შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო!!! (თავი11)


16-01-2016, 19:48
ავტორი niako crazy
ნანახია 2 921

ოთახში გიგი და ნატალი შემოვიდნენ. გიგი ნატალის ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, ხშირად აწუხებდა ნატალის, ის კი თავიდან იშორებდა. შემდეგ საქმეში ალექსანდრე ჩაერია, რისი შედეგიცაა, ის რომ გიგი სამი თვეა არ გამოჩენილა.
-აქ რას აკეთებ?(ალექსანდრე)
-თქვენთან და ნატალისთან სერიოზული საქმე მაქვს(გიგი)
-ნატალის შენთან არანაირი საქმე არ აქვს(ლუკა)
-სწრაფად თქვი რაც გინდა და მერე აქედან წადი(ალექსანდრე)
-მე გავალ თქვენ ისაუბრეთ ხელს არ შეგიშლით(მე)
-ემილი შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, შეგიძლია დარჩე(ნატალი)
ყველანი მდივანზე დავსხედით.
-მოკლედ როგორც იცით მე ნატალი ძალიან მიყვარს-დაიწყო ლაპარაკი გიგიმ და შევნიშნე როგორ დაებერა ძარღვები ლუკას- მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ და ვიტყვი რომ, ნატალი მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი და შვილების დედა გახდე, ალექსანდრე მინდა შენი დის ხელი გთხოვო, ვიცი რომ ნატალის რაღაც გრძნობები აქვს ჩემს მიმართ, და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ეს გრძნობა გაუღრმავდება და შევუყვარდები(გიგი)
ეს რომ თქვა ყველა გაკვირვებული დავრჩით, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
-ნატალი რამეს გრძნობ მის მიმართ?(ალექსანდრე)
-ალექსანდრე აქ საკითხავია არაფერია, ეს ნატალის გვერდით არასოდეს იქნება(ლუკა)
-ლუკა დაწყნარდი(ალექსანდრე)
-ლუკა მინდა გითხრა რომ შენი გადასაწყვეტი არ არის ნატალი ვისთან იქნება, მას თუ ჩემთან ერთად ყოფნა უნდა ამას ვერავინ დაუშლის, მათშორის ვერც შენ, შენს თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვს(იგი)
-ჰოო, ახლა გაჩვენებ ვის აქვს თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა(ლუკა)
ლუკამ გიგის მოულოდნელად დაარტყა ის კი წაიქცა. ადგომა სცადა როდესაც ლუკამ ისევ დაარტყა. გიგიმ წონასწორობა დაკარგა, თავი მაგიდას ჩამოარტყა, რომელიც იქვე იდო და იატაკზე უსულოდ დაეცა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერაფრის გაანალიზება მოვასწარით. ნატალი გიგას მივარდა, რომელიც უგონოდ იწვა.
-გიგი გთხოვ გამოფხიზლდი, თვალები გაახილე გთხოვ გიგი-ნატალიმ შენიშნა თავზე ჭრილობა, საიდანაც სისხლი მოსდიოდა.
-ალექსანდრე გთხოვ სასწრაფო გამოიძახე(ნატალი)
-დამშვიდდი ნატალი, ყველაფერი კარგად იქნება, სასწრაფოში უკვე დავრეკე მალე მოვლენ ამ ნაბიჭვარს არაფერი მოუვა, აი ნახავ(ალექსანდრე)
სასწრაფო მალევე მოვიდა. გიგი საკაცეთი გაიყვანეს გარეთ.
-ნატალი შენ სახლში დარჩი(ალექსანდრე)
-არა ალექსანდრე გთხოვ ჩვენც წამოვალთ,სახლში ვერ დავრჩები(ნატალი)
-კარგი თქვენ სასწრაფოს მანქანაში ჩაჯექით, მე და ლუკა ჩემი მანქანით წამოვალთ(ალექსანდრე)
მე და ნატალი სასწრაფოს მანქანაში ჩავჯექით. ნატალიმ გიგის ტელეფონში მისი ოჯახის წევრების ნომერი ნახა და მათ დაუკავშირდა. მალევე მივედით საავადმყოფოში. გიგის მშობლები უკვე მოსულები იყვნენ.
-რა სჭირს ჩემს შვილს, რა დამართეთ?-გვიყვიროდა გიგის დედა, როგორც შემდეგ გავიგე, ქალბატონი მარიამი და თან ცდილობდა როგორმე იმ პალატაში შესულიყო, სადაც მისი შვილი შეიყვანეს, მაგრამ ექთნებმა კარები დაკეტეს.
-გთხოვთ დამშვიდდით ქალბატონო მარიამ, თქვენი შვილი კარგად იქნება(მე)
ლუკა და ალექსანდრეც მოვიდნენ, ექიმიც პალატიდან გამოვიდა.
-პაციენტს დარტყმისგან თავი დაუზიანდა, ოპერაციის გაკეთება უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, ჩვენ ყველაფერს შევეცდებით(ექიმი)
გიგი საოპერაციოში შეიყვანეს.
-ჩემს შვილს რომ რამე დაემართოს ამას არავის გაპატიებთ(მარიამი)
ნახევარი საათი გავიდა, ლუკა და ალექსანდრე ოცი წუთის წინ გავიდნენ და მას მერე აღარ გამოჩენილან.
-ემილი ბიჭები სად არიან, წამოდი მოვძებნოთ(ნატალი)
-კარგი წამოდი(მე)
ალექსანდრეს ტელეფონზე დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, ნეტავ სად არიან, პირველ სართულზე ჩავედით,, ერთ ოთახს ჩავუარეთ, რომლის კარიც შეღებული იყო და ალექსანდრეს ხმა ისმოდა. ოთახში შევედით,სადაც ალექსანდრე, ლუკა და ორი პოლიციელი იყო.
-ალექსანდრე რა ხდება, პოლიციას აქ რა უნდა?(ნატალი)
-არაფერი ნატალი, მეორე სართულზე ადით, მეც მალე მოვალ(ალექსანდრე)
-ბატონო ალექსანდრე, ამჟამად ვერაფერს ვიზამთ, ბატონი ლუკა უნდა დავაკავოთ, დანარჩენს თქვენი ადვოკატი გაცნობებთ-თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა და ლუკას ხელი მოკიდა.
-ალექსანდრე რას ამბობს ეს პოლიციელი, ლუკა სად მიყავთ(ნატალი)
-ნატალი დამშვიდდი, ადვოკატს დაველაპარაკები და გამოუშვებენ საღამოს(ალექსანდრე)
ლუკამ ალექსანდრეს რაღაც ანიშნა, მანაც პოლიციელს რაღაც უთხრა და მათთან ერთად გარეთ გავიდა.
-ნატალი არ ინერვიულო, მალე გამომიშვებენ, არ იტირო(ლუკა)-უთხრა და მაგრად მოხვია ხელები. ასე იყვნენ რამდენიმე წუთი. ბოლოს შუბლზე მიაკრა ტუჩები, მოშორდა და ამჯერად ჩემთან მოვიდა.
-იცოდე თავს გაუფრთხილდი და ნატალისაც მიხედე(ლუკა)-ჩამჩურჩულა ყურში და გარეთ გავიდა.
-ემილი მე ლუკას გავყვები, გიორგის და დემეტრეს უკვე ველაპარაკე მალე მოვლენ, შეეცადე ნატალი დაამშვიდო, თუ რამე სერიოზული მოხდება დამირეკე(ალექსანდრე)-მითხრა და ისიც უკან გაყვა პოლიციელებს.
-ემილი ახლა რა მოხდება, ლუკა ჩემ გამო დააკავეს, ყველაფერი ჩემი ბრალია, მას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ(ნატალი)
-ნატალი შენი ბრალი არაფერია. ხომ გაიგე რა თქვა ალექსანდრემ, ლუკა საღამოს დაბრუნდება(მე)-ვუთხარი და მოვეხვიე.
დემეტრე და გიორგი მალე მოვიდნენ და დიდი თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ნატალი სახლში წასულიყო.
-ოპერაცია რომ დამთავრდება დამირეკეთ-ვუთხარი ბიჭებს და წინ წასულ ნატალის უკან გავყევი.

-ნატალი გთხოვ რამე ჭამე ასე არ შეიძლება-უკვე მერამდენედ ვთხოვ რო ორი ლუკმა მაინც ჭამოს, მაგრამ ამაოდ.
-ემილი მართლა არაფერი მინდა, როცა ვიცი რომ ლუკა ციხეშია ისეთ პირობებში, როგორ ვჭამო(ნატალი)
- ლუკა შენზე ნაკლებად არც მე მიყვარს, ის ჩემი ძმაა, მესმის ახლა ცუდად ხარ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებ უარესია, წარმოიდგინე ლუკას როგორ ეტკინება გული როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახავს, შეეცადე მისი ხათრით მაინც ჭამო რამე, გთხოვ(მე)
ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, დემეტრე იყო.
-გისმენ დემე, რა ხდება?(მე)
-ემილი ოპერაცია დამთავრდა, ექიმმა თქვა მის გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ, მანამდე ვერაფერს ვიტყვითო. შეიძლება ხერხემლის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ თუ უცხოეთში გავგზავნით და ოპერაცია ჩაუტარდება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.(დემეტრე)
-კარგი დემეტრე მადლობა, რამე ახალს თუ გაიგებ შემატყობინე(მე)
-კარგი(დემეტრე)
- რა თქვა დემეტრემ, ოპერაცია დამთავრდა, გიგი კარგადაა?(ნატალი)
მასაც მოვუყევი რაც დემეტრემ თქვა და მგონი ცოტა დამშვიდდა კიდეც. ცოტა საჭმელიც შეჭამა.
-ემილი უკვე დიდი დრო გავიდა, ლუკა კი კიდევ არ ჩანს, გთხოვ დაურეკე ალექსანდრეს გაიგეე რა ხდება(ნატალი)
-კარგი(მე)-ტეელფონზე ალექსანდრეს ნომერს ვკრეფდი, როდესაც მისგან ზარი შემოვიდა.
-გისმენ(მე)
-...........(ალექსანდრე)
-კარგი(მე)-ვუთხარი და თან აივანზე გავედი.
-ეხლა კარგად მომისმინე და არ შემაწყვეტინო. მოკლედ ............................(ალექსანდრე)
-რაა? ეგ როგორ გავაკეთო?(მე)
-არვიცი, შენი მეგობრის გულისთვის რამე მოიფიქრე(ალექსანდრე)
-შენ დას არ იცნობ, ხომ იცი როგორ ნერვიულობს ლუკაზე, ახლა ეგ რომ ვუთხრა გაგიჟდება(მე)
-გინდა სულ ეგეთი მოწყენილი იყოს?(ალექსანდრე)
-კარგი, დავუშვათ პირველი დავალება შევასრულე, რა ვუთხრა სად უნდა წახვიდეთქო(მე)
-რამე მოიფიქრე, დრო ერთი საათი გაქვს(ალექსანდრე)
-კარგი(მე)
რამე მოიფიქრე კარგია, როგორ დავაჯერო ახლა ნატალი?
მისაღებში რომ შევედ ინატალი ოთახში არ დამხვდა. მალევე გამოვიდა სააბაზანოდან.
-ვინ დაგირეკა?(ნატალი)
-დედაჩემი იყო, აინტერესებდა რატომ დავაგვიანე(მე)
-შერიგდით?(ნატალი)
-ჯერ არა, მაგრამ ნაჩხუბრებიც აღარ ვართ(მე)
-კარგია(ნატალი)
-ნატალი რაღაც მინდა გთხოვო, ვიცი შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ გთხოვ დამთანხმდი(მე)
-ასეთი რა ხდება ემილი, ყველაფერი რიგზეა?(ნატალი)
-მოკლედ, დედას მერე, ალექსანდრემ დამირეკა მითხრა, ყვეალფერი კარგადაა, უბრალოდ დღეს გირაოს შეტანა ვეღარ მოასწრეს, და ლუკას ხვალ დილით გაათავისუფლებენ.(მე)
-მართლა რა კარგია-თვალები გაუბრწყინდა ნატალის-შენ რა უნდა გეთხოვა?
-ხომ იცი, დღეს რაღაც წვეულება იმართება, მინდა რომ იქ წახვიდე(მე)-რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი.
-ემილი კარგი რა, ხომ იცი მსგავსი რამეები არ მიყვარს, მითუმეტეს რა სიტვაციაში ვართ ახლა(ნატალი)
-გთხოვ, თან გამხიარულდები(მე) ნახევარი საათი ვეხვეწე და როგორც იქნა დავითანხმე.
-მოდი ეს კაბა ჩაიცვი, ძალიან მოგიხდება-მივუთითე ულამაზეს თეთრ მოკლე კაბაზე, რომელიც ნატალის სხეულს მართლაც რომ დაამშვენებდა.
-კარგი რა ემილი, რა საჭიროა ასეთი გამოპრანჭვა?(ნატალი)
-გთხოვ, თან ნახე როგრო გიხდება(მე)
-კარგი, კარგი(ნატალი)
ამ კაბას თეთრი მაღალქუსლიანი შევუსაბამეთ. თმები მაღლა ავუწიე, ცოტა მაკიაჟიც და ულამაზესი იყო.
-ნამდვილ პრინცესას გავხარ(მე)
-მადლობა(ნატალი)
ნატალი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა მე კი ალექსანდრეს დავურეკე.
-მისია შესრულებულია(მე)

P.S თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა, შევეცადე დიდი თავი გამოსულიყო და ნაკლები შეცდომები დამეშვა. სემდეგი თავი ხვალ იქნება. მიყვარხართ.



№1  offline მოდერი niako crazy

ბავშვებო შემეშალა, სათაურში აღიარე,ბაბნიკო გაები!!!(თავი11) უნდა დამეწერა.

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ ძალიან კარგია.მომწონს ლუკა და ნატალი.იმედია პრობლემა არ იქნება გიგის ჯანმრთელობის სახით.ალექსანდრე და ემილიც საყვარლები არიან.მოკლედ რომ ვთქვა,ძალიან მომწონს ეს ისტორია.

 


№3  offline წევრი tvinischia

ვაუუუ მაგარია ალბათ ლუკა ხელს სთხოვს ნატალის არა :დ^^ ვაიმე შემდეგ თავს ველოდები აუუუუუ გაზარდე რა თავებიი❤

 


№4  offline მოდერი niako crazy

madloba komentaristvis sayvarelo

 


ოჰ რა გოგო, რა გოგო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent