შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაბედავ! 4 დასასრული


16-01-2016, 00:01
ავტორი ml99
ნანახია 3 317

ჩემს ნომერში დავბრუნდი, წყალი გადავივლე და წასახემსებლად სასტუმროს პირველ სართულზე ჩავედი.
-ლილე აქეთ სონიამ დამიძახა ღიმილით.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-გვაპატი გუშინ მარტო რომ დაგტოვეთ, მიშა საშინლად მთვრალო იყო ფეხზე ძლივს იდგა. შენ როგორ ხარ? თავი არ გისკდება.
-პრივეტ გოგოებო! მიშა სონიას ეამბორა მე კი გამიღიმა.
-პრივეტ მიშ გავუღიმე მეგობარს.
-პატარავ თავი არ გტკვია.
-არა მე ბევრი არ დამილევია. უპასუხასონიამ
-შენ ლოთო ქალბატონო? მომმართა სიცილით.
-საშინლად მტკივა ხმაჩამწყდარმა მივმართე, საზურგეზე გადავწექი და თვალები დავხუჭე.
-დალიე გადაგივლის გავიგონე ბოხი ბარიტონი , მაგრამ ეს მიშას არ უთქვამს.
თვალები ზანტად გავახილე და გაბრიელის მწვანე თვალებს შევეჩეხე. მას ხელში ჭიქა წყალი და და წამალი ეკავა.
-არ მჭირდება! უხეშად ვუპასუხე.
-ნუ ჯიუტობ გოგო! ხმა გაუმკაცრდა.
-არ მჭირდება შენი არაფერი... ზიზღით ვუპასუხე.
მას საშინლად მოეშალა ნერვები გაბრაზებულმა ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და გაღიზიანებულმა შემაქცია ზურგი
-5 წუთში დარბაზში გამოცხადდები!. მისი ხმა საშინლად ცივი იყო.
-რა უხეშია და რა მზრუნველი! წარმოთქვა ღიმილით სონიამ და მიშას სახეზე გაეცინა.
-რა.. იგი არავისზე ზრუნავს, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი და ტირანია.
-კარგი რა როგორ ვერ ხედავ როგორ გიყურებს, შენ მისთვის სულ ერთი არ ხარ!.
-კარგი რა! ტკივილის ხელახალმა ტალღამ შემომიტია,გაუცნობიერებლა დავლიე წამალი და ჭიქა წყალი ბოლომდე გამოვცალე, საათს დავაკვირდი და კარისკენ გავიქეცი
-დროებით! გავძახე ბავშვებს და ზურგს უკან მათი გულიანი სიცილი გავიგონე. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ ძალიან მსურდა გაბრიელის ნახვა, მისი ნერვების მოშლა. კარი ნელა შევაღე და ზიზღით აღსავსე მზერა მივაპყარი გაბრიელს.მისის მზერა ისევ ისეთი გაყინული იყო.
-დილამშვიდობისა ბავშვებო მოგვესალმა ქეთევანი და ყავა მოსვა.თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
აშკარად კმაყოფილი ჩანდა.
-არ ვიცი გუშინ როგორ მოხიბლეთ ჟიურის წევრები მაგრამ მათ ძალიან მოეწონეთ, დღეიდან ყველაფერი იცვლება, ახალი ნომერის მოსამზადებლად მხოლოდ 1 დღე გვაქვს, ხვალ საღამოს გაგრძელდება კონკურსი, მაგრამ ყოველ საღამოს სრულიად შესაძლებელია კონკურს გამოეთიშოთ. იქნება 3 აუცსაიდერი წყვილი, აქედან 2-ს ხალხის ხმა და ჟიური გადაარჩენს მესამე კი პროექტს დატოვებს. მინდა მაქსიმალური გააკეთოთ, ნახევარ ფინალამდე მაინც რომ მივიდეთ.... ახლა კი დავიწყოთ.
------
დღეს მესამე საკონკურსო დღეა ძალიან ვღელავ, მთელი დღე ქეთა გვამეცადინებდა, მე და გაბრიელს თითქმის არ გვისაუბრია.
-კარგით ბავშვებო შეგიძლიათ დაისვენოთ. ძალაგამოცლილი იატაკზე დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ჩავისუნთქე.
კარის დახურვის ხმა გავიგონე როგორც ჩანს ოთახში მარტო დავრჩი..
-ძალიან დაიღალე, უნდა დაისვენო... მომიახლოვდა მესხი და თმა გადამიწია. სახე გვერდით გავატრიალე და მზერა მოვარიდე. უხმოთ ავდექი და გასასვლელისკე წავედი. ხელი დამიკავა და მომაბრუნა.
-რატომ მარიდებ თავს?
-მეკითხები კიდეც? იდიოტი ხარ გაბრიელ! თავი გავითავისუფლე და ნომერში დავბრუნდი. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, არ მჯეროდა მისი არც ერთი სიტყვის... ისევ მომამზადეს, ამჯერად ულამაზესი სამეჯლისო კაბა მეცვა. მოწყენილი დავეშვი კიბეზე.
კულისებში საშინელი არეულობა იყო, ყველა ღელავდა, ტანისამოსს და ვარცხნილობას ისწორებდა. ამჯერად ჩემი რუსი მეგობრების შეუდარებელ და სევდიან გამოსვლას კულისებიდან ვუყურებდი.
გაბრიელი არსად ჩანდა, ჩვენი გამოსვლა კი 2 ნომრის შემდეგ იყო. ყველგან ვეძებდი, ვერსად ვერ ვიპოვე, მთელი შენობა შემოვიარე მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს ღამის სიბნელეში აივანზე, სიგარეტით ხელში მოვკარი თვალი.
-აქ რას აკეთებ? ჩვენი გამოსვლის დროა! გაბრიელ! გაღიზიანებულმა მივმართე, მასთან მივედი შემოვაბრუნე და...
-რა გჭირს? ჩემი ხმა ისეთი ჩამწყდარი იყო ძლივს გავიგონე. ვუყურებდი მესხის ჩამქრალ მწვანე თვალებს და ფერკმთალ სახეს. კარგად ხარ?
-დღეს მისი დაბადების დღეა ! 5 წლის გახდებოდა, ქეთასავით ზღვისფერი თვალები და კულულა ქერა თმა ჰქონდა. სულ პატარა იყო, 13 წლის ვიყავი როდესაც პირველად ავიყვანე ხელში, მან თავის პატარა თვალებით შემომხედა და ბედნიერმა გამიღიმა. 9 თვე მოუთმენლად ველოდი მინდოდა მარია დამერქმია. დაიბადა და ისეთი ბედნიერი ვიყავი...
ვერ გავუძელი ჩემ საყვარელ ადამიანს რომ ასეთს ვხედავდი. მთელი ძალით ჩავეხუტე, მინდოდა მისი ტკივილი გამეზიარებინა, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე.
-გთხოვ გაუძელი, ვიცი რომ ძალიან გენატრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მისი ხსოვნისთვის იცხოვრე ის მუდამ აი აქ შენს გულში იქნება.
ნაღვლიანად გამიღიმა, შუბლზე მეამბორა, ცრემლები მომწმინდა, ხელი მომკიდა და კულისებისკენ წავედით.
celine dion-titanik ამ უკვდავ და სევდიან სიმღერაზე უნდა გვეცეკვა. აქ მთავარი იყო, შენი გრძნობები მაყურებლამდე მიგვეტანა. მაგრამ ამ წამს ეს სულ არ მანაღვლებდა, გამუდმებით მინდოდა გაბრიელთან ახლოს ვყოფილიყავი და ჩავხუტებოდი. არ შემეძლო მის ასეთის ყურება, გული საშინლად მტკიოდა. ჩვენი გამოსვლის დრო იყო... ვცეკვავდი მთელი გრძნობით და ვერ ვაკავებდი თავხედ ცრემლებს რომლებიც ჩემს ღაწვებზე ურცხვად დაცოცავდნენ. ცეკვა დავასრულეთ, გაბრიელს ხელი გავუშვი და მოშორებით დავდექი. ის ისევ ჩაფიქრებული და ნაღვლიანი იყო...
დარბაზი არ ცხრებოდა... სცენა დავტოვე კულისებში შესვლის თანავე ვიღაც მთელი ძალით ჩამეხუტა.
-სონია? რა ხდება! შენ რა იტირე.
-ხომ იცი როგორი გულჩვილია, ყოჩაღ თითქმის მეც ამატირე. გამიღიმა მიშკამ.
-ონ ტიბია ტაკ ლუბიტ კაკ ტი ნე პანიმაეშ? ჩამჩურჩულა სლუკუნით მეგობარმა.
ნაღვლიანად გავუღმე.
-ცდები საყვარელო, ცდები... მოვშორდი მეგობარს და აივანზე გავედი. ღრმად ჩავისუნთქე, არ მინდოდა, რომ კიდევ მეტირა... გამუდმებით ის სცენა მიტრიალებდა თავში, როგორ კოცნიდა ნატას, მე კი სიყვარულს მეფიცებოდა. არ მინდოდა მისდამი გრძნობებს დავესუსტებინე... არ მინდოდა მისთვის კიდევ მიმეცა ჩემი გამოყენების უფლება...
კონკურსი მესამე ეტაპი დასასრულს უახლოვდებოდა. არ მინდოდა აუცსაიდერებში მოვხვედრილიყავი და პროექტი დამეტოვა. გავოცდი როდესაც ჩვენი ცეკვა საღამოს ერთ ერთ საუკეთესო ცეკვად აღიარეს. გაბრიელი ისევ ნაღვლიანი იყო, ჩემი ბედნიერი სახის დანახვისას ნაღვლიანად გამიღიმა და სცენა დატოვა. ვიცოდი ახლა როგორ სჭირდებოდა მარტო ყოფნა....
საშინლად დაღლილი ვიყავი მაგრამ ვერ ვიძინებდი საწოლში ვწრიალებდი. ლამფა ავანთე ღამის სამი საათი იყო. ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი. სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სასტუმროს ეზოს გადავხედე. 7 მეტრიან აუზში გადასახტომ ტრამპლინზე, ვიღაც იჯდა კარგად დავაკვირდი. ეს ხომ გაბრიელია რას აკეთებს სწრაფად გავაღე კარი რაც შემეძლო სწრაფად და ჩუმად ჩავირბინე კიბეები.
-გაბრიელ მან რას აკეთებ?
-რა შენი საქმეა წადი დაიძინე!
უხეშად მიპასუხა მესხმა.
-ჩამოდი რა! იცი რომელი საათია? ხვალ რეპეტიცია გვაქვს!
-შენ მარტო რეპეტიციები განაღვლებს არა? გაბრაზებულმა ჩაიცინა და ლუდის ბოთლი მოისროლა.
სხვა გზა არ მქონდა მასთან უნდა ავსულიყავი მაგრამ ძალიან მეშინოდა თვალებდახუჭული ავედი კიბეზე.
-ცოტაც! ცოტაც! ვჩურჩულებდი შეშინებული. მივუახლოვდი მის გვერდით ჩამოვჯექი და ფეხები ჰაერში ჩამოვკიდე.
-წავიდეთ გთხოვ!
მან უცნაურად შემომხედა რაღაცის თქმა სურდა მაგრამ გაჩუმდა. სახიდან თმა გადამიწია და ჩამჩურჩულა
-ძალიან ლამაზი ხარ ლილე. თავი გავატრიალე, მისი შეხება ტანში ჟრუანტელს მგვრიდა და ამავდროულად ჩემში ცუდ მოგონებებს აღძრავდა.
-ვიცი ვერასდროს მაპატიებ მაგრამ შეიძლება ვიმეგობროთ მაინც!
-მე... ალბათ... როგორ დავთანხმებოდი როცა ასე ძალიან მიყვარდა....
-მაშინ თუ მეგობრები ვართ, ერთი თხოვნა შემისრულე...
-რა თხოვნა?
-ჩემთან ერთად გადმოხტი!
-მე გაბრიელ...
-ვიცი რომ გეშინია მაგრამ მე შენს გვერდით ვარ! მენდე გთხოვ!
-მე... კარგ... სწრაფად ჩამკიდა ხელი და გადავარდით. გონს ცივი წყლის შეხებამ მომიყვანა, სწრაფად გავცურე აუზის კიდისკენ. ამოვედი და დავწექი, გაბრიელი გვერდით მომიწვა. მას შევხედე და გამეცინა უმაგრესი შეგრძნება იყო... შეშინებული და ამავდროულად ნასიამოვნები ვიყავი თავს ვერ ვიკავებდი და მესხთან ერთად სულელივით ვიცინოდი.
-----
დარბაზში რეპეტიციას გავდიოდი, გაბრიელი ისევ სერიოზული და გაღიზიანებული იყო. ვერ ვხვდებოდი ამ ბიჭს რა შჭირდა. დარბაზის კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა ჟურნალისტი და კამერით ხელში ოპერატორი შემოვიდა. ახალგაზრდა ქალი თავაზიანად მოგვესალმა და გვთხოვა ინტერვიუსთვის დრო დაგვეთმო. ინტერვიუ ცალკე ოთახში ჯერ გაბრიელს შემდეგ კი მე ჩამომართვეს.
რამდენიმე საზოგადო კითხვის შემდეგ ქალმა მაცდურად გამიღიმა და მომმართა.
-ლილე ნაკაშიძე შეყვარებული გყავთ?
-არა გაოცებულმა ვუპასუხე.
-მოგვიყევით თქვენი და გაბრიელ მესხის შესახებ.
-რა გიამბოთ ჩვენ უკვე 4 თვეა ვიცნობთ ერთმანეთს ის შესანიშნავი მოცეკვავე და კარგი მეწყვილეა.
-და თქვენ მისადმი არანაირი გრძნობა არ გაგაჩნიათ? პირდაპირ დაუფარავად მაჯახა კითხვა ჟურნალისტმა.
-უკაცრავად! რათქმაუნდა არა! ვუპასუხე იმდენად დამაჯერებლად რომ საკუთარი თავის გამიკვირდა. ქალი ოდნავ მოიღუშა.
-ჩვენთვის უკვე ცნობილია ინციდენტი აუზთან, გვიამბეთ ამის შესახებ
-მმმ... შესაძლოა გაბრიელი გულის სიღრმეში კარგი ადამიანია, მაგრამ ხშირად საშინელი უხეში და თავხედია. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა ამიტომ ხშირია ასეთი უმნიშვნელო შემთხვევები... გავუღიმე დაბნეულმა მიუხედავად ამისა ის შესანიშნავი პარტნიორია დავუმატე ბოლოს დაბნეულმა.
-კარგით მადლობ ინტერვიუსთვის.
-------
ნახევარ ფინალი 4 დღეში იწყებოდა. ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მეწყვილეები შეგვეცვალა 1 დღით. 6 ქვეყნის წარმომადგენელი ანუ 12 მონაწილე დავრჩით. ორგანიზატორებს ამით სურდათ ერთმანეთის წინააღმდეგ არა კონკურენცია დაგვეწყო არამედ მეგობრები გავმხდარიყავით.
ყველა დიდ დარბაზში შევიკრიბეთ, ყველა ვცეკვავდით ჩემი მეწყვილე ესტონელი ნიკიტა იყო, მხიარული ცისფერთვალება ტიპი. გაბრიელის მეწყვილე კეიტი დანიიდან. დარბაზის ერთ კედელთან უამრავი სასუსნავი და ტკბილეული იყო გაშლილი. და ნახევარ ფინალის მონაწილეებისათვის უგემრიელესი ტორტი. ოთახი იმდენად ფართო იყო ყველა ერთად და ცალკ ცალკე თავისუფლად ვახერხებდით რეპეტიციას.
-ჩვენი ქორეოგრაფები კი პროექტის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად წვეულებაზე ბრძანდებოდნენ.
-მოდი გავიმეოროთ ეს ილეთი და მერე ყველაზე ძნელი გავაკეთოთ სიცილით მომმართა ნიკიტამ.
-კაი ვუპასუხე დაღლილი ხმით.
ილეთი მართლაც რთული იყო ხელში აყვანილს უნდა დავებზრიალებინე და უსაფრთხოდ დავებრუნებინე მიწაზე. ხელში ამიტაცა არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ძირს დავვარდი და ფეხი ვიტკინე.
-ააა აღმომხდა შეწუხებულს გაოცებული ბავშვები დაბნეული მიმზერდნენ. გაბრიელმა კეიტთან ცეკვა შეწყვიტა და ოთახის მეორე ბოლოდან ჩემსკენ გამოიქცა.
-კარგად ხარ? მიპასუხა შეწუხებულმა და გაღიზიანებულმა. ვანიშნე რომ კარგად ვიყავი მაშინვე ფეხზე წამოდგა გაცეცხლებული, ყვირილით მივარდა ნიკიტას და მუშტი დაარტყა.
-გაგიჟდი ვიყვირე შეშფოთებულმა და კოჭლობით მივედი მასთან.მოშორდი აქედან! მისი ბრალი არ იყო ვუყვირე და ხელი ვკარი. -ნიკიტა კარგად ხარ? ადგომაში დავეხმარე.
საშინლად გავღიზიანდი. გაბრიელისკენ წავედი და გაბრაზებულმა მივმართე.
-ვინ გეკითხებოდა საერთოდ? ნორმალური ხარ? რატომ დაარტყი? ვუყვირე გაღიზიანებულმა. ჩემსკენ სწრაფად შემობრუნდა ხელში ლუდის ბაკალი ეჭირა და მთლიანად დამასველა.
-აუ ლილე ბოდიში არ მინდოდა ხელსახოცის ასაღებად შებრუნდა მაგრამ რომ, შემობრუნდა სახეში ბოსტნეულის სალათა მაიონეზით, შევაყარე.
-კარგი ასე გინდა ხო. კრემიანი ნამცხვარი აიღო და მესროლა, თავი დავხარე და შემთხვევით შვედი ეკატერინე დაისვარა, მის ძმამ ფრიდრიხმა გაბრაზებულმა გაბრიელს ესროლა, რამდენიმე წამის შემდეგ ვერ გაიგებდით ვინ ვის ეომებოდა. ბოლოს საჭმელში ამოთხვრილი ყველა მუცლის ტკივილამდე ვიცინოდით და ძირს ვიწექით.
-აქ რა ხდება? დარბაზში ერთ ერთი ორგანიზატორი შემოვიდა. როგორც აღმოჩნა ამ სიგიჟეს კარგა ხანია კარებში მდგარი ოპერატორი და ჩვენი ნაცნობი ახალგაზრდა ჟურნალისტი სიცილით იღებდა.
ორგანიზატორმა ყველა კარგად შეგვათვალიერა და სიცილი ატეხა, ერთ ერთ კორეელ მონაწილე ბიჭის დანახვისას, რომელსაც გათიშული ეძინა მაგიდებს შორის და მთლიანად ტორტში იყო ამოთხვრილი. (ჩვენ მძინარე მეგობარს დროის ცვლილების გამო თითქმის სულ ეძინა). მოულოდნელად გაბრიელს შევხედე, რომელმაც ტორტიანი ხელი ნიკიტას ჩამოართვა, შემდეგ ორივემ ჩემსკენ გამოიხედა, ნიკიტამ რაღაც უჩურჩულა გაბრიელს და ორივეს გაეცინათ.
ყველა დავიშალეთ, თავის მოსაწესრიგებლად გავნაწილდით ჩვენ ნომრებში.
-ლანა სად ხარ? მივწერე მეგობარს რომელსაც მართალია იშვიათად ვწერდი მაგრამ სულ ჩემს გვერდით იყო.
პასუხი არ მოუწერია, ამიტომ მოწყენილმა დავაბრუნე ჯიბეში ტეელეფონი და კიბეები ჩავირბინე.
ყველა ბარში ვიყავით. მიშკა ყველას მაგიდასთან სათითაოდ მივიდა აახია მაგიდა და ბარის ცენტრში ერთ მაგიდად შეკრა. ცოტათი კორეელი ჰიუ გაგვინაწყენდა, აგემოვნებდა იტალიურ მაკარონს სოუზთან ერთად, როდესაც მიშა მაგიდის წამოსაღებად მივიდა, არ გამოატანა ბოლოს სიტუაციას მიხვდა, ჩვენი მძინარა მეგობარი და თავის კერძთან ერთად შემოგვიერთდა. გარშემო შემოვუსხედით მაგიდებს და სიცილით გავაგრძელეთ საუბარი.
როგორც იქნა იკადრა ბატონმა გაბრიელმა და გამოჩნდა. ლუდის ქილა აიღო და ჩემს პირდაპირ მოთავსდა თვალს არ მაცილებდა. მე კი ვცდილობდი მისი მზერა არ შემემჩნია. ესემესი მომივიდა, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და სიცილით ჩავიკითხე ჩემი გიჟი დაქალის ესემესი.
-ეი ვიყვირე როდესაც, ტელეფონი ხელიდან წამართვეს და გაბრიელს ესროლეს.
-ნიკიტა ეს რა იყო?
-ვინაა? მომმართა გაბრიელმა.
-რა შენი საქმეა? დამიბრუნე ახლავე.
-მითხარი, იძულებულს ნუ გამხდი ესემესი წავიკითხო.
გვერდით ნიკიტას სიცილი გავიგონე, გაბრაზებულმა გავკარი მხარი მეგობარს და გამწყრალმა მივმართე.
-თქვენ რა შეკრულები ხართ? შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი ?
-გამეცი პასუხი! სანამ ესემესი გამიხსნია.
-ამას ვერ გაბედავ!
-რა რატომ? ამჯერად, ჰიუს მაკარონს ტომატ პასტასთან ერთად გადამასხამ? სიცილით მომმართა გაბრიელმა და მას ბავშვებიც აყვნენ.
-არ არის ცუდი იდეა მაგრამ უკეთესი მოვიფიქრე მისკენ გავიქეცი ის ფეხზე წამოდგა და ხელი მაღლა აწია. მიუხედავად იმისა რომ, მეც მაღალი ვიყავი ამ ახმახს მაინც ვერ ვწვდებოდი.
-აუ!! უშედეგოდ ვცდილობდი ტელეფონის დაბრუნებას.
-სონია, მიშა, ნიკიტა, შეწყვიტეთ სიცილი! დამეხმარეთ მეგობრები არ ხართ?!
-ეგ თქვენი საქმეა გვრიტებო! მოგვმართა მიშამ და სიცილი განაგრძო.
აუუუუ მოწყენილმა წარმოვთქვი და ბავშვივით დავაბაკუნე ფეხები.
ამასობაში გაბრიელმა ტელეფონს ბლოკი მოხსნა.
-არ გაბედო! ეს შენი საქმე არაა!
-ვა მართლა აბა შემაჩერე სიცილით გადაიტანა მეორე ხელში მობილური.
მასთან ახლოს მივედი, ფეხის წვერებზე ავიწიე, მის ბაგეებს ჩემი ბაგეები გავუთანაბრე და მწვანე თვალებში ჩავხედე, დაიბნა მოდუნდა და ჩემკენ გადმოიხარა სწრაფად ავხტი ტელეფონი გამოვართვი და გავიქეცი.
-უუუ ბავშვების აღფთოვანებული შეძახილი და სიცილი არ წყდებოდა.
მეც ვერ ვწყვეტდი სიცილს, მინდოდა ლანასთვის პასუხი მიმეწერა მაგრამ გაბრიელი ჩემსკენ წამოვიდა და ხელში ამიტაცა.
-გამიშვი იდიოტო დამსვი! ვუყვიროდი გაბრიელს სანამ აივანზე არ გამიყვანა.
-აააა გაბრიელ ხელი არა გამიშვა არ გადამაგდო იდიოტო გთხოვ! ხელი არ გამიშვა! მეშინია! ვყვიროდი და მის სხეულს ვეკროდი. სიცილს არ წყვეტდა.
-მეც თუ შენთან ერთად გადმოვხტე მაშინ გეშინია?
-ორივე ერთად თუ მოვკვდებით მაშინ?
-ხო ? გაეცინ საყვარლად.
-მაშინ არა ! ვინმე ხომ უნდა გადავიყოლო არა? ვუპასუხე უკვე სიცილით.
-მითხარი ვინ იყო და დაგვსვამ!
-ლანა მხითარიანი ჩემი და, შენ რა იეჭ....
-ხო...
-დამსვი! უკვე ხმაგაბზარულმა მივმართე, რატომღაც ყოველთვის საშინელ ხასიათზე ვდგებოდი ძველი ამბის გახსენებისას. სახე შეეცვალა...
-კიდევ არ მპატიობ ხო?
-დამსვი!
ფრთხილად დამსვა, არაფერი მითქვამს კაფიდან მოჩვენებული ღიმილით გამოვედი და სასტუმროს უკანა დიდ აივანზე გავედი.
მოაჯირს დავეყრდენი და ფიქრებში ჩავიძირე.
მთელი არსებით მიყვარდა მესხი. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვენდობოდი არ მჯეროდა მისი. მან საშინლად მატკინა გული, ჩემი გულის გამთელება კი ძნელია.
ჩემი და ნიკიტას ნომერი მხიარული და ენერგიული გამოვიდა.
ხვალ ნახევარფინალია გაბრიელთან ერთად ვცეკვავ რუმბას. ძალიან ბედნიერი ვარ შევძელი ნახევარფინალამდე მოსვლა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
-რას შვრებით ბავშვებო? მივმართე მხიარულად სონიას და მიშას.
-შენ ეს ნახე?
რამდენიმე გაზეთის, ტელევიზიისა და სოციალურ ქსელებში ოფიციალურ გვერდებზე იყო განთავსებული ჩემი და გაბრიელოს სურათები, ცეკვის ვიდეოები, ტკბილეულის გუნდაობის სცენები და უამრავი სხვა რამ.
ესემესი მომივიდა ლანასგან.
-სწრაფად შენ ფბ-ზე შედი.
არა არა არა უამრავი რამ იყო ატვირთული ჩემ თაიმლაინზე, ქართველების და უამრავი სხვა ხალხის კომენტარები.
-რა საყვარლები ხართ! გვეამაყებით!
-წარმატებები!
-ლილე შენ ცეკვავ?
-ეს რა სიგიჟეა? გაბრიელ მესხი ცეკვას დაუბრუნდა?
კიდევ ერთი კოლაჟი ჩემი და გაბრიელის ცეკვებიდან, და სურათებიდან (აუზის ამბავი, პირველი ცეკვა)
-აუ რა კარგი წყვილი იქნებოდა!
-გააგებინოს ვინმემ ამ სულელ გოგოს რომ გაბრიელს უყვარს!
-ეს არა სიმართლე გაბრიელს ასეთი მახინჯი არ შეუყვარდებოდა!
-გაბრიელი თავის ინტერვიუში ამ ინფორმაციას ადასტურებს.
-წარმატებები!
-რა კაი წყვილია, მაგრამ რატო არ არიან ერთად...:(
-აჰაჰაჰ ამბობენ გაბრიელმა ნატა აბაშიძე ლილეს საეჭვიანოდ გამოიყენაო... რა დებილია ნატა, აბა ეგონა შანსი ექნებოდა.
-აუ ნეტა გაიმარჯვონ რა
-#NBAVOTE zaza pachulia (აჰაჰჰა აქაც გაიჩითა)
-აუ მაჩუქეთ ეს გოგო....
-უმაგრესი მოცეკვავეები! საღოლ ბავშვებო .....
-ჩემი ფავორიტი წყვილია!!!!!
-----
-არა არა არა...
-რატო მოიწყინე სულელო ყველა თქვენზე ლაპარაკობს მომმართა სონიამ.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა...
-არა გთხოვ ოღონდ დედა არ იყოს! მაგრამ მწარედ შევცდი.
ცარიელი ოთახისკენ გავიქეცი, გზაში ვიღაცას შევეჯახე მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
ხმის კანკალით ვუპასუხე.
-გისმენ დედა!
-ლილე ნაკაშიძე, როგორ გაბედე როგორ გაბედე ნუთუ არ გცხვენია! საკუთარი მშობლები მოატყუე! რას აკეთებ ლატვიაში, როგორ არ გცხვენია, თავდაყირა დგები და ხელ ფეხს იქნებ მთელი მსოფლიოს წინაშე. შენ ჩემი შვილი აღარ ხარ! ჩვენი გვარის შემარცხვენელო, ახლა რა პასუხი გავცე მათ ეს არ მოეწონებათ! ხვდები რა მდგომარეობაში ვართ ახლა შენი წყალობით!
- ვის დედა ვის არ მოეწონება! შენვის საკუთრი შვილის ბედნიერება და წარმატება უფრო მნიშვნელოვანია თუ ხალხის აზრი გამაგებინე!
-უმადურო უმადურო ჩვენ ყვეაფერი გავაკეთეთ რომ ღირსეულ და მდიდარ ოჯახში მოხვედრილიყავი. მაგრამ ყველაფერი გააფუჭე, ჩვენი 18 წლიანი შრომა წყალში ჩაყარე! ჩვენი ოჯახის რეპუტაცია შელახე! რამდენჯერ გაგაფრთხილე !
-რა რას ამბობ დედა გამაგებინე რა ოჯახი, რა არის ამაში ცუდი თუ ვიცეკვებ! გამაგებინე დედა რას მიედმოედები! ოთახში ქეთა შემოვიდა ტელეფონი გამომართვა ნაღვლიანად გამიღიმა და გავიდა.
ტკივილისგან ჩავიკეცე, სულიერად გავნადგურდი, ცხარე ცრემლით ვტიროდი... საკუთარ მშობლებს ვძულვარ....
-ჩუ ჩუმათ, კარგი პატარავ ნუღარ ტირი მომეფერა გაბრიელი ხელში ამიყვანა და გულზე მიმიკრა.
ჩემ ნომერში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
-არ წახვიდე გთხოვ ნუ დამტოვებ! შევაჩერე გაბრიელი გემუდარები შენც ნუ უმარყოფ! საშინლად ვიყავი ტირილს ვერ ვწყვეტდი, მესხი ჩამეხუტა, თმაზე მეფერებოდა და უშედეგოდ ცდილობდა ჩემ დამშვიდებას. მხოლოდ ის მახსოვს რომ ტკივილისგან დაღლილს მესხის სხეულზე აკრულს ჩამეძინა.
თვალები საშინლად მტკიოდა. როგორც ჩანს დიდი ხანი მეძინა, რადგან გარშემო ბნელოდა, საწოლზე წამოვჯექი და ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა.
-გაბრიელ! ოთახში არავინ იყო მოწყენილი ავცოცდი აივნის სქელ მოაჯირზე და ჩემს შიშს დავუპირისპირდი.
-ლილე! გავიგონე გაბრიელის შეშინებული ხმა. იგი ფრთხილად მომიახლოვდა და ნაღვლიანად მომართა.
-კარგად ხარ? აქ რას აკეთებ? მოდი ჩემთან! მომიახლოვდა ისევ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაჯინა.
-მეგონა შენც დამტოვე... ჩავიჩურჩულე ხმაჩამწყდარმა.
-თავიდან ვერ მომიშორებ პატარავ! ღიმილით მეამბორა შუბლზე. - მოდი რამე შეჭამე, ძალიან სუსტად ხარ! ტირამისუ და ბოსტნეულის სალათა მოგიტანე. ოღონდ ამჯერად ვჭამოთ კაი! გამიცინა საყვარლად და მეც გამაცინა.
-აბა დიდი პირი გააღე ჩემო პატარავ მატარებელი მოდის. მაქსიმალურად ცდილობდა მესხი გავემხიარულებინე.
-წამოდი გავისეირნოთ...
-ლილე, ქეთა დედაშენს ელაპარაკა გთხოვ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება!
-არ იქნება გაბრიელ! მათ ვძულვარ! ისევ გაიკვალეს ცრემლებმა გზა.
-კარგი რა ნუ ტირი გთხოვ, შენი თითოეული ცრემლი მანადგურებს! გაიღიმე პატარავ! თავის სხეულს ამაკრა და ყელში მეამბორა...
-გაბო! მე...
-რა დამიძახე? გაიცინა ბედნიერმა.
-გაბო!
-იცი, ვერ ვიტან ეგრე რომ მომმართავენ
-აუ მე მომწონს!
-კაი არ გამებუტო ტო თორე მაგ დაბუსულ ტუჩებს სულ დაგ...
-რა ? გავაწყვეტინე და მაცდურად ჩავხედე თვალებში.
-შენ რა ცუღლუტი ხარ. სწრაფად ამიტაცა ხელში და ბევრჯერ დამაბზრიალა...
------
-კაი რა ნუ ნერვიულობ! ზურგზე ამეკრო მესხი და ყელში მეამბორა.
-აუ დავბუსე მოწყენილმა ტუჩები!
-კაი რა ტო? გაიღიმე უკვე ფინალში ვართ! და დღეს ძალიან სექსუალური ხარ! ჩამჩურჩულა და ყელში კიდევ ერთი ცხელი კოცნა დამიტოვა.
-ნუ მეფლირტავები გაბრიელ თორემ ინანებ ხომ იცი?
-აუ ჩემი აქ სადღა ნახე საჭმელი?
-იდიოტო! ვითომ გაბრაზებულმა წარმოვთქვი და ღიმილი არ შევიმჩნიე.
-კორეელი ნახე შენ, რას ტანცაობს, მაგას ძილის და ჭამის გარდა ცეკვაც ცოდნია! საღოლ ძმა! დაუსტვინა და შეძახილით გაამხნევა მეგობარი კულისებიდან. მე კი გულიანად გამაცინა.
-წარმატებები გვრიტებო! მივმართე ღიმილით მიშას და სონიას. ცეკვის დაწყებამდე აჩვენებდნენ განვლილ სამი კვირის ვიდეო კოლაჟებს თითოეული წყვილის ცხოვრებაში. სცენაზე გასვლისას ყველა მქუხარე აბლოდისმენტებით შეხვდა ჩვენ რუს მეგობრებს. ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, სონია ძალიან ბედნიერი ჩანდა. გიჟური ვიდეო კოლაჟის შემდეგ ეკრანზე ბედნიერი სონია გამოისახა.
-დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! მიხაილ შენ მამიკო ხდები აი ჩვენი პატარა! ხელით მუცელზე ანიშნა სონიამ და ეკრანი გაითიშა.
-ეს მართალია?
-კი უპასუხა სონიამ მიშა ჯერ სონიას შემდეგ კი პატარა მუცელს ეამბორა. დარბაზი დაინგრა ყველა ულოცავდა ახალგაზრდა დედიკო და მამიკოს!
-ააა ბედნიერებისგან დავიყვირე და გაბრიელს ჩავეხუტე.
-რა მაგარია! ,ეეე რა გჭირს?
-შემშურდა მეც მინდა! აჰაჰაჰა ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა გადარეულმა.
იმდენად ბედნიერი ვიყავი, მემგონი ვასხივებდი. სონიას და მიშას ყვირილით და მოლოცვით შევხვდი ორივეს გადავეხვიე და პატარა მუცელსაც მოვეფერე.
ახლა კი სცენაზე ვთხოვ ულამაზეს ლილე ნაკაშიძეს და გაბრიელ მესხს!
ჩვენ გიჟურ ვიდეო კოლაჟს ლოყებაფარკლული ვუმზერდი გაბრიელი კი ჩემ დანახვაზე გულიანად იცინოდა და გულში მიკრავდა.
ვიდეოს დასასრულს გაბრიელი გამოჩნდა.
-მოგვიყევი შენს შესახებ, არამგონია თავსუფალი იყო? უღიმის ჟურნალისტი.
-ასეცაა ჩემი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნის.
-თუ საიდუმლო არაა გავიმხილეთ, ის ალბათ საქართველოში გელოდებათ.
-არა ის აქ არის ჩემ გვერდით!
-ლილე ნაკაშიძე?
-დიახ! გაიღიმა საყვარლად.
-რა იგრძენით როდესაც პირველად დაინახეთ?
-მივხვდი რომ მაგრად დამერხა!
-შეახსენეთ მაყურებელს თქვენი პირადი ნომერი!
-200 199 დაგვიმესიჯეთ გთხოვთ! ხო კიდევ დაუმატა ბოლოს ქართულად.- ნაკაშიძე ჩემი ხარ! თვალი ჩამიკრა და საყვარლად გამიღიმა! ეკრანი გაშავდა მინდოდა გაბრიელისთვის რაღაც მეთქვა მაგრამ ის ჩემს გვერდიათ აღარ იყო.
სიმღერა მეუცხოვა, სცენაზე სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გაბრიელი გამოჩნდა, სწრაფად მომიახლოვდა და გამოწვია.
-რითიც დავიწყეთ იმით დავამთავროთ პატარავ! ჩამჩურჩულა სიცილით. ვცეკვავდით და ერთმანეთ სულელებივით ვუღიმოდით, ბოლოს ჩვენი ნომრით დავასრულეთ.
-მიყვარხარ ჩამჩურჩულა და გულში ჩამიკრა.
კულისებში დავბრუნდით.
-ახლა კი დროა გამოვაცხადოთ შედეგები.
ჟიურის რჩეული და შესაბამისად მეორე ადგილის მფლობელი გახდა!
-რაც უნდა მოხდეს შენ ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ! ჩამჩურჩულა მესხმა და ზურზიდან ჩამეხუტა.
-ჟიურის რჩეული გახდა: ლილე ნაკაშიძე და გაბრიელ მესხი.
სიხარულისგან ვიყვირე და გაბრიელს ჩავეხუტე ყველა მილოცავდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ახლა კი გავიგოთ პირველი ადგილის მფლობელი.
სულ შემოსულია 67 499 ხმა ... ერთი წუთით....... აქედან 19 129 ხმა ეკუთვნის პირველი ადგილის მფლობელს და ეს გახლავთ........ ეს შეუძლებელია.... აღმოხდა გაოცებულ წამყვანს.... ესენი არიან... ლილე ნაკაშიძე და გაბრიელ მესხი. დაბნეული ვიყურებოდი გარშემო...
-რაა?
წამყვანმა თავისთან გვიხმო და თასი და დიპლომები გადმოგვცა. დარბაზი ორ ნაწილად იყო გაყოფილი... მათი დაწყნარება შეუძლებელი იყო....
რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა ჟიურის ვთხოვ გამოგვიცხადოს მათი კიდევ ერთი რჩეული წყვილი, რათა მათ დაიკაონ მეორე ადგილი..
და ეს წყვილი გახლავთ.... სონია ივანოვა და მიხაილ სპაროვი...
ასევე ჩვენ ესტონელ და კორეელ მონაწილეებს რომლებიც ხმათა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებენ გააეცემათ ჩვენი საფინანოს პარტიორებისგან, თუ რა პრიზები იქნება ეს ამას მალე გაიგებთ. ახლა კი გემშვიდობებით....
რა ვიგრძენი ვერ აგიღწერთ, უბედნიერესი ვიყავი....
-------
მეორე დღე იყო უმაგრესი უამრავი მოლოცვა და საჩუქარი მაგრამ გაბრიელის გარეშე საშინელება. ბიჭები არსად ჩანდნენ. მოულოდნელად ხელი ჩამკიდა სონიამ სიცილით გარეთ გამიყვანა.
რა ვიგრძენი ვერ აგიღწერთ. ჩემსკენ ორასამდე ბაიკერი მოდიოდა, ერთერთმა გააჩერა ჩაფხუტი მოიხსნა და მწვანე სიყვარულის სავსე თვალებით შემომანათა. თვალებზე ხელი ამაფარა და წინ წამიყვანა.
-ეს შენია პატარავ! მიმითითს suzuki hayabusa! შავ ჩიტზე და მანიშნა ახლოს მივსულიყავი. შავ ჩიტზე კოლოფი ემაგრა ხელში ავიღე და გავხსენი. გაგეხუმრე იდო ბარათი საშინლად გავბრაზდი და ნაწყენი შევბრუნდი გაბრიელისკენ.
ჩემი სახის დანახვისას სიცილი დაიწყო, მუხლი მოიდრიკა და მომმართა.
-ნაკაშიძე გახდები ჩემი ცოლი?
-არა დავუყვირე გაბრაზებულმა, მას სახე შეეცვალა. ფეხზე წამოდგა და..
-დიახ მესხო დიახ! სამუდამოდ შენთან! დაბუსულ ტუჩებზე ვეამბორე მან კი გულში ჩამიკრა.
------
-იცი ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ პატარები ვართ! გავუმხილე ჩემი ფიქრი მეუღლეს.. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთან არ მინდა ვუთხარი შეპარვით მისი რეაქციით შეშინებულმა.
-შეხედე მიმითითა ბეჭედზე ახლა ჩემი ხარ და თუნდაც საუკუნე დაგელოდები!
უბედნიერესმა გავიღიმე და მეუღლეს ჩავეხუტე...
-----
რაც შეეხებათ ჩემს მშობლებს, როგორც აღმოჩნდა ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე გავუყიდივარ მდიდარ სასიძოზე. როდესაც დედამ ეს მიამბო აი რა ვუპასუხე:
-დედიკო უკვე გვიანია მე სხვისი ვარ! ბეჭედი ვანახე სახლიდან გავიქეცი და გაბრიელთან ერთა მოვწყდი ადგილს. რათქმაუნდა მათ გარეშე ვერ გავძელი, მათაც გაიგეს ჩემი ფასი სახლში დავბრუნდი, გაბრიელ მესხზე დავინიშნე, ქორწილი კი უნივერსიტეტის შემდეგ გვქონდა და მე უბედნიერესი ვარ რადგან მყავს მარია და მოუსვენარი (მუცელში) ანდრეა.
თქვენ კი ჩემგან რჩევა გაბედეთ მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამთ კარგად დაფიქრდით.
თუ გაბედავ?- იქნები ბედნიერი!


--------
მადლობა ვინც კითხულობდით ძალიან მიყვარხართ ბოდიში შეცდომებისთვის შემიფასეთ ეს და ჩემი დანარჩენი მოთხრობებიც თუ არ დაგეზარებათ :* ავტორი მარი



№1 სტუმარი Xatia

Dzalian momewona magari iyo. Guli damwyda rom dasrulda. Martalia zogjer unda gabedo da garisko. Cxovreba riskia tumca dapiqreba aucilebelia. Yochag.....

 


№2 სტუმარი Elene

Sheudarebeli iyo momewona <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent