დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი V
23 წლის რომ გავხდი, დაბადების დღე ხელის ამოვარდნით ავღნიშნე. _მაშო… მაშოოო!_ყვრილით შემოვარდა ჩემს ოთახში ნუცი. მე ერთ სკამეზ მეორე მქონდა შემოდებული და კარადის თავიდან დიდი ყუთის ჩამოღებას ვცდილობდი. მასში მამას ნაჩუქარ საჩუქრებს ვინახავდი. იმ საღამას მინდოდა 13 წლის თავზე ნაჩუქარი ოქროს საყურეები გამეკეთებინდა, საყურეები კი იმ ყუთში მქონდა შენახული. _მირიანი მოვიდა მაშოოო!_დაიყვირა ნუციმ. მუხლები ამიკანკალდა, თავბრუ დამეხვა და სკამებიდან გადმოვარდი. მარჯვენა ხელზე მთელი ტანით დავეცი, შემდეგ კი სკამები და ყუთიც დამეცა სხეულზე. _ვაიმე მაშო…_შეშინებული მომვარდა ჩემი და._გეხუმრე გოგო, რა მოგივიდა?_ხმა აუკანკალდა და ჩემი აყენება სცადა. ხელზე შემეხო თუ არა მაშნვე კივილი ავტეხე. გამაქანეს საავადმყოფოში და იქვე გავატარე მთელი საღამო. მახსოვს, იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ 10 ტაბლეტი ძლიერი გამაყუჩებელი გამომიწერა ექიმმა. იმ პერიოდში მხოლოდ 4 ტაბლეტი გამოვიყენე. მახსოვს, წამლის მიღებიდან, დაახლოებით 15 წუთში თვალები თავისით მეხუჭებოდა და მკვდარივით ჩამეძინებოდა-ხოლმე. ნუცის მას შემდეგ აღარ უხსენებია მირიანის სახელი. თავიდან თვალსაც ვერ მისწორებდა. ნანობდა რაც გააკეთა. მე კი სულაც არ მწყინდა. მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რომ მირიანს, ადამიანს რომელიც წლების განმავლობაში არ მენახა ამხელა ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ იმ წლის ახალ წელს შევპირდი საკუთარ თავს რომ მასზე ფიქრებს შევწყვეტდი. თუმცა არ დამცალდა… ### მირიანთან შესახვედრად ვემზადებოდი. თმები მაღლა ავიქაჩე, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და ნუცის კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა მოვირგე. _ის მოკლე რომ ჩაგეცვა, უკეთესი იქნებოდა!_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჩემმა დამ. _შემეშვი ნუცი! არც ეს არის კოჭებამდე. _მუხლამდეა! _მუხლს ზემოთ!_შევუსწორე და მის წინ დავდექი._ხედავ? _ჰო მაგრამ გაშლილია და უფრო გრძელი სჩანს_ისევ დაიწუწუნა. _ერთი შენ რა გადარდებს…_ვუთხარი და მისი შანელი N5 მივიპკურე. _საწყალი მირიანი!_ გაეღიმა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა. _მაღლებს მათხოვებ?_თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და საწყალი მზერა მივაპყვრე. _გათხოვებ…_წამოხტა ფეხზე._ოღონდ უნდა მითხრა რას აპირებ! _არა!_მოკლედ მოვუჭერი. ხელიდან შავი ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გამოვგლიჯე და ჩემს ოთახს მივაშურე. _რამდენ ხანში გადიხარ?_გამომყვა ნუცი. _ნახხევარ საათში… _მე და მარიკუნა 10 წუთში გავდივართ!_შემოვიდა ოთახში ნუცი და სარკესთან მივიდა._ აუ როგორ მშურს ასეთი დიდი სარკე რომ გაქვს!_მისი მაკიაჟის ჩანთა ტუმბოზე ჩამოდო და ტონალურის წასმა დაიწყო. _რა მითხარი, რა კონცერტია?_ვიკითხე და თან ფეხზე ჩავიცვი. _რავი… მამამისი არის წამყვანი და…_აშკარად გაუფუჭდა ხასიათი._დეაკოც იქ იქნება! რა აიტანს…_თვალები გადაატრიალა ნუციმ. დეა მისი ყოფილი მეუღლის შეყვარებული იყო. _დაიკიდე რა!_მხარზე დავუსვი ხელი. _კაი ვსიო!_დაიყვირა და ოთახიდან გავარდა._მარიკუნა!_დაუძახა შვილს._წავედით დე! ოთახიდან გავაყოლე თვალი როგორ გავიდნენ ორივე დედა-შვილი, ერთნაირ წითელ კაბებში გამოწყობილნი სახლიდან. სხეულში სითბო ჩამეღვარა. მართლაც რომ სამაგალითო დედა იყო ნუცი. _აუუ!_დაიყვირა დედამ._ნუცის საფულე დარჩა!_შემომივარდა ოთახში._ჩაუტანე სანამ წასულან რა…_მომაწოდა საფულე. მეც ხელი დავსტაცე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. _უხ შენ გენაცვალე!_ეზოში ჩასულს გავიგონე ვიღაც უცნობი კაცის ხმა._ნახე, ნახე რა აქ… ამის დედას შე***ი!_ნუცისაკენ გაიშვირა ხელი. _უკაცრავად?!_უცნობის გასაგონად დავიყვირე. უცნობმა გამომხედა და მისი თვალების ცეცებით მივხვდი - ნასვამი იქნებოდა. _ვის შეაგიეთ ახლა?_მივუახლოვდი მას. _შენ ვინ აგდიხარ?_წამოიწია ჩემსკენ, თუმცა სიმთვრალისაგან ფეხი აერია და წაბორძიკდა. _მე კი არა, შენ ვინ აგდიხარ?!_ვუთხარი და ქურთუკში ჩავავლე ხელი. _გამიშვი ხელი!_შეწინააღმდეგება სცადა. _დაანებე მაშო თავი…_შეშინებული და აკანკალებული მიყურებდა ნუცი და მარიკუნასთან ერთად სადარბაზოსთან აყუდებულიყო. _მისმინე, შენ ნაგავო!_დავქაჩე მისი სხეული ჩემსკენ._არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა ამ კორპუსთან… თორემ, იცოდე სადაც შეგხედავ მოვალ და ყელს გამოგჭრი! _მთვრალი ვარ, გამიშვი!_შემევადრა იგი. _მთვრალი კი არა, არაკაცი ხარ!_დავუყვირე მე. _მაშო, რა ხდება?_გავიგონე მირიანის ხმა. _გაეთრიე აქედან!_ვუთხარი უცნობს და ხელი ისე ვკარი რომ იქვე მიწახზე გაიშხლართა. _რა ხდება?_უფრო ხმამაღლა თქვა და მომიახლოვდა მირიანი. _არაფერი!_მკაცრად ვუპასუხე._ნუცი, მოვიდა ტაქსი!_ხელით ვანიშნე ჩემს დას. _რა უნდა ამას?_გაბრაზუბულმა შემეკითხა მირიანმა და უცნობისაკენ მიმანიშნა. _უკვე აღარაფერი…_ვთქვი და მეც მთვრალ კაცს გავხედე, რომელიც ხესთან მიფორთხბულიყო და ადგომას ლამობდა. _დაეხმარე ადგომაში, მე სახლიშ ავალ და რომ ჩამოვალ აქ აღარ დამხვდეს!_ ვუთხარი მირიანს და სადარბაზოში შევედი. ჩემი და და დიშვილი ყველას მერჩივნა. არავის დავაჩაგვრინებდი მათ თავს. მით უმეტეს, რომ ნუცის ხასიათი ვიცი, იშვიათად თუ გაუწევდა წინააღმდეგობას ვინმეს. ამიტომაც მოექცა ასე არაკაცურად მისი ქმარი. მაგრად რომ დამდგარიყო, ახლა დეაკო და მისნაირები კი არ ეყოლებოდა გვერდით იმ იდიოტს, არამედ ნუცის წინ დაჩოქილი იხოხებდა. მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ნუცის უფრო დედას ხასიათი გამოჰყვა, მე კი ბებოს ვგავდი. მიუხდავად მსგავსებისა, მაინც არ ვუყვარდი ლილის. ალბათ სწორედ იმიტომ რომ, რაც მამა და ბაბუ გარდაიცვალნენ და ჩემი ძმა ციხეში ჩასვეს, ოჯახის მართვა ჩემს თავზე ავიღე. მანამდე, ყველა იმას გაიძახოდა: ლილი, აბა რა გესიამოვნება? ლილი, აბა დღეს სად წავიდეთ? ლილი, აბა “სწენკა” სად დავდგათ?. ახლა ასე არ არის. ახლა მე ვაკეთებ იმას რაც საჭიროა და არა იმას რაც ბებიაჩემს გაუხარდება. მოხუცდა და ვერ ხვდება, რომ რაც ადრე ღირებული იყო, ახლა სხვა რამემ შეცვალა. თუმცა ლილისაც “ვაჟკაცურად” ვუმკლავდებოდი… ### ქურთუკი მოვიცვი, ჩანთა გადავიკიდე და ისევ ჩავბრუნდი ეზოში. _საღამო მშვიდობისა, მაშო!_მომღმარი სახით მომჩერებოდა მირიანი. _საღამო მშვიდობისა!_ღიმილითვე მივესალმე. _რა დაგიშავა იმ ლოთმა?_მომიახლოვდა მირიანი. _მე არაფერი…_თავი გავაქნიე._ნუციზე თქვა რაღაც… სად წავიდა? _არ ვიცი… ავაყენე და კინწისკვრით გავარდა იქეთკენ!_ხელი მარჯვნივ გაიშირა. ორივეს სიცილი აგვივარდა._მეგონა მარტო ჩემთან იყავი აგრესიული!_გაეცინა მას. _ჩემი აგრესიულობა შენ, ჯერ კიდევ არ გინახავს!_წარბები ავქაჩე ზემოთ_ წავდით?_ ვიკითხე ბოლოს. _წავედით!_მითხრა და ხელი გამომიწოდა. _ოჰ!_გავიოცე და ხელი ჩავკიდე. ქალაქის ცენტრამდე ისე ჩავედით ვერცერთმა დაღლა ვერ ვიგრძენით. არც ბევრ რაიმეზე გვისაუბრია. უბრალოდ მომიყვა სად მუშაობდა და რითი იყო დაკავებული. თუმცა, ნუცის გადამკიდე მე, ეს ყველაფერი უკვე კარგდ ვიცოდი. მირიანს სავაჭრო ცენტრში ფარტი ჰქონდა და ტექნიკას ჰყიდიდა. მითხრა რომ მამამ, ისრაელიდან რამოდენიმე წლის წინ საკმაოდ დიდი თანხა გამოუგზავნა და სწორედ მაშინ შეისყიდა ფართიც. დანარჩენი ფულით კი ტექნიკა გამოუწერია. თავიდან თვითონ მუშაობდა გამყიდველად, მაგრამ ბიზნესი როცა უფრო წარმატებული გახდა, პროფესიონალი დაიქირავა და ახლა ის აგვარებდა მაღაზიის საქმებს. _საქმეები კარგად მიდის_ბოთხრა მან._მაგრამ ძალიან ნელა! _სჯობს ნელა და მყარად განავითარო ბიზნესი!_დავაიმედე მე. _ვიცი, მაგრამ ადამიანის გული მოუთმენელია, ყველაფერი ახლა და ამ წამს უნდა!_ გამიცინა და თვალი გამისწორა. _წარმატებული ბიზნესის გარდა კიდევ რა გინდა ახლა და ამ წამს?_თვალები უცნაურად გამიბრწყინდა. _რატომ ეშმაკობ მაშო?_გამიცინა და ახლაღა შემიშვა ხელი._მოვედით!_მიათითა ერთ-ერთ ღამის კლუბზე. კლუბში შევედით და კუთხის მაგიდასთან მოვთავსდით. სასმელი შევუკვეთეთ და ისევ მივაჩერდით ერთმანეთს თვალებში. _ისე…_დაიწყო მან._ნეტა რა მოხდებოდა, ერთმანეთი სკოლაშივე რომ შეგვემჩნია?! _არც არაფერი!_მზერა ავარიდე. _რატომ?_ჩამაჯინდა მირიანი. _ხომ გითხარი რომ უკვე 10 წელია ერთი ბიჭი მიყვარს-თქო?_წარბები ავქაჩე ზემოთ._ ჰო და, მაშინაც ის მიყვარდა და შენ ამიტომაც ვერ შეგამჩნიე! _ჩვენი სკოლელია?_დაინტერესდა და დივნის საზურგეს გადააწვა. _ჰო… _მითხარი აბა სახელი და გვარი?!_წარბებშეყრილმა გადმომხედა. _არა!_მოკლედ მოვუჭერი და იმ წამს მოტანილი სასმელის ჭიქას დავწვდი. ბევრი არ დამილევია, თუმცა სასმელი იოლად მეკიდებოდა და მაშინვე ძილი მინდებოდა. _თუ გინდა წავიდეთ!_შემომთავაზა მირანმა. _ჯერ ვიცეკვოთ!_ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. _ვიცეკვოთ!_წამოდგა ისიც, ხელი ჩამჭიდა და საცეკვაო დარბაზის შუა გულში გამიყვანა. უსიკა რიტმული, თუმცა საკმაოდ მოსაწყენი იყო. ხელები კისერზე შემოვხვიე და ტანის ნაზად რხევა დავიწყე. _არ მომწონს ეს ვერსია!_უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე. _რაღაც დამავიწყდა შენთვის მეთქვა!_მითხრა და წელზე მომხვია ხელები. _გისმენ!_მის ყურთან მივიტანე ტუჩებუ. _ძალიან ლამაზად გამოიყურები!_საფეთქელთან ნაზად მაკოცა და თავი მომადო. ვერარაფერს ვგრძნობდი, აღარც მუსიკა მესმოდა. მხოლოდ მის სურნელს ვისუნთქავდი ხარბად და ისედაც შეზარხოშებულს უფრო და უფრო მეხვეოდა თავბრუ. თითებიტ დავუყევი მის სხეულს და ცალი ხელი მუცელის პრესზე დავუსვი. _წამიყვანე სახლში!_ჩავჩურჩლე ყურში. მერე ნაზად და, ისე რომ მთელი ჩემი ცხელი ჰაერი დაჰფენოდა, კისერში ვაკოცე და მისი ხელები ჩამოვწიე ჩემი თეძოებიდან. არაფერი უთქვამს. თვალები აღზნებისაგან ჩაწითლებული ჰქონდა და კარგახანს გაშეშებული მიყურებდა. ალბათ მარტო რომ ვყოფილიყავით კოცნით დამივლიდა სხეულს. ბოლოს გონს მოეგო, ჩვენს მაგიდასთან მივიდა, ფული დატოვა, ჩვენი ნივთები აიღო და კირასკენ წავედით. _ტაქსი!_დაუქნია ხელი ტაქსს, ორი თითი ჩაიყო პირში და ძალიან ხმამაღლა დაუსტვინა.. მანქანამ ჩვენს ფეხებთან შეატორმუზა. სულ ცოტაც და უკვე ჩემი სახლის კართან ვიდექით. _აბა, დროებით მაშო!_მითხრა და გადასაკოცნად გადმოიწია ჩემსკენ. _მოიცა!_ხელი მივადე მკერდზე და უკან გავწიე. ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და ნუცის დავურეკე. _ჰო…_მძინარე ხმით ჩაილაპარაკა. _ნუცი, დედა და ბებო დაწვნენ?_ჩურჩლით ვკითხე. _ჰო! უკვე რამდენი ხანია…მოხვედი შენ? _არა ჯერ!_ვიუარე. _რატომ რეკავ, გასაღები ხომ არ დაგრჩა?_ძლივს აბამდა სიტყვებს თავს. _არა… მოკლედ, მოვალ ასე 2 საათში! _კაი!_მითხრა და გამითიშა. კარი ჩუმად გავაღე. მთელი სახლი ჩაბნელებული იყო. _შემოდი!_ჩუმად ვუთხარი მირიანს და ხელით ვანიშნე. _მე?_გაკვირვებულმა იკითხა და საჩვენებელი თითი თავის თავზე მიათითა. _ჰო, ჰო!_სწრაფად ჩავილაპარაკე და ხელი ჩავავლე._ჩუმად ოღონდ. ფრთხილადვე დავკეტე კარები და ნელი ნაბიჯებით მივედით ჩემს ოთახამდე. _რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ!_გაეღიმა, შუქი აანთო და თვალი მოავლო ოთახს. _ჩუ!_ვუთხარი და თითი მივადე ტუჩებზე. თითქოს, ეს უკანასკნელი წვეთი იყო, სწრაფად მომხვია ხელი და ტუჩებზე გაგიჟებული დამეტაკა. _რატომ მაგიჟებ?_ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა. ხელები ჩემს კაბას ააყოლა და მკერდს ჩაეჭიდა. მაშინვე მოვეგე გონს. ჩემმა კომპლექსებმა შემომიტია და გამახსენდა რომ “push up” ბიუსჰალტერი მეცვა და როდესაც მის გარეშე დავდგებოდი მირიანის წინაშე, მას მხოლოდ იმის ნახევარი მკერდი შერჩებოდა, რასაც ახლა უყურებდა. _მოიცა!_შევაჩერე ის. _რა არის?_შეკრთა. _ცოტა კიდევ უნდა დავლიო!_ვუთხარი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოს მივაშურე და ერთ-ერთი კარადიდან ლილიკოს გადამალული ვისკი გამოვიღე. ბოთლი შევათვალიერე და ჩემთვის ჩავილაპარაკე: _ეს მხოლოდ - ვერ დამეხმარება!_ ვისკი მაგიდაზე დავდგი, აფთიაქის უჯრა გამოვაღე და სასწრაფოდ მოვნახე ექიმის გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი. ვადა ჯერ კიდევ ჰქონდა. ორი ტაბლეტი ამოვიღე და შევეცადე რაც შეიძლებოდა ჩუმად დამეფრქვა. მერე ორი ჭიქა ქამოვიღე, ერთში ვისკთან ერთად წამლის ფხვნილიც ჩავყარე და ოთახში გავბრუნდი. _გაგვიმარჯოს?!_მივაწოდე ჭიქა მირიანს. _გაგვიმარჯოს!_ჭიქა გამომართვა და სულმოუთქმელად გამოცალა._ ასე არასდროს მინერვიულია!_გაეღიმა და მომიახლოვდა._ იცი, მეშინია რაიმე არ გატკინო! მეშინია არ დაგაფრთხო და არ დაგკარგო… მეშინია, რომ თუ სექსი გვექნება, აუცილებლად მიმატოვებ! _გაჩუმდი კრეტინო!_გამომწვევად გავუღიმე. ჭიქები ტუმბოზე დავდე და მივუახლოვდი._დაწექი!_მივანიშნე საწოლზე. ისიც უხმოდ დამემორჩილა. შუქი ჩავაქრე და მეც საწოლს მივუახლოვდი. მირიანი მძიმედ სუნთქავდა და პერანგის ღილებს ნელ-ნელა იხსნიდა. _დაგეხმარები!_ვუთხარი, ზემოდან გადავაჯექი და ბოლო ორი ღილი მე შევუხსენი. ხელები კაბის ქვეშ შემიცურა და ჩემს საცვალს ჩაეჭიდა. მერე თითებით მენჯის ძვლები დამიზილა და თვალები დახუჭა. მე დავიხარე და მთელი მუცელი და მკერდი დავუკოცნე. ბოლოს მის ყელამდე მივედი. თავიდან ნაზად ვკოცნიდი, მერე უფრო მძიმედ, ბოლოს კი… მირიანს ჩაეძინა… წამალმა რამოდენიმე წუთშივე გათიშა. მე კი ისევ ვაგრძელებდი მის კისერზე ლაქების დასმას. სულ 5 ლაქა ჰქონდა: 4 ყელზე და ერთი ყურის ძირში. _ნეტავ შენი იონას სახე დამანახა, ამ ლაქებს რომ შეამჩნევს!_ყურში ჩავჩურჩულე მძინარეს. ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი…ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში, შხაპის მისაღებად შევედი. ----- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო, ვერ წასრმოიდგეტ რა ძირფასია თითოეული თქვენგანი ჩემთვის! იმედია ეს თავიც მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.