შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი მეუღლე (თავი 2)


16-01-2016, 21:52
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 153

დიახ,საავადმყოფოში ამოვყავი თავი..თეთრი კედლები დაბინახე,ეს ის თეთრი კედლები იყო,რომელიც ჩემთვის არ იყო ნაცნობი...გული შემიწუხდა,ვერ გავაცნობიერე რა მოხდა,მაგრამის ვითარება მაწუხებდა,რომ საავადმყოფოში ვიყავი.ვერ ვიტანდი ამ ადგილს,მისი თითოეული კუთხე-კუნჭული მძულდა...დავიხედე მაჯაზე და გადასხმის აპარატი დავინახე.
-სად ვარ?-დავიკნავლე,შევკრთი,შემეშინდა..თითოუელი მსგავსი გრძნობა განვიცადე.ამ დროს ქალიც გამოჩნდა,თეთრი ხალათი ეცვა და შავი თმა კუდად შეეკრა,იღიმოდა და იმედიანი თვალებით მიყურებდა.ვიცნობდი ამ თვალებს,ეს სისუსტის დასამალი რამ იყო.შემეშინდა,ათასმა აზრმა გამიელვა თავში,ასე არ მინდოდა,არ მინდოდა,რომ ასე მომხდარიყო.
-დამშვიდდით..-დამშვიდებული სახით თქვა და სკმაზე ჩემოჯდა.
-რა დამემართა?
-ავარია იყო.
-ვინმე ხომ არ დაშავდა?
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ,ახლა უბრალოდ უნდა დამშვიდდეთ.
-არ შემიძლია..-ისევ ხელებზე დავიხედე და თავი გამოუვალ მდგომარეობაში დავიჭირე.
-შეიგიძლიათ..-მაოცებდა მისი სიმშვიდე,მისი თავშეკავება.
-ჩემს მეგობარს დაურეკეთ..ტელეფონი სად არის?-ხელები ავიქნიე,ქალმა კი გაბრაზებული სახით შემომხედა.
-სახე,ქალბატონო...ხელები,ხელები..დამშვიდდით,მას დავურეკავ,თქვენი ტელეფონი აქაა.
-როგორ შეგიძლიათ,რომ..-წინადადება აღარ დავასრულე,უფრო სწორედ,ვეღარ დავასრულე.
-დამშვიდდით..-ისევ გაიმეორა,ისევ აუწია ხმას და შემდეგ ისევდაუწია,ამ ყველაფერს საოცარი ორიგინალურობითა და დახვეწით აკეთებდა.
ოფლმა დამასხა,იმისდა მიუხედავად,რომ ფანჯარა ღია იყო,თან მციოდა კიდეც,ხელები მეყინებოდა.
-როგორ ხართ?-ტელეფონი მანახა და შემდეგ მკითხა.
-პაროლი არ აქვს,მოძებნეთ მარია,ფავორიტებში მყავს.
-ახლავე..ვიპოვე..-გაეღიმა და კმაყოფილი სახით შემომხედა.
-დაურეკეთ და უთხარით,მოვიდეს..-იმედიანად შევხედე ქალს.
ერთი საათი ვიწექი და ჭერს უაზროდ ვუყურებდი.ასეთი უმაქნისი საკუთარი თავი არასდროს მგონებია.თავი მისკდებოდა ფიქრისგან,არ მინდოდა აქ უმოქმედოდ წოლა,როცა ცხოვრება წინ მიიწევდა და როცა ყველაფერი ცოცხლობდა,როცა ყველაფერი არსებობდა,როცა ახალი რამეები აღმოცენდებოდა..
როცა ყველა წინ იწევდა,ჩემი ცხოვრება ჩერდებოდა,ვიყინებოდი ერთ ადგილას..ეს ყველაფერი ისეთი უაზრო იყო,რომ ლამის იყო შევშლილიყავი.
ცხოვრება ზოგჯერ ზედმეტად რთულია,ისეთი რთული,რომ ოპტიმისტური ფრაზები მხოლოდ ცარიელ სიტყვებად იქცევა...
-როგორ ხარ?-თავი შემოყოლა ფერწასულმა მარიამ.
-ღმერთო..მადლობა ღმერთს..-ვცადე წამოვწეულიყავი,მაგრამ მილებმა გამახსენა ჩემი მდგომარეობა.
-ჩემი გოგო..საწყალი..-გვერდით მომიჯდა და ხელი ხელზე დამადო.
-გაიგე რა მჭირს.
-ავარიაში მოყევი,სულელო...ხომ ხედავ ისეთი არაფერი გჭირს..მხოლოდ გაკაწრული გაქვს სახე და გონება დაბინდული გქონია..რაღაც წამლები შეგიყვანეს და ახლა უკეთ ხარ.
