შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი გრძნობები(1თავი)


16-01-2016, 19:07
ავტორი ♥♥♥ A n K a ♥♥♥
ნანახია 3 063

სახლი ქალაქგარეთ, ლამაზი ბაღითა და მშვენიერი ინტერიერით, რომლის გარშემოც ბევრი ასეთივე სახლი დგას , მაგრამ თითქოს ეს სახლი ყველასაგან გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით და თავისი ისტორიით. ამ დიდებული სახლის პატრონი კი არის 17 წლის გოგონა ნია, რომელიც მარტო ცხოვრობს. ის იყო გოგონა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა,მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები,ისინი ვინც ყველაზე მეტად უყვარდა და ამასთან მისი ყველა იმედი და ოცნება გაქრა.
მორიგი დილა გათენდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე იყო. გოგონა არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა, სანამ სიჩუმე კარზე ზარის ხმამ არ დაარღვია.
-ნეტავ ვინ უნდა იყოს?
-გამარჯობა.(გაისმა ხმა კარებთან მდგარი შუახნის მამაკაცისგან)
-გისმენთ!
-ნია ვიბლიანი თქვენ ბრძანდებით?
-დიახ.თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე?იქნებ ჯერ შემომიშვათ.
-უკაცრავად, მობრძანდით!
-მადლობთ.
-ყავას ხომ არ ინებებთ?
-დიახ,თუ არ შეწუხდებით.
-არა რას ბრძანებთ.
სტუმარი დიდი ინტერესით აკვირდებოდა სახლს,თვალი ჯერ წიგნების კარადას შეავლო,შემდეგ ტყავის სავარძლებს,მერე დიდ და მდიდრულ ჭაღს. მოკლედ მის დიდ და ლურჯ თვალებს არაფერი გამორჩენია. ამასობაში ნიაც მოვიდა.
-აი ინებეთ!
-გმადლობთ.
-ახლა კი თუ შეიძლება მითხარით ვინ ბრძანდებით და აქ რისთვის მოხვედით.
-დემეტრე მეტრეველი,თქვენთან იმისთვის მოვედი, რომ რაღაც შემოგთავაზოთ.
-საინტერესოა, გისმენთ!
-მოკლედ გავიგე, რომ აქ მარტო ცხოვრობთ არ გიფიქრიათ, რომ ეს სახლი გაგეყიდათ?
-არა,ამაზე არასდროს მიფიქრია და თუ შეიძლება ერთი მიზეზი მაინც მითხარით რატომ უნდა გავაკეთო ეს?
-როგორ თუ რატომ,სხვა თუ არაფერი მარტო ცხოვრობთ, თანაც ამხელა სახში. ნუთუ ეს სულაც არ გაშინებთ?
-სულაც არა,მარტო ცხოვრებას უკვე მივეჩვიე.
-კარგი როგორც გნებავთ, მაგრამ გთხოვთ მაინც დაფიქრდეთ.
ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და გადაწყვეტილებას თუ შეიცვლით დამიკავშირდით.
-კარგი.
-ახლა კი დაგტოვებთ, ნახვამდის.
-ნახვამდის.
გოგონა მართლაც დააბნია ამ მოულოდნელმა სტუმარმა.
მთელი დღე იმაზე ფიქრში გაატარა თუ რა ექნა,ბოლოს გადაწყვიტა რჩევა მისი მეგობარი ნატალისთვის ეკითხა, ამიტომ მას დაურეკა.
-გისმენ,ნია.
-ნატალი შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-რამე მოხდა?
-კი.
-გთხოვ მითხარი ნუ მაშინებ.
-მოდი და გეტყვი.
-კარგი მოვდივარ.
-გელოდები!
მეგობრები არც ისე შორს ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან ამიტომ ნატალის მოსვლა სულაც არ გასჭირვებია.
სულ-მალე ნატალი ნიასთან გაჩნდა.
-რაა?მართლაა? აუ რა მაგარია.
-რა არის გოგო მაგარი?
-როგორ თუ რა? სახლს გაყიდი და ახალ ცხოვრებას დაიწყებ.
-არა, მე ამ სახლს არასდროს გავყიდი.
-რატომ?
-როგორ თუ რატომ? ეს ხომ ჩემი მშობლების სახლია დაგავიწყდა?ეს ერთადერთია რაც მათგან დამრჩა.
-ხო მაგრამ ნია, იქნებ დაურეკო.
-მერე რა ვუთხრა?
-დათანხმდი.
-მხოლოდ ერთი პირობით გავყიდი ამ სახლს.
-რა პირობით?
-თუ ისევ აქ ვიცხოვრებ.
-რაა?გაგიჟდი? უცხო ხალხთან როგორ უნდა იცხოვრო?
-აბა სად წავიდე? მომბეზრდა მარტო ცხოვრება.
-და დაგთანხმდება?
-სხვა გზა აქვს?
-მაშინ მიდი დაურეკე.
-ახლა?
-ხო,მიდი რაღას უცდი.
-კარგი.
************
-გისმენთ.
-ბატონი დემეტრე ბრძანდებით?
-დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე ნია ვარ.
-გისმენ ნია.
-თქვენს წინადადებაზე ბევრი ვიფიქრე თუ შეძლებთ ხვალ მესტუმრეთ და დავილაპარაკოთ.
-სიამოვნებით გესტუმრებით.
-კარგი გელოდებით.

მოგესალმებით, მე ვარ ანა ჩაკვეტაძე ეს კი ჩემი პირველი ისტორიაა და იმედი მაქვს მოგეწონებათ. :D ♥



№1 სტუმარი A

Sakmaod saintereso dasawyisia gaagrdzele da tavebi cota ga,arde. Xo kide malmale dade rom mkitxvels didxans ar alodino. Didxans lodini adamians interess ukargavs rac unda saintereso iyos mainc. Ase rom gaagrdzele. Warmatebebi....

 


№2  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

A
Sakmaod saintereso dasawyisia gaagrdzele da tavebi cota ga,arde. Xo kide malmale dade rom mkitxvels didxans ar alodino. Didxans lodini adamians interess ukargavs rac unda saintereso iyos mainc. Ase rom gaagrdzele. Warmatebebi....


Aucileblad gavitvaliswineb tqvens rchevebs.

 


№3  offline მოდერი bibo

მომწონს მე ეგი ისტორია იცი .შენ თავები გაზარდე რააა და მალ მალე დადე კიდო რავი დანარჩენი კარგი წარმატებები აბა შენ იცი სოკოლადო love

 


№4  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

bibo
მომწონს მე ეგი ისტორია იცი .შენ თავები გაზარდე რააა და მალ მალე დადე კიდო რავი დანარჩენი კარგი წარმატებები აბა შენ იცი სოკოლადო love


Mixaria tu mogewonat, vecdebi male davdo.

 


№5 სტუმარი LaNa

Anushki when xom didi tavebi gaqvs dawerili? Ratom apataraveb? Nu awameb xalxs :-* <3 Chemii go goo miyvarxar <3 :-*

 


№6  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

LaNa
Anushki when xom didi tavebi gaqvs dawerili? Ratom apataraveb? Nu awameb xalxs :-* <3 Chemii go goo miyvarxar <3 :-*


Yvela ertad rogor davdo ha ? Mec miyvarxar :D:D.

 


№7 სტუმარი vika dzidzishvili

Magaria zalian

 


№8  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

vika dzidzishvili
Magaria zalian

vika dzidzishvili
Magaria zalian

მიხარია თუ მოგეწონათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent