დრო ვერ კურნავს იარებს (1)
არაფერი ახსოვდა. არაფერი იცოდა. რაღაც შეკივლების მაგვარი აღვიძებდა ხოლმე ყოველ დილით. ეჩვენებოდა,რომ ვიღაც ქალის ხმა ჩაესმოდა ყურებში. არ იცოდა რა იყო, არ იცოდა ვინ იყო...მხოლოდ ის იცოდა,რომ ეს ხმა ეძახდა. თავისთან ეძახდა როგორც შუქურა რომელიც იმისთვის ააგეს,რომ გზა გაიკვლიო. რატომღაც ეჩვენებოდა,რომ წარსულში ვიღაცამ ხელი ძლიერად ჩასჭიდა და დღემდე არ აძლევდა საშუალებას დაშორებოდა. ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო ბაზარში დახლებს სორის ,რომ დაძვრებოდა და დახმარებას ითხოვდა. მოვაჭრეები ხილს ცუქნიდნენ. აქ მას ყველა იცნობდა. ნიტა გვაზავა საშუალო ტანის სუსტი გოგონა იყო. მუდამ ჩაწნილი კიკინებით და ასკინკილით დარბოდა ქუჩებში. განსაკუთრებით აქტიური ზაფხულში ხდებოდა. უცნაური ბავშვი იყო და ასეტივე უცნაურ ახალგაზრდა გოგონად გაიზარდა. როდესაც კითხავდნენ სულ ქუჩა-ქუჩა რატომ დაქრიხარო უპასუხებდა ხოლმე ჩემს მეორე ნაწილს ვეძებო. იმ დრეს მის პატარა დაიკოს 17 წელი შეუსრულდა. სამწუხარო იყო, მაგრამ მისთვის ვერაფრის ჩუქება მოახერხა. დაღვრემილი მოდიოდა ქუჩაში. მოწყენილი და ამრეზილი იყო. რა უნდა ექნა. მაშინ 26 წლის გახლდათ,მაგრამ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩეოდა. ჯერ ისევ პატარა გოგონა იყო. მის თვალწინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოვიდა ჩანტებით დახუნძლული მარკეტიდან. გამჭვირვალე პოლიეტილენის ჩანთასი წითელი ვაშლები ელავდა. გაიფიქრა მოდი ცოტას წავიმაიმუნებო და შარვალ-კოსტუმიანს აედევნა. ვაშლებიანი ჩანთა გამოგლიჯა და გაქცევა სცადა ,მაგრამ ბიჭმა მაჯაში წაატანა ხელი და თავისკენ მოქაჩა. -ჯანდაბა ჩემს დას ვასლებსაც ვერ ვაჩუქებ. _წაიბურტყუნა და კაცს მანამ უთავაზა ფეხებს შორის სანამ სუპერმარკეტის დაცვას ეძახდა. ნიტა მთელი სიჩქარით გაიქცა ქუჩაში, მაგრამ ჭკუით აჯობეს. მალევე წამოეწიეს და რამდენიმე წუთის შემდეგ პატრულის მანქანაში უკრეს თავი. რამდენიმე ვასლისთვის ქურდობა და თავდასხმა ისე წაუყენეს ბრალდებად გეგონებოდათ რუსი აგენტი იყო შეგზავნილი ამერიკის ეკონომიკის დასანგრევად. დაახლოებით 43 წლის მდიდრულად გამოწყობილი და ხანში შესული ქალი გამოვიდა ამავე სუპერმარკეტიდან . სარვალ-კოსტუმიანმა კარი ფართოდ გაუღო და დაჯდომასი დაეხმარა. -აქ რა მოხდა ნუგზარ?_შავად შეღებილი თმები შეისწორა ქალმა -ვიღაც გოგონა დამეტაკა და ჩანთა გამომტაცა ხელიდან. გაუგონარი ამბავია. პატრულმა წაიყვანა ქალბატონო -შეგირცხვეს ნამუსი ნუგზარ. გოგო საჭმლისთვის დააჭერინე? -თავს დამესხა ქალბატონო ნანა -კარგი ჰო სახლში წამიყვანე. დედა ალბათ უკვე მელოდება მძღოლმა თავი დაუქნია და სიჩქარეს უმატა. ნანა უკან სავარძელზე ტელეფონს ათამაშებდა. არაფერზე ფიქრობდა უბრალოდ არ უნდოდა ასე მომხდარიყო. არ უნდოდა ფიქრებს გაეტაცა იქ სადაც არ მიესვლებოდა. მანქანიდან გადმოვიდა. ბაღში გავლებული ვიწრო ბილიკი გადასერა და სახლში შევიდა. უზარმაზარი მისაღები ცარიელი იყო. ზედა სართულის კიბეები ის იყო აამთავრა, რომ დაინახა დედამისი საძინებლიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ხელში ფაილი ეჭირა. მხოლოდ მიესალმა და გვერდი აუარა. ყოველთვის უმძიმდა ამის გაკეთება. კარის სახელურზე დაწოლა და მის პირისპირ დადგომა. მისთვის თვალებში ჩახედვა. ღიმილით უკვე წლები იყო ვეღარ უღიმოდა. წლებისგან მისუსტებულ, ძალაგამოცლილ ქალს სარწეველა სკამში თვალები დაეხუჭა. ნანა მიხვდა ,რომ მას არ ეძინა. უბრალოდ ახლახანს მირებულ და უკვე მიჩვეულ პასუხს უმკლავდებოდა. -დედა..._აღმოხდა ქალს და კართან შედგა. მოხუცებულმა მხოლოდ გამოიხედა ,მაგრამ პასუხი არ გაუცია -დედა..._გაიმეორა ისევ_რატომ არ მპასუხობ? ამდენი წლის შემდეგ შენ ისევ... -ამდენი წლის შემდეგ ისევ ის პასუხი. ამდენი წლის შემდეგ ისევ ის ტექსტი... ‘’ვწუხვარ ,მაგრამ ვერ ვიპოვეთ’’. -ნუ მტანჯავ ბოლოს და ბოლოს -ღამით როგორ გძინავს. თვალებს რომ ხუჭავ როგორ არ გეშინია ,რომ ვერ გაიღვიძებ...როგორ გძინავს ღამით _ხმა აუკანკალდა ქალს და სკამში შეირხა. -მეყოფა... -მთელი შენი სიცოცხლე არ იქნება საკმარისი ნანა. -გგონია არ მტკივა? გგონია მე არ მტკივა? -რომ გტკიოდეს ... მათი სახელები მაინც გახსოვს? გახსოვს ვინ იყვნენ? როგორები იყვნენ? გახსოვს რა ეცვათ? მატი ღიმილი გახსოვთ? -ნიტა და გაბრიელი..._ამოისლუკუნა ნანამ -ეს იმას ნიშნავს ,რომ შუბლზე ძარღვი ჯერ არ გაგწყვეტია. მას ახსოვს? შენს ქმარს ახსოვს მათი სახეები? ახსოვს თქვენი პირველი შვილები? -მას არც კი უნახავს -მას არც კი უნახავს ... _დამცინავად გაიმეორა მოხუცმა._წაიყვანეთ. მკერდიდან მომგლიჯეთ და გააშვილეთ. გაშვილებას ვინ დაეძებს თქვენ ისინი ‘’გადაყარეთ’’ -ჩვიდმეტი წლის ვიყავი დედა -მოკეტე წყეულიმც იყავ. ჩვიდმეტი წლის თავქარიანი , სასმელზე დამოკიდებული ... პლანის მწეველი. შენ და შენმა ბედოვლათმა ქმარმა ასე ჩასახეთ ,გააცინეთ და მერე თავიდან მოიშორეთ რადგან მამაშენი დაქორწინებას გაიძულებდათ. მეზიზღები რომ გიყურებ. რამდენჯერ გითხარი ამ სახლში არ მოხვიდე-თქო. მე მათ დღემდე ვეძებ, მაგრამ ამაოდ. სამი თვე ვზრდილი ისე ,რომ მათ ოთახში არც კი შემოგიხედავს. მათი ტირილის ხმა რომ გესმოდა თავზე ბალიშს იფარებდი. -არ იყო მასე...არ იყო მასე დედა... -დედას ნუ მეძახი.მაგ სიტყვის წარმოთქმის უფლება ვინ მოგცა. -დედა... -ორი წლის მერე ცოლად მაინც გაჰყევი. ეს რატომ გააკეთე? -სინდისის ქენჯნა არ მასვენებდა. ჩვენც ვეძებდით ,მაგრამ ვერ ვიპოვეთ. გეფიცები ვეძებდით მაგრამ გვიან იყო. -ორი წლის შემდეგ ? ორი წლის შემდეგ ბავშვებს სად იპოვნიდი? მე ხომ გთხოვდი უბრალოდ ჩემთვის დაგეთმო. მე ხომ მათ სამი თვე ვზრდიდი. როგორ გაგაჩინე ასეთი ცივი და გულქვა. -დედა აქ რა ხდება?_ ოთახში წაბლისფერთმიანი და ნანაზე ცოტათი უმცროსი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. -მაიკო გაიყვანე ჩემი ოთახიდან თორემ შემომაკვდება. გეფიცები შემომაკვდება._უკანასკნელი ძალები მოიკრიბა ქალმა და დასაბიჯგებელ ჯოხს წამოავლო ხელი. -დედა გთხოვ..._უკანასკნელად გაიბრძოლა ნანამ ,მაგრამ მაიკომ ხელი ოდნავ ჰკრა და ოთახიდან გამოაგდო --გაგიჟდი? ორი დღის წინ ლამის მოკვდა. აქ როგორ მოხვედი. -მინდოდა მენახა. ხილი მოვუტანე...შენ მაინც რატომ არ გინდა გამიგო. ამდენი წლის მერე ვინმემ ხომ შეიძლება მომისმინოს. -წადი და სანდროს მიხედე დაიკო. ეცადე მისთვის მაინც იყო კარგი დედა. შენ ხომ ის იმიტომ გააჩინე ტყუპებტან ჩადენილი ცოდვა გამოგესწყიდა. წადი ...უბრალოდ წადი. დედას მე მივხედავ. -ადვოკატი დღესაც იყო. -დედამ ანდერძი დაწერა. -ისე არ უნდა მოკდეს ,რომ არ მაპატიოს. მისი პატიება მჭირდება. -სხვა დროს მოდი. დედა არაა კარგად ამ ბოლო დღეებში.ახლა უბრალოდ წადი._კარი მოუკეტა მაიკომ და სირბილით ავიდა კიბეზე რომ დედასთვის დაეხედა. VVV ახალგაზრდა ქალმა თავისი გალაპლაპებული წითელი მანქანა სახლის წინ დააყენა და სახემომღიმარი შევიდა შიგნით. თან ტელეფონზე საუბრობდა. საქმიანი ქარალდები მაგიდაზე დაღარა, ქუსლიანები წაიძრო და თეთრ იატაკზე ხტუნვა -ხტუნვით განაგრძო გზა. -ჩემო სიხარულო როგორ იცი ხოლმე შუა გზაში ფეხსაცმელების დაყრა თან შემოსასვლელში_ მოაყვირა ხანში შესულმა ქალმა, თუმცა ის არ გაჩერებულა. -მაპატიე ძიძა. ჩემს ძმასთან მეჩქარება. კარი უცერემონიოთ შეგლიჯა და შევიდა. ახალგაზრდა კაცი საბანში გამოხვეული იწვა და მშვიდად ეძინა. -გაბრიელ...გაბრიელიტო... ადექი ფეხზე ოფისიდან დამირეკეს საქმეა და მე არ მცალია. -მომშორდი აქედან კატო. შუაღამეს მოვედი -მერე რა , შენი პროფესია გავალდებულებს მუდმივ მზადყოფნას. მიდი რა წამოხტი და გაიქეცი რაღაც შტერული საქმეა ათ წუთში მოაგვარებ. მე კიდევ სერიოზული საქმისთვის უნდა მოვემზადო. -ამ დილაადრიან სად იყავი? -კლიენტთან, ძიძა ცხელი ყავა მოუტანე რა გაბრიელს_ გამოსძახა გოგონამ და საწოლზე შემოხტა. -კატო...კატო... -ეკატერინე -მომწყდი თავიდან ხომ შეიძლება? -არასოდეს. მიდი რა დამირეკეს და მე შენ ჩაგწერე. არ მცალია მართლა დღეს. მიდი წამოხტი და გამოეწყვე პიჯაკში -რა აუტანელი ხარ. -ჩემი სიმპატიური ძამიკო_ მადლობის ნიშნად ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძმას და მოპირდაპირე ოთახის კარი შეაღო. -რას არ გააკეთებ კაცი დისთვის _ მიაყვირა და ზანტად წამოდგა. ამასობაში ძიძაც გამოჩნდა ლანნგრით. -დალიე შვილო ღმერთმა შეგარგოს. -გმადლობ ძიძა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ _ლოყაზე აკოცა და ქალმაც საწოლის გალაგება დაიწყო. -შვილო ხვალ შენი მშობლების გარდაცვალების ათი წლისთავია ხომ არ გავიწყდება? -რა დამავიწყებს ძიძა. პანაშვიდიც ჩავნიშნე ეკლესიაში. -ჩემი ჭკვიანი ბიჭი. _ლოყაზე მოუთათუნა ხელი და თავისი საქმე განაგრძო. -ძიძა სავარჯიშო ფორმა ჩამიგდე მანქანაში , გავდივარ და კლუბშიც შევივლი ბარემ. -ახლავე გაგიმზადებ -მე შხაპს მივიღებ და გავალ. VVV -მაიკო -ჰო დედა! -ტელეფონი მომიტანე რა. მინდა სანდრის დავურეკო -იმას აპირებ რაც მე მგონია დედა? -უბრალოდ ტელეფონი მომიტანე შვილო. ისე ვერ წავალ ამ ქვეყნიდან ვინმე არ დავტოვო ამ საქმის სადარაჯოზე. -დედა შეეშვი გთხოვ... -მე დავიფიცე ,რომ მათ სახლში დავაბრუნებდი. დავიფიცე და არ გავტეხ ფიცს. ჩემს სიცოცხლეში თუ მას მერე ისინი დაბრუნდებიან. უფლება აქვთ აქ იცხოვრონ მაიკო. ქალი შებრუნდა და ტელეფონი მოიტანა. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა თუმცა გულის სიღრმეში მაინც ხვდებოდა,რომ დედა მართალი იყო. ნომერი აკრიფა და ისე გაუწოდა ყურმილი. -ნეტა ლექციაზე ხომ არაა? -მაინც გიპასუხებს. არ იცი ,როგორ უყვარხარ? მოხუცმა თბილად გაიღიმა და შვილიშვილის ხმაც გაისმა. -სანდრო შვილო... -ბებია შენ ხარ? -ხელს ხომ არ გიშლი? -კაფეში ვარ კურსელებთან ერთად. -შეგიძლია მოხვიდე? -ახლა? -ეს ძალიან მნიშვნელოვანია შვილო. -კარგი ახლავე წამოვალ. ხომ კარგად ხარ? -უკეთ ვარ საყვარელო. უბრალოდ მოდი. -დედა მის მოსვლამდე ისევ გაქვს დრო დაფიქრდე_შეევედრა მაიკო და ხელზე ხელი მოუჭირა -აღარაფერი მაქვს საფიქრალი. -მშობლებს შეიძულებს დედა... -ისედაც მეტისმეტად დიდხანს უყვარდა. არ იმსახურებენ მაი... -მაგრამ მაინც მისი მშობლები არიან. ნუ დაიდებ ამ ცოდვას და მშობლებს და შვილებს შორის ნუ ჩადგები -მე უკვე გადავწყვიტე. VVV გაბრიელმა ჯერ კიდევ მანქანაში ყოფნისას გაისწორა პიჯაკი და ძირს გადმოვიდა. დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა შენობას და შიგნით შევიდა. საშვი გულზე მიიმაგრა და რეგისტრატურას მიაშურა. -გაბრიელ მოსიძე -უკვე გელოდებიან ბატონო გაბრიელ_ხელით მიანიშნა გასასვლელისკენ ქალმა და ისიც იქეტ წავიდა. კარი ჯერ კიდევ არ მისულს გაუღეს და შიგნით შეიყვანეს. -გაბრიელ მოსიძე_გაიმეორა ისევ -გამარჯობა გაბრიელ. _გაუღიმა შუახნის კაცმა. აშკარა იყო იცნობდა. -სალამი. -შენმა დამ მითხრა ,რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს და შენთან გადმომამისამართა. -მან კიდევ მითხრა ,რომ ათი წუთის საქმეა. -დაახლოებით_ ქაღალდები გაუწოდა კაცმა -რა იდიოტიზმია_ამოიხვნეშა ბიჭმა ,როგორც კი საქმეს გადახედა._მართლა ატი წუთის საქმე ყოფილა -მოიყვანეთ_გასძახა კაცს და თვითონ სამუშაო მაგიდას მიუჯდა. გაბრიელი მის წინ გამოჯდა. -ეს ხომ სასაცილოა მეგობარო -მე რა ვქნა?_ ხელები გაშალა კაცმა -შენ არაფერი -აი შენი საქმე ძმაო , მოარბენინეს წამში _კარისკენ მიათითა კაცმა_დაჯექი გოგო_ძაღლივით შეუყვირა და მანაც შეასრულა ბრძანება. -სალამი, მე ადვოკატი გაბრიელ მოსიძე ვარ_ხელი გაუწოდა და თანაც უჩვეულოდ მეგობრულად -ნიტა გვაზავა_ბორკილიანი ხელები წამოსწია წინ გოგონამ და ჩამოართვა _______ ძალიან მენატრებოდით ჩემო საყვარელო მკითხველო ვიცი დიდი ხანია დავიკარგე ,მაგრამ გთხოვთ არ დაიშუროთ კომენტარები დაა შეფასებები მიყვარხართ ძალიან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.