შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 14


1-12-2015, 10:43
ავტორი dona gedi
ნანახია 2 473

_უკან მობრუნებულს კი ანდრია შერჩა ხელში, რომელიც უცნაურად შეჰყურებდა.
_რა? რა იყო?-იკითხა დაბნეულმა ელენმა.
_მომენატრე.-ხავერდოვანი, ვნებიანი ხმა ჩაესმა ელენს ყურში და ანდრიას ტუჩებმაც არ დააყოვნეს, მაშინვე მისწვდნენ ყველაზე ტკბილსა და მტკივნეულს...
ორივემ დაკარგა კონტროლი. ანდრია გრძნობდა წყურვილს, მომენტალურად კბილებიც კი გაურბოდა ელენის ტუჩებისკენ, მაგრამ ვნების წყურვილმა გადაფარა ყველაფერი. გოგო საწოლზე დაეცა და ანდრია ზემოდან მოექცა. ისე ფრთხილობდა თითქოს ელენი მსხვრევადი ყოფილიყო. თუმცა მის ძლიერ მკლავებში ასეც იყო. გოგოსთვის უფრო რთული იყო თავის კონტროლი. ანდრიას ასეთი სიფრთხილე კი უფრო ახელებდა. მოკლე თმაში მოეჭიდა ბიჭს ხელით და უფრო ახლოს მიიზიდა. საკუთარი გულისცემა იმხელა ხმაზე ესმოდა, ეგონა გასკდებოდა. ის კი სულმთლად აგლეჟდა ნერვებს, რომ ანდრიას უკეთ ესმოდა მისი პულსი.
_ელენ მშვიდად._ ღიმილით უთხრა ანდრიამ და ისევ მის ტუჩებს მიუბრუნდა. ახლა უკვე ზედმეტი ვნებით კოცნიდა, ისე, რომ ელენი ეიძულებინა დამშვიდებულიყო. გოგომ კინაღამ გონება დაკარგა, როცა ანდრიას ხელი წელს ჩაუყვა, ტუჩები კი ყელს ჩამოსცდა და მოღეღილი პერანგის კიდევ ერთი ღილი გაქრა. მკერდის მიახლოვებულ ანდრიას გოგომ არ აცადა და უკან დააბრუნა ტუჩებთან.
_ანდრია, ისინი კვლავ ლურჯია. -ელენს თვალები გაცისკროვნებოდა. ანდრია კი კმაყოფილი იყო, რომ მისი თვალები მხოლოდ სიამოვნების ფერს გამოხატავდნენ და არა წყურვილის. წამში ყველა ღილი გაქრა ელენის პერანგიდან, ბიჭის ხელებმა კი ელნის მუცლიდან მაღლა იწყეს სვლა.
ქალს გონება დაებინდა, მაგრამ მაინც აცნობიერებდა რომ აქამდე არ უნდა შეეტოპათ და არც იყო ამისთვის მზად, რადგან არ იცოდა რამდენად ჰქონდა ანდრიას შემორჩენილი ნებისყოფა.
ფრთხილად მიაჭვა ბიჭის გულმკერდს, რომ განზე გაეწია, მაგრამ ანდრია უკვე ვეღარ გრძნობდა. სანამ სულ დაკარგავდა ელენი კონტროლს, ბიჭის ტუჩებს როგორღაც მოშორდა და ძლივს ამოთქვა:
_გაჩერდი. _ანდრია გაშეშდა და ელენს თვალებში ჩახედა, იქ კი სულაც ვერ ნახა გაჩერების სურვილი და უარესად გრძნობა მორეულმა, მაგრად მიიკრა ქალი მკერდზე. ისეთი სათუთი იყო, თითქოს ხელებში ადნებოდა. ქოქოსის სურნელი ჰქონდა კანზე. გონება დაბინდულმა ელენმა კი სულ დაკარგა წინააღმდეგობის სურვილი. ბიჭის მაისურიც გაქრა, მაგრამ ელენმა ვერ გაიგო როგორ. მისი შიშველი მკერდი რომ შეიგრძნო, თავის მკერდზე, ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს დედამიწას აღარ ეკუთვნოდა.
ანდრიამ მაინც დაუშვა შეცდომა და მისი ბასრი კბილი გოგოს ტუჩს მოხვდა, რომლიდანაც სწრაფად გამოჟონა სისხლმა და ანდრია მთელი ძალით შეენარცხა კარებს, რომელიც გაინგრა. თვითონ კი სადღაც გაქრა.
ელენი მიხვდა რაც მოხდა, არ ეგონა ასე მალე თუ შეძლებდა ანდრია რეაგირებას და სანამ სისიხლის გემოს კარგად შეიგრძნობდა, მანამდე მოშორდებოდა მას.
დაფეთებული წამოხტა თავისი პერანგით ხელში, მოიცვა და გარეთ გავიდა. კარების ნამტვრევებს გადააბიჯა და კედელზე აკრული, დაძაბული ანდრია დაინახა, რომელსაც სახე ხელებში ჩარეგო, ნელ-ნელა დაბლა დაეშვა და დაჯდა.
ელენი მიუახლოვდა და მის გვერდით მოკალათდა.
_ანდრი შემომხედე.-მიმართა მშვიდი ხმით და ბიჭის ხელებს შეეხო.
_არ შემიძლია.
_გინდა წავიდე?
_არა.
_სისხლის სუნი ხომ არ გცემს?
_ჯანდაბს. ეგ არ მადარდებს. -ნელა დაუშვა ხელები სახიდან და განაცრისფერებული თვალებით მიაჩერდა ელენს._არ დაგიჯერე, ხომ თქვი გაჩერდიო. მე კი... _თვალები უფრო ღია ნაცრისფერი გაუხდა, ალაბათ ტკივილი მატულობდა.
_არც მე მინდოდა, რომ გაჩერებულიყავი. მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ არ ვიცოდი შენ როგორ შეძლებდი.. შევეშვათ ამას. ადექი, შენ ოთახში შევიდეთ. ამას ხვალ მივხედოთ.- კარისკენ გააპარა თვალები.
ანდრია გოგოს ნებას დაჰყვა და თავის ოთახში შევიდა. ელენმა პლედი გადაწია და ანდრიას ბალიში გაასწორა.
_მოდი.-მიუბრუნდა ბიჭს რომლის თვალებს ისევ ნაცრისფერი მიეღოთ, მაგრამ მომენტალურად დაჰკრავდა ლურჯიც. ანდრია ნელა მიუახლოვდა გოგოს და ნატკენ ტუჩზე დააჩერდა. ელენს კი უნებურად გაექცა ხელი, რომ თითით მოისინჯა კიდევ ხომ არ მოსდიოდა სისხლი. ანდრიამ ხელი გაუკავა და ნატკენ ადგილას ფრთხილად აკოცა. თითქოს უნდოდა ელენისთვის დაემტკიცებინა, რომ თავს ადვილად იკავებდა, რომ არ უნდა შეშინებოდა.
_რატომ აკეთებ ამას ანდრია? -შეუბღვირა ელენმა._რატომ იტანჯავ ტყუილად თავს? ისედაც ვიცი რომ არაფერს მავნებ! დააცადე მორჩეს და ტყუილად ნუ ცდი ნებისყოფას.
_უნდა ვიცოდე რა დონემდე შემიძლია გაჩერება. მის მორჩენას კი დრო არ ჭირდება, თუ არ გეშინია..
_რისი?
ანდრიამ პასუხის ნაცვლად ისევ ახლოს მიუტანა თავი და ელენის დაბლითა ტუჩი, რომელიც გაჭრილი იყო, თავის ტუჩებში მოიქცია. ეს კოცნა არ იყო. ანდრია რაღაც სხვას აკეთებდა, მაგრამ ელენისთვის მნიშვნელობა დაეკარგა თუ რა იყო. მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ სიამოვნება ეკონტროლებინა და ბიჭისთვის ხელი არ შეეშალა.
ანდრია მალე მოშორდა და მწვანე თვალებით მიაჩერდა გოგოს.
_ეს.. ეს რა იყო?-ამოიბლუყუნა ელენმა და ბიჭის მკლავს ჩაეჭიდა, რომ წონასწორობა დაეცვა.
_ჭრილობაზე მკურნალობის შენთვის უცხო ხერხი.-გვერდულად ჩაეღიმა ანდრიას და გოგო სარკეში ჩაახედა, რომელმაც ვეღარსად იპოვა ტუჩზე ნაკბენი.
_გაკოცებ და მოგირჩებაო მართალი ყოფილა.-გაეცინა ელენს. ანდრიაც აყვა.
მერე გოგოს მოშორდა და მის გამზადებულ საწოლში შეწვა.
ელენი გავიდა, გამოიცვალა და ბიჭს გვერდი დაუმშვენა. მას ისევ არ ჩაეცვა მაისური და ელენს რომ ხელი მოუხვდა მის თბილ კანზე, ყველაფერმა ახლიდან წამოუარა. ანდრია ზურგიდან აეკრო გოგოს და ხელები მუცელზე შემოხვია.
_აუცილებელი არაა ხელი მეკიდოს შენთვის, რომ სიზმრები მაჩვენო?
_არა ელენ, მთავარია გეხებოდე სხეულის ნებისმიერი ნაწილით. თუმცა ამის გარეშეც შეიძლება, თუ ადამიანი უკვე ნაცნობი და ახლოა, უბრალოდ ცოტა უფრო რთულია კავშირის დამყარება. ასე შეიძლება მე ვნახო ადვილად შენი სიზმრები, მაგრამ მე რთულად ვმართავ მათ.
_გასაგებია.
ცოტახანს ჩაჩუმდნენ და მერე ელენმა ვეღარ მოითმინა, გვერდი იბრუნა და ბიჭის პირდაპირ აღმოჩნდა, რომლის გრილი სუნთქვაც სახეზე ეფრქვეოდა. ბავშვიით აცქმუტდა.
_აუ მითხრაი რა როგორ მომირჩინე ნატკენი? მიდი რაა.-სასაცილოდ დაეჭყანა და თავისივე საქცლზე გაეცინა.
_ისევ ბავშვი ხარ.-დამთბარი თვალებით მიაჩერდა ანდრია და ერთი ხელი ქალის ლოყაზე მოათავსა ფრთხილად.
_არ ვარ ბავშვი.-ამოიბლუკუნა ელენმა და რადგან იცოდა რომ ტყუოდა ისევ ვერ შეიკავა თავი და გაეცინა.
_კარგი ჰო, გეტყვი. გავიმეორებ და კარგად დააკვირდი რას ვაკეთებ.
_მოიცა, მოიცა.-აფართხალდა ელენი.-რას გაიმეორებ?
_ამას.
ანდრია ისევ მოეჭიდა ქალის დაბლითა ტუჩს და ელენს თვალებში შეხედა, რომელიც დაბნეულობისგან სად გამხტარიყო არ იცოდა. თვალებით ანიშნა ბიჭმა დააკვირდიო და ელენმაც იგრძნო ენის წვერით როგორ შეეხო მის ტუჩს. მერე ვერაფრით გაიგო რა მოძრაობა გააკეთა და მორჩა, ანდრია მოშორდა.
_აბა მიხვდი?
_შენ რაა? ვერ გავიგე.. -ისევ დაბრიცა ტუჩები._ სამკურნალო ენა გაქვს თუ რაა?
ანდრიამ გადაიხარხარა და ახლა ამაზე გაოცდა და დაიბნა გოგო. პირველად ხედავდა ასეთ ანდრიას და თან ეწყინა რომ დასცინოდა.
_ნუ დამცინი, ბოროტო.
_რა გავაკეთო..-ისევ სიცილით ამოთქვა ანდრიამ და მერე გაბუსხულ გოგოს შუბლზე აკოცა. ელენისთვის ეს ბევრად ინტიმური ადგილი იყო ვიდრე ტუჩები. აქ რაღაც სხვას ხედავდა.
_ელენ, ჩემი სანერწყვე ჯირკვლები, შენგან განსხვავებით, სხვანაირ ნივთიერებას გამოყოფენ. ეს ნივთიერება კი შეხორცების პროცესს ბევრად აჩქრებს. ახლა მიხვდი?
ელენმა თავი დაუქნია და მის ყელში ჩაიმალა.
_როდის მომიყვები სად იყავი?
ანდრია დაიძაბა.
_როდის მაჩვენებ ნახატს?
_არამზადავ! -სიცილით ამოთქვა ელენმა და ხელის გულები ბიჭის შიშველ მკერდზე მოათავსა.
_სულ გაგყინვია ხელები. გცივა?
_არა, შენ მათბობ...-ჩუმად თქვა ელენმა. მერე კი უფრო ჩუმად დაამატა:
_ჩემი მზე ხარ.
მაგრამ ანდრიას არაადამიანურ სმენას ვერაფერს გამოაპარებდა.
ელენმა ძილბურანში იგრძნო რომ ვიღაცის ტუჩები ეხებოდა, ბოლოს შუბლზე იგრძნო იგივე და გაითიშა.
***
ელენს ისევ წერილი დახვდა ანდრიას ნაცვლად:
„დილამშვიდობის პატარა ქალბატონო. ვიცი გაბრაზებული ხარ, რომ არ გააგფრთხილე, მაგრამ ასე აჯობებს. ისეთი მალე დავბრუნდები, რომ ჩემი მონატრებაც ვერ მოასწრო. შეგიძლია ნახატი დაამთავრო, რადგან დღეს რომ არ ვნახო ვეღარ მოვითმენ. ნუკრის საჭმელი არ დაგავიწყდეს. არ ინერვიულო, ამის მიზეზი არ გაქვს. და კიდევ, იცოდე სახლში კამერებია და კიდევ თუ იტირებ ვნახავ. ამაზე რომ მოვალ კიდევ ვისაუბრებთ“.
ანდრია.
ელენი წამოდგა და ოთახში სიარულს მოჰყვა.
„ესეიგი ნახა გუშინ რაც დამემართა, ჯანდაბა. ახლა რა ვუთხრა? ნახატიო.. ესეიგი თვითონაც მეტყვის სად დადის. ნეტავ ოდნავ მაინც მქონდეს წარმოდგენა სად შეიძლება დადიოდეს“.
ელენი მთელი დღე ამ ფიქრებში იყო და თან თავის საქმესაც აკეთებდა, ანდრია კი დიდიხანის წასული იყო, ვიდრე ელენს ეგონა.
მანიაკს მიაკითხა, შეამოწმა იქ იყო თუ არა და მაშინვე წამოვიდა. ჯერ არ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი, რომ მასთან ლაპარაკს შეძლებდა და არ მოკლავდა. მერე მის ქოხში დაბრუნდა და მთელი დღე უთვალთვალა, ყველანაირი კვალი სინჯა, კიდევ ხომ არ ჰქონდა მასთან ვინმეს კავშირი. ეჭვი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაარკვია და ქოხი თავისი სამხილებიანად ანონიმურად გადასცა პოლიციას. თუმცა დამნაშავის გამოჩენას არ აპირებდა, სანამ ელენს არ დაელაპარაკებოდა.
უკვე აღარ უთმენდა გული, ისე უნდოდა სახლში მისვლა. იცოდა ელენი კამერების შიშით აღარ იტირებდა, მაგრამ მთავარი მაინც არ იყო ეს. მთავარი ის იყო ტირილის გამომწვევი მიზეზი აღმოეფხვრა.
გზად პუმაზე ინადირა. მერე კი პატარა ბიჭივით მოუთმენლად გაიქცა სახლისკენ.
ელენი ეზოში იყო და ბიჭი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა.
_ანდრია?-იკითხა შეძრწუნებულმა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ბიჭიც ინსტიქტურად შედგა, რომ აღარ შეეშინებინა. მაგრამ შიშის მიზეზი ვერ იპოვა.
_მე ვარ ელენ რა გჭირს?
_შენი, შენი მკლავები და თვალები..-ელენს ხმა ჩაუწყდა. პირი გამოუშრა.
ანდრიამ უცბად დაიხედა მკლავებზე და გაშავებული ამობერილი ძარღვები რომ დაინახა, უცბად შებრუნდა უკან. მერე კი საერთოდ გაქრა.
ელენი ვერ მიხვდა სად წავიდა. ისევ გაშტერებული იდგა. ასეთი საზარელი სანახავი თუ იქნებოდა, ვერ წარმოიდგენდა. ანდრიას მთლიანად შავი ჰქონდა თვალები, თეთრი გარსიც კი გაშავებოდა. მისი კანიდან კი შავი ბილიკებივით მოჩანდა სისხლძარღვები.
სანამ ელენი რამეს გაიაზრებდა, ანდრია უკვე მორჩა სარკეში თავის შეთვალიერებას. ახლაღა იგრძნო, რომ პუმას სისხლით ისევ განიცდიდა სიამოვნებას, რადგან ძალიან გემრიელი ეჩვენა. კონცენტრირება მოახდინა თავის სიამოვნებაზე, რომ მალე აეთვისებინა და გამოედევნა საკუთარი სხეულიდან. ყველა კვალი რომ გაქრა, უკან დაბრუნდა და გაშტერებული ელენთან, რომელიც კიდევ ფიქრობდა, საკმაოდ შორს დადგა.
_ელენ, მაპატიე. _გოგო შეხტა._ვერ მივხვდი თუ ასე გამოვიყურებოდი.. ელენმა ათვალიერ ჩაათვალიერა და ანდრია დარწმუნებული იყო, რომ მისი შოკური მდგომარეობის, ან გაქცევის მოგერიება დასჭირდებოდა. ამის ნაცვლად კი გოგო გაიქცა და მაგრად მოეხვია.
_მეგონა.. ისევ ისეთი ხარ.. მეშინოდა.. მეგინა რომ ასეთად დარჩი, თუ მეც არ ვიცი რა მეგონა.-აბდაუბდა ლაპარაკობდა ელენი და ანდრიას არ შორდებოდა. _ვერ მივხვდი, რომ ნადირობისგან გქონდა, მეგონა რამე, ვინმე სხვა იყავი..
_კარგი, კარგი დაწყნარდი ელენ. მოდი ჩემთან. -ბავშვივით აიკვანა ხელში, მუცელზე მოისვა და უფრო კარგად მიეხუტა. თან ნელ-ნელა შევიდა სახლში. გოგო დივანზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
_კარგად ხარ? დამშვიდდი?
_ამას მე უნდა გეკითხებოდე. ჩემი პულსი შენ გესმის.-შეუბღვირა ელენმა.
_ნორმაშია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემს შეხებაზე არანორმალურ რაღაცებს აკეთბს.
_არამზადავ.-კიდევ შეუბღვირა ელენმა. მერე გაჩუმდნენ და გოგო მიუხვდა:
_უნდა მომიყვე სად იყავი არა?
_კი, უნდა მოგიყვე.
_და ეს ჩემთანაცაა უშუალო კავშირში?
_კი ელენ, არის.
_კარგი, გისმენ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

სიგიჟემდე მაინტერესებს მომდევნო თავი ველოდები მოუთმენლად და მალე დადე რაა love love

 


№2  offline წევრი lany

Sayvarlebii <3 andriasnairi neta arsebobs vinme? ;( velodebi shemdeg tavs...

 


№3  offline წევრი dona gedi

sameone crazy girl
სიგიჟემდე მაინტერესებს მომდევნო თავი ველოდები მოუთმენლად და მალე დადე რაა love love

ვეცდები ყველანაირად ძვირფასო love

lany
Sayvarlebii <3 andriasnairi neta arsebobs vinme? ;( velodebi shemdeg tavs...

არამგონია არსებობდეს wink

 


№4  offline წევრი dona gedi

მალე დავდებ ახლა winked love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent