დიახ, მე ის კრეტინი ვარ! - თავი III
_დილა მშვიდობისა, მაშო!_დილა, ჩვეულებრისამებრ მირიანით დაიწყო. _დილა მშვიდობისა!_ამჯერად მეც ვუპასუხე, თუმცა ისევ ავუარე გვერდი და ავტობუსის გაჩერებისაკენ მიმავალ გზას გავუყევი. რა თქმა უნდა, ისიც უკან გამომყვა. _იქნებ, ყავა დაგველია ერთად?_უკვე გაჩერებასთან მისულს მკითხა. _მეჩქარება!_მოკლედ მოვუჭერი. _როდემდე აპირებ უკარებას როლის თამაშს?_გაეცინა და წინ გადამიდგა. _გაიწიე!_წარბი ავქაჩე და ხელები წელზე შემოვიდე. _არ გავიწევი!_მომბაძა და მანაც შემოიწყო წელზე ხელები. _მირიან, ერთი ეს მითხარი: დავუშვათ და შემიყვარდი… ხომ ხდება ხოლმე სასწაულებიც?! _ირონიულად ავხედე._მერე რა უნდა გააკეთო? _და, შენ რა გინდა რომ გავაკეთო?_გაიცინა თავისებურად. _მე პირადად, დიდი სურვილი მაქვს თავიდან მომწყდე! _სულ ცოტათიც არ გიყვარვარ?_მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია და ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მანძილი შეამცირა. _ღმერთო, რა სულელია ეს ბიჭი!_თავი გავაქნიე და გულიანად გავიცინე. _რა გაცინებს?!_წარბები შეათამაშა, ეშმაკურად გამიღიმა და ძალიან ახლოს მოვიდა._სულ როგორ უნდა დამცინოდე?!_დაამატა და უცებ მსტაცა წელზე ხელი. _მირიან გამიშვი!_ისევ სიცილით ვეუბნებოდი. _არ გაგიშვებ!_სახე დაუსერიოზულდა. მე აღარ ვიცინოდი, თუმცა უცნაურად მეღიმებოდა. სახეს ნელ-ნელა წევდა ჩესკენ და ტუჩებზე ვნებიანად დამყურებდა. მე კი ისევ ვუღიმოდი… ისევ იმ, 14 წლის სულელ გოგოდ გადავიქეცი. ისევ თავიდან შემიყვარდა, თავიდან დავკარგე თავი. 10 წლის წინ, სიყვარულზე მეტად რომ შემიყვარდა, იმაზე მეტად შემიყვარდა! _რას მიღიმი?_ახლა თვალი თვალში გამიყარა._მაინც არ გაკოცებ!_გადაიხარხარა და ხელი შემიშვა. _კრეტინო!_ვუთხარი და ისეთი სილა გავარტყი, მაშნვე აუწითლდა ლოყაც და ყურიც. _ჯანდაბა!_დაიყვირა და აწითლებულ სახეზე მიიდო ხელი._მოდი აქ!_მითხრა და მკლავში მწვდა. _გამიშვი!_შეწინააღმდეგება ვცადე._გამიშვი-მეთქი, ავტობუსი მოვ…_არ დამაცადა სიტყვის დასრულება, მის სხეულზე მიმიკრა, მეორე ხელი თბებში შემიცურა და გიჟივით დაუწყო კოცნა ჩემს ზედა ტუჩს. რაღაცას ვბუტბუტებდი, რას - მეც არ მახსოვს. რომ აღარ მომეშვა, მისი ქვედა ტუჩი ჩემს კბილებს შორის მოვაქციე და ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს. ის მაინც მკოცნიდა… მე, უფრო ძლიერად ვკბენდი… იქამდე მკოცნიდა, სანამ ტკივილი გაუსაძლისი არ გახდა. უცებ მოდუნდა, ეგონა გავუშვებდი, მაგრამ მე ისევ მაგრად მეჭირა კბილებით. _აა!_დაიყვირა და მისი ქვედა ტუჩი გამომგლიჯა. ხელი მოისვა პირზე და გაბრაზებულმა შემომხედა. _სისხლი მოგდის!_წარბებშეკრულმა ვუთხარი და ავტობუსის, თითქმის უკვე დახურულ კარში შევხტი. ფანჯრიდან მირიანის გაოცებული სახე რომ დავინახე, როგორ არ მინდოდა, როგორ არ ვცადე თავის შეკავება, მაგრამ მაინც წამსკდა სიცილი. ავტბუსი დაიძრა… მირიანის, უკვე მომღიმარ სახეს იქამდე ვუყურებდი, სანამ წერტილად არ გადაიქცა… ### მთელი 10 წლის განმავლობაში, როგორი აღარ წარმომედგინა ჩვენი კოცნა. მაგრამ, ის, რაც მოხდა ყოველგვარ მოლოდის გასცდა. მახსოვს, პირველად რომ ვაკოცე ბიჭს, მაშინაც მირიანზე ვფიქრობდი. მე 15 წლის ვიყავი, ილია კი 16_ის. იგი პირველი ბიჭი იყო ვინც სიყვარული ამიხსნა. ოღონდ, მართლა კი არ ვუყვარდი!… ეს ისე, რამოდენიმე დღით შეყვარებულობანა ვითამაშეთ… არც იმას ვუყვარდი და არც მე მიყვარდა. მას უნდოდა ბიჭებში ეტრაბახა - შეყვარებული მყავსო. მე კი მინდოდა მეცადა ვინმე სხვაზე ფიქრი. მხოლოდ ერთი საათი ვიფიქრე ილიაზე… ერთი საათის შემდეგ კი, ჩემდა უნებურად ფიქრები მირიანისკენ გაფრიდნენ. კვირის თავზე კი, გადავწყვიტე ილიას დავშორებოდი. სკოლის უკანა ეზოში, დანგრეულ შენობაში დავიბარე, იქ სადაც წყვილები განმარტობას და ერთმანეთის ალერსს მშვიდად ახერხებდნენ. _აქ ვარ!_დამიძახა დანგრეული შენობის მეორე მხრიდან ილიამ._მოდი აქ!_შენობაში შესულს ხელი ჩამჭიდა და მოხერხებულად ჩამისვა კალთაში. _რაღაც უნდა გითხრა…_ფეხზე წამოვდექი, თუმცა ისევ მომხვია ხელი და ისევ კალთაში.ავღმოჩნდი. _მეც! _შენ რა უნდა მითხრა?!_გაკვირვებულმა გავხედე. _მიყვარხარ!_ჩამჩურჩლა და ჩემს ტუჩებს დასწვდა. გავშეშდი… მინდოდა მეც მეკოცნა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ კოცნაზე, კოცნით მეპასუხა. საკუთარ თავზე გავბრაზდი. “ეს რომ მირიანი ყოფილიყო, რას იფიქრებდა?! კოცნა არ ვიცი და მისი შებმა კი მინდა!”- გავიფირე და ილიას ტუჩებს გავეცალე. _მაშო…_ჩაილაპარაკა ილიამ და ისევ მომიტანა სახე ახლოს._პირი ოდნავ გააღე!_ მბრძანებლური ტონით მითხრა. მეც დავემორჩილე._ახლა ისევ გაკოცებ, შენ კი შეეცადე გაიმეორო რასაც გავაკეთებ._ფრთხილად გადამისვა ხელი თმებზე, მერე ჩემს “ოდნავ გაღებულ” ტუჩებზე ცერა თითი დამისვა და ძალიან ნაზადა მაკოცა… მეც ვაკოცე… კმაყოფილი წამოვედი… ვფიქრობდი: თუ გამიმართლა და მირიანმა მაკოცა, ახლა უკვე ვიცი როგორ ვუპასუხო-მეთქი. ილიას იმ საღამოს მესიჯებით დავშორდი. დიდი წინააღმდეგობა გამიწია და ვენები გადაიჭრა-თქო, რომ გითხრათ, დაიჯერებთ?! რამოდენიმე წერილის შემდგე, თავადვე შემომთავაზა მეგობრებად დავრჩენილიყავით… დავთანხმდი, სხვა რა გზა იყო?! ### _დილა მშვიდობისა, მაშო!_ისევ შემომეგება მირიანი. _რაიყო, გუშნდელი არ გეყო?_გამეცინა და მივუახლოვდი. კაშნე ჩამოვუწიე და მისი ქვედა ტუჩი შევათვალიერე._მეტის ღირსი ხარ!_ვუთხარი, როდესაც ტუჩის ქვემოთ სილურჯე შევნიშნე._რას დამეტაკე და მაკოცე?!_წარბები შევყარე და გზას გავუყევი _მაზოხისტი ვარ!_გამიცინა და გვერდში ამომიდგა. _გინდა ყავა დავლიოთ?_ვკითხე და მისი გაკვირვებული მზერა ვიგრძენი. _მეკაიფები?_დაიყვირდა და შეჩერდა. _ამჯერად - არა!_მივბრუნდი მისკენ. _მერე მოსწავლეები? _მოსწავლეებს უკვე არდადეგები დაეწყოთ!_მხრები ავიჩეჩე._მხოლოდ, პირველ საათზე მაქვს ორკესტრის რეპეტიცია. _წამო, ერთი კარგი ადგილი ვიცი!_თვალები გაუბრწყინდა, ხელი მაგრად ჩამჭიდა და სადღაც გამაქანა. _ორი ცივი ფრაპუჩინო, კარამელით!_შეუკვეთა მირიანმა._და ორი მარწყვის ნამცხვარი._ოფიციანტმა შეკვეთა ფურცელზე დაწერა, ახლავე მოგართმევთო გვითხრა და მეორე მაგიდასთან გადაინაცვლა. _რა ახლოსაა ჩემს სახლთან ეს კაფე და პირველად ვარ აქ!_გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე. _მაშო…_უცნაური ხმით მომმართა მირიანმა._მითხარი, რეპეტიცია თუ პირველ საათზე გაქვს, ასე ადრიანად ჩემს გამო გამოხვედი სახლიდან?_ეშმაკურად შემომხედა. _ყავა გამომელია და გადავწყვიტე სადმე, გარეთ დამელია!_დიდიხნის წინ მომზადებული პასუხი მივახალე._ახლა შენ მითხარი, საიდან იცი რომ მოსწავლეები მყავს? მითვალთვალებ? _წამომცდა…_გაეცინა საკუთარ სისულელეზე._არ გითვალთვალებდი… უბრალოდ, შემთხვევით გავიგე…_ისევ იცინოდა._სხვათა შორის, მე და შენ ერთ სკოლაშიც ვსწავლობდით, თურმე!_საჩვენებელი თითი დაადო რამოდენიმეჯერ მაგიდას. _ჰოო?_ამჯერად ორივე წარბი ავქაჩე ზემოთ და რაც შემეძო გაკვირვებული სახე მივიღე. _ჰო, შეიძლება მაგიტომაც მეცნობა შენი სახე!_მირიანმა ისევ შემათვალიერა. მის მზერას ვერ გავუძელი, შემეშინდა, რომ ჩემს თვალებში ამოიკითხავდა სიმართლეს და სასწრაფოდ გავაბრუნე თავი. სწორედ ამ დროს, სულ სხვა ვინმეს მზერა შემეჩეხა. შემოსასვლელ კართან გიგის მეუღლე, ელენე იდგა და ჩვენ მოგვშტერებოდა. ელენე მე არ მიცნობდა. დილაადრიან მივდიოდი სამსახურში და გვიან ვბრუნდებოდი. ამიტომ, მეზობლების უმეტესობამ არც კი იცოდა ჩემი არსებობს შესახებ. გიგიმ და ელენემ მით უმეტეს, ისინი სულ რამოდენიმე თვის წინ გადმოსულიყვნენ ჩვენს ბინაში. იმ საღამოს, როდესაც მირიანი 10 წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ნუციმ აიჩემა, გინდა თუ არა ფეისბუქზე მოვნახოთო. მოვნახეთ კიდეც… მირიანც მოვნახეთ და მის მეგობრებში გიგის მეუღლეც, რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდით და რომელიც სულ რამოდენიმეჯერ შეხვედროდა ნუცის სადარბაზოში. ელენე და მისი მეგობარი გოგონა ჩვენს პარალელურ მაგიდას მიუსხდნენ. რაღაცაზე საუბრობდნენ და თვალს არ გვაშორებდნენ. _მისმენ?_მირიანის ხმამაღლა ნათქვამმა გამომარკვია და მივხვდი მეც მივჩერებოდი ელენეს. _რაღაცაზე ჩავფიქრდი!_თავი გავაქნიე, თითქოს ზედმეტი აზრები გავყარეო. _ჩემზე ფიქრობდი?_ბაგეებზე ღიმილი შეეპარა. _ჰო!_მეც გავუღმე გამომწვევად და მის ხელს ჩემი ხელი დავადე. _რა?_დაიბნა და ხელზე დაიხედა. _შენზე ვფიქრობდი…_ახლა მეორე ხელით მისი ხუჭუჭა თმა გადავუწიე ყურზე. გვერდი საშინლად ამეწვა… ელენეს მზერას ვგრძნობდი. _უფრო კონკრეტულად?_ეჭვნარევი მზერა არ შორდებოდა მირიანს. _უფრო კონკრეტულად, იმაზე ვფიქრობდი თუ რა კარგი ბიჭი ხარ…_ფეხი შევუცურე ფეხებს შორის._და, თუ როგორ გამიმართლა რომ ერთმანეთს შევხვდით… _რას ნიშნავს ეს ყველაფერი?_ყვირილით მოვარდა ჩვენს მაგიდასთან ელენე. _შენ აქ რა გინდა?_ახედა მირიანმა. მერე, უცებ ისევ მე გამომხედა, მიმიხვდა ეშმაკობას და სიბრაზისაგან სახეზე ერთიანად აწითლდა. _შენ რა გინდა აქ?_ისევ შუბღვირა ელენემ. _დამშვიდდი…_თვალები გადაატრიალა მირიანმა. _თქვენი ფრაპუჩნო!_შეშინებული მოგვიახლოვდა ოფიციანტი და ჭიქები მაგიდაზე დააწყო. _მატყუარა და არაკაცი ხარ!_ელენემ ერთ-ერთ ჭიქას ხელი დასტაცა და ფრაპუჩინო თავზე გადაასხა მირიანს. _კრეტინო!_დავიყვირე მეც, მეორე ჭიქას დავავლე ხელი და სახეში შევასხი._ მატყუარა კრეტინო!_ვითომ გაბრაზებული წამოვხტი, ქურთუკს, ჩანტას და ვიოლინოს ხელი დავსატცე და გარეთ გავვარდი. რამოდენიმე წამიც და სიცილი ამივარდა. _ბრავო!_ცოტახანში მირიანიც გამოვიდა კაფიდან._მაშო, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! ამას აღარ გაპატიებ._დამემუქრა და საჩვენებელი თითი დამიქნია. _ნუ მაშნებ, ძალიან გთხოვ… შენნაირებისთვი მისწავლებია ჭკუა?_ირონიულად ავხედე. _ცეცხლს ეთამაშები!_გაბრაზებულმა მითხრა. დასველებულ თამაზე ქუდი დაიხურა, ზურგი მაქცია და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. _ჯანდაბამდე გზა გქონია!_მივაძახე და უკვე აღარ მეცინებოდა. ### სკოლა რამოდენიმე კვირის დაწყებული იყო, მე და ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი ნენე დერეფაში ვიდექით. უცებ მუხლებში სისუტე ვიგრძენი, მუცელში პეპლები შემითამაშდნენ და აკანკალებულმა ნენეს ხელი ძლიერ ჩავჭიდე რომ არ წავქცეულიყავი. _რა დაგემართა?_გაკვირვებულმა შემომხედა. _ვაიმე, დედას ეს რა მემართება. მუხლი მეკვეთება, სული მეხუთება, გული მიმდის და მთლად დავიღუპები ეს ყმაწვილი თუ არ ჩამეხუტება._გამახსენდა სიტყვები ქართული მულტფილმიდან “სიზმარა”. _რომელზე ამბობ?_მკითხა ნენემ, როდესაც გულიანად ხარხარს მორჩა. _აი იმ ხუჭუჭაზე…_თვალებით ვანიშნე. _დაივიწყე!_ეგრევე გადამიწურა იმედები._ეგ მე_12 კლასელია, ვერც კი შეგამჩნევს! მართალი იყო ნენე… ისე ჩამიარა მირიანმე გვერდი წამითაც არ შემოუხედავს… ღრმად ჩავისუნთქე, ისე ღრმად რომ ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფოდა ეს ჰაერი და თვალი გავაყოლე დერეფანში მიმავალ ხუჭუჭა, შავთვალება ბიჭს… ### რეპეტიცია დიდხანს გაგრძელდა. საახალწლო კონცერტისათვის ვამზადებდი ბავშვებს და რაც უფრო ახლოვდებოდა კონცერტის თარიღი, მით უფრო რთულდებოდა მათთან მუშაობა. სახლში გვიან და დაღლილი მივედი. ჩემები უკვე ვახშმობდნენ. ხელები დავიბანე და მეც შევუერთდი. _ლობიოს წყალი გამოუცვალე?_ჰკითხა ლილიკომ დედას. _არა, მაშოს ასე უყვარს… _რამდენჯერ უნდა ვთქვა…_ხმას აუწია ბებომ._უყვარს ერთია და სასარგებლოა - მეორე! დედა ხარ და უნდა დააძალო! _24 წლის გოგოს, მე რა დავაძალო?_დედამ ჩანგალი მაგიდაზე დააგდო და ფეხზე წამოდგა. _არ აქვს მაგას მნიშნელობა!_წამოხტა ლილიკოც._5_ის არის, 25_ის, თუ 105_ის, დედა ხარ და უნდა შეჭამოს ის რასაც შენ ეტყვი!_ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. _აუუუ… დაიწყო…_თვალები გადაატრიალა ნუციმ. _ნუცი!_დაუყვირა დედამ. _ნუცი კი არა, იმ ქალბატონს უყვირე!_ჩემზე მოათითა ბებომ._ეგ გყავს რაც გყავს… სულ თავის ჭკუაზე რომ ატრიალებს ამხელა ოჯახს! _თქვენ რომ ატრიალებდით თქვენს ჭკუაზე, ამიტომაცაა ახლა ჩემი ქმარი მკვდარი!_ არ დააკლო დედაჩემმა. _მაშო!_მხარი გამკა ჩემმა დამ._წამო ჩემთან, რამე ფილმს ვუყუროთ… _წამო!_ვუთხარი და უკან გავყევი. _კიდევ კარგი მარიკუნა მამაისთანაა!_სევდიანად ჩაილაპარაკა ნუციმ. მარიკუნა მისი 3 წლის შვილი იყო. ქმარს 1 წლის წინ გაშორდა და ის და მარიკუნა ჩვენთან ცხოვრობდნენ. მხოლოდ ხანდახან თუ წაიყვანდა მამამისი პატარას. _მე არ ვიცი ამათ რა უნდა მოვუხერხოთ!_უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და საწოლზე წამოვგორდი. _გოგო!_გამომეტყველება შეეცვალა ნუცის და სახეზე ღიმილი გამოესახა._ შენ კიდევ ნახულობ იმ კრეტინის? _რაიყო, გაიგე რაიმე?_მივუხვდი ჩანაფიქრს და გამეცინა. _მე და მაგას საერთო მეგობრებში ამოგვიგდო ჩემი თანამშრომელი…_ჩამოჯდა საწოლზე._ დღეს გამოვკითხე რაღაცეები. მოკლედ, ეს გოგოც ებრაელი ყოფილა და მაგ პონტში ვიცნობო რა… ჰო და, შენს მირიანს საცოლე ყოლია! _საცოლე?!_სიცილი ვერ შევიკავე. _მართლა…_სახე დაასერიოზულა ნუციმ._ის გოგოც ებრაელი ყოფილა და ისრაელში ცხოვრობსო. _საცოლე ყავს და შენ ეს ფეისფუქზე გამოგრჩა?_წარბი ავქაჩე ზემოთ. _არ უდევს იმ გოგოს სურათები. საერთოდ არ აქვს იმ გოგოს ფეისბუქი… ჟანამ მითხრა ძაან ტრადიციული ოჯახიდან არისო. _იცოდე, ნუცი თუ მატყებ!_თითი დავუქნიე. _მარიკუნას თავს გეფიცები!_გულზე ხელი მიიდო._მეც მაგრად გამიკვირდა… თან შენ რომ გაკითხავს ყოველ დილით… _კრეტინი…_ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა. _იონა დუბრინსკი_თქვა ნუციმ._ასე ქვია მის საცოლეს. _გასაგებია…_ღრმად ჩავისუნთქე… ისე ღრმად რომ, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფოდა ეს ჰაერი… ### თეთრად გავათენე ის ღამე. არ მიტირია… მე არასოდეს ვტირი… უბრალოდ ძალიან სევდიანი ღამე იყო. რამოდენიმე ჭიქა ვისკიც კი დავულიე ლილიკოს ჩუმად. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ მაღვიძარამ დარეკა. კონცერტი იმ დღეს მქონდა დაგეგმილი. სწრაფად გავემზადე, ვიოლინო გადავიკიდე და სახლიდან გავედი. სადარბაზოდან გამოსულმა დიდხანს ვეძებე თვალებით, მაგრამ მირიანი არსად სჩანდა... ---- როგორ მიხარია თქევენი კომენტარების კითხვა... არ ვიმსახურებ,მაგრამ მე მაინც, უნამუსოდ მიხარია!!! აი ასე!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.