-სახლში მინდა...მძულს აქაურობა..-თავი მაღლა ავსწიე და დაქალს შევხედე.
რამდენიმე საათი ჩემთან გაატარა,მიყვებოდა თუ როგორი ბედნიერი იყო ჯორჯთან,შემდეგ ცოტა ხნით გავიდა და სხვა ვინმე მესტუმრა.ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა ლინდა დავინახე,დედაჩემი თავის ქმართან ერთად იდგა და მიღიმოდა.
-აქ რა გინდა? საიდან?-გაფართოებული თვალებით ვიკითხე.
-შემეშინდა..ვიფიქრე,იქნებ საჭმელი არ აქვსო.
-კარგი რა,დედა...წარმატებული ქალი ვარ,ვერ ხედავ? შენ გგონია,მიჭირს?-ირონიულად ვკითხე და მის მეწყვილეს შევხედე,საკმაოდ სიმპათიური და წარმოსადეგი მამაკაცი იყო.
-რა ვიცი..იქნებ არ ჭამ.
-დედა,რა გჭირს?
-რა ვიცი..ეს რომ გავიგე,ჩამოსული ვიყავი და..
-არ დაგირეკავს.
-სიუპრიზი მინდოდა,გამეკეთებინა.
-დე,ჩემს კუნთებს ვერ დავაჩლუნგებ...ბოდიბილდერის სხეულს ვერ ხედავ?-თვალი ჩავუკარი,კაცივით კუნთები არა,მაგრამ საკმაოდ დაკუნთული ვიყავი.
-უბრალოდ თინეიჯერობისას ერთი პერიოდი პუტკუნა რომ იყავი და შემდეგ კინაღამ ანორექსია რომ აიკიდე..
-დე,ეს შენ გეგონა ასე,გეჩვენებოდა..
-არა.არა...-თავისას უუბედრავდა ლინდა.
-ამისთვის მოხვედი?-ვკითხე შუბლშეკრულმა.
-არა,მინდოდა მენახე...თუ გინდათ,რამე მიირთვით,მარიამ მომიტანა ათასი რამ.
-არა..არ გვინდა...ეს გაიცანი,ჩემი..
-ვიცი..-გავუღიმე თავაზიანად და მაქს,მის ბიჭს შევხედე.
-ჩემი საქმრო..-ინგლისრუად თქვა და მაქს შეხედა.
-მაქსი ბრიტანელია..-ჩაურთო და გაეღიმა.
-როგორ ხარ?-მკითხა მაქსმა ინგლისურად,ჩვეულად გაიღიმა,თეთრი კბილები გამოაჩინა და შემდეგ წინ წამოიწია.
-უკეთ,მადლობ..ძალიან კარგი ადამიანი ხართ..-კომპლიმენტი ვუთხარი და გავუღიმე.
-მადლობ..ქორწილში მეჯვარე უნდა იყოთ..
-ღმერთო..რა კეთილი ხართ..ერთი სული მაქვს,როცა ავდგები..ქართული სამზარეულო უნდა დააგემოვნოთ და შემდეგ ქართველთა ღირშესანიშნაობები..აქ ბევრი რამაა სანახავი.
-გუშინ სახინკლეში ვიყავით და მთაწმინდაზე ავედით..
-გაჩე..როდის ჩამოხვედით?-ვკითხე მაქსს.
-გუშინწინ.
აუ,დეე...
-შვილო,მონატრება საოცარი გრძნობა ყოფილა...დღეს საღამოს გამოგიშვებენ..ორი საათიც და ვსო..
-ვაიმე,დე...მადლობა,ლინდა..
-ასეთი თბილი ....როგორც ჩანს,კარგად უგებთ ერთმანეთს,მე გავალ,ექიმს ვნახავ..-თვალებით გამომემშვიდობა და შემდეგ კარებიდან გავიდა.
-საოცარი გოგო ხარ...ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირ შვილზე.
-მადლობთ...არ მეგონა,თუ ასეთი იყავით...
როგორც ჩანს,ერთმანეთზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დავტოვეთ..საღამოს მარიას დავურეკე,რომ არ მოსულიყო,მოვუყევი ლინდას ჩამოსვლის შესახებ...ბინაში შევედით,მაქსმა და ლინდამ,დავრჩებითო და მეც გამიხარდა.მთელი საღამო ერთად ვიყავით,ფილმს ვუყურებდით და მაქსის დაბრაწულ ბატიბუტს ვჭამდით..მაქსმა კარგი მზარეული ვარ და მერე რამე უნდა გაგიკეთოთო.
ძალიან თბილად დამხვდნენ..ისიც კი ვიფიქრე,ჩემი აზრის ხომ არ ეშინოდათ და ამიტომ ხომ არ იქცევიან ასეო..მაგრამ ბუნებრივი იყო,რომ ჩემი რეაქცია გაუხარდათ.

საკუთარ საწოლში წოლა ძალიან მესიამოვნა..საავადმყოფოდან გამოსული თავს თავისუფლად ვგრძნობდი.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს პატიმრობიდან გამოვედი.უფროს დავურეკე და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა,მითხრა,რომ მეორე დღესაც არ მივდულიყავი,რაც ძალიან მესიამოვნა,შემეძლო,მთელი დღე გამეტარებინა დედაჩემთან და მის საქმროსთან ერთად.

-როგორ ხარ?-ღიმილიანი სახით დამხვდა ლინდა.
-კარგად,შენ? დღეს თქვენთან ვარ.
-ძალიან მაგარია.

საღამომდე ვიბოდიალეთ,რა არ ვნახეთ..ბევრი რამ მოეწონა მაქსს..აღფრთოვანებული იყო საქართველოს კულტურული ძეგლებითა და ბინებით,სამზარეულომაც მონუსხა..გადაწყვიტა,რომ ქორწილი აქ უნდა გადაეხადათ და ჯვარი სამებაში დაეწერათ.
-ძალიან მაგარი იქნება...-გამაღიმა მისმა გულწრფელმა აღიარებამ.
-ჰო,ძალიან..-გაეღიმა ლინდას.

სასიამოვნოდ დაღლილი დავწექი საწოლზე და ბალიში გულში ჩავიკარი.მინდოდა დამეძინა,რომ სამსახურს აღდგენილი ძალებით დავბრუნებოდი.
თვალი მოვხუჭე,როცა ლინდას ხმა გავიგე,ვიღაც მოვიდაო...მაშინვე ფეხზე წამოვხტი და კარებისკენ წავედი.მარისა და ჯორჯის დანახვამ გამახარა.გავუღიმე ორივეს,ისე მესიამოვნა მათი დანახვა,როგორც არასდროს.
-ეს დედაჩემია,ეს კი მისი საქმრო..-გავაცანი ოჯახი ორივეს.
-სასიამოვნოა..-მაქსმაც გაუღიმა მათ.
-უნდა წაგართვათ ჩვენი მეგობარი..-სიცილით თქვა მარიამ და მკლავში ხელი ჩამავლო.
-კარგით...-დედაჩემმა გადახედა მაქსს და შემდეგ თვალი ჩამიკრა.

-როგორ არის ჯანმრთელობა?-მკითხა მაქსმა.
-ხვალ გავდივარ სამსახურში..არ ვიცი რა გრძნობაა,მაგრამ თითქოს რაღაც მაკლია და რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ.
-ეს ვიცი,რაც არის,ანეტ..-საუბარში მარიაც ჩაერთო.
-რა? რა არის?-ვკითხე დაქალს.
-სიყვარული გაკლია,სითბო..
-არ ვიცი რა გითხრა.
-უნდა იპოვო ვინმე..ინტერნეტგაცნობებზე რა აზრის ხარ?
-არასდროს მიცდია..ნუთინეიჯერობის მერე,მაგრამ არც მასში ყოფილა წარმატებული.
-ახლა უნდა სცადო..მაგარი აპლიკაცია ვიცი ტელეფონების და.
-არა მგონია,რამე გამოვიდეს..-თავი გავაქნიე..
-რატომ? ახლავე დავიწყოთ..მომე,ტელეფონი..-ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან და თვალი ჩამიკრა.
-აუ,კარგი რა..-ჩემს გამომეტყველებაზე წყვილს სიცილი აუტყდა..არც გამკვირვებია..ზოგჯერ მართლაც საშინელ სიტუაციებში ავღმოჩნდები ხოლმე.
-კარგი,იმედია მაგარი ბიჭს დავითრევ..-სიცილში ავყევი მათ.

დილას ცუდ ხასიათზე გამეღვიძა..მივხვდი,რომ ფიზიკური ტკივილი არაფერია,გულიც ტკივილიც ჯანდაბას,მაგრამ ფსიქიკური ტკივილი საშინელებაა,ის გამანადგურებელია,ეს გრძნობა ნებისმიერ სხვა გრძნობაზე ძლიერია..საყვარელი ადამიანი დაკარგა,კარგი..არაფერი,გადაიტან,მაგრამ,როცა რაღაც დარღვევა გაქვს,საშინელებაა...სწორედ ამას ვგრძნობდი,ვგრძნობდი,რომ ჩემში რაღაც დაირღვა,რაღაც მაკლდა და ფსიქიკა მეშლებოდა...
თითქოს არ ვარსებოდი..თითქოს ვარღვევდი დაწესებულ საზღვრებს,თითქოს ბარიერებს ვცდებოდი..მორჩა! გადავწყვიტე,რომ აღარ მეფიქრა ჯორჯზე,მაგრამ მისი სახე ხომ სიზმრებში მესახებოდა,ოცნებად მესახებოდა...გადავწყვიტე,რომ საღამოს ვინმეს შევხვედროდი...ასე სჯობდა! ცხოვრებაში არ არის საჭირო ზედმეტი აკვიატება,არ მჭირდება არავის აჩემება,უბრალოდ ყველაფერი გრძელდება,ყევალაფერს აქვს საზღვრები...ჩემსა და ჯორჯს შორის კი მარიაა,ჩემი ბავშვობის მეგობარი, და სულ ასე იქნება.

-როგორ ხარ?-მომიკითხა ნათია,ჩემს გვერდით მომუშავემ.
-კარგად,შენ?
-ჰო,მეც...რამე ჰო არ ხდება?
-არა..-თავი გავაქნიე და გავშორდი.
რა უნდა ხდებოდეს-მეთქი-ვეკითხებოდი საკუთარ თავს..საერთოდ რა უნდა მომხდარიყო? ვინმე იფიქრებდა ორსულად ხომ არ არისო..მაგრამ არა...მე უბრალოდ რაღაც მჭირს,ჩემს ფსიქიკას რაღაც სჭირს და ესაა ყოველივე ამის მიზეზი.
მთელი დღე ტელეფონზე მქონდა ყურადღება..ვკითხულობდი მოწერილებს,მაგრამ ვერ ვინტერესდებოდი..ლიფტი შესვლის დროს დავხედე ახალ მოწერილს..ბიჭს ანკეტაც შევისწავლე და საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ის ბიჭი შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდა..
ხელოვნება უყვარდა,სპორტით იყო დაკავებული,საკუთარ ფირმაში მუშაობდა,იყო განათლებული და აინტერესებდა სერიოზული ურთიერთობა..ამავე დროს იყო მაღალი და ძალიან მიმზიდველი..
„კარგად,შენ?“
„მე,შევხვდეთ?“
„კი“-მოკლედ მივწერე.
„გამოგივლი,დღეს 9-ზე.მისამართი მომწერე“.

-მაგარია..-დავურეკე მარიას.
-გილოცავ..ჰო გითხარი?
-ახლა არ უნდა შევრცხვე პაემანზე..-ნერვიულად ვთქვი.

ცხოვრება რთულია...როგორი რთულია იმაზე ფიქრი,რომ შენთვის ყველაზე სასურველი მამაკაცი,რომელმაც ყველაზე მეტად დაგაინტერესა,შენი დაქალის საქმროა...რთულია ეს ყველაფერი..ამიტომ უნდა შეებრძოლო მას და უნდა იპოვო სხვა..
ჰო,მუდამ ოპტიმისტი ვიყავი..
ფიქრები გაიფანტა,ამ დროს ზარი გაისმა..ეს სავარაუდოდ ნიკა უნდა ყოფილიყო..ანუ ის მამაკაცი საიტიდან.
კარები გავაღე..ასეთი რამეები ჩემთვის დიდი ხნის დავიწყებული იყო..ნეტა,როდის შევხვდი მამაკაცს...ნეტა,როდის მქონდა ბოლო პაემანი..
-გამარჯობა..-ხელში თაიგული ეკავა და იღიმოდა..უხერხულობის დასაფარავად გავიღიმე..ეს ნიღაბი იყო,ღიმილი ნიღაბი,რომელიც მთელ სახეზე დამთამაშებდა...ეს ტკივილი იყო,ეს იყო ნაძალადევი ღიმილი.
-გამარჯობა..-ვუპასუხე პაუზის შემდეგ და ძირს დავიხედე..უხერხულობა ვიგრძენი მის წინაშე..ის საოცრად მიმზიდველი და საინტერესო მამაკაცი იყო.
-წავიდეთ?-მოკლედ მკითხა და ხელი გამომიწოდა.
-რა თქმა უნდა..-გავედი და კარები ჩავკეტე.
საკუთარ სახლში მიმიყვანა და სახურავის თავზე ასვლაში დამეხმარა...გამიკვრიდა მსგავსი რამ,გამიკვირდა,რომ საკუთარი ხელით მომზადებული ვახშამი შემომთავაზა და არა სადმე შეკვეთილი..
-საოცარია..-გავუღიმე და მადლობის ნიშნად შევხედე.-
-უცნაურია არა? ყველას ასე როდი ვუმასპინძლდები..ეს ხედი,ეს უცნაურობა განსაკუთრებულებისთვისაა..
-მადლობ..-გავუღიმე და მის გამოწეულ სკამზე ჩამოვჯექი.
-არ ელოდი ჰო ამას?
-არა-თავი გავაქნიე.
-ანუ,ანეტ,რას საქმიანობ?
-იურისტი ვარ..-კომპანიის სახელი დავუსახელე და ცოტა რამ მოვუყევი ჩემი სამუშაოს შესახებ.
-შენ ვერ გაიგებ ბიზნესს.
-მართალი ხარ-უყოყმანოდ დავეთანხმე.
-არეული ჩანხარ?
-რას გულისმხობ?
-უბრალოდ არეული.
-ალბათ,იმიტომ,რომ დიდი ხანია არ ვყოფილვარ პაემანზე-სწრაფად ვუპასუხე და ჭიქა პირთან მივიტანე.
-ვიცოდი,რომ ალკოჰოლს არ სვამდი.
-საიდან?
-ბოდიბილდერები არ სვამენ..
-ოჰ,ანკეტა..-თავი დავუქნიე.
-ჰო,მაგრამ მაგ საქმეს არ მიჰყვები ჰო?
-რამდენიმეჯერ მთხოვეს მოდის სფეროში ჩაბმა,მაგრამ ჩემი არაა..ჰო ხდვები?
-კი,ნამდვილად..-თავი დამიქნია..

-როგორი საღამო იყო?
-საოცარი..ღმერთო,საოცრება იყო..-ემოციებში ვსაუბრობდი.
-მადლობა ვის?-პატარა ბავშვივით მკითხა მარიამ.
-შენ,ჩემო გოგო..
-ხვალ დაბადების დღე რომ მაქვს გახსოვს ჰო?
-კი-თავი დავუქნიე,მაგრამ,ვაღიარებ,გამიკვირდა..ისეთი დაბნეული ვიყავი,რომ ისიც არ მახსოვდა..
-ხოდა მაქსი რაღაც სიუპრიზს მიწყობს...

წვეუელებაზე წასვლას დავთანხმდი,მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა..არ მინდოდა რეჩხი,არ მინდოდა,რომ ..რომ...რომ ცოლობა ეთხოვა..რატომ? მე ხომ ნიკა მყავდა,არა,არ მყავდა,მაგრამ ხომ იყო ჩვენ შორის რაღაც.
-მომენატრე..-მისი ხმა ამაღელვებელი მომეჩვენა.
-მისმინე,ახლა არ მცალია..
-გეყო...რა..-საღამოს გამოგივლი და..
-არ მცალია-მეთქი..
-მაშინ შენთან მოვალ და გიყურებ რას აკეთებ.
-ნიკა!
-ანეტ,გეყო!
-ნუთუ ასეთი ბრძანებელი ხარ მუდამ,მუდამ...
-კარგი,მოდი..
კარგი,მოდი...რა კარგი მოდი? საკუთარ თავს გავუბრაზდი კიდეც...თუმცა რა? ის დამეხმარება,რომ ვკონცერტირდე.მგონი,ცუდი იდეა არ უნდა იყოს.
ლინდამ და მაქსმა ყავაზე დამპატიჟეს,მაგრამ უარი ვუთხარი,რაღაც საქმე მაქვს-მეთქი,არადა,ასე ნიკას გამო მოვიქეცი..თუმცა საქმეები?! ცოტაოდენი რამ კი მქონდა გასაკეთებელი,მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ნიკა იყო..ყველაფერი როგორაა ხოლმე ერთმანეთზე აწყობილი?!

-ხილი მოვიტანე..-ღიმილით შემოვიდა ოთახში.
-არ იყო საჭირო.
-კარგი რა..ვიცი,რომ შენც შემომთავაზებ რამეს.
-ჩემმა მეგრელმა დედიკომ ძველი ღომი გამომიგზავნა..
-მეგრელია?
-ჰო,ბერძენი მეგრელი..ჩამოვიდა და მონატრებია.
-მეც მიყვარს.
-გაგიცხელებ.
-კარგი-კმაყოფილი სახით შემომხედა.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ,ღომი მოეწონა..შემდეგ საქმეებზე მკითხა რაღაცები და ბოლოს ჩემთან ერთად დივანზე ჩამოჯდა..კოცნას არ ცდილობდა და ეს გამიკვირდა კიდეც,მაგრამ რატომ?! ის ხომ სერიოზულ ურთიერთობას ეძებდა..სერიოზულ ურთიერთობაში კი საფეხურებს მიჰყვებიან,არ უსწრებენ დროს და ყველაფერს არ აფუჭებ,არ აფუჭებენ სულსწრაფობით...სულსწრაფობა ხომ ბავშვთა მახასიათებელია,ზზრდასრული ადამიანი კი ვერასდროს იქნება ბავშვი,უფრო სწორედ,არ უნდა იყოს!

-მაინტერესებ...არ ვიცი რატომ,მაგრამ მსიამოვნებს შენთან ყოფნა.
-კარგია ეს ყველაფერი..
-სამუშაო არ გაქვს?-გამომცდელად მკითხა.
-მოდი,რამეს ვუყუროთ.
-მართლა?
-ჰო,მართლა...
-კარგი..-დამეთანხმა..-რამე კომედია ნახე..
-კარგი იქნება..რთული დღის შემდეგ..-გავუღიმე და ფილმის ძებნა დავიწყე.

სამსახურს ადრე მოვრჩი იმ დღეს და მარიასკენ წავედი.რატომღაც მისკენ გამიწია გულმა,მაინტერესებდა როგორ ემზადებოდა დაბადების დღისთვის..სახლში ის არ დამხვდა,გასულიაო-ჯორჯმა.
-დაუცადე..-შემომთავაზა და მანიშნა,დაჯექიო.
-ჩაიცვი,გაცივდები..-მხოლოდ იმ წამს შევნიშნე,რომ პირსახოცის ამარა იყო.
-არა,არ გავცივდები.
-აბა,რას აპირებ მომიყევი?
-სიუპრიზია,ანეტ..
-კარგი-თავი დავუქნიე..

წვეულება რა არის? წვეულება თავის მოტყუებაა..მოტყუება თავის იმ მიზნით,რომ ვითომ ყველაფერი კარგად მიდის..ვითომ ცხოვრება მხოლოდ მხიარულ ფერებს გვპირდება,ვითომ ცხოვრება ლამაზი ზღაპარია....
მე? მე ვინ ვარ..მე ადამიანი ვარ,ყველაზე სუსტი და ყველაზე დაბნეული,რომელსაც საკუთარი დაქალის შეშურდა,როცა ბიჭმა დაბადების დღეზე ხელი სთხოვა..მე ვიღიმოდი,მე ტაშს ვუკრავდი..მაგრამ მე მსოფლიოში ყველაზე საშინელი დაქალი ვიყავი.
-გილოცავ...ჩემი სოცოცხლე..-ვეხვეოდი მარიას და სინამდვილეში ცრემლებს ძლივს ვიკავებდი..

ღამის სამ საათზე დავტოვე წვეულება და მაშინვე ნიკას დავურეკე,ახირებული გოგოსავით..მას ვენდობოდი თუ არ ვენდობოდი,ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,მე ის მიგებდა და მასთან ყოფნა მსიამოვნებდა..აქ ყველაფერი სრუდლებოდა,არ ვაპირებდი სახლში მარტო სიკვდილს..ამიტომ მას დავურეკე და ვთხოვე,რომ დამლოდებოდა.
-რამე მოხდა?-გაკვირვებული დამხვდა.
-უბრალოდ გადავიღალე და ცუდად ვარ..სხვა დროს არ მეცალა და ვიფიქრე,რომ ფილმს ვუყურებდით.
-კარგი..გამიხარდა...-გაფართოებული თვალებით შემომხედა და თმა უკან გადამიწია..-ლამაზი ხარ..
-ცოტა დავლიე..-გულწრფელად ვთქვი და დივანზე დავეშვი.
-ვიგრძენი,მაგრამ..
-მაგრამ არ აღნიშნე...-დავაკონკრეტე და თავი მხარზე ჩამოვადე..მან თმებში შემიძვრინა თითები და ხელებით ფეხზე გამხადა.
-მადლობ,მზრუნველო ბიჭო..
-როგორ გეტყობა,რომ მოგეკიდა.-ფილმის აღარ მინდა..მეძინება..-თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა..ცხოვრებაში ასეთი კომფორტი არ მეგრძნო..ნიკას ხელები თავშესაფარივით მეხებოდა..

-მადლობ კომპანიონობისთვის..-დივანზე ვიწექი,როცა გემღვიძა.
-გაგეღვიძებოდა და ვერ გადაგიყვანე საწოლზე.
-კარგი რა..მადლობ.
-ნუ მიხდი მადლობას,ამ დროს უხერხულობას ვგრძნობ.
-კარგი..-თავი დავუქნიე და საათს დავხედე.
-გაგვიანდება..
-ჰო
-მოწესრიგდი და მე გაგიყვან..ყოველი დრიფტერი ვარ.

ასე გაგრძელდა ცხორვება..ყოველღიურობა ნამდვილ რუტინად იქცა...სამსახურმაც დამღალა..მარიაც აქ გადმოვიდა,ჯორჯმაც მოიკიდა ფეხი თბილისში...ქორწილიდან მეორე თვეს მახარა მარიამ,ორსულად ვარო...
ისევ ავიკარი მსახიობის ნიღაბი,მაგრამ ეს მალევე მოვიშორე...მალევე შევეშვი ჯორჯზე აკვიატებულ ფიქრებს..მასთან ბუნებრივი გავხდი და ისე ვუყურებდი,როგორც ძმას...დავრწმუნდი,რომ ქალი ვარ და არა პატარა გოგო.
ზაფხულში მხოლოდ ერთთვიანი შვებულება მომცეს..ესეც ბევრია და საკმარისი იმისთვის,რომ დავისვენო..აგვისტოში ავიღე,რადგან ეს თვე დასასვენებლად ყველაზე კარგია..ეგვიპტეში მინდოდა წასვლა,რადგან ამაზე მუდამ ვოცნებობდი..ეგვიპტური რუჯი ჩემთვის მაინც სულ სხვა იყო..
ორსულმა მარიამ,ვერ წამოვალო...შვებულება აიღო და ბორჯომში წავიდა.ორსულებს ზღვა არ უყვართ,ალბათ..
ნიკასთან ისევ ვაგრძელებდი ურთიერთობას,მაგრამ ზღვარს ყოველთვის ვიცავდით..გაგიკვირდებათ და ერთხელად არ გვეკოცნა ერთმანეთისთვის..

-როგორ ხარ?-ამერიკიდან მომიკითხა ლინდა.
-კარგად..ქროწილს როდის აპირებთ?-ვკითხე ინტერესით.
-სექტემბერში.თბილისში და ვერ ვითმენ...
-ვერც მე..მომენატრეთ..გადაეცი მაქსს,რომ საშინლად მენატრება..
-მიყვარხარ,დე...

დედაჩემთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა..ერთი პრობლემაღა რჩებოდა და ეს ნიკა იყო..მასთან ყველაფერი გაურკვევლად მიდიოდა...გულის სიღრმეში მინდოდა,რომ ამ ურთიერთობას ახელი ჰქონოდა,მაგრამ მე ვიკავებდი თავს.

-ლამაზო..
-უი,ნიკა.
-კარები ღია დაგრჩენია..
-ჰო..უი..
-რას შვრები?
-ეგვიპტისთვის ბარგს ვალაგებ.
-მეც მინდა სადმე...მოდი,ერთად წავიდეთ.რას იტყვი?
-ჰო?-ინტერესით შევხედე.
-ჰო,ანეტ...
-კარგი..
-მაგარია..-ხელები წელზე შემომხია და გულში ჩამიკრა..მისი სხეული თბილი იყო..სიცხეშიც კი მსიამოვნებდა მისი შეხება..ეს საოცრება იყო!

ეგვიპტე ზოგისთვის მხოლოდ საოცრებებეის ქვეყანაა,მაგრამ ზოგისთვის აღიწერელი სილამაზის მატარებელი და ცხელ პლაჟის მქონე ადგილი...
-ასეც ლამაზი ხარ..-თვალებით ამათვალიერა.
-რა საცურაო კოსტუმში პირველად მხედავ?
-ფოტოებში არ ითვლება..-თავი გააქნია და ქვიშას დახედა..-შენს თმებს ჰგავს..დაწექი და შევადარებ...-თმებზე ხელი მომისმა,ქვიშას გაუთანასწორა იგი და გაეღიმა...-საოცრება ხარ!
-ნიკა...წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე...-წამოდი,გავცუროთ..
-რუჯი გიხდება...
-ხელოვნური რუჯი არაა ისეთი,როგორიც..
-გეყო და წავედით..-ხელში ამიტაცა და წყლისკენ გამაქანა..მის გვერდით თავი დედოფალი მეგონა..მის გვერდით ვგრძნობდი,რომ ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი,მის გვერდით მეგონა,რომ მის გაცნობამდე საერთოდ არ მეცხოვრა...მის გვერდით ვგრძნობდი,რომ ქალღმერთი ვიყავი.

-დედაჩემი ქორწილს იხდის სექტემბერში..-თვალი გავუყარე ნიკას.
-შესანიშნავია..შენი აზრით სიყვარული რამდენჯერ მოდის?
-ადრე მეგონა,რომ მხოლოდ ერთხელ,მაგრამ..-გავჩერდი.
-რა მაგრამ?
-იქნებ იმდენჯერ მოდის,რამდენჯერად გავუღებთ გულს..შენი აზრით?-მივაშტერდი ნიკას.
-არ ვიცი,მაგრამ...ჩემთან ახლოს მოვიდა...მის გულის ცემას ვგრძნობდი..-მაგრამ მინდა,რომ..-ვეღარ გააგრძელა,აღელვებისგან ენა ებმეოდა...-მინდა,რომ გაკოცო...-და ჩემს ბაგეებს ჯერ ნაზად,შემდეგ კი ვნებიანად შეეხო..-ხელები კისერზე შემოვხვიე და უბრალოდ სამყაროს მოვწყდი..საოცარი გრძნობა იყო..ეს სხვა კოცნებებს არ ჰგავდა..ვიგრძენი,რომ ეს იყო ჭეშმარიტი კოცნა,კოცნა,რომელიც აბათილებდა სხვა კოცნებს,კოცნა,რომელიც სხვა კოცნათა არსებობას ნამდვილად ხაზავდა.

და ეს კოცნა იყო..კოცნა,რომლის შესახებად მარიას ენერგიულად მოვუყევი..კიდევ კარგი არ მითხრა,ხომ გეუბნებოდიო...
და ცხოვრება ნამდვილად გრძელდება..მარტივად შვეხედოთ მას და...და უბრალოდ ყველაფერი კარგად იქნება!

ბოლო დღე იყო..ეს იყო დღე,როცა უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში...გული მიგრძნობდა,რომ რაღაც სევდა მეჭრებოდა,მაგრამ ცხოვრება მართლაც სიუპრიზებით ყოფილა სავსე..ასე არ მეგონა ადრე,მაგრამ...
მაგრამ ნიკა გამოჩნდა და მითხრა,რომ პარიზში წასასვლელი ბილეთები ჰქონდა..
-ჩემი ლამაზი ქალაქი..-სიხარულისგან ავხტი.
-ანეტ,ეს დიდი ხანია,რაც მაქვს..
-სიუპრიზად ინახავდი?-ახლოს მივედი და თავში ხელი ჩავსცხე.
-ჰო...-ხელები მომიჭირა და ჩვეულად მაკოცა...
-ხელები..-წამოვიკნავლე.
-მოდი აქ...-სახე და მიკოცნა და შემდეგ გულში ჩამიკრა..
-ვგიჟები პარიზზე.

პარიზი იმაზე ლამაზია,ვიდრე ფოტოებში ჩანს იგი..იგი უცნაურია,მისი სურნელიც კი მონუსხავს ადამიანს..მის ქუჩებში სეირნობისას ისეთი შეგრძნება გეუფლება,თითქოს სიყვარულის სურნელს გრძნობდე..ეს საოცარია...
ეიფელის წინ კოცნა კი კიდევ უფრო საოცარი...

-ეიფელის წინ გიკოცნია აქამდე?-ვკითხე ნიკას.
-პირველად ვარ აქ..შენთვის ვინახავდი..

წამი?! წამი არ ჩერდება..გვინდა,მაგრამ არ ჩერდები...ვკოცნით ხანგრძლივად,ვიღიმით დიდ ხანს,მაგრამ დრო მაინც ვერ აჩერებს იმ საყვარელ მომენტს...
მესამე დღე იყო,რაც ჩამოვედით ...გვეგონა,რომ..მაგრამ ნიკას წასვლა მოუხდა თბილისში,სასწრაფო საქმეაო..ის ანერვიულებული იყო და ნორმალურად ვერც კი დამემშვიდობა..
-მეც წამოვალ.
-დაათვალიერე აქაურობა..ოთხი დღე კიდევაა წინ.
-შენ ვერ მოხვალ?
-ვერა..
-კარგია,რომ პირდაპირი ხარ..-სევდიანად ვთქვი და სკამზე დავეშვი..
-ანეტ,მისმინე,უნდა მაპატიპ...ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე გაუთვალისიწნებელი რამეები..ცხოვრებაში ხშირად ვუშვებთ შეცდოემბს..-თავზე მაკოცა და წავიდა..დავრჩი გაშტერებულ-გაოგნებული..ბალიში ავიღე,ტირილი დავაპირე,მაგრამ არც ეს გამომდიოდა..

პარიზის ქუჩებში დავდიოდი და რას ვფიქრობდი,იცით?
თუ სამუდამოდ მარტო ყოფნა მიწერია,პარიზში გადმოვალ და აქ გავფანტავს მარტოსულობის გრძნობას-მეთქი..
იქნებ ესეც მეწერა..
მაგრამ ნიკა?! ალბათ,ასეთი პესიმისტია ანეტა..მაგრამ არა...ის ცოტა ხნის წინ ოპტიმისტი იყო..ალბათ,თითოეული ადამიანი,რომელსაც ძლიერ ძვირფასი რამ უჩნდება ხელთ,პესიმისტი ხდება,არა იმიტომ,რომ არ უყვარს ის ნივთი,არამედ იმიტომ,რომ მისი დაკარგვის ეშინია..განა ასე არაა?
___
ესეც მეორე თავი,ჩემო ტკბილებო..
მიყვარხართ,მაგრამ,მინდა ვაღიარო,რომ ისეთი განცდა მაქვს ყოველთვის,რომ ბოლომდე ვერ ვგრძნობ ჩემს მკითხველს..იმედია,ამას გამოვასწორებთ.
გკოცნით.
უი,ჰო.მაინტერებს რამდენი მკითხველი მყავს და თუ არ დაგეზარებათ გამოკითხვაში ხმა მომეცით.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს თავი სოცრად მომეწონა.ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ-იმისდა მიუხედავად კი არა,მიუხედავად იმისაა სწორი ფორმა

 


№2  offline წევრი Firefly

მე მიყვარს შენი მოთხრობები,მიყვარს კიარა ვგიჟდები!
საოცრება ხარ love
--------------------
M.T

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ლორელაი
ეს თავი სოცრად მომეწონა.ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ-იმისდა მიუხედავად კი არა,მიუხედავად იმისაა სწორი ფორმა

მადლობ,გავითვალისწინებ. love
Firefly
მე მიყვარს შენი მოთხრობები,მიყვარს კიარა ვგიჟდები!
საოცრება ხარ love

მადლობ love

 


№4  offline წევრი gogaa

ძაან მაგარია ეგრე გააგრძელე წარმატებებიი.

ნუ მიაქცევ დიდ ყურადღებას იმას თუ სიტყვებია შეცდიომიდ დაწერილი გამგებუი გაიგებს ველაფერს ვინც გულით კითხულობს ძაან მაგაია და მაგარდ მომეწონა ასე რომ აბა შენიცი უფრო გაართულე და დაგვძაბე შენი მოთხრობებით და რომანებით ;)

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

gogaa
ძაან მაგარია ეგრე გააგრძელე წარმატებებიი.

ნუ მიაქცევ დიდ ყურადღებას იმას თუ სიტყვებია შეცდიომიდ დაწერილი გამგებუი გაიგებს ველაფერს ვინც გულით კითხულობს ძაან მაგაია და მაგარდ მომეწონა ასე რომ აბა შენიცი უფრო გაართულე და დაგვძაბე შენი მოთხრობებით და რომანებით ;)

ვეღარ მოვახერხე გადაკითხვა და.ალბათ,გამომპარვია.
მადლობ.

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგია, მომწონს მაგრამ რაღაც მაკლია, რაღაც უცნაური და აი რაღაცნაირი, შენ რომ გჩვევია ხოლმე...

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
კარგია, მომწონს მაგრამ რაღაც მაკლია, რაღაც უცნაური და აი რაღაცნაირი, შენ რომ გჩვევია ხოლმე...

გავითვალისწინებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent