შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (4)


16-01-2016, 14:04
ავტორი ანკა
ნანახია 8 115

ელენე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა მოხდა. ეს მამაკაცი მისი უცნობი და ნაცნობი თაყვანისმცემელი იყო. იქ გაჩერების სურვილი აღარ ჰქონდა, მარიას მობილურზე მისწერა მივდივარო და სახლში დაბრუნდა. იქ მისულს დემე ტელევიზორთან დახვდა, გაკვირვებული შედგა ერთ ადგილას და ოთახში შეიხედა.
-მოხვედი უკვე? - ჰკითხა მამაკაცს
-კი, შეხვედრა მალე მორჩა. შენ რატომ მოხვედი ასე ადრე? - ახლა ამან იკითხა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონას.
-უბრალოდ აღარ მინდოდა იქ დარჩენა... - თქვა და ვარდი ხელში აათამაშა.
-ოჰო... ეს ვინ გაჩუქა? - თავისთვის ჩაიცინა და გოგონას მზერა გაუსწორა
-არ ვიცი - თქვა და გაჩუმდა. მართალიც უპასუხა... აზრზე არ იყო მისი თაყვანისმცემლის ვინაობის შესახებ... და მაინც როგორ აბნევდა დემეს მზერა!..
-ეგ როგორ, არ გაუმხელია მის პატრონს ვინაობა? - დაინტერესდა და მორიგი კითხვა დაუსვა.
-უნდა წავიდეო მითხრა, ვარდი მომცა და გაქრა!.. - ტუჩები დაბრიცა და კინაღამ იქვე ატირდა. ძალიან უნდოდა გაეგო ვინ იყო ის მამაკაცი.
-აუჰჰ.. ეს რა უქნია... - მოჩვენებითად შეიცხადა დემემ და თავი შეიკავა გოგონას ბავშვურობაზე რომ არ გასცინებოდა -მოდი აქ დამშვიდდი... - უთხრა და ხელები გაშალა. ელენე გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა. იმწამსვე დაავიწყდა ყველა დარდი და გაბრუვდა, ნეტარებაში წავიდა.
-ნიღაბი რატომ არ მოგლიჯე? - ჰკითხა დემემ სიცილით. ელენესაც ჩაეცინა და ცოტა გამხიარულდა.
-იცი, მასაც შენნაირი ხმა ჰქონდა... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ხო? კიდევ რა ჰქონდა ჩემნაირი? - ჰკითხა ინტერესით და თმებზე წაეთამაშა.
-რავიცი, თვალები... - უპასუხა გულუბრყვილოდ, თან ჟრუანტელმა დაუარა მამაკაცის თითები თავის თმებში რომ იგრძნო. დემემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ცხვირი ელეს თმებში ჩარგო.
-კიდევ? - ჰკითხა ახლა დახშული ხმით. ელენე შიგნიდან სულ ახურდა დემესგან მომავალი უცნაური ენერგიის გამო, თუმცა სულ არ უნდოდა რომ გაქცეულიყო, თავს გადასარევად გრძნობდა.
-არ ვიცი.. - მოუჭრა მოკლედ და ზუსტად იმ მომენტში ეცა დემეს სურნელი.
-იცი... - ჩააცივდა და არ მოეშვა.
-არა
-კი
-არა-მეთქი
-კი, იცი!..
-რა ვიცი
-იცი რითიც მგავდა
-ნწ, არა...
-დარწმუნებული ხარ?
-კი - მაინც არ დათმო საკუთარი პოზიციები ქალბატონმა და ტყუილის გამო გული აუჩქარდა. უცნობს ხომ დემესნაირი სურნელიც ჰქონდა, მან კი არ უთხრა. ანდა როგორ უნდა ეთქვა... მოკვდებოდა და ვერ ეტყოდა როგორც არ უნდა სდომოდა...
-კარგი, ნუ მეტყვი... - თქვა მოკლედ. ხმა ელენესაც აღარ გაუცია. ცოტახანს დემეზე მიხუტებული იწვა და კნუტივით გატრუნულიყო, თვითონაც არ იცოდა რატომ არ შორდებოდა, მაგრამ არ უნდოდა და წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევდა.
-წავალ დავიძინებ - თქვა ბოლოს და ასადგომად წამოიწია.
-ხვალამდე - უპასუხა მამაკაცმა და გოგონას თვალი გააყოლა.
................
რამდენიმე დღე არაფერს აკეთებდა, მხოლოდ სახლში დაფუსფუსებდა. დემეს სულ ეკითხებოდა მამამისის ამბავს, რომელიც სახარბიელო პასუხს ნამდვილად ვერ სცემდა. მამამისის სიცოცხლე ეჭვქვეშ იდგა და არავინ იცოდა რა მოხდებოდა. ამის გამო დემე მუდამ სევდიანი თვალებით დადიოდა, ყველაფერს უხალისოდ აკეთებდა და ყველასთან აგრესიული იყო ელენეს გარდა.
შემდეგ კი გერმანიაში მოუწია გაფრენილიყო და ელენე იმხელა სასახლეში მარტო დატოვა. გოგონამ უკვე აღარ იცოდა რა ეკეთებინა. დემე ენატრებოდა, თუმცა მასზე ფიქრს საკუთარ თავს უკრძალავდა, ვინაიდან უკანასკნელს უკვე ჰყავდა თავისი რჩეული. ერთადერთი საეჭვო ფაქტი ის იყო, რომ დემეს წასვლის შემდეგ აღარც ვარდები ხვდებოდა საწოლთან ჩვეული ტექსტით.
რამდენიმეჯერ მარიასთან ერთად იყო მის სამეგობრო წრეში და ერთი ბიჭი დაუახლოვდა, მარკი ერქვა. ახალგაზრდა აშკარა ინტერესს და კეთილგანწყობას ავლენდა ელენეს მიმართ. გოგონამ იფიქრა, რომ დემეს დასავიწყებლად მარკი ძალიან კარგი გამოსავალი იყო და ამიტომ რამდენიმე პაემანზე წავიდა მასთან. იგი მართლაც კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ახერხებდა ელესთვის დემე ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა, მაგრამ მასზე ფიქრებს თავიდან მაინც ვერ იგდებდა.
შემდეგ მარკი ელენეს სიყვარულში გამოუტყდა. ამაზე გოგონას მხოლოდ თბილად გაეღიმა და მამაკაცს გადაეხვია. ანდაც რა რეაქცია უნდა ჰქონოდა? მარკი არ იყო და ვერც იქნებოდა მისი ოცნების მამაკაცი, ანუ დემე...
-ელე, გამაგებინე რა გჭირს - ერთ საღამოსაც ელესთან სტუმრად მყოფმა მარიამ სერიოზული სალაპარაკო თემა ჩამოაგდო. სანამ დემე წასული იყო ელენე თავს უფლებას აძლევდა მარია შინ დაეპატიჟებინა...
-რა უნდა მჭირდეს - გაიკვირვა და ყავა მოსვა.
-კარგი რა... გატყობ რომ ყველაფერს ისეთი ხალისით არ აკეთებ როგორც ადრე, თან ნელ-ნელა უფრო სევდიანდები... რამე ხდება?
-არა მარია, არაფერი არ ხდება - დამამშვიდებლად გაუღიმა დაქალს - რატომ უნდა ვიყო ცუდად, მე ხომ მარკი მყავს, თან უნივერსიტეტშიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ნიშნები მყავს... არც ფინანსურად მიჭირს... - დაამატა მოგვიანებით, რათა მარიას ეჭვი აღარ შეეტანა მისი ბედნიერების საკითხში.
-ხო რავი... - მარიას ეტყობოდა, რომ მართლა დაიჯერა თავისი შეცდომა - ისე იცოდე რომ თუ რამე დაგჭირდება შენს გვერდით ვარ.. - იმ საღამოს ასე დაამთავრეს.
დემეს წასვლიდან 1 თვე გავიდა. ელენეს უკვე ტკივილამდე ენატრებოდა იგი და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა. აეროპორტში გულაფრიალებული იდგა და ელოდებოდა როდის გამოცხადდებოდა მამაკაცის რეისი. რა თქმა უნდა, დემეს დასახვედრად მხოლოდ ელენე არ იყო მისული - საბა, ლილი და ჯეკიც იქ იყვნენ.
-დემეეე!!! - ყველამ ერთიანად შესძახა მისი დანახვისას და ჩასახუტებლად მიცვივდნენ.
-რაიყო ხალხო, სულ რაღაც 1 თვეა არ გინახივართ - გაიცინა და მაინც ყველას გადაეხვია. ელენესაც ძლიერად მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა, რის გამოც გოგონა ახურდა.
-ახლა ყველანი მივდივართ კლუბში შენი ჩამოსვლის აღსანიშნად! - გამოაცხადა ჯეკმა და დანარჩენებიც აიყოლია.
-მე სახლში წავალ... - მორიდებულად თქვა ელენემ, რადგან იფიქრა, რომ იქ ზედმეტი იქნებოდა.
-რას ქვია სახლში წახვალ! მე ვთქვი ყველათქო! - მოჩვენებითი მკაცრი ტონით გაიმეორა ჯეკმა და ელენეს ხელი გადახვია, რათა არსად გაპარვოდათ.
საღამო არაჩვეულებრივად გაატარეს. გოგონას ძალიან უხაროდა დემეს ჩამოსვლა, ამის მერე ხომ ისევ ყოველდღე ნახავდა მას. მამაკაცი მას თვალს არ წყვეტდა. მხოლოდ მას მიშტერებოდა და ირგვლივ არაფერს აქცევდა ყურადღებას. ყველა საცეკვაოდ იყო გასული ელენესა და დემეს გარდა. მალე გოგონასთან ერთი მაღალი ბიჭი მივიდა, სავარაუდოდ მისივე ასაკის და ცეკვა შესთავაზა. ელენე დასთანხმდა იმ იმედით, რომ ახლა მაინც არ დაიბნეოდა დემეს მზერის გამო. დემეს აშკარა უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე და შეკრული წარბები გააყოლა საცეკვაოდ მიმავალ წყვილს. რამდენიმე წუთს უყურა როგორ ცეკვავდნენ, თუმცა შემდეგ ვეღარ მოითმინა. უბრალოდ მოთმენა არ შეეძლო, როდესაც უცხო მამაკაცზე მიხუტებულ გოგონას უყურებდა. ფეხზე წამოვარდა და ორივეს თავზე დაადგა.
-წამოდი უნდა წავიდეთ - გამოსცრა კბილებს შორის, ელენეს ხელი მაჯაზე ჩაავლო და ლამის ძალით გამოგლიჯა უცნობს ხელიდან.
-დემე, სად მივდივართ? - ჰკითხა ელენემ ინტერესით და თან სცადა ჩქარა მიმავალ მამაკაცს დაწეოდა.
-არ ვიცი, სადმე... - თქვა მოკლედ და მაგიდიდან თავისი მობილური აიღო - სახლში... - დაამატა ბოლოს და კლუბიდან გავიდა.
-კი მაგრამ, დანარჩენებს არ უნდა უთხრა?
-არაუშავს, მიხვდებიან...
-რას უნდა მიხვდნენ?
-რომ წავედით.. ჩაჯექი მანქანაში!.. - უპასუხა გაღიზიანებულმა და მანქანის კარი გააღო.
-არ ჩავჯდები! - დოინჯი შემოირტყა და წარბშეკრულმა ახედა.
-ელე, დაღლილი ვარ, მინდა სახლში წავიდე და დავისვენო - თქვა შედარებით მშვიდი ტონით, რადგან გოგონა მარტო დაიგულა.
-აუცილებელი იყო ჰენრის ხელებიდან გამოგეგლიჯე?! - ჰკითხა გაბრაზებულმა.
-აჰა, ანუ ჰენრი ერქვა? - მანქანას მიეყუდა და ირონიულად გაიღიმა - გაცნობა მოგისწრია - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-დემე, რა გჭირს?! - ეჭვით აათვალიერა მამაკაცი და მის პასუხს დაელოდა.
-დაღლილი ვართქო, ხომ გითხარი ამწამს!.. - თქვა მობეზრებულად.
-არ ხარ დაღლილი - შეეპასუხა თავდაჯერებულად და მზერა გაუსწორა.
-აბა რა ვარ? - ჰკითხა გამომცდელად.
-მე რავიცი... ცუდ ხასიათზე ხარ...
-ჰო. ცუდ ხასიათზე ვარ იმიტომ, რომ იმ იდიოტ ჰენრის ეცეკვებოდი!..
-და ამით რამე დავაშავე?! - გაუკვირდა და თვალები გაუფართოვდა.
-კი, დააშავე - უპასუხა დამშვიდებულმა და ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.
-რა - ხმის კანკალით ჰკითხა და გული აუჩქარდა, როდესაც მამაკაცი მისკენ დაიხარა. დემემ ცალი ხელი წელზე მოჰკიდა და თავისკენ მიიზიდა, როდესაც გოგონას მობილურმა დაურეკა. მამაკაცმა უკმაყოფილოდ გაუშვა ხელი მას, ელემ კი მობილური ამოიღო და ეკრანზე „მარკი“ ამოიკითხა.
-ალო, გისმენთ...
-მომენატრეე... - ტელეფონში მარკის თბილი ხმა გაისმა.
-მეც - უპასუხა დაპროგრამებულივით და თან განრისხებულ დემეს დამფრთხალმა შეხედა.
-გამოგივლი, სადმე წავიდეთ კარგი?
-არა... დღეს ვერ მოვახერხებ, მერე იყოს
-გთხოოვ...
-მართლა არ შემიძლია
-რამე გჭირს?
-არა, მე კარგად ვარ, უბრალოდ არ მცალია
-კარგი, მაშინ მიდი მიხედე საქმეებს. მიყვარხარ
-კარგად - მობილური გათიშა და ჯიბეში ჩააცურა.
-ვინ იყო? - ჰკითხა დემემ მშვიდი ტონით, არადა სინამდვილეში თავის შეკავებას ძლივს ახერხებდა, რადგან დაახლოებით უკვე ხვდებოდა ვისაც შეიძლებოდა დაერეკა ელენესთვის.
-არავინ - მხრები აიჩეჩა და ისე უპასუხა.
-მიპასუხე რომ გეკითხები - ისევ შეუღრინა, რადგან თავი ვეღარ მოთოკა.
-შეგიძლია ამიხსნა დღეს რა გემართება?! - გაბრაზდა და დაუყვირა. დემე ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა და რამდენიმე წამს დადუმდა.
-ჩაჯექი მანქანაში და სახლში წავიდეთ... - მოკლედ მოუჭრა და მანქანას მოუარა. ელენე დაბღვერილი ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
...........
მეორე დილას საყვარელი წითელი ვარდი იმავე წარწერით ისევ დახვდა საწოლში და გოგონა უკვე სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ შეიძლება ეს საჩუქრები დემესგან ყოფილიყო. მაგრამ ნუთუ კარნავალზეც დემე იყო მოსული? ნიღბიანი უცნობი დემეს ძალიან ჰგავდა და რა გამორიცხული იყო, რომ დემე ყოფილიყო... როდესაც ვინმე ბიჭთან ხედავდა ელენეს მაშინვე ცუდ ხასიათზე დგებოდა. იქნებ ეჭვიანობდა? მაგრამ დემეს ხომ უკვე ჰყავდა თავისი რჩეული??? ეს კითხვა ყველაფერს ურევდა თავში და საწყალ გოგონას ვეღარ გაეგო რა ხდებოდა.
...........
დემეს რა სჭირდა ამ დროს? როცა მიხვდა რომ ელენეს შეყვარებული ჰყავდა კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. ჯეკს და საბას დაურეკა და მათთან ერთად მეორე დღესვე კლუბში წავიდა დასალევად. ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა უცხოეთიდან შინ, რათა საყვარელი ქალისთვის სიყვარული აეხსნა, მას კი თურმე უკვე შეყვარებული ჰყოლია!
-ბიჭო, მიდი და დაელაპარაკე პირდაპირ რა. იქნებ შენ აგირჩიოს! - თქვა საბამ და ვისკი მოსვა.
-კარგად ხარ? მე რატო უნდა ამირჩიოს, შეყვარებული ყავს გაიგე?? შეყვარებული! - შეეპასუხა გაღიზიანებული და ბარის მაგიდას მუშტი დაკრა.
-რამდენი ხანია რაც ეგ შეყვარებული ყავს? - საუბარში ჩაერთო ჯეკი
-მერავიცი... რომ ჩამოვედი იმ დღეს გავიგე
-როგორ?
-მობილურზე დაურეკა ზუსტად იმ მომენტში, როცა ვაპირებდი მეთქვა რომ მიყვარდა - გაიხსენა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი საშინელი მომენტი.
-ნამდვილად უყვარს ის ბიჭი?! - ეჭვით ჩაილაპარაკა საბამ.
-ალბათ, აბა ისე მასთან ხომ არ იქნება - თქვა დემემ და მთელი ჭიქა ვისკი გადაცალა - კიდე დამისხით, ოღონდ ორმაგი - უთხრა ბარმენს.
-ნუ სვავ მაგდენს! რამეს მიქარავ სახლში რომ მიხვალ და ინანებ მერე - აროხროხდა ჯეკი.
-გაა*ვი რა, შენი თავი არ მაქვს - მობეზრებულად ჩაილაპარაკა დემემ.
-ელენეს თავი ხომ გაქვს - ხუმრობით გამოაჯავრა ძმაკაცი და მისი მოქნეული ხელი ოსტატურად აიცილა.
-მამა რას შვება? - ჰკითხა საბას.
-უკეთესადაა... ექიმებს უკვე აქვთ იმედი, რომ გადარჩება
-ძლივს, ერთი კარგი ამბავი გავიგე - გაუხარდა დემეს და ორმაგი ვისკიც გამოცალა.
-მომისმინე, ამაღამ სახლში ვერ გაგიშვებთ. მართლა რამეს მიქარავ - სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა ჯეკმა.
-მ*იდია რას ვიზავ - თქვა დემემ.
იმდენი სვა, სანამ ბარბაცით სიარული არ დაიწყო. ორივე ძმაკაცი ეხვეწა ჩემთან წამოდიო, თუმცა არ დაუჯერა და ტაქსით სახლამდე მივიდა.
სახლის კარი როცა შეაღო სამზარეულოდან ხმა მოესმა. შეიხედა და დაინახა როგორ სვავდა წყალს მოკლე საღამურებში გამოწყობილი ელენე. გოგონას ძალიან შერცხვა, როდესაც დემემ ასეთ ფორმაში დაინახა და ჭიქა სწრაფად დადო მაგიდაზე.
-დემე, მთვრალი ხარ? - ჰკითხა შეშინებული ტონით.
-ცოტა დავლიე - უპასუხა ვნებისგან დახშული ხმით და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
-საძინებელ ოთახში აგიყვან, დაისვენე - თქვა და მისკენ დაიძრა.
-არ მინდა დასვენება, შენთან მინდა - გოგონას ხელები წელზე მოხვია და ჟინიანი მზერა გაუსწორა. იგრძნო როგორ წაეკიდა ცეცხლი მთელს სხეულზე დემეს შეხებისას და აზროვნების უნარი დაკარგა. მამაკაცი აჯადოვებდა და რაღაცნაირად იმორჩილებდა. „ელენე, გამოფხიზლდი! ყველაფერს სიმთვრალის გამო აკეთებს!“ - თავის თავს უმეორებდა გოგონა და ცდილობდა დემეს მახეში არ გაბმულიყო, მაგრამ ახერხებდა? დაჰიპნოზებულივით უყურებდა ისიც თვალებში და მზერას არ არიდებდა, ხედავდა მამაკაცის თვალებში ანთებულ ცეცხლს, ვნებას, ჟინს... ეს კიდევ უფრო მეტად იზიდავდა მასში და უკვე აღარც აინტერესებდა რითი იყო გამოწვეული მამაკაცის ასეთი ქმედება, მხოლოდ მისი შეგრძნება უნდოდა. უკან დახევას არც დემე აპირებდა, მარცხენა ხელი საღამურის ქვეშ შეაცურა და თითები ხერხემალზე აასრიალა. ელენე სრულიად გამოეთიშა სამყაროს და ეკლებმა დააყარეს.
-აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა და შორიდან ყურება. მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი იყო!.. - არეული ბგერებით დაიჩურჩულა დემემ ელენეს ყურთან ისე, რომ ტუჩები ოდნავ შეხებოდა კისერზე. სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა გოგონას და თავი უკან გადააგდო მამაკაცი რომ უკეთ მოსდგომოდა. დემემაც აღარ დააყოვნა და გახურებული ტუჩები მიაწება მთავარ არტერიაზე. სისხლმა გაორმაგებული სიჩქარით დაიწყო ჩქეფვა ორივეს ძარღვებში. მათი აჩქარებული გულისცემა ერთმანეთს ერწყმოდა...
-დემე... - ამოიკნავლა ვნებისგან შეცვლილი ხმით, რომელსაც ასე თუ ისე მაინც შეეძლო საღად აზროვნება.
-ჩემი იქნები... აუცილებლად... - ერთი და იმავეს გამეორებას არ წყვეტდა მამაკაცი და ტუჩებს მოხერხებულად დააცოცებდა გოგონას ყელზე ისე, რომ მალე სულ გააგიჟებდა.
-მთვრალი ხარ, დემე - თავს ძალა დაატანა რამდენიმე სიტყვის სათქმელად და კვნესაც ვეღარ შეიკავა. ამის გაგებაზე მამაკაცი უფრო გახელდა, პიჟამოს ქვეშ მარჯვენა ხელიც შეუცურა და თითები აათამაშა.
-არა, გაჩერდი!.. - თითქოს დენმა დაარტყაო ისე გახტა გვერდზე ელენე და დემეს ნამიანი თვალებით ახედა -ვერ ხვდები რას აკეთებ, მერე ინანებ... - ამოისლუკუნა და ტირილით ავარდა თავის ოთახში.
საწოლზე დაემხო, ბალიშში თავი ჩარგო და ატირდა. გათენებამდე ვერ შეწყვიტა ტირილი. მას დემე უყვარდა, დემეს კი სხვა! არც მარკი უნდოდა და არც ვინმე სხვა... გამთენიისას ჩაეძინა, თუმცა რამდენიმე საათში მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. უსიცოცხლოდ წამოდგა ფეხზე, პირსახოცი აიღო და შხაპის მისაღებად შევიდა. თვალს დახუჭავდა თუ არა გუშინდელი დღე ახსენდებოდა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში და თვალზე ცრემლი მოადგა. როგორი ბედნიერი იქნებოდა მამაკაცს ეს ყველაფერი ფხიზელ მდგომარეობაში, გააზრებულად რომ გაეკეთებინა. დემეს ვერც დაადანაშაულებდა გუშინდელ ცდუნებაში - მოკლე საღამურებში ჩაცმულმა თვითონ თავისდაუნებურად გამოიწვია მამაკაცი... მარჯვენა ხელი კისერზე ჩამოისვა, თითები მთავარ არტერიაზე გადააცოცა და თვალები დახუჭა. თითქოს ახლაც გრძნობდა მისი ტუჩების სიმხურვალეს და ეკლები აყრიდა. ცეცხლი ეკიდა და იწვოდა... წელზე უტიფრად მოთამაშე თითებიც გაახსენდა და კინაღამ გული შეუღონდა. ასე ეგონა იმწამს დაასრიალებდა დემე მის გრძელ თითებს თავის სხეულზე.
-ელენე, უბრალოდ დაივიწყე! ეს არაფერი არ ყოფილა... უბრალოდ მთვრალი იყო და ვნებას აყვა, დღეს არაფერი ემახსოვრება...

..........
ტიტუუუუ! მართლა „მიქარა“ მგონი მთვრალმა დემემ რაღაც.. :დდდ
მიყვარხართ ყველანი ძალიან, უზომოდ მახარებთ ჩემო მარწყვებო!
მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (4)



№1  offline წევრი natia-natia

Auu male Dade raa

 


№2  offline მოდერი ანკა

natia-natia
Auu male Dade raa

ხვალ დავდებ love

 


№3 სტუმარი lililiiiiiiii

მაგარი გოგო ხარ მალე დადე გაგრძელება

 


№4  offline მოდერი ანკა

lililiiiiiiii
მაგარი გოგო ხარ მალე დადე გაგრძელება

ხვალ დავდებ აუცილებლად <3 მადლობა love love love

 


№5  offline მოდერი bibo

Vaime ra kargebi arian es cugluti matrakveca demetre iyo xo karnavalze mivxdi eg iqneboda :D ra chkviani var deda :D :D momwona es ori sakaleli bavshvebi meeee kargi wyvilia.tkbilo shenze laparaki ar maq saswauli xar saocrebaaaa iseti kargi xar ro ravi.chokolati shiki moki xar <3

 


№6  offline მოდერი ანკა

bibo
Vaime ra kargebi arian es cugluti matrakveca demetre iyo xo karnavalze mivxdi eg iqneboda :D ra chkviani var deda :D :D momwona es ori sakaleli bavshvebi meeee kargi wyvilia.tkbilo shenze laparaki ar maq saswauli xar saocrebaaaa iseti kargi xar ro ravi.chokolati shiki moki xar <3

ჩემი შოკოლადიანი მარწყვი ხარ! <3 დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის love მიხარია რომ მოგწონს love love

 


№7  offline წევრი kora

ანკა, ძალიან კარგი თავი იყოო love იმედია დემემ მხოლოდ სყვარულის ახსნაში "მიქარა" და სახლიდან არ წასულა იმ ღამით wink მომწონს ეს წყვილი ძალიან და მინდა ერთმანეთში ასე ცოტა ერთმანეთის წვალებით გაარკვიონ გრძნობები, ოღონდაც შეცდომების და ღალატის გარეშე love მძულს მოღალატე ადამიანები და სიმთვრალითაც ვერ გავამართლებ ეგეთებს sad
კარგი გოგო ხარ შენ და მომწონს შენი წერის სტილი love
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი Elene

Ase sasiamovnod ardawyebula dge saocari iyo im elesac da me elesac ertianad damiara jruantelma <3 :D :D gavgijdi ise momewona ai saocari xar raa <3 dges rom dado kiarnewyineba :D :D :D

 


№9  offline მოდერი ანკა

kora
ანკა, ძალიან კარგი თავი იყოო love იმედია დემემ მხოლოდ სყვარულის ახსნაში "მიქარა" და სახლიდან არ წასულა იმ ღამით wink მომწონს ეს წყვილი ძალიან და მინდა ერთმანეთში ასე ცოტა ერთმანეთის წვალებით გაარკვიონ გრძნობები, ოღონდაც შეცდომების და ღალატის გარეშე love მძულს მოღალატე ადამიანები და სიმთვრალითაც ვერ გავამართლებ ეგეთებს sad
კარგი გოგო ხარ შენ და მომწონს შენი წერის სტილი love

ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილო <3 <3 მიხარია რომ მოგწონს love love love

Elene
Ase sasiamovnod ardawyebula dge saocari iyo im elesac da me elesac ertianad damiara jruantelma <3 :D :D gavgijdi ise momewona ai saocari xar raa <3 dges rom dado kiarnewyineba :D :D :D

დიდი მადლობა love თუ მოვახერხე დღესვე დავდებ, თუ არადა ხვალ აუცილებლად love love love

 


მომეწონა ძააააააან *--*

 


№11  offline მოდერი ანკა

Veronika
Kai iko <3
Es Deme ukve mec shemikvarda :D

ეჰჰ მეც კი შემიყვარდა დემე, მარა სადაა...:(
მიხარია რომ მოგწონს <3 მადლობა love love love

წკაპუნა მატატა
მომეწონა ძააააააან *--*

მადლობაა love love love

 


№12 სტუმარი Xatia

Ankaaa.... Magaria vagiareb arachveulebrivad cer da axerxeb movlenebi ise ganavitaro mkitxvels intereai ar daekargos. Xom 100%_it vici ra moxdeba bolos mara kitxvos survils ver velevi. Minda dausruleblad gagrdzeldebodes da tavi rom mtavdeba ukve viwyen radgan minda male gagrdzwldes mainteresebs movlenebis ganvitarebis mimdevroba. Umagresi xar. Ase rom dzvirpaso male dzalian male dade axali tavi torem nervebi damewiwkneba codo var ra. :D:D:D

 


№13  offline წევრი Lana Tomlinson

ვგიჟდები ამ ისტორიაზე ^____^ დემე რა დასკვნებს აკეთებს წინასწარ,ეკითხა მაინც ელენესთვის შეყვარებულია თუ არაო ;დ ძალიან კარგია,მომწონს <3

 


№14 სტუმარი teo...

Umagresi tavi iyo.hveno nijiero.emociebit var savse.didxans nu awvaleb ra gtxov orives.mecodebian.mixaria romar malodineb da yoveldxe deb axal tavebs.

 


№15  offline მოდერი ანკა

Xatia
Ankaaa.... Magaria vagiareb arachveulebrivad cer da axerxeb movlenebi ise ganavitaro mkitxvels intereai ar daekargos. Xom 100%_it vici ra moxdeba bolos mara kitxvos survils ver velevi. Minda dausruleblad gagrdzeldebodes da tavi rom mtavdeba ukve viwyen radgan minda male gagrdzwldes mainteresebs movlenebis ganvitarebis mimdevroba. Umagresi xar. Ase rom dzvirpaso male dzalian male dade axali tavi torem nervebi damewiwkneba codo var ra. :D:D:D

ცოდო ხარ ნამდვილად wink wink დიდი მადლობა, ძალიან მახარებ love love love

Lanas Statusebi
ვგიჟდები ამ ისტორიაზე ^____^ დემე რა დასკვნებს აკეთებს წინასწარ,ეკითხა მაინც ელენესთვის შეყვარებულია თუ არაო ;დ ძალიან კარგია,მომწონს <3

მადლობა საყვარელო love love love

teo...
Umagresi tavi iyo.hveno nijiero.emociebit var savse.didxans nu awvaleb ra gtxov orives.mecodebian.mixaria romar malodineb da yoveldxe deb axal tavebs.

არც მე მიყვარს მკითხველს რომ ვალოდინებ... love მიხარია რომ მოგწონს დიდი მადლობა love love love

 


№16  offline წევრი მოლურჯო

მაჩუქე ჩემი დემე wink
უკვე რომ დავისაკუთრე.
კარგია რომ გაითვალისწინე ტკბილო ჩემი რჩევები.
და ყველაზე ყველაზე ყველაზე კარგი თავი იყო ეს!
--------------------
მარიამი

 


№17  offline მოდერი ანკა

nini5852
Fuuu viri demetree :D cota normalurad ro moqceuliyo ar sheidzleboda?? Martla virii :Dra wesia es misi wkuit daskvnebis gamotana?? Kitxos bavshvs iqneba tviton is uyvars maraa viri ro iqnebaa :Dauu icii raminda demetree ro etyvis miyvarxaroo elenem cota awvaloos raa :D dzaaaan kargii iyoo aii ravicii raa rogorc yovelttvis :* dzaalian miyvarxar:*.

მეც ძალიან მიყვარხარ <3 <3 <3 დიდი მადლობა საყვარელო love

სევდიანი გიჟი
მაჩუქე ჩემი დემე wink
უკვე რომ დავისაკუთრე.
კარგია რომ გაითვალისწინე ტკბილო ჩემი რჩევები.
და ყველაზე ყველაზე ყველაზე კარგი თავი იყო ეს!

მიხარია რომ მოგეწონა love დიდი მადლობაა love
ოჰჰ დემე უკვე შენია? wink მეც რომ მინდა? wink

 


№18 სტუმარი sofi zangaladze

ძალიან მომეწონა მაგრამ დემეს ცოტა ზედმეტი მოუვიდა ისე ძალიან მაგარია და შენც მაგარი ხარ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომწონს love request

 


№19  offline მოდერი ანკა

sofi zangaladze
ძალიან მომეწონა მაგრამ დემეს ცოტა ზედმეტი მოუვიდა ისე ძალიან მაგარია და შენც მაგარი ხარ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომწონს love request

მადლობაა <3 ძალიან მიხარია love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent