბუბასთან. არ უნდოდა ამ დღეს ბუბას გარეშე ყოფილიყო. სიგიჟე იყო ყველაფერი, გრძნობდა როგორ მატულობდა მისი პულსაცია. გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა საყვარელ არსებას, როგორ უნდოდა მალე მისულიყო და ჩახუტებოდა ბუბას. ბუბა კი იჯდა და სვავდა. არ აქცევდა არავის ყურადღებას. გარშემო თითქოს ყველაფერი ცარიელი იყო, მხოლოდ ბუბა იყო და სასმელი, რომელიც მის დარდს თითქოს შველოდა. სვავდა და გრძნობდა როგორ უჩქარდებოდა გულისცემა. გრძნობდა რომ უახლოვდებოდა, გრძნობდა რომ სიცარიელე ივსებოდა. იღიმოდა და ელოდა, იცოდა რომ მალე ჩაეხუტებოდა. საოცარი იყო მათი შეხვედრა, გიჟივით მივარდა ტასო და მოხვია ხელები კისერზე. მონატრებულმა შეისუნთქა მისი სურნელი და გაინაბა. თავის ტორებში ყავდა მოქცეული სასურველი არსება, მის თმის სურნელს ისუნთქავდა და უაზროდ იღიმოდა.


გამთენიისას დაურეკა ტასოს და ჩაიყვანა ნახევრად მძნარე ტასო დაბლა. უყურებდა მის არეულ თმებსა, ძილისგან დასიებულ ტუჩებს, ნახევრად გეხელილ თვალებს და გული გამალებით უცემდა. გამთენიისას მოიარეს მთელი პლეხანოვი. მიდიოდნენ ორნი ცარიელ ქუჩაში და ავსებდნენ სიცარიელეს. ხელში აყვანილმა მიიყვანა სახლამდე, არ უნდოდა განშორება. ვერ ძლებდა ერთი წუთითაც კი მის გარეშე. უყურებდა ნახევრად მძინარ ტასოს და გრძნობდა როგორ უცემდა გული. ფრთხილად მიაწვინა საწოლზე, საბანი გადააფარა და გვერდით მიუწვა. დიდხან უყურა მძნარეს და შუბლზე აკოცა. ხელები მოხვია და მასთან ერთად დაიძინა.



* * *

მივუყვები ნაცნობ სანაპიროს. ვუახლოვდები ნაცნობ სახლს. მოგონებები მაწვება. ყელში ბურთი მეჩხირება, ვცდილობ თავი შევიკავო და ბურთი გადავაგორო. ვგრძნობ როგორ მითრთის სხეული, როგორ მტეხს ძვლებში. როგორ მიჭირს სუნთქვა, ისევ უჰაერობა მაწუხებს. ისევ ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. შვიდი წლის მანძილზე პირველად შევდივარ მიტოვებულ სახლში. იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სახლი ბუბამ მაჩუქა. ვგრძნობ როგორ მატულობს ტკივილი გულის არეში. მივუყვები ხეების მწკრივში საცალფეხო ბილიკს, ნაწვიმარ ფოთლებზე ოქროსფრად მბზინავი წვეთები მოჩანს. სახლის გარეგნული ფორმები თანდათან იკვეთება. გახუნებული და ფარღალალა ქოხმახი, ნაპრალებიანი კედლებით. ერთ-ერთ ფლიგელთან ამოჭრილი ფიცარ აკრული ფანჯარა. დაჟანგულ ბოქლომიანი ჩარაზული ქოხის კარები. ჭუჭრუტანიდან სიცარიელე და სიბნელე გაირჩევა. შვიდი წლის წინ სახლი იყო, ახლა კი ქოხს გავს.


ბოქლომს გასაღებს ვარგებ და ფრთხილად ვატრიალებ, შიგნით შევდივარ. თვალს ვავლებ უნივთო ოთახს. რომლის ერთ კუთხეში თივის გროვა ყრია. მეორე კუთხე აბლაბუდების ქსელითაა დაფარული. მუხლები მეკვეთება, ერთხანს ვხევდები, მერე თივაზე ემბრიონივით ვიკუნტები. ქარის ზუზუნი ქოხის კედლებშ ატანს.

ქარი უფრო და უფრო დაუნდობლად იკრებს ძალას. არცთუ მყარად მიმაგრებული ფიცარი, ფანჯარას წყდება და ხმაურით ენარცხება. იძულებით ვდგები, ფანჯარასთან მივდივარ, ფიცარს ვაკრავ. ისევ თვალს ვავლებ უნივთო ოთახს. ჯიბეს ვიჩხრეკ და ნაჭერს ვიღებ. ნაჭერს კედლის ღრიჭოში ვაცობ. ისევ თივისკენ ვიღებ გეზს წამოსაწოლად, მაგრამ ვჩერდები. უწყვეტად ისმის ქარის ზუზუნი, ისევ ვაკვირდები კედლებს და ამჯერად სხვა ნაპრალებსაც ვამჩნევ. ცოფიანივით ვწყდები ადგილს, თივის გროვასთან მივდივარ და ვბღუჯავ. სხვა ჭუჭრუტანებთან მივდივარ და მათ ამოქოლვას ვიწყებ. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობ, მით უფრო მეტი ნაპრალი უჩნდება ქოხის კედლებს. ნაწამები ისევ თივის ზვინზე ვიკუნტები. თვალებს მაგრად ვხუჭავ, ვცდილობ დავიძინო მაგრამ ვერ ვისვენებ. ვბორგავ. ქოხის ჭერს ვაშტერდები, ჭერიდან ეშვება ოდესღაც შუა ცეცხლისთვის განკუთვნილი ჯაჭვის ნაფლეთი. ჯაჭვს ობი მოსდებია. თვალზე ცრემლი მიკრთება. თივზე ვჯდები, ერთხანს ასე ვჩერდები, მერე ისევ ფანჯარასთან მივდივარ. ფიცარს ვხსნი და ფანჯრიდან გადავდივარ. ბილიკს მივუყვები, ღრმად ვსუნთქავ. სწრაფად მივდივარ, რამდენჯერმე მივარდება ფეხი გუბეში. სისველეს ყურადღებას არ ვაქცევ. თვალი ნაპირისკენ გამირბის, ბუბას ვხედავ. ფეხსაცმელს იხდის და წყალს ასხავს. მისკენ მივრბივარ, ვუახლოვდები. ცოტაც და შევეხები. ფეხი მიბრუნდება და ვვარდები, გიჟივით ვყვირი.
- ოდესღაც დაბრუნდები...
მერე გულაღმა ვბრუნდები, ნერვიულად ვხარხარებ. ხის კენწეროებს შორის რუხი ცა მოსჩანს. უეცრად წვიმა იწყებს, ატალახებულ სამოს და სახეს წვიმის წვეთები მაშორებს. გაუნძრევლად ვწევარ, უკან, ქოხისკენ ვიხედები, მერე ისევ წინ გადაშლილ ფერდობს ვავლებ თვალს. ტანს მძიმედ ვითრევ. იმ ადგილისკენ მივდივარ, სადაც ბუბა დავინახე. ნაპირთან ვჯდები და ტირილს ვიწყებ.


* * *

ბუბა და ტასო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილნი არიან. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ მათ შორის არსებული გრძნობა წაშალოს? არაფერი. ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს მათ, იყვნენ ბედნიერები და იყვნენ თავისუფლები. მათი გრძნობები საზღავრს ცდება, ყოველ დღე იზრდება მათი სიყვარული.

იმ წელს თოვდა. საოცრად იყო გადათეთრებული თბილისი. პირველად იყო ამხელა თოვლი. მიაბიჯებდა თოვლში და სითეთრეში ტოვებდა ნაკვალევს. მიიჩქაროდა ბუბასთან. უნდოდა მასთან ერთად დაეტოვებინა ნაკვალევი სითეთრეში. გიჟივით შევარდა სახში. ბუბა დივანზე იჯდა თავდახრილი, ირგვლილ სისხლი იყო დაღვრილი. შეეშინდა, პირველად იგრძნო საფრთხე ბუბას დაკარგვისა. მიუახლოვდა და წინ დაუდგა. ნელა აწია თავი ბუბამ და ტასოს ჩაწითლებული თვალები მიანათა. მუცლის არე სისხლით ქონდა დასვრილი. ტკიოდა მაგრამ არა ჭრილობა, არამედ ტასოს ცრემლები. უყურებდა მას და გრძნობდა როგორ ტკენდა. მთელი ძალით მოხვია ტასომ ხელები და მიეკრო ბუბას.


თავდახრილი იდგა ფანჯარასთან. ისევ თოვდა. ისევ თეთრი და სპეტაკი იყო თბილისი. როგორ მოუნდა ტასოსთან ერთად თოვლში წოლა. ჩუმათ გააპარა გოგონასკენ თვალი. უყურებდა როგორ ასუფთავებდა დასვრილ ოთახს. მასთან მივიდა და ხელები წელზე მოხვია. თმა გვერდზე გადაუწია და კისერზე აკოცა. იგრძნო როგორ გააჟრჟოლა გოგონას. თავი მის ყელში ჩარგო და გაიყუსა.


მიაბიჯებდნენ ორნი. თეთრ თოვლს უტოვებდნენ ნაკვალევს, თავიანთი სყვარულისა. გარშემო ყველაფერი თეთრი იყო. უყურებდა ტასოს და ხვდებოდა როგორ უყვარდდებოდა ყოველწამს. გოგონას თავი დახრილი ქონდა, უყურებდა თეთრ თოვლს და აკვირდებოდა როგორ ჩნდებოდა ნაკვალევი თოვლში. გული გამალებით უცემდა. იგრძნო როგორ მოხვია ხელები და როგორ გამოეცალა მიწას. ხარხარი აუტყდა. იცინოდა და მისი ხმა ისმოდა მთელ ქუჩაზე. ტრიალებდა და ყვიროდა. გრძნობდა როგორი თავისუფალი და შეყვარებული იყო.
- მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით შეგიგრძნობ...
სიცოცხლე უხაროდა მის გვერდით როცა იყო. ყველა ოცნება მხოლოდ ბუბას მოიცავდა. ყველა ოცნება მისით იწყებოდა და მისით მთვარდებოდა. მხოლოდ ბუბა იყო დასაწყისი, მხოლოდ მას შეეძლო დასრულება.




* * *


ნაპირთან ვიჯექი, ისევ ვტიროდი. ისევ მივტიროდი ჩემს დანგრეულ ოცნებებს. გავყურებ ზღვას. ტალახიან ხელს ვისვამ სახეზე. წინ დედის სახება მიდგება. ლამაზად ჩაცმული სათნო სახის ქალი, ჭაღარა თმითა და ახალგაზრდული ცრემლებით სავსე თვალებით. ის შუა ზღვაშია და სევდიანად მისჩერებია ლამაზად საცქერალ ხედს. მერე დგება და ნელ-ნელა მიუყვება შუა ზღვას. ერთი-ორჯერ იხედება დარდიანი თვალებით და ზღვაში უჩინარდება. ცრემლები მდის ჭუჭყიან ლოყაზე. გავყურებ ისევ ზღვას, ფრჩხილით ვიხოკავ ლოყებს. ვდგები და ისევ ქოხისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვები.



თანდათან ბილიკი ქრება და ახლა შარაზე მივაბიჯებ. აქა-იქ ფერდობზე განლაგებული სახლები მოსჩანს. ამ ინერციით მოძრაობისას ზღვის ნაპირს ბარი ცვლის. მზე ამოდის. თვალს ვადევნებ როგორ მიიწევს გუბეების ორთქლი ცისკენ. ვიხრები და ტალახიანი ფეხსაცმლის ფხეკას ვიწყებ. გუბეში საკუთარ თავს ვხედავ. ტალახის ბურთულა გუბეში ვარდება და წრეები ჩნდება. თანდათან ეს წრეები პატარავდება და ბოლოს სრულიად წყდება. ცაში ვიხედები. ღრუბლების მოძრაობას ვუყურებ. რამდენიმე თეთრი ღრუბელი ჩემს თალწინ იყოფა. თითქოს ბუნებაც განიცდის ჩემს ტკივილს. თვალები ისევ ცრემლით მევსება. ისევ ვიწყებ ტირილს, ისევ მაწვება ტკივილი გულის არეში. სოფლის შარას ვუყურებ. ვხედავ როგორ მიახლოვდება სილუეტი.



გზაზე თეთრნაბადიანი მოხუცის ზმანება ჩნდება. უცნობი მიახლოვდება და მომმართავს.
- საით ყოფილხარ?
- ზღვაზე
- შენ ჩვენებური არა ხარ?
მოხუცი სახეს მოიჩრდილავს.
- არა, აქაური არ ვარ.
- დიდი ლაფები იყო. თანდათან იწმინდება.
მოხუცი სინანულით ათვალიერებს ჩემს ჭუჭყიან სამოსს და პირი-სახეს. მერე მიწას დახედავს.
- ყველაფერი წარმავალია.
ამბობს ის და ისევ მაკვირდება.
- ნახვამდის
- გამარჯობით იყავი.
მოხუცი გზას განაგრძობს. ვცდილობ მისკენ გავიხედო მაგრამ ვერ ვბედავ. მერე ვიხრები, თითქოს ფეხსაცმლის თასმას ვიკრავ და ქვევიდან ვაკვირდები მოხუცს. მხარზე დიდი სახარება გაუდვია, ორივე ხელი ზედ ჩამოუკიდია და თავისთვის მიდის. მერე სიღრმეში უჩინარდება. მზე თანდათან იწვერება და უფრო აცხუნებს. დაღლილი მივუყვები გზას. ისევ ვუახლოვდები ქოხისკენ მიმავალ ბილიკს.





* * *

იმ დღეს საშინლად წვიმდა. ბუბა და ტაასო კი მთაწმინდაზე იყვნენ. იქიდან გადაჰყურებდნენ თბილისს. უსმენდნენ წვიმას და სასიამოვნოდ აჟრჟოლებდათ სხეულში. უყურებდნენ თითქოს უმწეო და დაუცველ თბილისს. როგორი სუფთა და ლამაზი ჩანდა იმ მომენტში თბილისი. ღრუბლები უფრო და უფრო მუქდებოდა, რუხიდან შავ ფერზე გადადიოდა. წვიმა კი უფრო ძლიერდებოდა. იდგნენ და სველდებოდნენ, ვერცერთი ვერ გრძნობდა სისველეს სხეულზე. გრძნობდნენ მხოლოდ თავიანთ გულისცემას.



უყურებდა სულ მთლად გალუმპულ ტასოს და გული საოცრად უფრიალდებოდა. აკვირდებოდა მის ნაკვთებს და სიამაყით ივსებოდა. ნელა მოუსვა ხელი ლოყაზე, იგრძნო მოზღვავეუბული გრძნობები. ტასოს სახე მოიქცია ხელებში და ფრთხილად დაუწყო კოცნა. უსმენდა როგორ უცემდა გოგონას გული. ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი კი სველ თმაში შეუცურა. დიდხანს უყურებდა მის წითელ ტუჩებს, ბოლოს კი ნაზად შეეხო მათ. პირველად შეერწყა მათი ტუჩები ერთმანეთს. პირველად შეიგრძნეს მოზღვავებული სიმხურვალე.



მანქანას ეყრდნობოდა ბუბა და მიხუტებული ყავდა ტასო. ისევ წვიმდა და ისევ სველდებოდნენ. დიდხანს იდგნენ წვიმაში ჩახუტებულები. საოცარი შეგრძნება ეუფლებოდა ბუბას. უნდოდა სამუდამოდ მდგარიყო წვიმაში და ასე ყოლოდა მიხუტებული ტასო. იგრძნო როგორ დაიწყო გოგონამ კანკალი, ოდნავ გაეღიმა. შუბლზე აკოცა და მანქანის კარი გააღო. რადიოს მიწვდა და მუსიკა ჩართო. გაკვირვებულ ტასოს გაუღიმა და ხელი მოხვია. სივრცეში გაიყვანა და მუსიკას ააყოლა ტანი.



წყვილი ნელ-ნელა აყოლებდა ტანს მუსიკას. საოცრად მშვიდად გრძNობდა თავს ტასო, აღარ კანკალებდა. ყვებოდა მუსკიას და თბებოდა ბუბათი. დაიფიცებდა რომ იმ მომენტში კიდევ უფრო შეიყვარა საყვარელი არსება. კიდევ უფრო მიენდო და კიდევ უფრო გაუთბა მთელი სხეული. ცეკვავდნენ და აძლევდნენ სიყვარულს სიგიჟეს. უყვარდათ გაგიჟებით, მთელი გრძნობით. წვიმა მათ ჰყვებოდა, არ ჩერდებოდა და მათ გრძნობას ფონად დასდევდა. ღრუბლები ისევ შავდებოდა. მანქანიდა საოცარი მელოდია ისმოდა. ტასო და ბუბა კი შუა ცენტრში იდგნენ, სველდებოდნენ და სიყვარულით გიჟდებოდნენ. ყვებოდნენ მუსიკას და არ აინტერესებდათ გარშემო არავინ. იყვნენ მხოლოდ ორნი მთაწმინდაზე, მხოლოდ ორი სველი არსება დიდ მშრალ სხეულებში.




* * *


არსებობს კი ოდესმე დასასრული თუ ისევ გტკივა? ყველაფერითითქოს საუკეთესოდ მიდის, მაგრამ ამინც არსებობს რაღაც რაც შლის იდილიას. რაღაც, რაც არ გაძლევს უფლებას, იყო ბოლომდე ბედნიერი. ნუთუ არსებობს გრძნობა, რომელსაც ტკივილი არ მოყვება? ბედნიერებიდან უბედურებამდე რატომ მივყავართ სიყვარულს?



პირველად იდგა აეროპორტში და პირველად უწევდა მასთან განშორება. ბუბა ტოვებდა, იცოდა ვერ შეეწინააღმდეგებოდა. იდგა და უყურებდა საყვარელ მამაკაცს. გრძნობდა როგორ ეცლებოდა ფეხებში ძალა. როგორ წყვეტდა გული ცემას. როგორ უჭირდა სუნთქვა. როგორ იწყებდა ცრემლები დენას. მაგრამ ვერ ერეოდა თავს. უშვებდა. კარგავდა. იცოდა რომ ასე მოხდებოდა, გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან მას დაკარგავდა.


უყურებდა მის წინ მდგომ ტასოს. ტასოს რომელიც ერთ წუთში გამოიცვალა. თითქოს გახდა, გაფითრდა და დაპატარავდა. გული ეკუმშებოდა, მაგრამ წასვლა უწევდა. არ იცოდა რამდენი ხნით, მაგრამ დაიფიცებდა რომ დაბრუნდებოდა. მხოლოდ ტასოსთის დაბრუნდბოდა. ისევ ჩაკიდებდა ხელს და ისევ იცეკვებდა მასთან ერთად წვიმაში. ისევ მოისმენდა მის გულისცემას, ისევ შეეხებოდა მის ტუჩებს. უყვარდა მთელი არსებით. ტკიოდა განშორება.


ბოლო ჩახუტება, მტელს სხეულში მოთამაშე ცხოველები. ბოლლოჯერ ნათქვამი „მიყვრხარ“.
- მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა და მე დავბრუნდები.
და დიდი ტკივილის დასაწყისი. ტკივილი რომელიც, სულ უფრო იზრდებოდა. სულ უფრო უკლავდა გულს და სულ უფრო აცლიდა ძალას. ტკიოდა და ებრძოდა ტკივილს. დაიცალა, სიცარიელეში დაიკარგა და ვერ შეივსო. მთელი შვიდი წელი ელოდა და ებრძოდა სიცარიელეს. ტკიოდა ტკივილი, უჭირდა მის გარეშე. მაგრამ არ ტყდებოდა. ბოლომდე წამდა რომ დაბრუნდებოდა. ჩაკიდებდა ხელს და ისევ ერთი მთლიანობა იქნებოდნენ. ისევ ერთდროულად დაიწყებდა მათი გულები ფეთქვას.




* * *


ისევ მივუახლოვდი ქოხს. ვდგავარ და ვუყურებ, როგორ შეიცვალა. როგორ დაეტყო სიცარიელე. მე ხომ ის შვიდი წელი მივატოვე. არ მომიკითხავს, ერთელაც ვერ გავბედე ჩამოსვლა ბუბას გარეშე. ახლა კი ერთ დროს არსებული სახლი, ისეთივე ცივი და ცარიელია, როგორც ჩემი სული. ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მითანაგრძნობს პატარა ქოხი.


კარს ვაღებ, ფრთხილად შევდივარ შგნით. ისევ ვავლებ უნივთო ოთახს თვალს. ისევ სიბნელე სუფევს ოთახში. მხოლოდ ნაპრალებიდან შემოდის სინათლე და სიცივე. თივის ზვინისკენ მივდივარ. ზემოდან დავყურებ. ცრემლი ჩამომდის ლოყაზე, მუჭით ვიწმენდ ცრემლს. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. თივის ზვინზე ვჯდები. ერთხანს ასე ვარ, სიცივე ძვლებში მივლის. ისევ ვავლებ ოთახს თვალს. უიმედოდ ვაქნევ თავს.


თივის ზვინზე ვწვები. ჭერს ვაკვირდები. რაღა დარჩა სახლიდან, არაფერი. სახლიც ისეთივე გახდა როგორც ჩემი გული. ჩემი ოცნებები დაიმსხვრა, ბუბას გავატანე. სახლის კედლებს ნაპრალები გაუჩნდა. ჭერი ნახევრად ჩამონგრეულია. ვგრძნობ როგორ მითანაგრძნობს ყველაფერი. ისინი იზიარებენ ჩემს ტკივილს. მხოლოდ ბუბა არ ჩანს. მხოლოდ ის არ არის ჩემთან, მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდება. რა ვარ მე მის გარეშე, არარაობა. მენატრება, უსაშველოდ მენატრება.



თივის ზვინზე ემბრიონივით ვწვები. კანკალი მივარდება. თივას ზევიდან ვიყრი, თითქოს მშველის და ვთბები. ერთ-ერთ ნაპრალს გავყურებ, ვამჩნევ როგორ ბნელდება. ქუხილის ხმა მესმის, ვგრძნობ როგორ იწყება წვიმა. ჯერ ერთ ფოთოლს ეცემა, მერე მეორეს, ბოლოს კი მთლიანად ასველებს ხეს. მახსენდება ჩვენი ცეკვა წვიმაში. ისევ იწყებს ცრემლები დენას, ისევ ვგრძნობ ტკივილს გულის არეში. ისევ მაწვება მოგონებები. ისევ მიჭირს სუნთქვა. წვიმის წვეთი, თივის ზვინზე ვარდება. წვიმა მატულობს, ზვინი მთლიანად სველდება. წვიმის წვეთებთან ერთად, ზვინს ჩემი ცრემლები ასველებს.



ისევ მივარდება კანკალი. ყველა ძვალი მეყინება. ვგრძნობ როგორ მეყინება მთელი სხეული. ისევ ვუყურებ ნაპრალს, თითქოს ვიღაც უახლოვდება ქოხს. სილუეტი მოჩანს. გულისცემა მატულობს. ვიცი რომ ბრუნდება, ჩემთან მოდის. ბუბა მიბრუნდება.
- მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა და საბოლოოდ დაბრუნდები.
ვყვირი რაც შემიძლია ხმამაღლა. თვალები მეხუჭება. ვცდილობ თავს მოვერიო. მინდა დავინახო, ვიცი რომ მიახლოვდება. სილუეტი საკმაოდ ახლოდან მოჩანს. თვალები აღარ მემორჩილება. მეხუჭება. მხოლოდ ხმა მესმის. წვიმის წვეთები ისევ ეცემა თივის ზვინს. მესმის როგორ იღება ჭრიალით ქოხის კარები. სიცივე ვარდება ისედაც გაყინულ ქოხში. მესმის ნაბიჯების ხმა, ვგრძნობ შეხებას. ჩამესმის სანატრელი ხმა. ის დაბრუნდა, ვიმეორებ გონებაში. ვგრძნობ როგორ მატულობს გულისცემა, სადაცაა გული გამისკდება. ჰაერი არ მყოფნის, ვცდილობ ამოვისუნთქო, მაგრამ არაფერი გამომდის. მხოლოდ ერთხელ ამოვისუნთქო და ის ჩემთან იქნება, ვუმეორებ ჩემ თავს. თავს ძალას ვატან, ვიბრძვი, მინდა თვალები გავახილო და შევხედო მონატრებულ ბუბას. მესმის მისი ხმა, როგორ მთხოვს თვალების გახელას. მე კი ჩემს თავს ვერ ვერევი. ბოლოჯერ ვიბრძვი და ვმარცხდები. გულისცემა კლებულობს, ორგანიზმი მისუსტდება, სიბნელე თავისკენ მიხმობს. ვგრძნობ გაყინულ ტუჩებზე, ცხელ შეხებას. გული ჩერდება. მე კი სიბნელეში ვიკარგები. მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა და სამუდამოდ დავტოვე ბუბა...

__________
მომიტევეთ შეცდომებისთვის. :* <3



№1 სტუმარი ani

Kairaiyo esexa:(( ramdeni vitire ici ((( ratomikali bolos ra (((

ani
Kairaiyo esexa:(( ramdeni vitire ici ((( ratomikali bolos ra (((

Dzalian kargi iyo magram armogekla raiqneboda(( <3

 


№2  offline წევრი bloody

ani
Kairaiyo esexa:(( ramdeni vitire ici ((( ratomikali bolos ra (((

ani
Kairaiyo esexa:(( ramdeni vitire ici ((( ratomikali bolos ra (((

Dzalian kargi iyo magram armogekla raiqneboda(( <3




თავიდან არ ვაპირებდი ასე დასრულებას, მაგრამ წერის დროს ესე გადავწყვიტე რატომღაც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent