განსხვავებული (სრულად)
ტკივილი... იმდენად ჩვეული გახდა, რომ უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. არადა თითოეული კუნთი მტკივა, თითქოს თითოეული უჯრედი... თან მეძინება, უკვე 48 საათზე მეტია არ მძინებია... მაგრამ ეს არავის აინტერესებს, უნივერსიტეტში თუ არ გამოვცხადდები, უბრალოდ გამომაგდებენ, არც დაფიქრდებიან. არადა დასაბანი ვარ, ტანზე გამოცვლაც არ მაწყენდა, მაგრამ დრო არ მაქვს. სამსახურიდან პირდაპირ უნივერსიტეტისაკენ წავლასლასდი. ყველა ვინც მხედავდა, ცხვირს იბზუებდა. არ ვიცი სუნის გამო, თუ ჩაცმულობის. პირველი - სცადონ მთელი ღამე საბაჟოზე კონტეინერის დაცლა 41 კილო კომპლექტაციით. მეორე - არასოდეს არაფერი მცმია დედის გამონაცვალ შარვალზე ახალი. როდესაც პირველად შევედი უნივერსიტეტში, გადაპრანჭული "მდიდარი მამიკოს განებივრებულმა შვილიკოებმა" გულიანად დამცინეს. იქამდე ჩემს წარმოსახვაში დახატული ზღაპარი, რომ უნივერსიტეტში განათლებული ხალხია და მათთვის შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გარეგნული სიმდიდრე, ფერფლად იქცა. მაშინ მივხვდი რამდენად მართალი იყო ნიცშე, როდესაც იძახდა, რომ იმედი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რადგან ის მართლა ახანგრძლივებს ტანჯვას. დამცინოდნენ სტუდენტები, მე კი ვფიქრობდი სიტყვებზე - სიცილი ახანგრძლივებს იმის ცხოვრებას, ვინც იცინისო. ჩვენს გენიოს წინაპრებს იმის დაკონკრეტება დაავიწყდათ, რომ ალბათ იმის ხარჯზე, ვისაც დასცინის. ყველაზე რთულია ღიმილის და ტკივილის დამალვა. მაგრამ მე ჯერ ტკივილის დამალვა გამომდიოდა, ღიმილი კი... ბოლოს როდის გავიღიმე არც კი მახსოვს. ადამიანები არასოდეს მიიღებენ მას, ვინც მათგან განსხვავდება. იყო განსხვავებული - არ ნიშნავს იყო უკეთესი. სხვანაირად რომ ვთქვა, ლურსმანს, რომელიც გამოწეულია, პირველს აჭედებენ. აუდიტორიაში ლექტორი ჯერ არ იყო, ამიტომ ბოლო მერხთან დავჯექი და თავი მაგიდაზე დავდევი. მომენტალურად ჩამეძინა. მხრებზე ფრთხილმა შეხებამ მომწყვიტა სიზმარს, რომელშიც რბილ საწოლში ვიწექი. -გოგონა, გაიღვიძეთ,- ვიღაცის ბოხი ხმა მესმის და შეშინებულს მეღვიძება. თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქით და რამდენიმე წამში ფოკუსირებასაც ვახერხებ. ის შავგრემანია, დიდრონი შავი თვალები აქვს. ცხვირი ოდნავ კეხიანი, ფართე შუბლი და სახის მიმზიდველი ნაკვთები. თან აშკარად მაღალია, რადგან ჩემს წინ ჩამუხლულიც კი თვალებში პირდაპირ მიყურებს. -კარგად გამოიძინეთ?- მეკითხება მხიარული ხმით და მის ბაგეებს ირონიული ღიმილი ეხება. -არა,- ვუპასუხე გულწრფელად. -რატომ?- გაუკვირდა და მგონი ეწყინა კიდეც,- მე კიდევ არ გაგაღვიძეთ, რომ ცოტათი მაინც დაგესვენათ. -დასვენებით დავისვენე,- დავუქნიე რატომღაც თავი. ამაზე გაეცინა. სიცილი უხდება. ლოყებზე პატარა ფოსოები უჩნდება,- მადლობა. -თუკი დაისვენე, მაშინ დავალება დამიწერე,- ჩამიკრა თვალი. ანუ ჩვენი ახალი ლექტორია ფილოსოფიაში. საათს დავხედე. -უკაცრავად, მაგრამ ახლა არ გამომივა,- მოვუბოდიშე გულით. -რატომ?- ნეტავ სულ ასეთი დიდი თვალები აქვს, თუ ჩემმა სითავხედემ გააოგნა? -სამსახური მელოდება,- ვუპასუხე. ჩანთა, რომელიც არც კი გამიხსნია ზურგზე მოვიკიდე და კარისკენ წავედი. -ნია კანდელაკი,- დამიძახა ლექტორმა და მივბრუნდი მისკენ,- კიდევ ერთ ლექციას თუ გამიცდენ, მომავალ სემესტრს ჯგუფი უთქვენოდ გაივლის,- მე სიმწრით გამეცინა, მაგრამ უსიტყვოდ ვაქციე ზურგი და დავტოვე აუდიტორია. ასეთ მუქარას ყოველდღე ვისმენდი. მეორე დღეს კი ჯგუფხელისგან გავიგე, რომ ფილოსოფიაში 70 ქულა ავიღე. შევეცოდე... პირველად ვიგრძენი სინდისის ქენჯნა დაუმსახურებლად დაწერილი ნიშნის გამო. ამიტომაც საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვივლიდი მის ლექციებზე რადაც არ უნდა დამჯდომოდა. მეორე დილას გამიმართლა და სახლში მისვლა მოვასწარი. ჩემს ღამის კოშმარს ღრმად ეძინა ღამის ლოთობის შემდეგ, ამიტომ უხმოდ მივიღე ცივი შხაპი (გაზის გადასახადი ვერ გადავიხადე და ცხელი წყალიც აღარ მქონდა), გამოვიცვალე და უნივერსიტეტში გავიქეცი. გამიმართლა და ლექტორს შევასწარი. ჩემი აწითლებული სახის დანახვაზე გაეცინა. ამჯერადაც ბოლო მერხზე დავჯექი, მაგრამ აღარ დამიძინია. მთელი ლექცია ინტერესით ვუსმენდი მის ხმას, მის სიტყვებს და უკვე აზრსაც ვწვდებოდი. ლექციის მერე მთხოვა დავრჩენილიყავი. -ნია,- მისი ბაგეებით წარმოთქმული ჩემი სახელი ჩემთვის მეტისმეტად ინტიმური აღმოჩნდა. არ არსებობს. ნუთუ ჩემს ყინულად ქცეულ გულს შეგრძნება არ დაუკარგავს? ნუთუ ჩემში ყინული ლღვება? ნუთუ მომეწონა? -დიახ,- ვუთხარი ნერვიულობისაგან ჩახლეჩილი ხმით. -დღეს საჭმელი ჭამე?- ამ კითხვამ დამაბნია. -რატომ მეკითხებით?- კითხვაზე კითხვით ვუპასუხე დაბნეულმა. -ისეთი სახე გაქვს, თითქოს ეხლა-ეხლა გული წაგივა. -ისე, არც დაინტერესებულხარ, მაგრამ მე ტარიელ ბერიძე ვარ. შენი ჯგუფელებისთვის და თავისთავად შენთვისაც, ტატო. -სასიამოვნოა,- ვუთხარი სერიოზულად დაბნეულმა. -მოდი აქ,- დამიძახა მაგიდასთან. მე მივედი. ჩანთიდან საჭმლის რამდენიმე კონტეინერი ამოიღო და გახსნა. საჭმლის სუნზე ნერწყვი დიდი რაოდენობით გამომეყო. ალბათ შეამჩნია და გაეცინა,- ჭამე,- მითხრა და პლასტმასის თეფში და ჩანგალი გამომიწოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ მომერიდებოდა, მაგრამ იმ წუთს ისე მშიოდა, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი, ამიტომ გემრიელად ჩავიბუშტე პირში ხორცის მოზრდილი, კარგად შეპიწკინებული ნაჭერი. ტატო მიყურებდა როგორ ვჭამდი და რაღაც თავის აზრებს უღიმოდა. ხოლო, როდესაც შიმშილისაგან გათანგულმა ყველა კონტეინერი ამოვასუფთავე, დასვრილი ჭურჭელი უკან ჩაალაგა, ჩემს პროტესტს არც მიაქცია ყურადღება, გამომიცხადა, რომ ჭურჭელს სახლში დარეცხავდა. მერე კი თავზე ხელი დამისვა ისე, როგორც პატარა ბავშვებს ეფერებიან და აუდიტორია დატოვა. მე კი ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. გული გალიაში გამოკეტილი ჩიტუნასავით მიფართხალებდა. მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. შემიყვარდა ლექტორი, ჩემზე ალბათ 10-15 წლით უფროსი, უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელსაც ჩემნაირი ლაწირაკი, ალბათ გასართობადაც არ დასჭირდება. მაგრამ, იმ დღიდან ეს ჩვენი ტრადიცია გახდა. ლექციის მერე ის მაჭმევდა, მე კი სამსახურზე ვუყვებოდი. თანდათან სხვადასხვა თემებზეც დავიწყეთ საუბარი. ყველაფერზე სიამოვნებით ვესაუბრებოდი, მხოლოდ ოჯახის თემას ვარიდებდი თავს. არ მინდოდა სცოდნოდა ის ყველაფერი, რასაც ჩემი "ოჯახური ცხოვრება" ერქვა. ტატო თანდათან სულ უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდა ჩემს გულში და მალე მივხვდი, რომ მასზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად არავინ მყავდა. უკვე მხოლოდ მისით ვსუნქავდი. დაახლოებით 2 თვის თავზე შუალედური მქონდა. სამსახურში ვითხოვე და ღამე სახლში დავრჩი. ტატოს გამოცდისთვის ვემზადებოდი, როდესაც ოთახის კარი ხმაურით გაიღო და ჩემი ე.წ. მამინაცვალი შემოვიდა. მას შემდეგ რაც დედამ დამტოვა, მისი "ქმარი" სახლიდან უნდა გამეგდო, რადგან ხელი მოწერილი არ ჰქონდათ და მას არაფერი ეკუთვნოდა, მაგრამ იმ არაკაცს ავადმყოფი დედა ჰყავდა, რომელსაც ვერსად წაიყვანდა. ალბათ სახლიდან რომ გამეგდო უმწეო მოხუცს ქუჩაში დააგდებდა უპატრონოდ. სწორედ ამის გამო ვიტანდი. -აქ რატომ აგდიხარ?- მკითხა ამრეზით. -გადი და კარი გაიხურე,- დაუფარავი ზიზღით ავხედე. -რამდენს ბედავ, ლაწირაკო,- იფეთქა და ხელი მომიქნია. მე სახე ავარიდე, მაგრამ მარცხენა ხელს არ ველოდი, ამიტომ გემრიელად მომხვდა სახეში და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. მოულოდნელობისაგან და ტკივილისაგან მუხლი მომეკვეთა და წავიქეცი. იმ მხეცმაც დრო არ დაკარგა და რამდენჯერმე ჩამარტყა ნეკნებში. მე ტკივილისგან გონება დავკარგე. დილით აზრზე სიცივემ მომიყვანა. მთელი ღამე გაყინულ იატაკზე ვიწექი. სახე გამხმარი სისხლით მქონდა მოთხვრილი, ხოლო ალბათ გაბზარული ნეკნები უღმერთოდ მტკიოდა. ძლივს ავათრიე სხეული, ჯერ სახე დავიბანე, მერე მჭიდროდ გადავიხვიე ნეკნები, ჩალურჯებული თვალის დასამალად სასწრაფოდ თმები შევიჭერი გვერდულად და უნივერსიტეტისაკენ გავიქეცი. ჩემი "მამინაცვალი" ტახტზე ეგდო გალეწილი მთვრალი. გამოცდაზე მივასწარი და დავწერე კიდეც, მაგრამ გვერდები მტკიოდა, ცხვირი მეწვოდა და გაციება მჯაბნიდა. რაც მთავარია ტატოს უცნაურ მზერას ვიჭერდი მთელი გამოცდის განმავლობაში და ეს მანერვიულებდა. ამიტომ ბოლო დავრჩი აუდიტორიაში, ვხვდებოდი რომ რაღაცის კითხვა უნდოდა. ხოლო როდესაც ბოლო სტუდენტი გავიდა და კარი დაიხურა, ტატო ჩემთან მოვიდა და თმა გადამიწია. თვალები შოკისაგან გაუფართოვდა, მე კი ხელი ვკარი: -არაფერი მკითხოთ,- ამოვიხრიალე და გონება დავკარგე. გონს რბილ საწოლში მოვედი, სამზარეულოდან კი ფანტასტიური სუნი გამოდიოდა. ჩემმა მუცელმა პროტესტი გამოთქვა მაშინვე და მეც ნელა ვცადე წამოდგომა. -გაიღვიძე?- გავიგე ნაზი, მელოდიური ხმა. ავხედე და ჩემს წინ ნამდვილი ანგელოზი დავინახე. მაღალი ფეხებით, წვრილი წელით, წელამდე ქერა თმითა და დიდრონი ცისფერი თვალებით ლამაზ სახეზე. -ემმმ,- ჩავიბურტყუნე მე,- კი. ვინ ხართ? ან მე სად ვარ? -მე თათია ვარ. ტატომ მოგიყვანა. რატომღაც მისი სახელი ძალიან.... ზედმეტად ნაზად თქვა. ვინაა? გულის ცემა ამიჩქარდა. -ტატო...- დავიწყე წინადადება, მაგრამ ბოლო წამს გავჩერდი. -მალე მოვა,- გამიღიმა გოგონამ და მაშინვე დაამატა,- აი, მოვიდა კიდეც. მითხრა და ფართოდ გააღო კარი. ტატო შემოვიდა, გოგონას წელზე მოხვია ხელი და საფეთქელთან აკოცა. ამან დამაბნია. მივხვდი, რომ ფიზიკური ტკივილი, უბრალოდ არაფერია სულიერთან. რატომ ეხუტება? მე ხომ მიყვარს ის? მე ხომ მისით ვსუნთქავ? თუ ვიღაც ჰყავს, მაშინ რატომ იყო ასეთი თბილი ჩემთან? როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მაშინვე გაუშვა ხელი გოგონას და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -ნია, როგორ ხარ?- ხმაში აღელვება ეტყობოდა. მე თავი დავუქნიე. ხმის ამოღების მეშინოდა. არ ვიცოდი რას ვეტყოდი,- ვინ გაგიკეთა ეს ყველაფერი?- ამჯერად შოკისგან პლედი, რომელშიც გახვეული ვიყავი, თავზე გადავიფარე. სწორად გაუკეთა ინტერპრეტაცია ჩემს სიტყვებს,- თათია დაგეხმარა გამოცვლაში და მან მითხრა. -ვინ? ვინ არის თათია?- ვიკითხე მოგუდული ხმით ჩემი "თავშესაფრიდან". -ჩემი მეუღლე,- მიპასუხა მაშინვე. თითქოს ცა დამემხო თავზე. მას მე უბრალოდ ვეცოდებოდი, ჩემი სიყვარული კი არაფერში სჭირდებოდა. მას ხომ ანგელოზივით ცოლი ჰყავს. მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი საშინელებაა იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც არავის სჭირდები... მარტოობის ტკივილი. ჩემდა საბედნიეროდ, მაღალი სიცხე მქონდა და მშველელი სიბნელე მაშინვე მოვიდა, ისევ გული წამივიდა. ამჯერად გონს მძაფრმა სუნმა მომიყვანა. თათია ტატოს ეჩხუბებოდა: -შენი ბრალია ყველაფერი. რა გინდოდა ამ ბავშვთან? ის, რომ მე შვილი არ მეყოლება, შენ მის მამად ვერ გაქცევდა. ის ჯერ სულ პატარაა და სხვანაირად აღიქვა შენი ყურადღება. ახლა რას გააკეთებ? როგორ აუხსნი, რომ მამობის გრძნობამ იჩინა შენში თავი? რომ მის მიმართ არ გრძნობ იმას, რაც მან იფიქრა? არ უნდა დაგთანხმებოდი და მისთვის საჭმელები არ უნდა მეკეთებინა. ნამდვილი სულელი ხარ, ტატო. -თათ,- ამოიხრიალა ტატომ,- რა ვქნა? მართლა მინდა დავეხმარო და ვაგრძნობინო რომ ის სჭირდებათ, რომ მასაც ელიან სადღაც. -წყალი მოიტანე,- დაღლილი ხმით უთხრა თათიამ, როდესაც შეამჩნია, რომ გამოვფხიზლდი. როგორც კი ტატო გავიდა, მე შემომიბრუნდა: -ყველაფერი გაიგე?- მკითხა და ნაზად შემეხო შუბლზე. მე სუსტად დავუქნიე თავი,- გთხოვ აპატიე ტატოს. მე მას შვილს ვერასოდეს გავუჩენ, შენ კი, მისი აღწერით ისეთი დაუცველი და განსხვავებული იყავი, თან ჩემი თავი გაახსენე. -თქვენი თავი?- გავოცდი მე. -ხო,- გაეცინა თათიას,- მეც შენნაირი ვიყავი. ობოლი, ცხოვრებისგან ნაცემი,- ძნელი იყო ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ უნდობლობის მიზეზი არ მქონდა,- ტატომ ამომიყვანა იმ წუმპიდან, რომელშიც ცხოვრებამ ჩამაგდო. მეც შემიყვარდა ჩემი მხსნელი, მაგრამ ის მარტოხელა იყო,- ამარიდა მზერა. -ბოდიში,- ვუთხარი გულწრფელად. ძალიან კარგი გოგოა თათია. ბევრი არ აიტანდა სახლში მის ქმარზე შეყვარებულ ლაწირაკს. -ეს მე და ტატო უნდა გიხდიდეთ ბოდიშს,- მითხრა და ნაზად შემეხო შუბლზე,- ხომ გვაპატიებ?- გამიღიმა. მეც გავუღიმე. გულწრფელად, მთელი გულით. ტატო მიყვარდა. მიყვარდა ტკივილამდე. მაგრამ მადლიერება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ის ჩემზე ზრუნავდა, მივლიდა მართლა როგორც შვილს და არასოდეს მოუცია ჩემთვის იმის ფიქრის საფუძველი, რომ რომანტიული გრძნობები ჰქონდა ჩემს მიმართ. მისი რა ბრალია, მე თუ სიყვარული და სითბო მაკლია და სხვანაირად ვიგებ თუნდაც უბრალო ყურადღებას. -ახლა სჯობს წავიდე,- ვუთხარი გოგონას და წამოდგომა ვცადე. -აბა სად მიდიხარ,- გაეცინა თათიას,- ჯერ კიდევ მაღალი სიცხე გაქვს. ახლა საჭმელს შეჭამ, წამალს დალევ და დაიძინებ. დილისთვის თუ სიცხე აღარ გექნება, ნებას მოგცემ საწოლიდან ადგე. -არის უფროსო,- საფეთქელთან მივიდე ხელი და გავუცინე. მართლა ძალიან კარგი გოგოა თათია. -ახლავე მოგიტან ცხელ ბულიონს. -არა,- მაშინვე შემეცვალა სახე. ვერ ვიტან წვნიანებს. -ხმა,- მკაცრად, მაგრამ ალერსიანად შემომხედა მან და ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთში ოთახში ტატო შემოვიდა. -როგორ ხარ, ნია?- მკითხა და თვალები დახარა. -კარგად,- ვუთხარი და ხელი გავუწოდე. მეგონა გადმომცემდა საჭმელს, მაგრამ ჩემს წინ დაჯდა, კოვზით ამოიღო ცხელი ბულიონი და ჩემსკენ წამოიღო. გაკვირვებულმა შევხედე, მერე კი გამეღიმა და პირი გავაღე. რამდენიმე კოვზი წვნიანი წვალებით გადავყლაპე. -კიდევ ასეთ სახეს თუ მიიღებ, ვიფიქრებ, რომ ცუდი კულინარი ვარ. -თქვენი გაკეთებულია?- გამიკვირდა მე. -კი, არ გჯერა?- მე თავი გავაქნიე,- სულ ტყუილად. ნეტავ განახა როგორ მიხდება ყვავილებიანი წინსაფარი,- ჩემმა მდიდარმა ფანტაზიამ დამიხატა ეს სურათი და გამეცინა. კარის მხრიდანაც გავიგე სიცილი და შევხედე. თათია იდგა და ღიმილით გვიყურებდა. მე მომენტალურად გავწითლდი. მისი ქმარი საჭმელს მაჭმევდა პატარა ბავშვივით. ალბათ სასიამოვნო ნაკლებია ამაში. უეცრად ხმაური გავიგე და მეორე წამს თათიას ყელზე რაღაც ჩამოეკიდა. თუ სწორია ამ სიტყვის გამოყენება თითქმის ორ მეტრიან ბიჭთან, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი ღამე ქუჩაში დაფორთხიალობდა. მტვრიანი, ტალახიანი და მაინც საშინლად კმაყოფილი. -დაიი,- ხმა ისეთი ბოხი აქვს, თითქოს აკვნიდან სვამს და ეწევა. არადა ოდნავადაც კი არ ჰგავდა მის გვერდით ცეროდენასავით პაწია თათიას. -ალექს, წადი დაიბანე,- სიცილით მოიშორა დიასახლისმა ბიჭი. -ალექს, მოშორდი ჩემს ცოლს,- ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ ტატომ. ბიჭმა გადმოგვხედა და მისი მზერისაგან სიცივემ დამიარა ხერხემალზე. -ეს რა არის?- ანიშნა ჩემზე. -გაუზრდელი,- თათია თითის ცერებზე აიწია და თავში წამოარტყა ხელი. -ვაიჰ,- წამოიყვირა. მერე კიდევ ჩაიბურდღუნა რაღაც ამ დათვმა და მაშინ მივხვდი, რომ ტატოს ძმაა და მისი აბსოლუტური ანტიპოდი. მის ბურდღუნზე გამეცინა. -რას იშრობ კბილებს? პირი დაკეტე,- შემომიღრინა გაბრაზებულმა. ამაზე უფრო გამეცინა. გაბრაზებულ ვინი პუჰს ჰგავდა ასე,- ეს ვერაა?- გაოცებულმა ჰკითხა თათიას. -შენ ვერ ხარ,- აცნობა თათიამ,- ეს ნიაა. შენი ძმის სტუდენტი და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი. -რამდენად ახლო?- მოჭუტა თვალები,- თუ ჩემს ლოგინში წევს, ჩემი ძმა აჭმევს, შენ კიდევ ამ ყველაფერს ღიმილით უყურებ? -გაფუჭებული,- გამოუყო ენა გოგონამ. ტატო კი ადგა და მთელი ძალით გაარტყა ხელი. სამივე დავიბენით. -რა? რა მოხდა?- ძლივს ამოთქვა ბიჭმა. -მეორედ ასე უაზროდ არ იხუმრო,- უთხრა და ოთახი დატოვა. თათიამ ჩემთვის გაურკვეველი მზერა ესროლა ბიჭს, მერე კი მეუღლეს გაეკიდა. ალექსი გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს. მე გაჭირვებით ავდექი და ბოთლი ავიღე. ჩემდა სასიხარულოდ, კარგი ცივი იყო. ახლოს მივედი ბიჭთან და ლოყაზე მივადევი ბოთლი. შეკრთა და გაოცებულმა შემომხედა. მე კი ლოგინში დავბრუნდი და პლედი თავზე გადავიფარე. უცნობი უხმოდ გავიდა ოთახიდან. მათთან კიდევ 2 დღე ვიყავი. ერთი გამოცდა გავაცდინე, მაგრამ ტატო მოელაპარაკა ლექტორს და გადაბარების უფლება მომცეს. ამიტომაც გაძლიერებული სწავლის რეჟიმში ვიყავი. თათია მეხმარებოდა და ერთად გავდიოდით მსოფლიო კულტურულ ძეგლებსა და მათ ისტორიებს. გოგონა საკმაოდ განათლებული და საინტერესო მთხრობელი აღმოჩნდა. ბევრი ლეგენდა მომიყვა, რომელიც წიგნში არ ეწერა. მერე გავიგე, რომ მისი მშობლები არქეოლოგები იყვნენ და მათგან იცოდა ეს ყველაფერი. ამ ორი დღის განმავლობაში ტატოს უმცროსი ძმა სამჯერ ვნახე სულ. ერთხელ ღამე ამდგარმა ვნახე როგორ ისხდნენ იატაკზე სამზარეულოში ტატო და ალექსი, სვამდნენ ერთი ბოთლის ყელიდან არაყს და რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ. მაშინ ვეღარ გავბედე წყლის დასალევად შესვლა. მეორედ, დილას შემოვიდა ოთახში, მისი ჭკუით უხმოდ გამოაღო კარადა და გამოიტანა ტანსაცმელი, რომლის შეთვალიერებაც ვერ მოვასწარი. რეალურად ისე ხმაურობდა, რომ საოცრება იქნებოდა, თუკი მეორე სადარბაზოში ვერ გაიგებდნენ მის ბრახუნს. მესამედ კი აბაზანაში შესულს კარი დამრჩენია ღია და იქ შემოვიდა. მისი ფრაზის - "იმედი გქონდა, რომ ჩემს მაგივრად ჩემი ძმა შემოვიდოდა?" - მერე დიდხანს ვიდექი დუშის ქვეშ და ვტიროდი. სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა და მათი სახლიდან წამოსვლის მერე ერთადერთი სურვილი მქონდა, აღარასოდეს მენახა ის ბიჭი. ალბათ საკმარისად ძლიერად არ მინდოდა... სახლში შესულს უცნაური სუნი მეცა. ჩემი ღამის კოშმარი სახლში არ ეგდო. ალბათ სანამ მე სახლში არ ვიყავი, ნაგავიც კი არ გაჰქონდა. ამიტომაც ჯერ ნაგვის ვედროები გავასუფთავე, ჭურჭელი დავრეცხე და მერე მოხუცთან შევედი. მაშინვე მივხვდი, რომ არც ნაგავი და არც დაურეცხავი ჭურჭელი არ იყო უცნაური სუნის მიზეზი. არა, ოღონდ ეს არა! სანამ მე სიცხიანი სხვის სახლში ვიწექი და თბილ საჭმელებს ვჭამდი, მოხუცი მარტოობაში დაიღუპა. მისმა იდიოტმა შვილმა კი ვერც კი გაიგო. ერთიანად მაკანკალებდა და არ ვიცოდი და უნდა გამეკეთებინა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე, ტატოს დავურეკე. -ტატო,- ვუთხარი აკანკალებული ხმით,- ტატო მიშველე... მოხუცი დაიღუპა. გთხოვ, მიშველე. -რა მოხდა?- მითხრა მძინარე ხმით ტატომ. უცნაურია, ასეთ დროს ის უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო. -გთხოვ, მოდი,- ძლივს ამოვთქვი და ცრემლი წამსკდა. მოხუცის გაყინული თვალები უსიცოცხლოდ მიშტერებოდნენ ჭერს. მე კი გაქვავებული ვიდექი და ვერც ვინძრეოდი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიდექი, მაგრამ ძლიერი ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. -რა ხდება აქ?- გავიგე ჩემთვის საძულველი ხმა. მისკენ შევბრუნდი და კარში ალექსი დავინახე. -ტატო სადაა?- ვკითხე ხმადაბლა. -შემთხვევით ჩემი ტელეფონი წაიღო,- მითხრა და ჩემი ლექტორის მობილური მაჩვენა. -უკაცრავად შეწუხებისთვის,- დავუკარი თავი,- შეგიძლიათ წახვიდეთ,- ვუთხარი უემოციო ხმით. -მოდი აქ,- მანიშნა ხელით. -რატომ?- დავიბენი მე. ხელი გამომიწოდა და როგორც კი ჩემი შეხება იგრძნო, მაშინვე თავისკენ მიმიზიდა. ჩამეხუტა ისე, რომ სახე მის მკერდში ჩავმალე და ხელი გაიწოდა. როდესაც ოთახიდან გავყავდი, შევამჩნიე, რომ მოხუცს თვალები დახუჭული ჰქონდა. რანდენიმე წუთში სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა. ექიმმა არაძალადობრივი სიკვდილი დაადასტურა და მოხუცი მორგში გადაასვენეს. მეორე დღესვე დაკრძალვა უნდა ყოფილიყო, რადგან პანაშვიდზე მომსვლელი არავინ იყო. როდესაც ვუთხარი, რომ ფული საერთოდ არ მქონდა, ჯერ უნდობლად შემომხედეს, ხოლო ისტორიის მოსმენის მერე დამპირდნენ, რომ დამეხმარებოდნენ. როდესაც სახლი დაიცალა "სტუმრებისგან", მივხვდი რომ ჰაერი არ მყოფნიდა. ამიტომ ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მერე მოხუცის ოთახში შევედი და საწოლის ალაგება დავიწყე. ხოლო როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი, შიშისაგან შევყვირე. -დაგეხმარები,- გავიგე ალექსის ბასი. -არ შეწუხდეთ,- ვუთხარი ხმადაბლა,- ისედაც მოგაცდინეთ. -ნუ სულელობ,- მითხრა და გვერდით გამწია. ერთი ხელის მოსმით გადაკეცა ქვეშაგებელი, აიღო და გაიტანა. არ მიკითხავს სად მიჰქონდა, ალბათ გადაყრიდა. როდესაც დაბრუნდა, მე ისევ ისე ვიდექი. ხელი მომკიდა, მაგრამ ამჯერად არ შემშინებია, უბრალოდ ძლიერი ხელების შეხებამ შემაკრთო. სამზარეულოში გამიყვანა და ჩაიდანი დაადგა. მერე ჭიქას წყალი გაავლო და ჩაის ფერი ჩადო. -შაქრიანი გიყვარს,- მე თავი გავაქნიე. ამის მერე მდუღარე წყალი ჩაასხა ჭიქაში და წინ დამიდგა. მე ცხელი დასალევი მოვსვი და პირი დამეწვა. -აი,- ამოვიკვნესე და ცრემლები წამსკდა. ალექსი ჩემთან მოვიდა. -ფრთხილად, სულელო,- მითხრა ალერსიანად და მხრებზე მომხვია ხელი. ამ შეუჩვეველმა გამხნევებამ სულ მომადუნა და ჩემი ტირილი ისტერიკაში გადაიზარდა. ვტიროდი გულამოსკვნით, ისე, როგორც საკუთარი დედაც კი არ დამიტირია. ბიჭი კი ჩემს გვერდით იყო და არც ხელი გაუშვია. როდესაც შედარებით დავმშვიდდი, ცრემლი მომწმინდა და მაიძულა უკვე საკმაოდ გაციებული ჩაის დალევა. -გეძინება?- მკითხა მას მერე, რაც ჩაი დავლიე. მე თავი გავაქნიე და დავამთქნარე. ამაზე ბიჭს გაეცინა,- წამოდი. -აქ მაინც ვერ დავიძინებ,- ვუთხარი და თავი დავხარე. -წამოდი,- გამიმეორა კიდევ. -არ მინდა ტატოსთან. არ ვარ საუბრის ხასიათზე. თათია კი არ მომეშვება, სანამ არ მომაყოლებს ყველაფერს. რატომღაც დარწმუნებულია, რომ საუბარი ეხმარება ადამიანს. მე კი ახლა მართლა არ მინდა ლაპარაკი. ბიჭმა ამოიოხრა და ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთში მოზრდილი ჩანთით გამოვიდა ჩემი ოთახიდან: -წავედით,- მითხრა მშვიდად. გაოცებულმა ავხედე. -არ მინდა, რომ ის არაკაცი აქ შემოვიდეს, უნდა დავრჩე,- ვინ იყო ის არაკაცი იცოდა, რადგან ისმენდა ჩემს საუბარს პილიციასთან და მედიკოსებთან. -ადგები თუ დაგეხმარო?- ხმაში გაღიზიანება დაეტყო. მეც ავდექი და გასაღები ამოვიღე ჯიბიდან. სახლიდან გასვლისას კარი ჩაკეტა და მოულოდნელად გასაღები შიგნით ჩატეხა. -რას აკეთებ?- ვკითხე გაოგნებულმა. -ასე "ის" სახლში ვერ შევა, ხვალ კი ახალ საკეტს დავაყენებ,- ამიხსნა მშვიდად. ჭკვიანურია. გამიკვირდა კიდეც. -ფული არ მაქვს,- ვუთხარი და მზერა ავარიდე. გაეცინა. -არა უშავს, პატარა, ჩემი საჩუქარი იქნება. მე წარბი ავზიდე. როდის აქეთ გავხდი "პატარა" ალექსისთვის? -ალექს,- დავიწყე, მაგრამ ბიჭმა გამაწყვეტინა. -სანდრო დამიძახე, გთხოვ. -მაგრამ თათია... -იცის რომ არ მომწონს და სპეციალურად მეძახის,- გამაწყვეტინა ისევ. გამეღიმა. ეს ნამდვილად თათიას ხასიათშია. ამასობაში ჩემთვის უცნობ მანქანასთან გავჩერდით,- ჩაჯექი. -სანდრო, სად მივდივართ? ხომ გითხარი, არ მინდა ტატოსთან და თათიასთან მისვლა,- ვუთხარი დაღლილი ხმით. -არ მიმყავხარ მათთან, უბრალოდ დაჯექი,- მითხრა. მერე კი კარი გამიღო და ძალით დამსვა. მერე თვითონაც დაჯდა და კარები დაბლოკა. როდესაც შეამჩნია რომ ჯერ კიდევ ვერ დამიბრუნდა მოქმედების უნარი და გაოგნებული ვუყურებდი, უბრალოდ გადმოიწია და ღვედი თვითონ შემიკრა. ამ დროს კი ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან, რომ მის ცხელ სუნთქვას ბაგეებზე ვგრძნობდი. ინსტინქტურად უკან გავიწიე. ამაზე ბიჭს გაეცინა. მე კი გავწითლდი. -ჩემთვის ძალიან პატარა ხარ,- მითხრა სიცილით და გასწორდა,- ასე რომ არ ინერვიულო. -სულაც არ ვარ პატარა,- ვიყვირე და როდესაც მივხვდი რა ვთქვი, სირცხვილისაგან სახე ხელებში ჩავმალე. -მე უფრო გამოცდილი ქალები მომწონს, რადგან რომანტიკისთვის დრო არ მაქვს, ხოლო შენნაირი ბავშვები ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებენ,- ამიხსნა თავისი პოზიცია და მანქანა დაქოქა,- ამიტომაც ჩემში ინტერესს არ იწვევენ. -შენი აზრით, მას მერე რაც ჩემი ისტორია მოისმინე, მე შეიძლება ვარდისფერი სათვალით ვუყურებდე ცხოვრებას?- ვკითხე გაოცებულმა. -სიყვარულში კი!- მითხრა დარწმუნებით. -სისულელეს იძახი,- ვუთხარი და დემონსტრაციულად შევბრუნდი ფანჯრისკენ. -დაწვები ჩემთან?- მკითხა მოულოდნელად. მე გაოცებულმა შევხედე. -რას გულისხმობ?- ვკითხე ხმის კანკალით. -ს*ქსს, სხვას რას უნდა ვგულისხმობდე?- აიჩეჩა მხრები. -შენ რა, სულ გაგიჟდი?- ვუყვირე მთელ ხმაზე. -მაინც რატომ?- მკითხა ირონიული სიცილით. -და შენ... და მე... მე არასოდეს...- დამება ენა. -არასოდეს?- ვითომ გაუკვირდა. კარგი მსახიობია, თავხედი!- რატომ? ნამდვილი მამაკაცი არ შეგხვედრია? მოგეწონება, დამიჯერე. რადგან ვიცი რომ შენთვის პირველი ვიქნები, ყველაფერს ფრთხილად გავაკეთებ,- მერე დაფიქრდა,- თავიდან მაინც. მერე შენით მომთხოვ ცოტა უხეშობას. -დეგენერატო!- ვიყვირე სიბრაზისაგან გაწითლებულმა,- მე მხოლოდ ის შემეხება, ვინც მეყვარება. შენ კი ერთი ღამის გასართობი სადმე სხვაგან მოძებნე. ამ სიტყვებზე გულიანად გაეცინა. -ხომ გითხარი, ვარდისფერი სათვალით უყურებ სიყვარულსთქო.- როდესაც მივხვდი რომ ამისკენ მიჰყავდა დიალოგი და მაიძულა ჩემი პირით მეთქვა ეს, კიდევ უფრო გავბრაზდი, ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით და ზურგი ვაქციე, რამდენადაც ამის საშუალება მომცა ავტომობილის სალონმა. რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა, ხოლო როდესაც ვნახე სად, ზიზღით ავხედე სანდროს. ღვედი მოვიხსენი, მანქანიდან გადავედი და საპირისპირო მხარეს წავედი. რამდენიმე ნაბიჯში ძლიერმა ხელმა გამაჩერა. -მომწყდი თავიდან,- ვცადე ხელის განთავისუფლება, მაგრამ ძალა ზედმეტად არათანაბარი იყო. -ნია,- პირველად მომმართა სახელით და ამიტომ გავჩერდი.- ხომ გითხარი, ჩემთვის მეტისმეტად პატარა ხარ. პატარა და გამოუცდელი. ასეთები მე ფიზიკურად არ მიზიდავენ. მათთან თავს ბოლომდე ვერ გაუშვებ, სულ უნდა იფიქრო რაიმე არ ატკინო, ან მათი კომპლექსები დაგიკარგავს ყველაფრის ხალისს. მე კი, ალბათ შეამჩნიე, ცოტა უხეში ვარ. ცოტაზე მეტიც კი. და არც საწოლშია ჩემი სურვილები და მოთხოვნილებები უფრო ნაკლები. ამიტომ თავს დიდად ვერ ვაკონტროლებ პროცესისას. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიხვდე, აქ მოგიყვანე მხოლოდ დასაძინებლად,- მანიშნა სასტუმროზე,- მეტი ჩვენს შორის არაფერი იქნება. არამარტო შენს გამო, ეს მეც არ მინდა. ჩემთვის ზედმეტად ნაზი ხარ. ხელი მიკიდია შენს ხელზე და ვგრძნობ როგორ ცემს შენი პულსი. მეშინია ოდნავ უფრო მეტად ხელის მოჭერის, რადგან ალბათ ძვალსაც კი გადაგიტეხავ ამით. მენდე, არაფერს არ მოგთხოვ ისეთს, რაც შენ არ გენდომება, არასოდეს. -კარგი,- ამხელა ტირადის მერე მომერიდა უარის თქმა. თუმცა უნდა ვაღიარო, მისი სიტყვები გულზე მომხვდა. თავმოყვარეობა კარგი მრჩეველი არაა. არასოდეს... არანაირ სიტუაციაში... სასტუმროში შევედით. ორი ოთახი აიღო. ნომერში შესულმა ცხელი შხაპი მივიღე, მერე კი საწოლზე მოვკალათდი ხალათით. სანდროს მოცემული ჩანთა გავხსენი. შიგნით იდო აკურატულად დაკეცილი შავი კაბა, შარვალი და მაისური ღამისთვის და საცვლები. გავწითლდი და გულიანად შევუკურთხე უცერემონიო სანდროს. მეორე მხრივ კი ძალიან მადლობელი ვიყავი მისი. ჯერ არ მეძინებოდა, სულ ბიჭის სიტყვებზე ვფიქრობდი. კარზე კაკუნი გაისმა. ავდექი და კარი გავაღე. როგორც ვიფიქრე, იქ სანდრო იყო. -სიამოვნებით შემოგიპატიჟებდი და შემოგთავაზებდი დალევას, მაგრამ მეშინია, რომ დამთანხმდები,- ვუთხარი ირონიული ღიმილით. მას გაეცინა. -რაიმე ხომ არ გჭირდება?- მკითხა დამშვიდებულმა. -რატომ, იმედი გაქვს?- ვკითხე ღიმილით. -რისი?- დაიბნა. -"არაფერს არ მოგთხოვ ისეთს, რაც შენ არ გენდომება, არასოდეს."- გავიმეორე მისი სიტყვები. ამაზე გულიანად გადაიხარხარა. -კარგი იყო,- მითხრა და თმა ამიჩეჩა,- ტკბილი ძილი,- მითხრა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -ტკბილი ძილი,- ვუთხარი და კარი მივხურე. ლოგინზე დავჯექი და ვიგრძენი თუ როგორ გამალებით მიცემდა გული. ეს უკვე რაღაც უაზრობა იყო. განა შეიძლება მოგეწონოს ადამიანი, რომელიც ასეთი უცერემონიო და უხეშია? რომელშიც არ არის არაფერი რომანტიული? და რომლის ძმაც გიყვარდა სულ რამდენიმე დღის წინ? მიყვარდა კი ტატო? ან მომწონს კი სანდრო? თუ უბრალოდ მისმა სიტყვებმა თავმოყვარეობა შემილახეს? რა ვქნა? როგორ გავიგო რას ვგრძნობ? აზრი, რომელიც თავში მომივიდა, საერთოდ არ მომეწონა. არ ვაპირებდი ჩემი სხეული გასართობად მიმეცა სანდროსთვის, მაგრამ მეორე მხრივ მაინტერესებდა მისი ქცევა და ჩემი შეგრძნებები. -არა ნია! ამდენ ფიქრს გირჩევნია დაიძინო, ხვალ მძიმე დღე გაქვს.- შევყვირე ჩემს თავს და ცხვრების თვლა დავიწყე. არ ვიცი რამდენ ხანში, მაგრამ ჩამეძინა. დილას კი პირველად გამეღვიძა აბსოლუტურად გამოძინებულს. მე და სანდრომ ერთად ვისაუზმეთ და ერთად წავედით მორგში. როგორც დამპირდნენ, მართლა დამეხმარნენ და გასვენებამ მშვიდად ჩაიარა. მისი შვილი არც კი მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ კართან წერილი დავუტოვე. გასვენების მერე გაწურული ლიმონივით ვიყავი. არაფრის თავი არ მქონდა და სიარულიც მიჭირდა. მოხუცის დაღუპვა იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე მეგონა. ალბათ შევეჩვიე მის გაურკვეველ ბუტბუტს, რომელსაც ძილის წინ ვუსმენდი. ან უბრალოდ ამით ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი და ვიღაცას მაინც ვჭირდებოდი. სანდრო გვერდიდან არ მომშორებია. მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა, მაინც ძალიან მადლობელი ვიყავი მისი. -სახლში წავიდეთ?- მკითხა სასაფლაოდან გამოსვლისას. -ჩემთან,- მაგრამ მერე ავხედე,- მაგრამ გასაღები... -ეგ უკვე მოგვარებულია, არ ინერვიულო,- მომხვია მხრებზე ხელი. -როგორ?- ავხედე გაოგნებულმა. -გასაღები უკვე ჩემს მანქანაში დევს,- მითხრა და თვალი ჩამიკრა. -როგორ მოახერხე?- ვკითხე დაბნეულმა. -საიდუმლოა,- საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა და მანქანის კარი გამიღო. მე დაბნეული ჩავჯექი და რამდენიმე წამში ხელში მეკავა ჩემი სახლის ახალი გასაღები. სახლში მისულს ყველაფერი ადგილზე დამხვდა. მხოლოდ საკეტი იყო შეცვლილი. ჩემდა სამარცხვინოდ მართლა მომივიდა ეს აზრი თავში... არადა რა უნდა წაეღოთ ჩემი ბინიდან? ძველი ტელევიორი, რომელიც ფერებსაც კი ვერ აჩვენებს ნორმალურად და ბებიას ბეჭდი. მეტი ფასიანი იქ არაფერი იყო. -კარგად ხარ?- მკითხა სანდრომ და ჭიქა დამიდგა წინ. -ვცდილობ,- გავუღიმე მე,- მადლობა ყველაფრისთვის. ალბათ ამ ვალს ვერასოდეს გადაგიხდი,- ვუთხარი და მზერა ავარიდე. -ნუ სულელობ,- ამიჩეჩა თმები. მე მადლიერმა ავხედე. -ახლა ალბათ ყველაფერი დამთავრდა,- ვუთხარი ბედნიერმა,- მაგრამ მოხუცი მეცოდება. სიცოცხლის ამაზე საშინელ დასასრულს ალბათ იშვიათად თუ მოიფიქრებ. სულ მარტო. ყველასგან მიტოვებული. იქნებ წყალს ითხოვდა... იქნებ შეიძლებოდა მისი გადარჩენა... -ნია, ერთს გეტყვი, სჯობს იყოს საშინელი დასასრული, ვიდრე საშინელება დასასრულის გარეშე,- მითხრა ღიმილით ბიჭმა. მე გამეცინა. მართლაც ასეა. დაისვენა მოხუცმა და ეს მისთვის მართლა საჩუქარი იყო. უეცრად კარზე ბრახუნის ხმა გავიგე და შევკრთი. თუმცა ვცადე თავის ხელში აყვანა, მაგრამ განმეორებითი ბრახუნისას ავკანკალდი. -გავაღო?- მკითხა სანდრომ და მხარზე ხელი დამადო. -ჩემით,- ვუთხარი და წამოვდექი. კართან მივედი და გავაღე. -სად გდიხარ ამდენი ხანი?- შემომღრინა კაცმა. მაშინვე მეცა იაფფასიანი ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი. სახლში შემოსვლა სცადა, მაგრამ მე გადავუდექი წინ. -რას აკეთებ?- მკითხა ცოტა დაბნეულმა. -ჩემი დატოვებული წერილი ნახე?- ვკითხე ზიზღით. -კი, მერე?- ისე ნატურალურად გაუკვირდა, რომ სურვილი გამიჩნდა რაღაც ჩამერტყა თავში. -მერე? მერე?- ავიმაღლე ხმა,- დედაშენი დაიღუპა და შენ გასვენებაშიც არ მოეთრიე, არ გრცხვენია მაინც?- ვუყვირე მთელს ხმაზე. -როგორც იქნა ჩაძაღლდა...,- აიჩეჩა მხრები,- მოსვლა დამავიწყდა,- თქვა უინტერესოდ და სახლში შემოსვლა სცადა კიდევ ერთხელ. -დაივიწყე,- გადავუკეტე გზა ხელით,- აქ დედაშენის გამო გიტანდი, ახლა კი ჯანდაბამდე გზა გქონია. -ეს ჩემი სახლიცაა,- იღრიალა და ხელი მომიქნია. მე თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი. ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ჩემმა "მამინაცვალმა" კი მუცელში ჩამარტყა ფეხი. იმავე წამს სანდრო გაჩნდა ჩემთან. კაცს ხელები გადაუგრიხა და სახლიდან გაათრია. მალევე დაბრუნდა, დაუპატიჟებელ სტუმარს კი შემოსვლა აღარც უცდია. სანდრომ წამომაყენა და სამზარეულოში შემიყვანა. სკამზე დამსვა და ცხვირზე ხელი მომიჭირა. მერე ცივი დამადო და სისხლისდენა შემიჩერა. -რატომ არ ტირიხარ?- მკითხა რატომღაც გაღიზიანებულმა. -შეჩვეული ვარ,- ვუთხარი და გაღიმება ვცადე, მაგრამ ლოყა მეტკინა. ამჯერად მართლა მწარედ მომხვდა. უეცრად თმებში წამავლო ხელი სანდრომ, თავი ამაწევინა და გაბრაზებულმა კბილებში გამოსცარა: -არასოდეს მისცე უფლება ვინმეს ხელით შეგეხოს, გაიგე? -ის ხომ ჩემზე ძლიერია,- ვუთხარი და თვალები ცრემლებით ამევსო,- მე სულაც არ მიხარია ჰემატომებით სიარული,- თვალები დავხუჭე რომ არ მეტირა,- არც მაზოხისტი ვარ, რომ ტკივილი მომწონდეს. უეცრად ბაგეებზე შეხება ვიგრძენი. თავიდან ვერ მივხვდი და ხდებოდა, მერე კი შოკისაგან ფართოდ გავახილე თვალები. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა. ენა დამისვა ბაგეებზე და მაიძულა გამეხსნა პირი. ამის მერე ვიგრძენი როგორ ფრთხილად შეეხო ჩემს ენას მისი. ხოლო სასაზე მისი ენის შეხებამ მაიძულა ფილტვები ჰაერისგან დამეცალა. ამის მერე ვიგრძენი მისი ხელები წელზე. ფრთხილად მეხუტებოდა, მერე კი კაბის ელვა გამიხსნა და შიშველ კანზე შემეხო. ცხელი ხელები ჰქონდა და ეს მისი სიცხე ჩემი კანის სიცივესთან შეგრძნებების საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა. სულ მალე აღმოჩნდა კაბა ჩემს ფეხებთან და სანდროს ბაგეებმა ჩემი ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლეს. მკოცნიდა დაჟინებით, თითქოს მწყურვალი წყურვილს იოკებდა. უეცრად ტკივილი ვიგრძენი. სანდრომ ძლიერად მიკბინა ლავიწის ძვალთან. ტკივილმა ცოტა გამომაფხიზლა ამ თრიაქისგან. -სანდრო,- ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით და საკუთარი ხმა მეც ვერ ვიცანი,- არ გინდა, გთხოვ. შენ ხომ დამპირდი? -გთხოვ, ნია... გთხოვ...- იმეორებდა მანტრასავით და ნაზად ჰკოცნიდა ჩემს სხეულს.- ოღონდ ახლა არ გამაჩერო, ნია... გთხოვ... და მეც დავნებდი. დავყევი მის სურვილს... და არამარტო მისას. ეს მეც მინდოდა. არა, არ მინდოდა, მჭირდებოდა. თუ მაინც მინდოდა? როდესაც იგრძნო, რომ აღარ ვეწინააღმდეგებოდი, ისევ ჩემს ბაგეებს დაეპატრონა და ჯარისკაცის შესაშური სისწრაფით გაიხადა ტანზე. კარგი აღნაგობა ჰქონდა. გარუჯული ტორსი იმის სურვილს გიჩენდა, რომ შეხებოდი, დაგესვა ხელი და მოფერებოდი. მაგრამ როდესაც მისი აღგზნება დავინახე, შეშინებულმა შევხედე ჩემს უნებლიე მწვალებელს. -ეს... ეს მთლიანად... არა!- ვუთხარი და უკან დავიხიე. ბიჭს გაეცინა. -ნუ გეშინია, სულელო. არაფერი არ მოგივა,- მაშინვე ჩემთან მოვიდა და ნაზად მაკოცა. -მეშინია,- ვუთხარი აკანკალებული ხმით, მაგრამ ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ ტანით მას მივეკარი. თითქოს ჩემი სხეული თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. სანდრომ ხელში ამიტატა და საძინებელში გამიყვანა. საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და საცვლებისგან გამათავისუფლა. მე ფეხები ერთმანეთს მივატყუპე და აწითლებული სახე ბალიშში დავმალე. -ნუ მემალები, პატარა,- მითხრა ხმადაბლა,- ულამაზესი ხარ. და როგორი უმანკო... ნაზი.... ჭკუიდან გადაგყავარ. ვერც კი ხვდები რამდენად მიმზიდველი ხარ. რამდენად სასურველი.- მეჩურჩულებოდა და ნაზად მკოცნიდა მუცელზე. მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა და მოვდუნდი. მანაც ამით ისარგებლა და ჩემს ფეხებს შუა კომფორტულად მოეწყო. -არ შეგეშინდეს არაფრის პატარა,- მითხრა და ნაზად მაკოცა, მერე კი ერთადერთი რაც მოვახერხე ტკივილისაგან გრძნობადაკარგულმა, სანდროს ტუჩზე ვუკბინე. თან იმდენად ძლიერად, რომ პირში სისხლის გემო ვიგრძენი. უცნაურია, მაგრამ სანდროს ეს აშკარად მოეწონა, რადგან მისმა სიამოვნებისაგან დაქაჩულმა თვალებმა წამიერად ტკივილიც კი დამავიწყა. უეცრად ბიჭმა მაკოცა. მაკოცა მგრძნობიარედ და ნაზად. ამის მერე კი ფრიქციები განაახლა და მეც ჩამითრია სიამოვნების მორევში. -სანდრო,- ვყვიროდი უკვე რამდენიმე წუთში მის სახელს,- სანდრო,- ხმა მიწყდებოდა,- სანდრო,- სიამოვნებისაგან სუნთქვა მეკვროდა,- სანდრო,- ვიყვირე და ვიგრძენი როგორ დატრიალდა სამყარო. ვვარდებოდი უფსკრულში და შველა მჭირდებოდა,- სანდრო, მგონი ვკვდები,- ამოვიხრიალე,- დამიჭირე, გთხოვ,- ფრიქციები უფრო ინტენსიური გახდა, სანდროს ხელებს ვგრძნობდი სხეულზე და ის მწვავდა როგორც შანთი. მეც ვიწვოდი და ვერ ვხვდებოდი. -ნია,- დაიყვირა სანდრომ და სამყარო ათასფრად აფეთქდა. თვალწინ ვერაფერს ვხედავდი. უბრალოდ განვიცადე სიამოვნება, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი. და ამ სიამოვნებისაგან ცრემლი წამსკდა. ვტიროდი და ვიცინოდი ერთდროულად. სანდრო ზურგზე დაწვა და მე მიმიხუტა. გული გამალებით უცემდა. საფეთქლები დანამული ჰქონდა. -ვიღაც იძახდა, რომ ჩემნაირი გოგოები არ მოსწონდა,- ვუთხარი ღიმილით როდესაც ცოტათი დავმშვიდდი. -შენნაირი გოგოები არ მომწონს,- დამეთანხმა ბიჭი,- აი შენ მომწონხარ. -ეს რომ არ გეთქვა, მეწყინებოდა,- გამეცინა მე. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რაც რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე. არ მქონდა არც მორიდების და არც გაუცხოების გრძნობა. არც კი მრცხვენოდა. ეს ყველაფერი იმაზე მარტივად მივიღე, ვიდრე მეგონა. სანდრო დაიხარა და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. მკოცნიდა ნელა, რაღაცნაირად ზანტად. -შენ კი იძახდი, რომ უხეში ხარ,- ვუთხარი ღიმილით და ნაკბენ ადგილას ვაკოცე ჩემით,- არადა როგორი ყურადღებიანი და ფრთხილი იყავი,- უცნაურია, მაგრამ მასთან ასეთ თემაზეც კი აღარ მერიდებოდა საუბარი. -შენთან სხვანაირად შეუძლებელია,- კიდევ ერთი ნაზი კოცნა მაჩუქა,- აბაზანაში დილას რომ შევიდეთ?- მკითხა შეფარვით. -ცუდი იდეაა,- გავუღიმე და მკერდზე ხელი დავუსვი. კანი ნამიანი ჰქონდა. -კარგი, კარგი,- ჩაიდუდღუნა და ადგა. მეც მინდოდა ადგომა, მაგრამ ხელში ამიტატა და თავად შემიყვანა აბაზანაში. როდესაც წყალი მოუშვა, მინდოდა მეთქვა, რომ ცხელი წყალი არ მქონდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, თბილი წყალი წამოვიდა. მე გაოგნებულმა შევხედე, მან კი თვალი ჩამიკრა. -ვინ ხარ?- ვკითხე სიცილით,- არ გაგიგია, რომ ჰოგვორტსის გარეთ მაგიის გამოყენება აკრძალულია? ამ სიტყვებზე სანდროს გაეცინა. -ჩაგეთვალა,- მითხრა და ჩამეხუტა. ასე ვიდექით წყლის ჭავლის ქვეშ, ვეხმარებოდით ერთმანეთს დაბანაში და ერთმანეთს ნაზად ვეალერსებოდით. ამ ყველაფრის შეგრძნება იმდენად სწორი იყო, რომ არც კი მინანია არაფერი. -არ მომწონს შენი ტუჩების გამო რომ წყალს ერევა,- ვუთხარი ჩურჩულით სანდროს. უეცრად ხელი მკრა და აბაზანის კედელს ამაკრა. მომენტალურად დაეპატრონა ჩემს ბაგეებს, მერე კი სახით კედლისკენ მიმაბრუნა და მაიძულა წელი ჩამეზნიქა. მეც კატასავით გავიჭიმე. -აიჰ,- აღმომხდა როგორც კი ვიგრძენი მისი შეხება. მერე კი იყო ისევ ის სიგიჟე, ყვირილი, ცოტა ტკივილი და ყოვლისმომცველი სიამოვნება. ალბათ ხვალ ვერც ვილაპარაკებ, ხმა აშკარად ჩავიწყვიტე ყვირილით. როდესაც კიდევ ერთხელ დამანახა ვარსკვლავები თვალწინ, უღონოდ დავეკიდე ბიჭს. რამდენიმე წუთში გადამავლო გრილი წყალი და ხალათში გახვეული გამიყვანა ოთახში. ლოგინზე დამაწვინა და შუბლზე მაკოცა. -ტკბილად იძინე, ანგელოზო,- ჩამჩურჩულა ყურში და მე ემოციებისაგან დაღლილს მაშინვე ჩამეძინა. დილას გამიღვიძება ძალიან სასიამოვნო იყო. მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილიც არ მაყენებდა დისკომფორტს. სანდრო ჩემს გვერდით არ იყო. ანუ უკვე ადგა. ნეტავ სადაა? სიხარულით ავდექი და ყველა ოთახი შემოვირბინე, მაგრამ სანდრო არსად იყო. მისი ნომერი არ ვიცოდი, ამიტომ ვერ დავურეკავდი... თუმცა მას ხომ ტატოს ტელეფონი ჰქონდა. დავრეკე, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. გული არ გავიტეხე. ის ხომ ასე არ მიმატოვებდა. ხომ მართალია? ხომ არ მიმატოვებდა ასე? ხომ არ დამტოვებდა მარტო? მეორე დღეს მივხვდი, რომ ძალიან კარგადაც დამტოვებდა. 3 დღე გადაბმულად ვტიროდი. ვტიროდი არა იმას, რომ მიმატოვეს. არამედ იმას, რომ კიდევ გამომიყენეს. რომ ვერ ვისწავლე ადამიანების ცნობა. რომ შემიყვარდა... გულწრფელად... პირველად. საკუთარი უსუსურების შეგრძნება მაგიჟებდა. მეოთხე დღეს ვიბანავე, ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი. ჩვეულად დავესწარი ტატოს ლექციას, მოკითხვა გადავეცი თათიას და უკან დავბრუნდი სახლში. სანდროზე არაფერი მიკითხავს. არც მას უთქვამს არაფერი. არც კი უკითხავს სად ვიყავი ბოლო დღეები. ანუ ძმამ არაფერი იცის. მთელი ღამე ისევ ტირილში გავატარე. დილას კი წინა დღის მოქმედებები გავიმეორე. უკვე ერთი კვირის თავზე მივხვდი, რომ ავტომატზე ვმოქმედებდი. ჩემი სიცოცხლე არსებობად იქცა. -სად ხარ, სანდრო?- ვიდექი აივანზე და ცრემლებს ვყლაპავდი,- რატომ დამტოვე? ნუთუ მართლა მხოლოდ გასართობად გინდოდი? უეცრად თავბრუ დამეხვა. მშია... ჯანდაბა, ნეტავ რამდენი ხანია არ მიჭამია? სამზარეულოში გავედი და ცივი სუპი ვჭამე. დაღლილს მალევე ჩამეძინა. დილას ისევ შიმშილმა გამაღვიძა. შემწვარი კვერცხის ჭამისას მოულოდნელმა მიხვედრამ გამაშეშა. ავდექი და საძინებელში გავედი. აკანკალებულმა საფულე ავიღე და ქურთუკის ჩაუცმელად გავედი. აფთიაქში ვიყიდე ტესტი და უკვე რამდენიმე წუთში ორმა ხაზმა მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მე მარტო აღარ ვიყავი... მყავდა ის, ვის გამოც უნდა მეცოცხლა. ვის გამოც უნდა მებრძოლა. ვის გამოც ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. ამ გადაწყვეტილების მიღების მერე ვრჩებოდი მარტო, ეს გადაწყვეტილი იყო, რადგან არასოდეს მივცემ ვინმეს გაუმწაროს ჩემს შვილს ცხოვრება ისე, როგორც ეს ჩემმა მამინაცვალმა გააკეთა. უეცრად საოცრად დიდი მადლიერება ვიგრძენი სანდროს მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, ის მე რამდენჯერმე დამეხმარა ყველაზე რთულ პერიოდში და ახლა უკვე ცხოვრების აზრი მაჩუქა. არ დანებდე.... წამოდგე მაშინ, როდესაც ყველაფერი თავზე დაგენგრა - აი ესაა ნამდვილი ძალა. მე კი წამოდგომის მიზეზი მქონდა - ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა. მეორე დღეს კიდევ ერთი დამატებითი სამსახური მოვძებნე დღის განმავლობაში, რადგან ღამე ძილი მჭირდება. ასევე კონტეინერების ცლას თავი დავანებე, მძიმეების აწევა ჩემთვის აღარ შეიძლებოდა. უნივერსიტეტში გამართულად დავდიოდი და სწავლაც დავიწყე. ყველას უკვირდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდნენ. ასე გავიდა 4 თვე. ამ დროის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. თავიდან შემეშინდა, რომ ჩემი მამინაცვალი იყო, მაგრამ როდესაც მეტროში ხალხის ნაკადში მოყოლილი ძლიერმა ხელებმა მკერდზე მიმიკრეს ზურგით, დავმშვიდდი. არც მიფიქრია თავის შებრუნება, ეს სანდრო იყო. მის სითბოს, მის სუნს ათასში და ათიათასში ერთს ვიცნობ. მაშინ მივხვდი, მას მე არ მივუტოვებივარ, უბრალოდ რაღაცის გამო ვერ იყო ჩემთან. ხოლო როდესაც პირველად გავიხადე თბილი ქურთუკი და ყველას დავანახე ჩემი პაწია, კოხტა მუცელი, მივიღე პირველი წერილი: "მადლობა, ნია! ალბათ ვერასოდეს გადმოგცემ როგორი მადლობელი ვარ. სულ ცოტაც მოითმინე და მოვალ. სულ ცოტა მოითმინე." და ტელეფონი, რომელშიც ნომერი იდო. ალბათ დასაკავშირებლად სჭირდებოდა სანდროს, ამიტომ უსიტყვოდ ავიღე მობილური. იმავე წამს გადმოვწერე ყველაზე მარტივი სოციალური ქსელი, სადაც მხოლოდ ფოტოებს აზიარებ. დავრეგისტრირდი, სახელი ფურცლის ნაგლეჯზე დავწერე, კართან დავტოვე და უნივერსიტეტში წავედი. ვინც საჭიროა ის იპოვის. საღამოს კი ექოსკოპიის პირველი ფოტო დავდევი წარწერით - "ეს შენი შვილია. ექიმი მეუბნება, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მადლობა შენ ამისთვის. გელოდებით მე და შენი პატარა." ასე გადიოდა დღეები. ყოველ დილას კართან მხვდებოდა წერილი მოკლე ფრაზებით. მაგალითად "დღეს ცივა, თბილად ჩაიცვი" ან "საჭმელი ჭამე" ან "დღეს ექიმთან ხარ წასასვლელი, არ დაგავიწყდეს" ან თუნდაც "პატარას ჩემზეც მოუყევი ხანდახან". მე კი დღის ბოლოს ვდებდი ფოტოებს. ხან ჩემს მოქსოვილ ქუდს ან ფაჩუჩებს. ხან ექიმის რეკომენდაციებს. როდესაც პირველად დამარტყა ფეხი პატარამ, გახარებულმა მაშინვე ვაცნობე მამიკოს. მეორე დილას კი კართან უზარმაზარი ყვავილების თაიგული და ხილის კალათი დამხვდა. ტატო არაფერს მეკითხებოდა. მხოლოდ სასარგებლო ვიტამინებით, საკვებით და საჭირო წვრილმანებით მამარაგებდა. მე არაფერს ვეკითხებოდი, მხოლოდ მადლობას ვუხდიდი და მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მას ხომ ასე ძალიან უნდოდა პატარა... ალბათ მან ყველაფერი იცოდა სანდროსგან, ამიტომ ზედმეტ კითხვებს არ მისვამდა. ისიც კი იცოდა, თუ რას მინიშნავდა ექიმი. ანუ სანდრო ჩემს ფოტოებს ნახულობდა და ძმის ხელით მიგზავნიდა რაღაცეებს. მშობიარობამდე ბოლო ორი კვირა სიარული ძალიან მიჭირდა, მაგრამ ექიმის რეკომენდაციებს ვითვალისწინებდი და სახლთან ახლოს პარკში გავდიოდი სასეირნოდ. როგორც წესი ან ტატო, ან თათია მახლდა თან. იმ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ და მთხოვეს სახლში დავრჩენილიყავი. პირობით კი დავპირდი, მაგრამ ვერ მოვისვენე სიცხეში და მაინც გავედი სასეირნოდ. პარკის სიგრილე მესიამოვნა. ნელა მივსეირნობდი, როდესაც ჩემსკენ მომავალი ნაცნობი ფიგურა შევნიშნე. ჩემდა უნებურად გამეღიმა. ალბათ პაწიამაც იგრძნო ჩემი სიხარული და ფეხი მომარტყა. ამასობაში სანდროც გაგვითანაბრდა. უეცრად მოვლილმა ტკივილმა შემაშინა. -მიშველე,- ვუთხარი უხმოდ და მუხლები მომეკვეთა. -ნია,- იყვირა სანდრომ და დამიჭირა,- ნია. ხელში ამიტატა და პარკის გასასვლელისაკენ გაიქცა. მანქანაში ჩამსვა და ადგილს მოსწყდა. უკვე რამდენიმე წუთში ექიმების ხელში გადამცა. ოთხსაათიანი წვალების მერე ჩემი პაწიას ტირილი გავიგე და მომენტალურად დამავიწყდა ყველაფერი. ყველანაირი ტკივილი თუ წყენა. -მომილოცავს, ლომივით ბიჭია,- მითხრა ბებია ქალმა და დამანახა ჩემი პატარა საოცრება. ჩემი სამყაროს ცენტრი. -მაქსიმე,- ჩავიჩურჩულე მე,- დედიკო შენთანაა, არ იტირო. მამიკოც მალე მოვა,- და პატარა მართლაც დამშვიდდა. თითქოს იგრძნო, რომ ის უყვარდათ და მას ელოდნენ. სამშობიაროდან 5 დღეში გამოგვწერეს. პატარას მამის გვარი ჩავუწერეთ. ტატო და თათია გვერდიდან არ გვშორდებოდნენ. მათთვის რომ გეკითხა, მაქსიმე ჩემი კოპიო იყო, მე კი სანდროს უფრო ვამსგავსებდი. ნება რომ მიმეცა ჩემი დაუპატიჟებელი სტუმრებისათვის, ალბათ მაქსიმეს ხელს არ გაუშვებდნენ, მაგრამ მე არ ვაძლევდი მისი გათამამების უფლებას. დაახლოებით ერთი თვის თავზე კი ფაქტიურად სახლიდან გავყარე ორივე ცოლ-ქმარი. სანდროსთვის ფოტოებს ვდებდი, მაგრამ პატარას სახე არ მიჩვენებია, ჯერ არ იყო მონათლული, ამიტომ არ მინდოდა. სანდრომ გამიგო, ეს წერილით მაცნობა. ძალიან მინდოდა ტატოსთვის მაინც მეკითხა თუ სად იყო მისი უმცროსი ძმა, ან რას აკეთებდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. მოვა და თავად მომიყვება ყველაფერს. მაქსიმეს დაბადებიდან 5 თვის თავზე, საღამოს კარზე დააკაკუნეს. ჩემს პატარა დევს უკვე ეძინა, მე კი მის ტანსაცმელებს ვალაგებდი. კარი გავაღე და სუნთქვა შემეკრა. ზღურბლთან სანდრო იდგა. -მიმიღებ?- მკითხა ღიმილით და ხელები გაშალა. მე მაშინვე ჩავეხუტე და ავტირდი. -დიდი ხნით ხარ?- ვკითხე ცოტათი დამშვიდებულმა. -სამუდამოდ,- მითხრა და ნაზად შემეხო ბაგეებზე. სიხარულისაგან ძლიერად ჩავეხუტე. მერე კი ხელი მოვკიდე და ოთახისკენ წავიყვანე. მაქსიმეს თავის საწოლში ეძინა. ზურგზე იწვა და პაწაწუნა ხელები თავის გვერდით ჰქონდა დაწყობილი. პირს სასაცილოდ აწკაპუნებდა. სანდროს შევხედე და გამეღიმა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. თვითონაც შემომხედა და ჩემთან მოვიდა, ზურგიდან ჩამეხუტა და ნიკაპი მხარზე დამადო. -ნია, მე პოლიციის განსაკუთრებულ დანაშაულებთა განყოფილებაში ვმუშაობ,- მე ღრმად ამოვისუნთქე. ერთი მხრივ ძალიან კარგია, მას სხვა ოჯახი არ ჰყავს და არც მკვლელობისთვის ან გაფლანგვისთვის არ იმალება, მეორე მხრივ, მივხვდი, რომ მშვიდ ძილს საბოლოოდ გამოვეთხოვე. მისი სამსახური მოდუნების საშუალებას არ მომცემს.- ბოლო წელიწად ნახევარია ერთ გაუმაძღარ პოლიტიკოსს დავსდევ და საბედნიეროდ დღეს გავკოჭე. -გილოცავ,- ვუთხარი. მისკენ მივბრუნდი და ლოყაზე ვაკოცე. მაშინვე სუნთქვა შეეკრა. -დიდი ხანია ვაჟკაცს სძინავს?- მკითხა სანდრომ. -არა,- ვუპასუხე მშვიდად,- გააღვიძო გინდა? -არა,- მითხრა, თავისკენ მიმაბრუნა და ჩემს ტუჩებს დაეპატრონა. მაშინვე მივუხვდი ნამიოკს და ოთახიდან გავიყვანე,- ახლა თუ მეტყვი რომ შენთვის არ შეიძლება, ალბათ გავსკდები,- მითხრა აღგზნებისაგან ჩახლეჩილი ხმით. მე ჩავიცინე და ერთი ხელის მოსმით გავითავისუფლე თავი გრძელი მაისურისაგან. მეტი არაფერი მეცვა. სანდროს გაეცინა: -მე მელოდი, თუ შენით ცუღლუტობდი?- მკითხა სიცილით. მე გავწითლდი,- სხვა დროს, აუცილებლად მოვითხოვ რომ მანახო როგორ აკეთებდი ამას,- ჩამჩურჩულა ყურში და მაისური გაიხადა. -მე... არ...- ავარიდე მზერა, ამასობაში კი შარვალიც გაიხადა საცვალთან ერთად. -მე მაინც მინდა ვნახო,- მითხრა და ძლიერად მაკოცა. ოთახში ასე შევედით. რამდენჯერმე კედელს შევასკდით, მაგრამ მე პირადად ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ერთადერთი გრძნობა, რომელსაც მივენდე, იყო ვნება... რომელიც მუცელში სპირალივით იგრიხებოდა. -სანდრო,- ამოვიკვნესე როდესაც ლოგინზე აღმოვჩნდი გაკრული ძლიერი სხეულით. -როგორ მენატრებოდი ხომ ვერ წარმოიდგენ,- კოცნა,- როგორ მინდოდა შენთან ვყოფილიყავი,- კოცნა,- მინდოდა მაქსიმე მეგრძნო შენს მუცელში,- პირველი შერწყმა მაინც მტკივნეულია,- ვერ დაგპირდები, რომ მუდამ შენთან ვიქნები, აჰჰ, რადგან ჩემი სამსახური... აჰჰჰ... საშიშია, მაგრამ მინდა იცოდე... ნია... მე შენ მიყვარხარ. -სან... სანდრო...- სიტყვების გადაბმა მიჭირდა,- მეც... აჰჰჰ... მეც მიყვარხარ. სიამოვნების პიკზე ასულმა ხმა ვეღარ გავაკონტროლე და ხმამაღლა ვიყვირე. რამდენიმე წამში სანდროც შემომიერთდა. და იმავე წამს მაქსიმე ატირდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი: -მე გავალ,- მითხრა სანდრომ, ნაზად მაკოცა შუბლზე და ადგა. -ალბათ ჭამა უნდა,- ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით. -აქ მოგიყვან, აჭამე და დავაძინოთ. ჩვენ კი განვაგრძოთ რაც დავიწყეთ. მე ერთი არ მეყო,- მითხრა, თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში უკან შემობრუნდა. მაქსიმე ცალ ხელზე ეწვინა. პატარას კი ტკბილად ეძინა. -სულაც არ შია, უბრალოდ დედიკომ და მამიკომ შეაშინეს,- თქვა ალერსიანი ხმით სანდრომ და პაწიას თავზე აკოცა. მამის ხელში ისეთი პატარა და უსუსური სჩანდა ჩემი ბიჭი, რომ ცრემლი მომერია. სანდრომ გამიღიმა. -იტირე ნია,- მითხრა ხმადაბლა,- მაგრამ იცოდე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა შენს თვალებზე ცრემლი აღარ დავინახო,- მერე დაფიქრდა,- ნუ, სიამოვნების ცრემლები არ ითვლება,- მითხრა და გამიცინა. -გაფუჭებული,- გამოვუყავი ენა და სახე ბალიშში ჩავრგე. იმავე წამს მივხვდი, რომ ეს სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან მოურიდებლად დამარტყა შიშველ საჯდომზე ხელი. -მაქსიმეს დავაწვენ და მოვალ, დამელოდე,- მითხრა მომენტალურად ჩახლეჩილი ხმით. -კი,- ვუთხარი ისე, რომ თავი არ ამიწევია. რამდენიმე წუთში მოვიდა ჩემთან და კისერში მაკოცა. -ნია, მადლობა კიდევ ერთხელ. საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი შვილი, შენი ნაწილი გიჭირავს ხელში... და კიდევ, ბოდიში რომ მარტო დაგტოვე ამდენი ხანი. ბოდიში, რომ მარტოს მოგიწია ბევრ რამესთან გამკლავება. -მიპატიებია,- ვუთხარი და მისკენ გადავბრუნდი,- გული მწყდებოდა, რომ ვერ ხედავდი როგორ იზრდებოდა მაქსიმე, ვერ გრძნობდა როგორ მირტყამდა საღამოობით ფეხუნებს... მაგრამ არა უშავს,- გავუღიმე ბიჭს,- მეორეზე ყველაფერს აინაზღაურებ, ხომ ასეა?- ჩავუკარი თვალი. ბიჭს თავიდან გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა, მერე კი კმაყოფილმა გაიღიმა. -ახლავე მზად ვარ დავიწყო,- დამისვა ტანზე ხელი. -ჯერ ადრეა, ცოტა გაიზარდოს მაქსიმე. მეც შემიცოდე. იცი და რთულია ბავშვის გაჩენა? -კარგი, ცოტა მოვიცადოთ. მეც მინდა შენი სხეულით დატკბობა,- მითხრა სიცილით და მაკოცა. -შენთვის არავის უთქვამს, რომ ძალიან გაფუჭებული ხარ?- ვკითხე სიცილით. -თათია სულ მეუბნება,- მე უეცრად დავსერიოზულდი. -სანდრო, თათიაზე მინდა გკითხო...- ხელით მაჩვენა რომ გავჩერებულიყავი. -თუ გაინტერესებს ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს... მე ის მიყვარდა... არა, უბრალოდ... ალბათ ერთადერთი იყო ჩემი დროებითი "გასართობებიდან", ვინც მართლა იწვევდა ჩემში გრძნობებს. თუმცა ალბათ სიყვარულს ამას ვერ დაარქმევ. -დროებითი...- თვალები გამიფართოვდა,- შენ რა... -ტატოს და თათიას მე გავაცანი ერთმანეთი. ტატომ მასში დაინახა ადამიანი, მე კი...- ჩაჰქინდრა თავი,- მე... ჩემი ახალგაზრდობა უღრუბლო ნამდვილად არ ყოფილა. -და მე? ჩემში რა იპოვე? მე რითი განვსხვავდები სხვებისგან?- ვკითხე ხმადაბლა. სიმართლე რომ ვთქვა, მეშინოდა პასუხის გაგების. -თავიდან არ მომეწონე,- მითხრა ღიმილით,- თათიამ ბევრი გადაიტანა ჩემს გამო და მეგონა, რომ მისი ბედნიერების დანგრევა გინდოდა. მერე კი გნახე როგორ დასტიროდი მოხუცს, ხოლო როდესაც გავიგე, რომ შენი არავინ იყო, შენს მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. შენ იყავი ისეთი, როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი. უვლიდი შენთვის უცხო ადამიანს, მის მდგომარეობას ითვალისწინებდი. შენთვის მისი გრძნობები მნიშვნელოვანი იყო. -სან, მგონი ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე,- გავწითლდი მე. -შეიძლება, მაგრამ ამან შემაყვარა შენი თავი. შენ კი პატარა საოცრება მაჩუქე, რომელსაც გვერდით ოთახში სძინავს. ამიტომაც ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარია, რომ პირველი ხარ, ვინც მინდა გავაბედნიერო და ვის სახეზეც მინდა ღიმილი დავინახო. მიყვარხარ ნია. -აი მე არ ვიცი რამ იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მეც მიყვარხარ,- გავუცინე ბიჭს,- მართლა არ ვიცი რამ შემაყვარა შენი თავი. -მთავარია რომ შეგიყვარდი,- ჩამიკრა თვალი,- ახლა კი, რაც შევწყვიტეთ, ის განვაგრძოთ, კარგი? -შენთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია,- ვუთხარი, ხელი ვკარი, ზურგზე დავაგდე და ზედ გადავაჯექი,- მზად ხარ, ძვირფასო?- ვუთხარი სიცილით და ძლიერად ვაკოცე მოლოდინით შეღებულ ტუჩებში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.