შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ხევსურეთისკენ(დასასრული)


15-01-2016, 21:07
ავტორი Stranger
ნანახია 2 158

არხოტში ღამე ჩავედით. რომ დავინახე სიბნელე შემეშინდა,თან ძალიან შემეშინდა. ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა. ავიღე ჩანთა და გავუყევი გზას. ძალიან ციოდა . არავინ ჩანდა გზაზე,მაგრამ მგლების ყმუილი მესმოდა. გათენებამდე ვიარე.კანკალმა ამტანა.თან მციოდა,მეშინოდა და მგონი გზაც ამერია . გზა ასეთი მტანჯველი არასდროს ყოფილა. ადამიანს აღარ ვგავდი.გაწვიმდა.სულ სველი ვიყავი თმა და ტანსაცმელი სულ გამელუმპა.სახე წამეშალა და სადაც იყო გონებას დავკარგავდი. განა მიღირდა ჯარჯი ასეთ წვალებად?!.კი მიღირდა. მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი და ფაქტიც სახეზე იყო. როდესაც ცხენოსანი შევნიშე სიხარულით გამინათდა თვალები.
-გამარჯობა . დამეხმარებით ? ისეთი გასაცოდავებული ვიყავი არავის მისცემდა სინდისი უფლებას უარი ეთქვა ჩემთვის.
-ტურისტი ხარ? მკითხა ზედაპირულად.
-თან კი თან არა. ჯარჯი არაბული სად ცხოვრობს არ იცით ? გზას ვერ მიმასწავლით? თავიდან ამრეზით შემათვალიერა მერე კი გზა მიმასწავლა. ამჯერად ცოტა სიარული მომიწია და დანიშნულების ადგილას რომ მივედი ამოვისუნთქე . არაფრის თავი აღარ მქონდა . კიბეზე ავედი და კარებზე დავაბრახუნე.იქვე დავჯექი და ჩანთა დავაგდე.გამალებით ვსუნთქავდი და სველ თმებს სახიდან ვიშორებდი. ნაბიჯების ხმა გავიგონე და კიდევ ერთხელ ღემად ამოვისუნთქე. რომ დამინახა გაუკვირდა არ იცოდა რა ექნა და დიდხანს მიყურა.ტირილი უნდოდა მაგრამ გაგიგონიათ ხევსურ კაცს ეტირა თანაც ქალის თანდასწრებით.არა,არ იტირა.მოვიდა ხელში ამიყვანა და მეფერებოდა.
-ჩამოხვედი ? ვერ ვიჯერებ. და ჩამეხუტა.
-კი მე შენთან ჩამოვედი და აღარსად ვაპირებ წასვლას. ეს რომ გაიგო უფრო მიმიხუტა ,ისე მომხვია ხელები თითქოს ვინმე ართმევდა ჩემს თავს.სახლში შემიყვანა . ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა გული ეტკინა. თავის თავს აბრალებდა ყველაფერს. მე კი უხმოდ მივედი,ჩავეხუტე და მის მკლავებში მოვკალათდი.თავი დავადე და ჩამეძინა . გაღვიძებას აღარ ვაპირებდი ისე თბილად მეძინა. მხოლოდ და მხოლოდ გვიან ვიგრძენი ჯარჯი როგორ ეფერებოდა ჩემს თმას ,რომელიც უკვე შემშრეალიყო. ბედნიერი ღიმილი გადამეფინა სახეზე .
-დილამშვიდობის თათია. მითხრა და ყელში მაკოცა. ძალიან მიყვარდა მისი კოცნა. ყველაფერზე უკეთსი იყო. მას კი ჩემი სუნამოს სურნელი უყვარდა.
-დილამშვიდობის ჯარჯი. ვთქვი და გამეცინა.
-ადექი მოწესრიგდი და აქაურობას დაგათვალიერებინებ. გახსოვს ცხენის მოფერება რომ გინდოდა . ცხენით გაგასეირნებ . მე ბედნიერიერი წამოვხტი და გავემზადე.დავათვალიერე ყველაფერი. ისეთი ლამაზი იყო გარემო ერთი წამითაც არ მინანია რომ ყველაფერი დავტოვე . ვიცოდი მარიამი და მათე აუცილებლად ჩამოვიდოდნენ ჩვენთან. ჯარჯი სახლში მარტო ცხოვრობდა,იმიტომ დაბრუნდა მთაში რომ დედაც გარდაეცვალა. მეკი არც კი მიკითხავს მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ახლა კი როდესაც მოვისმინე მისი ისტორია ვერაფერი ვეღარ ვთქვი , ავდექი მივედი და მოვეხვიე. აღარ ვუშვებდი.ისიც ბედნიეერი იყო ვატყობდი. კარგად დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. ტელეფონი არ იჭერდა ,ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვიყავი. საერთოდ არავინ მომნატრებია ისე კარგად ვგრძნობდი ჯარჯისთან თავს. ალბათ ჩემი ოჯახის წევრები გაგიჟდნენ,წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადეს მაგრამ ზუსტად ვიცი აქ ვერასდროს მომაგნებენ. შეიძლება ყველაზე უმადური ადამიანი ვარ ,რადგან ჩემი ოჯახი უარვყავი.მაგრამ რას ვიზამთ ყველაფრის საწყისი ჯარჯია და ბოლოც.
ძალიან ციოდა მეკი თან შესაფერისი ტანსაცმელი არ წამიღია.ჯარჯის სქელი სვიტრი მუხლებამდე მწვდებოდა,საერთოდ არ უხდებოდა ჩემს გრძელ კაბას თუმცა ამაზე არ ვდარდობდი. გარეთ დიდი თოვლი იყო ამიტომ მხოლოდ დილაობით გავდიო გარეთ. ძალიან მიყვარს სეირნობა. ჯარჯისაც შევაყვარე სეირნობა. ცხენით ვსეირნობდით და ვცხოვრობდით ბედნიერად.დიდი დიასახლისობით ვერ დავიკვეხნიდი თუმცა მხიარულად ვაკეთებდი ყველაფერს.
-გვრიტეეებოოო. მომესმა მარიამის კივილი და სიხარლის ცრემლები წამომივიდა. წამოვხტი და ფქვილიანი გავვარდი გარეთ.
-მააარიამოოო. მოდი ჩემთან . ისე ჩავეხვიეთ ერთმანეთს ვერავინ გაგვაშორა. მერე მათეს ავეკარი. ბედნიერი ვიყავი ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ერთად . მარიამმა ახალი ტანსაცმელი ჩამომიტანა და კიდევ შოკოლადები. პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი. ადრე ურიაქციოდ გავატარებდი ამგვარ ფაქტს ახლა კი ძალიან გამიხარდა.
ყველაზე მეტად კი ის მიხარია ჯარჯის გვირილები რომ მოაქვს . ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი როდესაც ჯარჯიმ პატარა ბაჭია მომიყვანა. იცოდა ძალიან მინდოდა.ჯარჯი პატარა ბავშვივით მიფრთხილდება და ყველანაირ სურვილს მისრულებს.ბარში ცხოვრებისას ყოველთვის მომთხოვნი და კაპრიზებიანი ვიყავი.სანამ დედამ IPHONE6 არ მიყიდა არ მოვისმინე.ახლა კი ჩემი ტელეფონი მათეს გავატანე .თავიდანვე ძალიან უნდოდა. ახლა არაფერს ვითხოვ უბრალოდ ჯარჯი ყოველთვის მაბედნიერებს როგორც შეუძლია ისე.
ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია.
***
მთის ცხოვრება იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა,თუმცა კი მალე გავითავისე. ყველაფერი კარგად და წესისამებრ გრძელდებოდა. უკვე ერთი წელია მე და ჯარჯი ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია და მახარებდა ეს ფაქტი.მხოლოდ ერთი ორჯერ ვიკამათეთ.ჯარჯიმ მაშინაც შეძლო ჩემი შემორიგება.პირველად თეთრი ცხენი მომიყვანა ,სწორედ ისეთი მერომ მინდოდა. მეორედ კი ნაყინი მომინდა და ისიც მომიტანა.საიდან ან როგორ არ ვიცი მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი როგორც თავიდან.ასე მეგონა ეს იყო საუკუნო ბედნიერება რომელიც არასდროს დასრულდებოდა,თუმცა კი შევცდი.
ჩვენს მეზობლად ერთი სახლი იდგა კარგად მოვლილი იყო ,არც მიტოვებულის ეტყობოდა რამე უმთავრესად ტურისტებზე ქირავდებოდა ზაფხულში.
შემოდგომის სუსხიანი დღე იყო . ასეთ დღეებში კი სულ მეზარებოდა ადრე ადგომა და გვიანობამდე ვიძინებდი თან საპატიო მიზეზიც მქონდა უკვე 7 თვის ორული ვიყავი ,ძლივს დავგორავდი. ჯარჯი არაფერს მაკეთებინებდა და ამიტომ ყველაფერს წოლა მერჩივნა. ხმაური იყო გარეთ არადა დილაობოთ სრული იდილია სუფევდა ხოლმე . გამიკვირდა ,ძალიან გამიკვირდა და გარეთ გასვლა დავაპირე. აივაზე რომ გავედი ცივმა ქარმა თმები სულ გამიწეწა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.დილა არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო.
-ჯარჯი რა ხდება? ვიკითხე ნამძინარევი ხმით.
-არაფერი ისეთი... ვიღაცები ჩამოვიდნენ. ჯარჯი ანრვიულებული მეჩვენა,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. მოვიდა მუცელზე მომეფერა ,მაკოცა და სახლში შევიდა. მას მეც უკან მივყევი. ჩავიცვი და ჯარჯისთან ერთად ვისაუზმე. გასეირნება გადავწყვიტე. გარეთ გავედი და გავუყევი გზას. ყვითელ ფოთლებს ვაკვირდებოდი და თან მეღიმებოდა. მიყვარს ბუნება და ხელოვნება სწორედ ამიტომ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. თავი ავწიე და გავშრი. ყველაფერს ვიფიქრებდი მაგარამ ყოველივე ამას არა . თორნიკე იდგა . ის იდგა და ცინიკურად მიყურებდა . თავიდან მოჩვენება მეგონა მაგრამ რომ მომიახლოვდა ყველა ფიქრი გაიფანტა და სისხლი გამეყინა. ცადა ხელი შეეხო სახეზე თუმცა მე უკან დავიხიე.ამაკანკალა.
-ვა ,თათული როგორი დიდი გოგო გაზრდილხარ. და ისტერიკული სიცილი აუტყდა.
-ხო გითხარი არ შეგარჩენ რაც გააკეთე თქო. ახლა ჩემი რევანშის დროა.თანაც შენს ჯარჯის თუ ეგონა ის ამბავი ასე ჩაივლიდა შეცდა.
-რა ამბავი თორნიკე?
-აჰ,შენი ჯარჯი ხომ ჯენლტმენია არ გეტყოდა.რადა საავადმყოფოში ვიყავი ზუსტად 1 თვე.კომიდან ძლივს გამოვედი. შენმა ჯარჯიმ ლამის დამამშვიდობა ამ წუთისუფელს.ამ ყველაფერს ისტერიკული ღიმილი ახლდა თან.
-თორნიკე სრულ ჭკუაზე ხარ? ხომ იცი ჯარჯი არ შეგარჩენს თუ რამეს დამიშავებ და ჯობს მშვიდობიანად წახვიდე.
-და ვინ თქვა რომ შენთვის ვაპირებ რამის დაშავებას? იმდენად მიყვარხარ რამდენადაც მძულხარ ,მაგრამ ხშირად უფრო სიყვარული გადაძალავს.
-თუ გიყვარვარ წადი ..
-არა თათია . ჩემი სახელი მკაფიოდ,ირონიულად და ხმამაღლა წარმოთქვა. ბოლოდ ცხენზე შეჯდა და წავიდა. სუნთქვა მიჭირდა და ძლივს მივაღწიე სახლამდე . ჯარჯის ანერვიულების მიზეზიც უკვე ცნობილი გამხდარიყო.
-მოვიდა ჩემი გაბერილი? და მომეფერა. არაფერი ვუთხარი მარტო ჩავეხუტე და ხელს აღარ ვუშვებდი. ვგრძნობდი რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და არ მინდოდა ამის დაჯერება.
-წავედი მე შეშა უნდა დავჭრა. თორე გამეყინები და მერე მე რაღა მეშვეება.
-არ წახვიდე რა ჯარჯი.
-ნუ გეშინია . წადი ჯერ ბაჭიას აჭამე და მერე დაიძინე მეც მალე მოვალ .
-კარგი მაგარამ მალე მოდი.
კარებთან შეჩერდა და გამომხედა,გამიცინა. მე გავუღიმე და ცუდიაზრები გავიფანტე.
გამეღვიძა.ყინავდა. პირი მიშრებოდა. ჯარჯი გვერდით არ მყავდა . არც დაწოლილა. ავნერვიუდი უკვე 5საათი ხდებოდა . ავდექი და ნელი ნაბიჯით საჩეხისკენ წავედი. ბნელოდა. ხოლო სანთელს კი ქარი აქრობდა. დიდი უბედურებით მივედი საჩეხამდე და ადგილაზე ჩავიკეცე. სულ სისხლი იყო ირგვლივ. ჯარჯი სისხლის გუბეში ცურავდა. გავშეშდი. ყვირილი მინდოდა ვერ ვყვიროდი. სულ გავლურჯდი და წამში დავბერდი ჯერ კიდევ 18 წლის ახალგაზრდა. ისტერიკა დამემართა . ჯარჯი ჩავიხუტე ,ვკოცნიდი. ხელს არ ვუშვებდი . ციოდა მაგრამ არ მაინტერესებდა. უდიდრსი ტკივილი განვიცადე და ცხოვრება ჩემი სწორედ აქ დამავრდა,უბრალოდ ხაზი გადაესვა. გადაესვა რადგან ჯარჯი იყო ყველაფრის საწყისი და საბოლოო.
გათენდა წყეული დილა. ნაცრისფერი.მე ჯარჯი მყავდა მიხუტებული და ვტიროდი .ჩემი ჯარჯი უკვე ცივი იყო ,მაგრამ მისი სითბოსს რაღაცნაირად ვგრძნობდი. უბრალოდარ მინდოდა მომხდარის დაჯერება. ბუნებამ იგრძნო ჩემი ტკივილი. წვიმდა. წვიმდა როგორც არასდროს . მეზობელმა გვიპოვა მე და ჯარჯი საჩეხში. გაოცებული იყო ჩემით. ხმას არ ვიღებდი ჩუმად ჩემთვის ვტიროდი.არავის ველაპარაკებოდი.არავის დანახვა არ მინდოდა. ჯარჯის ხის კუბოსთან ვიჯექი გაჭაღარავებული,დაბერებული მე და ჯარჯის ცივ სახეს ვკოცნიდი. მისი ბაგეც გაყინულიყო. ხევსურეთში ეს ჩვეუებრივი ამბავი იყო რადგან აქ სისხლი აღების ტრადიცია კვლავაც ძალაში რჩებოდა,ამიტომ თორნიკეს დასჯაზე საუბარი ზედმეტი იყო.თორნიკე გოგოჭურმა არაბულების სისხლი აიღო და არაბულების უკანასკნელი წარმომადგენელიც მიწას მიაბარა.დავრჩი მარტო . უფრო სწორედ დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი. მთა იყო ჩემთვის ყველაფერი დიდი ბედნიერება და უდიდესი ტკივილი.ორი კვირა ვიჯექი სახლში მარტო.ციოდა არც ბუხარი ამინთია,ვერც ვჭამდი მხოლოდ და მხოლოდ უიმედოდ მოვთქვანდი.მთაში აღარ დამედგომებოდა. ჩავალაგე ბარგი და დავტოვე არხოტი. გაჭაღარავებულმა,არაფრის მქონემ და ფსიქიკურად განადგურებულმა. 18 წლის გავხდი ზუსტად ამ დღეს. წყეული 18წელი ვატარე ზურგით და ახლა კი.. ახლა კი მეც მკვდარი ვიყავი და ჯარჯისთან მინდოდა რადგან სიცოცხლეს აღარ ქონდა ფასი.
დავბრუნდი ბარში. ოჯახში არ მივსულვარ. არც მიკითხავს მათი ამბავი . მათესთან მივედი . თამუნა დეიდამ ჩამიხუტა და აღარ მიშვებდა. მეკი სითბოს ვეღარ ვგრძნობდი ყველაფერი სულ ერთი იყო. სახლიდან არ გავდიოდი. 2 თვეში კი ქვეყანას ჩემი შვილი მოევლინა . მე მას ჯარჯი დავარქვი. ჩემი ჯარჯი ულამაზესი ბავშვი იყო თუმცა მე სიცოცხლის უნარ დაკარგულს აღარ შემწევდა ძალა მისთვის მეპატრონა. თმა სულ მთლად გამითეთრდა და სახე უსაშველო სევდამ მოიცვა .
ზუსტად 1 წლის შემდეგ . ჯარჯის სიკვდილის დღეს თათია ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის წავიდა მასთან იმ ქვეყანაში. ლანდების სამყაროში. წავიდა და წაიყოლა დიდი ცოდვა ,მრავალი დამცინავი აზრი და მოსაზრება. თუმცა კი ცოტაოდენი სიყვარულიც. ის წავიდა სამუდამოდ და მასთან .
ყველაფრის საწყისი ის არის . ყველაფრის საწყისი ჯარჯია და საბოლოოც.
ჯარჯი ,მხოლოდ ის . მეტი არავინ სხვა.

(ესეც ასე.დავასრულე ჩემი პირველი ისტორია ჩემო ძვირფასო მკითხველო. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
სიყვარულით თქვენი თათია <3 )



№1  offline წევრი mani156

arvelodi eset dasasruls :( dzalian bevri vitire, :( dzalian momewona istoria,tan vgijdebi xevsurebze <3 rac shegexeba shen, agfrtovanebuli var,, pirveli istoriaaoo da dzaaan magarii gamogivida, kargad wer ^_^ warmatebebi da velodebi axals <4

 


№2 სტუმარი მარეე:)

უფრო მეტს მოველოდი ამ ისტორიისგან..ეს ერთი და მეორე,ხევსურეთს კარგად თუ არ იცნობ,მის შესახებ არც უნდა წერო. მაგალითად,არაბულები არხოტში არ ცხოვრობენ,გვირილებს ზამთარში იქ საერთოდ ვერ ვერ ნახავ და ასე შემდეგ.ისე,რომ მიგეთითებინა,არხოტის რომელ სოფელზე იყო ლაპარაკი,კარგს იზამდი:) იმედია,შემდეგში გაითვალისწინებ.

 


№3  offline წევრი Stranger

მარეე:)
უფრო მეტს მოველოდი ამ ისტორიისგან..ეს ერთი და მეორე,ხევსურეთს კარგად თუ არ იცნობ,მის შესახებ არც უნდა წერო. მაგალითად,არაბულები არხოტში არ ცხოვრობენ,გვირილებს ზამთარში იქ საერთოდ ვერ ვერ ნახავ და ასე შემდეგ.ისე,რომ მიგეთითებინა,არხოტის რომელ სოფელზე იყო ლაპარაკი,კარგს იზამდი:) იმედია,შემდეგში გაითვალისწინებ.

პირველ რიგში მადლობა ჩემო კარგო რომ ჩემი ისტორია წაიკითხე ^^ მინდა გითხრა რომ ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია.მოვიდა მუზა ავდექი და დავწერე. რომ გითხრა ხევსურებზე ვგიჯდები თქო მოგატყუებ მაგრამ ბევრი ხევსური მეგობარი მყავს. ნამდვილად არ ვიცოდი თუ არხოტში არაბულები არ სახლობდნენ ,მაგრამ ყოველივე ეს მე ჩემებურად წარმოვიდგინე .რაც შეეხება გვირილებს ნამდვილად არ მაქვს წელიწადის დრო ნახსენები. უბრალოდ მომავალი გავშალე როცა ჯარჯი თათიას ანებივრებდა და არ მიხსენებია ეს ზაფხული იყო თუ ზამთარი. გინდაც ზამთარი ყოფილიყო იმის პარალელი იქნებოდა რომ ჯარჯიმ თათიასთვის არარსებულიც კი შეძლო. დიდი მადლობა შენიშნვნებისთვის ^^ მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.ხოლო რომ მითხარი რაც არ იცი არ უნდა წეროო ვერ დაგეთანხმები ჩემო კარგო . :* ეს ჩემი წარმოსახვის სამყაროა,სადაც მე ყველაფერი შემიძლია <3
კეთილი სურვილებით.

 


№4 სტუმარი მარეე:)

როცა რაიმეზე წერ,მისი ყველაფერი უნდა გაითვალწინო,ისე არ ხდება რა,მომინდა და დავწერე,ფანტაზიას გასაქანი მივეცი და ა.შ:დ ამ შემთხვევაში შენი ფანტაზიები არხოტზე სასაცილოა და შენ თუ სასაცილო მდგომარეობაში გინდა თავი ჩაიყენო,ეს სხვა თემაა,ჩემო კარგო.

 


№5  offline წევრი Stranger

მარეე:)
როცა რაიმეზე წერ,მისი ყველაფერი უნდა გაითვალწინო,ისე არ ხდება რა,მომინდა და დავწერე,ფანტაზიას გასაქანი მივეცი და ა.შ:დ ამ შემთხვევაში შენი ფანტაზიები არხოტზე სასაცილოა და შენ თუ სასაცილო მდგომარეობაში გინდა თავი ჩაიყენო,ეს სხვა თემაა,ჩემო კარგო.

მე სულაც არ ვფიქრობ ასე. ყველას საკუთარი აზრი აქვს ^^ <3

 


№6 სტუმარი წიწილა

ეს ისტორია მართლა მოხდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად ამ ნაწარმოებს უბრალოდ ცოტა სახეშეცვლილი ... :*

 


№7  offline წევრი Stranger

წიწილა
ეს ისტორია მართლა მოხდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად ამ ნაწარმოებს უბრალოდ ცოტა სახეშეცვლილი ... :*

არა .. ^^ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა <3 !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent