შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ხევსურეთისკენ


12-01-2016, 17:07
ავტორი Stranger
ნანახია 2 074

თვალებს ვახელ და გაფითრებულ მარიამს რომ ვუყურებ მეცინება. ჩვენს მედდას კი თავი ხელებში ჩაურგავს და ბჭობს გამოიძახოს თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მე გამეღიმა და წამოდგომა ვცადე. მათემ იმხელა შეყვირა ლამის დამაყრუა.
-რა მოხდა? გაკვივებულმა ვიკითხე და მშვიდად დაველოდე პასუხს.
-ვიღაც ორმეტრიანი დაგეჯახა. იკადრა რომ მედდასთან ჩამოეყვანე და შემდეგ წავიდა. ბოდიშიც კი არ მოიხადა თავხედმა. ბობოქრობს მარიამი და თან საათს უყურებს არ უნდა ბიოლოგიაზე დაგვიანება.
მცირე ინციდენტის შემდეგ დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა. არაფერი განსაკუთრებული. გამოვედი სკოლიდან და კვლავ ჩემი სამოთხე,ჩემი ორი ყურსასმენი და 15 წუთიანი ბედნიერბა. გარშემო ყველაფერი თეთრი და ლამაზია.თოვს ისე როგორც არასდროს. მე მიყვარს თოვლი. თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ და საუკუნო სიმშვიდე ისადგურებს ჩემში. უეცრად ვჩერდები მგონია ვიღაც მეძახის რამდენიმე წამი ასე გაჩერებულმა დავყავი, შემდეგ უკან მივბრუნდი. გარშემო არავინ იყო. სუჩუმე და მეტი არაფერი სხვა. თავი უიმედოდ გავიქნიე და გამახსენდა რომ ჩემი სრული ნეტარება სულ მალე დამთავრდეოდა, რადგან უკვე სახლის კარებთან ვიდექი. სახლში უხალისოდ შევაბიჯე , ოჯახობასთან საუბარისთვის რომ თავი ამერიდებინა მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და ყავის მომზადებას შევუდექი . სულ მალე გავაღწიე გაჩერებული კადრებით სავსე სახლიდან და მათემატიკის მასწავლებლისაკენ გავუყევი გზას. ყოვთვის მიხაროდა მათემატიკის გაკვეთილი რადგან შორი გზა მქონდა გასავლელი , ხოლო მარტო ყოფნას და სიარულს არაფერი მერჩივნა.
უეცრად მხარზე ხელი ვიგრძენი. მცირე ბრუნი გავაკეთე და ხელში სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა. ვიფიქრე ,ალბათ შევეშალე თქო და გზის გაგრძელებას ვაპირებდი , თან თორნიკე მელოდებოდა. არ უყვარს თორნიკეს როცა ვაგვიანებ ,თან ისედაც იშვიათად ვნახულობ და სწყინს . ძნეელია როცა საყვარელ ადამიანს ხშირად ვერ ხედავ , განსაკუთრებით მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება მისი ჩახუტება თუმცა ამ მომენტში უცნობით გატაცებულს თორნიკე სულ დამვიწყნოდა. საგულდაგულოდ ჩავათვალიერე უცნობი. მაღალი იყო ,მოზრდილი წვერით . ეტყობოდა აქაურობას შეუჩვეველი,საკმაოდ ხისტი ადამიანი ჩანდა.
-ბოდიში ძალით არ მინდოდა. თავდახრილი იწყებს საუბარს .
როგორცკი მისი ხმა გავიგონე თვალები გამოფართოვდა, გაოგნებული დავრჩი ისეთი მომხიბლავი ხმა ჰქონდა .მე გაჩერებული ვიდექი და ფიქრებმა შორს გადამისროლეს , თუმცა თორნიკეს ზარმა დამაბრუნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ტელეფოს ხმა გავუთიშე და დავიწყე საუბარი.
-კი მაგრამ რისთვის? გამეღიმა.
-დღეს კი ჩაგიყვანეთ მედდასთან მაგრამ ბოდიში არ მომიხდია. სახეზე კვლავ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა . არც მცირე ჩაღიმება , არაფერი . მეკი სულელურად მეღიმება ,რადგან ეს ადამიანი უკან გამომყვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ბოდიში მოეხადა დაჯახებისთვის. ნამდვილად სასაცილოა ამგვარი ფაქტი დღევანდელობაში და სწორედ ამიტომ უკვე ვიცინი კიდეც . თითქოს ამ უმნიშვნელო ინციდდნტმა ჩემი ცხლვრება სრულად თავდაყირა უნდა დააყენოსო... სისულელეა.
- არაუშავს. ახლა კი მეჩქარება უნდა წავიდე . ისე მე თათია მქივია , იმედია კიდევ შევხვდებით. მომღიმარი სახით წარმოვთქვი ეს სიტყვები და ჩემმა ნათქვამმა შემდეგ გამაოცა . დღემდე არასდროს გავცნობივარ ვინმეს ჩემი ნამდვილი სახელით.
- მე .. მე ჯარჯი მქვია . მომაძახა და თავის გზას გაუყვა
იმ საღამოს ბედნიერების ტალღებში დავცურავდი.მე და თორნიკემ ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ პირველად ვიჩხუბეთ სერიოზულად. სხვა მომენტში თორნიკეს გამო თავსაც მოვიკლვდი რადგან არასდროს მივიჩნევდი ჩემს თავს მისი სიყვარულის ღირსად.
ახლა კი ბედნიერების ღიმილი დარბოდა ჩემს სახეზე. პარასკევი დღე იყო და ორმაგად ბედნიერი ვიყავი.
ჩემს სამყაროში გაადავეშვი. დავივიწყე ბებერი,ნაოჭებიანი და მოწყენილი დღევანდელობა. მერე ნისლში გავეხვიე და დავდუმდი.
***
ორშაბათი გათენდა და ჩვეულებრივი არაფრის მთქმელი სახით გავუყევი სკოლისკნ მიმავალ გზას. თავი ჩახრილი მაქვს და თოვლში დანატოვარ ჩემა ნაბიჯებს ვაკვირდები.ისე მიყვარს ნელი სიარული და ლამაზი ბუნება. გარშემო თითქოს ერთიორად ქრება ყველაფერი და ვრჩები მხოლოდ მე და არავინ სხვა. თავი ავწიე და ნაცნობი სილუეტი დავინახე თუმდა ჩემმა შინაგანმა მემ,უხასიათობამ და ყველაფერმა ერთად არ მომცა უფლება მისთვის დამეძახა . მივდივარ ჩემთვის. ყველანაირი ფიქრი გადავიყარე გონებიდან და კონცენტრირება ვცადე. ვცდილობდი ჩემთვის უკვე ნაცნობ ჯარჯის თვალში არ მოვხვედროდი,თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მასთან საუბარი. ნამდვილად მაინტერესებდა რა იმალებოდა მისი გოროზი სახის უკან . გულში კი ვფიქრობ:
-აუ ოღონდ ამ ტიპის ისტორია მომასმენინა და მაგარი სტატია გამომივა.
ჯარჯიმ გზიდან გადაუხვია და მეც დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო. თუმცა ვინ მაცდის მარტოობას . თორინიკეს სიყვარულით გაჯერებული ესემესი მომივიდა . სხვა დროს ალბათ სიხარულისგან გავგიჟდებოდი, თუმდა ახლა უიმედო,თანაც უმეტყველო ღიმილის გარდა არაფერი ყოფილა.
კვლავ სკოლის საზოგადოება. რადიოს ოთახი და ჩემი ყოველდღიური რუტინა. ყველაფერი უცვლელია . მალე დამთავრდება პირველი სემესტრი . მოუთმენლად ველი არდადეგებს და თოვლის ბაბუას. სასაცილოა ამხელა გოგო ველოდები თოვლის ბაბუას პატარა ბავშვივით და ერთი სული მაქვს როდის მომიტანს დიდ დათუნიას.სასაცილოა.
მე და მარიამი მათესთან მივდიოდით.მათე ხევსურია ,ცუდი ხასიათი აქვს მაგრამ დიდიხანია ვმეგობრობთ. ძალიან მიყვარს და ვუძლებ მის ხასიათს. მე და მარიამმა უკვე ვიცოდით რომ მათეს სტუმარი ჰყავდა მთიდან. დღეს უნდა გაგვეცნო. რათქმაუნდა დაუკაკუნებლად შევედით მათეს სახლში და თამუნა დეიდას დანახვისას სიხარულის კივილი დავიწყეთ. ძალიან გვიყვარდა თამუნა დეიდა და მისი გაკეთებული ნამცხვრები. სკოლის გაცდენა რომ გვინდოდა მე და მარიამი ყოველთვის აქ მოვდიოდით. სამზარულოსკენ წავედი ,რადგან ვიცოდი იქ აუცილებლად ჩემი საყვარლი ნამცხვარი დამხვდებოდა მაცივარში. სამზარეულოში შესვლისთანავე ბედნიერი ღიმილი სახეზე შემაშრა .
ჯარჯი რომ დავინახე გავშრი . ალბათ ჩემი საყვარლი ბენდი რომ დამენახა ახლა იმდენად არ გამიკვირდებოდა ,ვიდრე ყოველივე ეს . ჯარჯი კვლავ არაფრის მთქმელი, უღიმღამო სახით მიყურებდა თითქოს არც დავუნახივარ არასდროს . ძალიან მეწყინა. არ ვიცი რატომ მაგრამ მეწყინა . ზოგაგდ მე მალე მწყინს,მაგრამ არასდროს არაფერს არავისთან ვიმჩნევ.ჩემი თავის ასეთი კარგი ნიღაბი ხანდახან მაოცებს.
შემდეგ მათემ ჯარჯი გაგვაცნო. მთელი საღამო ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა მისი ცხოვრების თითოეული დეტალი. არასდროს დავინტრესებულვარ უცხო ადამიანით. ზოგადად ხევსურებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება მქონდა ,რადგან ჩემი შეყვრებულიც ხევსურია მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მივდგომოდი ამ ადამიანს. არ ვიცოდი დამეწყო თუ არა დიალოგი ან რა გამეკეთებინა . ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სახლში წასვლა დავაპირე.
- ბავშვებო მე უნდა წავიდე. მარიამ შენ დარჩი და შენი მათე წაგიყვანს მერე. ვთქვი და ჩავიკისკისე.
-და შენ თორნიკე არ წაგიყვანს? მკითხა გაოცებულმა მარიამმა.
-არა. მოკლედ მოვჭერი და თამუნა დეიდა ჩავკოცნე.
-მე გაგაცილებ. მითხრა ჯარჯიმ და წამოიწია .მე გამიკვირდა მაგრამ მივხვდი რომ შანსი მეძლეოდა მასთან საუბრის ოღონდ ინიციატივა მე უნდა გამომეჩინა.
გავუყევით გზას. თოვდა.ძალიან ლამაზი იყო ქუჩა ხალხის გარეშე . გზას მხოლოდ და მხოლოდ ლამპიონის მკრთალი შუქი ანათებდა .
- რამდენი წლის ხარ ან აქ როგორ მოხვდი? ვცადე სერიოზული და საქმიანი საუბრის წამოწყება.
-17 წლის ვარ. არ მინდოდა აქ ჩამოსვლა მაგრამ მომიწია. მე აუცილებლად დავბრუნდები იქ . აქ არ დავრჩები. ხნაში სევდა ეტყობოდა . მისი ხმა კი .. მისი ხმა საოცრება იყო. არაამქვეყნიური.
-სად ცხოვრობ ? საუბრის გაგრძელების პერპექტივით ვკითხე.
-არხოტში. მოკლედ და ლაკონურად მიპასუხა. მე კიდეც მინდოდა საუბრის გაგრძელება მაგრამ ვერაფერი ვეღარ ვკითხე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მან განაგრძო საუაბარი.
-თათია რატომ ხარ მოწყენილი?
ასეთი კითხვა არასდრო არავის დაუსვამს ჩემთვის .არც არასდროს ველოდი რომ ვინმე ამგვარ რამეს მკითხავდა მითუმეტეს ჯარჯი. ის ხომ უცხო იყო,უცნობი.არ იცოდა ჩემი ცხოვრების წესი და რიგი. ყოველთვს მხიარულ ადამიანად მივიჩნეოდი. ყველას ვამხნევებდი და ვერავინ ამჩნევდა ჩემს ცუდად ყოფნას. ეს ის იშვიათი მომენტი იყო როდესაც ვიღაც უცხომ, შორეულმა მიგრძნო. დიახ , მთელი სულით მიგრძნო. მხოლოდ მან . მეტმა ვერავინ. მხოლოდ ჯარჯიმ.
-გაწუხებს რამე ?
მან მეორე გამაოცა და მე გაოცებულს ერთი პატარა ცრემლი გადმომვარდა . ჯარჯიმ როდესაც დაინახა ჩემი ცრემლები უკანასკელ მოჰიკანს დაემსაგავსა . თავი თითქოს დამნაშავედ იგრძნო და უნდოდა დავემშვიდებინე .თანაც არ ელოდა მე თუ ვიტირებდი რადგან კლდესავით ცივი,უგრძნობი და არაფრის მთქმელი ვიყავი.უბრალოდ არასდროს ვაძლებდი გრძნობებს უფლებას რომ ხმამაღლა ეყვირათ.ახლა კი მე ტირილს ვუმატე. ღმერთო ჩემო,არასდროს ვაძლევდი მე ადამიანი სიამაყე თავს უფლებას რომ სხვასთან მეტირა . არ შემეძლო . ახლა კი .. ახლა კი ყველაფერი თავდაყირა დადგა .თავის შეკავებას ვცდილობდი ,მაგრამ ვამჩნევ რომ ისტერიკა მემართება. ჯარჯი მოვიდა და ჩამიხუტა. უსიტვოდ ჩამიხუტა. ძალიან მაღალი იყო,ძალიან. გულამდე ძლივს ვწვდებოდი. გაშლილ დათოვლილ თმაზე ხელს მავლებს და ელოდება ჩემს დაწყნარებას. შემდეგ თავს ძალა დავატანე და დავმშვიდდი.ჯარჯის მოვშორდი და ასლუკნებულმა საუბარი დავიწყე.
-იცი მე მხიარული ვარ,ძალიან მხიარული. ყველას ვუყვარვარ . მეც მიყვარს ყველა . ყველას ვამხირულებ. მე,მეკდე ცუდად ვარ. მეც ვარ ხოლმე ცუდად და მე არავინ მამხიარულებს . ანერვიულებული ვუხსნიდი მას და ამასობაში ჩემს სახლსაც მივუახლოვდით.
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება . კიდევ ერთხელ მანუგეშა ჯარჯიმ.ზედაპირულად მაგრამ მაინც მანუგეშა და დათოვლილი თმები გამისუფთავა.
ბოლოს გულთბილი ღიმილი და მეტი არაფერი.
შევედი შინ და დავწექი. არავინ და არაფერი მიდოდა . უცებ დავფიქრდი კვლავ ნანატრ თავისუფლებაზე და მთა მომაგონდა.
,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება!"

(ბავშვებო ეს ჩემი სადებიუტო ისტორიაა იმედია მოგწონთ .ვიცი რომ ბევრი ხარვეზი იქნება რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო თავები უფრო და უფრო საინტერესო იქნება მერწმუნეთ.
სიყვარულით თქვენი თათია)



№1  offline წევრი Stranger

ბავშვებო ეს მეორე ნაწილია.. დამაიწყდა სათაურზე მიწერა :)))

 


№2 სტუმარი მარეე:)

არხოტიოო...ვაიმე,მეც მინდა არხოტშიიიი:დდდ მალე დადე შემდეგი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent