სასახლე დაბურულ ტყეში 21
ფიქრები დაფანტულად მოძრაობდა ტვინში, ბოლოს კი ერთ აზრად ჩამოყალიბდა. მიხვდა, რომ ეღვიძებოდა. რთული იყო თვალების გახელა. არც ისეთი მკაფიო განათება იყო, მაგრამ მაინც მოჭრა თვალი. მერე მწვანე თვალები გამოიკვეთა და აპარატიც აწრიპინდა. მწვანე თვალები აღელდნენ, მაგრამ მაინც ჩანდა მათში სიხარული, თუმცა დამნაშავის გამოხედავაც არ გამოპარვია ელენს. ეს ყველაფერი წამიერი იყო და თვალები ისევ დაეხუჭა უნებურად. დიდხანს ვერ გაძლო სიმწვანის გარეშე და ისევ გაახილა. მაგრამ იქ სიმწვანე აღარ დახვედრია. ლურჯი და ნაცრისფერი ერთმაეთში გადადიოდა. ელენს კანზე მისი თითები შეეხო და ქალს გაეღიმა. ანდრიამ თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა, რომელიც თმებისკენ მიისწრაფოდა. _დამიბრუნდი..-ამოიოხრა ბიჭმა და ელენის ყელში ჩარგო თავი. _ელენ, ჩემო პატარა.-ანდრიას ხმა გაბზარვოდა. თითქოს ტირილის პირასააო. _მაპატიე ელენ. ბიჭმა ელენის ყელთან ამოიოხრა და თითქოს მთელი ქვეყნის სატკივარი ამოაყოლაო თან. ელენს შეაკანკალა გრილი ჰაერი რომ მოხვდა მის ყელს, ანდრია კი მაშინვე მოშორდა და წელში გაიმართა. ეგონა ელენს შიშისგან შეაკანკალა, ქალს კი გული აუჩქარდა მისი მოშორებისგან. _მაპატიე, გპირდები აღარ მოგიახლოვდები. არაფერს დაგიშავებ ძვირფასო. უბრალოდ იმდენხანს ველოდი, როდის გაახელდი თვალებს. -ანდრიას ხმა გაუწყდა და მისი თვალები ნაცრისფერიც აღარ იყო, თითქმის გადათეთრდა, მაგრამ ელენმა პირველად დაინახა, რომ მის თვალებში ცრემლები ჩამდგარიყო. ანდრიამ თვალები დახუჭა და გაჩუმდა. მერე ხელები აიფარა სახეზე და უკან შებრუნდა. ელენი შოკში იყო, მისი გულისცემა უმაღლეს წერტილს აღწევდა, მაგრამ ბოლოს მოიკრიბა ძალა და სიტყვებს თავი მოუყარა. _შეწყვიტე! ახლავე შეწყვიტე!-ქალმა ამოიოხრა, ამდენი ძალა არ ჰქონდა. ანდრია უკან მობრუნდა. _მოდი აქ ანდრია!-თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ელენმა. ბიჭმა კი როგორც იქნა თვალები გაახილა. _აღარ მინდა შენი შეშინება. _ანდრია.. დამღალე... არ მეშინია, ვერ ვიგებ საერთოდ რას აიკვიატე ეს სიტყვა....-ელენი ნაწყვეტებად ლაპარაკობდა და თან ცდილობდა არ შეემჩნია სხეულის ტკივილი. ანდრიას კი მოულოდნელად სევდიანად ჩაეღიმა და უჩინარივით უცბად აესვეტა წინ ელენს. მაგრამ მისი თვალები ისევ ნაცრისფერი და საშინლად მტკივნეული იყო. _ასეც ნუ გათამამდები.-საცოდავად გაუღიმა ელენმა. ანდრია მოიღუშა, ვეღარ გაეგო მართლა არ ეშინოდა ქალს, თუ უბრალოდ იმიტომ აკეთებდა ამას რომ ანდრიასთვის არ ეწყენინებინა. _ბევრი კითვები მაქვს. გთხოვ ნუ მალაპარაკებ. მიჭირს... ბიჭები..-ისევ ანერვიულდა ელენი. _კარგი, კარგი გაჩერდი. ყველაფერს მოგიყვები. ანდრია წამში მოთავსდა საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში და ელენის თითებს ოდნავ შეეხო. _მეოთხე დღეა შენს გაღვიძებას ველოდები. _ამდენი მეძინა?-გაოცდა ელენი. _კი. წამლებს გიკეთებდნენ და ეს აუცილებელიც იყო, რომ გძინებოდა. დემეს სისხლი გადაგისხეს.-გაეღიმა ანდრიას. ცოტახნით შენი სურნელი შეიცვალა და ამას ვერ ვეგუებოდი. -თვალებში ისევ სევდა ედგა, ოდნავ იღიმოდა, მაგრამ მის თვალებს ღიმილი არ ეხებოდა. _ახლა?-გაეღიმა ელენსაც. _ახლა ისევ ისეთი ხარ.- ამჯერად ღიმილი მის თვალებშიც გაკრთა. _თეოდორი და დემე კარგად არიან, ჯეკოც გამოწერეს გუშინ, იოანეს ერთი-ორი დღით კიდევ დატოვებენ. დიდი დოზა მოხვდა, ახლა დათვივით სჭირდება ძილი. ოთახის კარი დემეტრემ შემოაღო და უკან სუსტი, ლამაზი ქალი შემოიყოლა. _გაიღვიძე ელენ?-თბილად გაეღიმა დემეტრეს. ორივე მიესალმა ანდრიას და მერე დემეტრემ ქალს გადახედა. _მერიემ, გაიცანი, ეს ელენია. ელენ ეს ჩემი საცოლეა. ნერვიულობდა თქვენზე.-გაეცინა ბიჭს. _და გემრიელი ფუნთუშები გამოგიცხოთ შენ და იოანეს. _სასიამოვნოა მერიემ, მადლობა ფუნთუშებისთვის.-სუსტად გაიღიმა ელენმა. უხაროდა რომ ახალი ნაცნობი ქალი ეყოლებოდა. მას ხომ ასე ენატრებოდა თავისი სქესის ადამიანთან ურთიერთობა. _არაფერს ელენ,-გაუღიმა მერიემმა._ იმედია მოგეწონება. _იოანესთანაც შეიარეთ?-იკითხა ანდრიამ. _არა ახლა გავალთ. მგონი თავის მედდას თვალი დაადგა.-ახითხითდა დემეტრე. საღამოს ჯეკოც და თეოდორიც მოვლენ. დაგტოვებთ არ შეიძლებაო დიდხანს გაჩერება და.. _ელენ, თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის მზად ვარ იცოდე.-მიმართა მერიემმა. ელენს კი მეტიც აღარ უნდოდა. ღიმილი და ცრემელბი ერთმანეთში აერია. თუმცა ცრემლებს მხოლოდ ანდრია ამჩნევდა, როგორ იმალებოდნენ მის თმაში და მომენტალურად ბრძყინავდნენ. _მადლობა მერიემ.-მხოლოდ ეს ამოილუღლუღა. მარტო დარჩენენ თუ არა, ელენის გულისცემა ნელ-ნელა გაიზარდა. ანდრია ჯერ მშვიდად უსმენდა, მერე კი მოთმინება დაეკარგა. _რა ხდება? _ანდრია, მთავარი არ მოგიყოლია.-ხმა გაუწყდა ელენს. ბიჭმა თავი ჩახარა. _ანდრია, მითხარი რაც არ უნდა იყოს. _ელენ, მე ის მოვკალი... -ელენს გული გაუჩერდა, ანდრია კი ქანდაკებად ქცეულიყო და ისე მოემუშტა ხელები, თითქოს ძვლები უნდა ჩაიმტვრიოსო. _როცა დაგინახე როგორ..-ანდრიამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა._არ შემეძლო ამ დროს თავის შეკავება. კედლისკენ გავისროლე და კისერი მოვუგრიხე. ეს თავისით იყო, არაფერზე მიფიქრია არც ჩემ საქციელზე და არც შედეგზე. უბრალოდ ვიცოდი, რომ ასეთ მხეცს, რომელსაც შენთვის ამის გაკეთება შეეძლო, არ უნდა ეცოცხლა. ქალს ცრემლები სცვიოდა, ანდრია კი ვერ უყურებდა მას. _ჩემი ბრალია.-ამოისლუკუნა ელენმა. _მე რომ არა, ამის გაკეთება არ მოგიწევდა. _ოღონდ ეს არ თქვა, ოღონდ ეს არა! დამადანაშაულე, გამლანძღე. რაც გინდა ის მიწოდე, ოღონდ საკუთარ თავს ნუ დაიდანაშაულებ. ელენი დიდხანს დუმდა და თავს აიძულებდა, რომ დამშვიდებულიყო. _ის? ის ისევ იქ არის? აღარ მინდა რომ იქ იყოს ანდრია. ხომ შეიძლება უბრალოდ არ არსებობდნენ!-ელენი უკვე თავს ვეღარ იმაგრებდა, ტირილი სასოწარკვეთილებში გადაიზარდა._ არ მინდა რომ არსებობდნენ. აღარ მინდა რომ მეშინოდეს. აღარ შემიძლია... -ქალი ისევ მიესვენა საწოლზე, რადგან ანდრია მხრებში ჩაფრენოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა და ფრთხილად დაეწვინა. _თუ არ დაწყნარდები, ვეტყვი რომ დაგაძინონ!-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ცოტათი დამშვიდებულ ელენს ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე. _აღარაფერი გაქვს სანერვიულო. მე ისევ იქ ვიყავი, როცა დაფიქსირდა, რომ ვიღაცამ საზღვარი გადაკვეთა. შემმქმნელმა მარტო არ გამომიშვა და გამომყვა. ვთხოვე რომ ციხესთან ედარაჯა, სანამ დავბრუნდებოდი. მას ესმოდა ხმები, რაც მოხდა სახლში. როცა მიხვდა რომ არ მჭირდებოდა დახმარება, გაბრაზდა რომ ისინი ციხეში მყავდა და ამის გამო საფრთხე შეგექმნა. ჩავიდა და...-ანდრიამ შეწყვიტა. ელენის აღელვებულ თვალებს ვეღარ უყურებდა. _ისინი აღარ არსებობენ? ყველა მოკლა? _ყველა! _ღმერთო ჩემო. _მპატიე რომ ამ ყველაფერს გიყვები, მაგრამ მე დაგპირდი, რომ აღარ მოგატყუებდი. ვიცი რომ ეს ამბავი შვებას არ მოგგვრის, მაგრამ შიში მაინც გაქრება. ალბათ მთელი ცხოვრება ვერ გამოვისყიდი იმ დანაშაულს, რეების გადატანაც მოგიწია. მე კი დაგტოვე. _მორჩი მეთქი! შენ რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნები. მერამდენედ მიხსენი, დაგავიწყდა? ანდრია დუმდა, თავი ჩაეხარა და გაუნძრევლად იჯდა. _ხელი მომეცი.-სიჩუმე დაარღვია ელენმა. ანდრია მაშინვე დამორჩილდა და თავისი ძლიერი თეთრი ხელები მის სუსტ თითებს გადააჭდო. _ჩვენ გადავიტანთ ამასაც, მე მხოლოდ ის მჭირდება, ვგრძნობდე, რომ გვერდით მყავხარ.. _აღარასდროს დაგტოვებ..-ელენმა იცოდა, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლის შესრულებაც ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ანდრიას, მაგრამ არასდროს დაარღვევდა თავის ნათქვამს. ანდრია ფრთხილად დაიხარა და ელენის ტუჩებს შეეხო. გაჩერება რთული იყო, როგორც ყოველთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.