შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შემიყვარდი ასე ძლიერ (მეხუთე თავი)


16-01-2016, 04:01
ავტორი Fangirl
ნანახია 2 133

დღეები გადიოდა, სიმართლე ვთქვა ნოესთან ძალიან დავვახლოვდი, მის მიმართ გრძნობები პირველივე შეხვედრისას გამიჩნდა ოღონდ როგორი გრძნობებია არ ვიცი და მეშინია ამის გაგებაც. არ მინდა მას ტყუილად მივცე იმედი, ან ჩემს თავს მივცე იმედი რადგან თავის ტვინის სიმსივნის მეორე სტადია მაქვს და არ ვიცი მომავალში რა როგორ იქნება. არ მინდა ჩემს თავს გამოვუტყდე რომ მიყვარს რადგან მერე ეს გრძნობა ბოლოს მომიღებს. მას დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ გავიგე, მაგალითად: უფროსი ძმა და უმცროსი და ყავს. დედ-მამა გარდაცვლილი ყავს, მაგრამ ბებიასთან ცხოვრობს,გაგიკვირდებათ თუმცა გეტყვით ბებიამისი იმ სასტუმროს პატრონი რომ არის სადაც ჩვენ დავსახლდით. 17 წლისაა, დაბადების დღე 19 სექტემბერს აქვს, გიტარაზე უკრავს და მღერის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და პალატაში მოწყენილი ვწევარ, ის მისი ტკბილი ხმით მაჯადოვებს. ძალიან თბილი, ერთგული და მოსიყვარულეა, მინდა გითხრათ რომ ჩემს ძმასაც დაუძმაკაცდა, ბელას პირველივე შეხვედრისას მოეწონა და მეორე ძმას ეძახის. ის იმდენად იდეალურია რომ მეშინია არ შემიყვარდეს, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ.

საავადმყოფოდან ხუთი დღის შემდეგ გამწერეს რადგან არაფერი სერიოზული არ იყო. მთელი დღეები სასტუმროს კაფეში ვიჯექი და ჩემ ბავშვებს ველაპარაკებოდი, ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა, მათ შორის ნოეზეც. სულ მალე ჩემი დაბადების დღეც მოდიოდა, დღე რომელიც თან მძულდა და თან მიყვარდა, თუმცა ყველა გავაფრთხილე ნოესთვის არაფერი ეთქვათ.
დღითიდღე მიჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ დედა და მამა ცხელ ზონაში იმყოფებოდნენ, მეშინოდა რომ მათ დავკარგავდი, ხშირად ვერც ვუკავშირდებოდი მხოლოდ რამოდენიმე დღეში ერთხელ ისიც მაქსიმუმ ხუთი წუთით, თუმცა ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავდა რომ ვიცოდი ცოცხლები და საღსალამათები იყვნენ.

---------------------------------------------------------------------------------
13 თებერვალი იყო, ჩემი დაბადების დღის წინა დღე, დილით ნოემ გამაღვიძა და მითხრა კაფეში ჩავსულიყავი. მეც ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ტყავის შარვალი, თეთრი "საროჩკა" და ეგრედწოდებული "შუზები" ჩავიცვი. თმები ერთ მხარეს გადმოვიყარე, ტელეფონი და ლეპტოპი ავიღე და კაფეში ჩავედი.

- ჩემი დედოფალი მობრძანდა. ლამის ბოლო ხმაზე იყვირა ნოემ როცა კაფეში შევედი.
- გაჩუმდი სირცხვილია. და რამდენჯერ გაგიმეორო რომ შენი დედოფალი მე არ ვარ.
-კარგი კარგი, ყავას დალევ თუ ჩაის?
-ყავას
-არაფერს შეჭამ?
-არაფერს მადლობთ.
ნოე შესაკვეთად გავიდა, მე კი ტაის დავურეკე skype-ში, მაგრამ არ მიპასუხა, შემდეგ მიმის, არც მან მიპასუხა . ბოლოს ძალიან შევშინდი და მირას დავურეკე მაგრამ არც მაგან მიპასუხა.
- აი თქვენი ყავაც.
-მადლობა ნოე.
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი, უბრალოდ ბავშები არ მპასუხობენ, ყველას სათითაოდ დავურეკე მარა არცერთმა მიპასუხა და ცოტა ავნერვიულდი.
- ნუ ნერვიულობ, ალბათ სადმე არიან გასულები.
- ხოო ალბათ. ვუთხარი მოწყენილი ხმით.
-შენთვის უთქვამთ რო ძალიან ლამაზი ტუჩები გაქვს?
-არა და გთხოვ არ დაიწყო.
-არაფერს ვიწყებ, უბრალოდ მართლა ძალიან ლამაზი ხარ,როგორც შინაგანად ისე ვიზუალურად.
-ნოე, გთხოვ ნურაფერს მეტყვი,უბრალოდ ჩემთან იყავი და არაფერი მითხრა.
-კარგი. დამეთანხმა და ხელი ხელზე მომკიდა.- ისე შენთან შემოთავაზება მაქვს.
-აბა გისმენ
-არ გინდა დღეს კინოში წავიდეთ?
-რატომაც არა.
-კარგი მაშინ რვისთვის ჰოლში დაგელოდები.
-კარგი,ვუთხარი მეც და გავუღიმე.
-ღმერთო მიყვარს ეგ ღიმილი
-გაჩუმდი
-ჩუმად ვარ. მითხრა ნოემ და ორივემ გავიცინეთ.

ნოეს მისმა ძმამ დაურეკა და რაღაც საქმეზე წავიდნენ. ოთახში მარტო ყოფნა არ მინდოდა. ალექსი და ბელა დისნეი ლენდში იყვნენ, ამიტომ ჩანთა ავიღე და გარეთ სასეირნოდ გავედი.
მაღაზიებში შევიარე რაგაც რაგაცეები ვიყიდე, შემდეგ სამკაულების მაღაზიაში შევედი, ბევრი ლამაზი და საინტერესო რამ ვნახე.სალაროსთან ერთი მოხუცი ქალი იდგა, ძალიან საყვარელი და თბილი..
მაგიდაზე ყელსაბამები იყო რომელზეც ლათინური ასოები იყო. ეგრევე ყელსაბამი მოვძებნე რომელზევ N იყო. ვუყურებდი და მეღიმებოდა.
-გასაგებია ყველაფერი. მითხრა ქალბატონმა ამანდამ.- იცი ბევრს არ სჯერა, მაგრამ ვიცი რომ შენ დამიჯერებ , ეს კულონები ადამიანებს სამუდამოდ აკავშირებენ ერთმანეთთან.
-ხო მაგრამ საკმარისი თანხა აღარ დარჩა.
-არა საყვარელო გჩუქნი,
-უღრმესი მადლობა.
- არაფრის საყვარელო. გახსოვდეს : არასდროს დამალო შენი გრძნობები რადგან ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა რომ უსიყვარულოდ ვიცოცხლოთ.ახლა კი წადი საყვარელო.
- მადლობთ, ნახვამდის.

მთელი გზა ხელში მეჭIრა ეს ორი კულონი და ვუყურებდი, თან მეღიმებოდა,სასტუმროსთან რომ მივედი ნოე და მისი ძმა, დენი იდგნენ. მე ვერ შევამჩნიე და ფიქრებში გართულმა მათ შევეჯახე და კულონები ძირს დამეყარა.
- მაპატიეთ ვერ დაგინახეთ. მოვუბოდიშე და კულონების ძიება დავიწყე, რომ მათ არ დაენახათ, თუმცა დენმა მაინც მოასწრო დანახვა და გაეცინა, მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებით მიხვდა რომ არაფერი არ უნდა ეთქვა.
- ხომ კარგად ხარ? მკითხა ნოემ.
- კი კი, კარგად ვარ.
- ლილი ეს დენია ჩემი ძმა.
-სასიამოვნოა . ხელი ჩამოვართვი.
- ჩემთვისაც, არ გითქვამს ძმაო რომ ესეთი ლამაზი მეგობარი გოგონა გყავდა.
- დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან მეჩქარება დედამ უნდა დამირეკოს და უნდა ავიდე ნომერში.
ორივეს ბოდიში მოვუხადე, ნოემ აუხსნა დენის რატომ მეჩქარებოდა დედასთან ლაპარაკი.
კვლავ მოვუბოდიშე და ჩემს ოთახში შევედი.
დედასთან ლაპარაკს მალე მოვრჩი შემდეგ წყალი გადავივლე თმები დავიხვიე, და პარკებიდან ნაყიდი ტანსაცმელი, წიგნები და სხვადასხვა ნივთები ამოვიღე.
ამასობაში რვა საათი გახდა, ნოემ დამირეკა და მითხრა რომ ჰოლში მელოდებოდა, მეც უცბად კაბა გადავიცვი, ჩანთა და მობილური ავიღე დანომრიდან გავედი.
ჰოლში რომ ჩავედი ნოე ყვავვილებით ხელში მელოდებოდა, რომ დამინახა გაეღიმა და რაღაც ჩაილაპარაკა.
- რა თქვი?
-არაფეარი
-კარგი, და ლეკვის თვალებით შევხედე.
ნოეს გაეცინა და მითხრა:
-არ გიშველის ეგ ლამაზი თვალები, მითუმეტეს არაფერი მითქვამს.
-კარგი არ წავიდეეთ.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ, მითხრა და კარები გამიღო.
-------------------------------------------------------------------------------
კინოთეატრიდან რომ გამოვედით 12 იყო დაწყებული,
-აბა როგორ მოგეწონა? მკითხა ნოემ
- ძალიან კარგი და ლამაზი ფილმი იყო, ვუპასუხე.
-მიხარია რომ მოგეწონა, ახლა წავიდეთ თორემ ალლექსი ინერვიულებს,
სასტუმროში მივედით, მაგრამ ბოლო სართულზე ამიყვანა.
- სად მივდივართ?
-ჩუუუმად. მითხრა ჩურჩულით ნოემ.
-კარგით ბატონო, მეც სიცილით ვუთხარი.
- ცოტაც მოითმინე.
ლიფტიდან გამოვედით და კარები გააღო. გააღო თუარა ენით აუღწერელი სილამაზე დავინახე.
მაგიდა ორზე იყო გაშლილი, ძირს ვარდის ფურცლები და სანთლები იყო, წყნარი ლამაზი მუსიკის ხმა ისმოდა, ცა ვარსკლავებით მოჭედილიყო. ხმას ვერ ვიღებდი, შოკში ვიყავი.
- აბა რას იტყვი? მკითხრა ნოემ,
-ეს ეს.... ულამაზესია, ჩემთვისაა?
-აჰამ, ყველაფერი შენთვის ჩემო დედოფალო.
-მე არ...
-ვიცი ვიცი, მოდი დავსხდეთ.ახლა რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ ჩამერიო ლაპარაკში, სანამ არ დავამთავრებ არაფერი მითხრა. კარგი?. თან შამპანიური დაასხა.
-კარგი. მეც ვუპასუხე.
- ზუსტად 28 დღეა ერთმანეთს ვიცნობთ, 28 დღეა მომაჯადოვე შენი სილამაზით.ვიცი შეიძლება არ დამიჯერო რასაც ვიტყვი, მაგრამ მაინც გეტყვი.
მიყვარხარ ! ხო მიყვარხარ, უსასრულოდ შემიძლია გითხრა ეს სიტყვა ისე რომ წამითაც არ შემეპაროს ეჭვი.შენს შესახებ ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ გამორჩეულად საყვარლეი ფერი არ გაქვს , რადგან ყველა ფერი გიყვარს,ვიცი რომ შოკოლადის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია, ვიცი რომ ჩაიში ორ კოვზ შაქარს იყრი, ყავაში კი სამს, საჭმლის ჭამა არ გიყვარს მარა შოკოლადზე უარს არასდროს ამბობ. ვიცი რომ FanGirl ხარ და მე ეს ძალიან მომწონს, მომწონს როგორი ემოციით უყურებ კინოს, ისევე იზიარებ მათ მწუხარებას და სიხარულს თითქოს მათ ადგილას შენ ხარ.შენში ყველაფერი მიყვარს,ისიც კი მიყვარს რაც არ მომწონს. არ მინდა რამე დავაჩქარო და არ მინდა რამე დაგაძალო. უკვე 14 თებერვალია. წმინდა ვალენტინის დღე და ჩეემი დედოფლის დაბადების დღე. მინდა ყველაფერი კარგი გქონდეს ამ ცხოვრებაში, მინდა უსაზღვროდ ბედნიერი იყო და ამას მე გპირდები.
ცოტახნით ნოე გაჩუმდა. მივხვდი რომ ჩემგან პასუცს ელოდა. მე არაფერი მითქვამს. ჩანთა გავხსენი და ორი ყელსაბამი ამოვიღე. მისი ხელი ავიღე და ხელში ჩავუდე ორივე.
ნოემ რომ დაინახა გაეღიმა, თვალებიდან სიხარულს აფრქვევდა.
-ესეიგი? თქვა ნოემ.
-ხო, მეც მიყვარხარ. ვუთხარი ნოეს.
ადგა და ჩემთან მოვიდა, თმები ცალ მხარეს გამომიყარა, ყელსაბამი გამიკეთა და კისერზე მაკოცა.
-წამოდი. მითხრა
-სად? კიდევ ერთი სიურპრიზი?
-მოიცადე და ნახავ.
ნოემ სასტუმროს რესტორანში ჩამიყვანა.კარებს სანამ გააღებდა შემომხედა და მითხრა:
-მზად ხარ?
-კი, მალეეეე გააღე.
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ. ნოემ კარები გააღო. უცბად შუქი სცენაზე აინთო და სიმგერა "HAPPY BIRTHDAY" ჩაირთო. ფარდებიდან ცეკვა ცეკვით ტეილორი, მირა და მიმი გამოვიდნენ. სიმრთლე ვთქვა სიმღერა არცერთმა იცოდა მაგრამ ძალიან გამახარეს, მითუმეტეს ჩემთვის ამხელა გზა გამოიარეს. სიხარულისგან ნოეს ჩავეხუტე.
-ეს ჩემთვის გააკეთე?
- შენთვის? არა. ჩემი დედოფლისთვის? კი
ღიმილისგან უკვე ლოყები მტკიოდა, უფრო მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე.უცბად ყველამ ტაში შემოკრა.
სიმღერაც მორჩა, ყველა ჩემთან მოდიოდა და მილოცავდა თან საჩუქრებს მჩუქნიდნენ. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ და ვიმღერეთ, ბოლოს კი ნოე ავიდა და ჩემთვის პოლ მაკარტნის "my valentine" დაუკრა
და იმღერა. ღმერთო ისეთი ტკბილი ხმა ქონდა, ოცნებებშში ჩავიძირე."მიყვარს, მიყვარს მიყვარს" ვუმეორებდი ჩემს თავს.
რესტორნიდან დილის 5 საათზე გამოვედით, ყველა დაღლილი იყო, მიმი მირა და ბელა მშობლების ოთახში დავაბინავე, ტაილერი ჩემ ძმასთან. მე მარტო დავრჩი რაც ძალიან არ მიყვარს.
ოთახში რომ შემოვედი ტანსაცმელი გავიხადე და "პიჟამოები" ჩავიცვი.მაკიაჟიც მოვიშორე და თმები მაღლა ავიწიე.
ლოგინში ჩავწექი და კომპიუტერში ჩემი დაბადების დღის სურათები გადავიტანე. თაან ვათვალიერებდი. ძალიან კარგი სურათები გამოვიდა, ამიტომ მეხსიერების ბარათზე გადავიტანე და ჩანთაში ჩავიდე, რომ ხვალ ამომებეჭდა.
ლეპტოპი დავხურე და ტელეფონი შევამოწმე,ნოეს მოეეწერა, წერა ძალიან დამეზარა და დავურეკე.
-გღვიძავს? დამასწრო ნოემ
- კიი, ვერ ვიძინებ.
- მეც ეგრე, მეკიდე არ დაგირეკე, მეგონა გეძინა. არ გინდა აუზთან გამოხვიდე?
-ახლა?
-ხოო, მარტო ვარ, და მოწყენილობისგან ვკვდები.
-კარგი მოვალ.
-გელოდები ჩემო დედოფალო.
გამეღიმა , ტელეფონი გავთიშე და ლოგინიდან ამოვძვერი.ახალი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, შორტები და ტოპი გადავიცვი,პირსახოცი დ ფოტოაპარატი ავიღე და აუზთან ჩავედი.
რომ შევედი ნოე წყალში იყო და ცურაობდა, მე იქვე დავჯექი და სურათებს ვუღებდი.
რომ მორჩა თავი ამოყო წყლიდან და დამიძახა:
-შე პაპარაცო.
-პაპარაციი არ ვარ, შეყვარებული ვარ. სიცილით ვუთხარი.
-ჩამო თბილი წყალია.
-არა მადლობთ.
-იცოდე ძალით ჩამოგიყვან
-ვერა. ვუთხარი და დავეჭყანე.
-აგერ ვნახავთ თუ ვერა, მითხრა და წყლიდან ამოვიდა.
- არ მომიახლოვდე, სველი ხარ, არააა გადი გადი. ვიყვირე ბოლო ხმაზე და გავიქეცი.
- მოდი ჩემთან უნდა ჩაგეხუტო. დამცინოდა ნოე და თან გამომეკიდა.
აუზს კრუგებს ვურტყავდით, ბოლოს მაინც დამეწია და დამიჭირა. წელზე ხელი შემომხვია კოცნას აპირებდა მაგრამ ხელი ვკარი და წყალში გადავაგდე, სამწუხაროდ თან გამიყოლა.აუზის ფსკერზე ხელი მომკიდა, ჩამეხუტა და მაკოცა.ბოლოს ძლივს მოვიშორე და წყლიდან აომვედი.
-საზიზღარი ხარ. ვუთხარი მე.
-საზიზღარი არა შეყვარებული, მითხრა ნოემ და დამეჯღანა.
-არა რა მართლა რა საზიზღარი ხარ. რატომ შემიყვარდი ასე ძლიერ, ძალიან მაინტერესებს რაა.
- რა თქვი? წყლიდან ამოვიდა და მომიახლოვდა.
-არაფერი
-არა წეღან რაგაც თქვი და ვერ გავიგე.
-არაფერი თქო.
-მითხარი თორე მეწყინება
-ოოო კაი რაა,
-კაი ვსო აღარ გელაპარაკები, მითხრა და შებრუნდა.
-აუ ნოე. მართლა საზიზღარი ხარ და რატომ შემიყვარდი ასე ძლიერ თქო, ეს გითხარი.
ნოე შემობრუნდა, გულში ჩამიკრა, გაიცინა და მითხრა:
- იმიტომ რომ კარგი ვარ.
- შე ეგოისტო მაიმუნო სიცილით ვუთხარი და მოვიშორე, მერე ჩემიი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა,
-მაეც მაინტერესებს რატომ შემაყვარე თავი ასე ძლიერ. გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
შემდეგ ოთახამდე მიმაცილა და წავიდა.
მეც ოთახში შევედი ტანზე გადავივლე თმები გავიშრე და დავიძინე.

------------------------------------------------------------------------

ჩემო შოკოლადებო აბა როგორ ხართ? ვერც წარმოიდგენთ როგორ მახარებს ჩემი მოთხრობა რომ მოგწონთ <3 <3 <3 იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება.

სიყვარულით FanGirl ♥♥♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent