სიყვარული მარადიულია 11
დილით ადრე გამეღვიძა.საწოლზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.გონებაში ისევ დემეტრე ამომიტივტივდა.ცრემლებს არ მივეცი საშუალება გადმოსულიყვნენ შავი სივრციდან.ფიქრები გავიქარწ... .სწრაფად ავდექი და სააბაზანოში შევედი.ხელ-პირი დავიბანე და ოთახში დავბრუნდი.პენუარი გავიხადე ,კარადიდან შავი შარვალი და ცისფერი ,,საროჩკა“გამოვიღე და სწრაფად ჩავიცვი.ფეხზე ჩემი საყვარელი,მოყავისფრო ბოტები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.დედა გაღვიძებულიყო,ნუცა ალბათ სკოლაში წავიდა უკვე.თავდახრილი მივუახლოვდი დედას და მასთან ახლოს მდგარ სკამზე დავჯექი.ხმისამოუღებლად დამიდო წინ ყავის ფინჯანი და ჩემს წინ მოთავსდა. - გუშინ რა გჭირდა? - ახალი საქმე მომცეს და ცოტა ჩახლართულია.მარტო მინდოდა ყოფნა და ცოტა დაფიქრება.-ნაძალადევად გავუღიმე და ყავის ერთი ყლუპი გადავუშვი ყელში. - კარგი დე.ათს აკლია თხუტმეტი წუთი,გაგვიანდება.-თბილად გამიღიმა და ხელზე ხელი დამადო. - კარგი,წავედი.-ოთახიდან ჩანთა გამოვიტანე,დედას დავემშვიდობე და სახლიდან გავედი.ტელეფონი ამოვიღე და ჩემს მდივანს დავურეკე. - სოფი,დღეს ვერ მოვალ და გაითვალისწინე.-ველაპარაკებოდი და თან ტაქსს ვაჩერებდი. - კარგი,კატო.-დავემშვიდობე და ტაქსში ჩავჯექი.მანქანა უკვე გაკეთებული იქნებოდა,ამიტომ სახელოსნოს მისამართი ვუთხარი მძღოლს.დაახლოებით ოც წუთში იქ ვიყავით.მძღოლს ფული გადავუხადე და სახელოსნოში შევედი. - გამარჯობა,ჩემი მანქანა მზად არის?-ღიმილით ვკითხე ჭაღარაშეპარულ მოხუცებულს. - კი შვილო უკვე რა ხანია.ორი დღეა შენ გელოდები.-თვითონაც ღიმილით შემომეგება. - ბოდიშით რომ გალოდინეთ.რამდენი ლარი მოგცეთ? - ორასი ლარი.-საფულე გავხსენი და ორი ასლარიანი კუპიურა მივაწოდე.გასაღები გამოვართვი და მანქანაში ჩავჯექი.ძრავა ჩავრთე,ღვედი შევიკარი და ,,ცეროდენაში“ წავედი.არ ვიცი რატომ,მაგრამ ვგიჟდებოდი იქ გაკეთებულ ,,ჰოთ-დოგზე“.მანქანა იქვე ახლოს დავაყენე და შევედი.მეორე სართულზე თავისუფალ ადგილას დავჯექი და ოფიციანტის მოსვლას დაველოდე.მანაც არ დააყოვნა და სწრაფად მოვიდა ჩემთან. - გამარჯობა.რას ინებებთ?-ღიმილით მკითხა. - ორი ჰოთ-დოგი და ფორთოხლის წვენი.მერე რამეს დავამატებ ალბათ.-გავუღიმე და შეკვეთა მივეცი. - მალე იქნება თქვენი შეკვეთა. - კარგი.-დაახლოებით თხუტმეტი წუთი ველოდებოდი,შემდეგ ოფიციანტი გამოჩნდა და შეკვეთა წინ დამიდო. - კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - დავამატებ მერე,თქო.-მობეზრებულად გავაქნიე თავი და ჰოთ დოგის ჭამა დავიწყე.ნახევრად რომ მქონდა შეჭმული,წვენიც დავაყოლე.დაახლოებით ნახევარ საათში თეფში უკვე ცარიელი იყო.ოფიციანტს დავუქნიე ხელი და ისიც სწრაფად მოვიდა. - ცივი ყავა და შოკოლადის ნაყინი მომიტანეთ.-ოფიციანტმა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და სწრაფად გავიდა.რამდენიმე წუთში კი შეკვეთილი უკვე წინ მედო.გემრიელად მივირთვი და საფულე ამოვიღე ჩანთიდან.ამასობაში ოფიცინტიც მოსულიყო. - ანგარიში მომიტანეთ.-რამდენიმე წუთში ანგარიშიც მოვიდა და ფული გადავიხადე.ფეხზე წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავედი.კარების გაღებას ვაპირებდი როცა ნაცნობი ხმა გავიგე.გვერდით მივტრიალდი და დემეტრე დავინახე.რამდენიმე ბიჭთან ერთად იჯდა და გულიანად იცინოდა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღაწვებზე ცრემლებიც ვიგრძენი.ალბათ იგრძნო ვიღაც რომ უყურებდა და პირდაპირ ჩემკენ გამოიხედა.სახე უცებ ეცვალა და სევდიანი გაუხდა.თუმცა ეს წამიერად,მერე უცებ სიცილი დაიწყო და ფეხზე წამოდგა.ჩემკენ წამოვიდა თუმცა არ გავნძრეულვარ.ახლოს მოვიდა და მისი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია. - კატუს,როგორ ხარ?-ირონიული ხმაც მოსწვდა ყურთასმენას. - ჰაჰ,არც გრცხვენია მაგას რომ მეკითხები?უი მაპატიე,როგორ უნდა შეგრცხვეს როცა საერთოდ არ გაქვს ეგ გრძნობა.სინდისი როგორ უნდა გქენჯნიდეს როცა საერთოდ არ გაგაჩნია.-ვეცადე ხმა არ ამკანკალებოდა და მგონი გამომივიდა კიდეც. - ყველა თავისსას ღებულობს,კატუს.ამის ღირსი იყავი და მიიღე კიდეც. - შენთან ლაპარაკის სურვილი არ მაქვს.გამატარე.-აცრემლიანებული თვალებით შევხედე. - მე არც გაკავებ,გზა დიდია.-სწრაფად ავუარე გვერდი და კარიდან გავედი.მანქანისკენ გავიქეცი,ჩავჯექი და სწრაფად დავძარი.მთელი სისწრაფით ვატარებდი და თან ცრემლები იკვლევდნენ ღაწვებზე გზას.უცებ თავში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი და საჭეს ხელები გავუშვი.თავზე შემოვიწყე და სახე დავმანჭე.უცებ ტორმუზის ნაცვლად გაზს დავაჭირე და ხეს შევეჯახე.მერე ალბათ გონება დავკარგე რადგან თვალები რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი.ექთანი თავთან მედგა და ალბათ ჩემს გამოფხიზლებას ელოდებოდა. - გამარჯობა.თავს როგორ გრძნობ?-წყალისკენ გავიშვირე ხელი და მანაც სწრაფად მომაწოდა.რამდენიმე ყლუპი გადავუშვი ყელში და ჭიქა დავაბრუნე ადგილზე. - აწი ფრთხილად უნდა იყოთ თორემ პრობლემა მარტო თქვენ კი არა,თქვენს ბავშვსაც შეემქნება.-გაკვირვებულმა შევხედე. - უკაცრავად?გაიმეორეთ რაც თქვით. - არ იცოდით?ფეხმძიმედ ხართ.გილოცავთ.-ღიმილით მომახალა წინადადება.უცებ ბედნიერებისგან გამეღიმა.პირზე ხელი მივიფარე და ტირილი დავიწყე.თან ბედნიერების და თან იმ პრობლემის გამო რომ ბავშვის მამა დემეტრე იყო. -მამა სად არის?-ღიმილით მკითხა ექთანმა. - მამა...სამსახურშია.-ღიმილით ვუპასუხე.უცებ ჩემი დაავადების შესახებ გამახსენდა და ექთანს სწრაფად ვკითხე: - იცით მე,ლეიკემია მაქვს და ეს რამე პრობლემას შეუქმნის ბავშვს?-ექთანს გამომეტყველება ეცვალა. - გააჩნია რომელ სტადიაზე ხართ.შეიძლება ბავშვის მოშორება დაგჭირდეთ.ან თუ გააჩენთ თქვენს სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. - მეორე ვარიანტი მირჩევნია.-აღელვებულმა ვუთხარი. - შეიძლება ამ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ბავშვიც ჯანმრთელიც იყოს და თქვენც გამოჯანმრთელდეთ. - იმედია მასე იქნება.ჩემს ექიმს დაურეკეთ.ელენე ფაღავა ქვია და დაელაპარაკოს მთავარმა ექიმმა.კითხოს ყველაფერი რაც დაავადებას შეეხება. - კარგით ნუ ნერვიულობთ.დაურეკავს აუცილებლად.-ექთანმა გამიღიმა და პალატა დატოვა.ის არც კი გამიფიქრია რომ დემეტრეს ბავშვის შესახებ არ ვეტყოდი.უბრალოდ სისულელეა.ვეტყვი და თუ იტყვის რომ ბავშვთან ურთიერთობა ენდომება არ დავუშლი.თუ უარყოფს არც მე დავაძალებ.ფიქრებში ვიყავი როცა მაღალი,თეთრხალათიანი კაცი შემოვიდა.აშკარად მთავარი ექიმი იყო. - გამარჯობა,კატო.არ გაგიკვირდეს,შენს პირადობის მოწმობაზე ვნახე სახელი და გვარი.-ღიმილით მითხრა.-შენს ექიმს ველაპარაკე.თურმე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო და განკურნვადიცაა შენი დაავადება.მოკლედ რომ გითხრათ,ვეცდები ყველაფერი უპრობლემოდ მოვაგვარო და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.ასე მოვიქცეთ,ჯერ ბავშვი გააჩინე და მერე განიკურნე.ან თუ გაუარესდა მდგომარეობა ორსულობის დროს,ბავშვი უნდა მოიშორო და განიკურნო. - არა,ბავშვს აუცილებლად გავაჩენ. - ჯიუტი ყოფილხართ.-გაიცინა. -თან როგორი.-მეც გამეღიმა. - კარგით,დაისვენეთ და ხვალ გაგწერთ.ყოველ თვეში მოდით და გაგსინჯავთ.მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს მაინც,გაგაკონტროლებთ. - კარგით აუცილებლად მოვალ.-დღემ მშვიდად ჩაიარა.ექთანს ტელეფონი მოვთხოვე და მომიტანა კიდეც.ნუცას მივწერე ვერ მოვალ სახლში დღეს და ხვალ რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვებით თქო.ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე,თუმცა მანამდე დემეტრეს უნდა დავლაპარაკებოდი.მისი ნომერი მოვძებნე კონტაქტებში და დავრეკე.რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მიპასუხა. - გისმენ. - საქმე მაქვს,აუცილებელია.მისამართს გეტყვი და აუცილებლად მოდი,გასაგებია?-ხმა გავიმკაცრე. - ოჰ,მკაცრი კატო.კარგი თქვი მისამართი.-საავადმყოფოს მისამართი ვუთხარი და გათიშვა დავაპირე როცა ხმა ამოიღო. - მანდ რა გინდა?-ხმაში გაკვირვება დაეტყო. -ვაიმე! ალბათ საქმე მაქვს რომ გეუბნები!-გავბრაზდი. - კარგი ნუ ყვირი,მოვალ ოც წუთში.-მაშინვე გავუთიშე და დაველოდე.მართლაც ოც წუთში მოვიდა და პალატაში შემოვიდა.ალბათ კითხა რომელიმე თანამშრომელს თუ რომელ პალატაში ვიწექი.ახლოს მოვიდა და საწოლთან ახლოს დაჯდა. - აბა,გისმენ. - მოკლედ რომ გითხრა,ვიცი ყველაფერი შურისძიების გამო გააკეთე.ისიც ვიცი სიყვარულის გრძნობა რომ არ გაგაჩნია.საერთოდ რომ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ და რომ გამომიყენე.უბრალოდ ახლა რასაც გეტყვი შენთვის მოულოდნელი იქნება.არ გაძალებ არაფერს,შეგიძლია არც მიიღო ეს რასაც გეტყვი და უარყო.არაა პრობლემა,თუ ამ ბავშვს რომელსაც მუცლით ვატარებ უარყოფ.მე გავზრდი და მისი დედაც და მამაც მე ვიქნები.-დემეტრეს სახე ეცვალა,უცებ გაიღიმა და სახეზე მიიდო ხელები. - ანუ,მე...მე... მამა...მა...მამა გავხდები?-ენის ბორძიკით თქვა და გაიღიმა. - კი მამა გახდები,უბრალოდ თქვი.ამ ბავშვს მიიღებ თუ უარყოფ?-მომლოდინედ მივაჩერდი. - გაგიჟდი?როგორ ვუარყოფ ის ხომ ჩემი შვილია,ჩემი გვარის გამგრძელებელი. - კარგი რა,თავი ისე ნუ მოგაქვს,თითქოს უცოდველი იყო და ახლა რამე ისეთი გაკადრეს რამაც ნამუსი გადაგითელა.მე ეს განვიცადე შენგან,სამწუხაროდ.ძალიან კარგად გიცნობ და ვიმედოვნებ ამ ბავშვისთვის მაინც იქნები საამაყო.საამაყო თუ ვერ იქნები,იქნებ ცუდი მაგალითი მაინც არ მისცე.-უკმაყოფილო სახე მივიღე არადა გულში მიხაროდა რომ ბავშვი არ უარყო და რაღაცით მაინც დაამტკიცა რომ ადამიანური რამ გააჩნია. - არ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი.შენი ოჯახი რას იტყვის?-მომლოდინე თვალები მომაპყრო. - რა უნდა თქვან?სიმართლეს ვეტყვი,ნუ შენ მათ თვალში არ დაგცემ და მთვლას სიმართლეს არ ვეტყვი შენი შურისძიების შესა-სიტყვა დემეტრემ შემაწყვეტინა. - კარგი,მორჩი ლაპარაკს.ცოლად მოგიყვან და ბავშვიც ოჯახში იცხოვრებს.დედაც ეყოლება და მამაც.-ღიმილით წარმოთქვა. - არა,გაგიჟდი?მე არ ვარ თანახმა.-გამიკვირდა მისი პასუხი. - შენ არ გეკითხები.ბავშვისთვის ასეა კარგი და ასე იქნება.ჩვენ კარგი მშობლები ვიქნებით და იმისთვის რომ მისთვის კარგი გავაკეთოთ ჯერ ოჯახია საჭირო.-თვალი ჩამიკრა და ლოყაზე მაკოცა.-თავი დავხარე.არ მინდოდა მისთვის დაავადებაზე მეთქვა მაგრამ მომიწევდა,ვიცი. - კარგი,დავქორწინდეთ.ამას იმიტომ ვამბობ,რომ მე შეიძლება მშობიარობის შემდეგ ვეღარ ვიცოცხლო.ანუ ვერ განკურნონ ჩემი დაავადება.ამიტომ ბავშვს მშობელი ჭირდება.შენ კი მამობაც და დედობაც უნდა გაუწიო.-ცრემლებმაც გაიკვლიეს გზა ღაწვებზე. - რ..რა თქვი?ტყუობ ხო? კი,მატყუებ.შენ იცოცხლებ.შენ არ მოკვდები!ბავშვს ერთად გავზრდით,ერთად ვნახავთ მის პირველ ნაბიჯებს,ერთად მოვისმენთ მის პირველ სიტყვას,ერთად გავუშვებთ სკოლაში და ერთად მივცემთ რჩევებს.არ მოკვდები!-ცრემლებიც შევნიშნე მის თვალზე თუმცა წამიერად.სწრაფად მოიშორა ხელის ზურგით. - შენ რა განაღვლებს?მე მოვკვდები და შენ გაზრდი ბავშვს.-გაკვირვებულმა მივუგე. - არა,მეთქი!-დაიყვირა.-არ მოკვდები.-სწრაფად მომიახლოვდა და ჩამეხუტა.ხელი უცებ ვკარი და მოვიშორე. - შენ გაგიჟდი ალბათ.შენ გგონია შურისძიების შესახებ დავივიწყე?ძალიან ცდები!ოჯახს რადგან მოვატყუებ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს მიმართ დავთბები და კარგ ოჯახს ავიწყობ.ახლა დამანებე თავი.დავიძინო უნდა.-მხარი ვიცვალე და ბალიში გავისწორე.დემეტრემ დაბალ ხმაზე რაღაც დაიჩურჩულა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.ცრემლები გადმომიცვივდა თვალებიდან,მიყვარდა მაგრამ არ ვაპატიებდი ჩემს გამოყენებას. გამარჯობა ჩემო საყვარლებო.ბოდიში რომ დავაგავიანე უბრალოდ მართლა გადატვირთული ვიყავი.ვეცადე დიდი თავი დამეწერა და იმედია მოგეწონებათ.გადახედვის გარეშე ვდებ და უდიდეს ბოდიშს გიხდით თუ რამე შეცდომას იპოვით.ვინც კომენტარის სახით აზრს გამოთქვამთ,ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ.იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.